You are on page 1of 10

ლექცია II.

დარგის ზრდაზე მოქმედი ძალები და ცვლილებები მასპინძლობის


ინდუსტრიაში Kkonspeqti moamzada turizmisa
da maspinZlobis kaTdris
asocirebulma profesorma: nana kacitaZem
შესავალი. მასპინძლობის ინდუსტრია, იმ სახით, როგორიც დღეს არის და იქნება
მომავალშიც, ძირითადი საბაზრო ძალების ურთიერთქმედების შედეგია. მოცემულ თავში
განვიხილავთ, ამ ძალებიდან ორ უმთავრესს:
 მომხმარებლის მოთხოვნას მასპინძლობის მომსახურებაზე;
 წარმოების საშუალებათა მიწოდებას.

 მომხმარებლის მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტორები მასპინძლობის


მომსახურებაზე
მოთხოვნის დაკმაყოფილება ეს არის ყველაზე ფუნდამეტური ფაქტორი მასპინძლობის
ინდუსტრიის განვითარებაში. მოთხოვნა დაკავშირებულია მომხმარებლებთან. შსაბამისად
მნიშვნელოვანია იმ გარემოებების შესწავლა, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებელის
მოთხოვნილებებზე. პირველი: საჭიროა გავიგოთ, თუ როგორია მოსახლეობის ასაკის
ცვლილების მოდელი; მეორე: გამოვარკვიოთ, როგორ ზემოქმედებს არნიშნული
მასპინძლობის პროდუქტების მოთხოვნაზე და ბოლოს განვიხილავთ ცვლილებების სხვა
მოდელებსაც, როგორიც არის, მაგალითად, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა
სამუშაო ძალის ზრდადი რაოდენობა, ოჯახის სტრუქტურის, შემოსავლის და დანახარჯის
მოდელის ცვლილება.
ამ ცვლილებების უკეთ გარკვევის გზა, არის დემოგრაფიული ცვლილებების
განხილვა. დემოგრაფია, არის საგანი მოსახლეობისთვის დამახასიათებელუი ობიექტური
თვისებების შესახებ, როგორიცაა მაგალითდ, ასაკი და შემოსავალი. დემოგრაფიული
მონაცემების განხილვისას, მნიშვნელოვანია ციფრების მიღმა მომხმარებლის დანახვა.
შსაბამისად განვიხილავთ, თუ რას ნიშნავენ დემოგრაფიული ცვლილებები ჩვენი
მომხმარებლის თვალსაზრისით.
მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობის ცვლილება. მოსახლეობის ცვლილების მასშტაბის
დასანახად კარგი მაგალითია თაობებში დემოგრაფიული აფეთქების შდეგების გარკვევა.

