You are on page 1of 3

სტუდენტი: ნინო ხოკერაშვილი

თარიღი: 12.01.2023

ROYAL FLORAHOLLAND: ჰოლანდიური ყვავილების მიწოდების ჯაჭვი

დავალების კითხვები:

I ნაწილი (3 ქულა)

1.როგორ განვითარდა ჰოლანდიის მეყვავილეობის ინდუსტრია დროთა განმავლობაში?

პასუხი: ჰოლანდიის მეყვავილეობის ინდუსტრია დრო არ ყვეტდა ზრდას. 2001 წელს


ყვავილების, ფოთლების, მცენარეების ბოლქვების გლობალური ექსპორტი 8.5 მილიარდი
დოლარი შეადგინა, 2016 წელს კი მისმა ფასმა 21.8 მილიარდს მიაღწია. ინდუსტრიაში
ნიდერლანდები დომინირებს , თუმცა სხვა ქვეყნებმაც არ დააყოვნა საკუთარი ოპერაციების
დაწყება და საზღვაო გადაზიდვის დამატების შემდეგ ხარჯები შემცირდა 30–40%–ით,
ნახშირორჟანგი კი 80–90%–ით. დასაწყისში გაყიდვის ტრადიციული მეთოდი იყო
პროდუქტის აუქციონით გაყიდვა შემდეგ კი მომხმარებლებს საშუალება მიეცათ თავად
ენახათ და შემდეგ შეეძინათ პროდუქტი.

ნაწილი 2 (3 ქულა)

1. რა არის საფრთხეები Royal FloraHolland-ისა და ჰოლანდიის მეყვავილეობის


ინდუსტრიისთვის;
2–3 პასუხი: კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ფართომასშტაბიანი მწარმოებლები
სამხრეთ აფრიკასა და აფრიკაში, რომელსაც უპირატესობა ფასში აქვს. გადაზიდვის
სხვადასხვა გზების გაუმჯობესებამ შეამცირა მათი ხარჯები, რათა იაფად მოახერხონ
მათი პროდუქტის ევროპაში გავრცელება, რამაც მისცა მათ საშუალება პროდუქტის
ფასი შეემცირებინათ.

ნაწილი 3 (3 ქულა)

შეაფასეთ Royal FloraHolland უახლესი ინიციატივები, მათ შორის:

 პირველი ინიციატივა, GreenRail (მწვანე რკინიგზა)


პასუხი: GreenRail-ის მთავარი მიზანია შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა, გზის
ნაკლებად დატვირთვა, სატვირთო მანქანების მძღოლების დეფიციტის თავიდან
აცილება. ეს ინიციატივა ახალი პარტნიორების დანერგვას უწყობს ხელს, როგორიცაა
მესამე მხარის ლოჯისტიკა.
 GreenBarge;
პასუხი: GreenBarge კონცეფციით ჰგავს GreenRail-ს რადგან, ორივეს მიზანია
სატვირთო ტრანსპორტის ჩანაცვლება. Royal FloraHolland კი მიმართულია რკინიგზისა
და ბარგის მოცულობის ზრდით ფასის გაუმჯობესებისკენ. მათ ნამდვილად
სჭირდებოდათ მრეწველობის სექტორის პარტნიორების დახმარება რათა
უზრუნველყოთ პროექტები.
 HubWays;
პასუხი: ჰოლანდიის მეყვავილეობის სექტორში ლოჯისტიკური კოორდინაციის
გასაუმჯობესებლად HubWays შეიქმნა. იგი ფკუსირებულია ხარჯების შემცირებასა და
ინდუსტრიაში მდგრადობის ზრდაზე. მისი მეშვეობით ყველა პარტნიორ კომპანიას
მოუტანა სარგებელი, რათა მათ შეეძლოთ ინფორმაციის გაზიარებით დატვირთვის
მართვის ოპტიმიზაცია.
 CoolChain Management
პასუხი: მეოთხე ინიციატივის მიზანია გაზარდოს ყვავილების შენახვის ვადა 33–დან
41 დღემდე, რაც 20%–იან გაუმჯობესებას ნიშნავს. იგი უზრუნველყოფს ყვავილის
სიხალისის შენარჩუნებას და ანელებს გაფუჭების პროცესს. აღნიშნულმა ინიციატივამ
კომპანიას დამატებით 8 დღე მისცა სხვა პროექტებზე სამუშაოდ.

როგორ ფიქრობთ ისინი წარმატებას მიაღწევდნენ Royal FloraHolland-ში ლიდერობის


შენარჩუნებით?

პასუხი: Royal FloraHolland მზად არის დაკარგოს ბაზრის წილი მოქმედ ყვავილების
კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ მათი ფასების შემცირება. ჩამოთვლილი ოთხი
ინიციატივის მეშვეობით ვფიქრობ, კომპანია უსაფრთხოდ შეძლებს დაიკავოს ბაზრის
უმეტესი წილი, რადგან ისინი მუდამ ორიენტირებულები არიან მიწოდების ჯაჭვის
გაუმჯობესებაზე.

ნაწილი 4 (3 ქულა)

თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს Royal FloraHolland-ის ბაზრის და მიწოდების ჯაჭვის
განვითარების პერსპექტივები საერთაშორისო კონკურენციის გათვალისწინებით?

პასუხი: ვფიქრობ, ამჟამად მათ უნდა მიხედონ არსებული მომწოდებლების ქსელი


გაფართოებას. განხილვად ღირს, ჩართონ კონკურენტი მწარმოებლები თავიათ ქსელში, რაც
მნიშვნელოვნად გაზრდის მათ საბაზრო წილს.

შემდეგი ვარიანტია ყურადღება გაამახვილონ კონკურენტების უპირატესობებზე და მთლიანი


შესწავლის შემდეგ გაუმარტივდებათ დაადგინონ თუ რის მეშვეობით შეუძლიათ ახალი
ინოვაციის შეთავაზება მომხმარებლისთვის. იმისათვის, რომ საერთასორისო კონკურენციამ
გავლენა არ იქონიოს Royal FloraHolland-ის ბაზრის წილზე, აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის
გაუმჯობესება, ხარჯების შემცირება და რაც მთავარია ხარისხის შენარჩუნება და მეტად
დახვეწა რადგან, მომხმარებლისთვის მხოლოდ დაბალი ფასი არ არის უპირატესი. გარდა
ამისა, სხვადასხვა პროექტების, წახალისებების და სხვა მარკეტინგული გზების მეშვეობით
უნდა ეცადონ შეიძინონ ერთგული მომხმარებლები.

You might also like