You are on page 1of 8

გლობალური დათბობა

ავტორი: თეონა მარგველაშვილი

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის

აკადემიური წერის კურსისთვის

ხელმძღვანელი: თამარ ბუაძე

თბილისი

2023
დღესდღეობით ერთ-ერთ აქტუალურ და პოპულარულ თემას გლობალური დათბობა
წარმოადგენს. გლობალური დათბობა არის დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და
მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი,რომელსაც
ინტენსიურად იკვლევენ წამყვანი სამეცნიერო ცენტრები. ცნობილმა ქიმიკოსმა სვანტე
არენიუსმა გლობალური დათბობა ჯერ კიდევ 1815 წელს იწინასწარმეტყველა, მაგრამ ამ
საკითხმა ყურადრება მხოლოდ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მიიბყრო,როდესაც გახშირდა
კლიმატური კატასტროფები და მსოფლიო საშუალო ტემპერატურის ზრდა დაფიქსირდა.
დედამიწის კლიმატზე დაკვირვება კი დღეს საკმაოდ დიდი სიზუსტით ხდება. კლიმატის
ცვლილების სახელმწიფოთაშორისმა პანელმა (IPCC) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც უამრავი
მეცნიერის კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 50 წლის კლიმატის სწრაფი
ცვლილება შეიმჩნევა.
მეცნიერები ადასტურებენ,რომ გლობალური დათბობის ძირითად მიზეზს ადამიანის
საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში „სათბური გაზების“ ემისიებისა და შესაბამისად
„სათბური გაზების“ კონცენტრაციის ზრდა წარმოადგენს. ამასთან ერთად, ისინი
ვარაუდობენ,რომ სულ მალე დედამიწაზე ნახშირორჟანგის ისეთ კონცენტრაციას
მივაღწვეთ,როგორიც არ ყოფილა 50 მილიონი წლის განმავლობაში. ამ ყოველივეს
გათვალისწინებით აშკარა ხდება გლობალური დათბობის მომაკვდინებელი საფრთხეები.
გლობალური დათბობა ისეთი საკითხია,რომელიც დაუყოვნებლივ აღმოფხვრას
საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ზოგ ადამიანს დღესაც არასერიოზულად მიაჩნია
გლობალური დათბობის სავალალო შედეგებზე საუბარი. მათთვის ბევრად უფრო
მნიშვნელოვან საკითხს მატერიალური ფუფუნება ან თუნდაც, დღევანდელი დღით
ცხოვრება წარმოადგენს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს,რომ ჰაერის დაბინძურება და მკვეთრი
კლიმატური ცვლილებები აუცილებლად აისახება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და
იმისათვის,რომ ჩვენ მომავალ თაობას შევუქმნათ ის საჭირო საცხოვრებელი
გარემო,რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, აუცილებელია ვიზრუნოთ ჩვენ
პლანეტაზე და ვიბრძოლოთ სახლისათვის, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ.
ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ
დათბობაში ერთი და იგივე რამ მოისაზრება. გლობალური დათბობის ბევრი სკეპტიკოსი
ამტკიცებს, რომ „კლიმატის ცვლილება“ ერთგვარი ევფენიზმია.
ზოგი ამტკიცებს, რომ ტერმინი „ გლობალური დათბობა“ კლიმატის ცვლილებამ იმიტომ
ჩაანაცვლა, რომ წინასწარმეტყველებები დედამიწის დათბობასთან დაკავშირებით
მცდარი აღმოჩნდა, ამიტომ ის უფრო „მსუბუქი“ ტერმინით, „კლიმატის ცვლილებიტ “
ჩანაცვლდა.
ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთქმულების თეორიაა. სინამდვილეში, სამეცნიერო
ლიტერატურაში ორივე ტერმინი გამოიყენება, რადგან ამ ტერმინებს სხვადასხვა
მნიშვნელობა აქვთ.
გლობალურ დათბობაში მოიაზრება საშუალო ტემპერატურის ზრდის ტენდენცია დროის
დიდ მონაკვეთში. კლიმატის ცვლილება კი აღნიშნავს ცვლილებებს გლობალურ
კლიმატში, რაც მეტწილად გლობალური ტემპერატურის ზრდის შედეგია .
კლიმატის ცვლილებაში მოიაზრება არა მხოლოდ დათბობა, არამედ ყველა სხვა
ცვლილება - ნალექიანობა, ძლიერი ქარიშხლები, გვალვა, სითბური ტალღები და ასე
შემდეგ.
მარტივად რომ ითქვას, კლიმატის ცვლილება უფრო „ფართო“ ცნებაა. კლიმატის
ცვლილებაც და გლობალური დათბობაც სამეცნიერო ლიტერატურაში მუდმივად
გამოიყენება და არავითარი საბუთი არ არსებობს იმისა, რომ ერთი ტერმინი მეორეთი
ჩანაცვლდა.
იმისათვის, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით , აუციებელია
ჩამოვთვალოთ და ვისაუბროთ მიზეზებზე თუ რამ გამოიწვია გლობალური დათბობა .