მე-20 საუკუნის დემოგრაფიული აფეთქების პერიოდში დაბადებულ ადამიანებად


ითვლებიან ისისნი, ვინც დაიბადნენ 1946-1964 წლებში. მეორე მსოფლიო ომმა განაპირობა
შობადობის დაბალი დონე. ომის შემდეგ ჯარში მომსახურე ადამიანები დაბრუნდნენ
სამშობლოში და დაიწყო მასობრივი ქორწინებები. გასაკვირი არაა, რომ 1946 და 1964 წლების
განმავლობაში, შობადობა გაიზარდა და ეს ბუმი სცდებოდა ყოველგვარ პროპორციას,
რომელიც ოდესმე გამოუცდია ჩრდილოეთ ამერიკას (აღნისნული გარემოება პირდაპირ
კავშირშია ჩვენს ქვეყანასთან, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი
რესპუბლიკისა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო ამ ომში) დემოგრაფიული აფეთქების
პერიოდში დაბადებულებს, როგორც თაობას, ჰქონდა უპრეცედენტო გავლენა ცხოვრების
ყველა ასპექტზე. დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული სოციალური
ცვლილებებით.ეს თაობა მოიხსენიება როგორც X თაობა და ეს კეისი არის კარგი
ისტორიული შემთხვევა, მასპინძლობის ინდუსტრიაზე თაობათ ცვლილებების ზეგავლენის
შეფასებისთვის. სწრაფი მომსახურების რესტორნების რაოდენობა(QSR), გაიზარდა
დემოგრაფიული აფეთქების პერიოდში დაბადებულების რიცხვთან ერთდ, მაშინ, როდესაც
ისინი იყვნენ ბავშვები და როცა მათ მშობლებს, ჯერ კიდევ ახალგაზრდებს, შეზღუდული
შემოსავალი ჰქონდათ და უხდებოდათ ეკონომიის გაწევა.
ბავშვების რაოდენობის ზრდა ხელს უწყობს ყურადღების გამახვილებას მომსახურებაზე,
რომელიც ორიენტირებულია ისეთ ოჯახებზე, სადაც ბავშვები იმყოფებიან. ასეთ
მომსახურებაში მოიაზრება სპეციალური ტარიფები, სასტუმრო და საოჯახო სერვისი, ასევე
ბავშვთა მომსახურება, სათამაშო ადგილები, სპეციალური თამაშები მენიუ რესტორნებში
მათთვის.
1950-იანი წლების შემდგომ პერიოდში, დემოგრაფიული აფეთქების თობას, ახალგაზრდულ
ასაკში უკვე ჰქონდა საკმარისი ფული იმისათვის, რომ ის თავისთვის დაეხარჯათ.
MCDonald`s, Buger Kingi და სხვა სწრაფი მომსახურების ოპერაციები, მათ გემოვნებასა და
შემოსავალს შეესაბამებოდა.
1960- წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში , როცა დემოგრაფიული აფეთქების
თაობა, გახდა ახალგაზრდა თაობა. Wendy`s-მა განავითარა მაღალი კლასის სწრაფი კვების
ოპერაციები, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო მათ ზომიერად მაღალ შემოსავალთან და
უკეთ დაეკმაყოფილებინა მათი გემოვნება.
1980-იანი წლების დასაწყისში, როცა დემოგრაფიული აფეთქების თაობა გახდა 30 წლის,
გამოჩნდა „gourmet hamburger” -ის რესტორანი, ასევე Fuddruckers და the Red Robin-ს
ქსელები, რომლებიც პასუხობდნენ დემოგრაფიული აფეთქების თაობის ზრდად შემოსავალს
და სურვილებს.
დემოგრაფიული აფეთქების თაობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია
საცხოვრებლების გაქირავებაზეც. პირველი Holidey inn აშენდა მაშინ, როცა დემოგარფიული
აფეთქების პერიოდის, ყველაზე ხნიერი ადამიანები 6 წლის იყვნენ. Holidey inn-მა დაიწყო
გზისპირა, ქსელური მომსახურება საქმიანი ტურისტებისთვის, მაგრამ ყველაზე დიდი
მოგება მიიღო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ოჯახური მოგზაურობის ზრდასთან ერთად,
სრულად დაიტვირთა საცხოვრებელი ოთახები. 1980-იანი წლების ბოლოს, მაშინ როცა
დემოგრაფიული აფეთექბის თაობამ მიაღწია საშუალო ასაკს, ყველა ტიპის საკუთრებამ
დაიწყო გაფართოება, რათა დაეკმაყოფილებინა გაზრდილი მოთხოვნა საცხოვრებელზე,
რომელსაც ძირითადად დემოგრაფიული აფეთქებისას დაბადებული თობა ქმნიდა. გარდა
ამისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საშუალო დონის საცხოვრებელზე (განთავსების
საშუალებაზე) მომსახურების ზრდა, რაღაც დოზით დაკავშირებულია დემოგრაფიული
აფეთქების თაობის არაფორმალობის მიმართ დამოკიდებულებასა და მათ ღირებულებებზე.
1970- ანი წლების შუა პერიოდში, დემოგარფიული აფეთქების თაობა მივიდა ოჯახის შექმნის
ასაკამდე. შობადობის რაოდენობის გაზრდა, რომელიც დაიწყო 1970-იანი წლების ბოლოს,
ახალი დემოგრაფიული აფეთქების ერთგვარი გამოძახილი იყო( შემდეგ წარმოიშვა Y თაობა).
როდესაც დემოგარფიული აფეთქების თაობამ მიაღწია ბავშვის გაჩენის ასაკს, შობადობამ
ზრდა დაიწყო. თუმცა, ეს ახალი აფეთქება იყო უფრო მცირე, რადგან ამ პერიოდის თაობამ
უპირატესობა მიანიჭა უფრო მცირერიცხოვან ოჯახებს, ვიდრე მათ მშობლებს ჰქონდათ.
დავუბრუნდეთ დემოგარფიული აფეთქების ძველ თაობას. ეს ჯგუფი მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ოჯახები მრავალი წევრისგან შედგებოდა, არამედ იმიტომაც,
რომ ისინი ცხოვრობდნენ იმ დროს, როცა მათი განკარგვადი შემოსავალი მაღალი იყო. ძველი
დემოგრაფიული აფეთქების თაობამ, გადაამეტა სხვა დემოგრაფიულ ჯგუფებს იმით, რომ
