You are on page 1of 9

ბექა

პროდუქტის აღწერა, რა საჭიროებებს აკმაყოფილებს ეს პროდუქტი, რატომ


შეიქმნა?
არის აპლიკაცია/ვებ-საიტი, რომელიც მებაღეობით დაინტერესებულ ქართველ
მომხმარებლებს სთავაზობს ვიდეო ახსნებს და თეორიულ მასალას სხვადსხვა
ჯიშის მცენარეების მოვლაზე, რაც მთავარია ქართულ ენაზე. ასევე
საიტი/აპლიკაციიდან შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სხვადსხვა ჯიშის
ნერგები, ქოთნები, მიწა, სასუქი და სხვა.
ჩვენი პროდუქტი აკმაყოფილებს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, როგორიცაა
ცოდნის მიღება და თვითგამოხატვა.
მცენარეების მოვლა, მათზე ზრუნვა და მათდამი ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ
ადამიანებს, ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად ხდება პოპულარული
ადამიანების ამ ჰობით დაინტერესება და ეს განპირობებულია მიმდინარე
მოვლენებით, როგორიცაა გლობალური დათბობა და სხვა ეკოლოგიური
პრობლემები. ადამიანებს აქვთ სურვილი მცენარის მოვლით მაინც შეიტანონ
წვლილი გარემოს გაუმჯობესებაში, ან მცენარეების საშუალებით გაწმინდონ მათი
საარსებო გარემოს ჰაერი.
რეალურად მცენარეების მოვლის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია
მხოლოდ გუგლის დახმარებით, სადაც არასდროს არ არის ქართულ ენაზე
საკმარისი და ამომწურავი ინფორმაცია. ასევე მომხმარებელმა ამაზე ინფორმაცია
შეიძლება მიიღოს fb გვერდებზე შექმნილი დახურული ჯგუფების საშუალებით,
თუმცა ისევ და ისევ ვიტყვი, რომ არც ეს ინფორმაცია არ არის სანდო. და როგორ
კარგადაც არ უნდა ვიცოდეთ ინგლისური ენა და გვინდოდეს ინგლისურ ენაზე
გარკვეული ინფორმაციის მიღება, სრულად მაინც ვერ გავიგებთ, რადგან
მცენარეებს სპეციფიური ენა აქვთ. სწორედ ამიტომ, ვთვით, რომ ქართულ ბაზარს
სჭირდება სანდო და ხელმისაწვდომი ადგილი, სადაც მიიღებს მსგავს საკითხზე
ინფორმაციას.

