You are on page 1of 59

ალბათობის თეორია

ნაწილი 2
დამოუკიდებლობა

• ვაგორებთ კამათელს
ორჯერ. რა ალბათობაა,
რომ ორივე გაგორებაზე
მოვა 1-იანი?
ორივე 1–იანი
A
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6), • ყოველ გაგორებაზე 1–
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6),
იანის მოსვლის შანსი
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6),
(4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6),
არის 1/6. ანუ,
B (5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6), P(A)=1/6, P(B)=1/6.
(6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6).

• P (A) ნიშნავს A
• A = {პირველი = 1} ხდომილობის
• B = {მეორე = 1} ალბათობას.
ორივე 1–იანი
A
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6), • პირველი და მეორე
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6),
გაგორების რეზულტატი
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6),
(4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6),
ერთმანეთისაგან
B (5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6), დამოუკიდებელია.
(6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6).
• თითოეულ გაგორებაზე
• A = პირველი = 1 1–იანის მოსვლის შანსი
• B = მეორე = 1 არის 1/6. ამიტომ, შანსი,
რომ ორივე გაგორებაზე
• AB = პირველი =1
მოვა 1–იანი არის 1/36.
და მეორე =1
ორივე 1–იანი
A
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6), • P(AB) = P(A)  P(B) =
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6),
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6), 1/6  1/6 = 1/36.
(4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6),
B (5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6),
• თეორემა 1: თუ A და B
(6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6).
არის ორი
დამოუკიდებელი
• A = {პირველი = 1} ხდომილობა, მაშინ
• B = {მეორე = 1}
• AB = {პირველი =1 P(AB) = P(A)  P(B)
და მეორე =1}
ერთი მაინც 1–იანი
A
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6), • რა შანსია რომ ორი
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6),
გაგორებიდან ერთი
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6),
(4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6),
მაინც 1–იანი მოვა?
B (5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6),
(6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6). • P(A + B) = ?

• A = {პირველი = 1} • ჯამისთვის ისეთივე


• B = {მეორე = 1} პირდაპირი ფორმულა
• A + B = {პირველი = არ არსებობს, როგორც
1 ან მეორე = 1} ნამრავლისთვის!
ერთი მაინც 1–იანი
A
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6), • ჯამი უნდა გადავაქციოთ
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6), ნამრავლად.
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6),
(4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6),
(5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6), • ანუ, ამოცანაში “ან” –ის
B (6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6). მაგივრად უნდა მივიღოთ
“და”.
• A = {პირველი = 1}
• B = {მეორე = 1} • რა არის (A ან B)
• A + B = {პირველი = 1 ხდომილობის
ან მეორე = 1} საწინააღმდეგო
ხდომილობა?
B'
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6),
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6),
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6), • პასუხი:
A' (4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6), (A ან B)–ს
(5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6), საწინააღმდეგოა:
(6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6). არც A და არც B,
ანუ A’B’.
• A’ = {პირველი 1}
• B’ = {მეორე  1} • ამიტომ A+B = I – A’B’ და
• A’B’ = {პირველი 1 გვაქვს:
და მეორე  1}
B'
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6),
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6),
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6), • თეორემა 2:
A' (4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6),
(5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6),
(6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6). P(A + B) = 1 – P(A’B’)
• A’ = {პირველი 1}
• B’ = {მეორე  1}
• A’B’ = {პირველი 1
და მეორე  1}
B'
(1,1), (1,2) (1, 3), (1,4), (1,5), (1,6),
(2,1), (2,2) (2, 3), (2,4), (2,5), (2,6),
• P(A + B) = 1– P(A’B’)=
(3,1), (3,2) (3, 3), (3,4), (3,5), (3,6),
A' (4,1), (4,2) (4, 3), (4,4), (4,5), (4,6),
(5,1), (5,2) (5, 3), (5,4), (5,5), (5,6), 1 – P(A’)  P(B’) =
(6,1), (6,2) (6, 3), (6,4), (6,5), (6,6).

• A’ = {პირველი 1} 1 – 5/6  5/6 = 11/36


• B’ = {მეორე  1}
• A’B’ = {პირველი 1
• ჩვენ აქ გამოვიყენეთ,
და მეორე  1}
რომ: P(A’) = 1– P(A)
Chuck-a-luck
• ამერიკაში არსებობს
თამაში chuck-a-luck.
ჩვენ ჩამოვდებთ ერთ
დოლარს და ვაგორებთ
სამ კამათელს. ჩვენ
ვიგებთ, თუ ერთ
კამათელზე მაინც
მოვიდა 6–იანი.

