You are on page 1of 8

მსოფლიო ეკოლოგიური

პრობლემები

ანა ბაინდურაშვილი

27.05.2019
ჰაერის ინტენსიურ დამბინძურებელს წარმოადგწნს
ავტოტრანსპორტი. ამ სახით ატმოსპეროს დაბინძურების
საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის
დონისა და ქვეყნების ურბანიზაციის ზრდასთან ერთად.
ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯელ მეტ ჟანგბადს მოიხმარს,
ვიდრე ერტთი ადამიანი. ავტომობილის გამონაბოლქვი
აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების
ნარევს.ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი
ძირითადი კომპონენთი ნახშირჟანგია, იგი უერთდება
სისხლის ჰემოგლობინს და ხელ უშლის ორგანიზმის
ხსოვილებში ჟანგბადის შეღწევას.

მანქანის გამონაბოლქვი აირები საკმაოდ საშიშ


შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს არაორგანული
ტყვიის შემცველი ნაერთები, რომლებიც
წარმოიქმნება ბენზინში ოქტანური რიცხვის ასაწევად
დამატებული ტეტრაეთილტყვიის წვისას.საზღვაო და
სამდინარო ხომალდები იწვევენ ნავსადგურების,
პორტების და სხვა არხების მისადგომების ჰაერის
მანქანის გამონაბოლქვი ლოკალურ დაბინძურებას. დაბინძურების წყაროები
არის გემის ძრავები. 
საჰაერო ტრანასპორტსაც დიდი წვლილი შეაქვს ატმოსფეროს დაბინძურებაში . თვითმფრინავების
ფრენა და რაკეტების კოსმოსში გაშვება ასევე ხელს უწყობს ოზონის სარტყლის დარღვევასაც .
რომელიც დედამიწას იცავს მზის მომაკვდინებელი ულტრა იისფერი რადიაციისგან .
ფაბრიკა-ქარხნები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში . ჰაერში ნარჩენი
აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი
აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება  
ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების
ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და  ფრეონი ანადგურებს,
რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი
დაავადების შემთხვევები მოიმატებს.
ტექნოგენური მოვლენები
ტექნოგენური კატასტროფები არის ადამიანის  ქმედების  შედეგად
(ქარხნები, ატომური ელექტროსადგურები , ტყის ჩეხვა და
სხვა.) მომხდარი კატასტროფები. ტექნოგენურ კატასტროფებად
ითვლება: რადიოაქტიური აფეთქება (ატომური ელექტროსადგური ,
ატომური ბომბის აფეთქება და ა .შ ), ოკეანის დაბინძურება , სმოგი ,
მჟავური წვიმები, ტყის ჩეხვა , გაუდაბნოება და ა .შ .
ოკეანის დაბინძურება
ოკეანებში ჩაღვრილი ნავთობი ძალიან ვნებს ოკეანის ფლორასაც და ფაუნასაც. ეს ნავტობი
ფარავს წყლის დიდ ნაწილს კლავს ყოველივე ცოცხალს და ზიანს აყენებს სანაპირო ზოლს . 1978
წელს ატლანტის ოკეანეში, საფრანგეთის სანაპიროებთან, კლდეს შეეჯახა და შუაზე გაიპო
ტანკერი “ამოკო კადისი” რომლის შედეგად 230000 ტონა ნავთობი ჩაიღვარა ზღვაში და 2000
კვ.კმ-ზე გიგანტური აპკის ფორმირება მოჰყვა, რამაც ევროპის ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური
კატასტროფა გამოიწვია.
მჟავური წვიმები, ტყის ჩეხვა და გაუდაბნოება.
მჟავური წვიმებს ვერ ვუწოდებთ ტექნოგენურ კატასტროფებს მაგრამ იგი ადამიანის
ორგანიზმისთვის “შენელებული ნაღმია”. მჟავური წვიმები არის ატმოსფეროში
გატყორცნილი ქიმიური ნივთიერები რომლებიც დედამიწაზე წვიმის სახით ბრუნდება .
ასეთი ვითარებების ფონზე სრულიად მიუღებელია  ტყეების ჩეხვა . როდესაც ადამიანი
ანადგურებს დედამიწის “ფილტვებს” იგი ამასთანავე ანადგურებს ჟანგბადს რომლითაც
სუნთქავს. იაპონიაში მრავლადაა ბარები სადაც ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს ჟანგბადის
ნიღბები და ისუნთქოს სუფთა ჟანგბადი.
გაუდაბნოება მსოფლიოში ლემიარიდული კლიმატით გამოირჩეული
რეგიონების უმთავრესი პრობლემაა, რაც ისედაც ღარიბი
მცენარეულობის გადაძოვებითაა გამოწვეული. დედამიწაზე უდაბნოებს
შეუძლია სწრაფად დაიკავონ ნაყოფიერი მიწები და გამოიწვიოს
მასობრივი შიმშილი და მიგრაცია.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like