გიორგი
მარკეტინგული გარემოს ანალიზი საქართველოში
მარკეტინგული გარემოს ანალიზი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შრომატევადი
და მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი კომპანიისათვის, რადგან ამაზეა
დამოკიდებული მომავალში როგორ იფუნქციონირებ.
მარკეტინგული მიკროგარემო რამდენიმე ერთელუსიგან შედგება და იმისთვის
რომ ჩვენი მარკეტინგი იყოს წარმატებული, მნიშვნელოვანია გვქონდეს ჯანსაღი
კომუნიკაცია ამ ერთეულებთან.
კომპანიის მიკროგარემოს აღწერა:
1. კომპანია - ჩვენი კომპანია სხვა კომპანიებს მსგავსად შედგება რამდენიმე
მომუშავე ჯგუფისაგან: მენეჯმენტი, ფინანსები, კვლევა და განვითარება,
შესყიდვები, წარმოება, ბუღალტერია, მარკეტინგი.
2. მომწოდებლები - ჩვენ ზოგიერთ ნერგს შევიძენთ საქართველოში, უცხო
ჯიშის ნერგები კი ჩამოგვაქვს. იმას თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოვა ეს ჯიში,
განსაზღვრავს მცენარის კონკრეტული სახეობა. თუმცა ძირითადი
პარტნიორი ქვეყნები არიან თურქეთი, ბულგარეთი და გერმანია. რაც
შეეხება ქოთნებს, ქოთნებს ჩვენვე ვამზადებთ, ხოლო მასალას
საქართველოში ვყიდულობთ. სასუქებს შევიძენთ საიმპორტო
კომპანიებისაგან, ზოგიერთ ბუნებრივ სასუქს კი ჩვენით ვამზადებთ.
3. მარკეტინგული შუამავლები - ჩვენ არ გვჭირდება ფიზიკური დისტრიბუციის
ფირმები, რადგან ჩვენი მოპედები მიაწვდიან მომხმარებლებს სასურველ
მცენარეს. ფინანსურ შუამავლად კი ვითანამშრომლებთ თი ბი სი ბანკთან.
4. კონკურენტები - ჩვენი კონკურენტები არიან: „გარდენია“, რამდენიმე ვებ-
საიტი, fb ჯგუფები.
5. საზოგადოება - კომპანიის მარკეტინგული გარემო საზოგადოების იმ
ნაწილს მოიცავს რომელსაც ფაქტობრივი იპნტერესი აქვს ამ აპლიკაციაზე
და ჩვენი პროდუქტისთვის შეგვიძლია გამოვყოთ 7 ნაწილიდან ორი
გამოვყავით : ადგილობრივი საზოგადოება და საზოგადოების ფართო მასა
რომელზეც კომპანიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მათ
დამოკიდებულებაზე,საზოგადოებრივი იმიჯი დიდ გავლენას ახდენს
პროდუქტის გაყიდვასა და მოხმარებაზე
6. მყიდველები - რეალურად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ აბა შეიძლება
მოერგოს ინდივიდუალურ პირებს და პირადი მოხმარებისთვის
გამოიყენებენ აბას პროდუქციას

