You are on page 1of 5

ფრედერიკ ბასტია

მესანთლეების პეტიცია

პარაფინის და ცვილის სანთლების, სანათურების, ჭაღების,


რეფლექტორების, ცვილის მოსაშორებელი მაშების, სანთლის საქრობების,
ისევე როგორც ქონის, ზეთის, ფისის, სპირტის და ზოგადად ყველაფრის, რაც
გასანათებლად გამოიყენება, მწარმოებლების პეტიცია.

წარმომადგენელთა პალატის პატივცემულ წევრებს:

ბატონებო, თქვენ სწორ გზას ადგახართ: უარყოფთ აბსტრაქტულ თეორიებს; სიუხვე,


სიიაფე საერთოდ არ გაფიქრებთ. თქვენ მხოლოდ მწარმოებლის ინტერესებზე
ფიქრობთ და ყველა ხერხით ცდილობთ, უცხოელების კონკურენციისაგან დაიცვათ
იგი. ანუ, თქვენ გსურთ, რომ ადგილობრივი ბაზარი ადგილობრივი მუშა ხელისთვის
იყოს შემონახული.
ჩვენ მოგმართავთ, რათა შემოგთავაზოთ შესანიშნავი შესაძლებლობა ხორცი
შეასხათ თქვენს – რა შეიძლება ვუწოდოთ? თეორია? არა, თეორიაზე მატყუარა ხომ
არაფერია – თქვენი დოქტრინა? თქვენი სისტემა? თქვენი პრინციპი? მაგრამ თქვენ
დოქტრინები არ გიყვართ; სისტემებს შიშით უდგებით; ხოლო, რაც შეეხება
პრინციპებს, თქვენ აცხადებთ, რომ პოლიტიკურ ეკონომიაში ასეთი რამ არ არსებობს.
მაშ დავარქვათ ამას თქვენი პრაქტიკა; თქვენი პრაქტიკა, რომელიც არც თეორიას და
არც პრინციპებს არ ეფუძნება.
ჩვენ გადამთიელი მტრის მხრიდან აუტანელი კონკურენციის მსხვერპლად ვიქეცით;
მტრის, რომელსაც, როგორც სჩანს, განათების ისეთი წინ წასული საშუალებები გააჩნია,
რომ ჩვენი ადგილობრივი ბაზრის უსასრულოდ დაბალ ფასად გადავსება შეუძლია.
ისეთ დაბალ ფასად, რომ გამოჩნდება თუ არა, ყველა მომხმარებელი გვტოვებს და
მასთან მიდის; შესაბამისად, ფრანგული წარმოების უმნიშვნელოვანესი სფერო,
თავისი ყველა განშტოებით, უეცრად სრული სტაგნაციის მდგომარეობაში გადადის. ეს
მტერი, რომელიც სხვა არავინაა, თუ არა მზე, იმდენად დაუნდობელ ომს აწარმოებს
ჩვენს წინააღმდეგ, რომ იძულებულნი ვართ ვიფიქროთ – ამ გზაზე დადგომა მას ჩვენმა
მზაკვარმა მეზობელმა, ინგლისმა შთააგონა. (ამ ჩვენს დროში კარგი დიპლომატიაა
საჭირო!) რწმენას ისიც გვამყარებს, რომ ამ ამაყ კუნძულთან ურთიერთობისას იგი
გაცილებით უფრო თავშეკავებული და ფრთხილია, ვიდრე ჩვენთან.
ჩვენი პეტიცია შემდეგში მდგომარეობს: თქვენმა პატივცემულმა ორგანომ უნდა
მიიღოს კანონი, რომელიც დააწესებს რომ აუცილებელია ყველა ფანჯრის, დარაბის,
სარკმლის, ფარდის, სათოფურის ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ ყველა ხვრელის ან
ღიობის, ნაპრალის თუ ბზარის დახურვა, საიდანაც მზის შუქი ჩვენ საცხოვრებლებში
აღწევს და მომგებიანი წარმოების გამართვაში ხელს გვიშლის. არადა, ჩვენ ხომ სწორედ
ფრედერიკ ბასტია

ამ დაუფასებელ სამსახურს ვუწევთ ჩვენს ქვეყანას და ძალიანაც ვამაყობთ ამით;


