You are on page 1of 10

THE HERSHEY COMPANY

შესავალი-ბაზარზე შემოსვლა
ტკბილეული რომ უმეტესობა ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამაზე მგონი
არ ვდავობთ. არც ის იქნება გასაკვირი, იმას თუ ვიტყვით, რომ თითქმის ყველას გაგვისინჯავს
ისეთი შოკოლადი, როგორიცაა, მაგალითად, M&Ms და მსგავსნი. დღეს სწორედ hershey co-ზე
ვისაუბრებთ. ესაა კომპანია, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობ და საყვარელ ტკბილეულს
მოიცავს.
კომპანიის და მისი დამაარსებლის, მილტონ ჰერშის, ისტორია ჯერ კიდევ მე_19 საუკუნის
ბოლოს იწყება. ჰერშის ბიზნეს კარიერას საუკეთესო სტარტი არ ჰქონია. 18 წლის მილტონმა 1876
წელს ფილადელფიაში საკუთარი ტკბილეულის მაღაზია გახსნა, მაგრამ ბიზნესმა არ გაამართლა
და მაღაზია მალევე დაიხურა. ამ დროს ჰერშიმ კარამელის დამზადება შეისწავლა. მისი
გაკეთებისას მილტონი რძეს იყენებდა, რაც ძალიან წარმატებული ტექნიკა გამოდგა.
ჰერშიმ კვლავ სცადა ტკბილეულის ბიზნესის წამოწყება ნიუ-იორკში, თუმცა ეს
მცდელობაც კრახით დასრულდა. ამის შემდეგ მილტონი საცხოვრებლად ლანკასტერში
გადავიდა, სადაც 1886 წელს კარამელის კომპანია დაარსა, ამჯერად მისი ეს წამოწყება
წარმატებული გამოდგა.
მილტონ ჰერშისთვის გარდამტეხი მომენტი იყო1893 წელს, როცა ჰერშიმ ჩიკაგოს
უნივარსალურ გამოფენაზე გერმანული, შოკოლადის დამამზადებელი, დანადგარი შეიძინა.
1894 წელს დაარსა ჰერშის შოკოლადის კომპანია და სხვადასხვა ტიპის შოკოლადის წარმოება
დაიწყო. ამ დროს მილტონს მოუწია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება- მან
საკუთარი კარამელის კომპანია მილიონ დოლარად გაყიდა და მთლიანად შოკოლადზე
გადაერთო. ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჰერშიმ კი განაცხადა, რომ
კარამელი უბრალოდ ახირება იყო, ხოლო შოკოლადი კი მუდმივი და უწყვეტი რამ.
დღევანდელი გადმოსახედიდან ჰერშიმ საუკეთეოს გზა აირჩია. იმ პერიოდში
შოკოლადის ინდუსტრია უკვე არსებობდა, ევროპაში იყვნენ დიდი კომპანიები, როგორებიცაა
Cadbury და Lindt. მაგრამ ამერიკაში ეს სფერო კარგად არ იყო ათვისებული. მილტონმა კარგად
შეაფასა შოკოლადის მზარდი მარკეტი, თან მას მილიონი დოლარი ჰქონდა საქმის
განვთარებისთვის. მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, მილტონი პერსონალურად ჩართული
იყო ყველა სამუშაოში, რითაც საკუთარი თანამშრომლების გული მოიგო. ჰერში და მისი
რამდენიმე გამორჩეული მუშა განუწყვეტლივ მუშაობდენენ ერთად, სანამ ინგრედიენტების
საუკეთესო ნარევი არ მიიღეს რძიანი შოკოლადის გასაკეთბლად.
ჰერშის რძიანი შოკოლადის ფილა წარმატების დასაწყისი იყო.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენ ვხვდებით მილტონის, როგორც კარგი
მენეჯერის მაგალითს. მას გათვიცნობიერებული ჰქონდა კარგი მენეჯმენტის მნიშვნელობა
კომპანიის ზრდის პროცესში. 1903 წელს ჰერშიმ მშობლიურ ქალაქში დაიწყო ქარხნის აშენება.
რაც უფრო ბედნიერია მუშა, მით უფრო პროდუქტულია ის. ჰერშიმ ყველაფერი სცადა რათა
თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობები შეექმნა. ეს ქალაქი საცხოვრებლად იაფი იყო
მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მილტონმა მუშებს განტვირთვისთვის გასართობი პარკი
აუშენა, რომელსაც შემდეგში ჰერშიპარკ ეწოდა. მალე პენსილვანიაში აშენებული ქარხა
მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო შოკოლადის მწარმოებლებს შორის. ჰერშის შოკოლადის ფილა
კიდევ უფრო პოპულარული ხდებოდა და კომპნიაც სწრაფ ზრდას განაგრძობდა.
მომგებიანი კონტრაქტები/შენაძენები
გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებსაც ჰერშის ლოგო აქვთ დიდი ასოებით დახატული,
ჰერშის შოკოლადის კომპანია ფლობს ასევე სხვა ლოგოს მატარებელ პროდუქციებსაც.
მაგ: 1963 წელს ჰერშის შუერთდა reese-ის კომპანია. ანუ ბოლო 58 წელია ის პროდუქტები,
რომლების reese’s ლოგოს ატარებენ, რეალურად ჰერშის კომპანიას ეკუთვნის.
1996 წელს მათ შეიძნეს ყველა ის ჩრდ. ამერიკის ტკბილეული-სასუსნავი პროდუქტები,
რომლებსაც კომპანიიდან სახელად - „leaf“ ფლობდა, რის შედეგადაც მათი ტკბილეულობების
ასორტიმენტს შეემატა ისეთი პროდუქტები, რომელთა ლოგოები საკმაოდ ცნობილი იყო. მაგ.
Heath bar, მისივე შოკოლადის სიროპი, jolly ranchers, whoppers, milk duds, zero, good n plenty და
payday bar.
2000ში მათ ცოტათი გადაუხვიეს ტკბილეულებს და შეიჭრნენ საღეჭი კევების ბიზნესში,
როცა მათ შეიძინეს bretsaver’s mints, ice breaker’s mints and bubble yum bubble gum პროდუუქტები.
2011ში მათ შეიძინეს brookside-კიდევ ერთი შოკოლადის მწარმოებელი.
2015ში მათ განახორციელეს ალბათ ყველაზე მოულოდნელი შეძენა krave jerky-ს სახით.
თუმცა ახლანდელი ინფორმაციის მიხედვით ისინი აპირებენ გაყიდონ ეს პროდუქტი, რადგან ის
კომპანიისგან მოითხოვს სხვა ტიპის მენეჯმენტს. მათ ურჩევნიათ მეტი ყურადღება მიაქციონ
2019ში შეძენილ ONE brand-ის healthy snack-ებისა და nutritional bar-ების პროდუქციას.
მენეჯმენტი
ჰერშის კომპანიას, რომელიც ფლობს მის სხვადასხვა განშტოებებს, რეალურად ქვია
hershey trust company. ის არის მოგებაზე ორიენტირებული, ე.წ. for profit ბანკი და ფლობს ჰერშის
შემდეგ ინსტიტუტებს:

