You are on page 1of 5

ჰაერის დაბინძურება აღნიშნავს ჰაერის დაბინძურებას, რომელიც ატმოსფეროში

ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან


კლიმატისთვის საზიანო ნივთიერებებითაა გამოწვეული. ჰაერის
დამაბინძურებლების ბევრი ტიპი არსებობს, როგორებიცაა: აირები (მათ შორის:
ამიაკი, ნახშირბადის მონოოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, მეთანი, ნახშირორჟანგი
და სხვ.), აეროზოლები (როგორც ორგანული, ისე არაორგანული) და ბიოლოგიური
მოლეკულები. ჰაერის დაბინძურებამ შეიძლია გამოიწვიოს ადამიანთა დაავადებები,
ალერგიები და სიკვდილიც. ასევე, შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ცოცხალ
ორგანიზმებსა და სურსათს, ბუნებრივ გარემოს (მაგალითად, გლობალური დათბობა,
ოზონის ხვრელი ან ჰაბიტატის განადგურება) ან ანთროპოგენურ გარემოს
(მაგალითად, მჟავური წვიმა). ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს როგორც
ადამიანთა საქმიანობამ, ისე ბუნებრივმა პროცესებმა.

პროდუქტიულობის დანაკარგები და სიცოცხლის გაუარესებული ხარისხი, რომელიც


ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული, მსოფლიო ეკონომიკისთვის ყოველწლიურად
5 ტრილიონ დოლარ დანაკარგს უტოლდება ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად
სხვადასხვა საკონტროლო ტექნოლოგია და სტრატეგიაა შემუშავებული.ჰაერის
დაბინძურებით გამოწვეული გავლენის შესამცირებლად როგორც საერთაშორისო,
ისე ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებია შემუშავებული.
ადგილობრივი კანონები საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას უწყობს ხელს.
საერთაშორისო დონეზე შემუშავებული მაგალითებია მონრეალის ოქმი, ჰელსინკის
ოქმი გოგირდის ემისიის შემცირების შესახებ (1985) და სხვ.

ანთროპოგენური წყაროები ტრადიციული ბიომასის წვის შედეგად გამოყოფილი


კვამლი, როგორიცაა ხე, მარცვლეული ნარჩენები და ექსკრემენტები.(განვითარებად
და ღარიბ ქვეყნებში ტრადიციული ბიომასის წვა ჰაერის მთავარი
დამაბინძურებელია. ის ასევე დაბინძურების მთავარი წყაროა განვითარებულ
ქვეყნებშიც, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსა და ახალ სამხრეთ უელსში. ამ
კატეგორიაშია პოლიარომატული ნახშირწყალბადებიც. 2014 წლის კვლევის
თანახმად, ჩინეთის აღჭურვილობის, მანქანებისა და მოწყობილობების მწარმოებელი
და მშენებელი სექტორების მიერ ჰაერის დამაბინძურებლების ემისიის 50%-ზე მეტი
მოდის. საყოფაცხოვრებო ნარჩენები; სატრანსპორტო საშუალებები: მატარებლები,
ავტომობილები, საზღაო და საჰაერო ტრანსპორტი. საღებავების, თმის სპრეის,
აეროზოლების, ლაქისა და სხვა გამხსნელების ორთქლი. სამხედრო რესურსები,
როგორიცაა ატომური იარაღი, ტოქსიკური აირები, რაკეტები და სხვ. სასოფლო-
სამეურნეო ემისიები ფერმის ფერტილიზებული მიწები აზოტის ოქსიდების
მნიშვნელოვანი წყაროა. ბუნებრივი წყაროები მტვერი ბუნებრივი წყაროებიდან,
ჩვეულებრივ მიწის დიდი ფართობები მცირე ვეგეტაციით ცხოველების, მაგალითად,
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიერ საკვების მონელების შემდეგ გამოყოფილი
მეთანი დედამიწის ქერქის რადიოაქტიურობის შედეგად გამოყოფილი რადონი.
რადონი უფერო, უსუნო, ბუნებრივი, რადიოაქტიური ინერტული აირია, რომელიც
რადიუმის გარდაქმნით ყალიბდება. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ბუნებრივი
წყაროებიდან მიღებული რადონის აირი შეიძლება დაგროვდეს შენობებში.
სიგარეტის მოწევის შემდეგ რადონი მეორეა ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს
შორის. ხანძრების შედეგად გამოყოფილი კვამლი და ნახშირბადის მონოოქსიდი.
ხანძრების დროს, ბიომასის უკონტროლო წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი
კონცენტრაციით ჰაერის დაბინძურების 75%-ს შეადგენს. ვულკანური აქტივობა,
რომლის შედეგადაც ატმოსფეროში გოგირდი, ქლორი და ფერფლი გამოიყოფა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს გამოქვეყნებული აქვს
ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორების კრებული ინდუსტრიული წყაროებისთვის.
მსგავსი კრებულები გამოქვეყნებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ავსტრალიას,
კანადასა და სხვა ქვეყნებსაც, ისევე, როგორც ევროპის გარემოსდაცვით სააგენტოს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი ქ. ჭიათურაში და მასთან


უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიებზე, ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენების
მავნე ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების პრობლემა, უშუალო კავშირშია
მანგანუმის მადნის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების პროცესში
მტვრის მყარი და თხევადი ნაწილაკების წარმოქმნასთან. ასეთი გზით წარმოქმნილი
და მიწისპირა ჰაერის ფენებში მოხვედრილი მტვერი შეიცავს მინერალურ
ნაწილაკებს, მანგანუმის დიოქსიდს, სულფატებს, ნიტრატებს, ამიაკს, ნატრიუმის
ქლორიდს და სხვა. ამ ნაერთების ნარევი მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის
ჯანმრთელობაზე, აფერხებს ჰაერცვლის პროცესს ფილტვებში, იწვევს სასუნთქი
გზების მწვავე ინფექციურ დაავადებას, ასთმის გამწვავებას, ქრონიკული ბრონქიტის
განვითარებას და ა. შ. აღნიშნული ნარევისაგან დაბინძურებული ჰაერი ფილტვების
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ფილტვების კიბოს რისკ-ფაქტორს
წარმოადგენს. 2011 წლის 18-19 აპრილს აშშ ბუნების დაცვის სააგენტოს, აშშ
სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და უკრაინის მეცნიერებისა
და ტექნოლოგიის ცენტრის მონაწილეობით ქ. ჭიათურაში აღებულ ჰაერის 4 ნიმუში:
ცდფ-ის ქარხნის ქვემოთ სოფ. თირი, ქ. ჭიათურის I საჯარო სკოლა, წერეთლის
ფაბრიკის ქვემოთ - განისაზღვრა მანგანუმის ორჟანგის შემცველობა. თითოეულ
წერტილში ნიმუშების აღება წარმოებდა საშუალოდ 7-8 საათის განმავლობაში.
ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერის ნიმუშებში მანგანუმის ორჟანგის
შემცველობა საშუალო დღე-ღამურ კონცენტრაციას (1.0 მკგ/მ3) შესაბამისად
აღემატება 8; 4,4; 13,6 და 237-ჯერ. 2011-2016 წლებში გ. ნათაძის სახ. სანიტარიისა და
ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ქ. ჭიათურის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასოციაცია «ჭიათურელთა კავშირის" დაკვეთით
ჩატარებულმა გამოკვლევებმა საგანგაშო შედეგები დააფიქსირა. კერძოდ, ჰაერის
ერთჯერად სინჯებში, მანგანუმის ორჟანგის შემცველობა ქ. ჭიათურის
ტერიტორიაზე ქალაქის სხვადასხვა უბანში (#1 საჯარო სკოლა, ბაზრის მიმდებარე
ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, მაღაროელთა მოედანი და სხვ.) ჰაერში მანგანუმის
ორჟანგის კონცენტრაციის დონე 2,3-დან 22,7-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა
მაქსიმალურად დასაშვებ ნორმასთან (ზდკ-001 მგ/მ3). გაცილებით მძიმე ჰიგიენური
ვითარება აღინიშნა სოფ. რგანში 48-ჯერ, ქ. ჭიათურაში – მღვიმევის ქუჩაზე
(მონასტრის მიმდებარე ტერიტორია)-41-ჯერ. შევნიშნავთ, რომ ტოქსიკური
ელემენტებით ჰაერის დაბინძურების ხარისხის სასურველი სიზუსტით
დადგენისათვის ერთჯერადი გაზომვებით მიღებულ მონაცემებთან შედარებით
