You are on page 1of 14

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,ტურიზმის სკოლა

გუნდი-მოგზაური

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი-მერაბ ზედგინიძე

გუნდის წევრები:წაღიკ სეროპიან,ნარინე ზაქარიან,ვერონიკა ბერაია, მარიამ


მაჭავარიანი,თამთა ქავთარაძე

თემა-მწვანე ეკონომიკა და მწვანე ინვესტიციები

1
2023

სარჩევი
შესავალი...................................................................................................................................................3
რა კომერციული პერსპექტივები მოყვება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას?...............................4
მწვანე ზრდა და მისი საჭიროება..........................................................................................................5
მწვანე ტექნოლოგიები............................................................................................................................5
მწვანე ტრანსპორტი................................................................................................................................6
ქარის ენერგია...........................................................................................................................................6
მზის ენერგია და მზის პანელები.........................................................................................................7
მწვანე მასპინძლობა სასტუმროებსა და კურორტებზე......................................................................8
მწვანე ინვესტიციები...............................................................................................................................9
მწვანე ეკონომიკა საქართველოში.......................................................................................................10
განვითარებული ქვეყნები რომლებიც აქტიურად იყნებენ მზის ენერგიასა და მზის პანელებს
„შვედეთი ,გერმანია და ჩინეთი’’.......................................................................................................11

2
შესავალი
ყველა ჩვენგანს გვაქვს სიცოცხლისა და ცხოვრების სრული უფლება, მაგრამ ისე
უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ქმედებები, რომ მოვიპოვოთ ცხოვრებისათვის
ღირსეული უფლება.ამ უფლებას ჩვენ მივიღებთ, იმ შემთხვევაში, თუ
შევინარჩუნებთ ბუნებას და შესაბამისად გვექნება მაღალი პასუხისმგებლობა
ეკოლოგიის მიმართ. ცხოვრების განმავლობაში აუცილებელია გარემოს დაცვა, ზიანი
არ უნდა მივაყენოთ ჩვენს გარემოს და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ბუნების
პირვანდელი სახე. ამის ალტერნატივად გვევლინება ტერმინი მწვანე ეკონომიკა,
რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ფართოდ გავრცელდა. ამასთან ერთად
გავრცელდა ტერმინი მდგრადობა რომელსაც ფართოდ იყენებენ გლობალურ
გარემოში. მაგალითად: მდგრადი ტურიზმი, მდგრადი ეკონომიკა, მდგრადი გარემო,
მდგრადი განვითარება და ასე შემდეგ.

მწვანე ეკონომიკა

მწვანე ეკონომიკა არის, ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც


დამყარებულია მდგრად განვითარებასთან და ეკოლოგიური ეკონომიკის
ცოდნასთან. ეკონომიკის სხვა დარგებისგან განსხვავებით, განასხვავებს სხვადასხვა
ნიშნები, მაგალითად ის აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც
ეკონომიკური ღირებულება აქვს . მწვანე ეკონომიკის მთავარი ამოცანა და მიზანია
ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას, რის შედეგადაც
შემცირებული იქნება გარემოზე უარყოფითად ზემოქმედება. მწვანე ეკონომიკა
განისაზღვრება როგორც სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის
განვითარების პროცესი, ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო და კერძო
ინვესტიციიების წახალისების გზით. მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს დაბალი
ციფრული ნახშირბადის ანაბეჭდს, მგდრადი ეკონომიკურ ზრდის გარანტიას
იძლევა,რომ ბუნებრივი რესურსები გააგრძელებენ ჩვენს მუდმივ კეთილდღეობას ,
რესურსებისა და გარემოსდაცვითი სერვისების მიწოდებით. მწვანე ეკონომიკაში
უშუალოდ მოიაზრება შემდეგი ფაქტორები:

 განახლებადი ენერგია (მზის,ქარის და ასე შემდეგ) ;


 სუფთა ტრასპორტი (ალტერნატიული საწვავით, ჰიბრიდული და ელექტრო
სატრანსპორტო საშუალებები) ;
 მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და
მასალები);

3
 წყლის მენეჯმენტი (წყლისა და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის
ლანდშაფტი და წყლის გამოყენება);
 ნარჩენების მართვა (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების
გამოყენება);
 მიწის მართვა (ორგანული სოფლის მეურნეობა ,ურბანული ტყეები, ტყეებისა
და პარკების განაშენიანება).

