You are on page 1of 53

© ამირან ამბროლაძე

მათემატიკა და პოლიტიკა

ეროუს შეუძლებლობის თეორემა


• არჩევნები ყოველთვის
აქტუალური თემაა ჩვენს
ყვეყანაში (და არა მარტო
ჩვენს) და ბევრი კამათი
მიმდინარეობს იმაზე, თუ
რომელი საარჩევნო სისტემა
ჯობია.

• ამ ლექციაში მიმოვიხილავთ
სხვადასხვა საარჩევნო
სისტემას, გავაანალიზებთ
მათ ღირსება-ნაკლოვანებებს
მათემატიკურად და
შევეცდებით ვიპოვოთ
“უნაკლო” საარჩევნო
სისტემა.
ორტურიანი სისტემა
• დავიწყებთ
ორტურიანი
სისტემით, რომელიც
პოპულარულია
საქართველოში.

• წარმოიდგინოთ
საპრეზიდენტო
არჩევნები, რომელშიც
სამი კანდიდატი
მონაწილეობს:

A, B და C.
ორტურიანი სისტემა
• დავუშვათ მეორე
ტურში გავიდა

A და B

აქ კი გამარჯვებული
დარჩა

A
ორტურიანი სისტემა
• წარმოვიდგინოთ
ასევე, რომ ამ
ქვეყანაში იყო
ქალაქი, სადაც
გამარჯვებული
კანდიდატი ყველაზე
ნაკლებ სასურველი
ფიგურა იყო და რომ
ამ ქალაქში მას
არავინ მისცა ხმა.
• თურმე შესაძლებელია
ასეთი საოცარი რამ: A
კანდიდატს რომ
წინასაარჩევნო
პერიოდში უფრო
აქტიური საარჩევნო
კამპანია ჩაეტარებინა
ზუსტად ამ მოცემულ
ქალაქში და მისი
მაცხოვრებლები ყველა
თავის მხარეზე
გადაებირებინა, მაშინ
იგი ამ არჩევნებს
წააგებდა.
• (იგულისხმება, რომ
ქვეყნის დანარჩენი
მოსახლეობა
იგივენაირად მისცემდა
ხმას, როგორც ადრე.)

ასეთი უცნაური რამის


დაჯერება ცარიელ
სიტყვაზე შეუძლებელია.
ამიტომ ჩვენი სიტყვების
დასასაბუთებლად
მოვიყვანოთ შემდეგი
ცხრილი:
ამომრჩეველთა სიმპათიების
(პრეფერენციების) ცხრილი
• აქ პირველი სვეტი ნიშნავს,
რომ ქვეყანაში ცხოვრობს 7
ამომრჩეველი, რომელიც
თვლის, რომ A კანდიდატი
ჯობია B–ს და B ჯობია C–ს. 7 7 6
(ასეთი პატარა რიცხვი ავიღეთ
თხრობის სიმარტივისთვის.
უფრო რეალური სურათი რომ
A B C
მიიღოთ, გაამრავლეთ ყველა
ეს რიცხვი 100 000–ზე.) B C A
• ამ შეთანხმებით, ბოლო სვეტი
ნიშნავს, რომ 600 000 C A B
ადამიანისათვის C
კანდიდატი ჯობია A-ს და A
ჯობია B-ს.
ვინ გაიმარჯვებს I ტურში?

7 7 6
A B C
B C A
C A B
გაიმარჯვებენ A და B ვინ გაიმარჯვებს II ტურში?

7 7 6 7 7 6
A B C A B
B C A B A
C A B A B
გაიმარჯვებენ A და B გაიმარჯვებს A

7 7 6 7 7 6
A B C A B
B C A B A
C A B A B
A კანდიდატმა მოახერხა ორი ყველაზე
მტრული ამომრჩევლის გადაბირება
ახალი ცხრილი ძველი ცხრილი

9 5 6 7 7 6
A B C A B C
B C A B C A
C A B C A B
A კანდიდატმა მოახერხა ორი ყველაზე
მტრული ამომრჩევლის გადაბირება
ვინ გაიმარჯვებს I ტურში?

9 5 6
A B C
B C A
C A B
A კანდიდატმა მოახერხა ორი ყველაზე
მტრული ამომრჩევლის გადაბირება
გაიმარჯვებენ A და C ვინ გაიმარჯვებს II ტურში?

