You are on page 1of 6

მომხმარებელთა სეგმენტი

ვინ არიან მომხმარებლები ? საჭიროების შემთხვევაში, დაყავით მომხმარებელთა


სეგმენტები(მაგალითად, პროდუქტის / მომსახურების ან იმ პროდუქციის / მომსახურების
პაკეტის მიხედვით, რომლის შეთავაზებასაც აპირებთ).თითოეული სეგმენტისთვის შექმენით
ტიპური მომხმარებელის პორტრეტი(მაგ., მუნიციპალიტეტში მდებარე საშუალო ასაკის ქალები,
რომლებიც…).შეაფასეთ ბაზრის ზომა(თითოეული სეგმენტისთვის), ანუ, რამდენი ადამიანია
წარმოდგენილი ამ „ტიპური მომხმარებლისგან“ და რამდენი შეიძლება გახდეს თქვენი
მომხმარებელი.

ამ ეტაპზე ჩემს მიერ ხდება რძის რეალიზაცია.ასევე ვახდენ მცირე რაოდენობით ყველის
წარმოებას და რეალიზაციას ჩემი საოჯახო მეურნეობიდან. ვგეგმავ მომავალში მოვახდინო
წარმოებული ყველის რაოდენობის გაზრდა და რეალიზაცია. პროდუქტის მომხმარებელია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. რძის პროდუქტის კვებითი ღირებულებიდან
და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე მომხმარებელია
ფაქტიურად ყველა სეგმენტი. მცირედი გამონაკლისია რძის პროდუქტზე ალერგიის მქონე
ნაწილი, ასევე უმნიშვნელოდ მცირდება ყველის მოხმარება მარხვის პერიოდებში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობის ჩათვლით
დაახლოებით 60 000 ადამიანს შეადგენს. გენდერული ნიშნით თითქმის თანაბარია ქალთა და
მამაკაცთა რაოედენობა და პროდუქტის მოხმარების რაოდენობის მხრივაც ძნელია რაიმე
სხვაობის დაფიქსირება. შემოსავლის კუთხით ჩემი პროდუქტი გათვლილია საშუალო და
მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე.ხოლო გეოგრაფიიული ნიშნით მნიშვნელოვან
განსხვავებას წარმოადგენს სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის შედარება. სოფლის
მოსახლეობაში ხშირია საოჯახო მეურნეობები, სადაც ადამიანები საკუთარ მოთხოვნილებას
რძის პროდუქტზე და კონკრეტულად ყველზე საკუთარი მეურნეობით ახდენენ. ამ მხრივ ჩემს
მიერ წარმოებული პროდუქტის მომხმარებელი უფრო ქალაქის მოსახლეობაა. ასევე
მომხმარებელია ქალაქში არსებული კვების ობიექტები, სასტუმროები და სხვა
დაწესებულებები. ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობა 12500 ადამიანს შეადგენს, რაც არც თუ ისე
დიდი ციფრია. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ქალაქ ქუთაისის სიახლოვე რომელიც
ერთ-ერთ დიდ ბაზარს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით.