1.სათბური გაზების ემისიები


მეცნიერები ადასტურებენ,რომ გლობალური დათბობის ძირითად მიზეზს ადამიანის
საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში „სათბური გაზების“ ემისიებისა და შესაბამისად
„სათბური გაზების“ კონცენტრაციის ზრდა წარმოადგენს. ეს აირები, მათ შორის
ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), იჭერს სითბოს და ქმნის
დათბობის ეფექტს, რომელსაც ჩვეულებრივ სათბურის ეფექტს უწოდებენ.

2. მეცხოველეობა
ზოგადად, სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მეცხოველეობა აჩქარებს გლობალურ დათბობას
მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყოფით. მეცხოველეობის სექტორის განვითარება
მოითხოვს მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებსა და პასუხისმგებელია მთლიანი
ანთროპოლოგენური სათბური აირების გამოყოფის დაახლოებით 14,5%-ზე.

3. ტრანსპორტი
ტრანსპორტი არის სათბური გაზების ემისიების ძირითადი წყარო. გამონაბოლქვი,
რომელიც სატრანსპორტო საშუალებებიდან გამოიყოფა პირდაპირ ხელს უწყობს ჰაერის
დაბინძურებასა და სათბურ ეფექტს, რაც იწვევს გლობალურ დათბობას.

4. ტყის საფარის შემცირება


გაუტყეურება გლობალური დათბობის ხელშემწყობი ფაქტორია და ხშირად მოიხსენიება,
როგორც სათბური ეფექტის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ტროპიკული ტყეები
სათბური აირების დაახლოებით 20%-ზე მეტს შთანთქავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ტყის გაჩეხვა ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის მატებას იწვევს. როდესაც
ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გროვდება, ის წარმოქმნის ფენას, რომელიც მზიდან წამოსულ
სითბოს შთანთქავს, რაც იწვევს გლობალურ დათბობას.

5. გადაუმუშავებელი ნარჩენები
გადაუმუშავებელი ნარჩენების საკითხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ
დათბობაში. ორგანული ნარჩენები, მათ შორის საკვები ნარჩენები, რომელიც ნაგავსაყრელზე
მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, გახრწნის დროს წარმოქმნის მეთანს, ძლიერ სათბურ
გაზს, რომელიც რაღათქმაუნდა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.

გლობალურ დათბობას სავალალო შედეგებამდე მივყავართ, უფრო მეტი


კონკრეტულობისთვის განვიხილავ რამოდენიმე მათგანს:

1. ტემპერატურის მატება

დამაბინძურებელი აირების გამოყოფის გამო, იზრდება საშუალო ტემპერატურა


გლობალური მასშტაბით. ტემპერატურის მატებამ კი ზრდის გვალვების , ნალექების ,
წყალდიდობის და ხანძრების რისკს.

