You are on page 1of 4

თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევასა და გადაუჭრელ პრობლემას

სიმსივნე და მასთან ბრძოლა წარმოადგენს. სიმსივნე აერთიანებს დააადებათა დიდ


ჯგუფს რომელიც, ხასიათდება ატიპიური უჯრედების არაკონტროლირებადი
გამრავლებით, და რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს ორგანიზმის თითქმის ყველა
ქსოილსა თუ ორგანოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, სიმსივნე ერთ-
ერთი უმთავრესი სიკვდილის გამომწვევი ფაქტორია მსოფლიოში და გლობალურად
ყოველ ექვს სიკვდილში ერთი სიმსივნეს უკავშირდება. ეს მონაცემები ცხადყოფს ფაქტს ,
რომ სიმსივნე დღესდღეობით კაცობრიობის პირველი მტერია, და ხაზს უსვამს
თანამედროვე მედიცინისათვის ამ პრობლემის მნიშვნელობას. სიმსივნე არის უჯრედის
დეენემის შეცვლის შედეგი. ზოგიერთი ასეთი ცვლილებები შეიძლება მშობლებისგან იყოს
მიღებული, ზოგი კი გარემო პირობების ფაქტორების შედეგი შეიძლება იყოს, როგორიც
არის : ცხოვრების სტილის ფაქტორები (კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ,
ფიზიკური არააქტიურობა, ა.შ), ბუნებრივი ფაქტორები (ულტრაიისფერი სხივები ,რადონის
გაზი, ინფექციური ნივთიერებები, ა.შ), სამედიცინო მკურნალობა (რადიაცია და
მედიკამენტები (ქიმიოთერაპიის ჩათვლით), ჰორმონი წამლები, წამლები რომლებიც
იმუნიტეტს აქვეითებენ,ა.შ), სამუშაო ადგილზე კანცეროგენთან კონტაქტი, სახლში
კანცეროგენთან კონტაქტი, გარემოს დაბინძურება. მეცნიერები მრავალი გზით ცდილობენ
ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლას, ბრძოლაში გამარჯვების ერთ -ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ფაქტორი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა . ადამიანებმა უნდა
იცოდნენ თუ როგორ შეძლონ სიმსივნური დაავადებების პრევენცია , რომელ ქიმიკატებს
ერიდონ და როგორი ცხოვრების სტილი აირჩიონ მეტი უსაფრთხოებისთვის. ამ ესეში
ყურადღებას გავამახვილებ კანცეროგენებზე.

კანცეროგენი ეს არის ნებისმიერი სუბსტანცია, ნივთიერება რომელიც იწვევს სიმსივნის


წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმში. ზოგიერთი კანცეროგენი კავშირშია კონკრეტულად
ერთი, სპეციფიური ტიპის სიმსივნის განვითარებასთან. ასეთი კანცეროგენის მაგალითია
აზბესტი. აზბესტთან კონტაქტი მჭიდრო კავშირშია ფილტვის სპეციფიური ტიპის სიმსივნის ,
მეზოთელიომის განვითარებასთან. სამწუხაროდ, აზბესტს, როგორც საშენ მასალას
ხშირად მოიხმარდნენ საბჭოთა კავშირში. დღესაც საქართველოს უამრავ რეგიონში
შენიშნავთ მოთეთრო-მონაცრისფრო მასალით გადახურულ სახლებს და სხვა შენობებს .
თუმცა, ასე შორსაც არ გვიწევს წასვლა. კანცეროგენებს შეიძლება საკუთარ მაცივარშიც კი
წავაწყდეთ. ოდნავ მოგვიანებით უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ საკვები პროდუქტებისა
და სიმსივნის კავშირებზე, საზოგადოდ კი კანცეროგენები, ან კანცეროგენულობაზე საეჭვო
ნივთიერებები ხუთ ჯგუფად იყოფა. ამგვარი კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის სიმსივნეთა კვლევის პალატას (საერთაშორისოდ ცნობილია ინიციალებით
IRAC - The International Agency for Research on Cancer) ეუკითვნის და ის შემდეგნაირად
გამოიყურება... ჯგუფი პირველი - კანცეროგენული ნივთიერება, ჯგუფი მეორე - უმეტესი
(>50%) ალბათობით კანცეროგენი, ჯგუფი მესამე - შესაძლო კანცეროგენი, ჯგუფი მეოთხე -
არაკლასიფიცირებული როგორც კანცეროგენი და ჯგუფი მეხუთე - არაკანცეროგენი .
გარდა ამ დაყოფისა კანცეროგენებს სიძლიერით და საჭირო კონტაქტის ვადითაც
გამოარჩევენ. არსებობს ისეთი კანცეროგენები რომლებთანაც მოკლევადიანი კონტაქტი
არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. ასეთია მაგალითად კალიუმის დიქრომატი
(K2CR2O7 - ამ ლამაზ, ნარინჯისფერ ნივთიერებასთან მუშაობა ლაბორატორიული
სწავლების მეორე გაკვეთილზე მოგვიწია სადაც აგვიხსნეს რომ მისი კანცეროგენული
თვისების მიუხედავად, მოკლევადიანი კოონტაქტი (სპეციალური აღჭურვილობით)
საფრთხეს არ წარმოადგენდა ჩვენი ჯანმრთელობისთვის). ზოგადად კანცეროგენთან
კონტაქტის შედეგად მიღებული ზიანი არა მარტო ამ ნივთიერების სიმსივნის გამომწვევ
პოტენციალზე, არამეტ კონტაქტის ხარისხზე, ხანგრძლივობასა და ადამიანის გენეტიკაზეც
არის დამოკიდებული.