 the Hershey’s chocolate co.


 Hershey entertainment and resorts co.
 Milton Hershey school
 The Hershey cemetery
Trust კომპანია იმართება 9 კაციანი ბორდით. ამ ბორდის წევრები ერთმანეთს შორის
ირჩევენ ადამიანებს რომლებიც შემდეგ ადგენენ მილტონის სკოლის ბორდს. ზოგი ამ არჩეული
ბორდის წევრებიდან მუშაობს შოკოლადის და entertainment-ის ბორდებშიც, რის გამოც ისინი
ცხადია იღებენ დამატებით ხელფასებს, რომელიც შეიძლება აღწევდეს ასობით ათასს
წელიწადში.
დივიდენდები, ქირა და interest-ი შოკოლადის კომპანიიდან, ჰერშის პარკიდან და
investment portfolio-დან მიდის trust-ში, სკოლის დაფინანსებისთვის. Trust კომპანია
აკონტროლებს აქციონერების ხმების 80%-ს შოკოლადის კომპანიაში. შემოსული ფულის დიდი
ნაწილი მიდის ქველმოქმედებაში- კერძოდ იმ 2000 მოსწავლის დაფინანსებაში, რომლების
მილტონის სკოლაში სწავლობენ, მაგრამ რადგან ფული აქვთ მათი tuition-ი აჭარბებს
ჰარვარდისასაც კი.
ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გარდა გასართობი პარკებისა და სკოლისა,
ჰერშის ფლობს ასვე პენსილვანიის შტატში, ჰერშის ქალაქში საკმაოდ დიდ სასაფლაოს, სადაც
ერთი საფლავის ყიდვა დაახლოებით 900-დან 1200მდე დოლარადაა შესაძლებელი.
მარკეტინგი
ჰერშეის აქვს მრავალფეროვანი სარეკლამო პრაქტიკა. იგი რეკლამირებას ახორციელებს
სატელევიზიო, საჟურნალო რეკლამებისა და ბილბორდების საშუალებით. ჰერშეისის მისიაა
შექმნას უგემრიელესი შოკოლადი, რომლითაც ყველას შეუძლია ისარგებლოს.
დღესასწაულისთვის ის სპეციალურ თემას ქმნის შოკოლადებისა და ტკბილეულისთვის.
ის ასევე დარწმუნებულია, რომ Hershey– ს პროდუქტები ყველგან წარმოდგენილია შესაფერისი
დღესასწაულის თემატიკით. (რეკლამა ჰელოუვინზე, ახალ წელზე)
https://www.youtube.com/watch?v=qf45EFryT28&t=17s
https://www.youtube.com/watch?v=g7Mnm7sTXeo
https://www.youtube.com/watch?v=fpP51j74Iyg
Hershey's– ის პირველი რეკლამა 1930 წელს გავიდა, სადაც ნაჩვენები იყო ჰერშის
შოკოლადის სიროფი, როგორც „ჯანმრთელობის საფეხური“, თუმცა ამის შემდეგ, კომპანიამ
პირველი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ძალიან ცოტა რეკლამა გააკეთა, თუმცა 1960
წლიდან მათ დაიწყეს თავის გაპიარებაში უფრო დიდი თანხების გამოყოფა და ეროვნული
სარეკლამო კამპანიების წამოწყება. აკეთებენ რეკლამებს, რომლებშიც აჩვენებენ, რომ ჰერშეის
შოკოლადი ბედნიერების გავრცელებას უწყობს ხელს, ასევე ცდილობდნენ, რომ რეკლამებში
ყურადღება გაემახვილებინათ, იმაზე რომ თავიანთი პროდუქტი არის ნატურალური და
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, რომელიც ბავშვებმა უნდა მიირთვან.