ეკონომიკის გასაგებად და მოდელირებისთვის მწვანე ეკონომისტები, როგორც


წესი იყენებენ ფართო და ყოველისმომცველ პერსპექტივას, თანაბრად
ითვალისწინებენ ბუნებრივ რესურსებს,რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკას, ისევე
როგორც მის ფუნქციონირებას. ზოგადად, ვინც ამ ეკონომიკურ თეორიას ემხრობა
აწუხებს გარემოს მდგომარეობა და ფიქრობს, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები
გარემოს შესანარჩუნებლად და ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობის
ხელშეწყობისთვის. ეს ეკონომისტები მხარს უჭერენ გარემოს დაცვას იმის
მტკიცებით, რომ გარემო გადამწყვეტია ეკონომიკისთვის და რომ ნებისმიერი
წარმატებული ეკონომიკის აღმავლობა დიდწილად განისაზღვრება გარემოს
სიჯანსაღით, რომელიც ერთ-ერთი საციცოცხლო კომპონენტია.

რა კომერციული პერსპექტივები მოჰყვება მწვანე ეკონომიკაზე


გადასვლას?
მწვანე ეკონომიკას სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის, ინდუსტრიისა და
გარემოსთვის. მწვანე ეკონომიკის კონცეპცია ძირს უთხრის იმ მოსაზრებას, რომ
განვითარება, ზრდა და კეთილდღეობა შეიძლება მიღწეული იყოს მდგრადი
პრაქტიკით. მდგრადი განვითარება არ იკავებს მწვანე ზრდის ადგილს , ამის
ნაცვლად ის გთავაზობს რეალისტურ და ადაპტირებად სტრატეგიას ეკონომიკურ და
გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვით. მწვანე ზრდის ინიციატივები ცდილობს
უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი რეალიზება მათი სრული
ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.

სამოქალაქო ცხოვრებაში პრიორიტეტულია საზოგადოების ჩართულება


სოციალური დიალოგი, ინფორმირებული თანხმობა, ღიაობა და
ანგარიშვალდებულება.

2019 წლის 16 ივლისს გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის ფორუმზე


ნიუ -იორკში ჩატარდა კონფერენცია სადაც გამოიყო 5 ძირითადი პრინციპი:

 კეთილდღეობის პრინციპი ;
 სამართლიანობის პრინციპი;
 პლანეტარული საზღვრების პრინციპი;

4
 ეფექტიანობის პრინციპი;
 კარგი მმართველობის პრინციპი.

მწვანე ზრდა და მისი საჭიროება


მწვანე ზრდა ნიშნავს ეკონომიკის ხელშეწყობას ზრდისა და განვითარების
უზრუნველყოფისათვის, რომ ბუნებრივი აქტივები განაგრძობენ უზრუნველყოფას
რესურსებისა და გარემოსდაცვითი სერვისების შესახებ, რომელსაც ადამიანთა
კეთილდღეობა ეყრდნობა. ამისათვის ის უნდა გააქტიურდეს ინვესტიციებისა და
ინოვაციების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მდგრად ზრდას და წარმოშობას ახალ
ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ამისათვის საჭიროა მწვანე ზრდა, რადგან არსებობს რისკები და შესაბამისად მათი


გამწვავების საშიშროება. ვინაიდან, რისკები იზრდება შესაბამისად იზრდება
ბუნებრივი რესურსების განადგურებისა და ამოწურვის საფრთხე, რაც გამოიწვევს
მტკნარი წყლის ნაკლებობას, ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის გაუარესებისას,
გაიზრდება დაბინძურების მასშტაბები, უფრო შეუქცევადი გახდება კლიმატის
ცვლილება და გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ბიომრავალფეროვნების. ამ
პროცესებმა შეიძლება შეაფერხოს მომავალი ზრდის პერსპექტივები მინიმუმ ორი
მიზეზის გამო:

 სულ უფრო ძვირი ხდება ფიზიკური კაპიტალის ბუნებრივით


ჩანაცვლება.მაგალითად,თუ,მტკნარი წყალი დეფიციტური ხდება ან უფრო
დაბინძურებული,მეტი ინფრასტრუქტურაა საჭირო ტრანსპორტირებისა და
გაწმენდისათვის
 ცვლილებას სულაც არ მოჰყვება განჭვრეტადი განვითარების
ტრაექტორია,მაგალითად ზოგიერთი თევზის სახეობები მოულოდნელად
ამოიწურა წლების განმავლობაში.

