You are on page 1of 14

თემა 6.

გარემოს დაცვის პოლიტიკა და რეგულაციები

კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პროცესი

1979 წელს კლიმატისადმი მიძღვნილმა პირველმა მსოფლიო კონფერენციამ


კლიმატის ცვლილება სერიოზულ პრობლემად აღიარა. ამ სამეცნიერო თავყრილობამ
გამოიკვლია და გაანალიზა, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ
ადამიანის საქმიანობაზე. გამოიცა დეკლარაცია, მსოფლიოს მთავრობებისადმი
მოწოდებით, გაეთვალისწინებინათ და თავიდან აეცილებინათ კლიმატის
ცვლილებები, რომელთაც შეეძლოთ მავნე ყოფილიყვნენ კაცობრიობის
კეთილდღეობისათვის. კონფერენციამ ასევე მოიწონა წინადადება მსოფლიო
მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისა და
სამეცნიერო გაერთიანებათა საბჭოს ერთობლივი პასუხისმგებლობით, მსოფლიო
კლიმატური ორგანიზაციის დაფუძნების შსახებ.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში


გაიმართა მთელი რიგი სამათავრობათშორისი კონფერენციები კლიმატის
ცვლილების შესახებ. მზარდ სამეცნიერო მტკიცებულებებთან ერთად, ეს
კონფერენციები დაეხმარა ამ საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესის გაზრდას.
მონაწილეობდნენ მთავრობებიდან პოლიტიკის გამტარებლები, მეცნიერები და
გარემოს დამცველები. შეხვედრებზე განიხილებოდა სამეცნიერო და პოლიტიკური
საკითხები და მოწოდება ერთობლივი ქმედებებისაკენ. საკვანძო მოვლენები იყო
ვილაჩის კონფერენცია(the Villach conference. October 1985), ტორონტოს კონფერენცია
(the toronto conference. june 1988), ოტავას კონფერენცია (the ottawa conference. february
1989), ტატას კონფერენცია (the tata conference.february 1989), ჰააგის კონფერენცია და
დეკლარაცია (the hague conference and declaration. march 1989), ბერგენის კონფერენცია
(the bergen conference. may 1990) და მეორე მსოფლიოს კლიმატის კონფერენცია (the
second word climate conference. November 1990).

ამან ძლიერი ზეგავლენა მოახდინა როგორც პოლიტიკოსებზე, ასევე ფართო


საზოგადოებაზე და შეამზადა საფუძვლები კლიმატის ცვლილების კონვენციის
შესახებ მოლაპარაკებებისათვის.
კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისო საბჭომ თავისი
პირველი შეფასებითი ანგარიში გამოსცა 1990 წელს. 1988 წელს გაეროს დაცვის
პროგრამისა (UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ
დაფუძნებულმა საბჭომ მიიღო მანდატი, შეეფასებინა კლიმატური სისტემისა და
კლიმატის შესახებ არსებული ცოდნის დონე; კლიმატის ცვლილების
გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედება და შესაძლო
რეაგირების სტრატეგიები.

1990 წელს დეკემბერში გაეროს გენერელურმა ასამბლეამ დაამტკიცა


სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა დაწყება. კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენციაზე უფლებამოსილთა სამთავრობათშორისო კომისია შეიკრიბა ხუთ
სესიაზე 1991 წლის თებერვლიდან 1992 წლის მაისამდე პერიოდში. მკაცრად
შეზღუდულებმა რიოს „მსოფლიო სამიტის“ დაწყების თარიღით-1992 წლის ივნისით,
150 ქვეყნიდან მოლაპარაკებაში მონაწილე პირებმა კონვენცია ზუსტად 15 თვეში
დაასრულეს. კონვენცია მიღებული იქნა ნიუ-იორკში 1992 წლის 9 მაისს.

1992 წელს რიო დე ჟანეიროში კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო


კონვენციას ხელი მოაწერა 154 სახელმწიფომ (დამატებული ევროკავშირი).
სტოკჰოლმის 1972 წლის დეკლარაციიდან 20 წლის შემდეგ პირველად ჩაუყარა რა
საფუძვლები თანამედროვე გარემოსდაცვით პოლიტიკას. დედამიწის სამიტი გახდა
სახელმწიფოთა მეთაურების ოდესმე ჩატარებული შეხვედრებიდან უდიდესი. რიოში
მიღებული სხვა დოკუმენტებია: რიოს დეკლარაცია, დღის წესრიგი 21,
ბიომრავალფეროვნების კონვენცია და ტყის კანონი.

კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლის 24 მარტს. ეს მოხდა რატიფიკაციის 50-ე


აქტის მიღებიდან 90 დღის შემდეგ. მომდევნო მნიშვნელოვანი თარიღი იყო 21
სექტემბერი, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა-კონვენციის მხარეებმა დაიწყეს
ეროვნული შეტყობინებების წარდგენა, სადაც აღწერილი იყო მათი სტრატეგიები
კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში. კომისიამ შეწყვიტა საქმიანობა ბოლო მე-11
სესიის შემდეგ 1995 წლის თებერვალში და მხარეთა კონფერენცია გახდა უმაღლესი
ხელმძღვანელი ორგანო.
კლიმატის ცვლილების შერბილება (მიტიგაცია) გლობალურ კონტექსტში

კლიმატის ცვლილების პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერები თანხმდებიან,


რომ დღევანდელი კლიმატის ცვლილების უმთავრესი მიზეზი ატმოსფეროში
ანთროპოგენური წარმოშობის სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდაა. ამდენად,
კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების აცილება, ან თუნდაც შერბილება,
უპირველეს ყოვლისა, სათბურის გაზების ემისიების შემცირებით და ატმოსფეროში
მათი კონცენტრაციის სტაბილიზაციითაა შესაძლებელი. ეს, თავის მხრივ,
შესაძლებელია ან ემისიების (გაფრქვევის) წყაროების შემცირებით, ან მათი
შთანთქმის გაძლიერებით. არცერთი მათგანი თავისთავად არ მოხდება და ისინი
ადამიანების მიზანმიმართულ ძალისხმევას მოითხოვს. კლიმატის ცვლილების
შერბილება (მიტიგაცია) არის ადამიანის ჩარევა, რათა შეამციროს სათბურის გაზების
ემისიები ან გააძლიეროს მათი შთანთქმა. შერბილება, კლიმატის ცვლილებასთან
ადაპტაციასთან ერთად, ხელს უწყობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მე-2 მუხლში გამოხატული
მიზნის მიღწევას:

მუხლი 2. მიზანი

წინამდებარე კონვენციისა და მასთან დაკავშირებული ყველა იმ


სამართლებრივი დოკუმენტის საბოლოო მიზანი, რომელთა მიღებაც შეუძლია
მხარეთა კონფერენციას, მდგომარეობს კონვენციის შესაბამის დებულებათა
შესრულებით, მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების
სტაბილიზაციას იმ დონეზე, რომელიც არ დაუშვებს კლიმატის სისტემაზე საშიშ
ანთროპოგენულ ზემოქმედებას.

ასეთი დონე მიღწეული უნდა იქნეს ისეთ ვადებში რაც საკმარისი იქნება
ეკოსისტემების კლიმატის ცვლილებასთან ბუნებრივი ადაპტაცისათვის, აგვაცილებს
სურსათის წარმოების და უზრუნველყოფის საფრთხეებს და შესაძლებელს გახდის
ეკონომიკის მდგრად განვითარებას. კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების
შეზღუდვა უცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი განვითარება.
ამავე დროს, კლიმატის ცვლილების შერბილება უნდა გამოირიცხოს შერბილების
შემაფერხებლად მოქმედება მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და სიღარიბის
აღმოფხვრაზე. აქედან გამომდინარე, კლიმატის პოლიტიკა არა მხოლოდ
შერბილებასა და ადაპტაციაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, არამედ უნდა
ემყარებოდეს განვითარების გზების და შესაძლებლობების ყოველმხრივ შესწავლას.
კლიმატის ცვლილება გლობალური მასშტაბის, კოლექტიური ქმედებით
განპირობებული პრობლემაა, ვინაიდან დედამიწის ატმოსფეროში სათბურის
გაზების დაგროვება გლობალურად მოხდა. ამდენად აუცილებელია საერთაშორისო
თანამშრომლობა, რათა ეფექტურად შემცირდეს სათბურის გაზების ემისიები, ასევე
უნდა გლობალურად მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარება,
გავრცელება და ცოდნის გადაცემა. შერბილება (და ადაპტაცია) შეიძლება გავლენას
ახდენდეს ისეთი სოციალური მიზნების მიღწევაზე, რომლებიც უკავშირდება
ადამიანის ჯანმრთელობას, საკვების უსაფრთხოებას, ბიომრავალფეროვნებას,
ადგილობრივი გარემოს ხარისხს, ენერგიის ხელმისაწვდომობას, სამართლიან და
მდგრად განვითარებას; და პირიქით, სხვა სოციალური მიზნების მისაღწევად
მოწოდებულ პოლიტიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს შერბილებისა და
ადაპტაციის მიზნების მიღწევაზე.