https://www.youtube.com/watch?time_continue=16&v=z0JWekEqFdM&feature=emb_logo
ჰერში იყენებს სოციალურ ქსელებს, როგორიცაა Facebook, Twitter, Instagram, Pinterest,
YouTube, რათა დაუკავშირდეს უფრო მეტ ხალხს. ამ პლათფორმებზე ძირითადად ვიზიტორებს
სთავაზობს მხიარულ იდეებს , რა შეიძლება გაკეთდეს Hershey- ს პროდუქტებით, ხოლო
ინფორმაციის გაზიარებისთვის იყენებს ვებსაიტს, სადაც შესაძლებელია ნახო მათი უფრო მეტი
პროდუქტი, რეცეპტი, ისტორია, ვიდეოები და სხვა.
ჰერშეისს აქვს ტურისტული ადგილი პენსილვანიაში და აშშ-ში, რომელსაც ჰერშეის
შოკოლადის სამყაროს უწოდებენ. ბავშვები და ოჯახები იქ მიდიან სასიამოვნო დროის
გასატარებლად. შეუძლიათ გაეცნონ შოკოლადის დამზადების პროცესს, დააგემოვნონ უფასო
ნიმუშები. ბავშვებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ტკბილეული და გახდნენ შოკოლადის
დამზადების პროცესის მონაწილე, ეს საშუალებაც უფრო მეტად იზიდავს და აინტერესებს
ხალხს მათ პროდუქტს.
როდესაც მარკეტინგზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ სლოგანების
მნიშვნელობაც კომპანიის წარმატებაში. ჰერშის სლოგანები და თაგლაინები გამოირჩევა ძალიან
დასამახსოვრებელი სპეციფიკით: არის მარტივი , და მომხმარებელს აჩვენებს, რომ ყველასთვის
ხელმისაწვდომ ფასად შესაძლებელია ხარისხიანი პროდუქტის შეძენა. ამ სლოგანებითა თუ
რეკლამებით კომპანია საზოგადოებას უქმნის განცდას, რომ შოკოლადის ყიდვით იქნებიან
ბედნიერები, იპოვნიან სიყვარულს და ა.შ. ასეთი სლოგანია, მაგალითად „a little something for
everyone”, „hello happy. Hello hershey’s” და ა.შ.
ფინანსები
ჰერშის დიდი პლუსი მის კონცეფციაში მდგომარეობს. მას შეუძლია ფული გამოუმუშავოს
ისე, რომ არ შეეშინდეს ტექნოლოგიის განვითარების. არ აქვს მნიშნელობა, მყიდველი
შოკოლადს მაღაზიაში იყიდის, თუ ამაზონიდან გამოიწერს-ჰერშის შემოსავალს ზარალი არ
ადგება.
გარდა ამ უპირატესობისა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეკონომიკური კრიზისის
დროს სხვა კომპანიები თუ სირთულეებს აწყდებიან თანხის აკუმულირების მხრივ, ჰერში და
ზოგადად მსგავსი სპეციფიკის კომპანიები პირიქით არიან, რადგან ეკონომიკური კრიზისის
დროს განსაკუთრებით, შოკოლადი ერთ-ერთ „ფუფუნებად“ რჩება.
გარდა იმისა, რომ US Candy market 2025 წლისთვის 19.6 მილიარდი დოლარი იქნება,
ვარაუდობენ, რომ ტკბილეულის ონლაინ გაყიდვა შემდეგი დეკადისთვის მკვეთრად
გაიზრდება, რაც, თავისთავად, ჰერშის ფინანსების პოტენციურ ზრდასაც პროგნოზირებს.
მას შემდეგ, რაც კომპანია IPO-ზე გავიდა, მისი აქციების ფასი გამუდმებით იზრდება:

Average Stock Price


180
160
140
120
100
80
60
40
20
0
1980 1985 1990 1995 2000 2005 2010 2015 2020 2025

ჰერშის ძირითადი შემოსავლის წყარო, არ გაგიკვირდებათ და თავად შოკოლადის


გაყიდვებია. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, 2020 წლის მონაცემებით, მისი მთლიანი შემოსავალი
დაახლოებით 8.15 მილიარდს შეადგენდა.
მისი ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტია reese’s და ამერიკის მასშტაბით კომპანიის
შემოსავალი ამ პროდუქტისგან დაახლოებით 1.9 მილიარდს შეადგენს!
იხილეთ ჩარტი პროდუქტების შემოსავლიანობის შესახებ:

გაყიდვები ამერიკაში

Reese's snack size chocolate candy


sugar-free chocolate candy non-chocolate chewy candy
მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული სირთულეებისა, ჰერშის წმინდა გაყიდვები 2-
დან 4%-მდე, ხოლო გამომუშავებული თანხა 6-დან 8%-მდე გაიზარდა 2020-ის განმავლობაში.
შემოსავალი 2005 წლიდან დღემდე:
წლიური შემოსავალი
9,000 მილიონი
8,000 მილიონი
7,000 მილიონი
6,000 მილიონი
5,000 მილიონი
4,000 მილიონი
3,000 მილიონი
2,000 მილიონი
1,000 მილიონი
მილიონი
2004 2006 2008 2010 2012 2014 2016 2018 2020 2022

პრობლემები, შეცდომები, მოგვარების გზები


კომპანია ჰერშიმ გამოიარა 1918 წლის გრიპის პანდემია, დიდი დეპრესია, ორი მსოფლიო
ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, დღეს კოვიდ პანდემიის დროს უწევს ოპერირება, თუმცა
ამ ყველაზე კრიზისულ მომენტებზე რთულ და დაძაბულ სიტუაციებშიც აღმოჩენილა და
წარმატების საუკუნოვანი გზის მიუხედავად დიდი შეცდომებიც დაუშვია.
Problems
არაანაზღაურებადი ზედმეტი სამუშაო საათები, ბავშვთა შრომის გამოყენება (2 მლნ
აფრიკელი ბავშვის შრომის ექსპლუატაცია ), იაფი მუშახელი, გაწყვეტილი ჯაჭვი და
კომუნიკაციის არ ქონა ტოპ-მენეჯმენტსა და საწარმოს შორის, დარღვეული შრომითი
რეგულაციები, თავისუფალი ვაჭრობის ცნების იგნორირება. ჰერში, ასევე არ ამბობს ვინ არიან
მისი კაკაოს/ნედლეულის მიმწოდებლები. ანუ გამჭვირვალობის პრინციპიც დარღვეული აქვს.

Technical Problems
ისეთ წარმატებულ კომპანიას რომელიც საუკენეზე მეტი ხნისაა ცუდი მენეჯმენტის გამო
ისეთი შეცდომები დაუშვია როგორებსაც დამწყებებიც აარიდებდნენ თავს.

1999 წელს კომპანიამ ახალი ERP სისტემა დანერგა, რომლის გამოცდილებაც არ ჰქონდათ.
ეს სისტემა ასწორებს ბიზნესის ყველა ასპექტს, ორგანიზაციას შეუძლია მრავალი მონაცამების
შეგროვება, შენახვა, მართვა და ინტერპრეტაცია. როდესაც მათ ეს სისტემა აირჩიეს ძალიან
გამოუცდელები იყვნენ და ვერ ერეოდნენ სირთულეებს. მართლაც სისტემის შემოტანვის
მომენტიდანვე ჰერშიმ ვერ შეძლო პიკის სეზონზე შეკვეთების შევსება. ამ ყველაფერმა
რათქმაუნდა კომპანიის რეპუტაცია შელახა, თუმცა ჰერშიმ კრიზისს სწრაფად უპასუხა მშვიდი
და პროფესიონალური მიდგომით, ვინაიდან გაანალიზა ახალი სისტემის ბენეფიტები. თუნდაც
ახლა კოვიდ პანდემიის დროს 92დან 98%მდე გაზარდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების
მაჩვენებლი.

