You are on page 1of 4

სტუდენტი: მარიამ სტეფნაძე ჯგ4

მესამე ვარიანტი

1. სპეციალიზირებული რესტორნების ძირითადი სახეები მომსახურების


სპეციფიკის მიხედვით
2. ობიექტის მდებარეობის და დიზაინის გავლენა საზოგადოებრივი კვების
ობიექტის კომერციულ წარმატებაზე
3. ჩაი, ყავა და ბარის უალკოჰოლო სასმელები. ამ პროდუქტებით ოპერირების
მნიშვნელობა კვების ობიექტის კომერციული საქმიანობისათვის

ina.vatsadze@tsu.ge

1. სპეციალიზირებული რესტორნების ძირითადი სახეები მომსახურების


სპეციფიკის მიხედვით
სპეციალიზირებული რესტორნების კატეგორიას მიეკუთვნებიან სწრაფი
მომსახურეობის რესტორნები, საოჯახო, თემატური, ნაციონალური სამზარეულო,
სხვადასხვა სახის პროდუქტების წარმოებაზე და სადილზე ორიწნტირებული
რესტორნები, ასევე სასტუმროს რესტორნებიც. მრავალი სასტუმრო დღეისთვის
წარმატებით იყენებს მასში არსებულ რესტორანს იმისთვის, რომ გაზარდოს
ნომრების გაყიდვები. სასტუმროები, რომლებიც მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ
სტუმრების მიღებას, ასევე მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ მათ კვებას და
დასვენებას. სასტუმრო კვებით უზრუნველყოფს სამზარეულოს ბუფეტებს და
ბარებს, ასევე ახლრციელებს საბანკეტო მომსახურებას და საერთო კვებას
არამარტო რესტორნაში, ბუფეტსა და ბარებში, არამედ სტუმრების ნომრებსა და
დასვენების ზონებში. ზოგიერთ სასტუმროში არის სრული მომსახურეობის
რესტორნები, სადაც მომხმარებელს ელოდება, როგორც გემრიელი საჭმელი, ასევე
შესანიშნავი გარემო. ძირითადად დიდ სასტუმროებში ორზე მეტი რესტორანია. ეს
არის სრული მომსახურეობის რესტორანი და ჩვეულებრივი რესტორანი. სრული
მომსახურეობის რესტორანი ორიწნტირებულია არამხოლოდ სტუმრის ღირსეულ
დახვედრაზე, არამედ ამასთან ერთად ვარედან მოსულ პუბლიკაზე, მათ
მომსახურეობაზე. ასეთი მაღალი კლასის რესტორნის წარამტებულობა
განისაზღვრება სწორედ ორგანიზებული სერვისით და კლიენტთა მოთხოვნების
შესაბამისი მომსახურეობის ხარისხით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ
მენჯმენტი ფლობდეს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას კლიენტთა შესახებ, რადგან
პერსონალმა გაითვალისწინოს სტუმრის ტრადიციები, რელიგიური ორიენტაცია,
კვებითი მოთხოვნილებები, კულრურული დონე და ა.შ.
ასევე სპეციალიზირებული რესტორნების კატეგორიას განეკუთვნება სწრაფი
მომსახურეობის რესტორნები. ეს რესტორნები სპეციალიზირებულია ერთი მთავარი
კერძოს წარმოებასა და მის გაყიდვაზე.ეს არის პიცის, წიწილის კერძების, სენდვიჩის,
ჰამბურგერის და ა.შ სწრაფი მომსახურეობის რესტორნები უმეტეს შემთხვევაში
ქსელურია. ისინი დღევანდელ დღეს კვების სფეროში ლიდერობენ თავიანთი
პროდუქციის გაყიდვების მიხედვით. ეს რესტორნები თავიანთ კლიენტს სთავაზობენ
შეზღუდულ მენიუს, რაც ხელს უწყობს მომსახურეობის სწრაფ პროცესს. ასევე
ნაციონალური სამზარეულოს რესტორნებიც მიეკუთვნება სპეციალიზირებულ
რესტორნების კატეგორიას. ეს რესტორნები კი ორიენტირებულნი არიან ეთნიკური
ჯგუფის ტრადიციულ კერძებზე.აი ასეთი რესტორნები აგრეატვე მიეკუთვნებიან
თემატურ დაწესებულებებს სადაც ცდილობენ შესაბამისი ეთნოსის ნაციონალური
კოლორიტისა და ტრადიციების გაცნობას სხვა ხალხისათვის.ასეთ რესტორნებს
მიეკუთვენბა, როგორც მცირე საოჯახო რესტორნები, ასევე დიდი ქსელური
დაწესებულებები მრავალ მილიონიანი ბრუნვით. სპეციალიზირებულ რეატორნათა
კატეგორიაში შესის აგრეთვე ერთი ეომელიმე მთავარი კერძის მიწოდებაზე
ორიწნტირებული რესტორნები. იაპონური სუშის რესტორანი, ქართული
ხინკლის,მწვადის,ქაბაბის და ა.შ რესტორნები.
კლუბები- თავის მხრივ წარმოადგენს კონცეფციას ადამიანთა ნებაყოფლობით
გაწრთიანების შესახებ.კლუბებს აქვს სპეციალური შეკრების ადგილები,კონკრეტული
თემები,კონკრეტული მისწრაფებები, რაც გულისხმობს მისი წევრების ერთობლივ
დასვენებასა და გართობას. კვებითი მომსახურება კლუბებში ორიწნტირებულია, რომ
მომხმარებელს შეექმნას მყუდრო და აიანურილი ატმოსფერო.კვებითი მომსახურეობა
იმართება მისი მესაკუთრის მიერ, რომელიც ხშირ შემთხვევაში კლუბის წევრს
წარმოადგენს.
ბარი-ასევე მიეკუთვენბა სპეციალიზირებულ საწარმოს, რომელიც მომხმარებელს
სთავაზობს სასმელს,ტკბილ კერძებს, საუზმეს, დესერტებს. ბარში შექმნილი
ატმოსფერო სტუმარს აძლებს საშუალებას დაისვენოს წყნარ და მისღვის სასურველი
მუსკისი მოსმენის საშუალებას.
გაყიდვები ავტოამტებიდან დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ აქტუალურიბას
იძენს. მართალია ავტომატების გამოყენება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან
დაიწყეს, მაგრამ ისინი დღევანდელ დღეს უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გახდა
კლიენტებისთვის. მანქანები ბევრ ისეთ საქმეა აკეთებენ, რაც წინათ ადამიანებისთვია
წარმოუდგენელი იყო. ამიტომ მომსახურწობის ეს ფორმა თანდათან ინერგება კვებით
სფეროში.

