You are on page 1of 3

დღესდღეობით ყველაზე მწვავე თემა, რაზეც კაცობრიობა დაობს „გლობალურ

დათბობაა “, რაც კლიმატის ცვლით გამოიხატება. „გლობალური დათბობა“ხშირად


გამხდარა გარემოს დაცვითი სხვადასხვა მოძრაობის მოტივატორი. ჯერ კიდევ
არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ გარემოს დაცვის დიდ
მნიშვნელობას, ზოგიერთი თვლის, რომ აღნიშნულით არ მოგვარდება პრობლემა და
ძალიან ცოტაა ის ვინც სვამს კითხვას: შეუძლია, თუ არა ადამიანს გარკვეული
ღონისძიებების გატარებით შეაფერხოს კლიმატის ცვლილება და რამდენად
მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიებები?

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მატებაა,


რომელიც ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვებით არის გამოწვეული. მე-20
საუკუნის დასაწყისიდან სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის სიმრავლის,
ურბანიზაციის მზარდი ტემპის შედეგად თითქმის შეუძლებელი გახადა
ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის კონტროლი. ქლოროფილშემცველი
ნახშირწყლების (კარბონატები) დონის მატების შედეგად კი ოზონის შრესთან
დაკავშირებული პრობლემები გაჩნდა.

კლიმატი, ტემპერატურა, სათბურის გაზები ბუნებრივადაც იცვლება, ადამიანის


ჩარევის გარეშე, როგორც ხდებოდა ყოველთვის. ბუნებრივი მიზეზებია დედამიწის
ორბიტალური ცვლილებები, მზე, კოსმოსური სხივები, ღრუბლიანობა, ვულკანური
ამოფრქვევები, ტექტონური მოძრაობები. ამ მიზეზებიდან, მაგალითად, ვულკანური
აქტივობა იწვევს აციებას: მისგან ამოფრქვეული ფერფლი ვრცელდება ატმოსფეროში,
შთანთქავს მზის რადიაციას და არ უშვებს ზედაპირამდე. ამ მოვლენას მიაწერენ
მცირე გამყინვარებას, რომელიც იყო დაახლოებით 1650-1850 წლებში. ასევე ჩვენს
ეპოქაში, 1991 წელს ვულკან პინატუბოს ამოფრქვევამ, რომელიც მდებარეობს
ფილიპინებზე, გამოიწვია გლობალური ტემპერატურის კლება. თუმცა
ბოლოდროინდელი დათბობა იმდენად სწრაფია, რომ მხოლოდ ბუნებრივი
ფაქტორები ამას ვერ ხსნის. ის დაიწყო დაახლოებით 1950-იანი წლებიდან - დაემთხვა
ე.წ. ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის
მოხმარებამ მკვეთრად იმატა. მათი წვის შედეგად წარმოიშობა ნახშირორჟანგი და
სათბურის სხვა გაზები, რაც ვრცელდება ჰაერში და ატმოსფერული ნაკადების
საშუალებით მთელს დედამიწას მოიცავს. ეს კი სათბურის ეფექტის გაძლიერებას
უწყობს ხელს. ამას დაემატა ტყეების მასიური ჩეხვა და გაუდაბნოება. სათბურის
გაზების ასეთი მკვეთრი ზრდის ბუნებრივი მიზეზი ცნობილი არ არის. სწორედ
ამიტომ ითვლება, რომ თანამედროვე სწრაფი გლობალური დათბობა და მასთან
დაკავშირებული კლიმატური ცვლილებები უმეტესწილად ადამიანის საქმიანობის
შედეგია. ამ ყველაფერს საკმაოდ არასახარბიელო შედეგები მოაქვს და მომავალშიც
შეიძლება მოიტანოს. ყველაფერთან ერთად, ჰაერის გაბინძურება ადამიანის
ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს. იცვლება გრენლანდიის, ანტარქტიდის,
მაღალმთიანი ზონების (მათ შორის კავკასიის) ყინულის საფარი. მათი კლება
გლობალური დათბობის ერთ-ერთი შედეგია. შესაბამისად იზრდება ოკეანეების
დონე, რის გამოც კონტინენტებისა და კუნძულების სანაპირო ზოლები წყლით
იფარება. ასევე იზრდება ოკეანეების მჟავიანობის დონე, ნახშირორჟანგის შესრუტვის
გამო, რომელიც შედის რეაქციაში წყალბადთან და წარმოქმნის ნახშირმჟავას. ეს კი
მავნეა ოკეანეების ორგანიზმებისთვის. კლიმატის ცვლილება აისახება ასევე
ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებში, როგორებიცაა ქარიშხლები და ტორნადოები,
რომლებიც უფრო ინტენსიური ხდება. საერთო ჯამში, კლიმატის ცვლილების
მაჩვენებლებია: ტემპერატურის ზრდა, ოკეანეების დათბობა, ყინულის საფარის
დნობა პოლარულ ზონებში, მყინვარების დნობა, თოვლის საფარის შემცირება, ზღვის
დონის ზრდა, არქტიკის ოკეანის ყინულის შემცირება, ოკეანეების მჟავიანობის ზრდა,
გაუდაბნოება, ტბების დაშრობა.

კლიმატის ცვლილების სახელმწიფოთაშორისმა პანელმა (IPCC) გამოაქვეყნა


ანგარიში, რომელიც ეყრდნობა რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი ექსპერტის
დასკვნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ დოკუმენტის საბოლოო დასკვნაა,
რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია სწრაფი
გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილება. IPCC-ს დასკვნას მეცნიერთა
დიდი ნაწილი ემხრობა. თუმცა არიან ისინიც, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.
მართალია, ისინი არ უარყოფენ გლობალური ტემპერატურის მატებას, რომელიც
ფაქტია, თუმცა მას სხვაგვარად ხსნიან. ზოგი თვლის, რომ ეს გაზომვები არ არის
საკმარისად ზუსტი, ზოგს მიაჩნია, რომ ადამიანის წვლილი მნიშვნელოვანი არ არის
და ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ რომელი ბუნებრივი მოვლენაა ამ დათბობაზე
პასუხისმგებელი. არსებობს შეთქმულების თეორიები, რომლის მიხედვით არსებული
მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება და ხელოვნურად არის შეცვლილი. ამაზე
იმის თქმა შეიძლება, რომ კლიმატურ მოვლენებს აკვირდებიან მთელი მსოფლიოს
მასშტაბით, როგორც დედამიწიდან, ასევე კოსმოსიდან. ამიტომ, პრაქტიკულად
შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, ყოველ შემთხვევაში
დიდი ხნის განმავლობაში. თუ რაიმე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ის
აუცილებლად ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება.

რა თქმა უნდა, იბადება შეკითხვა, როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური


ცვლილების ზიანი? შევაჩეროთ ეს ცვლილება თუ შევეგუოთ და ადაპტირება
მოვახდინოთ? შეჩერების სავარაუდო ქმედებებია გადასვლა ენერგიის სხვა
წყაროებზე - ჰიდრო, ქარის, მზის ენერგიებზე, ასევე მოხდეს ხეების მასობრივი
დარგვა და ამით ტყის მასივების გაზრდა, რომელმაც უნდა შეამციროს CO 2-
ის შემცველობა ჰაერში. სხვა გზაა არსებულთან შეგუება და ადაპტაცია, რაც იმას
ნიშნავს, რომ არც ისე შორეულ მომავალში დედამიწის მთელ მოსახლეობას
არქტიკასა და ანტარქტიდაში მოუწევს გადასახლება. პირადად მე მგონია, რომ
უმჯობესია ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე მინიმუმამდე დავიყვანოთ.

You might also like