რატომ არის საჭირო ღონისძიებების გატარება კლიმატის ცლილების


შესარბილებლად? მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ ვერ
მოხერხდა დედამიწის ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების
უსაფრთხო დონეზე სტაბილიზაცია. ვერც კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას
მიერთებული ქვეყნების მიერ კონვენციისა და მოგვიანებით კიოტოს ოქმის მიმართ
აღებულმა ვალდებულებებმა ვერ მოიტანეს სასურველი შედეგები. უფრო მეტიც,
გლობალური მასშტაბით, სათბურის გაზების ემისიების დონე კონვენციის მიღების
შემდეგ, გაიზარდა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში. გლობალურად
წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ემისიების ზრდას ყველაზე მეტად
ეკონომიკური და მოსახლეობის ზრდა განაპირობებდა. მაგრამ თუკი მოსახლეობის
ზრდით განპირობებული ემისიების ზრდა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში
დაახლოებით თანაბარია, ეკონომიკის ზრდის შედეგად ემისიები მკვეთრად
გაიზარდა 2000-2010 წლებში. შედეგად ამ ორი ფაქტორით განპირობებულმა
ემისიების ზრდამ გადაფარა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შედეგად
მიღწეული ემისიების შემცირება. სათბურის გაზების ემისიების დღევანდელი დონის
შესამცირებლად მიმართული დამატებითი ძალისხმევის გარეშე, მოსახლეობისა და
ეკონომიკური საქმიანობის ზრდის პარალელურად სავარაუდოდ, შენარჩუნდება
ემისიების ზრდაც. შედეგად, საბაზისო სცენარის მიხედვით, დამატებითი
ღონისძიებების გარეშე, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 2100
წლისათვის 3.7°C-დან 4.8°C-მდე მოიმატებს წინაინდუსტრიულ-პერიოდთან
შედარებით .

კლიმატის ცვლილების შერბილება მდგრადი განვითარების კონტექსტში


კლიმატის ცვლილების შერბილების აუცილებლობა და მისი განხორციელების
გზები ყველაზე სრულად კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი ექსპერტთა
ჯგუფის (IPCC) მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშებშია მოცემული. კერძოდ,
მათში გაანალიზებულია ტექნოლოგიურ და ქცევით პარამეტრებზე დაფუძნებული
რიგი სცენარებისა, რომლებიც შეესაბამება შერბილების სხვადასხვა დონეს. ეს
სცენარები მოიცავს ტექნოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და
ინსტიტუციონალური ტენდენციების (trends) ფართო სპექტრს, მაგრამ ამავე დროს
მათ ახასიათებთ გაურკვევლობა და მოდელის შეზღუდულობა, რის გამოც ისინი
აბსოლუტურ სიზუსტეს მოკლებული არიან. მეცნიერები და სპეციალისტები
თანხმდებიან, რომ ეკოსისტემების ადაპტაციის უნარის გათვალისწინებით,
გლობალური ტემპერატურის მატება 2100 წლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2°C
ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით. შერბილების სცენარი, რომლის
მიხედვით სავარაუდოა, რომ ანთროპოგენური სათბურის გაზების ემისიებით
გამოწვეული ტემპერატურის მატება აღნიშნულ დონეზე დარჩება, ითვალისწინებს
სათბურის გაზების კონცენტრაციის სტაბილიზაციას 450 ppm დონეზე . ამისათვის
საჭიროა სათბურის გაზების ემისიების არსებითად შემცირება ენერგეტიკულ
სისტემებსა და მიწათსარგებლობაში მასშტაბური ცვლილებების ხარჯზე. კერძოდ,
2050 წლისათვის გლობალურად ემისიები უნდა შემცირდეს 40-70%-ით, ხოლო 2100
წლისათვის უნდა მიღწეულ იქნას ემისიების ნულოვანი დონე. ამ სცენარის
მიხედვით სწრაფი ტემპებით უნდა გაუმჯობესდეს ენერგოეფექტურობა; 2050
წლისათვის გასამმაგდეს ან სულაც გაოთხმაგდეს ნულოვან და დაბალემისიანი
ენერგომომორაგების წილი (ენერგიის განახლებადი წყაროები, ბირთვული ენერგია,
აგრეთვე წიაღისეული საწვავის ენერგია - წვის პარალელურად წარმოქმნილი
ნახშირორჟანგის ჩაჭირხვნითა და შენახვით (carbon dioxide capture and storage – CCS)
და ბიოენერგია ნახშირორჟანგის ჩაჭირხვნითა და შენახვით (BECCS)). ეს სცენარი
აგრეთვე ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მიწათსარგებლობაში (Land
use), ასევე ტყეების განაშენიანებასა (afforestation) და აღდგენას (reforestation).
აღსანიშნავია, რომ შერბილების სცენარები, რომლის მიხედვითაც მოხდება
სათბურის გაზების კონცენტრაციის სტაბილიზირება 450-500 ppm (ნივთიერებათა
ნარევში ფარდობითი კონცენტრაციის საზომი) დონეზე 2100 წლისათვის, აჩვენებენ,
რომ პარალელურად შემცირდება ჰაერის ხარისხისა და ენერგოუსაფრთხოების
უზრუნველყოფის ხარჯები, ასევე დადებით ზეგავლენას მოახდენს ადამიანების
ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. საბაზისო სცენარის მიხედვით, სათბურის
გაზების ემისიები, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და სხვა მიწათსარგებლობის
(AFOLU) გარდა, ყველა სექტორში იზრდება. ამასთან ენერგომომარაგების სექტორი
დარჩება სათბურის გაზების ემისიების უმთავრეს წყაროდ, ვინაიდან მნიშვნელოვნად
გაიზრდება ენერგიის მოხმარება შენობებსა და მრეწველობაში. რაც შეეხება
შერბილების სცენარს, რომლის მიხედვითაც მოხდება სათბურის გაზების
კონცენტრაციის სტაბილიზირება 450 ppm დონეზე 2100 წლისათვის, გლობალური
ემისიები ენერგომომარაგების სექტორიდან 2040-2070 წლეში 90%-ით უნდა
შემცირდეს 2010 წლის დონესთან შედარებით. ენერგიის მომხმარებლის ქცევას,
ცხოვრების წესსა და კულტურას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ენერგიის
მოხმარებაზე და შესაბამისად, ემისიებზე. ამიტომ, მაღალია მათი როლი
შერბილებაში და ბუნებრივია, რომ ქცევითი ცვლილებები, მიმართული ენერგიის
მოთხოვნის შემცირებისაკენ საბაზისო სცენართან შედარებით, განვითარების
შეუფერხებლად, ენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტურობის
გაუმჯობესებასთან ერთად, შერბილების სტრატეგიის ძირითადი მიმართულება
უნდა იყოს.