5
მწვანე ტექნოლოგიები
მწვანე ტექნოლოგია მოიცავს ინოვაციებისა და მეთოდების ფართო სპექტრს,მათ
შორის მდგრადი სოფლის მეურნეობის,ველური ბუნების დაცვის,ენერგიისა და
საწვავის ალტერნატიულ წყაროებს.ზოგადად მწვანე ტექნოლოგიები მიზნად ისახავს
შეამციროს უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედება გარემოზე. მიუხედავად
იმისა, რომ მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ დაამტკიცონ,რომ მწვანე ტექნოლოგია
ნაკლებად ეფექტურია ვიდრე არამწვანე ვარიანტები, ეს ხელს შეუწყობს მდგრად
ეკონომიკურ აქტივობას. მაგალითად:მწვანე ეკონომიკის სისტემის დანერგვის
პროცესი შრომატევადი და რთულია,მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქვეყანას
შეუძლია მისაბაძი მაგალითის როლი შეასრულოს მწვანე ზრდის თეორიის და
დაბალნახშირბადიანი ეკონომიკური განვითარების მოდელის პრაქტიკაში
გამოყენების თვალსაზრისით.

მწვანე ტრანსპორტი
აუცილებელია ჩვენი ქალაქები გავხადოთ უფრო სუფთა და სამუშაო ადგილები
უფრო მწვანე, ინოვაციური. ციფრული გადაწყვეტილებების განხორციელებით,
საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპეტების, ფეხით სიარულისა და სუფთა
მობილობის თვალსაზრისით. მასიური ტრანსფორმაცია უკვე მიმდინარეობს,ბევრი
ევროპული ქალაქი იყენებენ უფრო მარტივ, უსაფრთხო, ჯანსაღ და იაფ
სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა: ელექტრო მანქანები, ველოსიპეტები და
ელექტრონული ველოსიპეტები, მწვანე ავტობუსები, მატარებლები და ელექტრო
თვითმფრინავები.

ქარის ენერგია
ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ ქარის ენერგიას, მაგალითად ძველ
საბერძნეთში და რომში აქტიურად გამოიყენებოდა ქარის წისქვილები, მარცვეულის
დასაფქვევად.რასაკვირველია ქარის წისქვილების მუშაობა დამოკიდებული იყო
ქარის ენერგიაზე.ქარის ენერგიას ვხვდებით სხვა კუთხითაც,მაგალითად
ზღვაოსნობაში ქარის ენერგიის გარეშე წარმოუდგენელი იყო ზღვაში გემების
გადაადგილება. ქარის ენერგიას აქტუალობა 21-ე საუკუნეშიც არ დაუკარგავს,
რადგან იგი გვეხმარება მრავალი სასარგებლო პროექტის განხორციელებაში, ამის
ყველაზე კარგი მაგალითია ქარის ელექტროსადგურები, რომლებსაც შეუძლია
გამოიმუშაონ დიდი ოდენობის ელექტროენერგია, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს
შეამცირონ ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედების ხარისხი.

6
ქარი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროა,
რომელიც ბოლო ორ ათწლეულში 75 ჯერ გაიზარდა, ამ მხრივ, ლიდერია ჩინეთი,
რომელმაც 2018 წელს 217 გიგავატის სიმძლავრის ქარის ენერგია აწარმოა, მის შემდეგ
არის აშშ- 96 გიგავატით და გერმანია- 59 გიგავატით.

