You are on page 1of 7

ალბათობის თეორია (ნაწილი I), ბროუნის მოძრაობა

1. ვაგორებთ ორ კამათელს. რა არის შანსი, რომ წყვილი (ორი


ერთნაირი რიცხვი) მოვა?
პასუხი: 1/6

2. თქვენ და თქვენი მეგობარი აგორებთ თითო კამათელს. რა შანსია,


რომ თქვენს კამათელზე უფრო დიდი რიცხვი დაჯდება, ვიდრე თქვენი
მეგობრისაზე?
პასუხი: ჯერ გამოვრიცხავთ 6 ვარიანტს (წყვილები). დარჩენილი 30
ვარიანტიდან 15 იქნება მეტის მოსვლის ვა რიანტი, დანარჩენი 15 ნაკლების
მოსვლის ვარიანტი. შესაბამისად ალბათობაა 15/36

3. ვაგორებთ ორ კამათელს. რისი შანსი უფრო მეტია, რომ ჯამში მოვა 7


თუ 8 ?
პასუხი: 7-ის მოსვლის ალბათობათა სივრცე - (1;6), (6; 1), (2;5), (5;2), (3;4),
(4;3) – 6/36
8-ის მოსვლის ალბათობათა სივრცე - (2;6), (6;2), (3;5), (5;3), (4;4) –
5/36
აქედან გამომდინარე 7-ის მოსვლის ალბათობა აღემატება 8-ის
მოსვლის ალბათობას.

4. თქვენ სამჯერ ააგდეთ მონეტა. რისი შანსი უფრო მეტია რომ მოვა:
ა) რეშკა, რეშკა, არიოლი (ამ თანმიმდევრობით) თუ რეშკა, რეშკა,
რეშკა?
ბ) ორი რეშკა და ერთი არიოლი (რაღაც თანმიმდევრობით) თუ სამი
რეშკა?
რას უდრის თითოეული ამ შედეგის დადგომის ალბათობა?
პასუხი: ა) ალბათობათა სივრცე შედგება 8 ელემენტისგან. (2*2*2 გვაქვს სამი
პოზიცია და ორი ვარიანტი _ 23=8). (რ; რ; ა)-ის მოსვლის ალბათობა ამ
თანმიმდევრობით არის 1/8, ხოლო (რ; რ; რ)-ისიც 1/8. შესაბამისად მათი
მოსვლის ალბათობები ტოლია.
ბ) 2 რეშკისა და 1 არიოლის მოსვლის ალბათობათა სივრცეა: ((რ; რ;
ა), (ა; რ; რ;), (რ; ა; რ)), ალბათობა კი 3/8, ხოლო 3 რეშკის მოსვლის
ალბათობაა 1/8 - (რ; რ; რ). შესაბამისად ორი რეშკისა და ერთი არიოლის
(რაღაც თანმიმდევრობით) მოსვლის ალბათობა მეტია სამი რეშკის მოსვლის
ალბათობაზე.

5. ერთმა მოყვარულმა მათემატიკოსმა ბლეზ პასკალს შემდეგი ამოცანა


დაუსვა: ორი მოთამაშე თამაშობს პარტიების სერიას. მოთამაშეები
თანაბარი ძალისანი არიან (ყოველ პარტიაში შანსები თანაბარია).
ჩამოდებული თანხა მიაქვს იმ მოთამაშეს, ვინც დააგროვებს სამ
ქულას. რაღაც მიზეზით თამაში შეწყდა იმ მომენტში, როცა ანგარიში
იყო 2:1 პირველი მოთამაშის სასარგებლოდ. როგორ უნდა გაიყონ
მოთამაშეებმა თანხა? პასკალი ფიქრობდა, რომ თანხა უნდა გაიყოს
პროპორციით 3:1, პირველი მოთამაშის სასარგებლოდ. თქვენ
როგორ თვლით? (მითითება: მათ ითამაშონ კიდევ ორი პარტია)
პასუხი: I ამოხნსა: გამარჯვებულის გამოსავლენად საჭიროა შედგეს 2 თამაში.
დამატებითი 2 თამაშის შემთხვევაში ალბათობათა სივრცე მიიღებს ამ სახეს: (+;
+), (+; -), (-; +), (-; -). ამ შემთხვევაში + აღნიშნავს პირველი მოთამაშის
მოგებას, ხოლო - მის წაგებას. ამ 4 სავარაუდო შედეგიდან პირველს აწყობს
პირველი სამი შედეგი, ხოლო მეორეს მხოლოდ ბოლო, რადგან მას
გასამარჯვებლად სჭირდება ზედიზედ 2 მოგება. შესაბამისად მოთამაშეების
მოგების ალბათობა გადანაწილდება შემდეგნაირად: 3:1. ამგვარად პასკალის
განაწილების სისტემა სამართლიანია.
II ამოხსნა: მეორეს მოსაგებად სჭირდება ორი მოგება ზედიზედ. პირველად
მოგების ალბათობაა 1/2, მსგავსია მეორედ მოგების ალბათობაც. ანუ
მთლიანად მეორის გამარჯვების ალბათობაა: 1/2*1/2=1/4, აქედან
გამომდინარე, პირველის მოგების ალბათობაა 3/4. (მათი ჯამი უნდა
გვაძლევდეს 1-ს.)
მოგების შანსები ნაწილდება შემდეგნაირად: I-75%, II-25%.
თანხის გაყოფა მოხდება მოგების შანსების პროპორციულად: 3:1.