შესაბამისად, ქვეყანაც, თუკი იგი უმადურობას არ გამოიჩენს, ამ მძიმე ჟამს უნდა
დაგვეხმაროს უაღრესად არათანაბარი ბრძოლის წარმართვაში.
ჩვენ ვთხოვთ თქვენს პატივცემულ ორგანოს, რომ ეს პეტიცია სატირად არ
ჩათვალოს და მაშინათვე უარით არ გაგვისტუმროს, სანამ იმ მიზეზებს მაინც არ
მოისმენს, რომლითაც ჩვენი არგუმენტაციის გამყარება შეგვიძლია.
პირველ რიგში, თუკი ბუნებრივ განათებასთან წვდომას რაც შეიძლება მეტად
შეზღუდავთ და ამით, ცხადია, ხელოვნურ განათებაზე გაზრდილ მოთხოვნას შექმნით,
განა ამით საფრანგეთის ყველა საწარმო – ამ უმნიშვენლოვანეს სფეროსთან პირდაპირი
თუ ირიბი კავშირების გამო – არ იხეირებს?
მეტი ქონის ხარჯვა ხომ საქონლის და ცხვრის რაოდენობის გაზრდის
აუცილებლობას შექმნის. შესაბამისად, ხელოვნურ მდელოებზე მოთხოვნა გაიზრდება;
და ხორცი, მატყლი, ტყავი და, რაც მთავარია, ნაკელი – სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობაში წარმატების დედაბოძი – უფრო უხვად გვექნება.
ზეთის გაზრდილი მოხმარება ზეთისხილის მეტი ხის მოყვანის აუცილებლობას
შექმნის. ეს მცენარე მომთხოვნია და ნიადაგის გამოფიტვას იწვევს, თუმცა ნახირის და
ცხვრის გაზრდილი რაოდენობის გამო მდელოების განაყოფიერების
გაუმჯობესებული საშუალებები სწორედაც რომ დროული იქნება ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად.
უდაბური ადგილები ფისის მომცემი ხეებით დაიფარება. ფუტკრების მრავლი
ოჯახი ჩვენს მთებში სურნელოვან საგანძურს შეაგროვებს; იმ საგანძურს, რომელიც
ამჟამად ქარს მიაქვს და ჩვენთის არანაირი სარგებლის მომტანი არაა. ანუ, მოკლედ რომ
ვთქვათ, არ არსებობს სოფლის მეურნეობის არცერთი დარგი, რომელიც ჩვენი
პეტიციის დაკმაყოფილების შედეგად სარგებელს არ მიიღებდეს.
ასევე სასარგებლო იქნება ყოველივე ეს ნაოსნობისთვისაც. ძალიან მალე ვეშაპებზე
მონადირეებს ათასობით ახალი გემი დასჭირდებათ; შესაბამისად, შეიქმნება ფლოტი,
რომელიც საფრანგეთის ღირსების, ისევე როგორც ამ პეტიციის ხელმომწერთა –
მესანთლეების და ა.შ. – პატრიოტული გრძნობების დაცვას შეძლებს.
მაგრამ, ენით აღუწერელია ის დიდება, რომელსაც ამის შედეგად პარიზი შეიძენს!
გაიხედეთ მომავლისკენ და დაინახეთ ოქრო, ბრინჯაო, ჯადოსნური ბროლის ჭაღები,
ნათურები, რეფლექტორები და შანდლები, რომელებიც მაღაზიების ფართოდ გაშლილ
სივრცეებს მოჰფენენ თავიანთ ბრწყინვალებას. ამასთან შედარებით დღევანდელი
დღის სურათი ხომ სრულიად უღიმღამო და უმნიშვნელო იქნება.
არ არსებობს ფიჭვის ტყეში ფისის არცერთი უღარიბესი მწარმოებელი, ან თავის
ბნელ ოთახში გამოკეტილი ხელმოცარული მეწისქვილეც კი, რომლის შემოსავალიც
და ცხოვრებისეული პირობები არ გაუმჯობესდეს ამის შედეგად.
ფრედერიკ ბასტია