ისინი სახლის გარეთ ხარჯავდნენ ფულს კვებაზე, ტრანსპორტსა და გართობაზე. 2მომდევნო,
რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსალოდნელი იყო, რომ შემდგომ წლებში, როდესც ისინი
ასკში შევიდოდნენ, მათი ბიუჯეტი ორიენტირებული გახდებოდა ჯანმრთელობის დაცვაზე.
ეს მტკიცდება იმით, რომ 2000-2010 წლებში საგრძნობლად გაიზარდა დანახარჯი
ხანდაზმულთა ჯანმრთელობის ზრუნვაზე.
ამასთან დანახარჯები, სახლის გარეთ კვებაზე, მოსახლეობის რიცხოვნობის გარდა
იზრდება შემოსავლებისა და მოგზაურობისკენ მისწრაფების ზრდასთან ერთად. ოჯახები,
რომელშიც ცხოვრობენ ადამიანები 45-დან 54 წლამდე, გარეთ სადილობაზე ხარჯავენ უფრო
მეტს, ვიდრე ახალგაზრდები. საშუალო შემოსავლის მიუხედავად, ისინი ნაწილობრივად
მაინც უფრო ნაკლებს ხარჯავენ რესტორნებში.
მართალია, დემოგრაფიული აფეთქების თობა იკავებდა ცენტრალურ ადგილს სახლის გარეთ
კვებაზე მოთხოვნის ფორმირებაში, მაგრამ პარალელურად გამოჩნდა სხვა თაობაც, რომელის
მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. Y თაობამ, რომელიც დაიბადა 1976-1994
წლებში, 2001 წელს მიაღწია 17-დან 35- წლამდე ასაკს. 2010 წლისთვის, ეს თობა, სიდიდით
დაეწია დემოგრაფიული აფეთქების თაობას და იგივე ტენდენციები (მასპინძლობის
პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა) გაგრძელდება მომავალშიც.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკასი 30-დან 49 წლამდე ასაკის
ადამიანების რაოდენობა შემცირდა. ამან ზეგავლენა იქონია შრომის მოწოდებაზე, რომელიც
განიხილება ქვემოთ.
მრავალფეროვნება და კულტურული ცვლილებები. ჩვენ განვიხილოთ კიდევ სხვა ოთხი
ძირითადი სტრუქტურულ ცვლილებას, რომლებიც განსაზღვრავენ მასპინძლობის სერვისზე
მოთხოვნას XXI საუკუნეში. ეს არის: მოსახლეობის მრავალფეროვნების ზრდა, ქალების
დასაქმების წილი, ოჯახის ცვალებადი შემადგენლობა და შემოსავლის განაწილება.
მაშასადამე ვიკვლევთ, როგორი შეიძლება იყოს ამ ფაქტორების ზემოქმედება მასპინძლობის
ინდუსტრიაზე. ერთ-ერთი ამ ფაქტორებიდან, რომელიც აღრიცხავს ეთნიკური რესტორნების
წარმატებას, არის მაგალითად, ამერიკის მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნება. (ბოლო
პერიოდში, ეთნიკური კვების ობიექტების რაოდენობა და კომპეტენცია საგრძნობლად
გაიზარდა, განსაკუთრებით შედარებით მცირე ბაზარზე).
გარდა ეთნიკური მარვალფეროვნებისა, იცვლება სამუშაო ძალის შემადგენლობაც.
მაგალითად, უახლოეს წარსულში ქალმა, რესტორნების ბიზნესის კონკურენტი
სუბიექტიდან(დედა დიასახლისი), მის მომხმარებაზე გადაინაცვლა. ოჯახი, ორივე
მომსახურე პარტნიორით, მარტივად აწყობს ცხოვრებას განსხვავებული გზებით.
მოსახლეობის მრავალფეროვნების ზეგავლენა მასპინძლობის სფეროზე. შეერთებული
შტატების მოსახლეობის აღმწერი ბიუროს პროგნოზის მიხედვით აფრო-ამერიკელები,
აზიელები, მკვიდრი ამერიკელები და ესპანელების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და 2050
წლისათვის, ერთად შექმნიან შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობას. და
ადამიანის სასიცოცხლო ციკლზე უფრო მცირე პერიოდში, ამერიკელი არაესპანელი
თეთრკანიანები სრული უმრავლესობიდან უმცირესობაში გადაინაცვლებენ. ამის გარდა
აზიელი ამერიკელების საშუალო საოჯახო შემოსავალმა უკვე 2008 წლისათვის გაცილებით
მაღალი იყო ვიდრე არაესპანელი თეთრკანიანების საოჯახო შემოსავალი. მოსახლეობის
ეთნიკური შემადგენლობის ცვლილიება აისახა ეთნიკური საჭმელების პოპულარობაში,
რომელზეც შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა. გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამერიკელების
საყვარელი სამზარეულო, ჩინური, იტალიური ან მექსიკურია. მრავალფეროვნების გავლენის
კიდევ ერთი მაგალითია ჩრდილოეთ ამერიკაში კრებების და ვიზიტორების ბიუროების
არსებობა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან აფრო-ამერიკულ ჯგუფებზე. აღსანიშნავია
აფრო-ამერიკელების მიერ დაფინანსებული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა.
(მაგალითად, მუსიკალური ფესტივალი ნიუ-ორლეანში დააფინანსა Essence ჟურნალმა). ეს
ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მარავალფეროვანი ხდება
და ფირმებს მოუწევთ თავიანთი პროდუქციის და მომსახურების ფორმირება, სხვადასხვა
ეთნიკური ჯგუფების გემოვნების შესაბამისად.
ეთნიკური მრავალფეროვნება, არ არის ერთადერთი გზა, რომელიც გამოხატავს
მოსახლეობის შემადგენლობის ცვლილებას. დეოგრაფიული აფეთქების თაობის
თანდათანობითი დაბერება ნიშნავს, რომ ამერიკულ მოსახლეობაში მალე პენსიონერების
რაოდენობა გაიზრდება.
დემოგრაფიული მრავალფეროვნების განვითარების სხვა ფორმა აისახა ბოლო ორ თაობაში,
მას შემდეგ, რაც ქალის არსებობა და ფუნქციები, სამუშაო ძალაში შეიცვალა.

