You are on page 1of 3

ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ერთ_ერთი მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა,

რომელიც ატმოსფეროში ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების


ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან კლიმატისთვის საზიანო ნივთიერებებითაა
გამოწვეული. ჰაერის დამაბინძურებლების ბევრი ტიპი არსებობს, როგორებიცაა:
აირები, აეროზოლები და ბიოლოგიური მოლეკულები. ჰაერის დაბინძურებამ
შეიძლია გამოიწვიოს ადამიანთა დაავადებები, ალერგიები და სიკვდილიც. ასევე,
შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ცოცხალ ორგანიზმებსა და სურსათს, ბუნებრივ
გარემოს (მაგალითად, გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი ან ჰაბიტატის
განადგურება) ან ანთროპოგენურ გარემოს (მაგალითად, მჟავური წვიმა). ჰაერის
დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადამიანთა საქმიანობამ, ისე
ბუნებრივმა პროცესებმა.

პროდუქტიულობის დანაკარგები და სიცოცხლის გაუარესებული ხარისხი, რომელიც


ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული, მსოფლიო ეკონომიკისთვის ყოველწლიურად
5 ტრილიონ დოლარ დანაკარგს უტოლდება ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად
სხვადასხვა საკონტროლო ტექნოლოგია და სტრატეგიაა შემუშავებული.საგანგაშოა
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადების შედეგად გარდაცვალების
შემთხვევების სტატისტიკაც, ასევე მონაცემები, რომელსაც გაეროს ბავშვთა
ორგანიზაცია “იუნისეფი” აქვეყნებს და რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად
მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული პნევმონიიის შედეგად 900
ათასზე მეტი ბავშვი იღუპება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი ქ. ჭიათურაში და მასთან


უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიებზე, ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენების
მავნე ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების პრობლემა, უშუალო კავშირშია
მანგანუმის მადნის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების პროცესში
მტვრის მყარი და თხევადი ნაწილაკების წარმოქმნასთან. ასეთი გზით წარმოქმნილი
და მიწისპირა ჰაერის ფენებში მოხვედრილი მტვერი შეიცავს მინერალურ
ნაწილაკებს, მანგანუმის დიოქსიდს, სულფატებს, ნიტრატებს, ამიაკს, ნატრიუმის
ქლორიდს და სხვა. ამ ნაერთების ნარევი მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის
ჯანმრთელობაზე, აფერხებს ჰაერცვლის პროცესს ფილტვებში, იწვევს სასუნთქი
გზების მწვავე ინფექციურ დაავადებას, ასთმის გამწვავებას, ქრონიკული ბრონქიტის
განვითარებას და ა. შ. აღნიშნული ნარევისაგან დაბინძურებული ჰაერი ფილტვების
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ფილტვების კიბოს რისკ-ფაქტორს
წარმოადგენს. 2011 წლის 18-19 აპრილს ჩატარებული კვლევის მიხედვით
ქ.ჭიათურაში აღებულ ჰაერის 4 ნიმუში განისაზღვრა მანგანუმის ორჟანგის
შემცველობა. თითოეულ წერტილში ნიმუშების აღება წარმოებდა საშუალოდ 7-8
საათის განმავლობაში. ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერის ნიმუშებში
მანგანუმის ორჟანგის შემცველობა საშუალო დღე-ღამურ კონცენტრაციას (1.0 მკგ/მ3)
8; 4,4; 13,6; და 237_ჯერ აღემატება. 2011-2016 წლებში ასოციაცია «ჭიათურელთა
კავშირის" დაკვეთით ჩატარებულმა გამოკვლევებმა საგანგაშო შედეგები
დააფიქსირა. კერძოდ, ჰაერში მანგანუმის ორჟანგის კონცენტრაციის დონე 2,3-დან
22,7-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა მაქსიმალურად დასაშვებ ნორმასთან (ზდკ-001
მგ/მ3).