მიუხედავად ქარის ენერგიის ბევრი დადებითი თვისებისა, ვაწყდებით უარყოფით


ფაქტორებსაც, მაგალითად ზემოთაღნიშნული ტიპის ელექტროსადგურების აშენება
ყველა ლოკაციაზე შეუძლებელია, ასევე ხშირია შემთხვევები როცა, აუცილებელი და
საჭირო ხდება ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივის გაჩეხვა
და ეს რა თქმაუნდა უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. თუმცა უნდა აღვნიშნოთ,
რომ ქარის სადგურების მიერ მოტანილი დადებითი ეფექტები, მნიშვნელოვნად
აჭარბებს მის უარყოფით შედეგებს და ამიტომაა,რომ მსოფლიოს მასშტაბით ქარის
ენერგიის აქტუალობა ყოველდღიურად იზრდება.

მზის ენერგია და მზის პანელები


რა არის მზის ენერგია?

მზის ენერგია განიმარტება როგორც მზის გამოსხვივებისგან მიღებული ენერგია,


რომელიც აღწვს დედამიწაზე სითბოს, სინათლის ან ულტრაიისფერი სხვივების
სახით. რაც მთავარია ყოველივე ეს არის სუფთა და განახლებადი ენერგიის
სახეობა,იქედან გამომდინარე, რომ მზის ენერგიას ვიღებთ მზისგან, რომელიც
შეუზღუდავი რესურსია. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მზის ენერგია
გამოყენებულ იქნეს გონივრულად? ამის ყველაზე გონივრული და აღიარებული გზაა
მზის პანელების აქტიურად გამოყენება, ვინაიდან მზის პანელები უზრუნველყოფენ
სუფთა, განახლებად ენერგიებს სინათლის სახით და გარდაქმნიან ამ მიღებულ
სინათლეს ელექტროენერგიად. აღსანიშნავია, რომ მზის პანელები უშუალოდ
შედგება რამდენიმე ინდივიდუალური მზის ელემენტისაგან, მათი წყალობით
პანელი შთანთქავს ფოტონს,რითაც წარმოქმნის დენს. აქედან გამომდინარე მზის
პანელი მთელი დღის განმავლობაში გამოიმუშავებს ენერგიას, რომელიც მზის
ჩასვლის შემდგომ თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მზის პანელების ორი ძირითადი ტიპი არსებობს;

 მონოკრისტალური
 პოლიკრისტალური

აღიარებულია, რომ მონოკრისტარული მზის პანელი საუკეთესო ხარისხისაა, მისი


უპირატესობა მაღალეფექტიანობასა და დახვეწილ დიზაინში გამოიხატება. მისი
მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 25-30 წელს.რაც შეეხება პოლიკრისტალურ
პანელებს, მონოკრისტალურ პანელებთან შედარებით, აქვს დაბალი ეფექტიანობა,
თუმცა მის უპირატესობად შეგვიძლია დაბალი ფასი მივიჩნიოთ. პოლიკრისტალური
პანელების ეფექტიანობა და ხანგრძლივობა 20-25 წელზეა გათვლილი.
7
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზის პანელები მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი
საუკეთესო ალტერნატივაა.

მწვანე მასპინძლობა სასტუმროებსა და კურორტებზე


დღესდღეობით ეკოლოგიის მნიშვნელობის შეცნობის ეპოქაში
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიამ დაიწყო მდგრადი პრაქტიკის მიღება
ყოველდღიურ საქმიანობაში. სასტუმროები და კურორტები ცდილობენ შეამცირონ
ეკოლოგიური დაბინძურება. ამ კუთხით სხვადასხვა ეკომეგობრული სტრატეგიები
არის შემუშავებული, რაც ძირითადად ეხება ენერგიის, წყლისა და ნარჩენების
მაქსიმალურად შემცირებას, გარემოზე უარყოფითად ზემოქმედების გარეშე.“მწვანე
სტუმართ მასპინძლობის პრინციპის ბირთვია’’ შექმნას კომფორტული და
მდიდრული გამოცდილება სტუმრებისათვის, ისე რომ მინიმუმამდე იქნეს
დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება სასტუმროს ოპერაციებისას.