გაცილებით საიმედოა ხანგრძლივი დროის მანძილზე (არანაკლებ ერთი-ორი თვისა)
მონიტორინგის წესით ჩატარებული დაკვირვების მასალების ანალიზის შედეგები.
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჰაერის ტოქსიკური ნაერთები დაბინძურების
ხარისხის მარეგლამენტირებელი კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პარამეტრებით იქნეს
შესრულებული ჰაერის დაბინძურების ხარისხის დადგენა და მისი ზეგავლენა
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მანგანუმის მადნის საბადოების დიდი ნაწილი ქ.
ჭიათურასთან ახლოს არის განლაგებული. მოპოვებული მადნის გადამამუშავებელ
საწარმოებებამდე ტრანსპორტირება ხდება ქალაქის ქუჩებზე გავლით, ღია
თვთმცლელი ავტომანქანებით. ეს იწვევს (განსაკუთრებით ქარიან ამინდში)
ტოქსიკური ნაერთებით გაჯერებული მტვრის გაფრქვევას ქუჩებში. უნდა აღინიშნოს,
რომ ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ასოციაციამ «ჭიათურელთა კავშირი" ჰაერში
ტოქსიკური ელემენტების შემცველობის შემცირების მიზნით, ჭიათურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირების წესით (1500 ადამიანის ხელმოწერა)
შეიტანა ნორმატიული აქტის პროექტი. პროექტით უნდა აკრძალულიყო მანგანუმის
მადნით დატვირთული ავტომანქანების ტრანსპორტირება ქალაქის ქუჩებში.
ჭიათურის საკრებულომ 2013 წ. 2 აგვისტოს დაამტკიცა ზემოთ აღნიშნული
ნორმატიული აქტის პროექტი. 2016 წლის 6 მაისს მუნიციპალიტეტის საკრებულომ
მიიღო ახალი ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე საათში 6 მანგანუმის მზიდ მანქანას მიეცა უფლება დატვირთული
მადნით გადაადგილებისა გარეცხილი საბურავებითა და მჭიდროდ დაფარული
ძარით, თუმცა აღნიშნული ნორმატიული აქტის არცერთი პუნქტი არ შესრულებულა
არცერთი დღე. საჭიროა, სასწრაფოდ, ცვლილებები იქნეს მიღებული
კანონქვემდებარე აქტში, რათა მუნიზიპალიტეტში არსებული აუტანელი ყოფა
შემსუბუქდეს და შესაძლებელი იყოს სუნთქვა ქალაქში. ყველაზე აღნიშნულთან
დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯანმთრელობის მსოფლიო ორგანიზაციის
მონაცემებით, ჰაერის ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების მაღალი დონის
მქონე ქალაქებში, სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20 %-ით აჭარბებს
უფრო სუფთა ჰაერის მქონე ქალაქებში დადასტურებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.
სტრატეგიული ამოცანები: ავტოტრანსპორტით გამოწვეული ატმ. ჰაერის
დაბინძურების შემცირება; სტაციონარული წყაროებიდან დამტვერიანების
შემცირება; წიაღით დატვირთული მანქანების გადაადგილების (მხოლოდ გარკვეულ
(?)მონაკვეთზე, კერძოდ – ქალაქის შემოსასვლელიდან პირველ სკოლამდე).
მოწესრიგების მიზნით ნორმატიული აქტში ცვლილებების შეტანა ატმ. ჰაერის
ხარისხის მუდმივი საზოგადოებრივი მონიტორინგი