კლიმატის ცვლილების შერბილება ეკონომიკის სხვადახსხვა


დარგში

გლობალური მასშტაბით ანთროპოგენური წარმოშობის სათბურის გაზების


ემისიების ძირითად წყაროებს ენერგეტიკის სექტორი, მრეწველობა, ტრანსპორტი,
სოფლის მეურნეობა, ნარჩენების არასწორი მართვა, მიწათსარგებლობა და სატყეო
მეურნეობა წარმოადგენს. ამიტომ ბუნებრივია, რომ შერბილების ღონისძიებები
უმთავრესად ამ სექტორებში უნდა გატარდეს.

ენერგომომარაგება

ენერგეტიკის სექტორში სათბურის აირები ძირითადად გაიფრქვევა


წიაღისეული საწვავის მოპოვების, გარდაქმნის, ტრანსპორტირების, მიწოდებისა და
მოხმარების პროცესში. წიაღისეული საწვავის (გაზის, ნახშირის, ნავთობის)
მოპოვებისას, გარდაქმნისას და ტრანსპორტირებისას ადგილი აქვს აქროლად
ემისიებს, რომლებიც პირდაპირ ატმოსფეროში გაიფრქვევა წვის გარეშე. სათბურის
აირების გაფრქვევის მნიშვნელოვანი წილი წიაღისეული საწვავის წვაზე მოდის,
როდესაც ენერგეტიკის სექტორში (ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოებისას),
მრეწველობაში (რკინის, საკვების წარმოებისას), ტრანსპორტის სექტორში
(ნავთობპროდუქტებისა და გაზის მოხმარება), კომერციულ და საჯარო,
საყოფაცხოვრებო და სოფლის მეურნეობის სექტორებში (გათბობა-გაგრილებისთვის,
ცხელწყალ მომარაგებისას) ხდება წიაღისეული საწვავის წვა. ამ სექტორში ძირითად
შემარბილებელ ღონისძიებად განიხილება ელექტროენერგიის გენერაციის
დეკარბონიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ბირთვული ენერგიის
წილის გაზრდის ხარჯზე. დღეისათვის ენერგიის განახლებადი წყაროების
ტექნოლოგიები უკეთესი ტექნიკური მაჩვენებლებითა და უფრო დაბალი ფასით
ხასიათდება, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის უკან. მსოფლიო მასშტაბით, 2012
წელს აშენებული ელექტროსადგურებიდან სიმძლავრის ნახევარზე მეტი ქარის,
მზისა და ჰიდროსადგურებზე მოდიოდა. მიუხედავად ამისა, ეს ტექნოლოგიები ჯერ
კიდევ საჭიროებენ პირდაპირ თუ ირიბ დახმარებას რათა მნიშვნელოვნად
გაიზარდოს მათი წილი ენერგიის წარმოებაში. ჻ ბირთვულ ენერგიას, რომლის წილი
ენერგიის წარმოებაში 1993 წლიდან შემცირებულია, შეუძლია დიდი როლი
შეასრულოს დეკარბონიზაციაში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს არ ხდება რიგი რისკების
გამო (უსაფრთხო ექსპლუატაცია, ურანის მოპოვება, ნარჩენების უსაფრთხო მართვა,
უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, და სხვ). ჻ ემისიების მნიშვნელოვნად
შემცირება შესაძლებელია ბუნებრივ გაზზე მომუშავე კომბინირებული ციკლის
ელექტროსადგურებზე გადასვლითაც. წიაღისეულ საწვავზე მომუშავე
ელექტროსადგურებიდან ემისიების შემცირება შესაძლებელია აგრეთვე
ნახშირორჟანგის ჩაჭირხვნისა და შენახვის ტექნოლოგიების მეშვეობით. ჻
პერსპექტიულია ასევე ბიოენერგიის ტექნოლოგიების კომბინირება ნახშირორჟანგის
ჩაჭირხვნისა და შენახვის ტექნოლოგიებთან.