ბატონებო, თუკი გულისხმიერებას გამოიჩენთ და დაფიქრდებით, აუცილებლად


დაინახავთ, რომ არ არსებობს არცერთი ფრანგი, „ანზინის“ უმდიდრესი აქციონერით
დაწყებული და ასანთის უღარიბესი ქუჩის გამყიდველით დამთავრებული, რომელიც
ჩვენი პეტიციის დაკმაყოფილებით არ იყოს დაინტერესებული.
ჩვენ ვხედავთ, რა საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა შეგიძლიათ, ბატონებო;
თუმცა, ყველა ეს არგუმენტი, რომელიც შეგიძლიათ ჩვენ დაგვიპირისპიროთ, ხომ
მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის მომხრეებისგან შეგიძლიათ ისესხოთ. მიიღეთ
გამოწვევა: მოგვიყვანეთ ჩვენი იდეის საწინააღმდეგო ერთი არგუმენტი მაინც,
რომელიც ამავდროულად თქვენი საკუთარი პრაქტიკების და თქვენეული პოლიტიკის
პრინციპების საწინააღმდეგო არ იქნება.
გინდათ გვითხრათ, რომ თუკი ჩვენ ასეთი დაცვით სარგებელს მივიღებთ,
საფრანგეთი ვერ იხეირებს, რადგან მომხმარებელს ამის საფასურის გადახდა მოუწევს?
ჩვენ გიპასუხებთ:
მომხმარებლის ინტერესების მიზეზად მოყვანის ყოველგვარი უფლება დაკარგული
გაქვთ. რადგანაც ყოველთვის, როდესაც ისინი მწარმოებლის ინტერესებს
უპირისპირდება, თქვენ ამ უკანასკნელს ანიჭებთ უპირატესობას. თქვენ ამას შრომის
წახალისებით, შრომაზე მოთხოვნის გაზრდით ამართლებთ. ჩვენი მიზეზიც
ანალოგიურია და, შესაბამისად, ანალოგიურადვე უნდა იმოქმედოთ.
საწიანააღმდეგო არგუმენტებზე პასუხი უკვე თავადვე გაქვთ გაცემული. როდესაც
გეუბნებოდნენ, რომ მომხმარებელი დაინტერესებულია ქვანახშირის, რკინის,
ხორბლის, სიმინდის, ტანსაცმლის და ა.შ. თავისუფლად შემოტანის შესაძლებლობაში,
თქვენ პასუხობდით: „კი, მაგრამ მწარმოებლები მათი იმპორტის შეზღუდვაში არიან
დაინტერესებული“. ასეთნაირადვე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მომხმარებელი
სინათლის ხელმისაწვდომობაშია დაინტერესებული, ჩვენ, მეწარმეები, მისი
შეზღუდვისთვის ვლოცულობთ.
თქვენ აგრეთვე ამბობთ, რომ მწარმოებელი და მომხმარებელი ერთია. თუკი
მწარმოებელი პროტექციონიზმისგან სარგებელს იღებს, ასევე მიიღებს სარგებელს
ნებისმიერი სოფლის მეურნე; თუკი სოფლის მეურნე მიიღებს სარგებელს, ეს საწარმოო
საქონელს ბაზარს გაუხსნის. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დღის განმავლობაში
განათებაზე მონოპოლიას მოგვანიჭებთ, პირველ რიგში, მეტ ქონს, ქვანახშირს, ზეთს,
ფისს, ცვილს, სპირტს, ვერცხლს, რკინას, ბრინჯაოს, ბროლს და ჩვენი ბიზნესისთვის
საჭირო სხვა საქონელს შევიძენთ; შედეგად, ჩვენც და ჩვენი მრავალი კონტრაქტორიც
გამდიდრდება; მეტს მოვიხმართ, რაც მუშა ხელის ეროვნული ბაზრის ყველა დარგში
დასაქმებულთა კომფორტის და კომპეტენციების გაუმჯობესების საწინდარი იქნება.
თქვენ იტყვით, რომ მზის შუქი უფასო საჩუქარია და რომ უფასო საჩუქარზე უარის
თქმა თავის მოკატუნებაა, თითქოს სიმდიდრისკენ მივისწრაფით, მაშინ როდესაც
ყოველივე ეს სინამდვილეში გვაღარიბებს?
ფრედერიკ ბასტია

ფრთხილად იყავით – ამით საკუთრ პოლიტიკას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებთ.