მომხმარებლისთვის შექმნილი ღირებულება


თითოეული იდენტიფიცირებული მომხმარებლის სეგმენტისთვის მკაფიოდ დაადგინეთ რა არის
მათი რეალური პრობლემა, რა ღირებულების მატარებელია მათთვის ამ პრობლების გადაჭრა?
როგორ გადაჭრის თქვენი გამოსავალი (პროდუქტი ან მომსახურება) ამ პრობლემას, რა არის
თქვენი პროდუქტის/მომსახურების უნიკალური ღირებულება მომხმარებლისთვის? რა
განსხვავებაა და რა უპირატესობა გააჩნია თქვენ მიერ შეთავაზებულ პრობლემის გადაჭრის გზას
კონკურენტებთან შედარებით?
მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოს რაიონში მრავლადაა ოჯახური მეურნეობები,
რომელშიც ხდება რძის პროდუქტის წარმოება, მოთხოვნა მაინც ძალიან დიდია ნატურალურ
რძის პროდუქტზე.ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყველა იმ პროცედურას რაც
აუცილებელია ნატურალური პროდუქტის მისაღებად. მნიშვნელოვანია რომ ფური იყოს
ჯანმრთელი, დროულად ჩაუტარდეს ყველა ვეტერინარული პროცედურა, სადგომში იყოს
წესრიგი, სისუფთავე და სტანდარტებთან შესაბამისობა. ფურს მიეწოდოს ნატურალური და
ჯანსაღი საკვები, რძისგან ყველის დამზადება მოხდეს შესაბამისი ტექნოლოგიისა და
პირობების დაცვით. სწორედ ასეთ პროდუქტზეა მზარდი მოთხოვნა დღესდღეობით და ჩემი
პროდუქციით შევძლებ მცირედი წვლილი შევიტანო ბაზრისთვის ჯანსაღი და ნატურალური
პროდუქციის მიწოდებაში. მომხმარებლისთვის კონკრეტული პრობლემას წარმოადგენს
ყველის ხარისხი, მისის წარმოებისა და შენახვის პირობები. ხშირია ოჯახში
არაპასტერიზებული რძით დამზადებული ყველის წარმოება, წარმოება, რაც
ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.კიდევ ერთი პრობლემა აღდგენილი რძისგან
დამზადებული „ყველია“, რომელიც რეალურად ყველი არაა. ეს პროდუქტი მშრალი რძის აღ-
დგენითა და მასზე მცენარეული ცხიმის დამატებით მზადდება. ნამდვილი ყველის წარმოება
კი მხოლოდ საღი რძით ხდება. სწორედ ასეთი ნედლეულით ყველის წარმოებაა ჩემი
პრიორიტეტი. ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ყველის ტრანსპორტირებისა და
შენახვის პირობების დაცვა. მომხმარებელს ასევე უმეტესწილად არ აქვს ინფორმაცია და არ
იცის როგორი ხარისხის პროდუქტს იძენს.

ჩემი უპირატესობებია: 1. საკუთარი მეურნეობა, რომელიც საშუალებას მაძლევს


ვაკონტროლო ნედლეულის ხარისხი. 2.ყველის წარმოება სტანდარტისა და ჰიგიენის
პირობების დაცვით. 3.შენახვის და ტრანსპორტირების პირობების დაცვა პროდუქტის ვაკუუკ
შეფუთვით და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლით. 4. ეტიკეტირება, რაც მომხმარებელს
აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას პროდუქტზე.
მიწოდების არხები
როგორ ხდება მომხარებილსთვის შექმნილი ღირებულების (პროდუქტის / მომსახურების)
მიწოდება შერჩეული სეგმენტისთვის? რა არხებით გსურთ მიაწოდოთ პროდუქტი/მომსახურება
თქვენს მომხმარებელს? იქნებით პირდაპირი მიმწოდებელი? თუ გამოიყენებთ სხვებს
პროდუქტის/მომსახურების მისაწოდებლად? იგეგმება თუ არა გაყიდვების შემდგობი
მხარდაჭერა დამატებითი სერვისების შეთავაზების სერვისებით (გარანტია; წუნდებული
პროდუქციის დაბრუნება და ა.შ.).

როგორც პროდუქციის პირდაპირი მიმწოდებელი მოვახდენ საკუთარი მეურნეობიდან


ყველის გაყიდვას. თუმცა პროდუქტის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია მოხდება
წყალტუბოს ცენტრალურ მარკეტში პროდუქტის ბითუმად შემსყიდველებისთვის მის
მიწოდების გზით. ის ფაქტი, რომ რომ ჩემს მიერ წარმოებული ყველი იქნება სტანდარტის
შესაბამისად შეფუთული და ეტიკეტირებული, მომცემს საშუალებას პროდუქტის
რეალიზაცია მოვახდინო ასევე ისეთ ტურისტულად აქტიურ ობიექტებში როგორიცაა
საოჯახო სასტუმროები, კოტეჯის ტიპის ტურისტული განთავსების ობიექტები და სხვა. ამ
შემთხვევაში გამოვიყენებ ოჯახის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას.

