You are on page 1of 4

1)დივერსიფიკაციის სტრატეგია მონათესავე დარგებში

პირველ შემთხვევაში მიმდინარეობს დარგში, რომელსაცა


თავის მხრივ გააჩნია სტრატეგიული შესაბამისობა, რომელიც
არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა
ფირმებს აქვს მსგავსი წარმოება, რაც იძლევა
შესაძლებლობას რომ რადაეცეს ერთი კომპანიის ცოდნა და
გამოცდილება მეორეს და სხვადასხვა წარმოება
გაერთიანდეს ერთიან სისტემად, წარმოების დანახარჯების
შემცირებისათვის. სტრატეგიული შესაბამისობა
დივერსიფიცირებული კომპანიის სამეურნეო პორტფელში
წარმატებულ კორპორატიულ ხელმძღვანელობასთან ქმნის
ეფექტს 2+2=5 და კონკურენტულ უპირატესობას. 1)წარმოების
უფრო დაბალი დანახარჯების. 2)მმართველობითი ნოუ-ჰაუს
ეფექტური გადაცემის. 3)საერთო სავაჭრო მარკის
გამოყენების შესაძლებლობის ხარჯზე. მონათესავე დარგებში
დივერსიფიკაციის გავრცელებულ გზებს მიეკუთვნება :
1)შესვლა დარგში დარგში, სადაც გასაღების
შესაძლებლობები და სარკელამო საქმიანობა შეიძლება
განხორციელდეს ერთობლივად. 2)მონათესავე
ტექნოლოგიების გამოყენება. 3)ნოუ-ჰაუს და გამოცდილების
გადაცემა ერთი საქმიანობიდან მეორეზე. 4)საფირმო
დასახელებისა და მომხმარებელთან რეპუტაციის გადაცემა
ახალ პროდუქტსა ან მომსახურებაზე. 5)ახალ დარგებში
ფირმების ყიდვა ძირითადი სახის საქმიანობის
მხარდასაჭერად.

2)დივერსიფიკაციის სტრატეგია არამონათესავე


დარგებში
კომპანიამ დივერსიფიკაციის განხორციელების დროს,
თავისი არჩევანი შეიძლება შეაჩეროს დარგზე, რომელთანაც
მას არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული შესაბამისობა.
დივერსიფიკაციისთვის შესაბამისი კანდიდატები
ჩვეულებრივ შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმებით: შეუძლია თუ
არა წარმოებას მიაღწიოს მოგების მოგების დაგეგმილ
მაჩვენებლებს და უზრუნველყოს კაპიტალდაბანდების
ამოღება. აუცილებელია თუ არა მნიშვნელოვანი
კაპიტალდაბანდების განხორციელება ძირითადი კაპიტალის,
საწარმოო ფონდების შეცვლისათვის, ან საბრუნავი
კაპიტალის შევსებისათვის. აქვს თუ არა წარმოებას ზრდის
მნიშვნელოვანი პოტენციალი. არის თუ არა კომპანია
იმდენად დიდი რომ გავლენა მოახდინოს დედა კომპანიაზე.
მოსალოდნელია თუ არა სირთულეები სახელმწიფო
ორგანოების მხრიდან, რომლებთაც ევალებათ გარემოს,
უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
მდგრადია თუ არა მოცემული დარგი მთავრობის პოლიტიკის
ცვლილებების მიმართ. ხშირად კომპანიები რომლებიც
ახორციელებენ დივერსიფიკაციას არამონათესავე დარგში,
ძალისხმევას არ იშურებენ ისეთ კომპანიების შესაძენად,
რომლებიც შესთავაზებენ სწრაფ ფინანსურ უკუგებას მათი
განსაკუთრებული მდგომარების გამო. დივერსიფიკაციას
არამონათესავე დარგებში აქვს შემდეგი დადებითი
მხარეები : ის რომ კომრეციული რისკი გადანაწილებულია
სხვადასხვა დარგებში, ფინანსური რესურსები შეიძლება იყოს
ინვესტირებული იმ დარგში, რომელსაც აქვს უფრო
მიმზიდველი პერსპექტივები რენტაბელობის თვალსაზრისით,
ასევე ის რომ კომპანიის მოგების შიგა ნორმა შესაბამისად
სტაბილიზდება რამდენადაც რთული პერიოდები ერთ
დარგში ნაწილობრივ შეიძლება კომპენსირდებოდეს მეორის
ხარჯზე.