თამთა

კომპანიის მაკროგარემო:
კომპანიის მაკროგარემო, ჩემი აზრით, სრული აჯაფსანდალია.
1. დემოგრაფიული გარემო - საქართველოს ბაზარი შედგება baby-boomereb-ის,
თაობა x-სა და თაობა y-საგან. ჩვენი კომპანიისათვის გამოსადეგ სამიზნე
აუდიტორიად შეიძლება ჩაითვალოს თაობა x და თაობა y. თაობა x კარგად
ფლობს კომპიუტერულ ცოდნას და ეს ნაწილი შესაბამისად ვებ-საიტის
გამოყენებას ამჯობინებს, ხოლო თაობა y უფრო მეტად არის მიდრეკილი
მობილურის გამოყენებისაკენ და მათთვის როგორც ვებ-საიტი, ასევე
აპლიკაციაც საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. კონკრეტულად. ყველაზე
ახალგზარდა თაობა, ანუ gen z, რა თქმა უნდა, აპლიკაციის გამოყენებას
ამჯობინებს.
საზოგადოებაში ასევე მოხდა ოჯახის ცვლილებაც. Baby-boomერების
შვილები დაოჯახების შემდეგაც უმეტეს შემთხვევაში მშობლების სახლში
აგრძელებდნენ ცხოვრებას, მათი შვილები კი დაოჯახების შემთხვევაში
ცალკე იწყებდნენ ცხოვრებას. ამასთანავე უფრო ახალგაზრდა თაობა y-ის
წარმომადგენლები, რომლებიც 1990-2000 წლებში დაიბადნენ დაოჯახების
ნაცვლად დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას, ან ოფიციალურ
დაოჯახებამდე შეყვარებულთან ერთად გადადიან ცალკე საცხოვრებლად .
რაც შეეხებამოსახლეობის გეოგრაფიულ გადანაცვლებას, ძალიან იმატებს
დედაქალაქში მაცხოვრებლების რაოდენობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ
რეგიონული განვითარება საქართველოში ძალიან დაბალია და ყველა
თბილისში მოდის სამსახურის საძებრად და თანამედროვე ცხოვრების
სტილის მისაღებად.
თაობების ცვლილებასთან ერთად განათლებისა და შეგნების დონე უფრო
მეტად იმატებს და ახალგაზრდებიც შესაბამისაც უფრო მეტად არიან სავსე
პასუხისმგებლობითა და საზოგადოებრივის ინტერესების დაცვით.
მრავალფეროვნების ზრდა განაპირობა ინტერნეტის უცებ გამოჩენამ
საქართველოში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მაკროგარემო სრული
აჯაფსანდალია. თითქოს ხალხი ვითარდება, მაგრამ ამ დროს ისეთ
განუვითარებელ აზრებსაც აწყდები, რომ გიკვირს. უფრო მეტად ხდება
აქტუალური ფემინისტური განცხადებები, ქალთა უფლებები მოიწევს წინა
პლანზე, ამავდროულად ხალხი ცდილობს მიეჩვიოს მათ გარშემო lgbt
ადამიანებს, რაც ძალიან მძიმედ მისაღებია როგორც baby boomerებისთვის,
ისე თაობა y-ის უფროსი წარმომადგენლებისთვის. რეალურად, მხოლოდ
თაობა Y-ის ახალგაზრდული ნაწილი ახერხებს მსგავს ცვლილებებზე
ადაპტირებას.
2. ეკონომიკური გარემო - საქართველოს ეკონომიკური გარემო საკმაოდ
რთულია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად მშენებლობით,
სამთომომპოვებითი მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით ვითარდება.
მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს მუდმივი ინფლაცია და ლარის
გაუფასურება, რაც მეტად ამძიმებს ქართულ ეკონომიკას. მიუხედავად იმისა ,
რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით გაზრდილი იყო წლიური მშპ, ახლა
2020 წლის მონაცემებით არსებობს რისკი, რომ 2018 წლის მონაცემზე
ბევრად დაბალი რიცხვი დაფიქსირდეს. ამას გარდა, საქართველოს
მოსახლეობა მუდმივ გასაჭირშია, რადგან მუდამ არის სამსახურის პოვნის
საშუალება, რაც გარკვეულწილად ცხოვრების დონის ამაღლებამაც
განაპირობა. სწორედ ამიტომ, რადგან ქართული ბაზარი ძალიან
მგრძნობიარეა ფასებზე, მნიშვნელოვანია რეალური ფასის დადება ჩვენს
მომსახურებასა და პროდუქციაზე, რომ მომხმარებელი რომელიმე ბაზარში
არ გაიქცეს და მცენარე არ იყიდოს.
3. ბუნებრივი გარემო - როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ
მომხმარებელმა თავისი კეთილი საქმით წვლილი შეიტანოს გარემოსა და
ჰაერის გაუმჯობესებაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენც უნდა შევიტანოთ
წვლილი გარემოს გასუფთავებაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა
საქმიანობამ არ მიაყენოს ზიანი გარემოს. გარდა ამისა, საქართველოში
არსებობს რეგულაციები ბუნებრივი რესურსების მართვაში, რომელსაც
ჭირდება რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხდედველობა და
კონტროლი. ( გადადით ლინკზე http://eiec.gov.ge/getfile/c60fcca1-d55c-44e2-
8324-8da6479be7f8/.aspx )
4. ტექნოლოგიური გარემო - ტექნოლოგიური გარემო არის ყველაზე
მნიშვნელოვანი ჩვენს სერვისში რადგან მთლიანად ტექნოლოგიებთან
გვაქვს საქმე და ის ახალ ბაზარს და შესაძლებლობებს შექმნის ,
ჩაანაცვლებს ძველს როცა წიგნებიდან ვიგებდით როგორ მოგვევლო
მცენარეებისთვის და ჩვენი აპით უბრალოდ რამდენიმე წამში შევძლებთ ამ
ყველაფრის მოძიებას
5. კულტურული გარემო - საქართველოში BABY BOOMERებისა და თაობა X-ის
წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულად აღმატებულ როლს და
ადგილს ოჯახში იკავებს შვილი, ისე რომ 30 წლის შვილებსაც კი არჩენენ,
მხოლოდ იმიტომ რომ შვილია და მშობელს ისევ 2 წლის ბავშვი ჰგონია
ზრდასრული, გაზულუქებული ადამიანი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ტრადიციები და წინაპრებისგან გადმოცებული ადათ-წესები. მათთვის
ნამდვილი ქრისტიანული ოჯახის კულტი არის ყველაფერი. რა თქმა უნდა,
ახალგაზრდა თაობაში ოჯახი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ
როგორც უკვე აღვნიშნე, აქ სხვა ფასეულობები არის წინ წამოწეული,
როგორიცაა: თანასწორობა, ლიბერალიზმი, ანტირასიზმი. მათთვის საღი
აზრი, განათლება და მეცნიერება უფრო მნიშვნელოვანია და ხშირად ამის
გამო მათი უმრავლესობა არ აღიარებს ღმერთის ცნებას.
ამ ორ თაობას შორის განსხვავებულია ბუნებაზე შეხედულებებიც. უფროსი
თაობა ვერ ხვდება, რატომ არ შეიძლება გამოიყენოს ჩვეულებრივი
საწრუპი, ან ცელოფანი, როცა მილენიალებმა ძალიან კარგად იციან, რომ
ორივე პროდუქტი მძიმე კვალს ტოვებს გარემოზე.