 მიღწევები ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიაში

აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ბევრმა სასტუმრომ და კურორტმა მიმართა


ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნახშირბადის ანაბეჭდის შესამცირებლად, ეს
გულისხმობს მზის პანელების აქტიურად გამოყენებას. ამ მოწინავე
გადაწყვეტილებებში ინვესტიციების წყალობით სასტუმროებს შეუძლიათ
მნიშვნელოვნად შეამცირონ ენერგიის მოხმარება და ამავედროს უზრუნველყონ
კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება თავიანთი სტუმრებისათვის. უფრო
მეტიც, ენერგიის დაზოგვის ეს ზომები გამოიწვევს დაწესებულების ხარჯების
მნიშვნელოვან დაზოგვას დროთაგანმავლობაში.

 ნარჩენების მართვისა და შემცირების სტრატეგიები

სასტუმროებს შეუძლიათ სხვადასხვა სტრატეგიები შეიმუშაონ ნარჩენების


წარმოების შესამცირებლად, მაგალითად: როგორიცაა გადამუშავების პროგრამების
განხორციელება,ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირება,ამის მაგიერ
ალტერნატივად შეგვიძლია მივიჩნიოთ მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტების
შეთავაზება,მაგალითად თეთრეული და ტუალეტის საშუალებები. ასევე საუკეთესო
ალტერნატივაა ნარჩენების ღირებულ რესურსებად გადაქცევა ადგილობრივი
სოფლის მეურნეობის პროექტებისათვის.

 წყლის კონსერვაციის ღონისძიებები

წყლის კონსერვაცია მწვანე სტუმართმასპინძლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი


ასპექტია,სასტუმროებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ზომები წყლის
8
შესანარჩუნებლად, მაგალითად როგორიცაა დაბალი დინების მოწყობილობების
დაყენება, ნაცრისფერი წყლის გადამუშავების სისტემების დანერგვა და
გვალვაგამძლე გამწვანების გამოყენება. ეს ინიციატივები არა მხოლოდ ინარჩუნებს
ძვირფას წყლი რესურსებს, არამედ იწვევს დაწესებულებების ხარჯების
მნიშვნელოვან დაზოგვასაც.

სტუმრების განათლება წყლის დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ და


პასუხისმგებლობით მოხმარების წახალისება სასტუმროში წყლის დაზოგვის კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგალითად თეთრეულისა და პირსახოცის
ხელახალი გამოყენების პროგრამის ხელშეწყობა შესანიშნავი გზა იქნება
სასტუმროში წყლის დაზოგვისათვის. სტუმრების წახალისებით, გამოიყენონ
თავიანთი პირსახოცები და თეთრეული ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში
სასტუმროებს მისცემს შესაძლებლობას შეამცირონ წყლის , ენერგიისა და სარეცხი
საშუალებების რაოდენობა რომლებიც რეალურად ყოველდღიურად გამოიყენება
სასტუმროს სამრეცხაო ოპერაციებში.

მწვანე ინვესტიციები
რა არის მწვანე ინვესტიციები?

ზოგადად,“მწვანე ინვესტიციები’’ მოიცავს იმ ინვესტიციებს, რომლებსაც


სარგებლობა მოაქვს გარემოს დაცვის კუთხით უფრო ფართო ეკოლოგიურად
მდგრადი და დაბალნახშირბადიანი განვითარების კონტექსტში, მაგალითად
ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებით:

 ენერგიის სუფთა, განახლებადი წყაროები, ენერგეტიკა და მასალების


ეფექტიანი გამოყენება;
 ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების შემცირება;
 ნარჩენების მენეჯმენტი და გადამუშავება;
 სუფთა ტრანსპორტი.

მწვანე ინვესტიცია გულისხმობს საინვესტიციო საქმიანობას, რომელიც შეესაბამება


ეკოლოგიურად სუფთა ბიზნეს პრაქტიკას და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციას.

ტერმინები მწვანე ინვესტიციები, მწვანე პროექტები და მწვანე ფინანსები


ერთმანეთის ნაცვლად გამოიყენება. გარდა ამისა ‘“მწვანე ინვესტიციები’’ ხშირად
მოიხსენიება, როგორც ‘“სუფთა’’, “ მდგრადი’’,“კლიმატის
ცვლილებები’’,“დაბალნახშირბადიანი’’,“ეკოლოგიური’’ ან ‘“ეკოლოგიასთან
დაკავშირებული’’ ინვესტიციები.

