You are on page 1of 8

მიუსაფარი ბავშვები

როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში?


გაეროს ბავშვთა ფონდმა 21 ნოემბერს გამოაქვეყნა მოსახლეობის კეთილდღეობის
კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველოშიყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის
ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე
ნაკლებს მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო
მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები
შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ
თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და


შეისწავლის ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ
ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ გამოავლინა სამომხმარებლო სიღარიბის,
მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური
უთანასწორობის მაჩვენებლები.

ქუჩა და ბავშვები

საქართველო, 2018 წლის 24 ივლისი. სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა


ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია,
რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ - ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს წარმოდგენილი ახალი
კვლევა.

კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ


ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალ
ური დაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვორლდ
ვიჟენთან, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას
საქართველოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის
ოფისთან ერთად. კვლევა ჩაატარა ნორვეგიულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Fafo.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების


ფენომენისა და მათთან დაკავშირებული
ინსტიტუციური სისტემების უკეთ შესწავლას, რათა შემუშავდეს რეკომენდაციები
დაინერგოს პრევენციული ზომები.
ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში, უფროსებისა და ქუჩაში მცხო
ვრები სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.
‘’ბავშვების დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან და ყველაზე დაუცველი ბავშვები
საჭიროებებზე ზრუნვა ევროკავშირის
პიორიტეტია და გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცი
რების შეთანხმებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ
მთავრობას აქვს გარკვეული პროგრესი ამ სფეროში, თუმცა საქმე ჯერ კიდევ რჩება. -
ვიმედოვნებთ, კვლევის შედეგად
მოპოვებული მონაცემები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგ
მას. მოხარული ვართ, რომ მიმდინარეობს
მუშაობა აჭარაში თავშესაფრებისა და შესაბამისი მომსახურებების შექმნის, სამუშაო
ჯგუფების ჩამოყალიბების, საზოგადოებისცნობიერების ამაღლებისა და ამ სფეროში
საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის მიმართულებით“, აღნიშნა საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილ
ემ, კატალინ გერმანმა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პო


პულაცია ძალიან მრავალფეროვანია და
მოიცავს: ახალგაზრდებს/ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში მშობ
ლების მზრუნველობის გარეშე;

ქუჩაში ცხოვრება უაღრესად მძიმე გავლენას ახდენს ბავშვებზე. ქუჩაში მყოფ


ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე და ჯანდაცვის სათანადო
მომსახურებაზე, ისინი ხშირად არც რეგისტრირებულნი არიან და სხვადასხვა სახის
ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. არასტაბილური ცხოვრების წესის და
არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების გამო ეს ბავშვები საზოგადოების
ყველაზე დაუცველი ჯგუფია.

მიუსაფარი ბავშვები

მსოფლიო მონაცემები ასეთია - იუნისეფის, შრომის საერთაშორისო


ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით 5-დან 17 წლამდე ასაკის 168
მილიონი ბავშვია ჩართული შრომაში. აქედან მილიონობით ბავშვი მონურ
პირობებში იმყოფება - ზოგს იძულებით ამუშავებენ, ზოგს ნარკოტრეფიკინგში
რთავენ, ზოგზე კი სექსუალურად ძალადობენ. ბოლო წლების სტატისტიკის
თანახმად, ბავშთა შრომის შემთხვევები მსოფლიოში კლებულობს, მაგრამ
მეტისმეტად ნელა - 2020 წლისათვის 100 მილიონ ბავშვზე მეტი იქნება
იძულებითი შრომის მსხვერპლი.
საქართველოში, საქსტატისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2015 წლის
კვლევის თანახმად, 24 400 ბავშვი მუშაობს, 15 600 კი სახიფათო შრომაშია
ჩართული - უმეტესობა სოფელში ცხოვრობს და შრომას უკიდურესი საღარიბე
აიძულებს.

დღეს ქალაქის ქუჩებში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე გეტყვით. ინფორმაცია


მთლიანად აღებულია იუნისეფის მიერ 2018 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული
კვლევიდან „ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები საქართველოში“. კვლევა
მოცულობითია - 120 გვერდისგან შედგება და აქ მის რამდენიმე ასპექტს
შემოგთავაზებთ.

 როგორ ხვდებიან ბავშვები ქუჩაში?