• რა შანსია ჩვენი
მოგების?
• ბევრი ანგარიშობს ასე:

“ერთ კამათელზე 6–
იანის მოსვლის შანსი
არის 1/6. სამი
კამათლის გაგორებით
შანსი სამჯერ იზრდება
და ხდება 1/2. არც
ვიგებ, არც ვაგებ.”

სწორია ასეთი
ანგარიში?
• არა! ვნახოთ როგორ
უნდა დავთვალოთ
სწორად.

• ჩვენ გვაინტერესებს
შემდეგი ხდომილობის
ალბათობა:

ან პირველ კამათელზე
მოვა 6–იანი, ან
მეორეზე, ან მესამეზე.
• რას ნიშნავს, რომ ეს
არ მოხდა, ანუ არ
გაგვიმართლა?

• ეს ნიშნავს, რომ
პირველ
გაგორებაზეც
არაექვსიანი მოვა,
მეორეზეც და
მესამეზეც.
• P(პირველი =6 ან მეორე =6 ან მესამე =6)=

=1–
P(პირველი 6 და მეორე 6 და მესამე 6)=

=1–
P(პირველი 6)  P(მეორე 6)  P(მესამე 6)=

= 1 – 5/6  5/6  5/6 =

= 91/216 < 1/2.


• სინამდვილეში ამ თამაშში
ორგანიზატორი
გვთავაზობს, რომ
გადაგვიხდის იმდენ
დოლარს, რამდენი 6–იანიც
დაჯდება ამ სამ
კამათელზე.

• “ო, აქ უკვე ჩემი მოგების


შანსი ნახევარზე მეტია”,
ფიქრობს ბევრი.

• მაგრამ ეს ასე არაა


(დასაბუთება საშინაო
დავალებად).
პირობითი ალბათობა
• თქვენ ზიხართ კაფეში
თქვენს შეყვარებულთან და
კიდევ ორ მეგობართან
ერთად. ოთხივემ
შეუკვეთეთ განსხვავებული
კოქტეილი. ოფიციანტმა
მოგიტანათ ოთხი
კოქტეილი, ოღონდ
დაავიწყდა, რომელმა
რომელი კოქტეილი
შეუკვეთეთ, ამიტომ
შემთხვევით დაგიდგათ წინ
თითო კოქტეილი. რა შანსია,
რომ თქვენც თქვენი
კოქტეილი შეგხვდებათ და
თქვენს შეყვარებულსაც.
• A = {თქვენ შეგხვდათ თქვენი კოქტეილი}
P (A) = 1/4.

• B = {თქვენს შეყვარებულს შეხვდა თავისი


კოქტეილი} P (B) = 1/4.

• P(AB) = ?
?
P(AB) = P(A)  P(B) = 1/16
• არა!

• ამ შემთხვევაში A და B მოვლენება აღარ


არიან დამოუკიდებელნი!

• სწორი მსჯელობაა შემდეგი:


• ვთქვათ, თქვენ დახედეთ
თქვენს წინ დადებულ
კოქტეილს და ნახეთ, რომ ეს ის
კოქტეილია, რაც თქვენ
შეუკვეთეთ.
(ამის ალბათობაა 1/4 )

• მაშინ ეს ფაქტი ზრდის იმის


შანსს, რომ თქვენს
შეყვარებულსაც თავისი
კოქტეილი შეხვდება. დარჩა
სამი კოქტეილი და სამი
ადამიანი. ამიტომ შანსი, რომ
თქვენს შეყვარებულს თავისი
კოქტეილი შეხვდება, არის 1/3.
• ესე იგი, რა ალბათობაა, რომ
თქვენ და თქვენს
შეყვარებულს ორივეს
თქვენი კოქტეილები
შეგხვდებათ?

• ამისათვის ჯერ თქვენ უნდა


შეგხვდეთ თქვენი
კოქტეილი და მერე თქვენს
შეყვარებულსაც თავისი
კოქტეილი უნდა შეხვდეს.
ამის ალბათობაა

1/4  1/3 = 1/12


• ესე იგი, ამ ამოცანაში

P(AB)  P(A)  P(B)

• ეს იმიტომ, რომ A და B
ხდომილობები არ არიან
დამოუკიდებლები.
• სინამდვილეში აქ

P (AB) = P(A)  P(B  A)

= 1/4  1/3

სადაც P(B  A) ნიშნავს B-ს


ალბათობას, როცა ვიცით,
რომ A უკვე მოხდა.
• თეორემა 3 (პირობითი ალბათობა):