დასაქმებული ქალები. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, შეხედულებების ცვლილებამ


ქალებსა და ოჯახთან მიმართებაში, დიდი გავლენა იქონია მასპინძლობის ინდუსტრიაზე. ამ
საუკუნის ადრეულ პერიოდში, ქალის მუშაობა სახლის გარეთ, გამონაკლისს წარმოადგენდა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ქალების მხოლოდ მეოთხედზე ნაკლები შეადგენდა
სამუშაო ძალას.
მოსახლეობაში თანაფარდობის ძირითადი ცვლილება დროის საკმაოდ მცირე პერიოდში
მოხდა. ამან გამოიწვია შესამჩნევი ცვლილებები ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ბევრ
ასპექტში მასპინძლობის ინდუსტრიის ჩათვლით.
ოჯახის შემადგენლობის ცვლილებების ზეგავლენა. ოჯახის შემადგენლობაც ასევე სწრაფად
იცვლება. მოსახლეობის ამგვარი ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ
დაუქორწინებელი წყვილები, „სახლიდან გაფრენილი“ ახალგაზრდები და ისინი, რომლებსაც
არ სურთ, რომ ჰყავდეთ შვილები, ხარჯავენ უფრო მეტს, ვიდრე სხვა ოჯახები. ისინი
ხარჯავენ მეტს გარეთ კვებაში, ვიდრე შინ გაკეთებას დასჭირდებოდა. სწორედ აისინი არიან,
აგრეთვე ხშირი მოგზაურები
კიდევ ერთ ცვლილებას ოჯახის სტრუქტურაში, ქმნის მარტოხელა ადამიანების რაოდენობის
ზრდა. ადამიანები სულ უფრო გვიან ქორწინდებიან, რაც ზრდის მარტოხელა ოჯახების
წილს შინამეურნეობების საერთო რაოდენობაში. ამგვარი ცვლილებები გავლენას ახდენენ
ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე და ასევე ჩვევებზე. მარტოხელა მამაკაცები უფრო
ახალგაზრდები არიან. ეს მაშინ, როდესაც მარტო მცხოვრები ქალები ძირითადად მოხუცი
ქვრივები არიან, რაც მამაკაცებთან შედარებით, ქალების უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის
შედეგია. მამაკაცებს აქვთ უფრო მაღალი შემოსავალი და მათი დანახარჯი უფრო დიდია,
ვიდრე ქალის.