ენერგიის მოხმარება

ტრანსპორტის სექტორში შესაძლებელია ენერგიის მოთხოვნილების შემცირება


ტექნიკური და ქცევითი ღონისძიებების, ასევე ინფრასტრუქტურაში და ურბანულ
განვითარებაში ინვესტირების შედეგად. 2030 წლისათვის შესაძლებელია
სატრანსპორტო საშუალებების ეფექტურობის 30-50%-ით გაუმჯობესება.
ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარება, თუკი ის იქნება ორიენტირებული
ველოსიპედებით გადაადგილბასა და ფეხით სიარულზე, ასევე მაღალსიჩქარიან
რკინიგზაზე, შესაძლებელს გახდის გატარებულ იქნას შემარბილებელი
ღონისძიებები, რომელთა შედეგად ემისიები 2050 წლისათვის 50%-ით შემცირდება.
– დაბალნახშირბადიანი საწვავის (მაგ., ბუნებრივი და თხევადი გაზი) შედარებით
დაბალი სიმკვრივის გამო, მოსალოდნელია მათი წილის ზრდა საავტომობილო და
საწყლოსნო ტრანსპორტში. – უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია
ელექტროენერგიაზე მომუშავე საავტომობილო, სარკინიგზო და ორთვლიანი
სატრანსპორტო საშუალებების როლის ზრდა ; უფრო შორეული პერსპექტივაა
წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტი; თხევადი და აირისებრი ბიოსაწვავის ზოგიერთი
სახე უკვე დღეისათვისაა კომერციულად გამართლებული და ამდენად, შერბილების
პოტენციალის მატარებელია. ჻ თანამედროვე ტექნოლოგიები და მიზანმიმართული
პოლიტიკა უზრუნველყოფს შენობების სექტორში ენერგიის გამოყენების შემ-
ცირებას. მნიშვნელოვანია სამშენებლო ნორმების დაწესება და განუხრელი დაცვა
ახალი შენობებისათვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ შენობების რეაბილიტაციისას
შესაძლებელია შენობების გათბობაკონდიცირებისათვის აუცილებელი ენერგიის 40-
90%-ით შემცირება. შენობებში ენერგიის მოხმარებაზე დიდ გავლენას ახდენს
მოქალაქეთა ცხოვრების სტილი, კულტურა და ქცევა. ერთიდაიგივე ტიპის შენობებში
ენერგიის მოხმარება შეიძლება 3-5ჯერ განსხვავებული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია
საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ენერგოეფექტურობის სტანდარტების შემოღება. ისიც
უნდა აღინიშნოს, რომ შენობებში შერბილების ღონისძიებები მნიშვნელოვანი
დამატებითი სარგებლითაც ხასიათდება (გაუმჯობესებული ენერგოუსაფრთხოება,
ჯანმრთელობა, მუშაობის პროდუქტიულობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და
სხვ.). თუ მოვახდენთ ამ დამატებითი სარგებლის მონეტარიზაციას, შეიძლება მან
ენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებულ სარგებელსაც კი გადააჭარბოს. ძირითადი
ბარირებია განსხვავებული ინტერესები (მაგ., მობინადრეების და მშენებლების),
არასაკმარისად განვითარებული ბაზარი, ასევე შეზღუდული ხელმისაწვდომობა
ინფორმაციასა და ფინანსებზე.

მრეწველობა

მრეწველობის სექტორში სათბურის აირების გაფრქვევა წიაღისეული საწვავის


როგორც ენერგეტიკული ისე არაენერგეტიკული მოხმარების პროცესში ხდება.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ის ემისიები რომლებიც თან ახლავს ინდუსტრიულ
ტექნოლოგიურ პროცესებს (მაგ. მინერალების, მეტალის, ქიმიური პროდუქტების
წარმოებისას, ბუნებრივი აირის გამოყენება ნედლეულად, ამიაკის, სასუქების
წარმოებისას) განიხილება მრეწველობის სექტორში, ხოლო ემისიები რომლებიც
მრეწველობის სექტორში წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ხდება ეთვლება
ენერგეტიკის სექტორს. მრეწველობის სექტორში შეიძლება ენერგოინტენსივობის
(ენერგოტევადობის) 25%-ით შემცირება საუკეთესო ხელმისაწვდომი
ტექნოლოგიების გამოყენებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ასეთები არ
გამოიყენება. ემისიების შემცირება შესაძლებელია ასევე ნედლეულისა და მასალების
უფრო ეფექტურად გამოყენებით (გადამუშავება და ხელახალი გამოყენება).
მართალია, მრეწველობის სექტორში ძირითადი სათბურის გაზი ნახშირორჟანგია,
მაგრამ შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა შესაძლებელია მეთანის, აზოტის
ქვეჟანგისა და ფტორირებული გაზებისათვისაც.