დეა
სამიზნე აუდიტორია; ვინ არის ჩვენი მომხმარებელი; რამდენად
პოპულარული იქნება ჩვენი პროდუქტი; ჩაატარეთ საჭირო მცირე ზომის
კვლევა
ვითომ ჩატარდა კვლევა და შედეგები გავანაწილეთ სამომხმარებლო ბაზრის
სეგმენტაციის ძირითადი მახასიათებლების ცხრილში:
გეოგრაფიული
ქვეყანა - საქართველო
ქვეყნის რეგიონი - თბილისი
ქალაქის მოსახლეობა - 1,118,035
სიმჭიდროვე - 3 194,38 კაცი/კმ²
კლიმატი - ზომიერად თბილი, სტეპურიდან - ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე
გარდამავალი ჰავაა.
დემოგრაფიული
ასაკი - 14-65
სქესი - მდედრობითი/მამრობითი
ოჯახის მოცულობა - 1-5
ოჯახის სასიცოცხლო ციკლი - დაუქორწინებელი ახალგაზრდა; დაქორწინებული
უშვილო ახალგზარდა; დაქორწინებული ახალგაზრდა შვილებით;
დაქორწინებული საშუალო ასაკის ბავშვებით; დაუქორწინებელი წყვილები;
დაუქორწინებელი საშუალო ასაკის;
შემოსავალი - საშუალოდ 500-4000
საქმიანობა - ნებისმიერი
განათლება - სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, სკოლადამთავრებული, უნივერსიტეტ
დამთავრებული, კოლეჯის კურსდამთავრებული
რასა - აზიელი
თაობა - BABY-BOOMER, GEN X, GEN Y, GEN Z
ფსიქოგრაფიული კლასი
ცხოვრების სტილი - მიზანდასახული, მებრძოლი, გადარჩენაზე ორიენტირებული
პიროვნული მახასიათებლები - პასუხისმგებლობის მქონდე, ინტროვერტი,
ექსტროვერტი, პერფექციონისტი, კომუნიკაბელური, მზრუნველი
ქცევის მიხედვით
სიტუაცია - განტვირთვა, ჰობი
სარგებელი - სუფთა ჰაერი, კარგი საქმის გაკეთებით მიღებული სიამოვნება და
განწყობა
მოხმარების სიხშირე - იშვიათი შესყიდვა და ხშირი გამოხმაურება ვიდეოზე; ხშირი
შესყიდვა და ხშირი გამოხმაურება ვიდეოზე; ზომიერი შესყიდვა და იშვიათი
გამოხმაურება ვიდეოზე
ერთგულების სტატუსი - ნულოვანი, საშუალო, ძლიერი და აბსოლიტური
ერთგულება
პროდუქტისადმი დამოკიდებულება - დადებითი, სკეპტიკური, უარყოფითი