2. დაავადების გავრცელების ზრდა

კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზემ რაც იწვევს რესპირატორული


დაავადებების ზრდას, როგორიცაა ასთმა. ამასთან ერთად იზრდება ინფექციური
დაავადებების გავრცელების რისკიც, მათ შორის ვექტორებით გადამდები დაავადებების ,
როგორიცაა მალარია, დენგეს ცხელება და ლაიმის დაავადება. შესაბამისად , ამ
ყოველივემ შესაძლოა გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის და ჯანდაცვის ხარჯების გაზრდა .

3. მყინვარების და პოლარული ყინულის ქუდების დნობა

გლობალური ტემპერატურის ზრდამ გამოიწვია ყინულის დნობა, რამაც გამოიწვია ზღვის


დონის აწევა. ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის სანაპირო ქალაქებსა და დაბალ -
კუნძულოვან ქვეყნებს. შედეგად იწყება მილიონობით ადამიანის მიგრაცია , რაც
ეკონომიკური და სოციალური აჯანყების დამწყები მიზეზია.

4. ინტენსიური ბუნებრივი სტიქიები

ბუნებრივი სტიქიები, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა, და ქარიშხალი უფრო


ინტენსიური ხდება კლიმატის ცვლილების გამო. ეს მოვლენები ანადგურებს
ინფრასტრუქტურას და ხელს უშლის სოფლის მეურნეობის წარმოებას. ეს ყოველივე
საკვების ფასების ზრდისა და შიმშილობის გამომწვევი მიზეზია.

5. ეკოსისტემების ცვლილებები და ცხოველთა სახეობების გაუჩინარება

კლიმატის ცვლილება ასევე საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებისა და


ბიომრავალფეროვნების ბალანსს. ტემპერატურის მატებასთან ერთად , მცენარეთა და
ცხოველთა მრავალი სახეობა იბრძვის ადაპტაციისთვის და ზოგიერთი მათგანი
გადაშენების პირასაც დგას. მაგალითად: პოლარული დათვები, ვეფხვები, გეპარდები და
სხვა.

რახან ადამიანებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთის წინაშე გარკვეული


პასუხისმგებლობები გვაქვს, ვფიქრობ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ . ემისიები და
გამონაბოლქვი მოქმედებს არა მხოლოდ პლანეტის მომავალზე, არამედ მის
მოსახლეობაზე აწმყოში. თუ ვთანხმდებით, რომ იქამდე ვართ თავისუფლები ჩვენს
ქმედებებში, სანამ ჩვენი ქმედებით სხვას არ ვაყენებთ ზიანს, მაშინ გლობალური დათბობა
და მისი მიზეზები აღარ არის იდეოლოგიური პრობლემა. ქარხანა, რომელიც მხუთავ აირს
უშვებს ატმოსფეროში, შემდეგ კი ამ ჰაერს სხვებს ასუნთქებს,პასუხისმგებელია სხვების
ჯანმრთელობაზე, რადგან მათ ვინც მოწამლულ ჰაერს ყლაპავენ, ამაზე თანხმობა არ
მიუციათ. იგივენაირად, რროდესაც ემისიების უმეტესობაზე პასუხისმგებელი რამდენიმე
ქვეყანაა და მათი ქმედებებით სხვა ქვეყნები და მაშასადამე ადამიანები ზარალდებიან ,
უსამართლობას აქვს ადგილი.
2100 წლამდე გლობალურ დათბობას შეუძლია მილიონობით ადამიანის ცხოვრებას
შეუქმნას საფრთხე და კიდევ უამრავის სიცოცხლე ტანჯვად აქციოს. თუმცა , შორეულ
მომავალში, თუ მანამდე არაფერი მოვიმოქმედეთ, მომავალი თაობები უფრო დიდი
საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. შეგახსენებთ, რომ ჩვენ არანაკლები პასუხისმგებლობა
გვაქვს მომავალი თაობების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ჯერ არ
დაბადებულა, იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით ეს ადამიანები დაიბადებიან და
მოუწევთ ჩვენ შეცდომებზე აგონ პასუხი, მომავალი თაობის წარმომადგენლებზეც ისე უნდა
ვიფიქროთ და გავუფრთხილდეთ, თითქოს ისინი უკვე დაიბადნენ.
გასათვალისწინებელია, რომ გლობალური დათბობა კაცობრიობას, როგორც მინიმუმ
ძალიან ძვირი უჯდება. რეალურად ზოგისთვის გამოღვიძების მიზეზი სწორედ ეს არის .
ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ გლობალური
დათბობის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია კარგად დავფიქრდეთ მაშინ, როდესაც :