6. რისი ალბათობა უფრო მეტია, რომ ხუთშვილიან ოჯახს ეყოლება


ზუსტად 2 გოგო, თუ ზუსტად 3 გოგო (დაასაბუთეთ ფორმულების
გარეშე)? რას უდრის ეს ალბათობები (გამოიყენეთ ფორმულები)?
პასუხი: 1. (ფორმულის გარეშე) გვაქვს სიმეტრიული შემთხვევა: 2 გოგოს
არსებობა ნიშნავს 3 ბიჭის არსებობას. 3 ბიჭის დაბადების ალბათობა ტოლია 3
გოგოს დაბადების ალბათობისა. ამგვარად 2 გოგოსა და 3 გოგოს დაბადების
ალბათობები ტოლია.
2. (ფორმულით) სულ 5_შვილიან ოჯახში ბავშვების დაბადების
ალბათობათა სივრცე შედგება 25 ელემენტისგან. (2*2*2*2*2 გვყავს 5 შვილი
და 2 სქესი - 25). ზუსტად ორი გოგოს კომბინაციათა რაოდენობაა C52=10,
ხოლო ალბათობას განვსაზღვრავთ შეფარდებით: C52/ 25. ზუსტად 3 გ ოგოს
კომბინაციათა რაოდენობაა C53, რომელიც რიცხობრივად ტოლია C52-ის.
შესაბამისად შეფარდებებიც იქნება ტოლი: C52/ 25= C53/ 25=10/32

7. ვაგდებთ სამ მონეტას. ამ სამიდან ორი აუცილებლად ერთ მხარეზე


დაჯდება. იმის ალბათობა, რომ მესამე მონეტაც ამავე მხარეზე
დაჯდება, არის 1/2. ესე იგი იმის ალბათობა, რომ სამივე მონეტა
ერთსა და იმავე მხარეზე დაჯდება არის 1/2. ეთანხმებით თუ არა ამ
პასუხს?
პასუხი: 3 მონეტის აგდებისას გერბისა და საფასურის მოსვლის 8 კომბინაცია
არსებობს (2*2*2 გვაქვს სამი პოზიცია და ორი ვარიანტი _ 23=8). სამივეზე
ერთი და იგივეს მოსვლის ალბათობათა სივრცე შედგება 2 ელემენტისაგან: (გ,
გ, გ) ან (ს, ს, ს). ალბათობა იქნება ¼. შესაბამისად მოცემული პასუხი
არასწორია.

8. ბროუნის წერტილი ყოველ წუთში გადადის ერთი ერთეულით


მარჯვნივ ან მარცხნივ თანაბარი ალბათობებით.
ა) რა არის ალბათობა, რომ ბროუნის წერტილი აღმოჩნდება ისევ
სათავეში 10 წუთის შემდეგ?
ბ) როგორ შეიცვლება ეს ალბათობა, თუ ბროუნის წერტილისთვის
მარჯვნივ და მარცხნივ წასვლის შანსები არ იქნება თანაბარი,
არამედ ტოლი იქნება 2/3 –ის და 1/3 –ის, შესაბამისად?
პასუხი: ა) აღვნიშნოთ: მარჯვენა - R, მარცხენა - L.
სათავეში დასაბრუნდებლად საჭიროა 5R და 5L გადაადგილება.
მაგ: R; R; L; …R - შესაბამისი ალბათობები იქნება: ½; ½; ½; ... ½.
ჯამში: 1/2*1/2*1/2*...*1/2=(1/2)10

ყველა შესაძლო კომბინაცია 5R და 5L გადადგილეებისა იქნება: C 105

აქედან გამომდინარე სათავეში დაბრუნების ალბათობა იქნება: C105*(1/2)10.