მოცემული ცხრილიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი მომხმარებელი


შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი 14 წლიდან 65 წლის ჩათვლით.
შესაბამისად ჩვენი სამიზნე აუდიტორია იქნება ოთხივე ასაკის ტიპის
წარმომადგენილი. ჩვენი პროდუქტი რომ იყოს პოპულარული, რა თქმა უნდა, ჩვენ
მათზე მორგებულ სტრატეგიებს გამოვიყენებთ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბაზრის სეგმენტის შეფასებიდან გამომდინარე, ჩვენ
გამოვიყენებთ არადიფერენცირებულ მარკეტინგს (გვ .227).

დეა
თქვენი პროდუქტი მასლოუს პირამიდის ჭრილში
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი პროდუქტი აკმაყოფილებს ინდივიდუალურ
მოთხოვნილებებს, როგორიცაა თვით გამოხატვა, ცოდნის ამაღლება, ან
დადებითი საქმის გაკეთებით მინიჭებული სიამოვნება. შესაძლოა ითქვას, რომ
ჩვენი პროდუქტი მასლოუს პირამიდიდან რამდენიმე საფეხურს აკმაყოფილებს .
1. სოციალური კავშირის მოთხოვნილება - ხშირად ადამიანები ესაუბრებიან
მცენარეებს, ცხოველებს და ფრინველებს. რადგან მათ უყვართ ისინი, ან
არიან მარტოსული ადამიანები და მათ მოვლაში პოულობენ იმ
ურთიერთობის დანაკლისს რაც აქვთ.
2. პატივისცემის მოთხოვნილება - ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი
გარკვეულ ქმედებას მხოლოდ სახალხო პატივის მისაღებად აკეთებს . ჩვენ
შემთხვევაში ადამიანმა მცენარის მოვლა შეიძლება დაიწყოს სხვის
დასანახად და სხვის თვალში დადებითად წარმოსაჩენად
3. თვითგამოხატვის მოთხოვნილება - „შენ ხარ ის, რაც გიყვარს“, ადამიანი ისე
იქცევა, რაც მის შინაგან სამყაროშია, ამ შემთხვევაში თუ მას უყვარს
მცენარეები, მისი დიდი სურვილია, რომ თავისი თავი მცენარეების მოვლით
გამოხატოს და წარმოაჩინოს. (ეს ცოტა ჩამოუყალიბებლად ვთქვი)