2018 წლის დეკემბერში მცხობელებმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს ჰერშის ერთ-ერთ


ყველზე ცნობილ პროდუქტთან, “kiss” -თან დაკავშირებით. ისინი ამ შოკოლადს იყენებდნენ
თავიანთი საახალწლო ნამცხვრების გამოსაცხობად და აღმოაჩინეს, რომ შოკოლადებს ფორმა
ჰქონდათ დაკარგული. რამდენიმე მათგანი სოციალურ ქსელში გამოვიდა საჩივრით
კომპანიასთან. ამაზე ჰერშის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა შემდეგნაირი
განცხადება გააკეთა: „ჩვენ ვაფასებთ მომხმარებლის სიყვარულს ამ პროდუქტის მიმართ და
ასევე იმ გამოხმაურებას, რომელიც მომხმარებელმა მოგვცა. ჰერშის პროდუქტი ისე მშვენივრად
უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ჩვენი მომხმარებელი.“ ამის შემდეგ ჰერშის ოპერატიულმა
გუნდმა ყურადღებით დაათვალიერა შოკოლადს წარმოების სრული პროცესი და შეიტანა
რამდენიმე ცვლილება, რამაც პროდუქტის ვიზუალი გააუმჯობესა.

ჰერშის აქციები 2015 წელს 14%-ით დაეცა. ტკბილეულის გიგანტს შეუმცირდა


შემოსავალი და მოგება. ჰერშის აღმასრულებელმა და ფინანსურმა დირექტორმა ამ ფაქტს
უამრავი მოვლენა დაუკავშირეს და გარშემო ყველაფერი დაადანაშაულეს, როგორიცაა
ეკონომიკური ცვლილებები და ზოგადად ახალი გამოწვევები. რეალურად საქმე ის იყო, რომ ვერ
აყვნენ მომხმარებლების ქცევის ცვლილებას და შესაბამისად ვერ იფიქრეს იმაზე, თუ როგორ
შეიძლებოდა მათ შეცვლილ აღქმაზე რეაგირება. ამ პერიოდში მომხმარებლები მასიურად იყვნენ
იმ აზრით შეპყრობილები, რომ შოკოლადი მათ ჯანმრთელობას მნიშნელოვნად აზიანებდა და
შიშის ნიადაგზე ცდილობდნენ გადართულიყვნენ ჯანსაღ საკვებზე. სწორედ ამიტომ ისინი
შოკოლადს უბრალოდ აღარ ყიდულობდნენ. როდესაც ჰერშიმ ეს ყველაფერი გაანალიზა,
გადაწყვიტა განეხორციელებინა რამდენიმე ცვლილება. პირველ რიგში
დაიწყეს უფრო მარტივი, უფრო ნაცნობი ინგრედიენტების გამოყენება. მათ პროდუქტებში
გააქრეს ხელოვნური არომატი და ამასთან ერთად შეძლეს შეენარჩუნებინათ იგივე გემრიელი
გემო. თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად ვერ იქნებოდა ,რადგან მთავარი ის იყო, რომ ეს
ინფორმაცია მარტივი გზით მისულიყო მომხმარებლამდე. სწორედ ამიტომ პროდუქტებზე
დააყენეს QR კოდი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მყიდველებმა დაუყონებლივ
დაასკანერონ ის და მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ. ჰერში ასევე მიხვდა,
რომ მათი პროდუქტი უნდა გამხდარიყო მომხმარებლისთვის ბევრად ხელმისაწვდომი, ვიდრე
აქამდე იყო, ამიტომ გაადვილეს ნებისმიერი ციფრული მოწყობილობით პროდუქტის ყიდვის
შესაძლებლობა. ამაზონით შეძენა პოპულარული გახდა და ამან ჰერში ელექტრონული
კომერციის ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდად აქცია.

Management Problems-low labor standards


ამბობენ რომ კომპანიის ყველაზე დიდი აქტივი მისი თანამშრომლებია. თანამშრომლებზე
ზრუნვა, სტიმულირება, წახალისება, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და იმის შეხსენება, რომ
ისინი კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენენ -უმთავრესია. როგორც დასაწყისში
ვახსენეთ, ჰერში კარგი მენეჯერი იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ სწორედ მენეჯმენტის გამო
შეექმნა პრობლემა კომპანიას. კომპანიას არარეალისტური მოლოდინები ჰქონდა
თანამშრომლებისგან. აიძულებდა ზედმეტი სამუშაო საათების შესრულებას, რაც არაჯანსაღ
სამუშაო გარემოს ქმნიდა. არ იყო კომუნიკაცია სხვადასხვა რგოლებს შორის და შესაბამისად
უკუკავშირი (მაგ. კორპორაციას და საწარმოს შორის, შრომითი რესურსების დეპარტამენტსა და
საწარმოს შორის, ასევე გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებთან, კომპანიასა და
კონტრაქტორ ორგანიზაციას შორის და ა.შ.), მეტიც კომპანიის ტოპ მენეჯმენტი საერთოდ არ
ცნობდა საშუალო რგოლს. 2019 წელს ჰერშის არასწორი მენეჯმენტის გამო დიდი პრობლემები
შეექმნა, როგორც ჯარიმის, ასევე რეპუტაციის სახით.