ნარჩენების მართვა
ნარჩენების სექტორისათვის დამახასიათებელია მეთანის ემისიები მყარი
ნარჩენებიდან და საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლებიდან.
ნარჩენების მართვაში მნიშვნელოვანი შემარბილებელი ღონისძიებაა ნარჩენების
შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და უსარგებლო ენერგიის
გამოყენება (energy recovery), ასევე მეთანის ამოღება არსებული ნაგავსაყრელებიდან.

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და სხვა მიწათსარგებლობა (AFOLU)

AFOLU მთავარ როლს თამაშობს საკვებით უზრუნველყოფასა და მდგრად


განვითარებაში. სოფლის მეურნეობაში სათბურის აირების გაფრქვევების ძირითადი
წყაროა ცხოველთა ნაწლავური ფერმენტაცია, ცხოველური ნარჩენები, ბრინჯის
კულტივაცია, სასოფლო სამურნეო მიწების დამუშავება და სასოფლო სამეურნეო
ნაჩენების წვა მინდვრად. რაც შეეხება მიწათსარგებლობისა და სატყეო მეურნეობის
სექტორს ძირითადად მშთანთქმელის როლს ასრულებს, რადგან ტყეები, ბაღის
მრავალწლიანი მცენარეები, საძოვრები და სათიბი მიწები, ჭარბტენიანი ნიადაგები
მდგრადი მართვის პირობებში ატმოსფეროში არსებულ ნახშირორჟანგის
მნიშვნელოვან მშთანთქმელებს წამროადგენენ. ჻ მეტყევეობის სექტორში
შერბილების ყველაზე ეფექტურ ღონისძიებებია ტყეების განაშენიანება (afforestation),
ტყის მდგრადი მართვა და ტყეების გაჩეხვის (deforestation) შემცირება. ჻ სოფლის
მეურნეობაში ეკონომიკურად ყველაზე გამართლებულია სახნავ-სათესი მიწების
მართვა, საძოვრების მართვა და ორგანული ნიადაგების აღდგენა (restoration of organic
soils). ბიოენერგიამ შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შერბილებაში, მაგრამ
საჭიროა არსებული გამოცდილებისა და ბიოენერგეტიკული სისტემების
ეფექტურობის გათვალისწინება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის
საქართველოში, პერსპექტიულია ენერგოეფექტური ღუმელები, მცირემასშტაბის
ბიოგაზისა და ბიოელექტროსადგურის განვითარება, რაც სათბურის გაზების
ემისიების შემცირებასთან ერთად გააუმჯობესებს მოსახლეობის საარსებო პირობებსა
და ჯანმრთელობას.

დასახლებები, ინფრასტრუქტურა და სივრცითი დაგეგმარება

თანამედროვე მსოფლიოში ურბანიზაცია სწრაფი ტემპებით ვითარდება, რაც


უკავშირდება შემოსავალების ზრდას, და რაც თავის მხრივ, ენერგიის მზარდ
მოხმარებას, ანუ მეტ სათბური გაზების ემისიებს განაპირობებს. ქალაქების
მოსახლეობის ზრდასთან ერთად (მოსალოდნელია, რომ 2050 წლისათვის მსოფლიოს
მოსახლეობის 64-69% ქალაქებში იცხოვრებს) დაიკვირვება ასევე მოსახლეობის
სიმჭიდროვის ზრდის ტენდენცია. ამიტომ მოსალოდნელია, რომ 2030 წლისათვის
ურბანული ტერიტორიები 50300%-ით გაიზარდოს 2000 წელთან შედარებით.
ზემოთქმულიდან ცხადია, რომ შერბილების ღონისძიებები ურბანიზაციის დონეზეა
დამოკიდებული და, სავარაუდოდ, ყველაზე ეფექტური იქნება, როდესაც პოლიტიკის
(სახელმწიფო ღონისძიებების) სხვადასხვა ინსტრუმენტები პაკეტებად იქნება
გაერთიანებული (bundled). საქართველოსათვის ამ თვალსაზრისით მეტად
მნიშვნელოვანია, რომ მერების შეთანხმებას მიერთებულ ქალაქებს გააჩნდეთ
როგორც მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავების,
ასევე მათი განხორციელების სათანადო პოტენციალი.

კიოტოს ოქმი

კიოტოს ოქმი მიღებული იქნა იაპონიის ქალაქ კიოტოში 1997 წლის 11


დეკემბერს და ძალაში შევიდა 2005 წლის 16 თებერვალ. ოქმის განხორციელების
დეტალური წესები მიღებული იქნა 2001 წელს მაროკოში კლიმატის ცვლილების
მხარეთა კონფერენციის მე-7 სესიაზე და ცნობილია „მარაკეშის შეთანხმებების“
სახელით. კიოტოს ოქმი წარმოადგენს კლიმატის ცვლილების კონვენციასთან
დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას. კიოტოს ოქმის მთავარი
თავისებურება ისაა, რომ ოქმი ადგენს ინდუსტრიალიზებული ქვეყნებისათვის
სათბურის გაზების შემცირების სავალდებულო მიზნებს, ხოლო მისი მთავარი
მიზანია მიღწეული იქნას ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის
სტაბილიზაციის ისეთი დონე, რომელიც შეუქცევადს არ გახდის გლობალური
დათბობის პროცესს.

