You are on page 1of 1

გამყიდველს შეუძლია იმდენი ღვინო დადოს თაროზე, რამდენსაც თარო დაიტევს.

დიდი
მნიშნველობა არ აქვს არც ხარისხს და არც - ფასს. ახალგახსნილი ბარები სიებით რეკავენ
ყველასთან და ღვინოს სთხოვენ. იდოს - მრავალფეროვნებისთვის კარგია! მათი რა
მიდის?
ახლა წარმოიდგინეთ, რომ რეალიზატორმა იცის, ფულის გადახდა მოუწევს გარკვეულ
ვადაში. ამ შემთხვევაში გამორიცხულია, ასე განურჩევლად მიუდგეს პროდუქციას. ანუ,
შეიძენს (თუნდაც ვადიანი კონსიგნაციით) მხოლოდ იმას, რაც მომხმარებლის
ყურადღებას იმსახურებს, ან აქვს პოტენციალი, რომ ეს ყურადღება დაიმსახუროს.
უვადო კონსიგნაციების აკრძალვის გარეშე არასოდეს დასრულდება ეს ქაოსი, რაც დღეს
გვაქვს. არც სოკოებივით გამრავლდებიან ბარები, რომლებიც 1 წელიწადში იხურებიან.
ასე რომ, საქმე ის კი არაა, რომ "მეღვინის შრომა დაფასდეს" (შრომა ყველასი უნდა
დაფასდეს), არამედ ის, რომ ბაზარზე უნდა არსებობდეს თამაშის სამართლიანი და
მკაფიო წესები, რომ პირველყოფილი ქაოსი არ დარჩეს მუდმივად, რომ ხარიხსი
ფასობდეს, რომ თაღლითები ვერ ხეირობდნენ და რომ პროფესიონალები დამკვიდრდნენ
ბაზარზე - როგორც მწარმოებლების, ისე - რეალიზატორების მხრიდან.

You might also like