ზოგიერთი ინვესტორი ყიდულობს მწვანე ობლიგაციებს მწვანე ბირჟაზე ვაჭრობის


ფონდებს-(ETFs), მწვანე ინდექსის ფონდებს, მწვანე ურთიერთდახმარების ფონდებს
ან ფლობს აქციებს ეკოლოგიურად კეთილგანწყობილ კომპანიებში მწვანე

9
ინიციატივების მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა,რომ მოგება არ არის
ერთადერთი მოტივი ამ ინვესტორებისთვის, არსებობს გარკვეული მტკიცებულობა,
რომ მწვანე ინვესტიციამ შეიძლება ჩაანაცვლოს უფრო ტრადიციული აქტივები.
მწვანე ობლიგაციები ხელს უწყობს მდგრადი პროექტების დაფინანსებას მთელს
მსოფლიოში.თუ კომპანიას ან მთავრობას სურს მწვანე პროექტების დაფინანსება, მას
შეუძლია მწვანე ობლიგაციების გამოშვება დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
ინვესტორები ხშირად არ არიან ყოველდღიური ინვესტორები- მწვანე ობლიგაციები
ჩვეულებრივ იყიდება უფრო დიდ ორგანიზაციებში, როგორიცაა: საპენსიო ფონდები,
რომლებსაც შეუძლიათ ობლიგაციების ყიდვა. მწვანე ობლიგაციების პრინციპები
დაარსდა 2014 წელს, საინვესტიციო ბანკების მიერ, რათა დაეხმარონ ინვესტორებს
მიიღონ ინფორმაცია თავიანთი ინვესტიციების მდგრადობის შესახებ.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს მწვანე ინვესტიციებს. იგი ქმნის ფინანსურ


სისტემას, რომელიც ეხმარება ეკოლოგიურ და სოციალურ მდგრად განვითარებასა
და ზრდას.

2011 წლის გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) მწვანე ეკონომიკის ანგარიში აცხადებს:
“იმისთვის,რომ ეკონომიკა მწვანედ ჩაითვალოს ის არამხოლოდ ეფექტური, არამედ
სამართლიანიც უნდა იყოს’’ .

მწვანე ეკონომიკა საქართველოში


მწვანე ეკონომიკაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენს ქვეყანაში, თუ
რა ღონისძიებები ტარდება ამ კუთხით.აღსანიშნავია, რომ საქართველოში მწვანე
ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით, გარკვეული ინსტიტუციური
საფუძვლები უკვე არსებობს. მიღებულია საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის
შესახებ“,სადაც გაწერილია სამოქმედო გეგმა, საქართველოს გარემოსდაცვითი
მიზნები, პრიორიტეტები და ამოცანები, რომლებიც აუცილებელია გარემოს
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, აწ უკვე
განხორციელებული რამდენიმე აქტივობა, საქართველოში მწვანე ეკონომიკის
ფორმირების მიმართულებით. მაგალითად, 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო
ტრანსპორტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, ბენზინსა და
დიზელში დამაბინძურებელ ნივთირებათა ნორმა მაქსიმალურად დაახლოვდა
ევროპაში აღიარებულ სტანდარტებს, ამას გარდა უპირატესობა ენიჭება
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, რომელიც ზიანს არ აყენებს ეკოსისტემას და ასე
შემდეგ. 2019 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა, “ევროკავშირი
გარემოს დაცვისთვის’’ საქართველოს ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორების ხუთ
ქვეყანასთან ერთად, მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე. მოცემული პროგრამა ხელს
უწყობს ქვეყნების ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და მოსახლეობის
ეკოლოგიური კეთილდღეობის ზრდას,გარემოსდაცვითი აქტივობების
10
მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელზე გავლენა იქონია COVID19 პანდემიამ,
ამ გლობარული გამოწვევის მიუხედავად, აღნიშნული პროგრამა აგრძელებდა
დაგეგმილ ღონისძიებებს, რამაც თავის მხრივ კონკრეტული შედეგებიც გამოიღო.