დღესდღეობით კომპანია ცდილობს მუშახელის ელემენტარული ჰიგიენური ფაქტორების


დაკმაყოფილებას, მათთვის FLEXTIME პროგრამების შეთავაზებას, დამატებითი სამუშაო
საათების ანაზღაურებას. მაღალი აბსენტიზმის შესამცირებლად, ისინი მიმართავენ
MBO(management by objectives) და ცდილობენ თანამშრომლები ჩართონ კომპანიის
საქმიანობაში, გაუზარდონ მათ მოტივაცია ფსიქოლოგიური ფაქტორების ჩარევითაც. ფულადი
და სიტყვიერი წახალისების მეთოდების გამოყენება, თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის
დამყარება თანამშრომლებს სტიმულს აძლევს უკეთესად იმუშაონ. ფსიქოლოგიური და
ემოციური ფაქტორი -სასურველი სამუშაო გარემო, ხალხი, მენჯმენტი, მოსმენა, წახალისება
მათი როლის და შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობის ხაზგასმა ხშირად კომპენსაციაზე
მეტად მუშაობს.

Child Labor
კომპანია ჰერში უდიდესი ბრალდებების პირსპირ აღმოჩნდა ნესტლესა და მარსის
გიგანტებთან ერთად Child Labor ის გამო. 2001 წლიდან აქტიურად მიდის ბრძოლა ბავშვთა
შრომის მოსასპობად კოტ დიუვარსა და განაში, რომლებიც კაკაოს მსოფლიო ბაზრის 60%ს
აწარმოებენ. უბრალო გარიგება,რომელიც ჰარკინ–ენგელის პრტოკოლის სახელითაა
ცნობილი,ფედერალურ კანონად გადაიქცა, თუმცა მცდელობების და მიუხედავად ბავშვთა და
მიგრანტთა მძიმე ფორმით შრომის მაჩვენებელი 2009 წლიდან 2020 მდე 1.8მილიონიდან 2.1მდე
გაიზარდა. რატომ? ამაზე ვოშინგტონ პოსტი უდიდეს ბრალდებას დებს გიგნტების წინაშე – რომ
ისინი არ ცდილობენ. ბავშვთა შრომა ქვეყანაში სიღარიბის ძალიან დაბალი მაჩვენებლითაა
გამოწვეული, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები ძალიან ცოტა თანხას იხდიან კაკაოს
შესაძენად და უმცირესი ტარიფებით სარგებლობენ, სწორედ ამიტომ აფრიკელი
ფერმერები(საშუალო წლიური შემოსავალი 1700$) იძულებულები არიან თავიანთი შვილები
სკოლაში სიარულის ნაცვლად ფერმებში ამუშავონ დღიურ 85$ცენტად და დააყენონ მათი
ჯანმრთელობა საფრთხეში( ბავშვები ფაქტობრივად შიმშილობენ, გამოძიება იუწყება რომ არ
აქვთ დასაძინებელი პირობებები და სასმელი წყალი, ანაზღაურებას დაგვიანებით ან საერთოდ
ვერ იღებენ , ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა პესტიციდებთან და 20ფუტის სიმძიმის
ტომრების თრევა). ჰერშის მეთაურობით ბავშვთა შრომის უმძიმესი ფორმების
აღმოსაფხვრელად შეიქმნა მონიტორინგის მესამე მხარე როგორებიცაა Fairtrade, Utz and
Rainforest Alliance, რომლებიც დადიან ფერმებში,ამოწმებენ პირობებს და სერთიფიცირებას
უწევენ ნედლეულს. ჰერში ადრე ზუსტად ვერ ასახელებდა ვინ იყო მისი მომწოდებლები, თუმცა
მესამე მხარის შექმნით კომპანიამ დაიწყო თავისი გამჭირვალობის ჩვენება. კვლევებზე
დაყრდნობით Hershey 80% საქონელს ეთიკური სტანდარტების დაცვით ყიდულობს (მარსი კი
50%) და ეტიკეტირებასა და სერთიფიცირებას სხვებზე მეტად ითხოვს. იგი რეალური
ნაბიჯების გადასადგმელად ფერმერებს 10%ით მეტს უხდის ვიდრე ტკბილეულის მწარმოებელი
სხვა გიგანტები. შესაბამისად 2030 წლისთვის დასახული აქვს გეგმა, რომელიც ადგილობრივ
მთავრობასა და საერთაშორისო კომპანიების ჩართვას გულისხმობს, რომ ეს პრობლემა მინიმუმ
70%ით აღმოიფხვრას.