კანცეროგენები ჩვენს მაცივარში (და, შესაბამისად, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში )

ალკოჰოლი - როდესაც ორგანიზმში ალკოჰოლი მეტაბოლიზირდება, გამოიყოფა


აცეტალდეჰიდი, ნივთიერება რომელსაც შეუძლია დააზიანოს დნმ, დნმ-ს დაზიანებამ კი
შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს. ამავე ორგანიზაციის კვლევებმა აჩვენა , რომ რაც უფრო
მეტ ალკოჰოლს მოიხმარ, უფრო მეტია შანსი განგივითარდეს კონკრეტული ტიპის
სიმსივნე : თავისა და კისრის, ღვიძლის მკერდის და ა.შ

დამუშავებული ხორცი (processed meat) - ამერიკის სიმსივნის მკურნალობის ცენტრის(CTCA)


კვლევით დგინდება, რომ დღეში 50 გრამი დამუშავებული ხორცის მიღება
კოროლექტალური სიმსივნის განვითარების შანსს 18 პროცენტით ზრდის. აღსანიშნავი
ფაქტია, რომ ხორცი მაღალ ტემპერატურაზე წვისას გამოყოფს (აფორმირებს) ისეთ
ქიმიკატებს რომლბმაც შესაძლოა გამოიწვიონ უჯრედის დნმ-ს შეცვლა, რაც სიმსივნის
განვითარების საშიშროებას აჩენს. ასეთი ხორცის ჭამა კავშირშია პანკრეასის
პროსტატისა და კოლორექტალური სიმსივნეების ჩამოყალიბების რისკთან. ამავე ტიპის
სიმსივნის რისკს აჩენს წითელი ხორცის მიღებაც.

დამარლიებული თევზი (ჩინურ სტილში) - მიუხედავად იმისა, რომ თევზის დამარილება


სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში საკვების დამუშავების ტრადიციაა ,
სამწუხაროდ, ის სიცოცხლისთვის საშიშია. ამგვარი წესით მომზადებული წესი
დამუშავენული ხორცის მსგავსად პირველი ჯგუფის კანცეროგენებს მიეკუთვნება .

რაც შეეხება შაქარს, მისი პირდაპირი კავშირი სიმსივნურ დაავადებებთან დადგენილი არ


არის. თუმცა მისი მოხმარება წონის მატებას იწვევს, ჭარბწონიანობა კი 13 სხვადასხვა
ტიპის სიმსივნის წარმოქნის რისკ-ფაქტორია.

პირველი ჯგუფის კანცეროგენებს მიეკუთვნება თამბაქოც, რომელსაც სიმსივნის გაჩენა


სხეულის თითქმის ყველა ნაწილში შეუძლია. თამბაქოს მოწევისას ადამიანი ჩაისუნთქავს
7000 მდე სხვადასხვა მავნე ნივთიერებას, როელთაგანაც ბევრი პირდაპირი ან ირიბი
კანცეროგენია.