განვითარებული ქვეყნები რომლებიც აქტიურად იყნებენ მზის


ენერგიასა და მზის პანელებს „შვედეთი ,გერმანია და ჩინეთი’’

 ჩინეთი

ჩინეთი აჭარბებს ყველა სხვა ქვეყანას განახლებად ენერგიაში ინვესტიციებით, ეს


ჩანს 2010 წელს ქვეყანაში ქარის მთლიანი დაყენებული სიმძლავრის 64%-ით
ზრდაში, დღესდღეობით ჩინეთს აქვს 130 გიგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე, რაც
მას მსოფლიოში მზის ენერგიის უმსხვილეს მწარმოებლად აქცევს.

 შვედეთი

შვედეთში მზის პანელები ატიურად გამოიყენება, ვინაიდან შვედეთი ცნობილია


როგორც გრძელი, ბნელი ზამთრის სეზონით და აქედან გამომდინარე მზის
პანელებზე მოთხოვნაც დიდია. რეგიონში მომხმარებლები ცდილობენ მიიღონ
მწვანე ენერგია სტაბილურ ფასში. მზის ენერგია შვედეთში დიდი პოპულარობით
სარგებლობს, რადგან იგი ქმნის მეტ ბიომრავალფეროვნებას,აქვე შეგვიძლია
მოვიტანოთ სტატისტიკა, რომ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
პროგნოზით 2050 წლისათვის მზის სადგურების მეშვეობით გამომუშავებული
ელექტროენერგია დააკმაყოფილებს გლობალური მოხმარების მეოთხედს.

 გერმანია

ევროკავშირში მზის ენერგიასთან დაკავშირებით მაღალი სამიზნე მაჩვენებელი აქვს


გერმანიას. ამ კუთხით ქვეყანა გეგმავს, რომ 2030 წლისათვის მზის ენერგიით
მიღებული სიმძლავრე 2015 გიგავატამდე გაზარდოს.

დასკვნა
11
დასკვნის სახით ჩვენ მოხსენებაში გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად ტურიზმი არის
ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი, რომელიც პირდაპირ მიესადაგება ამ
სფეროში მწვანე ეკონომიკისა და ინვესტიციების განვითარებას. მწვანე
ინვესტიციების გამოყენება ეკონომიკაში ხელს უწყობს ბუნებაში არსებული
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ბუნებრივ რესურსებზე უარყოფითად
ზემოქმედების მასშტაბის შემცირებას, აღდგენადი რესურსების უზრუნველყოფას.

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი განსახილველი საკითხი არის საქართველოში მწვანე


ეკონომიკის უფრო და უფრო განვითარება, ამ კუთხით ყურადღება ძირითადად
უნდა გავამახვილოთ მიმდინარე პროცესებზე. საქართველო თავის მხრივ მდიდარია
ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა: მტკნარი წყალი, ლანდშაფტური
მრავალფეროვნება და სატყეო სექტორი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში
ტურიზმის განვითარებას. ჩვენი აზრით , ზემოთ აღნიშნული სექტორები, ქვეყანაში
ყველაზე სწრაფი მოგების მომცემი ელემენტებია, როგორც გარემოს დაცვითი, ისე
ეკონომიკური თვალსაზრისით.

საქართველოში მწვანე ეკონომიკის ტენდენცია საწყის ეტაპზეა ვიდრე


განვითარებულ ქვეყნებში, ამის წინა პლანზე წარმოსაჩენად საჭიროა სხვადასხვა
ღონისძიებების გატარება. ერთ-ერთ რეკომენდაციად შეგვიძლია შემოგთავაზოთ
პრაქტიკაში მზის ენერგისა და მზის პანელების აქტიური გამოყენება. იქიდან
გამომდინარე, რომ მზის ენერგია არის სუფთა, განახლებადი ენერგია, მისი
აქტიურად გამოყენება,კერძოდ სასტუმრო ბიზნესში საუკეთესო მიდგომაა მწვანე
ეკონომიკის თვალსაზრისით, ეს კონკრეტული გულისხმობს ელექტროენერგიის
დაზოგვას, სუფთა გარემოს შენარჩუნებას და რაც მთავარია მზის პანელების
გამოყენება შედეგად მოგვცემს ბუნებრივ სარგებელს.