Hershey და რა განსხვავებები აქვს კონკურენტებთან მიმართებაში


მიუხედავად ზემოჩამოთვლილი პრობლემებისა, ჰერში მაინც ახერხებს მრავალ
კონკურენტს შორის თავის დამკვიდრებას.
მიუხედავად იმისა, რომ Hershey გლობალურ კომპანიად ითვლება, იგი ძირითადად
პროდუქტს აწარმოებს ჩრდილოეთ ამერიკაში და შესაბამისად შემოსავლების უდიდესი ნაწილი
ზუსტად აქედან მოდის.
Nestle-სგან განსხვავებით(რომელიც 190-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი), ჰერშის
პროდუქტების ნაწილი ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვის არაა, რაც ერთი მხრივ მისი ნაკლია,
თუმცა ამას ის პლუსი აქვს, რომ თუ სხვებს უწევთ, რომ პროდუქდები მოარგონ განსხვავებულ
ხალხს განსხვავებულ კონტინენტებზე, რაც რთულია და ბევრ უკმაყოფილო მომხმარებელს
ტოვებს, ჰერში კონცენტრირებულია უფრო ვიწრო არეალზე, აქედან გამომდინარე უფრო კარგად
იცნობს მის მომხმარებელს.
ჰერშის ურთიერთობას კონკურენტებთან საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ ერთი და
იმავე პროდუქტის მწარმოებელი ერთ ქვეყანაში ჰერშია, მეორეში ნესტლე. მაგალითად, kitkat.
მსგავსი შეთანხმება ჰერშის Cadbury-ს და rolo-ს წარმოებაზე ჩრდ.ამერიკაში, სხვა რეგიონებში
მათი მწარმოებელი კომპანიაა, შესაბამისად, mondelez international და nestle.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება კონკრენტებთან მიმართებაში წარმოების
მიმართულებაა. თუ ჰერშის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს აღებული და ამაზე
კონცენტრირებს, ნესტლე წყალს, ხოლო მარსი ძაღლის საჭმელს უშვებს. ერთი მხრივ, ეს
კონკურენტების უპირატესობად შეგვიძლია ჩავთვალოთ(კომპანიის გაფართოების ჭრილში),
ხოლო მეორე მხრივ ჰერშის პლუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან მომხმარებელში ეს
სანდოობის განცდას იწვევს.ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე პოპულარულ პროდუქტების
Hershey bar და Hershey kisses დიზაინმა 100+ წლის განმავლობაში მინიმალური ცვლილებებით ,
მისი პირვანდელი, ყველასათვის ცნობილი იერი არ დაკარგა, რამაც პროდუქტების გარდა
კომპანიასაც შეუნარჩუნა მისი პოპულარობა და ლეგენდარულობა. ჰერში მაქსიმალურად
ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებელი მაღალი ხარისხის პროდუქტით, მათ აზრს და
გემოვნებას კომპანია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ითვალისწინებს. ამიტომ ბევრი
კონკურენტისგან განსხვავებით, ჰერშის ძალიან ერთგული მომხმარებლები ჰყავს.

