You are on page 1of 63

სტატისტიკა 1

• არსებობს ტყუილი, საშინელი ტყუილი


და . . .
• არსებობს ტყუილი, საშინელი ტყუილი
და . . . სტატისტიკა.
• არსებობს ტყუილი, საშინელი ტყუილი
და . . . სტატისტიკა.

• ეს გამონათქვამი არავითარ შემთხვევაში


არ ამცირებს თავად სტატისტიკურ
მეცნიერებას, რომელსაც უზარმაზარი
როლი უკავია დღევანდელ ცხოვრებში.
• ეს გამონათქვამი არის კრიტიკა იმ
ადამიანების მიმართ, რომლებიც
შეგნებულად თუ შეუგნებლად
არასწორად იყენებენ ამ ძლავრ იარაღს.

• ასევე, გარკვეული აზრით, ეს არის


კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, ვინც
ყოველგვარი ანალიზის გარეშე იღებს ამ
ტყუილებს.
• დღევანდელი
ლექციის ერთ–ერთი
მოზანი ისიც არის,
რომ გავერკვეთ
სტატისტიკის
ძირითად
პრინციპებში, რათა
ჩვენც არ გავხდეთ
მსგავსი ტყუილების
მსხვერპლი.
• რას სწავლობს სტატისტიკა და რით
განსხვავდება იგი ალბათობის
თეორიისაგან?

• როდესაც ჩვენ ვაგდებთ რეშკა–არიოლს


ვამბობთ, რომ რეშკის და არიოლის
მოსვლის შანსები ტოლია. ამ დაშვებას ჩვენ
ვაკეთებთ აპრიორულად, იმის
საფუძველზე, რომ მონეტა სიმეტრიულია.
• ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული
ვარაუდი გავაკეთოთ შედეგზე:
მაგალითად, თუ 100–ჯერ ავაგდებთ
მონეტას, მაშინ რეშკა და არიოლი
დაახლოებით თანაბრად მოვა. ეს არის
ალბათობის თეორია.

• სტატისტიკაში ამოცანა დგას პირიქით:


მაგალითად, ვიცით, რომ 100
ახალშობილიდან გოგოების და ბიჭების
რაოდენობა დაახლოებით თანაბარია. მაშინ
ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ
ბიჭის და გოგოს დაბადების შანსები ტოლი
უნდა იყოს.
ალბათობა სტატისტიკა
• ესე იგი მონეტის შემთხვევაში წინასწარ ვიცით ალბათობა,
რომ რეშკისა და არიოლის შანსები თანაბარია და ამის
საფუძველზე ვაკეთებთ გარკვეულ ვარაუდს, რომ,
მაგალითად 100 აგდებაში დაახლოებით ერთნაირი
რაოდენობა რეშკა და არიოლი მოვა.

• სტატისტიკაში კი პირიქით, ვიცით შედეგი, რომ დაიბადა


დაახლოებით ტოლი რაოდენობის გოგო და ბიჭი და ამის
საფუძველზე ვაკეთებთ ვარაუდს, რომ ბიჭის და გოგოს
დაბადების შანსები ტოლი უნდა იყოს. გარდა დამდგარი
შედეგისა ჩვენ არავითარი სხვა აპრიორი არგუმენტი არა
გვაქვს ასეთი ვარაუდის გასაკეთებლად.

• ესე იგი, რომ შევაჯამოთ, ალბათობის თეორიაში ვიცით


ალბათობა და ვვარაუდობთ შედეგს, სტატისტიკაში კი
ვიცით შედეგი და ვვარაუდობთ ალბათობას.
ალბათობა სტატისტიკა

ვიცით ალბათობა ვიცით შედეგი

ვვარაუდობთ ვვარაუდობთ
შედეგს ალბათობას
რულეტკა: ალბათობაა თუ
სტატისტიკა?

• ჭკვიანისთვის
ალბათობაა:
თავიდანვე
გამოთვლის, რომ 18:19
–ზეა მოგება–წაგების
შანსები.

• ბრიყვისთვის ეს არის
სტატისტიკა: მთელ
ქონებას რომ წააგებს,
მერე მიხვდება მოგება–
წაგების შანსებს.
სტატისტიკოსის ამოცანის 2 ეტაპი:
• 1) ინფორმაციის შეგროვება.