9 5 6 9 5 6
A B C A C
B C A C A
C A B C A
A კანდიდატმა მოახერხა ორი ყველაზე
მტრული ამომრჩევლის გადაბირება
გაიმარჯვებენ A და C გაიმარჯვებს C

9 5 6 9 5 6
A B C A C
B C A C A
C A B C A
საარჩევნო სისტემის ანომალია
• ასეთი მაგალითი
მთლიანად
ეწინააღმდეგება საღ
აზრს და სრული
უფლება გვაქვს
დავარქვათ:

საარჩევნო სისტემის
ანომალია.
საარჩევნო სისტემის ანომალია
• ამასთანავე გვინდა
ხაზგასმით ავღნიშნოთ,
რომ აქ საუბარი არ არის
არჩევნების სპეციალურად
გაყალბებაზე ან რაიმე სხვა
დარღვევაზე ადამიანების
მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ
ნაკლოვანებებზე, რომელიც
თვით საარჩევნო სისტემის
შინაგანი თვისებაა.

• განვიხილოთ კიდევ ერთი


მაგალითი ორტურიანი
საარჩევნო სისტემის
ანომალიისა:
2 ნაწილისაგან შემდგარი ქვეყანა

დასავლეთი აღმოსავლეთი
2 3 4 10 7 5
A B C A B C
B A A C C B
C C B B A A
• ვინ გაიმარჯვებდა არჩევნები ცალკე ქვეყნის დასავლეთ
და ცალკე აღმოსავლეთ ნაწილში რომ ჩატარებულიყო?
2 ნაწილისაგან შემდგარი ქვეყანა

დასავლეთი აღმოსავლეთი
2 3 4 10 7 5
B C A B
B B
C C B B A A
• პირველი ტურის შემდეგ გვექნებოდა ასეთი
სურათი. ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში?
დასავლეთი აღმოსავლეთი
2 3 4 10 7 5
B C A B
B B
C C B B A A
• ცალკე დასავლეთშიც და ცალკე
აღმოსავლეთშიც გაიმარჯვებდა B.
დასავლეთი აღმოსავლეთი
2 3 4 10 7 5
A B C A B C
B A A C C B
C C B B A A

• ვინ გაიმარჯვებს მთელ ქვეყანაში ერთად?


დასავლეთი აღმოსავლეთი
2 3 4 10 7 5
A B A B
B A A B
B B A A
• პირველი ტურის შემდეგ გვექნებოდა
ასეთი სურათი.
დასავლეთი აღმოსავლეთი
2 3 4 10 7 5
A B C A B C
B A A C C B
C C B B A A

• მთელ ქვეყანაში ერთად გაიმარჯვებს A.


• ასეთი ანომალიები
სრულიად გაუგებარი და
მიუღებელი იქნება
ამომრჩევლისთვის:
ჩემი ხმის მიცემით
შეიძლება დავაზიანო ჩემი
ფავორიტი?!

• ეს განსაკუთრებით იმ
ფონზე, თუ
გავითვალისწინებთ, რა
ბრძოლა დასჭირდათ
ადამიანებს საარჩევნო ხმის
მოსაპოვებლად.
• საარჩევნო ხმის
უფლებასთან
დაკავშირებით
საინტერესო იქნება
მცირე ისტორიული
მიმოხილვა. ვნახოთ

შემდეგი ვიდეო:

https://www.youtube.co
m/watch?v=P9VdyPbbzlI
საშუალო ამომრჩევლის თეორემა
• წინა ვიდეო მთავრდება
კითხვით: რატომ არ მიდიან
ადამიანები არჩევნებზე, თუ
მათ ამდენი იბრძოლეს
საარჩევნო უფლებისთვის?

• ერთ-ერთი მიზეზი, რასაც


ხშირად ასახელებენ
ადამიანები დასავლეთის
ქვეყნებში, არის ის, რომ ყველა
პარტიას დაახლოებით
ერთნაირი პროგრამა აქვს.

• თუ რატომ ემსგავსებიან
პარტიები ერთმანეთს, ამასაც
ხსნის მათემატიკა:
• საშუალო ამომრჩევლის
თეორემა:
იმარჯვებს ის პარტია, ვისი
პროგრამაც ყველაზე
ახლოს დგას საშუალო
ამომრჩევლის
გემოვნებასთან.

• ეს ნიშნავს, რომ ყველა


პარტია ცდილობს
მიუახლოვდეს ამ საშუალო
ამომრჩევლის გემოვნებას
და ამით უახლოვდებიან
ერთმანეთსაც.
• ამ მოსაზრების
დასასაბუთებლად
გამოიყენება თამაშთა
თეორიის მეთოდები
(გვექნება ერთი ლექცია
ამ კურსში თამაშთა
თეორიაზე). იდეის
გასაგებად ვნახოთ
შემდეგი ვიდეო
https://www.youtube.co
m/watch?v=cFt0k6n_HKc
საარჩევნო სისტემები
• დავუბრუნდეთ საარჩევნო
სისტემებს. ჩვენ
ვისაუბრეთ ორტურიან
სისტემაზე და მის
ანომალიებზე. აქ ჩნდება
ბუნებრივი კითხვა:
იქნებ მხოლოდ ამ სისტემას
ახასიათებს ასეთი
ანომალიები? ხომ არ
ჯობია, რაიმე სხვა სისტემა
გამოვიყენოთ?