მომხმარებელთან ურთიერთობა
როგორ აპირებთ მომხარებელთა ბაზის შექმნას, მის ეტაპობრივ ზრდას და შენარჩუნებას?
დაგეგმილია თუ არა შეთავაზებული პროდუქტის/სერვისის შესახებ დამატებით
ინფორმაციის/საჭირო ცოდნის მიწოდება (სერვისიდან/პროდუქციიდან მაქსიმალური სარგებლის
მიღებად). იქნება თუ არა გაყიდვების შემდგომი უკუკავშირი, რომელიც არის საშუალება
მომხმარებელმა შეაფასოს თქვენი პროდუქტი / მომსახურება. პროდუტის/სერვისის შექმნისას
რამდენად გათვალისწინებული იქნება მომხარებლისგან მიღებული ინფორმაცია მათი
საჭიროებების გათვალისწინებით?

არსებული გამოცდილებით საქმიანი პროცესი უნდა გავთვალო გრძლევადიან


ურთიერთობაზე. ამისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების იმ მოტივების გაგება, რაც მათ
განმეორებითი შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს. ჩემი პროდუქტის
მიწოდების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხი და სტაბილურობა. მუდმივი
მომხმარებლებისთვის მექნება ფასდაკლება ან საჩუქარი. ბაზის შექმნის შემდეგ საჭიროა
მასზე მუდმივი დაკვირვება, მომხმარებელთა შენარჩუნებაზე ზრუნვა და ზრდის კონტროლი.
დაკვირვება მოხდება ისეთი საზომებით, როგორიც არის განმეორებითი შეყიდვის სიხშირე,
შესყიდვების პერიოდულობა, შემოსავლის ნაკადის კონტროლი. ვგეგმავ ფეისბუკ გვერდის
შექმნას, სადაც იქნება სრული ინფორმაცია წარმოების პროცესის აღწერით, წარმოების
ამასახველი პროცესის ვიდეორგოლებითა და სიახლეების გამოქვეყნებით. ფეისბუკ გვერდის
მისამართი მითითებული იქნება ეტიკეტზე რაც მომხმარებლს საშუალებას მისცემს
ინფორმირებული იყოს პროდუქტთან დაკავშირებით და შეაფასოს ჩემი პროდუქტი.

შემოსავლის ნაკადი
შერჩეული მომხმარებელთა სეგმენტისთვის რა პერიოდულობით და რა ფასად იგეგმება
თითოელი პროდუქტის/სერვისის მიწოდება? აღწერეთ რამდენს იხდის შერჩეული
მომხმარებელთა სეგმენტი კონკურენტი პროდუქტების/სერვისებისთვის და რა თანხის
გადასახდელად არიან მზად თქვენ მიერ შეთავაზებული პრობლემის გადაჭრის გზისთვის
(შექმნილი მომხარებელთა ღირებულება/სერვისი/პროდუქტი).

წარმოების პირველ წელს იგეგმება 900 კგ ყველის წარმოება სარეალიზაციოდ. დაგეგმილი


შემოსავალი შეადგენს 18000 ლარს.პროდუქტის მიწოდება იგეგმება კვირაში ერთხელ.
სარეალიზაციო ფასი შეადგენს 20 ლარს კილოგრამზე. კონკურენეტების ფასები მერყეობს 14
ლარიდან 24 ლარამდე. ვამზადებ ზომიერი სიმლაშის და ტენიანობის იმერულ ყველს.
ვაწარმოებ სამი ზომის პროდუქტს, ეს იქბება დაახლოებით 500 გრამიანი, 750 გრამიანი და
1000 გრამიანი ყველის თავები. შესაბამისად ფასი დამოკიდებული იქნება პროდუქტის
წონაზე. ჩემი პროდუქციის უპირატესობას განაპირობებს ნედლეული. ყველი მზადდება საღი
რძისგან. პასტერიზებულია, რაც გამორიცხავს რაიმე ტიპის ბაქტერიების მოხვედრას
პროდუქტში. არ ვიყენებთ აღდგენილ რძეს პროდუქციის შესაქმნელად. მაღალი გემოვნური
თვისებებს განაპირობებს წარმოების სტანდარტი და ტექნოლოგია. შეფუთვა ხდება შესაბამის
ვაკუუმ პაკეტებში, პრუდუქტის ეტიკეტზე მითითებულია მისი შემადგენლობა, წარმოებისა
და ვარგისიანობის ვადა. შემდეგ წლებში იგეგმება წარმოებული პროდუქციის რაოდენობის
ზრდა.