• 2) ინფორმაციის დამუშავება და
ინტერპრეტაცია (ანუ, დასკვნა).

• ინფორმაციის დამუშავება ხდება მათემატიკური


მეთოდებით, ამიტომ აქ შეცდომები შედარებით
ნაკლებია. შეცდომები და ტყუილებიც იწყება იქ
სადაც შემოდის სუბიექტური ფაქტორი:
ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე და
ინფორმაციის ინტერპრეტაციის ეტაპზე.
ინფორმაცია   ინტერპრეტაცია
• მაგალითად, სტატისტიკოსმა
გამოიკითხა 1000 რესპოდენტი და
დაადგინა, რომ ისინი
მოახლოებული რეფერენდუმის
კითხვას უპასუხებდნენ ასე:

593 დადებითად
407 უარყოფითად

• ამის შემდეგ სტატისტიკოსი


ამუშავებს ამ ინფორმაციას:

593/1000 = 59.3%
407/1000 = 40.7%
• შემდეგ სტატისტიკოსი აკეთებს
ინტერპრეტაციას:

მომავალ არჩევნებში მოსახლეობა


შემდეგნაირად უპასუხებს
რეფერენდუმის კითხვას:

58–60% დადებითად
40–42% უარყოფითად
არასწორი ინფორმაცია
• ინფორმაციის შეგროვების
ეტაპზე შეცდომის წყარო
შეიძლება იყოს როგორც
რესპოდენტი, ასევე
სტატისტიკოსი.

• რესპოდენტმა (ნებსით თუ
უნებლიედ) შეიძლება
არასწორი პასუხი მოგვცეს,
თუ, მაგალითად, კითხვა
ეხება ნარკოტიკების
მოხმარებას, სექსუალურ
ცხოვრებას ან პოლიტიკურ
შეხედულებებს.
პარტნიორთა რაოდენობა
• აქ მოვიყვანთ ერთ
მაგალითს ადრეულ
წლებში ინგლისში
ჩატარებული
გამოკითხვიდან:
კაცებს და ქალებს
ჰკითხეს, საწინააღმდეგო
სქესის რამდენი
პარტნიორი ჰყოლიათ
მათ ოდესმე. ეს რიცხვი
საშუალოდ გამოვიდა
კაცებისთვის: 3.7
ქალებისთვის: 1.9.
• ახლა მე მაქვს თქვენთან
ასეთი კითხვა:
ხომ არ აპროტესტებთ
რაიმეს ამ რიცხვებში
(მე ვგულისხმობ არა
მორალური, არამედ
მათემატიკური
თვალსაზრისით)?
შეიძლება თუ არა ეს
რიცხვები
შეესაბამებოდეს
სინამდვილეს?
• ამ კითხვის პასუხია “არა”. ადამიანებს რომ სწორად
ეპასუხათ მოცემულ კითხვაზე, მაშინ ეს ორი რიცხვი
აუცილებლად ტოლი უნდა გამოსულიყო. (თქვენ თვითონ
დაფიქრდით, რატომ), გამოკითხვამ კი განსხვავებული
რიცხვები მოგვცა.

• ამ შეუსაბამობის ახსნაა არა იმდენად შეგნებული ტყუილი,


არამედ უფრო კაცისა და ქალის განსხვავებული
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ასეთი რიცხვის მიმართ.
ქალი ქვეცნობიერად ამცირებს ამ რიცხვს – პარტნიორების
რაოდენობას, კაცი კი პირიქით, ზრდის.

• იმისთვის, რათა სტატისტიკოსებმა სწორი პასუხი მიიღონ


უხერხულ კითხვებზე, მოგონილია სხვადასხვა
მათემატიკური ხერხი. განვიხილოთ შემდეგი სამი ბარათი:
მიიღეთ თუ არა ხატია თუ არა ამ ხატია თუ არა ამ
ნარკოტიკი ბოლო ბარათზე შავი ბარათზე შავი
ერთი წლის სამკუთხედი? სამკუთხედი?
განმავლობაში?

როგორ გგონიათ, რა აზრი შეიძლება ჰქონდეთ ამ ბარათებს?