გახსოვდეთ, რომ აქამომდე თქვენ ყოველთვის უარს ამბობდით უცხოურ ნაწარმზე,
რადგან ის ძალიან წააგავდა უფასო საჩუქარს; თანაც, რაც უფრო ახლოს იყო ასეთი
ნაწარმი უფასო საჩუქართან, მით მეტად ეწინააღმდეგებოდით მას. როდესაც სხვა
მონოპოლისტების სურვილებს ითვალისწინებდით, მხოლოდ განახევრებული
მოტივაციის საფუძველზე მოქმედებდით. ჩვენი პეტიციის დაკმაყოფილებას
გაცილებით მყარი მოტივები უდევს საფუძვლად. ჩვენთვის უარის თქმა იმ
მოსაზრებით, რომ ჩვენი მოთხოვნა გაცილებით სრული და ფართომასშტაბიანია,
ვიდრე ყველა მისი წინამორბედი, იგივეა, რაც შემდეგი განტოლების გამართლება:
+ X + = – ; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს აბსურდისთვის ზემოდან აბსურდის დამატებას
ნიშნავს.
ნებისმიერი საქონლის წარმოებაში შრომას და ბუნებას თავიანთი საკუთარი
წვლილი შეაქვთ. ამ წვლილების გადანაწილება ქვეყანასა და კლიმატზეა
დამოკიდებული. ბუნების წილი ყოველთვის უფასოა; პროდუქტის ფასს მხოლოდ
შრომის წილი არეგულირებს. თუკი ლისაბონში მოყვანილი ფორთოხალი პარიზში
მოყვანილზე ორჯერ იაფად იყიდება, ეს იმის ბრალია, რომ უფასო ბუნებრივი სითბო
ერთისთვის იმას აკეთებს, რის მიღწევაც მეორეს მხოლოდ ხელოვნური (ანუ, უფრო
ძვირი) გზით შეუძლია.
შესაბამისად, როდესაც პორტუგალიურ ფორთოხალს ვყიდულობთ, შეიძლება
ითქვას, რომ ჩვენ მას ნახევრად უფასოდ, ხოლო ნახევრად – შრომის საფასურად
ვიღებთ; ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარიზში მოყვანილის ფასის ნახევრად.
პროტექციონიზმის დასაცავად თქვენს მიერ გამოყენებული ყველა არგუმენტიც ხომ
სწორედ ამ ნახევრადუფასოობას (იმედია, ამ სიტყვას გვაპატიებთ) ეფუძნება. როგორ
შეძლებს ადგილობრივი მუშა ხელი, ამბობთ თქვენ, კონკურენცია გაუწიოს უცხოელ
მუშა ხელს, როდესაც პირველს ყველაფრის გაკეთება თავად უწევს, ხოლო
უკანასკნელს ორჯერ ნაკლები ძალისხმევის გაწევა უხდება, რადგან დანარჩენს მზე
თავადვე აგვარებს? თუკი ეს ნახევრადუფასოობა კონკურენციის გაკონტროლებისაკენ
გიბიძგებთ, რა პრინციპების გამო შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სრულად უფასოობა
იგივეს არ იმსახურებს? ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იქნება, თუკი
ნახევრადუფასოობას ადამიანების შრომისათვის საზიანოდ ჩათვლით და,
ამავდროულად, კიდევ უფრო მეტი მონდომებით და გულისხმიერებით არ
შეებრძოლებით სრულად უფასოობას.
კიდევ და კიდევ, როდესაც ნებისმიერი საქონელი, იქნება ეს ქვანახშირი, რკინა,
ყველი თუ მიტკალი, ჩვენთან სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ქვეყნებიდან, სადაც მის
წარმოებაზე ნაკლები შრომის გაწევა უხდებათ ვიდრე ჩვენთან, ფასებში სხვაობა
ჩვენთვის მოცემული უფასო საჩუქარია; და ეს საჩუქარი შედარებით დიდია ან მცირე,
იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ფასებში სხვაობა. ის შეიძლება ნაწარმის ფასის
ფრედერიკ ბასტია

მეოთხედს, ნახევარს ან სამ მეოთხედს შეადგენდეს, იმისდა მიხედვით, თუ ფასის რა


წილს ითხოვს უცხოელი მწარმოებელი – სამ მეოთხედს, ნახევარს თუ მეოთხედს. ამ
მოვლენის ყველაზე სრული და ყოვლისმომცველი მაგალითია, როდესაც
მწარმოებელი, ისევე როგორც ამას მზე სჩადის, მთლიანად უფასო საჩუქარს
გვთავაზობს. კითხვა შემდეგში მდგომარეობს, და ჩვენ ამ კითხვას ოფიალურად
გისვამთ: რა გსურთ საფრანგეთისთვის, უფასო მოხმარების სარგებელი, თუ
შრომატევადი წარმოების სავარაუდო უპირატესობები? აირჩიეთ, მაგრამ იყავით
თანმიმდევრული. და განა არ იქნება ეს ყველაზე დიდი არათანმიმდევრულობა, თუკი
თქვენ გააკონტროლებთ ქვანახშირის, რკინის, ყველის და უცხოეთში დამზადებული
სხვა პროდუქტების იმპორტს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ფასი
ნულისაკენ მიისწრაფის, და თანაც მით მეტად გააკონტროლებთ, რაც მეტად იქნება ეს
ფასი ნულთან მიახლოვებული, მაგრამ, ამავდროულად, თავისუფლად, ყოველგვარი
შეზღუდვის გარეშე დაუშვებთ ბაზარზე მზის შუქს, რომლის ფასიც მთელი დღის
განმავლობაში ნულის ტოლია?

You might also like