P (AB) = P(A)  P(B  A)

სადაც P(B  A) არის პირობითი ალბათობა,


ანუ, B-ს ალბათობა იმ პირობით, რომ A
უკვე მოხდა.
• წინას თეორემაში A–ს და B–ს შეიძლება
გავუცვალოთ ადგილები:

P (AB) = P(B)  P(A  B)


• იგივენაირად, P(A  B) არის პირობითი
ალბათობა, ანუ, A-ს ალბათობა იმ
პირობით, რომ B უკვე მოხდა.
• როცა A და B დამოუკიდებელი
მოვლენებია, მაშინ

P(B  A) = P(B )
და თეორემა 3–დან მივიღებთ ისევ
თეორემა 1–ს:

P (AB) = P(A)  P(B )


დაბადების დღეების დამთხვევა
• წელიწადში 365
დღეა. ამიტომ 366
ადამიანში
აუცილებლად იქნება
ორი მაინც, რომელთა
დაბადების დღეც
დაემთხვევა.
• ახლა ასეთი კითხვა:

თუ ჯგუფში 25
სტუდენტია, მაშინ რა
არის შანსი, რომ
რომელიმე ორი
სტუდენტის
დაბადების დღე
ერთმანეთს
დაეთხვევა? მეტია ეს
შანსი 50% –ზე, თუ
ნაკლებია?
• ამოხსნის იდეა:
ჯერ დავთვალოთ იმის შანსი, რომ
დაბადების დღეები ერთმანეთს არ
დაემთხვევა.

• პირველი სტუდენტი შეიძლება ნებისმიერ


დღეს იყოს დაბადებული.

• რა არის შანსი იმისა, რომ მეორე სტუდენტის


დაბადების დღე არ დაემთხვევა პირველისას?
დავარქვათ ამას ხდომილობა A.

• პასუხი: P(A) = 364/365.


• ამის შემდეგ, რა არის შანსი იმისა, რომ
მესამე სტუდენტის დაბადების დღე არ
დაემთხვევა პირველი ორისას? დავარქვათ
ამას ხდომილობა B.

• B–ს ალბათობა უნდა დავთვალოთ იმ


პირობით, როცა უკვე ვიცით, რომ მეორე
სტუდენტის დაბადების დღე არ ემთხვევა
პირველისას. ესე იგი, აქ ჩვენ საქმე გვაქვს
პირობით ალბათობასთან: P(B  A).

• პასუხი: P(B  A) = 363/365.


• რა არის შანსი იმისა, რომ მეორე
სტუდენტის დაბადების დღე არ დაემთხვევა
პირველისას და ამასთანავე მესამე
სტუდენტის დაბადების დღეც არ
დაემთხვევა პირველი ორისას?

• ეს არის P (AB) ,რომლის გამოსათვლელადაც


(თეორემა 2) გვაქვს ფორმულა:
P (AB) = P(A)  P(B  A).

• ესე იგი: P (AB) = 364/365  363/365.


• ამის შემდეგ, შანსი იმისა, რომ რომ
მეოთხე სტუდენტის დაბადები დღე არ
დაემთხვევა პირველი სამისას, არის
362/365.

• ამიტომ შანსი, რომ პირველი ოთხი


სტუდენტის დაბადების დღეები
განსხვავებული იქნება, არის
364/365  363/365  362/365
• ამ გზით დავთვლით, რომ შანსი იმისა, რომ
25–ვე სტუდენტის დაბადების დღე
განსხვავებული იყოს, არის:

364/365  363/365  362/365    341/365

• ეს რიცხვი არის დაახლოებით 0.43, ანუ,


ნაკლებია 50% –ზე. ესე იგი შანსი, რომ 25
სტუდენტიდან რომელი ორი სტუდენტის
დაბადების დღე დაემთხვევა ერთმანეთს,
არის 50% –ზე მეტი.

(დაბადების დღეების დამთხვევის შანსი 23


სტუდენტშიც 50%–ზე მეტია.)
• იგივე მეთოდი გვაძლევს შემდეგს:

• შანსი, რომ 55 სტუდენტიდან რომელიმე


ორის დაბადების დღე დაემთხვევა, არის
99%.

• შანსი, რომ 68 სტუდენტიდან რომელიმე


ორის დაბადების დღე დაემთხვევა, არის
99.9%.