კიოტოს ოქმის უმაღლესი ორგანოა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის


მხარეთა კონფერენცია, რომელიც მოქმედებს როგორც კიოტოს ოქმის მხარეთა
სხდომა. საქართველო კიოტოს ოქმს შეუერთდა 1999 წელს.

კონვენციას გააჩნია დანართი 1, რომელშიც შედიან განვითარებული ქვეყნები.


კონვენცია ავალდებულებს მათ დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის
ცვლილების ნეგატიურ შედეგებთან ადაპტაციის ღონისძიებების განხორცილებაში.

კიოტოს ოქმი სათბურის აირების ემისიების შემცირებისაკენ გადადგმული


პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილებასთან
დაკავშირებული სამომავლო საერთაშორისო ხელშეკრულებისათვის არსებით
სტრუქტურას.

იმის აღიარებით, რომ სათბურის აირების ემისიის ზრდად მაჩვენებლებზე, რაც


არსებითად გამოწვეულია აქტიური სამრეწველო საქმიანობის შედეგად, ძირითადად
პასუხისმგებელნი არიან განვიტარებული ქვეყნები, ოქმი განვითარებულ ერებს
აკისრებს ვალდებულებებს „საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის
პრინციპიდან“ გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებმა ძირითადად საკუთარი ძალებით


უნდა მიაღწიონ დასახულ მიზნებს, ოქმი სთავაზობს მათ
ურთიერთთანამშრომლობის დამატებით მექანიზმებსაც, მათ შორის: ემისიებით
ვაჭრობა, ანუ „ნახშირბადის ბაზარი“; სუფთა განვითარების მექანიზმები (სგმ);
ტექნოლოგიების ტრანსფერი. ეს მექანიზმები ხელს უწყობენ ინვესტირებას
გარემოსდაცვით სექტორში და ეხმარებიან მხარეებს თავისი ვალდებულებების
რეალიზებაში რაციონალური ხარჯების ფასად.

ემისიებით ვაჭრობა. კიოტოს ოქმის თანახმად, სახელმწიფოს, რომელმაც


დასახულ დონეზე დაბლა დაწია სათბურის აირების ემისია, შეუძლია მიჰყიდოს
დარჩენილი ემისიის უფლება ქვეყანას, რომელმაც თავისი დაგეგმილი დონის
მიღწევა ვერ შეძლო. სახელწიფოებისა და რეგიონების დონეზე შეიძლება შემუშავდეს
ემისიებით ვაჭრობით სქემები, რომელთა შესაბამისად მთავრობები დააწესებენ
ემისიების შემცირების გარკვეულ ვალდებულებებს კონკრეტული ერთეულებისთვის
ან იურიდიული პირებისთვის. ამჟამად მოქმედ სქემებში ყველაზე მსხვილია
ემისიებით ვაჭრობის ევროკავშირის სქემა. პირველმა მსოფლიოში სათბურის
აირებით ვაჭრობის პროექტის განხორციელება კიოტოს ოქმით დადგენილი წესების
თანახმად დაიწყო კოსტა-რიკამ. მთავრობა შეიძენს და დაიცავს 5000 ათასზე მეტ
კვადრატულ კილომეტრ ტროპიკულ ტყეს (უმრავლესობა ამ ნაკვეთებისა კერძო
მფლობელობაში იყო) იმ თანხებით, რომელსაც მიიღებს სხვა ქვეყნებისთვის
ნახშირორჟანგის ემისიის უფლების მიყიდვით. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ
მიდგომას განვითარებადი მსოფლიო ეჭვით უყურებს, რადგან არსებობს საფრთხე,
რომ მდიდარი ინდუსტრიული სახელმწიფოები ბოროტად გამოიყენებენ თავის
ფინანსურ შესაძლებლობებს, ანუ „გამოისყიდიან“ თავის ემისიებს და ამ გზით,
აარიდებენ თავს აღებული ვალდებულებების შესრულებას.
სუფთა განვითარების მექანიზმი. სუფთა განვითარების მექანიზმი (სგმ)
საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომელსაც კიოტოს პროტოკოლის შესაბამისად
აღებული აქვს ემისიის შემცირების ან შეზღუდვის ვალდებულება (ანუ ოქმის B
დანართში ჩართულ განვითარებულ ქვეყანას) განახორციელოს ემისიის შემცირებაზე
ორიენტირებული პროექტი განვითარებად ქვეყანაში. ასეთი პროექტის
განხორციელების შედეგად განვითარებულ ქვეყანას გარკვეულ საფასურად
გადაეცემა შემცირებული ემისიები (სრულად ან ნაწილი). ეს მას ჩაეთვლება კიოტოს
ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, განვითარებადი ქვეყანა კი,
მოგებული დარჩება მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტის
განხორციელებით. ეს შეიძლება იყოს სასოფლო რეგიონების ელექტრიფიკაცია,
განხორციელებული მზის ბატარეების საშუალებით, ენერგეტიკულად უფრო
ეკონომიური ბოილერების დაყენება და სხვა. სუფთა განვითარების მექანიზმს ბევრი
განიხილავს, როგორც ნოვატორულ მიდგომას, რომელიც ახდენს 27 მდგრადი
განვითარების და ემისიების შემცირების სტიმულირებას და ამავე დროს შედარებით
მოქნილად ხდის ჩარჩოებს, რომლებშიც კიოტოს ოქმი აქცევს ინდუსტრიულად
განვითარებულ სახელმწიფოებს.

საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა

გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებას


კანონების, წესების და პოლიტიკის სხვა მექანიზმების წინაშე გარემოსდაცვით და
მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს საკითხები ზოგადად
მოიცავს ჰაერის და წყლის დაბინძურებას, მყარი ნარჩენების მართვას,
ბიომრავალფეროვნებას, ეკოსისტემების მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვას,
ბუნებრივი რესურსების დაცვას, ველურ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს.
გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია ასევე პოლიტიკა, რომელიც ეხება
ენერგეტიკულ ან ტოქსიკური ნივთიერებების რეგულირებას, პესტიციდებისა და
მრავალი სახის სამრეწველო ნარჩენების ჩათვლით. ეს პოლიტიკა შეიძლება
მიზანიმართულად იქნას მიღებული ადამიანის ქმედებების განსაზღვრისა და
თვალყურის დევნების მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ მავნე ზემოქმედება
ბიოფიზიკურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე და ასევე დავრწმუნდეთ, რომ
ცვლილებები გარემოში არ ახდენს მავნე ზეგავლენას ადამიანზე.
საქართველოში გარემოსდაცვითი დაგეგმვის სისტემის დანერგვის მცდელობა ჯერ
კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან იწყება. გაცნობიერებულ იქნა რა
გარემოსდაცვითი პრობლემების კომპლექსური ხასიათი, ასევე ეკონომიკური
განვითარების, ჯანდაცვისა თუ სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის
ღონისძიებებში გარემოსდაცვითი საკითხების ასახვის საჭიროება, 1996 წელს
მიღებულ იქნა ჩარჩო კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“. ეს კანონი ითვალისწინებს
ეროვნული მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადებას და ამ პროცესში
წამყვან როლს გარემოს დაცვის სამინისტროს აკისრებს.
1991 წლის შემდეგ მრავალი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი იქნა
მიღებული საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში. კერძოდ, კანონი ცხოველთა
სამყაროს შესახებ (1996), ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ ( 1995),
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ (1996), წიაღის შესახებ (1997), წყლის
შესახებ (1997), ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ (1999) და სხვა. საქართველოს
კონსტიტუცია, რომელსაც უპირატესი ძალა აქვს სხვა საკანონმდებლო აქტებთან
მიმართებში, ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის
ზოგად წესებს. კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (1996) ქმნის ასევე
ზოგადსამართლებრივ ჩარჩოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მართვის სფეროში.
გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირება საქართველოში მრავალი
საერთაშორისო ვალდებულებითაც ხდება. საქართველო მიერთებულია მრავალ
საერთაშორისო კონვენციას და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა
საერთაშორისო გარემოსდაცვის პროგრამებთან. მათგან აღსანიშნავია: გლობალური
გარემოსდაცვითი ფონდი, გაეროს პროგრამა, ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო,
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, კიოტოს ოქმი, ორხუსის კონვენცია და
სხვა. იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს მიახლოება განვითარებულ
საერთაშორისო საზოგადოებასთან, საქართველო ცდილობს დანერგოს
საერთაშორისო დონეზე აღიარებული გარემოსდაცვითი მიდგომები და
რეგულაციები, სადაც ეს შესაძლებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-6
მუხლის თანახმად, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას,
თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ
შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი
ნორმატიული აქტების მიმართ“. ამის მიუხედავად, ვერ ხერხდება ყველა
საერთაშორისო ვალდებულების სრულყოფილად განხორციელება.
ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა,
რომელიც ეფუძნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტს, საქართველოსა
და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიზნებს სახავს.
სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2006 წლის ნოემბერში ევროკომისიისა და
საქართველოს მთავრობის მიერ და მისი განხორციელება მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსათვის ევროპის ეკონომიკურ და
სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ასოცირებულ
შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ საკითხს გარემოს დაცვის სფერო წარმოადგენს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს გარემოს დაცვის
სფეროში, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს არა მარტო ადამიანისა და
ეკოსისტემებისათვის შესაბამისი გარემო პირობების უზრუნველყოფას, არამედ
გარემოსდაცვითი მმართველობისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების
პროცედურების გაუმჯობესებას.

You might also like