დაბინძურებული ჰაერი როგორც კანცეროგენი - ჰაერი ყველას ყოველთვის სჭირდება ,


ორგანიზმში ჰაერის ნაკადს ყოველთვის ვუშვებთ და უჯრედებს ჟანგბადით ვამდიდრებთ .
შესაბამისად, ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს
მის დაბინძურებას (ხარისხის ვარდნას). Canadian canser society -ს კვლევით, გარდა
თამბაქოს კვამლისა, ფილტვის სიმსივნის გამოწვევა კანადის დაბინძურებულ ჰაერსაც
შეუძლია. ჰაერში კანცეროგენები სამ ჯგუფად იყოფა (IARC-ის მიერ) : კონკრეტული
მატერიები, აქროლადი ორგანული ნივთიერებები (როგორიცაა ბენზოლი) და
პოლიციკლური არომატული ჰიდროკარბონები (Polycyclic aromatic hydrocarbons (PAHs))
როგორიცაა ნივთიერება benzo[a]purene.
ზოგიერთ ქვეყანაში დაბინძურებული წყალიც კანცეროგენადაა კლასიფიცირებული .
ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ინსტიტუტის კვლევებით, დაბინძურებულ წყალში
შეიძლება იყოს ისეთი კანცეროგენული ნივთიერებები როგორიცაა დარიშხანი ,
დეზინფექციის შუალედური პროდუქტები (Disinfection Byproducts), ნიტრატები და
პოლიფლორიტალკილური სუბსტანციები (Polyfluoroalkyl Substances (PFAS))

მოკლედ და ზოგადად შევეხები კანცეროგენების მიერ სიმსივნის გამოწვევის


მექანიზმსაც :

როგორც წესიკანცეროგენები ცვლიან უჯრედის დნმ-ს რაც უჯრედის გადაგვარებას და


შემდგომში არაკონტროლირებად გამრავლებას იწვევს. თუმცა ზოგჯერ კანცეროგენი
პირდაპირ არ მოქმედებს დნმ- ს სტრუქტურაზე. ის აჩქარებს უჯრედის გაყოფის სიხშირეს ,
ამის შედეგად კი იზრდება დნმ-ში რაიმე ცდომილების მოხდენის ალბათობა .

ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა და არგუმენტების შეჯერებით ვასკვნი, რომ კანცეროგენები


ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ჯანმრთელობას. ჯანსაღი
ცხოვრების წესის მიმდევართათვისაც კი ძალიან რთულია თავის არიდება იმ მავნე
ზეგავლენისგან რომელსაც კანცეროგენები იწვევენ. საკვები პროდუქტებიდან დაწყებული
ისინი გვხვდებიან სასმელ წყალში და ჰაერშიც კი, რომელსაც სუნთქავთ , ამიტომ
ვფიქრობ, რომ სიმსივნესთან ბრძოლა ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელი გარემოს
შექმნით უნდა დავიწყოთ. ჩემი აზრით ასეთი მიდგომა დიდ სამსახურს გაუწევს მედიცინას
სიმსივნის პრევენციის კუთხით.

https://www.genome.gov/genetics-glossary/Carcinogen

https://www.cancercenter.com/community/blog/2017/10/what-foods-and-drinks-are-linked-to-cancer

https://www.cancercenter.com/community/blog/2017/03/eating-lots-of-grilled-meats-may-affect-the-
chances-of-surviving-breast-cancer-study-suggests

https://www.verywellhealth.com/carcinogens-in-cigarettes-how-they-cause-cancer-514412#:~:text=A
%20carcinogen%20is%20any%20substance,cancer%20helps%20in%20prevention%20efforts.

https://www.aetnainternational.com/en/about-us/explore/fit-for-duty-corporate-wellness/cancer-
causing-foods-cancer-fighting-foods.html

https://www.cancer.ca/en/prevention-and-screening/reduce-cancer-risk/make-informed-decisions/
know-your-environment/air-pollution-and-cancer/?region=on#:~:text=Radon%2C%20diesel%20engine
%20exhaust%20and,air%20pollution%20as%20known%20carcinogens.
https://www.who.int/health-topics/cancer#tab=tab_1

You might also like