ძირითადი ფაქტორები ასეთია - ზოგს ქუჩაში გასვლას მშობლები აიძულებენ,
რომლებიც თავად სიღარიბეში ცხოვრობენ. ზოგს მშობელი ვერ ან არ უვლის -
გარდაცვლილია, ციხეშია და ან კი ქვეყნიდანაა წასული.ნაწილი ოჯახში ძალადობას
ან მკაცრ დისციპლინას გაურბის.

 ვინ არიან ეს ბავშვები?


იუნისეფი ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბავშვებს რამდენიმე ქვეკატეგორიებად
ყოფს იმის მიხედვით, თუ რა კავშირი აქვთ მათ მშობლებთან. ზოგი მთელ დროს
ქუჩაში ატარებს და მშობელს (თუ ჰყავს) იშვიათად ნახულობს. ზოგი მთელი დღე
ქუჩაშია, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდის. ზოგიც ასევე მთელ დროს ქუჩაში
ატარებს, მაგრამ მშობლების ან უფროსების თანხლებით.

ეთნიკური კუთხით მათ შორის ყველაზე მეტნი არიან ქართველები, ბოშები და


აზერბაიჯანელი ქურთები. ქუჩაში მომუშავე ბავშვების მიმართ ზოგადად დიდი
სტიგმა არსებობს, ეს სტიგმა განსაკუთრებით დიდია აზერბაიჯანელი ქურთების
მიმართ, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ისინი სოციალურ
მომსახურებებს ვერ იღებენ.

 რას აკეთებენ ქუჩაში?


ბავშვების ნაწილი კანონიერ, ან ნახევრად კანონიერ საქმიანობას ეწევა - ზოგი
ყვავილებს, ხატებსა და სხვა წვრილმან ნივთებს ყიდის. სხვები ჯართს აგროვებენ.
დანარჩენები დღის ბოლოს ბაზარში კვების პროდუქტებს და ბოსტნეულის
ნარჩენებს აგროვებენ. ასევე, ფულს აგროვებენ ვითომ საქველმოქმედო
ორგანიზაციებისათვის (სინამდვილეში, ცხადია, არანაირ საქველმოქმედო
ორგანიზაციაში ეს ფული არ მიდის). სხვები კი მათხოვრობენ ან იპარავენ - ტეხავენ
ბინებს, ქურდავენ მაღაზიებს და ჯიბგირობენ.
 რა აჩერებთ ქუჩაში?

გარდა იმისა, რომ ბევრს არც წასასვლელი აქვს სადმე, ქუჩის ცხოვრებამ ჩათრევა
იცის და დროის გასვლასთან ერთად მისგან თავის დაღწევა უფრო რთული ხდება.

ჯერ ერთი, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მცირე ან მოზრდილ ბანდებს ქმნიან,


რომლის წევრებიც ერთმანეთს ეხმარებიან ღამის გასათევი ადგილის პოვნაში,
გართობაში, მათხოვრობასა და წვრილმან დანაშაულში. უფროსი ასაკის ბავშვები
ქცევის განსაკუთრებულ კოდექსს იმუშავებენ და შიდა კავშირებს ქმნიან - ჯგუფის
შიდა სტრუქტურა ხშირად ისეთია, რომ ბავშვებს ერთმანეთის ვალები უგროვდებათ
- რაც ქუჩისგან თავის დაღწევას კიდევ უფრო ართულებს.

ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ გოგონები არიან. იუნისეფის კვლევის


მიხედვით, თბილისის ერთ დაჯგუფებაში მაინც გოგონები ვალდებულნი იყვნენ,
სექსუალური მომსახურება გაეწიათ ჯგუფის უფროსი წევრებისთვის. სხვა
დაჯგუფების წევრები კი ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური
მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. სექსუალური ძალადობის
გარდა ხშირია სხვა სახის ძალადობით და ნარკოტიკებით გამოწვეული
ფსიქოლოგიური ტრავმებიც.

 რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად?


