ჰაერის დაბინძურება და ამით გამოწვეული პრობლემები

You might also like

You are on page 1of 5

ჰაერის დაბინძურება და ამით

გამოწვეული პრობლემები
ავტორი:მართა დოლიძე
სკოლა:N61 საჯარო
კლასი:8დ
12/02/24
• ჰაერის დაბინძურენა
• ჰაერის დაბინძურება აღნიშნავს ჰაერის დაბინძურებას,
რომელიც ატმოსფეროში ადამიანებისა და სხვა ცოცხალი
ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან კლიმატისთვის
საზიანო ნივთიერებებითაა გამოწვეული. ჰაერის
დამაბინძურებლების ბევრი ტიპი არსებობს, როგორებიცაა:აირები
და ბიოლოგიური მოლეკულები. ქარხნების და ავტომობილების
მუშობისას გამოყოფილი კვამლი და მტვერი ჰაერის
დაბინძურებას იწვევს. ჰაერის დამაბინძურებელი შეიძლება იყოს
ქიმიური ნაერთები და ნაწილაკები, რომელიც ადამიანის
საქმიანობის დროს გამოიყოფა. ეს დამაბინძურებლები გავლენას
ახდენენ მსოფლიოს ყველა ეკოსისტემაზე.
გარე ჰაერის დაბინძურება
• გარე ჰაერის დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებებია.
გამონაბოლქვი ერევა ჰაერს. ჰაერი დაბინძურებულია, როცა ის
შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებებს. გარე
დამაბინძურებლები ცვლიან ატმოსფეროს ბუნებრივ
მახასიათებლებს. არსებობს პირველადი და მეორეული
დამაბინძურებლები. პირველადი დამაბინძურებლები პირდაპირ
ხვდებიან ატმოსფეროში. ხანძარი ჰაერის პირველადი
დამაბინძურებელია. წვის დროს წარმოქმნილი პროდუქტები
პირდაპირ ერევა ჰაერში. სათბობი წიაღისეულის, როგორიცაა
ნავთობი და ქვანახშირი, წვა პირველადი დამაბინძურებლების
ძირითადი წყაროა. მეორეული დამაბინძურებლები მიიღება
პირველადი დამაბინძურებლების ურთიერთქმედებით მზის
სინათლესთან, ჰაერთან ან ერთმანეთთან. ისინი პირდაპირი გზით
არ აბინძურებენ ჰაერს, როცა ჰაერის სხვა კომპონენტთან
ურთიერთქმედებენ, გარდაიქმნებიან დამაბინძურებლად.
მაგალითად, ოზონი მიიღება ზოგიერთ პირველად
დამაბინძურებელზე მზის სინათლის ზემოქმედებით.
ჰაერის დაბინძურებით,გამოწვეული
პრობლემები
• ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია დაბინძურებით
გამოწვეული ბევრი დაავადებებისთვის, მათ შორის: სასუნთქი ინფექციების,
გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა, ფილტვების ქრონიკული
დაავადებების, ინსულტისა და ფილტვის კიბოსთვის. კვლევები ცხადყოფს, რომ
ჰაერის დაბინძურება შეიძლება დაკავშირებული იყოს IQ-ის შემცირებასთან,
შემეცნების დაქვეითებასთან, ფსიქიატრიული დარღვევების (როგორიცაა
დეპრესია) რისკის ზრდასთან და სხვ. ჰაერის დაბალი ხარისხი დიდ გავლენას
ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ განსაკუთრებით, სასუნთქ
სისტემასა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ჰაერის დამაბინძურებლებზე
ინდივიდუალური რეაქციები დამოკიდებულია დამაბინძურებლებლებთან
კონტაქტის ხასიათსა და ტიპზე, ინდივიდების ჯანმრთელობასა და გენეტიკაზე.
მადლობა ყურადღებისთვის!!!

You might also like