შემოსავლის განაწილების ცვლილება. უფრო მაღალი შემოსავალი, ნიშნავს გარეთ


სადილობის შესაძლებლობას. რაც უფრო მეტია ოჯახების განკარგვადი შემოსავალი, მით
უფრო ხშირად სადილობენ ამ ოჯახის წევრები, თუმცა სხვებიც კი, ვისაც ეკონომიკური
წინსვა აღარ აქვს, საერთო ჯამში, მაინც აგრძელებენ კვებით მომსახურების გამოყენებას.
გარეთ. ამასთან, გარეთ კვებას ზრდის დაძაბული ცხოვრებისეული განრიგიც.

სასტუმრო ბინების სეგმენტში და მოგზაურობაში, ეს აღნიშნული ორიენტირება არ


იქნებოდა სწორი, რადგან აქ უკვე ადგილი აქვს დისკრეციულ დანახარჯებს. დაბალი
შემოსავლის მქონე ოჯახების ზრდა, რომელიც განხილულია დარგის გამოცდილებაში,
გამოხატავს საშუალო ხარისხის რესტორნების მომხმარებლის რაოდენობის ზრდას. იგი
მოიცავს იმ ჯგუფს, რომელსაც ნაკლებად მიუწვდება ხელი ძვირადღირებულ
მოგზაურობაზე.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რომ ოჯახები, რომელთაც აქვთ შედარებით
მაღალი შემოსავალი, ხშირად წარმოადგენენ ორმაგი შემოსავლის მქონე ოჯახებს, სადაც
წყვილიდან ორივე მუშაობს. ასეთ ოჯახებზე დრომ მოახდინა დიდი ზეგავლენა, რითაც
შეიძლება აიხსნას მასპინძლობის მომსახურების პროდუქტების გაყიდვებში სწრაფი ზრდა,
როგორც საჭმელის შინ წაღებით, ასევე ჩვეულებრივი მომსახურებით, რომელიც სთავაზობს
სწრაფ გართობას და რელაქსაციას.
მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მოთხოვნაზე მოქმედი ყველა ფაქტორი, ვერ იქნება ისეთი
განსაკუთრებული როგორიც დემოგრაფიული მონაცემებია, რომელიც ჩვენ მიმოვიხილეთ.
ადამიანების განსხვავებული საქმიანობა, ინტერესები და შეხედულებები, რომელსაც
ხანდახან უწოდებენ ფსიქოპორტრეტს, ასევე ახდენს გავლენას კვებით მომსახურების
მოთხოვნაზე.
ჩვენ ვისაუბრეთ ოთხ დემოგრაფიულ ცვლილებაზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ
მოთხოვნაზე მასპინძლობის ინდუსტრიაში. ეს არის: მოსახლეობის ასაკობრივი
შემადგენლობის ცვლილება, ეთნიკური და კულტურული ცვლილებები, დასქმებული
ქალები,, (ქალის ფუნქციებისა და როლის ცვლიება საზოგადოების ცხოვრებაში); ოჯახების
შემადგენლობის ცვალილება და შემოსავალების ზეგავლენა.

 წარმოების საშუალებათა მიწოდება


 წარმოების ფაქტორები
(მიწა და საკვები პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი, ფასი, სამუშაო ძალა).

მიწა (ლიკაცია). მასპინძლობის ყველა სექმენტისთვის მნიშვნელოვანია მიწის


კატეგორია, რომელიც სულ უფრო შეზღუდული ხდება. გარემოს ზემოქმედებას თან ახლავს
ახალი ლოკაციების პოვნის სირთულეებიც. რადგანაც მასპინძლობის ფირმებს სჭირდებათ
მიწა, საკუთარი წარმოების განთავსებისთვის, მისი განსაზღვრული ტიპი გადამწყვეტი
ფაქტორია ამ ინდუსტრიისთვის. კარგი ადგილმდებარეობა, როგორიცაა მაგალითად, ხშირი
მოძრაობის ადგილები, ტერიტორიები მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილების
ირგვლივ, ან ადგილები, რომლებიც ასოცირდება ლამაზ ხედებთან, ამ კატეგორიაში შედიან.
ამგვარი ადგილები დღითიდღე უფრო დეფიციტური ხდება. საუკეთესო ადგილების
უმეტესობა, უკვე დაკავებულია. ის ფაქტორი, რამაც შეიძლება სხვა ადგილი მიმზიდველი
გახადოს, არის ცვლილებები სატრანსპორტო სისტემასა და ასევე მოსახლეობის
კონცენტრაციაში.ბოლო წლებში, შირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა რესტორნების ქსელი
შეიძინა სხვა რესტორნების ქსელმა, რათა მიეღო მისი ადგილმდებარეობა გაფართოების
მიზნით.