• ეს ბარათები გამოიყენეს ამერიკელებმა ვიეტნამის ომის
დროს, რათა დაედგინათ ამერიკელ ჯარისკაცთა რა ნაწილი
იყენებდა ნარკოტიკებს. იყო ეჭვი, რომ ანონიმურობის
დარღვევის შიშის გამო ჯარისკაცები არ იტყოდნენ
სიმართლეს. ამიტომ მოიქცნენ ასე:
ამ სამ ბარათს აჩვენებდნენ ჯარისკაცს. შემდეგ ბარათებს
ჩაყრიდნენ პატარა ტომსიკაში, კარგად აურევდნენ და
გადასცემდნენ ჯარისკაცს. ჯარისკაცი შევიდოდა ოთახში
მარტო, ამოიღებდა შემთხვევით ერთ–ერთ ბარათს, ჩაწერდა
ბარათზე დასმული კითხვის პასუხს სპეციალურ ანკეტაში
(კი ან არას) და ჩადებდა ბარათს უკანვე ტომსიკაში. ამით
ფიქსირდებოდა მხოლოდ მისი პასუხი და არავინ იცოდა თუ
რომელი ბარათის პასუხი იყო ეს.
• თუ ჯარისკაცი, რომელიც ხმარობდა
ნარკოტიკს, ამოიღებდა პირველ ბარათს
(ეს ბარათი ზუსტად ნარკოტიკების
მოხმარებას ეკითხებოდა), მაშინ მას
თავისუფლად შეეძლო დადებითი
პასუხის გაცემა. ხომ არავინ იცოდა, რომ
მას პირველი ბარათი შეხვდა?! მან
შეიძლება მეორე ბარათი ამოიღო და
მასზე გასცა დადებითი პასუხი.
მიიღეთ თუ არა ხატია თუ არა ამ ხატია თუ არა ამ
ნარკოტიკი ბოლო ბარათზე შავი ბარათზე შავი
ერთი წლის სამკუთხედი? სამკუთხედი?
განმავლობაში?

ახლა ასეთი ამოცანა თქვენთის:

დავუშვათ 1200 ჯარისკაციდან 560–მა დააფიქსირა


დადებითი პასუხი (დანარჩენებმა უპასუხეს ‘არა’).
ჯარისკაცების რა პროცენტი მოიხმარდა ნარკოტიკს?
არასწორი შერჩევა
• აქამდე განვიხილეთ
შემთხვევები, როდესაც
არასწორი ინფორმაცია
გამოწვეული იყო
გამოკითხულთა მიზეზით.
ახლა ვნახოთ, რა შეცდომები
შეიძლება დაუშვას
სტატისტიკოსმა.
• სტატისტიკოსმა შეიძლება
დაუშვას ორი ტიპის
უზუსტობა:
• პირველი: შერჩევა იყოს მცირე
(ცოტა ხალხს ჰკითხეს აზრი)
• და მეორე: შერჩევა იყოს
არაწარმომადგენლობითი
(გამოკითხული ადამიანები არ
წარმოადგენენ მოსახლეობის
ყველა ფენას თანაბრად)
მაგალითები: ცუდი ინფორმაცია
(მცირე ან არაწარმომადგენლობითი შერჩევა)

ინფორმაცია   ინტერპრეტაცია
პოლიოს ვაქცინა (მცირე შერჩევა)
• ადრეულ წლებში
ამერიკაში ჩაატარეს ცდა,
თუ რამდენად იცავს
პოლიოზე აცრა ბავშვებს
ამ ავადმყოფობისაგან.
აცრეს 450 ბავშვი. მათთან
ერთად კიდევ 850
აუცრელი ბავშვი აიყვანეს
აღრიცხვაზე (სულ 1300
ბავშვი). როდესაც დაიწყო
პოლიოს ეპიდემია, ნახეს,
რომ აცრილი ბავშვებიდან
არცერთი არ დაავადდა ამ
ავადმყოფობით.
პოლიოს ვაქცინა (მცირე შერჩევა)
• მაგრამ მათ ასევე
აღმოაჩინეს ასევე, რომ
აუცრელი ბავშვებიდანაც
არავინ არ დაავადდა. აქ
საქმე შემდეგშია: თუნდაც
ეპიდემიის დროს
პოლიოთი ისე ცოტა
ბავშვი ავადდება, რომ
1300 ბავშვზე დაკვირვება
არავითარ სტატისტიკას არ
იძლევა. საჭირო იყო
უფრო მეტ ბავშვზე
დაკვირვება.
ტელემესიჯები (მცირე შერჩევა)
• მცირე შერჩევის კარგი
მაგალითია ტელემესიჯები
პოლიტიკური გადაცემების
დროს:

“მთელი ლოტკინი
თქვენთანაა!”
• ტელემაყურებელი შესაძლოა
უყურებს გადაცემას
მეზობელთან ერთად, რომელიც
კვერს უკრავს მის ყოველ
პოლიტიკურ მოსაზრებას და ამ
ორის აზრი წარმოდგენილია
როგორც მთელი ლოტკინის
მხარდაჭერა.
ტელეგამოკითხვა
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)
• ჩვენ ვისაუბრეთ არასწორი
შერჩევის პირველ ტიპზე,
როდესაც შერჩევა არის
მცირე (ანუ ცოტა ხალხს
ჰკითხეს აზრი). მაგრამ
შერჩევის რაოდენობის
გაზრდა საქმეს ვერ
უშველის, თუ შერჩევა არაა
წარმომადგენლობითი,
ანუ, თუ გამოკითხული
ადამიანები რაღაც ნიშნით
სპეციფიკურნი არიან. ეს
არის არასწორი შერჩევის
მეორე ტიპი:
არაწარმომადგენლობითი
შერჩევა.
ტელეგამოკითხვა
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)

• მაგალითად,
ხშირია სატელევიზიო
გამოკითხვები,
როდესაც
მაყურებლები
ტელეფონით
აფიქსირებენ თავიანთ
სიმპათიებს. ასეთი
მაყურებელი ბევრი
ნიშნით შეიძლება იყოს
სპეციფიკური:
• ჯერ ერთი, ყოველ არხს თავისი მაყურებელი
ჰყავს.

• მეორე, განსახილველი საკითხიდან


გამომდინარე, მომხრეები და მოწინააღმდეგენი
შეიძლება განსხვავებულად მოტივირებულნი
იყვნენ. (მაგალითად, დაშვებული უნდა იყოს თუ
არა აბორტი, უნდა დაინგრეს თუ არა თბილისის
ეზოებში უკანონო გარაჟები და ასე შემდეგ.)

• მესამეც, შეიძლება განსაკუთრებული ტიპი იყოს


ის ადამიანები, ვინც აქტიურია და ხშირად
რეკავს ტელევიზიაში. ადამიანთა უმრავლესობას
ალბათ არასოდეს დაურეკავს ტელევიზიაში.
ტელეფონით გამოკითხვა
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)
• ამ პრობლემის
გადასაჭრელად
შეიძლება გვეფიქრა, რომ
პირიქით, ჩვენ თვითონ
დაგვერეკა სახლში
მოსახლეობისთვის
შემთხვევითი შერჩევით
და გამოგვეკითხა ისინი.
დაგვედგინა,
მაგალითად, რა
გადაცემები უფრო
მოსწონთ, ლათინო–
ამერიკული სერიალები
თუ საინფორმაციო
პროგრამები.
• მაგრამ ამ დროს
ბევრად უფრო დიდი
შანსია, რომ ტელეფონს
უპასუხებს უმუშევარი
ადამიანი, რომელიც
სახლში ზის, ვიდრე
მისი მეუღლე,
რომელსაც გრძელი
სამუშაო დღე აქვს. მათ
კი შეიძლება,
სრულიად
განსხვავებული
გემოვნება ჰქონდეთ.
ფრანკლინ რუზველტის არჩევნები
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)

• 1936 წლის ამერიკის


საპრეზიდენტო არჩევნებში
სატელეფონო გამოკითხვა
დამაჯერებელ გამარჯვებას
უწინასწარმეტყველებდა
რესპუბლიკელების
კანდიდატს.