ბ) R მიმართულებით გადაადგილების ალბათობაა 2/3.
L მიმართულებით გადაადგილების ალბათობაა 1/3.
მაგ: R; R; L; …R - შესაბამისი ალბათობები იქნება: 2/3; 2/3; 1/3; ... 2/3.
ჯამში: 2/3*2/3*1/3*...*2/3=(2/3)5*(1/3)5
ყველა შესაძლო კომბინაცია 5R და 5L გადადგილეებისა იქნება: C 105

აქედან გამომდინარე სათავეში დაბრუნების ალბათობაა: C105*(2/3)5*(1/3)5

ზოგადი ფორმულა: C105*P5(1-P)5

9. გვაქვს სამი უჩვეულო კამათელი. ისინი უჩვეულო არიან იმით, რომ


აწერიათ არა რიცხვები (1, 2, 3, 4, 5, 6), არამედ სხვა რიცხვები.
პირველს აწერია (5, 7, 8, 9, 10, 18), მეორეს აწერია (2, 3, 4, 15,
16, 17), მესამეს აწერია: (1, 6, 11, 12, 13, 14). აჩვენეთ, რომ ამ
შემთხვევაში პირველი კამათელი მოუგებს მეორეს (ანუ, თუ ორივეს
გავაგორებთ, მეტია შანსია, რომ პირველ კამათელზე მოვიდეს უფრო
მაღალი რიცხვი, ვიდრე მეორეზე). აჩვენეთ ასევე, რომ მეორე
კამათელი მოუგებს მესამეს. ამის შემდეგ გაარკვიეთ, რომელი
კამათელი მოუგებს, პირველი თუ მესამე? უცნაური შედეგი ხომ არ
მიიღეთ?

5; 2 5; 3 5; 4 5; 15 5; 16 5; 17

7; 2 7; 3 7; 4 7; 15 7; 16 7; 17

8; 2 8; 3 8; 4 8; 15 8; 16 8; 17

9; 2 9; 3 9; 4 9; 15 9; 16 9; 17

10; 2 10; 3 10; 4 10; 15 10; 16 10; 17

18; 2 18; 3 18; 4 18; 15 18; 16 18; 17

პასუხი:

1; 2 1; 3 1; 4 1; 15 1; 16 5; 17

6; 2 6; 3 6; 4 6; 15 6; 16 7; 17

11; 2 11; 3 11; 4 11; 15 11; 16 8; 17

12; 2 12; 3 12; 4 12; 15 12; 16 9; 17

13; 2 13; 3 13; 4 13; 15 13; 16 10; 17

14; 2 14; 3 14; 4 14; 15 14; 16 14; 17


5; 1 5; 6 5; 11 5; 12 5; 13 5; 14

7; 1 7; 6 7; 11 7; 12 7; 13 7; 14

8; 1 8; 6 8; 11 8; 12 8; 13 8; 14

9; 1 9; 6 9; 11 9; 12 9; 13 9; 14

10; 1 10; 6 10; 11 10; 12 10; 13 10; 14

18; 1 18; 6 18; 11 18; 12 18; 13 18; 14

1. ალბათობა იმისა, რომ პირველ კამათელზე მოვა უფრო მაღალი რიცხვი


არის 21/36
2. ალბათობა იმისა, რომ მეორე მოუგებს მესამეს არის 21/36
3. ალბათობა იმისა, რომ მესამე მოუგებს პირველს არის 21/36

10.(ძლიერი ჯგუფისთვის) ფეხბურთში ორი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს


პენალტების დარტყმაში. ურტყამენ ერთნაირი რაოდენობის პენალტს.
თითოეული მოთამაშისათვის გატანა–არგატანის შანსი არის 1/2.
პირველმა გუნდმა პირველი დარტყმა ააცილა. რა შანსია, რომ
მეორე გუნდი მოიგებს? (თუ ორივე გუნდმა ერთნაირი რაოდენობა
პენალტები გაიტანა ფიქსირდება ფრე. დამატებით პენალტებს აღარ
ურტყამენ.)
პასუხი: გატანიის ალბათობა თითოეული გუნდისთვის არის ½ ანუ 50%.
აღვნიშნოთ პენალტების რაოდენობა n-ით.
I – (n-1) პენალტი
II- n პენალტი
ვთქვათ II-ის დამატებითი 1 პენალტი გადავინახეთ და ორივე ფეხბურთელი
ვათამაშეთ თანაბარ პირობებში.
I – (n-1) პენალტი
II- (n-1) პენალტი (+1 პენალტი)
განვიხილოთ თანაბარი რაოდენობის პენალტების დროს არსებული გამარჯვების
ალბათობები (P-ს მეშვეობით აღვნიშნოთ მოგების ალბათობა):
1. I – P - პირველის მოგების ალბათობა

2. II – P-1 - მეორის მოგების ალბათობა

3. I=II - 1-2P - ფრედ დამთავრების ალბათობა


განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. II-ს არ აქვს მოგების შანსი. მაქსიმუმ შეუძლია გაათანაბროს დამატებითი
პენალტის მეშვეობით. (მაგ: თუ ანგარიშია 11:10 და II გუნდმა გაიტანა
გოლი). შესაბამისად ეს პირობა არ გამოდგება.
2. II მოიგებს აუცილებლად რეზერვის გამოყენების გარეშეც და მისი მოგების
ალბათობა იქნება P.
3. II-მ მოგებისთვის უნდა გამოიყენოს სარეზერვო დარტყმა, რომლის
გატანის ალბათობაც ½-ია. რადგან ფრედ დამთავრების ალბათობა
თანაბარი რაოდენობის პენალტების პირობებში არის (1-2P), შესაბამისად
ამ შემთხვევაში II-ის მოგების ალბათობა იქნება (1-2P)*1/2.
საბოლოო ჯამში II-ის მოგების ალბათობა იქნება: P+(1-2P)*1/2=P+1/2-P=1/2
I-ის მოგების შანსი ნაკლებია ½-ზე, რადგან არსებობს ფრედ დამთავრების
შანსიც და იგი დამოკიდებულია n-ის რიცხვით მნიშვნელობაზე.

11. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ცოლ–ქმარი თამაშობს ეგრეთ წოდებულ


„პატიოსან თამაშს“ ორ სხვადასხვა მაგიდასთან. (წარმოიდგინეთ,
მაგალითად, რომ თითოეულ მაგიდასთან ყოველ წუთში აგდებენ
რეშკა–არიოლს, სადაც თანაბარი ალბათობით შეიძლება მოვიგოთ ან
წავაგოთ ერთი დოლარი.) სიბრტყეზე ბროუნის მოძრაობის
რეკურენტულობიდან გამომდინარე, დაასაბუთეთ, რომ ადრე თუ
გვიან აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ცოლსაც და ქმარსაც
თითოეულს მოგებული ექნება ერთი მილიონი დოლარი (ითვლება,
რომ ცოლ–ქმარს შეუძლია უსასრულოდ დიდხანს ითამაშოს).
პასუხი: თითოეული მათგანისათვის მოგების ალბათობა იქნება ½ - 50%.
განვიხილოთ ცოლ-ქმრის 1 მოგება-წაგების ალბათობათა სივრცე, მივიღებთ
კომბინაციებს: (1; 1), (1; -1); (-1; 1); (-1; -1).
ჩვენ როდესაც ბროუნს მოძრაობას განვიხილავთ 2 განზომილებიან
საკოორდინატო სიბრტყეზე გადაადგილება ხდება 4 მიმართულებით (მარჯვნივ,
მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ). თუკი ამ გრაფიკს მოვაბრუნებთ 45 გრადუსიანი
კუთხით და შევუსაბამებთ შესაბამის მიმართულებებს მივიღებთ ცოლ-ქმრის
მოგება-წაგების გრაფიკს. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ გვაქვს ბროუნის
მოძრაობა, გადაადგილება ხდება ¼ ალბათობით და თითოეული
გადაადგილების მანძილია √ ❑
იმისათვის, რომ ცოლ-
ქმარს ჰქონდეთ მილიონი
დოლარი საჭიროა
გადაადგილება მოხდეს
მარჯვნივ (106; 0)
წერტილზე
(დახრილისათვის). ((106;
0) (დახრილისა)=(106; 106)
(ჩვეულებრივისა)).
იქედან გამომდინარე, რომ
გვაქვს ბროუნის მოძრაობა ეს მოხდება უსასრულო რაოდენობაჯერ.

You might also like