• ამისათვის განვიხილოთ
სხვა ძირითადი საარჩევნო
სისტემებიც:
4 ძირითადი საარჩევნო სისტემა
• უბრალო უმრავლესობა:
არჩევნები ტარდება ერთ ტურად და რომელი კანდიდატიც
მიიღებს უმეტეს ხმას, ის გახდება პრეზიდენტი.

• ორტურიანი სისტემა:
ორი საუკეთესო კანდიდატი გადის მეორე ტურში და მათ
შორის ტარდება დამატებითი არჩევნები (ზემოთ
განხილული სისტემა).

• ‘დუელი’ ერთი–ერთზე:
გამარჯვებულია ის, ვისაც შეუძლია ერთი–ერთზე
არჩევნებში მოუგოს ყველა დანარჩენ კანდიდატს.

• კოეფიციენტების სისტემა:
ყოველი ამომრჩეველი უწერს კოეფიციენტებს (წინასწარ
განსაზღვრულს) საპრეზიდენტო კანდიდატებს.
• ამ სისტემებთან
დაკავშირებით ჩვენთვის
საინტერესოა შემდეგი
ფაქტი: აღმოჩნდა, რომ
არცერთი აქ
ჩამოთვლილი სისტემა
არ არის დაცული
ალოგიკური
შედეგისაგან.

• ქვემოთ ჩვენ მოვიყვანთ


ასეთი ალოგიკური
შედეგის თითო
მაგალითს ყოველი
სისტემისათვის.
• ამ მაგალითებში ჩვენ
ძირითადად
განვიხილავთ
შემთხვევას, როცა
არჩევნებში
მონაწილეობს სამი
კანდიდატი.

• თუ კანდიდატების
რაოდენობა მეტია,
მაშინ კიდევ უფრო
ადვილია ალოგიკურ
შედეგამდე მისვლა.
უბრალო უმრავლესობა
• უბრალო უმრავლესობის
მთავარი ნაკლია შემდეგი:
თუ კანდიდატთა რაოდენობა
დიდია, მაშინ შეიძლება
გაიმარჯვოს კანდიდატმა,
ვისაც მოსახლეობის მხოლოდ
მცირე ნაწილი უჭერს მხარს.

• ვთქვათ არჩევნებში
მონაწილეობს ოთხი
კანდიდატი, აქედან სამი
მხარს უჭერს ქვეყნის
დემოკრატიულ განვითარებს,
მეოთხე კი დიქტატურის
მომხრეა.
უბრალო უმრავლესობა
• დავუშვათ ამ მეოთხე
კანდიდატმა მიიღო ხმების 32
%, პირველმა სამმა კი
შესაბამისად, 27, 23 და 18 %
(ჯამში 68 %).
მაშინ 32 %-ით გაიმარჯვებს
მეოთხე კანდიდატი,
რომელიც დიქტატურის
მომხრეა, მიუხედავად იმისა,
რომ მოსახლეობის 68 %
დემოკრატიას უჭერს მხარს.

• თუ დემოკრატ კანდიდატთა
რაოდენობა უფრო დიდია, ეს
32 % შეიძლება კიდევ უფრო
შემცირდეს.
“დუელი” ერთი–ერთზე
• ვინ მოიგებდა ერთი–
1 1 1 ერთზე დუელში, A
თუ B?
A B C (დუელი ერთი
ერთზე ნიშნავს, რომ
B C A C გამოირიცხება
ცხრილიდან)
C A B
• ?
“დუელი” ერთი–ერთზე
• ვინ მოიგებდა ერთი–
1 1 1 ერთზე დუელში, A
თუ B?
A B C (დუელი ერთი
ერთზე ნიშნავს, რომ
B C A C გამოირიცხება
ცხრილიდან)
C A B
• მოიგებდა A.
• ვინ მოიგებდა ერთი–
1 1 1 ერთზე: B თუ C?

A B C

B C A

C A B
• ვინ მოიგებდა ერთი–
1 1 1 ერთზე: B თუ C?