• სინამდვილეში დიდი
უპირატესობით გაიმარჯვა
დემოკრატების
კანდიდატმა ფრანკლინ
რუზველტმა.
• ამის ახსნა არის შემდეგი:

იმ დროისათვის
ტელეფონი ძირითადად
მდიდარ მოსახლეობას
ჰქონდა.

მოსახლეობის ეს ნაწილი
კი უპირატესად
რესპუბილკელებს
უჭერდა მხარს.
ახალი საკვები პროდუქტი
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)
• ლონდონში ჩაატარეს
მოსახლეობის გამოკითხვა:
რამდენად მოსწონდათ მათ
ახალი პროდუქტი: ლობიოს
კონსერვი ღორის სოსისით.
მათ შეარჩიეს ლონდონის
უბანი (Golders Green),
რომელიც ტიპიური იყო
ლონდონისთვის, როგორც
მასახლეობის შემოსავლის
დონით, ასევე მათი ასაკით.
თუმცა მათ გამორჩათ ერთი
მომენტი: ამ უბანში მაღალი
იყო ებრაული მოსახლეობის
წილი, რომლებიც ნაკლებ
დაინტერესებას იჩენდნენ
ღორის სოსისის მიმართ.
მაგალითი ქართული სინამდვილიდან:
თბილისის წყლით მომარაგება

• 90–იან წლებში
თბილისში ჩაატარეს
გამოკითხვა (კარდაკარ
პრინციპით), თუ
რამდენად კარგად
მარაგდებოდა
თბილისის მოსახლეობა
წყლით. გამოკითხვამ
აჩვენა ზედმეტად კარგი
რეზულტატი, რამაც
ჩააფიქრა გამოკითხვის
ორგანიზატორები.
მაგალითი ქართული სინამდვილიდან:
თბილისის წყლით მომარაგება

• აღმოჩნდა, რომ იმ ხალხს,


ვინც დადიოდა სახლებში
და აგროვებდა
ინფორმაციას, ეზარებოდა
მაღალ სართულებზე ასვლა
და პირველ სართულზე
შედიოდა. პირველ
სართულზე კი წყლის
მომარაგება ბევრად
უკეთესია, ვიდრე მაღალ
სართულებზე და არ
გვაძლევს ტიპიურ სურათს.
პოპ–მუსიკის ჩართები
• მოსახლეობის აზრის
გამოკითხვას ისიც უშლის
ხელს, რომ მრავალი
ადამიანი დიდად არის
დაინტერესებული ამ
გამოკითხვის გაყალბებაში.
პოლიტიკას რომ თავი
დავანებოთ (როდესაც
ყოველი საპრეზიდენტო
კანდიდატი ამტკიცებს,
რომ მის მიერ ჩატარებული
გამოკითხვით თვითონ
აგროვებს ყველაზე მეტ
ხმას), განვიხილოთ
მაგალითი პოპ–მუსიკიდან.
• მაგალითი (განზრახ არაწარმომადგენლობითი შერჩევა):
რომელი მუსიკალური დისკები (CD) იყიდება ყველაზე
მეტად? (pop music charts)
• ასეთი გამოკვლევის ავტორები ირჩევენ დისკების
რამდენიმე მაღაზიას ინფორმაციის შესაგროვებლად. (მათი
მიზანია შეადგინონ ყველაზე მეტად გაყიდვადი დისკების
სია (ჩართი). ისინი სთხოვენ მაღაზიების მფლობელებს, არ
გაამხილონ, რომ ზუსტად მათი მაღაზიაა ჩართული ამ
გამოკვლევაში. რადგანაც, თუ ასეთი ინფორმაცია ცნობილი
გახდა, მაშინ ხმის ჩამწერი სტუდიები გააგზავნიან ამ
მაღაზიებში თავიანთ ხალხს და შეიძენენ თავიანთსავე
დისკებს. ამაზე დაიხარჯება გარკვეული ფული, მაგრამ
გაყიდვების სიაში მაღალ ადგილზე მოხვედრა გაზრდის
მათი დისკების გაყიდვებს და აანაზღაურებს ხარჯებს (პოპ–
მუსიკის ბიზნესში პიარი თითქმის ყველაფერია).
• ერთ–ერთი ხმის ჩამწერი კომპანია, ვითომდა ბაზრის
კვლევას აწარმოებდა, აგზავნიდა თავის აგენტებს
დისკების მაღაზიებში და ეკითხებოდა მათ:
• “ხართ თუ არა კმაყოფილი იმ წესით, თუ როგორ
იღებენ მაღაზიებისგან ინფორმაციას დისკების
გაყიდვების შესახებ?”
• თუ მაღაზიის მესვეურნი გამოთქვამდნენ ამის
შესახებ რაიმე აზრს, ცუდს ან კარგს, ან იტყოდნენ,
რომ მათ არა აქვთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის
უფლება, მაშინ ცხადი გახდებოდა, რომ ეს მაღაზიები
ჩართულნი იყვნენ ჩარტების შედგენაში. ესე იგი, ამ
თითქოს და უწყინარ კითხვაზე პასუხით მაღაზიები
უნებლიედ პასუხობდნენ ბევრად უფრო
მნიშვნელოვან კითხვას.
მაგალითები:
ცუდი ინტერპრეტაცია