2. ობიექტის მდებარეობის და დიზაინის გავლენა საზოგადოებრივი კვების


ობიექტის კომერციულ წარმატებაზე

სურსათისა და სასმელის მენჯმენტში დიდი ყურადღება ექცევა რეატორნის


სამსახურიებრივი სივრცის სწორად განაწილებას, სადაც რესტორანი თავის
ფუნქციონალურ მომსახურეობას ახრიციელებს თავისი პერსონალით. სამუშაო
სივრცის დაგეგმარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ან პრირიქით ხელი შეუწყოს
შრომის ნაყოფიერების ზრდას. რესტორნის ყოველი ფინქციონალური ზონის სამუშაო
ადგილის ოპტიმალურად განსაზღვრისთვის საჭიროა განისაზღვროს ყველაფერი
თანმიმდევრობით. კომერციული წარმატებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი
კვების ობიექტის ადგილის სწორად შერჩევა.ამისთვის საჭიროა სამი ძირითადი
ფაქტორის გათვალისწინება: ქალაქის შერჩევა, ქალაქის ფარგელებიში რაიონის ან
გარკევული ადგილმდებარეობის შერჩევა, განსაზღვრული ადგილის დადგენა.ასევე
უნდა განისაზღვროს ქალაქის სავაჭრი რაიონის სიდიდე,მომსახლეობის რაოდენობა
და მისი ზრდის ტენდენცია რაიონში, მოსახლეობის საერთო მყიდველობითი უნარი
და მისი განაწილება სხვადასხვა ყიდვებზე, საერთო საცალი სავაჭრო პოტენციალი
სხვადასხვა სფეროში და კერძოდ საზოაგდოებრივ კვების ფეროში, კონკურენტთა
რაოდენობა და კონკრუენციის ზრდის მოსალოდნელობა. საზოგადოებრივი კვების
ობიექტის განსაზღვრულია დგილის შერჩევის დროს რეკომენდირებულია შემდგეგი
ფაქტორების გათვალისწინება: ადგილმდებაროების მახლობლად სატრანსპორტო
მოძრაობის საკამრისობა და პოტენციალი,ადგილმდებაორების უნარი, ავტომობილთა
სადგომი ფართობის საკმარისობა და ოარკინგის მოწყობის შესაძლებლობა,ადგილის
ღირებულება. კვების ობიექტის დიზაინისადმი მიდგომის დროს გათვალისწინებულ
უნდა იქნას შდეგი ფატორები, რომლებიც, როგორც კომერციულად წარამტებული
ობიექტების გამოცდილებით დასტირდება ხელს უწყიბენ რესტორანში სტუმართა
მოზიდვას. ობიექტის დიზაინის მიხედვით მომხმარებელი ადვილად არკვე ს თუ
ეოგორ გაუმასპინძლდებიან მას. მომხმარებელი აფასებს მთლიან ნაგებობას და მის
ცალკეულ ზონებს. შენობის განთავსებისთბია სპეციალური ვიზუალური ეფექტის
გამოყენება ადამიანს უყალიბებს განსაზღვრულ განწყობას. შენიბაში ასევე
გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც ვიზულაირი, ასევე ხმოვანი აღქმა. ანუ
შენობაში შეიძლება განსაზღვრულ დონემდე იტოს ხმაური აღქმული, მაგრამ თუ ეს
გადაჭარბებულია შეილება მომხმარებლისთვის იყოს გამაღიზიანებელი ამიტომ
სოეციალური არქიტექტურული ხერხების გამოყენებით შესაძლებელია ხმაურის
აემხირება და აკუსრიკის რეგულირება შენობაში.
ასევე მნიშვნელოვანია ყნოსვითი აღქმა შენობაში. რესტორენბის ახალი კონცეფცია
შეგნებულად იყენებს ამას შენობის დიზაინის დამიშავების დროს. ასეთ შემთხვევაში
საჭიროა განიავენის განსაკუთრებული რეჟიმის შექმნა იმისთვის, რომ სამზარეულში
წარმოქმნილმა სუნმა არ შეაწუყოს რესტორანში მუოფი სტუმარი. ასევე სტუმრის
კარგი განწყობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შენობის შიგნით ტენიანობის და
ტემპერატურის ოპტიმალურ დონეს. დღეისთვის ამ ყველაფრის რეგულირება ხდება
თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად ამისა პრაქრიკაში
დარბაზში შექმნილი ტემპრეატურილი რეჟიმი ხშირად მომხმარებლის
უკმაყოფილრბას იწვევს.