ძირითადი რესურსები
რა რესურსების ფლობა/გამოყენებაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თქვენ მიერ შექმნილი
პროდუქტი/სერვისი იყოს მომხმარებლისთვის ღირებული და პასუხობდეს მათ საჭიროებებს
(გამოყავით ძირითადი, მაგალითად: პერსონალი, ტექნიკა, ხელსაწყოები, მიწის ნაკვეთი,
საცხოვრებელი ფართი, მარაგი, ლიცენზია და ა.შ.) ?

ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ყველა იმ რესურსის


სრულფასოვანი ჩართულობა წარმოების პროცესში, რაც ქმნის პროდუქციის წარმოების ჯაჭვს.
მყავს გამოცდილი პერსონალი ვინც მონაწილეობს წარმოების პროცესში და ვთვლი რომ ამ
ადამიენების ერთობა არის ჩემი ძირითადი რესურსი. მნიშვნელოვანი რესურსია ის ოთხი
ფური რომელთა მიერ მოწოდებულ რძეზე არის დამოკიდებული პროდუქტის ხარისხი. მაქვს
საკუთარი მიწის ნაკვეთი სადაც გარდა ძროხის სადგომისა გვაქვს სიმინდის ყანა. მოსავლის
აღების შემდეგ მოჭრილი ჩალა გამოიყენება საკვებად ზამთრის პერიოდში ჩვენი
ფურებისთვის. ოჯახს ყავს სატრანსპორტო საშუალება, რაც მნიშვნელოვანი რგოლია
პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში.

ძირითადი აქტივობები
რა აქტივობები/ქმედებები უნდა განხორციელდეს მომხმარებელთა პრობლემის გადასაჭრელად
(პროდუქტი/სერვისის შესაქმნელად)? აღწერეთ პროდუქტის/სერვისის შესაქმნელად პროცესში
ჩართული სუბიექტებზე დამოკიდებულების ხარისხი და მათი როლი?

განსახორციელებელი აქტივობებიდან გდაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ფურების


სადგომის რეკონსტრუქცია. შენობა ამორტიზირებულია ამდენად საჭიროა მისი ახალი სახით
სტანდარტებთან შესაბამისობით გამართვა. უნდა განახლდეს უშუალოდ წარმოების
პროცესის წარმართვისთვის საწირო მოწყობილობა და ჭურჭელი. შესაძენია ვაკუუმის
აპარატი რომლითაც მოხდება ყველის შეფუთვა. დასამზადებელია ეტიკეტი რომელზეც
იქნება დატანილი ყველასაჭირო ინფორმაცია, წარმოების და ვარგისიანობის ვადები. ყველა
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მომცემს საშუალებას ვაწარმოო ისეთი პროდუქტი
რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს, მომხმარებელს გადაუჭრის გაურკვევლობის
პრობლემას. იგი იქნება ინფორმირებული და მარტივად მიიღებს შეძენის გადაწყვეტილებას.
პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართული არიან ოჯახის წევრები. განაწილებულია
ფუნქციები, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თითოეულს შეუძლია ერთმანეთის ჩანაცვლება.

საკვანძო პარტნიორები
პარტნიორები: ისინი, ვინც საჭიროა, რომ წარმართოთ თქვენი ბიზნესი (მომწოდებლები,
თანამშრომლები, პარტნიორები, ინვესტორები და ა.შ.).