⦿ ვსარგებლობთ ტრანსპორტით;
⦿ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა დოზით მოვიხმართ წყალსა და
ელექტროენერგიას;
⦿ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა რაოდენობით ქაღალდს ვიყენებთ;
⦿ ვიყენებთ ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელს;
⦿ ვიყენებთ პოლიეთილენის პარკებს;
⦿ ვიყენებთ საწრუპებს;
⦿ სანაგვე ურნაში ვუშვებთ მრავალჯერადი მოხმარების ნივთებს;
⦿ თხოვების მაგივრად ვყიდულობთ ნივთს, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვჭირდება;
⦿ ვყრით გამოსადეგ საკვებს;
⦿ მივირთმევთ ხორცს;

სამწუხაროდ, ამ გრძელი სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა , ასევე


შეიძლება იმ მავნე ჩვევების აღმოფხვრაც, თუკი საკუთარ თავზე ვიმუშავებთ . ამისათვის კი
საჭიროა, რომ ყოველდღე შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია , ჩვენ
კი ბუნების შვილები ვართ.

მიუხედავად გლობალური დათბობის სიცხადისა, საზოგადოების ნაწილი არ აღიქვამს ამ


საკითხს სერიოზულად და თვლის, რომ გაზომვები არ არის საკმარისად ზუსტი , ზოგსაც
მიაჩნია, რომ ადამიანის წვლილი არ არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვერ დავადგენთ
რომელი ბუნებრივი მოვლენაა ამ დათბობაზე პასუხისმგებელი. ხალხის გარკვეული
ნაწილის არასერიოზული დამოკიდებულება კი შეგვიძლია მათ გულუბრყვილო რეალიზმს
მივაწეროთ. სწორედ მსგავს პიროვნებებზე მახსენდება სტივენ კოლბერტის ციტატა :
„ გლობალური დათბობა არ არის ნამდვილი, რადგან დღეს შემცივდა! მსოფლიო
შიმშილი კი დასრულდა, რადგან წეღან ვჭამე“.
არსებობს შეთქმულების თეორიები, რომლის მიხედვითაც არსებული მონაცემები
სიმართლეს არ შეესაბამება და ხელოვნურად არის შეცვლილი. ამაზე იმის თქმა
შეიძლება, რომ კლიმატურ მოვლენებს აკვირდებიან მთელი გალაქტიკის მასშტაბით ,
როგორც დედამიწიდა, ასევე კოსმოსიდან. ამიტომ, პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე
ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, ყოველ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში . თუ
რაიმე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ის აუცილებლად გამოაშკარავდება ადრე თუ
გვიან.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ გლობალური დათბობა საკმაოდ რეალურია და


მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ კლიმატის
ცვლილებაზე რეეაგირება არა მხოლოდ ჩვენი პლანეტის დაცვის ვალდებულებაა , არამედ
ყველასთვის უფრო უსაფრთხო მომავლის აშენების პერსპექტივაა .
გამოყენებული მასალა:
https://www.sustainability.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%AE
%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D
%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9A/

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%A7
%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

https://www.renovablesverdes.com/ka/consecuencias-del-calentamiento-global/

You might also like