You are on page 1of 8

მწვანე ბიზნესი

საქართველოში
ნიკა დავითაშვილი
გარემოს დაბინძურება
საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო
გეგმა გვაჩვენებს, რომ გლობალურად, 2002-2012 წლებში, მნიშვნელოვნად შემცირდა
გადამდები, ნეონატალური და კვებასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული
სიკვდილიანობა და დაავადებები. თუმცა, სიკვდილიანობის და ავადობის წილი
გაიზარდა არაგადამდებ დაავადებებში, რაც, ნაწილობრივ, მოსახლეობის დაბერებას
უკავშირდება.ამასთან, მკვლევართა აზრით, გლობალური სიკვდილიანობის 24%
გამოწვეულია გარემოს შეცვლილი ფაქტორებით

გარემოს დამაბინძურებლებმა შეიძლება გამოიწვიოს :

1 ადამიანისა და სხვა სახეობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების


ცვლილება, ან მათი დეგრადაცია – ანუ, თანდათანობით გაუარესება .

2 ველური ბუნების, ადამიანის ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანება .

3 ხმაურმა, არასასიამოვნო სუნმა და გემომ და სინათლით დაბინძურებამ , შესაძლოა ,


გამოიწვიოს ცირკადული რიტმის – ანუ, ორგანიზმის შინაგანი ბუნებრივი რიტმის
დარღვევადა სხვადასხვა დაავადება.
რატომ უნდა განვახორციელოთ მწვანე პროექტები
მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს ამის ვალდებულება ?

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისათვის, თუ რატომ შეიძლება მცირე ბიზნესმა არჩევანი გააკეთოს
მწვანე პროექტებზე, როდესაც სარეგულაციო პოლიტიკა ამას მკაფიოდ არ ითხოვს.
• ხარჯების შემცირება: მცირე და საშუალო კომპანიების წარმოების პროცესიდან რესურსების
რაოდენობის (ენერგია, წყალი), მასალების გამოყენების და მიღებული ნარჩენების მინიმუმამდე
დაყვანა უშუალოდ ამცირებს კომპანიის საოპერაციო ხარჯებს და შეიძლება დადებითად აისახოს მის
საბალანსო უწყისზე.
• საბაზრო უპირატესობა: კომპანიები, რომლებიც აწარმოებს მწვანე პროდუქციას და სერვისებს,
კონკურენტებისგან გამოყოფს საკუთარ საქმიანობას ბაზარზე, ხოლო მათ პროდუქციას მომხმარებელი
ხშირად უფრო მეტად აფასებს: ამის შედეგია ბაზრის წილის გაუმჯობესება ეკონომიკისთვის.
• მწვანე მიწოდების ჯაჭვები: მწვანე პროდუქტებს და სერვისებს აქვს დადებითი გავლენა კომპანიების
კონკურენტუნარიანობაზე, ისინი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობას მწვანე
მიწოდების ჯაჭვებში და ზრდიან ამგვარი კომპანიების ექსპორტის პოტენციალს ისეთ ბაზრებზე,
როგორიცაა მაგ. ევროკავშირის ბაზარი.
• ეკოლოგიური გავლენა: საკუთარი პროდუქციის, სერვისების და ბიზნესის პრაქტიკის უფრო ენერგო ან
რესურსეფექტურად გარდაქმნით, მცირე კომპანიებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკოლოგიაზე,
ჯანმრთელობასა და კლიმატზე ეკონომიკის უარყოფითი გავლენების შემცირებაში საკუთარ ქვეყნებში .
რატომ არის ეს მომგებიანი?

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ფული და გააუმჯობესოთ


თქვენი ბიზნესი უფრო მდგრადი. შემცირებული ბიზნეს
ხარჯები, უფრო ინოვაციური სტრატეგიები,
გაუმჯობესებული რეპუტაცია და მეტი ახალი
მომხმარებელი, რომლებიც აფასებენ მდგრადობას, ეს
ყველაფერი მუშაობს იმისათვის, რომ გაზარდოს
მდგრადი ბიზნესის ფულის რაოდენობა.
ზმის პანელებსი ბიზნესი/\
აქ. ახლა საქართველოში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქმნება მზის პანელებისა და
ენერგოეფექტურობის მიმართულებით. "მწვანე ინიციატივა" - ასე ეწოდება პროექტს , რომელსაც
თიბისი ლიზინგი საიმედო პარტნიორის Green For Growth Fund-ის და ევროკავშირის EU4Energy
პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც , თიბისი ლიზინგმა შექმნა
სპეციალური სალიზინგო პროდუქტი მზის პანელების სისტემების განვითარების მხარდასაჭერად ,
რომლის მეშვეობითაც როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ მნიშვნელოვნად
შეამცირონ მზის პანელების ინსტალაციასა და პროექტირებასთან დაკავშირებული ხარჯები .აღნიშნული
პარტნიორობა გარდა გარემოსდაცვითი საქმიანობისა , ხელს შეუწყობს კერძო სექტორის
ბიზნესსაქმიანობას. მნიშვნელოვნად შეუმცირებს მათ ელექტროენერგიის გადასახადს და
გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის უზარმაზარი
პოტენციალი არსებობს, კერძოდ, მზის ენერგიასთან მიმართებაში , თუმცა ეს პერსპექტივა ჯერ კიდევ
გამოუყენებელია. ამ ტექნოლოგიის კლიენტებისათვის მასშტაბურად მიწოდება ისეთ კომერციულ
პროდუქტებს მოითხოვს, როგორებიცაა სპეციალური სესხები თუ ლიზინგის პროდუქტები მზის
პანელების სისტემის დასაფინანსებლად, რაც ამ ეტაპზე იშვიათობას წარმოადგენს ქართულ
ბაზარზე.ამიტომაც მე გირჩევთ ამ ბიზნესის დაფინანსებას .
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like