დღევანდელი მდგომარეობა
Covid 19
კოვიდ პანდემიამ ზოგიერთი ბიზნესი გაკოტრების პირას მიიყვანა, თუმცა ეს ყოველივე
სასუსნავების(snacks) ების ბიზნესს არ შეხებია რადგან მასზე მოთხოვნა 8%ით გაიზარდა.
გაიზარდა ჰერშის შემოსავალიც.
ჰერშის გაყიდვების ოფიცერი ფილ სტენლი ამბობს რომ კომპანიის ზრდის მიუხედავად
რამდენიმე დეპარტამენტს კოვიდ პანდემია უარყოფითად შეეხო. ბრენდმა დაკარგა გარკვული
ბიზნესები და ადგილი აეროპორტებს,თეატრებსა და მსგავს დაწესებულებებში. => 19.2% ით
შემცირება აჩვენა refreshment კატეგორიებში.
კოვიდის დროს ჰერშიმ კარგი გათვლები გააკეთა და მომხმარებელს შესთავაზა ახალი
უფრო მრავალფეროვნუ პროდუქცია რამაც ძალიან გაამართლა. საბოლოო ჯამში, ახალმა
პროდუქტებმა მას დაახლოებით 80 მილიონით გაუზარდა გაყიდვები.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ ეგონა , რომ ჰელოუინისა და super bowlისთვის
მზადება ადრე დაიწყებოდა, მან მაინც მოახერხა და მომხმარებლის ინტერესები 98%-ით
დააკმაყოფილა.
აგრეთვე, Hershey-მ სწრაფად გადადგა ნაბიჯები ელექტრონული კომერციისკენ. იგი უკვე
ამახვილებდა ყურადღებას ციფრულ განვითარებაზე სამომხმარებლო და საცალო არხების
მასშტაბით, თუმცა დღესდღეობით საქმე ეხება მომხმარებელთა ტენდენციების შესაბამისად
ბიზნესის წარმოებას. E-commerce მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დღესდღეობით
კომპანიისთვის შემოსავლის გენერირების საკითხში.
კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე 2020 წლის 13 მარტს Hershey-ის კომპანიამ გამოაცხადა
რომ დროებით დახურავს ჰერშის შოკოლადის სამყაროს პენსილვანიასა და ნიუ-იორკში.
მიუხედავად ამისა, Hershey-ში საოპერაციო გარემო ვითარდება და კომპანიის საქმიანობა
უმჯობესდება. საწარმოო ობიექტები და სადისტრიბუციო ცენტრები კვლავ განაგრძობენ
უსაფრთხოების ზომების გამოყენებას სურსათის უვნებლობის მიზნით. უსაფრთხების
პროტოკოლები მოიცავს: ნიღბების ტარებას, ფიზიკური დისტანციებისა და ტემპერატურის
შემოწმებას ყოველდღიურად, სამუშაო ჯგუფების გაზრდას თანამშრომლების უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ Hershey განსაკუთრებით ზრუნავს მისი
თანამშრომლების კეთილდღეობის საკითხებზე. კოვიდ პანდემიის სიტუაციაშიც ისინი
ცდილობენ მაქსიმალურად დაეხმარონ თანამშრომლებს და უზრუნველყონ მათი ფიზიკური,
ემოციური და ეკონომიკური კეთილდღეობა. დღესდღეობით კომპანიის პრიორიტეტად რჩება
მომხმარებლის სურვილებისა, საჭიროებების დაკმაყოფილება და ძირითადი ინიციატივების
წამოწევა, რომლებიც ხელს შეუწყობს Hershey-ს განვითარებას და ზრდას.
2019 წლის მონაცემებით,შემოსავლების მიხედვით, ჰერშის შოკოლადის ბაზარზე ასეთი
მდგომარეობა უკავია:

2019 წლის შემოსავლები(US$ billion)


18
12
6
0

სამომავლო გეგმები
1. წარმოების გასაფართოებლად Hershey აპირებს განახორციელოს 135 მილიონი
დოლარის ინვესტიცია ვირჯინიის შტატში (კონკრეტულად - Augusta county). კომპანია Stuarts
Draft– ში არსებულ ობიექტში წარმოების შესაძლებლობებს გაზრდის 90,000 კვადრატული
ფუტით და შექმნის 110 ახალ სამუშაო ადგილს. ვირჯინისს შტატში hershey 30 წელზე მეტია
ფუნქციონირებს და მოცემული დაწესებულება კომპანიის სიდიდით მეორე ქარხანაა
შეერთებულ შტატებში.
2. Hershey-სთვის მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის სრულყოფა და განვითარება,
რაც განაპირობებს მის უპირატესობას კონკურენტულ ბაზარზე. მიწოდების ჯაჭვი გულისხმობს
სწორი, ხარისხიანი პროდუქტის შექმნას და მათ მიწოდებას სწორ ადგილას საჭირო დროს.
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება. ამისთვის Hershey ორიენტირებულია
ინოვაციების შექმნასა და მათი სწორად წარმართვისკენ, რაც ხელს უწყობს როგორც
მომხმარებლის მოზიდვას, ისე კომპანიის ზრდას.
პანდემიიდან გამომდინარე კომპანია გეგმავს მიწოდების ჯაჭვის ახლიდან
ჩამოყალიბებას, რათა მოცემულ ბაზარზე ჯაჭვი საკმარისად გამძლე იყოს ახალი
მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
3. Sustainable cocoa - ეკოლოგიურად უსაფრთხო კაკაო, კაკაო რომელიც მზადდება
ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მოთხვნების შესაბამისად.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ sustainable cocoa. Hershey-
ს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს კაკაოს წარმოებაში მრავალი გამოწვევის მოგვარება.
გამოწვევები, როგორიცაა დაბალი შემოსავლები, სიღარიბე, ბავშვთა შრომა და გარემოს დაცვა.
Hershey-ს სტრატეგია Cocoa For Good გულისხმობს 2030 წლისთვის ნახევარი მილიარდი
დოლარის ჩადებას ბავშვების საზრდოობის, ახალგაზრდობის გაზრდის და ბუნებრივი
ეკოსისტემების შესანარჩუნებლად.

მიუხედავად გამოწვევებისა, დღესდღეობით კომპანია Hershey არის ჩრდილოეთ


ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი შოკოლადისა და შაქრის საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი
კომპანია, რომელიც მუდმივად ცდილობს რომ განვითარდეს და იყოს მომგებანი კონკურენტულ
ინდუსტრიაში.

You might also like