ინფორმაცია   ინტერპრეტაცია
რთული ოპერაცია
– ექიმო, გადავურჩები ამ
ოპერაციას?
– არაფერია სანერვიულო!
ეს რთული ოპერაციაა და
სტატისტიკის თანახმად
10–დან 9 პაციენტი
იღუპება. ჩემი წინა 9
პაციენტი კი ყველა
დაიღუპა, ამიტომ თქვენ
აუცილებლად
გადარჩებით.
საშუალო სტატისტიკური
ადამიანი

• სტატისტიკის
თანახმად
ადამიანებს
საშუალოდ
ერთი მკერდი
+ და ერთი
საკვერცხე
აქვთ.
2
ახალი ჭეშმარიტება

• უკანასკნელი
სტატისტიკური
მონაცემების
თანახმად,
მოსახლეობის 51%
უმრავლესობაშია.
პოლიტიკოსის დაპირება

– ჩემი
გაპრეზიდენტების
შემთხვევაში ყოველ
მოქალაქეს ექნება
საშუალოზე მაღალი
შემოსავალი!
ჰარვარდის სტატისტიკა
• 1901 წელს ჰარვარდის
უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა
სტატისტიკა, რომ
კურსდამთავრებული
სტუდენტი გოგონების 33 %
ცოლად გაჰყვა თავის
ლექტორს.

• იმ წელს ჰარვარდის
უნივერსიტეტი დაამთავრა
მხოლოდ სამმა გოგონამ და
ერთი მართლაც ცოლად
გაჰყვა თავის ლექტორს.
გამოგონილი სტატისტიკა
• ყველა არსებული
სტატისტიკური
მონაცემის 42.7%
ჰაერიდანაა აღებული.

• (ეს სტატისტიკური
მონაცემიც, რა თქმა უნდა,
ჰაერიდანაა აღებული:
ვინ დათვალა სულ
რამდენი სტატისტიკური
მონაცემი არსებობს
მსოფლიოში და რამდენია
მათ შორის
გამოგონილი?!)
როგორ ჩნდებიან ბავშვები?
• ევროპის ერთ–ერთ
ქალაქში გამოქვეყნდა
სტატისტიკა, რომ ამ
ქალაქში იმატა
წეროების რიცხვმა.
ცოტა ხანში ამას მოჰყვა
ახალი სტატისტიკა:
ამავე ქალაქში იმატა
ახალშობილთა
რიცხვმა. მართლა
მოჰყავთ თუ არა
ბავშვები წეროებს?
როგორ ჩნდებიან ბავშვები?
• რა თქმა უნდა, არა.
უბრალოდ ქალაქის
ტერიტორია
გაიზარდა. ამან კი
ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად
გაზარდა როგორც
წეროების რიცხვი,
ასევე მოსახლეობის
რაოდენობა. ამ ორ
მოვლენას შორის
არავითარი პირდაპირი
კავშირი არ არსებობს.
დაბადების დღეები
• დაბადების დღეების აღნიშვნა სასარგებლოა
ჯამრთელობისთვის: სტატისტიკის
თანახმად, ის ვინც უფრო მეტ დაბადების
დღეს იხდის, უფრო დიდხანს ცხოვრობს.