3)ახალ დარგში შესვლის სტრატეგია


ახალ დაგრში შესვლა შეიძლება განხორციელდეს სამი ფორმით,
ესენია : შეერთება, საწარმოს ნულიდან წარმოქმნა ანკიდე
ერთობლივი საწარმოს შექმნა. მოდი განვიხილოთ სამივე, შეერთება,
ბაზარზე მოქმედი ფირმებისათვის ითვლება შედარებით
პოპულარულად და აქვს უპირატესობა იმისა რომ სწრაფად
დამკვიდრდეს მიზნობრივ ბაზარზე. დივერსიფიკაციის ეს ფორმა
საშუალებას აძლევს ფირმებს რომ დაძლიონ დარგში შესვლის ის
ბარიერები, როგორიცაა: ტექნოლოგიური ჩამორჩენის ლიკვიდაცია,
მომწოდებლებთან კავშირის დამყარება, წარმოების საჭირო
მოცულობის უზრუნველყოფა, რომ შესაძლებელი იყოს კონკურენციის
განხორციელება თვითღირებულების საშუალებით. რეკლამაში და
გასარების არხებში დიდი რაოდენობის დაბანდებები გასაღების
გარანტიის მიზნით. ახალი საწარმოს შექმნა ნულიდან -
დივერსიფიკაციის ეს ფორმა გულისხმობს ახალი საწარმოს შექმნას
არჩეულ დარგში დედა კომპანიის მმართველობის ქვეშ. ახლა ფირმამ
უნდა დაძლიოს არა მარტო დარგში შესვლის ბარიერები, არამედ უნდა
განახორციელოს ინვესტიციები საწარმოო სიმძლავრეებში,
ნედლეულის წარმოების გაფარტოებაში. გასარების არხების შექმნაში
და ასე შემდეგ. ახალი კომპანიის შექმნა ითვლება მიმზიდველად
შემდეგ შემთხვევებში : როცა ამისთვის არის საკმარისი დრო, ფირმა
კონკურენტები არ რეაგირებენ ახალი მონაწილეების ცდებზე
დაიკავონ ბაზრის წილი, ამ გზით ბაზარზე შესვლა არის უფრო იაფი,
ვიდრე ახალი კომპანიის ყიდვა, ფირმა უკვე ფლობს ეფექტური
ფუნქციონირების გამოცდილებას. ერთობლივი საწრმოს შემნა-
დივერსიფიკაციის ამ ფორმამ კომპანიას შეიძლება მოუტანოს შემდეგ
სამ შემთხვევაში მხოლოდ: Როცა ბიზნესი სარისკოა ან მისი
განხორციელება მარტო არაეკონომიურია, მოერე როცა ორი ან მეტი
დამოუკიდებელი ორგანიზაციის რესურსები ერთიანდება
წარმატებისათვის, და მესამე თუ ერთობლივი საწარმოები
ოპერირებენ უცხოური კაპიტალით.

4) გაყიდვისა და ბიზნესის ლიკვიდაციის სტრატეგია

დივერსიფიცირებულ კომპანიაშ მოფიქრებული სტრატეგიის დროსაც


შეიძლება შეიქმნას სიტუაცია როცა საწარმოების შეძენა არ იძლევა
სასურველ შედეგს. ხშირად შეუძლებელია სტრატეგიულ დაგეგმვასა
და რეალობასთან ნაწილობრივი ან სრული შეუსაბამობისაგან თავის
დაცვა. დარგის გრძელვადიანი გრძელვადიანი მიმზიდველობა
შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი საწარმო აღმოჩნდება საშუალოს
ქვედა დონეზე და იბადება ამით კითხვა ღირს თუ არა საერთოდ მისი
დატოვება კორპორაციის შემადგენლობაში თუ აუცილებელია მისი
ლიკვიდაცია. ხანდახან საწარმოები რომლებიც ითველბოდა
ხელსაყრელ შენაძენად შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო კომპანიის
კულტურასთან მიმართებაში. როცა კორპორაციის რომელიმე
მიმათულება კარგავს მიმზიდველობას მაშინ სასურევლია მისი
სასწრაფოდ თავიდან მოცილება ანუ გაყიდვა. როგორც წესი
სასურველია ამ დროს საწარმოსგან სასწრაფო თავის დაღწევა
რომლის ორი მეთოდი არსებობს : 1) დედა კომპანია შეიძლება
უბრალოდ გამოვიდეს ბიზნესიდან, როგორც ფინანსური ისევე
ადმინისტრაციული კუთხით. ან შეინარჩუნოს აქციების ნახევარი
ნაწილი ანკიდე მთლიანად გაყიდოს ისინი. 2)კორპორაციამ ასევე
შეიძლება მთლიანად გაყიდოს ბიზნესი. სტრატეგიული
ალტერნატივებს შორის ლიკვიდაცია წარმოადგენს ნაკლებად
სასიამოვნო და მტკივნეულ პროცესს. განსაკუთრების იმ
საწამოროებისათვის რომლებიც დაკავებული არიან მხოლოდ ერთი
ბიზნესით. მათთვის ლიკვიდაცია წარმოადგენს თავიანთი საქმიანობის
დასასრულს ფაქტობრივად, ხოლო მრავალდარგობრივი
კომპანიებისათვის ერთი-ერთი დარგის ლიკვიდაცია ნაკლებად
სავალალოა.

You might also like