იგივე კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ მწვანე ტრანსპორტის ყოველდღიურობაში


დანერგვაც, რაც გულისხმობს გამონაბლოქვის მაჩვენებლის მინიმუმამდე დაყვანას.

გამოყენებული ლიტერატურა

12
1. მწვანე ეკონომიკა-https://www.opengrowth.com/resources/the-principles-of-
green-economy#:~:text=What%20are%20the%20five%20guiding,economy
%20on%20a%20universal%20scale
2. მწვანე ზრდა-https://www.oecd.org/greengrowth/48012345.pdf
3. მწვანე ეკონომიკა
ისრაელში-https://www.sgi-network.org/2020/Israel/Environmental_Policies
#:~:text=According%20to%20this%20new%20initiative,(e.g.%2C%20solar
%20energy)
4. ქარის
ენერგია-https://www.isoconsulting.ge/single-post/%E1%83%A5%E1%83%90
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-
%E1%83%93%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83
%90%E1%83%A8%E1%83%9D
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83
%91%E1%83%98
5. მწვანე
ტრანსპორტი-https://climate-pact.europa.eu/about/priority-topics/green-
transport_en
6. http://www.eiec.gov.ge

Helios Energy

7. :Business Media GeorGia


8. https://helios.ge/
9. http:BUSiness Media Georgia
10. მწვანე მასპინძლობა-https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F
%2Fecobnb.com%2Fblog%2F2023%2F05%2Fgreen-hospitality-sustainable-
practices-hotels-resorts%2F%3Ffbclid
%3DIwAR1cdrqIL2v29DlurJH8s3xZ5X3N-7q-
gexoSSbV6S3gfJbGE17fdKAMDn0&h=AT3wTdkQRIYkcoHOZfsObIZq3k7F5
xOOEdnxpD7hsbzyyrIInTYDnqYOuDGhLTXx0iv9bFHpsrDNfLdRpK_q3PFo
L4uULQ7kMPR012dRO-
ZW59gcocNJu0okqU8qku_D53Ra4tzJ2_ZhirqjbNKlmg
11. მწვანე ინვესტიციები-https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F
%2Fhy.wikipedia.org%2Fwiki%2F%25D4%25BF
%25D5%25A1%25D5%25B6%25D5%25A1%25D5%25B9_%25D5%25BF

13
%25D5%25B6%25D5%25BF%25D5%25A5%25D5%25BD
%25D5%25B8%25D6%2582%25D5%25A9%25D5%25B5%25D5%25B8%25D
6%2582%25D5%25B6%3Ffbclid%3DIwAR3lpFE8O-
OcxuDShrNztFfXiOetjRfMkMICtgFBx8d0W-
3WCNuJk6YvMrw&h=AT3wTdkQRIYkcoHOZfsObIZq3k7F5xOOEdnxpD7h

12. https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.investopedia.com
%2Fterms%2Fg%2Fgreen-investing.asp%3Ffbclid
%3DIwAR0fXoyhrf0Hf8odIWatuLA1lRNPpBQAz62B1oq2sgTaJwbFFBhj8689
YRg%23%3A~%3Atext%3Dour%2520editorial%2520policies-%2CWhat
%2520Is%2520Green%2520Investing%253F%2Cimpact%2520on%2520the
%2520natural
%2520environment&h=AT3wTdkQRIYkcoHOZfsObIZq3k7F5xOOEdnxpD7h
sbzyyrIInTYDnqYOuDGhLTXx0iv9bFHpsrDNfLdRpK_q3PFoL4uULQ7kMPR
012dRO-
ZW59gcocNJu0okqU8qku_D53Ra4tzJ2_ZHirqjbNKlmgsbzyyrIInTYDnqYOu
DGhLTXx0iv9bFHpsrDNfLdRpK_q3PFoL4uULQ7kMPR012dRO-
ZW59gcocNJu0okqU8qku_D53Ra4tzJ2_ZHirqjbNKlmg

14

You might also like