You are on page 1of 2

დავალება N1

ცივ და სუსხიან ზამთარში გემრიელია და სასარგებლო ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.

კომპანია ,,ჟოლი’’ ქართულ ბაზარზე აწარმოებს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, რაც განაპირობებს მის
განსაკუთრებულ გემოს და ხარისხს. ,,ჟოლის’’ ჯემში შენარჩუნებულია ცოცხალი ჟოლოს გემო და ყველა
ვიტამინები, რომლებიც ამდენად სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის. ,,ჟოლის” პროდუქცია მზადდება
არტიზანული წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ თითეული პროდუქტი ხელით გადაირჩევა და მხოლოდ
საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტები ხვდებიან წარმოებაში.

,,ჟოლის’’ ჟოლოს ჯემის გარდა, შეგიძლიათ დააგემოვნოთ მურაბა, საწებელი, მარინადი, აჯიკა -
თითოეული დამზადებულია საუკეთესო ხარისხის ხილითა და ბოსტნეულით. პროდუქცია მზადდება
გლუტეინისა და კონსერვანტების გარეშე. 🍓

დავალება N2
გსმენია ციფრულ მარკეტინგზე?

ეს არის მარკეტინგის მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ახალი მომხმარებლების მოზიდვა და მისთვის


საინტერესო და სასურველი ინფორმაციის მიწოდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ციფრული რეკლამა, იმეილ
მარკეტინგი, ონლაინ ბროშურები ეს და კიდევ სხვა არის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებები
რომლითაც, შესაძლებელია სტრატეგიის შემუშავება და ინფორმაციის მიწოდება სამიზნე
აუდიტორიისათვის. გლობალური კომპანიები მასობრივად იყენებენ ციფრულ მარკეტინგს,
ამავდროულად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ეს არის საუკეთესო საშუალება, თავი წარმოადგინოს
ბაზარზე და იპოვოს თავისი მომხმარებელი.

მარტექსი არის ციფრული სააგენტო საქართველოში რომელიც შემდგარია მრავალპროფილური


პროფესიონალთა გუნდისგან. მარტექსმა უკვე წარმოადგინა თავი მრავალ წარმატებულ პროექტში. ჩვენი
დახმარებით თქვენ შეძლებთ ბიზნესის დიჯიტალიზაციას და თავს აღმოაჩენთ ციფრულ ბაზარზე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან უკუკავშირი (ფიდბექი), ამიტომაც სტრატეგიის შემუშავება
თქვენი მონაწილეობით ხდება. ციფრულ მარკეტინგი მოიცავს თქვენი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროს
და თქვენ მიერ წარმოებულ ნებისმიერ პროდუქტს.

წარმატებული ციფრული მარკეტინგი - წარმატებული ბიზნესის საწინდარია. მოგვმართეთ მარტექსის


ციფრული მარკეტინგის გუნდს და ჩვენ დაგემხარებით ბიზნესის დიჯიტალიზაციაში 🚀
დავალება N3
თანამედროვე სამყაროში აღარ არის აუცილებელი რეგულარული დეპარტამენტის და სპეციალისტის
არსებობა კომპანიაში, რადგან არსებობს აუთსორსინგის პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც მარტივად
შესაძლებელია სასურველი მაღალკვალიფიციური სერვისის მიღება სასურველი დროით. აუთსორსინგით
შესაძლებელოა გამოიყენო დრო მაქსიმალური პროდუქტიულობით და მიიღო სასურველი სერვისი
უმოკლეს დროში. ამით შესაძლებელია დაზოგოთ თანამშრომლის შერჩევასთან, დაქირავებასა და
შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები, ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები
(სამუშაო ადგილი, ტექნიკა და ა.შ.). ამავდროულად, ეს ხელს უწყობთ თქვენს კომპანიაში ახალი ცოდნის
და გამოცდილების შემოდინებას დამატებითი დანახარჯების გარეშე. 💰

ბუღალტრული აუთსორსინგის მეშვეობით შეძლებთ, რომ დაზოგოთ დრო და ფინანსური რესურსი,


რომელიც შეგიძლიათ შემდგომ გამოიყენოთ თქვენი კომპანიის განვითარებაში. ბუღალტრული
აუთსორსინგის განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც სჭირდება პერიოდული
ბუღალტრული სერვისები. ⏰

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია - ლოიალტე არის ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანია,


რომელიც დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის ფინანსურ მხარის მოგვარებაში.

You might also like