You are on page 1of 2

მეწარმეობა

სამეწარმეო განათლება ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს ცოდნას შემოქმედებითი


აზროვნებისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების
გამოსამუშავებლად, რას საჭიროა მომხმარებელზე მორგებული საქონლისა და მომსახურების
წარმოებისთვის

სიტყვა ”მეწარმე”, რაც თავის მხრივ წარმოდგება ძველ-ფრანგული ზმნისგან Entreprendre, რაც
”წამოწყებას” ნიშნავს

მეწარმედ იწოდება ადამიანი, რომელიც საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ანუ


(მატერიალური და მორალური) მოგების მიღებას, სხვა ადამიანების მოთხოვნილებების
(საჭიროებების) დაკმაყოფილებით, რაიმე შესაბამისი საქონლისა (ნაწარმის) თუ
მომსახურების შექმნით და მათზე მიყიდვით (მოთხოვნად გადაქცევით) ცდილობს.

მეწარმე ცდილობს დაინახოს მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ის


შესაძლებლობა, რამელსაც სხვები ვერ ხედავან ან ვერ იყენებენ. მიზნების დასახვისას მათ
უწევთ გამოიჩინონ შემოქმედებითი აზროვნება, წინააღმდეგობებისა და გარემოებების
გააზრების უნარი ისევე, როგორც შორსმჭვრეტელობა - ამოიცნონ საჭიროებები, რადგან
მომავალი ბუნდოვანია, ისე წინდახედულება - იმოქმედნონ ეფექტიანად, რადგან რესურსები
შეზღუდულია

ინტერესი

ნებიმიერი ადამიანი ბიზნესს საკუთარი ინტერესის გამო აკეთებს. მაგალითად,


მეპურე პურს აცხობს არა იმიტომ, რომ ადამიანები დააპუროს, არამედ იმიტომ, რომ
ამ საქმიანობიდან მოგება მიიღოს. თუკი ის ამ საქმიდან მისთვის დამაკმაყოფილებელ
მოგებას ვერ მიიღებს, ამ საქმიანობას არ დაიწყებს ან უკვე დაწყებულს თავს
დაანებებს.

მთავარი არის არა ის რომ რაიმე აწარმოო, არამედ აწარმოო ისეთი რამ, რაც მოგებას
იძლევა. მოგებას კი ის იძლევა, რაც სხვებისთვის სასარგებლოა. სწორედ ამის გამო,
მეწარმეს აქვს მოგება ნიშნავს, რომ ის სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვან და
საჭირო პროდუქციას ქმნის. თუ სხვებისთვის საჭირო პროდუქციას არ შექმნის, ის
გაკოტრდება, რადგან მუშტარი აღარ ეყოლება.

ფასი

ფასი არის ფულში გამოხატული საქონლის ის ღირებულება, რაზეც მყიდველი და


გამყიდველი თანხმდებიან. ამასთან, ფასი ატარებს ინფორმაციას, რომელიც გვეუბნება
დაახლოებით რამდენს გადაიხდიან კონკრეტულ ნივთში მყიდველები დროის გარკვეულ
მონაკვეთში.
ფასი წარმოადგენს სიგნალს მწარმოებლებისთვის ღირს თუ არა რაიმე კონკრეტული
პროდუქციის მიწოდება. მყიდველებს კი ფასი ეუბნება, უღირთ თუ არა მათ კონკრეტულ
დროის მონაკვეთში ამ საქონლის შეძენა.

თუკი რაიმე პროდუქტი კონკრეტულ ფასად კარგად იყიდება, ეს იმას ნიშნავს, შესაძლებელია
როგორც მისი ფასის, ისე მიწოდების რაოდენობის გაზრდაც. Და პირიქით, თუ საქონელი ამ
ფასად არ იყიდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფასი ან მიწოდება უნდა შეამცირო. ასევე, უნდა
იცოდე, რომ მყიდველი, ფასიდან მიღებული სიგნალის გათვალისწინებით იღებს
გადაწყვეტილებას, იყიდოს აღნიშნული პროდუქტი, გადაიფიქროს მისი შეზენა თუ
მოძებნოს მისი შემცვლელი.
მაგალითად: თუ აფთიაქში შესულ მყიდველს ორიგინალი წამალი გაძვირებული დახვდება,
შეიძლება იფიქროს მისი შემცვლელის შეძენაზე.

ფული

ფული არის გაცვლის, შეფასების და დაგროვების საშუალება. ფულის გარეშე


ადამიანებს შორის გაცვლის პროცესი (ვაჭრობა) ძალიან რთული იქნებოდა. ფული
გვეხმარება გაცვლაში, იმის ნაცვლად რომ ადამიანებმა საგნები და ნივთები
გაცვალონ, ისინი ყიდიან და ყიდულობენ საგნებს ფულის საშუალებით, რითაც
იმარტივებენ ცხოვრებას.

ყველა ქვეყანა იყენებს ერთ ან რამდენიმე ვალუტას. ქვეყნების ნაწილს აქვს საკუთარი
ვალუტა და ამ ქვეყნის მთავრობა მთლიანად მართავს მას თავისი მიზნების
მიხედვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ღირებულების მერყეობა.
ღირებულების მერყეობა მეტ-ნაკლებად ახასიათებს ნებისმიერ ფულს. მაგალითად,
მეტად ახასიათებს ლარს, ნაკლებად დოლარს. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა,
ბიზნესის დაგეგმვა, ვაჭრობა უფრო მარტივია შედარებით მყარ ვალუტაში. ამის გამო
ადამიანები ცდილობენ თავიანთი დანაზოგები შედარებით მყარ ვალუტაში
გადაიტანონ. ასევე, დიდი გარიგებების დროს გაცვლის ფასი მყარ ვალუტაში
დაადგინონ. მაგალითად, საქართველოში უძრავი ქონების ფასი აშშ დოლარში
დგინდება

You might also like