• აქვე საინტერესოა შევადაროთ, რომ 100%–ის


მისაღებად აუცილებელია 366 სტუდენტი.
რუსული რულეტკა
• რევოლვერის ბარაბანში,
რომელშიც 6 ტყვია
ეტევა, ჩადებულია
მხოლოდ ერთი ტყვია.
განგსტერი იღებს
რევოლვერს,
დაატრიალებს ბარაბანს,
მიიდებს რევოლვერს
საფეთქელთან და
გაისვრის. (მისი
სიკვდილის შანსია 1/6.)
• თუ პირველი განგსტერი
გადარჩა, მაშინ მეორე
განგსტერი აკეთებს
იგივეს: დაატრიალებს
ბარაბანს და გაისვრის
საფეთქელთან. შემდეგ
ისევ პირველი
განგსტერის ჯერია და ეს
გრძელდება მანამ, სანამ
რომელიმე არ მოკვდება.
გადარჩენის რა შანსი
აქვს პირველ განგსტერს?
• პირველი განგსტერის გადარჩენის შანსი
იყოს x. მაშინ მისი სიკვდილის შანსი იქნება
1–x.

• ახლა პირველი განგსტერის გადარჩენის


შანსს შევხედოთ სხვანაირად:

იმისათვის, რომ პირველი განგსტერი


გადარჩეს აუცილებელია ორი პირობა:

1: რომ პირველივე გასროლაზე იგი არ


მოკვდება.
2: რომ ამის შემდეგ მოკვდება მეორე
განგსტერი (რომელიმე გასროლაზე).
• იმის ალბათობა, რომ პირველ გასროლაზე
პირველი განგსტერი არ მოკვდება, არის 5/6.

• ამის შემდეგ, იმის ალბათობა, რომ მეორე


განგსტერი მოკვდება (რომელიმე
გასროლაზე), არის 1–x. (ახლა ხომ მეორე
განქსტერი იწყებს სროლებს და იგი
პირველის როლში აღმოჩნდება. ამიტომ მისი
გადარჩენის შანსია x და მისი სიკვდილის
შანსია 1–x.)

• ესე იგი პირველი განგსტერის გადარჩენის


შანსი არის
5/6  (1–x).
• მაგრამ პირველი განგსტერის გადარჩენის
შანსი ჩვენ ავღნიშნეთ x-ით. ამიტომ
შეიძლება დავწეროთ:

x = 5/6  (1-x).

• აქედან ადვილად გამოვთვლით, რომ


x = 5/11.

• ესე იგი, პირველი განგსტერის გადარჩენის


შანსია 5/11 და მისი სიკვდილის შანსია 6/11.
• აქაც ჩვენ გამოვიყენეთ პირობითი
ალბათობის ფორმულა:

• A იყოს ხდომილობა, რომ პირველივე


სროლაზე პირველი განგსტერი არ
მოკვდება.
• B იყოს ხდომილობა, რომ ამ პირობის
შემდეგ მეორე განგსტერი მოკვდება
(რომელიმე გასროლაზე).

• პირველი განგსტერის გადარჩენისათვის


უნდა მოხდეს A-ც და B-ც.
• ესე იგი, ჩვენ უნდა დავთვალოთ P(AB).

• თეორემა 3 –ის თანახმად (პირობითი


ალბათობა):

P(AB) = P(A)  P(B  A)=

5/6  (1-x).
გრძელთნიანი გოგო
• ჯგუფში არის 60% გოგო
და 40% ბიჭი. გოგონების
30% გრძელთმიანია.
ბიჭებში კი
გრძელთმიანთა რიცხვი
არის 20%. შემთხვევით
ვირჩევთ ერთ სტუდენტს
ამ ჯგუფიდან. რა შანსია,
რომ იგი იქნება
გრძელთმიანი?
სტუდენტი

60% 40%

გოგო ბიჭი

30% 70% 20% 80%

თმიანი უთმო თმიანი უთმო

სრული ალბათობის ფორმულა:

P(თმიანი) = P(გ)  P(თგ) + P(ბ)  P(თბ)

= 60%  30% + 40%  20% = 26%


ბაიესის ფორმულა
• გვაქვს პირობითი ალბათობის ფორმულა
P (AB) =
P(A)  P(B  A)= P(B)  P(A  B)

• ქვედა ტოლობიდან მიიღება:


ბაიესის ფორმულა:
P(A  B)= P(A)  P(B  A) / P(B)
ბაიესის ფორმულა
• საგზაო პოლიცია
აჩერებს ყველა
მძღოლს და აწარმოებს
სიმთვრალის
დეტექტორით
კონტროლს.
მძღოლების 99%
სინამდვილეში
ფხიზელია.