აღნიშნულ საქმიანობაში ჩემი საკვანძო პარტნიორები არიან ოჯახის წევრბი: დედა რომელიც
პასუხისმგებელია ფურის მოწველაზე და კვებაზე, ძმა რომელიც პასუხისმგებელია სადგომის
დასუფთავებაზე, საძოვარზე პირუტყვის გაყვანაზე და პროდუქტის ტრანსპორტირებაზე
რეალიზაციის წერტილებში.უშუალოდ მე წარვმართავ ყველის წარმოების და რეალიზაციის
პროცესს. მნიშვნელოვანი როლი აქვს კვალიფიციური ვეტერინარის მომსახურებას, რომელიც
გარკვეული პერიოდულობით აკვირდება თითოეულ ცკხოველს, უტარებს ფურებს საჭირო
ვეტარინარულ ღონისძიებებს, გვაძლევს მითითებებს მათი კვების რაციონის განსაზღვრაში.
მომწოწდებლებთან ურთიერთობა განისაზღვრება საკვების შეძენით. მომწოდებლისგან
ყოველთვის ვითხოვთ საკვების სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელ
დოკუმენტს. წარმოების გაფართოებასთან ერთად ვგეგმავთ ერთი თანამშრომლის დამტებას
რომელსაც განვუსაზღვრავთ შესაბამის ხელფასს საქმიანობიდან გამომდინარე.

ხარჯების სტრუქტურა
აღწერეთ პროდუქციის/სერვისის შექმნისთვის საჭირო გასაწევი ხარჯების სტრუქტურა? რომელი
ხარჯები ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას პროდუქციის თვითღირებულებაზე? ჩამოთვალეთ
ხარჯები, რომელიც იცვლება შექმნილი პროდუქციის/სერვისის მოცულობის ცვლილებისას და
რომელი არა (აღწერეთ მიზეზები)?

პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ხარჯებია:


1. საკვები ფურებისთვის
2. ვეტერინარის მომსახურება
3.კომუნალური ხარჯები
4.შეფუთვის და ეტიკეტირების ხარჯი
5. პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯი.

ვინაიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახის წევრები არიან ჩართული წარმოეების პროცესში ხელფასის
ხარჯი არ მაქვს და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული მოგება ნაწილდება ოჯახის
საჭიროებებიდან გამომდინარე. პროდუქციის თვითღირებულებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას
ახდენს ფურების კვების ხარჯები, რაც ერთ ფურზე წლის განმავლობაში დაახლოებით 2000 ლარს
შეადგენს. ამ თანხით ხდება ფქვილის, ქერისა და ხორბლის შეძენა, ხოლო ჩვენი ფურებისთვის
საჭირო ჩალას ვამზადებთ ოჯახში რაც დაახლოებით 100 კონაა ერთ ფურზე. შესაბამისი სეზონზე
პირუტყვი დაგვყავს საძოვარზე.
ვეტერინარის მომსახურება შესაბამისი მედიკამენტით და ვიტამინებით წელიწადში 200 ლარია.
კომუნალურ ხარჯში არის როგორც ცვლადი ხარჯი, ელექტროენერგიის და გაზის სახით ასევე
ფიქსირებული ხარჯები ინტერნეტის და წყლის გადასახადის სახით და საშუალოდ 160 ლარს
შეადგენს თვეში.
შეფუთვის და ეტიკეტირების ხარჯი ცვლადია. ჩემს მიერ წელიწადში დაგეგმილი 900 კილოგრამი
ყველის შეფუთვის და ეტიკეტირების ხარჯი 120 ლარია.
ტრანსპორტირების ხარჯი ფიქსირებულია, რადგან კვირაში ერთხელ ვახდენთ პროდუქცის
მიწოდებას და თვეში 60 ლარია.
ამ ხარჯების გათვალისწინებით ერთი ფურზე გასაწევი ხარჯი 2285 ლარია წელიწადში.
საშუალოდ თითო ფურისგან მიღებული რძით წელიწადში იწარმოება 225 კილოგრამი ყველი და
მისი თვიღირებულება დაახლოებით 10 ლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანი ერთჯერადი ხარჯია გასაწევი საქონლის სადგომის რეკონსტრუქციისთვის, რაც
ჩემი კალკულაციით 15000 ლარია.

You might also like