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჰაერის ტოქსიკური ნაერთები დაბინძურების


ხარისხის მარეგლამენტირებელი კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პარამეტრებით იქნეს
შესრულებული ჰაერის დაბინძურების ხარისხის დადგენა და მისი ზეგავლენა
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მანგანუმის მადნის საბადოების დიდი ნაწილი ქ.
ჭიათურასთან ახლოს არის განლაგებული. მოპოვებული მადნის გადამამუშავებელ
საწარმოებებამდე ტრანსპორტირება ხდება ქალაქის ქუჩებზე გავლით, ღია
თვთმცლელი ავტომანქანებით. ეს იწვევს (განსაკუთრებით ქარიან ამინდში)
ტოქსიკური ნაერთებით გაჯერებული მტვრის გაფრქვევას ქუჩებში. უნდა აღინიშნოს,
რომ ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ასოციაციამ «ჭიათურელთა კავშირი" ჰაერში
ტოქსიკური ელემენტების შემცველობის შემცირების მიზნით, ჭიათურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირების წესით (1500 ადამიანის ხელმოწერა)
შეიტანა ნორმატიული აქტის პროექტი. პროექტით უნდა აკრძალულიყო მანგანუმის
მადნით დატვირთული ავტომანქანების ტრანსპორტირება ქალაქის ქუჩებში.
ჭიათურის საკრებულომ 2013 წ. 2 აგვისტოს დაამტკიცა ზემოთ აღნიშნული
ნორმატიული აქტის პროექტი. 2016 წლის 6 მაისს მუნიციპალიტეტის საკრებულომ
მიიღო ახალი ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე საათში 6 მანგანუმის მზიდ მანქანას მიეცა უფლება დატვირთული
მადნით გადაადგილებისა გარეცხილი საბურავებითა და მჭიდროდ დაფარული
ძარით, თუმცა აღნიშნული ნორმატიული აქტის არცერთი პუნქტი არ შესრულებულა
არცერთი დღე. საჭიროა, სასწრაფოდ, ცვლილებები იქნეს მიღებული
კანონქვემდებარე აქტში, რათა მუნიზიპალიტეტში არსებული აუტანელი ყოფა
შემსუბუქდეს და შესაძლებელი იყოს სუნთქვა ქალაქში. ყველაზე აღნიშნულთან
დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯანმთრელობის მსოფლიო ორგანიზაციის
მონაცემებით, ჰაერის ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების მაღალი დონის
მქონე ქალაქებში, სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20 %-ით აჭარბებს
უფრო სუფთა ჰაერის მქონე ქალაქებში დადასტურებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.

სტრატეგიული ამოცანები: ავტოტრანსპორტით გამოწვეული ატმ. ჰაერის


დაბინძურების შემცირება; სტაციონარული წყაროებიდან დამტვერიანების
შემცირება; წიაღით დატვირთული მანქანების გადაადგილების მოწესრიგების
მიზნით ნორმატიული აქტში ცვლილებების შეტანა ატმ. ჰაერის ხარისხის მუდმივი
საზოგადოებრივი მონიტორინგი.

პროფილაქტიკური ღონისძიებები:
 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმს ან სხვა წიაღისეულის
ტრანსპორტირება სარკინიგზო ან საბაგრო გზებით.
 ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
 ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების
ხელშეწყობა და პროპაგანდა.
 გზების საფარის პერმანენტული გადარეცხვისა და მორწყვის უზრუნველყოფა.
 ატმ. ჰაერის დაბინძურების მინიმიზაციისათვის წიაღისეულის მოპოვების
პროცსში თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეთოდების დანერგვა.
 ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის და სხვა წიაღისეულის გადამზიდი
სატვირთო მანქანების გადაადგილების შესახებ არსებული ნორმატიული
აქტის აღსრულების უზრუნველყოფა.
 წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მოძრაობის რეგულირება
და ყველა იმ ნორმის დაცვა, რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და
ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას.
 შეშის წვის შემცირება, მოსახლეობის გაზიფიკაციის დასრულება.
 საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ფოთლების წვის აღკვეთა.
 არსებული ნორმატიულ აქტის დახვეწა და ცვლილებების შეტანა.
 ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენების პროპაგანდ.ა
 გათბობისათვის მზის ენერგიის და სხვა ეკოლოგიურად სუფთა წყაროების
გამოყენების პროპაგანდა.
 მწვანე საფარის განახლება, ქარსაცავი ზოლების შექმნა .
 მდინარეთა კალაპოტების გამწმენდი ტექნიკის შეძენა.
 მუდმივი ზედაპირული წყლის კონტროლი და ადმინისტრაციული
რონისძიებების გატარება, სანქციების გამკაცრება.ქალაქის მიმდებარე
ფერდობებზე მდებარე ჩამქრალ კარიერებზე რეკულტივაციის ჩატარება
მანგანიმის მტვრის გაფრქვევის შემციების მიზნით.
 ჭიათურა საჩხერის გზატკეცილზე და ქალაქის ცენტრალურ უბნებში
მილსადენებზე 30 ერთეული ჰიდრანტის დაყენება ქუჩების
გადარეცხვისათვის.
 ქუჩების დასუფთავება-გადარეცხვისათვის 3 ერთეული სპეც-ტექნიკის შეძენა.
 მოსახლეობის ინფორმირება ატმ. ჰაერის დაცვის შესახებ, ტრენინგ-
სემინარების ჩატარება.
 ატმ. ჰაერის დაცვის შესახებ პუბლიკაციების განხორციელება, სასწავლო
გადაცემების მოწყობა ტელევიზიით, გაზეთების და ბროშურების ბეჭდვა.

You might also like