ადგილმდებარეობების დეფიციტის ზრდის მეორე მიზეზი არის გარე ფაქტორების


(რეგულაციები, ეკოლოგია, საზოგადოება) ზეწოლა. ადგილების დეფიციტი განსაკუთრებით
იგრძნობა ზღვის სანაპიროებსა და ადგილებში, რომლებიც ძირითდად ისეთ ზონას
მიეკუთვნებიან, სადაც შენობების, განსაკუთრებით კომერციული შენობების, აგება
შეზღუდულია სანახაობრივ ან ეკოლოგიურად მგრძნობიარე გარემოში. რესტორნები,
განსაკუთრებით სწრაფი კვების ობიექტები(QSR), მეტ წინააღმდეგობებს ხვდებიან ხმაურის,
ტრანსპორტის მოძრაობის, სუნის, გზისპირა ნარჩენების და ხალხმრავლობის გამო, რომელიც
ახლავს მსგავს საქმიანობას და ქმნის გარემოს დაცვის ახალ პრობლემებს.

საკვები პროდუქტები. ნედლი საკვები პროდუქტების ფასი, სეზონიდან სეზონამდე


იცვლება, მასზე გავლენას ახდენს ამინდი (გვალვა, სეტყვა და სხვა) ან სხვა მიზეზით
დროებითი დეფიციტი. ეს ცვლილებები გავლენას ახდენენ კვებით მომსახურების ყველა
კონკურენტ ფირმაზე. ნედლი საკვების ფასის ცვლილებები კვებით მომსახურების მენიუს
ფასის ცვლილებაში აისახება, ამასთან ძირითადი ცვლილება, რომელიც ეხება საკვების ფასს,
არის მიწოდების ჯაჭვის (Food Miles) შემცირება, ფერმერიდან მომხმარებლამდე, მიწოდების
კვანძების შემცირებით.