3. ჩაი, ყავა და ბარის უალკოჰოლო სასმელები. ამ პროდუქტებით ოპერირების


მნიშვნელობა კვების ობიექტის კომერციული საქმიანობისათვის

დღეისათვის სასმელები საზოგადოებრივი კვების ბიზნესში ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი მატერიალური კომპონენტია. გამოცდილების მიხედვით ამ სფეროში
აუცილებელია წარმატებისთვის სასმელების ოპერირების სწორი მენეჯმენტი. ჩაი,ყავა
და სხვა უალკოჰოლო სასმელები აქტუალურად გამოიყენება კვების ბიზნესში.
დღეისთვის ჩაი წარმოადგენს ისეთ პროდუქტს, რომელზეც დიდი მოთხოვნილება
თანდათანობით იზრდება. ჩაის ხარისხის უმნიშვნელივანესი მაჩვენებლებია ნაყენის
არომატი,ფერი, გემო და გამჭირვალობა. დღწისთვის მაოფლიო მოსახლეობა სამ
ტრილიონ ფინჯან ჩაის მოიხმარს. ამ სტატისტიკის შესაბამისად რესტორნები
აფართოებენ ჩაის ასორტიმენტს.
ყავა- მაოფლიო ბაზარზე ძირითადად სამი სახეობის ყავაა: ამერიკული აფრიკული და
აზიური. ამერიკული უმაღლესი სორტის ყავის სავაჭრო სახელებია: მოლუმბიური
არაბიკა, მექსიკური პრიმა ვოთში, ლევადო და სხვა. აზიური ყავის ასორტიმენტში
შედის: მოკო, ინდონეზიური არაბიკა, ვიეტნამური არაბიკა და სხვები. აფრიკული
ყავის სახეობებია: კენია არაბიკა, ეღიოპიური ხარარი და სხვა. ეს ყავები
განსაკუთრებულ არომატსა და მატონიზირებულ ზემოქმედებას ახდენენ
მომხამრებელზე.
ბარია უალკოჰოლო სასმელები- ამ ჯგუფში შედის გაზიანი წყალი, მინერალური
წყლები, ხილის წვენები, ხილის სასმელები, უალკოჰოლო კოქტეილები და სხვა.
გაზიანი წყალი ჩვეულებრივი სასმელი წყალია, რომელიც გაჯერებულია
ნახაიროჟანგის გაზით, ხოლო მინერალური წყლები შეილება იყოს ბუნებრივი და
ხელოვნური. ხელოვნური მინერალური წყლები მიიღება სასმელ წყალში
მწიტრალური ან მტუტე მარილების გახსნით წყალში და ნახაიროჟანგის გაჯერებით.
ბუნებრივი და ხელოვნური წყლები სავაჭრო ქსელში გამოდის ნახევარი და ლიტრიანი
ტევასობის ბოთლებით.
ხილის წვენები-ესენი შეიძლება იყოს ნატურალური, შაქრიანი, კუპაჟირებული,
დიაბწრიანებისყვის და სხვა.
კოქტეილები-არის ორი ან მეტი სხვადასხვა სასმელის ნარევი, რომელსაც ამზადებენ
ბარში.
ზემოთ ჩამოთვლილი ყვრლა პროდუქტი, რომლის რეალიზება ხდება კვების
ობიექტში დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი დარვირთვა ენიჭება.სასმელის
მენჯმენტის ფუნქცია დღევანდელ დღეს განიცდის საკამო ცვლილებებს, ხდება მათი
უფრო მეტად სრულყოფა და დახვეწა.

You might also like