• დეტექტორი შეიძლება
შეცდეს:
• ფხიზელზე
მთვრალის ჩვენების
შანსია 5%.

მთვრალზე
ფხიზელის ჩვენების
შანსია 1%.

რა შანსია, რომ
დეტექტორი შეცდა,
თუ მან სიმთვრალე
აჩვენა?
• პასუხი: 83%
დასაბუთება საშინაო
დავალებად (ბაიესის
ფორმულის
გამოყენებით).
არასტანდარტული ამოცანები
• აქ ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე
არასტანდარტულ ამოცანას. ამ ამოცანებს
საკმაოდ მოულოდნელი პასუხები აქვთ
(ზოგჯერ დაუჯერებელიც კი). ეს
ამოცანები თქვენ გექნებათ საშინაო
დავალებად. იქვეა მოცემული
მითითებები მათ ამოსახსნელად.
უჩვეულო მონეტები
• გაქვთ სამი მონეტა. ერთი
ჩვეულებრივი: რეშკა–
არიოლი, მეორე რეშკა–
რეშკა და მესამე არიოლი–
არიოლი. ეს სამი მონეტა
ჩავიყარეთ ჯიბეში, კარგად
ავურიეთ, შემდეგ
შემთხვევით ერთ–ერთი
ამოვიღეთ და მაგიდაზე
დავდეთ. მონეტის ზედა
მხარეზე ვხედავთ რეშკას.
რისი შანსი უფრო მეტია,
რომ მონეტის მეორე
მხარეზე იქნება რეშკა, თუ
არიოლი?
• ა) რომ იქნება რეშკა.

• ბ) რომ იქნება არიოლი.

• გ) ეს შანსები ტოლია.
სამი ფინჯანი
• მაგიდაზე დევს სამი დაპირქვავებული
ფინჯანი. ერთ–ერთის ქვეშ მე დავდე
მონეტა. თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელი
ფინჯნის ქვეშაა მონეტა. დავუშვათ თქვენ
ხელი დაადეთ პირველ ფინჯანს. სანამ ამ
პირველ ფინჯანს გავხსნი, მე ვატრიალებ
დარჩენილი ორი ფინჯნიდან ერთ–ერთ
ფინჯანს, სადაც მე ვიცი, რომ მონეტა არ
არის, მაგალითად მესამეს. ამის შემდეგ მე
თქვენ გაძლევთ უფლებას შეცვალოთ
თქვენი არჩევანი და მეორე ფინჯანი
აირჩიოთ, ან აირჩიოთ ისევ პირველი
ფინჯანი.
რომელი ფინჯნის არჩევა ჯობია?
• ა) პირველი ფინჯნის.

• ბ) მეორე ფინჯნის.

• გ) სულერთია.
სამკუთხა დუელი
• სამ მამაკაცს, პოლიციელს, კრიმინალს და
მათემატიკოსს შეუყვარდათ ერთი ქალი.
– მოდით, არ გვინდა ზედმეტი კამათი და
მსჯელობა, – შესთავაზა მათემატიკოსმა, –
იარაღმა გაარკვიოს სამართალი.
წინადადება მიღებულ იქნა და შეთანხმდნენ
დუელი მოეწყოთ.
• დადგნენ ერთმანეთისგან თანაბარ
მანძილზე (ანუ, ტოლგვერდა სამკუთხედის
წვეროებში) და ლატარიის წესით გაარკვიეს,
ვინ პირველმა უნდა ისროლოს, ვინ მეორემ
და ვინ მესამემ. თითოეულ ჯერზე უფლება
აქვთ გააკეთონ ერთი გასროლა ნებისმიერი
მიმართულებით. ამ რიგითობით
აგრძელებენ სროლას, სანამ მხოლოდ ერთი
მათგანი არ დარჩება ცოცხალი.
• ცნობილია, რომ პოლიციელი არასოდეს
აცდენს მიზანს, კრიმინალი თითქმის
ყოველთვის არტყამს მიზანში, ხოლო
მათემატიკოსისგან ზუსტი სროლის
შანსი 50/50–ზეა. ვისა აქვს ამ დუელში
გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი?

• ა) პოლიციელს.

• ბ) კრიმინალს.

• გ) მათემატიკოსს.
 რა კარგია, სროლაზე რო არ ვკარგავდი
დროს და მათემატიკაში ვვარჯიშობდი. ხოა
ახლა ჩემი შანსები სხვებზე მაღალი!

You might also like