იუნისეფი ორი ტიპის რეკომენდაციებს გამოყოფს - პრევენციულ და რეაგირების
ზომებს. ამ რეკომენდაციებს შორისაა შემდეგი:

პრევენციული ზომების სახით სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა გააუმჯობესონ


სკრინინგის ინსტრუმენტები, რომლებიც რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისა და მათი
ოჯახების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ძალისხმევა უნდა მიმართონ
უმცირესობების მიმართ არსებული პოლიტიკისკენ და სტიგმის შემცირებისკენ.
სერვისის მიმწოდებლებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი უნდა
ხელი შეუწყონ მინდობით აღმზრდელი ოჯახების განათლებას, უზრუნველყონ
დამატებითი ეკონომიკური მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი მშობლებისათვის და
ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაუწიონ მშობლებს.

რეაგირების ზომების სახით კი სამთავრობო სტრუქტურებმა და არასამთავრობო


ორგანიზაციებმა უნდა შექმნან სოციალური დაცვის ქსელი ქუჩასთნ
დაკავშირებული ბავშვებისთვის, ჩაატარონ სამართლებრივი რეფორმა - ბავშვის
ექსპლუატაცია დანაშაულად უნდა იყოს აღიარებული. ქალაქის მთავრობამ და
პოლიციამ კი რეაგირება უნდა მოახდინონ და გამოიძიონ ანგარიშები ბავშვების
მონაწილეობით ჩადენილი კრიმინალური ქმედებების შესახებ.
ძირითადი პრობლემები:
 საქართველოში 10 ათასზე მეტ მოზარდს სკოლაში არასდროს უვლია.

● 2020 წელს საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე ნაკლები


თანხა განათლებაზე დახარჯა

● საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2019


წლებში საქართველოდან წასულ ემიგრანტ ქალებს შორის ყველაზე მეტნი 25-29
წლის ქალები არიან. ბევრმა საქართველოში მცირეწლოვანი შვილები დატოვა.

● საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში


ინტერნეტზე წვდომა. ეს მაშინ, როცა თითქმის ერთი წელი პანდემიის გამო სწავლა
დისტანციურად მიმდინარეობდა.

● საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში


ინტერნეტი და კომპიუტერი.

● 2020 წელს საქართველოში დამატებით 20 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი


გაღარიბდა ისე, რომ სოციალურ შემწეობას ითხოვს. თუკი 2020 წლის იანვარში
სოციალურ შემწეობას 152 ათას 353 არასრულწლოვანი იღებდა, 2020 წლის
ბოლოსთვის მათი რიცხვი უკვე 186 ათას 131 იყო.

● UNICEF-ის მიერ “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად”, რომელიც


ბოლოს 2017 წელს ჩატარდა, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში

ბავშვთა 6.8 პროცენტი ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეა, როდესაც დღეში სამ


ლარზე ნაკლებით გიწევს არსებობა.

● საქართველოში ბაღის აღმზრდელთა 44 პროცენტს არა თუ უმაღლესი, არამედ


პროფესიული განათლებაც კი არ აქვს სკოლამდელი განათლების დარგში.
შესაბამისი განათლება არ აქვს ბაღის დირექტორთა 50 პროცენტსაც.

● საქართველოს მუნიციპალიტეტების 62.5 პროცენტი წლის განმავლობაში თითო


სკოლამდელი ასაკის ბავშვზე, რომელიც ბაღში დადის, 10 ლარზე
ნაკლებს ხარჯავს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი, საერთოდაც მხოლოდ 0.73
ლარი ან 1.11 ლარი იხარჯება. სათამაშოები, რომლებითაც ბავშვები ბაღში
თამაშობენ, დიდწილად მშობლებს მიაქვთ,
რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (ფანქრები, ქაღალდი და
სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ
არსებობს.

 საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების და


ნიშნობის პრაქტიკა. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს
ადრეულ ასაკში ქორწინების მინიმუმ 131 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს
საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია, ეთნიკური აზერბაიჯანელებით
დასახლებულ ქვემო ქართლში და ასევე მაღალმთიან აჭარაში.

● მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუცველ არასრულწლოვანებთან ჯამში


მხოლოდ 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი მუშაობს. მაგალითად,
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 50 სოფელია და ათასობით სოციალურად
დაუცველი ბავშვი ცხოვრობს, ერთადერთი სოციალური მუშაკი ჰყავთ. ამის გამო
რისკის ქვეშ დგას არასრულწლოვანების არა მხოლოდ ცალკეული უფლებების
დაცვის საკითხი, არამედ, მათი სიცოცხლე. ნინის ისტორია გავიხსენოთ.