ნიკა
რომელ მარკეტინგულ სტრატეგიას არჩევთ კომუნიკაციისთვის?
ჩვენი აპლიკაციის კომუნიკაცია იქნება მოდერნიზებული და რაც შეიძლება
ყურადღების მიმქცევი. აპლიკაციის შესახებ შეიტყობთ მრავალი სოციალური
გვერდიდან. ინსტაგრამზე სპონსორის სახით შეგხვდებათ ჩვენი პროდუქტისა და
აპლიკაციის introduction და ასევე pop up რეკლამა, რომელიც განთავსებული იქნება
Youtube-ზე. პროდუქტის ლონჩი იქნება ექსტრავაგანტული, რადგან როგორც ვიცით
eco friendly პროდუქტი ტრენდულია და მისი გამოჩენა ქალაქში ბილბორდებისა და
სხვა ცნობილ აპლიკაციების დახმარებით მომხმარებელთა ყურადღებას მიიქცევს .
ქართველი Youtube-ერების დახმარებით უფრო მარტივად შეიტყობს
მომხმარებელი ჩვენს შესახებ. ისინი ვიდეოს ჩაწერისას ჩვენს შესახებ მოკლედ
ისაუბრებენ და გააცნობენ მათ გამომწერებს ჩვენი პროდუქტის მნიშვნელობას და
თან შესთავაზებენ ჩვენი აპლიკაციის ჩაწერას.გამოვყავით 3 სტრატეგია რაც
დაგვეხმარება მომხმარებელთან კომუნიკაციაში და აპლიკაციის გაზრდაში,ესენია :
1. პირველ რიგში გვჭირდება გამოვიყენოთ S manager ფეისბუქზე რაც
დაგვეხმარება პოტენციური მომხმარებლეის გაცნობაში და დაახლოებით
Target Audience ს ამოცნობაში ესენი შეიძ₾ება იყვნენ იმ გვერდების
მომხმარებლეი რომლებიც გარდენინგზე ბევრ ინფორმაციას ეძებენ ან
ყიდულობენ დაჩას სადაც შესაძლებლობა ექნებათ ბევრი მცენარე დარგონ
2. Online ad- ჩვენ გვაქვს იუთუბ რეკლამა რაც არის რამდენიმე წამიანი და
დაახლოებით წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს რაზე იქნება ჩვენი
აპლიკაცია დანარჩენს კი უკვე გადმოწერის შემდეგ გაიგებს კონკრეტულად
3. Bilboards- ბილბორდებზე კონკრეტულად იკვითება რასაც ეხება აპი და
პირდაპირ იკითხება მისი მნიშვნელობა რაც მთავარია პირველი
ეფექტისთვის და მომხმარებლის მოზიდვისთვის

ჩვენი სერვისი შეიძ₾ება ჩაითვალოს სამომხმარებლო პროდუქტად რომელიც


საბოლოოდ მომხმარებელი პერსონალური გამოყენების მიზნით იყენებს
ბრენდინგი (ფერები,მუდბორდი,ლოგოტიპი,სახელი)
დეა
ნიკა
Pricing სტრატეგია
ჩვენი აპლიკაციის პირდაპირ სტრატეგიად შეიძლება ჩაითვალოს optional product
pricingროცა გვაქვს პროდუქცია და თან აპლიკაციიდან შეგვიძ₾ია გავყიდოთ
ნერგები და მცენარეებს დასამუშავებელი ხელსაწყოები თუ დამხმარე
ატრიბუტები,თან ახსნილი იქნება მათი გამოყენების წესები და სარგებელი, ცალკე
კატეგორიად იქნება მოცემული პროდუქტი რასაც თავისი ფასები ექნება
მაგალითად :
ყვავილების ნერგების ფასი იქნება : 10-15 ლარის ფარგლებში
იშვიათი ჯიშის ყვავილები შედარებით ძვირი იქნება რაც 50 ლარის ფარგლებში
მერყეობს
ხეები- ნეკერჩხალი-60-125 ლარამდე
არყი - 115
დეკორატიული მცენარეები- ტუია, ოქროს სმარაგდა, ფოტინია- 20 ლარი.
სასუქები
ბაზი ფერტილი მპპა- 64 ლარი 1 ტომარა;
იარაბელა აქსანი- 43 ლარი;
ხსნარები
დიმენთილამინის მარილი-16 ლარი 720 გრ.
აგატი- 40 ლარი
მენეჯი-30 ლარი;

სლოგანი- „ერთად მეტი სიმწვანისთვის, აბა სცადეთ „აბა“.


ტრენდული ფერები როგორც ლოგოტიპისა და ბრენდის პროდუქტის მიხედვით
არის მწვანე ფერთა გრადაცია.
პროდუქტის ლონჩის ბიუჯეტი არის 10000 $.
(აპი, რეკლამა)

You might also like