A B C • B ერთი–ერთზე
მოუგებდა C-ს.
B C A
• ანუ, გვაქვს: A > B, B>C
C A B
1 1 1 • ვინ მოიგებდა ერთი–
ერთზე A თუ C?
A B C

B C A

C A B
1 1 1 • ვინ მოიგებდა ერთი–
ერთზე A თუ C?
A B C
• C მოუგებდა A–ს.
B C A

C A B
1 1 1 • A > B, B>C, C>A
• ანუ, ეს
A B C სისტემა
ყოველთვის
B C A
ვერ ავლენს
C A B საუკეთესო
კანდიდატს.
1 1 1 • A > B, B>C, C>A

• ეს სიტუაცია
შეიძლება ბოროტად
A B C გამოიყენოს
საარჩევნო კომისიამ.
თუ, ვთქვათ,
B C A ირჩევენ დირექტორს
და კომისიას უნდა,
რომ, მაგალითად, A
C A B იყოს
გამარჯვებული:
1 1 1 • A > B, B>C, C>A

• ჯერ შეიძლება
კითხოს
A B C ამომრჩევლებს, ვინ
ურჩევნია, B თუ C.
ამომრჩევლები
B C A აირჩევენ B-ს. ამის
შემდეგ კომისია
კითხავს
C A B ამომრჩევლებს, ვინ
ურჩევნია A და B-ს
შორის. აირჩევენ A-ს.
• A > B, B>C, C>A
1 1 1
• ცოტა ვინმე თუ
მიხვდება აქ ეშმაკობას.
A B C ცხრილი არ არის ხოლმე
ასეთი მარტივი, ოღონდ
უტოლობები
A > B, B>C, C>A
B C A შეიძლება მაინც
სრულდებოდეს.

C A B • ასეთი ეშმაკობით
კომისიას შეუძლია
ნებისმიერი კანდიდატი
გახადოს დირექტორი.
კოეფიციენტების სისტემა
ვარიანტი 1 ვარიანტი 2 ვარიანტი 3 2 3 4

3 3 3 A A B

1 2 2.5 B C C

0 0 0 C B A

• ვინ მოიგებს პირველი ვარიანტით? მეორე


ვარიანტით? მესამე ვარიანტით?
ვარიანტი 1 ვარიანტი 2 ვარიანტი 3 2 3 4

3 3 3 A A B

1 2 2.5 B C C

0 0 0 C B A

• პირველი ვარიანტით მოიგებს A, მეორე


ვარიანტით მოიგებს B, მესამე ვარიანტით C.
• ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი
საარჩევნო სისტემისთვის ჩვენ
მოვიყვანეთ თითო მაგალითი
თუ რა ალოგიკურ
რეზულტატებამდე შეიძლება
მიგვიყვანონ ამ სისტემებმა.

• ბუნებრივად ჩნდება კითხვა:


იქნებ უარი ვთქვათ ამ
სისტემებზე და მოვიფიქროთ
ისეთი ახალი საარჩევნო
სისტემა, რომელიც
თავისუფალი იქნება მსგავსი
ანომალიებისაგან.
• ამ კითხვაზე პასუხს
გვაძლევს შემდეგი
თეორემა, რომელიც
ეკუთვნის კენეტ
ეროუს.

• Kenneth Arrow,
ამერიკელი
ეკონომისტი, ნობელის
პრემიის ლაურიატი
(მიიღო 1972 წელს).
ეროუს შეუძლებლობის თეორემა
• თეორემა
(ეროუს
შეუძლებლობის
თეორემა):

შეუძლებელია
საარჩევნო სისტემის
შექმნა, რომელიც
გამორიცხავდა
ალოგიკურ
რეზულტატს.
ეროუს შეუძლებლობის თეორემა
• ჩვენ აქ არ მიგვიცია
ზუსტი მათემატიკური
განსაზღვრება, თუ რა
არის ალოგიკური
რეზულტატი.
არსებითად ეს არის
ყველა ის
პარადოქსული
შედეგი, რაც ზემოთ
მოყვანილ
მაგალითებში
აღვწერეთ.
• ასეთ პესიმისტურ ნოტაზე
რომ არ დავამთავროთ ჩვენი
მიმოხილვა, მოვიყვანთ კიდევ
უფრო პესიმისტურ
მაგალითს:

• აღმოჩნდა, რომ ზემოთ


აღწერილი თითოეული
საარჩევნო სისტემა არა
მხოლოდ თავად შეიცავს
რაღაც ანომალიას ამ სისტემის
შიგნით, არამედ ამ
სისტემებმა შეიძლება სულ
სხვადასხვა რეზულტატამდე
მიგვიყვანოს ერთდაიგივე
არჩევნებში.
4 სისტემა სხვადასხვა რეზულტატით
კოეფიცი 1 3 2 1 1 3
ენტები
3 A A B C C D

2 B C C B D B

1 C B D D A C

0 D D A A B A

• ვინ მოიგებს არჩევნებს?


კოეფიცი 1 3 2 1 1 3
ენტები
3 A A B C C D

2 B C C B D B

1 C B D D A C

0 D D A A B A

• A-ს აქვს უბრალო უმრავლესობა (შეამოწმეთ). B მოუგებდა ერთი–


ერთზე ‘დუელს’ ნებისმიერ სხვა კანდიდატს. C გახდებოდა
პრეზიდენტი კოეფიციენტების სისტემით. D იქნებობა ორტურიანი
სისტემის გამარჯვებული.

You might also like