● 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის


54 შემთხვევა აღირიცხა. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ
დრომდე სუიციდის პრევენციის კონკრეტული სტრატეგია, რასაც
წლებია ითხოვს სახალხო დამცველი.

● 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა.

● 2020 წელს 887 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი დაზარალებულად ოჯახში


ძალადობის დანაშაულებზე. 2020 წელს ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ
ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 623 შემაკავებელი ორდერი.

● ზუსტად რამდენი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში, სახელმწიფოს აღრიცხული არ ჰყავს.


2020 წელს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“
მომსახურებით 277 არასრულწლოვანმა ისარგებლა. თუმცა, ქუჩაში მცხოვრებ
ბავშვთა რიცხვი გაცილებით მეტია, ამბობენ სპეციალისტები.

World Vision ბავშვთა თავშესადარი


World Vision საქართველო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე
აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან. ამ ეტაპზე ეს ორგანიზაცია სამ დღის ცენტრსა და
24 საათიან თავშესაფარს მართავს, სადაც ყოველდღიურად საშუალოდ 100 ბავშვი
იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას:

1. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პირველადი საჭიროებების


დაკმაყოფილება.
2. ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება.
3. ბავშვების წიგნიერების, მათემატიკური და ყოფითი უნარ-ჩვევების შეფასება.
4. საჭიროებებზე მიმართული ინდივიდუალური განვითარებისა და ზრუნვის გეგმის
მიზნების დასახვა.
5. ბავშვებში სკოლისა და განათლებისადმი ინტერესის გაღვივება ფორმალური და
არაფორმალური აქტივობების გზით.
6. ფსიქო-სოციალური განვითარება და რეაბილიტაცია ისეთი აქტივობების
საშუალებით, როგორიცაა ხატვითი თერაპია, ხელსაქმე, ინდივიდუალური და
ჯგუფური თერაპია, სულიერი განვითარება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან


პარტნიორობითა და ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური
უზრუნველყოფით, World Vision საქართველოს წარმომადგენლობამ გახსნა სამი
დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი (დღის ცენტრი და 24 სთ-იანი
თავშესაფარი) მიუსაფარი ბავშვებისათვის (2 ცენტრი თბილისში და 1 ცენტრი
ქუთაისში). 3 მობილური ჯგუფი ახორციელებს ბავშვების მოძიებას თბილისისა და
ქუთაისის ქუჩებში, უწევს ადგილზე დახმარებას და უზრუნველყოფს ბავშვების
მიმართვიანობას შესაბამის მომსახურებებში.
2014 წლიდან დღემდე მობილურმა ჯგუფებმა სხვადასხვა სახის მომსახურება
გაუწიეს 600-მდე ბენეფიციარს. გაწეულ მომსახურებათა შორის იყო:

 გადაუდებელი სამედიცინო და სოციალური დახმარება


 პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის მიღებაში შუამდგომლობა
 ტანსაცმლით უზრუნველყოფა
 საკვები პროდუქტების მიწოდება
 მედიკამენტებით დახმარება
 მცირე სარემონტო სამუშაოები საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად

პირდაპირი დახმარების გარდა მულტიდისციპლინარული მობილური


ჯგუფი ბენეფიციარებს უწევს კონსულტაციას სხვადასხვა მომსახურებების შესახებ
და ახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის სერვისის მიმწოდებლებთან,
როგორიცაა დღის ცენტრი და 24-საათიანი თავშესაფარი, სამედიცინო და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.
ბავშვთა უფლებები
ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციაში აღიარებულ პრინციპს, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული
ზრუნვისა და დახმარების უფლება, იმის გათვალისიწინებით, რომ „ბავშვი, მისი
ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და
ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას”.

კონვენცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს, რომელთა გათვალისწინებაც


აუცილებელია ამ კონვენციის ეროვნულ დონეზე რეალურად განხორციელებისათვის.
კერძოდ, კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს
ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

სიცოცხლე – ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო


მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ
სარგებლობის უფლება;

განვითარება - ბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ


თუ ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება.

დაცვა - ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის შეზღუდვებისა და


ექსპლუატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისაგან.

მონაწილეობა - ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად


გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.

You might also like