• აქ, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი


ნამდვილად არსებობს (წეროებზე
მაგალითისაგან განსხვავებით), ოღონდ ამ
შემთხვევაში კავშირი პირიქითაა: ვინც
უფრო დიდხანს ცოცხლობს, ის მეტი
დაბადების დღის გადახდას ასწრებს.
ორი ბომბი
• სტატისტიკის თანახმად, ორი ბომბის არსებობის
შანსი თვითმფრინავში ბევრად მცირეა, ვიდრე
ერთი ბომბის.
მაშინ ხომ არ არის კარგი აზრი, რომ როდესაც
ჩვენ თვითმფრინავში ვჯდებით, თვითონ
შევეცადოთ იქ ბომბის შეტანას. ეს ხომ მკვეთრად
შეამცირებს კიდევ ერთი ბომბის არსებობის
შანსს!

• რა თქმა უნდა, არა! თუ უკვე ვიცით, რომ ერთი


ბომბი ჩვენ შეგვაქვს, ეს არც ზრდის და არც
ამცირებს მეორე ბომბის არსებობის შანსს
(პირობითი ალბათობა).
ნობელის პრემია მეორედ
ნობელის პრემია მეორედ
• ქიმიკოსმა, ლინუს პაულინმა, როდესაც მეორეჯერ
აჯილდოვებდნენ ნობელის პრემიით, იხუმრა, რომ მეორედ
ნობელის პრემიის მიღება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე
პირველად. თუ პირველად ნობელის პრემიის მიღების შანსი
არის ერთი რამდენიმე მილიარდიდან (დედამიწის მთელი
მოსახლეობა), მეორედ პრემიის მიღების შანსია ერთი
რამდენიმე ასეულიდან (ისინი, ვინც უკვე მიიღო ნობელის
პრემია).
• ეთანხმებით თუ არა ამ არგუმენტს?

• რა თქმა უნდა, არა!


• ეს არგუმენტი სწორი იქნებოდა, ნობელის კომისიას
სპეციალურად რომ გადაეწყვიტა, ვინმესთვის აუცილებლად
მიენიჭებინა მეორე ნობელის პრემია. ეს კი, ცხადია, ასე არ
არის.
• P.S. ლინუს პაულინმა ნობელის პრემიები მიიღო ქიმიაში და
მშვიდობის დარგში.
უხდება თუ არა წამალი
• ტარდება დაკვირვება,
ეხმარება თუ არა
გარკვეული წამალი
პაციენტებს
გამოჯამრთელებაში.

• დაკვირვება ტარდება
ცალ–ცალკე ქალებზე
და კაცებზე.

• შედეგები მოცემულია
ქვემოთ ცხრილებში.
ქალები კაცები

მიიღო არ მიიღო მიიღო არ მიიღო


წამალი წამალი წამალი წამალი
გამოჯამ– 150 (68%) 400 (59%) გამოჯამ– 700 (47%) 80 (38%)
რთელდა რთელდა
არ გამოჯამ– 70 280 არ გამოჯამ– 800 130
რთელდა რთელდა
საერთო რეზულტატი

მიიღო წამალი არ მიიღო


წამალი

გამოჯამ– 850 (49%) 480 (54%)


რთელდა

არ გამოჯამ– 870 410


რთელდა
• ახლა წარმოიდგინეთ,
რომ თქვენ ხართ ექიმი.
უნდა ურჩიოთ თუ არა
პაციენტს ეს წამალი?

• ქალებს უნდა ურჩიოთ.


• კაცებს უნდა ურჩიოთ.
• ზოგადად ადამიანებს
არ უნდა ურჩიოთ. (???)
• პასუხი: უნდა ურჩიოთ
წამალი, რადგანაც ცალ–
ცალკე ქალებზე და კაცებზე
მისი ეფექტი უკვე ვიცით.
მხოლოდ საერთო სტატიკა
რომ არსებულიყო, მაშინ არ
უნდა გერჩიათ.

• ეს მაგალითი გვიჩვენებს,
რომ თუ შესაძლებელია,
ცალ–ცალკე ჯგუფებზე (ამ
შემთხვევაში, ქალებზე და
კაცებზე) უნდა ჩავატაროთ
ზოგადად ექსპერიმენტი.

You might also like