აქვე უნდა ითქვას, მანგანუმის მადნის საბადოების დიდი ნაწილი


ქ. ჭიათურასთან ახლოს არის განლაგებული. მოპოვებული მადნის გადამამუშავებელ
საწარმოებებამდე ტრანსპორტირება ხდება ქალაქის ქუჩებზე გავლით, ღია
თვთმცლელი ავტომანქანებით. ეს იწვევს (განსაკუთრებით ქარიან ამინდში)
ტოქსიკური ნაერთებით გაჯერებული მტვრის გაფრქვევას ქუჩებში. უნდა აღინიშნოს,
რომ ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ასოციაციამ «ჭიათურელთა კავშირი" ჰაერში
ტოქსიკური ელემენტების შემცველობის შემცირების მიზნით, ჭიათურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირების წესით (1500 ადამიანის ხელმოწერა)
შეიტანა ნორმატიული აქტის პროექტი. პროექტით უნდა აკრძალულიყო მანგანუმის
მადნით დატვირთული ავტომანქანების ტრანსპორტირება ქალაქის ცენტრალურ
ქუჩებში. ჭიათურის საკრებულომ 2013 წ. 2 აგვისტოს დაამტკიცა ზემოთ აღნიშნული
ნორმატიული აქტის პროექტი. 2016 წლის 6 მაისს მუნიციპალიტეტის საკრებულომ
მიიღო ახალი ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე საათში 6 მანგანუმის მზიდ მანქანას მიეცა უფლება დატვირთული
მადნით გადაადგილებისა გარეცხილი საბურავებითა და მჭიდროდ დაფარული
ძარით, თუმცა აღნიშნული ნორმატიული აქტის არცერთი პუნქტი არ შესრულებულა
არცერთი დღე;ხოლო 2022 წელს ახალი ნორმატიული აქტი რომლის მიხედვითაც
აეკრძალათ კვირაში სამდღენახევრის განმავლობაში წიაღისეულის მზიდ მანქანებს
გადაადგილება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.. ყველაზე აღნიშნულთან
დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯანმთრელობის მსოფლიო ორგანიზაციის
მონაცემებით, ჰაერის ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების მაღალი დონის
მქონე ქალაქებში, სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20 %-ით აჭარბებს
უფრო სუფთა ჰაერის მქონე ქალაქებში დადასტურებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შემუშავებულია აგსგ_მ და სამოქალაქო საზოგადოების


ჩართულობა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მძიმე ეკო_ფონის შემსუბუქებაში. ასე
მაგალითად:აიკრძალა ზესტაფონის მიმართულებით მანქანებით, მამგანუმის მზა
კონცენტრატის, გადაზიდვა, რამაც შეამცირა ატმოსფერული ჰაერში მანგანუმის
ორჟანგის გაფრქვევის დონე.

პროფილაქტიკური ღონისძიებები:
 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმს ან სხვა წიაღისეულის
ტრანსპორტირება სარკინიგზო ან საბაგრო გზებით.
 ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
 ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების
ხელშეწყობა და პროპაგანდა.
 გზების საფარის პერმანენტული გადარეცხვისა და მორწყვის უზრუნველყოფა.
 ატმ. ჰაერის დაბინძურების მინიმიზაციისათვის წიაღისეულის მოპოვების
პროცსში თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეთოდების დანერგვა.
 მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრომობილი ის პოპულარიზაციისთვის
მაღალი ხარისხის (სწრაფდამტენების) მონტაჟი ქალაქის უბნებში;
 ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის შექმნა ,ახალი ავტობუსებით
შევსება, რაც ნაკლებ დააბინძურებს გარემოს და მგზავრების გადაადგილებას
უსაფრთხოების და კომფორტული გახდის;
 წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მოძრაობის რეგულირება
და ყველა იმ ნორმის დაცვა, რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და
ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას.
 შეშის წვის შემცირება, მოსახლეობის გაზიფიკაციის დასრულება.
 საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ფოთლების წვის აღკვეთა.
 არსებული ნორმატიულ აქტის დახვეწა და ცვლილებების შეტანა.
 ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენების პროპაგანდ.ა
 გათბობისათვის მზის ენერგიის და სხვა ეკოლოგიურად სუფთა წყაროების
გამოყენების პროპაგანდა.
 მწვანე საფარის განახლება, ქარსაცავი ზოლების შექმნა .
 ქუჩების დასუფთავება-გადარეცხვისათვის 3 ერთეული სპეც-ტექნიკის შეძენა.
 მოსახლეობის ინფორმირება ატმ. ჰაერის დაცვის შესახებ, ტრენინგ-
სემინარების ჩატარება.
 ატმ. ჰაერის დაცვის შესახებ პუბლიკაციების განხორციელება, სასწავლო
გადაცემების მოწყობა ტელევიზიით, გაზეთების და ბროშურების ბეჭდვა.

You might also like