You are on page 1of 2

გრუნის ახალი პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს მოსწავლეებისთვის


„ბავშვები ბავშვებისათვის“.

პროექტს ხელმძღვანელობენ: უნივერსიტეტი და გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის


ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე.

პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში სამოქალაქო ღირებულებების


დანერგვას, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის
ჩამოყალიბებას, თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის განმტკიცებას,
არაფორმალური განათლების - ტოლერანტობისა და სოლიდარობის, პრინციპების
დამკვიდრებას, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და დემოკრატიული
საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ფორმირებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 10-12 კლასების მოსწავლეებს.

საუკეთესო მონაწილეებისათვის დაწესებულია პრიზი : ტური ჟენევაში.

მოსწავლეები უნივერსიტეტის დაფინანსებით გაემგზავრებიან ჟენევაში, ეწვევიან ბავშვის


უფლებების კომიტეტს, გაეცნობიან მის საქმიანობას, ესტუმრებიან იმ ადამიანებს, ვინც
მუშაობს ბავშვთა უფლებების დასაცავად და სხვა.

2023 წლის 23 იანვარს, 13.00 საათზე, პროექტის გასაცნობად გრიგოლ რობაქიძის


უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა სოფიო კილაძესთან - გაეროს ბავშვთა უფლებების
კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან - რომელიც ისაუბრებს პროექტის, მასში მონაწილეობისა
და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა წარმატების
მისაღწევად!

რეგიონის მოსწავლეები ჩაერთვებიან ონლაინ. ბმულს მიიღებენ რეგისტრაციის შემდგომ.

პროექტში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აქ:

https://docs.google.com/forms/d/e/
1FAIpQLSd5cDAMNEA_64mdK82OORICdyL2sIw7sarqoE3TKKiFCU1yow/viewform
საკონტაქტო პირები: მერი ლომია 599 776 771 , m.lomia@gruni.edu.ge

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3

You might also like