შრომა. ბოლო 10 წლის განმავლობაში იზრდება სამუშაო ძალის ზრდის საჭიროება და


გრძელვადიანი პროგნოზით კვლავაც მოსალოდნელია ამ ტენდენციის გაგრძელება. ამასთან
მოსალოდნელია ყველაზე დიდი ზრდა იმ სამსახურებზე, რომლებიც მოითხოვენ
განათლებას, რაც კარგის მომასწავებელია კოლეჯისა და უნივესიტეტის
კურსდამთავრებულთათვის. მასპინძლობის ინდუსტრიაში კარიერით დაინტერესებულები
შეიძლება წახალისდეს იმ ფაქტით, რომ მოთხოვნა მენეჯერებზე, ასევე მოთხოვნა ყველა
სამუშაოზე მომსახურების ინდუსტრიაში, სავარაუდოდ ყველაზე სწრაფად იზრდება და
მომავალშიც გაიზრდება. მაგრამ ამასთან, უნდა არინიშნოს, რომ სამუშაო ძალის დენადობა,
ამ ინდუსტრიაში კვლავ განსაკუთრებით მაღალია. კვლევები აჩვენებს, რომ კვებით
მომსახურების ყოფილი თანამშრომლების ასახელებენ ძირითადი მიზეზებს, რის გამოც
ტოვებენ სამუშაოს ესაა: დაბალი ანაზღაურება, სამუშაო განრიგი, უფრო სასიამოვნო
სამსახურის სურვილი, ძირითადი საქმიანობის გაგრძელება(რამდენად დასაქმებას
მასპინძლობასი განიხილავენ დამატებით ან დროებით საქმიანობად), დაწინაურების მეტი
შესაძლებლობების არსებობა, მეტი სარგებელის (წახალისებების) არსებობა
თანამშრომლებისთვის და სხვა.
პრობლემას, როგორ შეავსებს მასპინძლობის სფერო თავის სამუშაო ადგილებს? უკვე ბევრ
ბაზარზე, განსაკუთრებით იქ, სადაც ეკონომია დაფუძნებულია ტურიზმზე, დასაქმებულები
პასუხობენ ზრდად სარგებელს, ბონუსებს, ტრანსპორტირებას და სხვადასხვა შეთვაზებებს,
რათა წაახალისონ საათობრივი მომუშავეები იმისკენ, რომ ისინი მათ კომპანიაში დარჩნენ.
სასტუმროების ქსელი Maariott-ი აგრესიულად ორიენტირებულია ქალების
პოტენციურ დასაქმებაზე. კორპორაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა ქალების ნიჭის ჩართვა და
დაცვა, რადგან მომავალი ამაზეა დამოკიდებული.18 სამუშაო ძალის კიდევ ერთი წყარო
დასავლეთის ქვეყნებში ემიგრანტებია, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური.
არასრული სამუშაო დღით დასაქმებულები, რომლებიც ყოველთვის მნიშვნელოვან ძალას
წარმოადგენენ კვებით მომსახურებაში, ასევე დარჩებიან მნიშვნელოვან ძალად მომავალშიც.
ამერიკაში კვებით მომსახურებაში დასაქმებულთა დაახლოებით ნახევარი, მუშაობს
არასრული სამუშაო დღით. ხოლო სამუშაო ძალის 20% შადგენს სრული სამუშაო გრაფიკით
დასაქმებულები. არასრული სამუშაო დღით დასაქმებულებს ძირითადად შეადგენენ ის
ადამიანები, რომლებსაც სურთ მეტი დრო ჰქონდეთ სხვა საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად და მხოლოდ თავიანთი შემოსავლის შევსება უნდათ. ეს გარემოება,
დარგს სამუშაო ძალისთვის მასპინძლიბას მიმზიდველ სფეროდ ხდის.
სამუშაო ძალის მრავალფეროვნება. მრავალფეროვნების კომპონენტების ცნება მოიცავს
ეთნიკურ წარმოშობასა და დაბადების ადგილს, განათლებას და უნარ-ჩვევებს, შემოსავლის
დონეს, სქესს, ასაკს, შესაძლებლობს გამიჯვნას. ორგანიზაციებმა აღიარეს ამგვარი
მრავალფეროვნება და ცდილობენ მის რეგულირებას. მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად,
საჭირო ხდება განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტობა და დაფასება, ასევე იმ იმის
დანახვა, რომ მათ დარგის განვითარებაში წვლილის შეტანაც კი შეუძლიათ.

სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდის გავლენა. სასტუმროების მნიშვნელოვანი რაოდენობა,


სრულ მომსახურებას აწარმოებს და მათ აქვთ კვების სერვისის უზრუნველყოფის
ვალდებულებცა. მაგალითად, საკურორტო, მდიდრულ სერვისების და საქმიანი
შეხვედრების სასტუმროებს, განსაკუთრებით გაფართოებული სერვისები აქვს. შესაბამისად,
სასტუმროების ინდუსტრია ვერ გაექცევა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნას.
მასპინძლობის მრავალ ფირმაში იზრდება დასაქმებულთა ხელფასები, დმატებითი
პრემიებით და ბონუსებით, იმ მიზნით, რომ ფირმის საქმიანობა იყოს სტაბილური.
სამუშაო ძალის მიწოდებას მიზნობრივი ჯგუფებიც ახდენენ, ისეთები როგორიცაა,
მაგალითად, „მოუსვენარი პენსიონერები“. იმიგრანტები და არასრული სამუშაო დღით
დასაქმებულები, მასპინძლობაში სამუშაო ძალით უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენენ. ხელფასების ზრდასთან ერთად, ბევრი მწარმოებელი (განვითარებული
ეკონომიკის ქვეყნებში) იძულებული გახდა გაეზარდა საპენსიო პროგრამები და დაარსა
ისეთი მხარდამჭერი სერვისები, როგორიც არის მაგალითად, ოჯახური დასვენების
დაზღვევა. სამუშაო ადგილზე ზედამხედველობის გამოცდილებისა და წარმატებული
ადამიანებისთვის კარიერული წინსვლის შესაძლებლობის მიცემა. გამოცდილი და
განათლებული კადრის მოზიდვა და მათი შენარჩუნება, ადამიანური რესურსების
მენეჯმენტის ეფექტური გზაა.

You might also like