You are on page 1of 8

დიანა

ქათამაძე
თემა- სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა
კვლევის ობიექტი: ვებ-დეველოპერები
ფოკუს ჯგუფის რაოდენობა: 5 რესპოდენტი
ასაკობრივი ჯგუფი: 20-30
კითხვები:
1.რას აკეთებთ, როდესაც გჭირდებათ ექიმი და როგორ დანიშნავ
ექიმთან შეხვედრას?
2.გადაუდებელ შემთხვევაში როგორ იქცევით?
3.მოქმედებს თუ არა თქვენი სამუშაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე?
 გაქვთ თუ არა ხელშეწყობა სამსახურის მხრიდან?

4.თქვენი აზრით, ახდენს თუ არა გავლენას ფინანსები


ხელმისაწვდომობაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე?
 რაიმე დაბრკოლება ხო არ გაქვთ ექიმთან მისვლის დროს? და
თუ გაქვთ რა?

5.რამდენად ხშირად იყენებთ აფთიაქს? და გაქვთ თუ არა შეღავათები?


ან არის თუ არა სხვა სერვისები, რომლებსაც მიმართავთ
დახმარებისთვის?
6.აქვს თუ არა თქვენს ოჯახს ჯანმრთელობის დაზღვევა? თუ არ გაქვთ,
რამ გამოიწვია ეს?
 იცით თუ არა, რა ჯანდაცვის სერვისი შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი
დაზღვევით?
 თუ არ გაქვთ დაზღვევა რა შემოსავლის წყარო გაქვთ როცა
გამოკვლევებს იტარებთ?
7.რამდენად ხშირად გადიხართ კონსულტაციას ექიმთან?
8.სარგებლობთ ჯანდაცვის ბარათით?
 სამედიცინო დაწესებულებებში, მონეტების დაგროვების
შემთხვევაში, მიგიღიათ თუ არა ფულადი პრიზები? თუ კი რა?

9.გიგრძვნიათ სოფლის ექიმისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტების


მხარდაჭერა?
 თქვენი აზრით, რა არის ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი
ამოცანა?
10.რა იდეას მიაწოდებთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის
მიზნით ხელისუფლებას?
 არის თუ არა რაიმე შეკითხვა, რომელსაც ისურვებდი, რომ
დამესვა და არ დამისვამს?
 არის რამე რისი დამატებაც გსურთ?

ზოგადად რომ განვიხილოთ, ჩემი სურვილი იყო ამერჩია


განსხვავებული კვლევის ობიექტი, რაც ნაკლებად აქტუალურია დღეს
და დიდ მნიშვნელობას არ აქცევენ სამწუხაროდ. ფოკუს ჯგუფი ორ
ვარიანტად წარმოვადგინე, ეს არის ამერიკელი და ქართველი ვებ-
დეველოპერები. გამოკითხვა ჩავატარე უშუალოდ ჩემს სამსახურში,
კომპანიაში, სადაც თითქმის ნახევარ დღეს აქ ვატარებ და ერთად
განვიხილეთ, ვისაუბრეთ და გავერკვიეთ ძალიან ბევრ თემებზე.

პირველი რესპოდენტის პასუხი:


(ქართველი)
1.საღამოს საათებში თუ დამჭირდა ვუკავშირდები პირადად ექიმს და
სხვა შემთხვევაში საავადმყოფოშივე გავდივარ რეგისტრაციას;
2.ვიძახებ სასწრაფო დახმარებას, მანამდე კი ვუწევ პირველად
დახმარებას;
3.დიახ, მოქმედებს და სამსახურის მხრიდანაც მაქვს ხელშეწყობა;
4.რა თქმა უნდა, რადგან ფინანსები აუცილებელია
ჯანმრთელობისთვის;
 სამსახურის მხრივ, რთული გრაფიკიდან გამომდინარე ვერ
ვახერხებ ხოლმე ექიმთან მისვლას, მხოლოდ ეს სხვა არანაირი;
5.ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, აფთიაქის ბარათის
შეღავათებით ვსარგებლობ და თან ვიყენებ დაზღვევას;
6.ყველას არ მაგრამ უმეტესობას კი, რადგან დასაქმებულები არიან და
სამსახური უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც
ძალიან მახარებს;
 დიახ, ინფორმირებული ვარ.... მაგ: სტომატოლოგიური სერვისი,
ამბულატორიული და ა.შ;
7.ორ თვეში ერთხელ და საპროფილაქტო კუთხით 6 თვეში ერთხელ.
8.არა, არ ვსარგებლობ;
 არა, მსგავსი რამ პირველად მესმის, არ ვარ ინფორმირებული
მაგ საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ;
9.კი, ყურადღების და გადამოწმების მხრივ თუ გულისხმობთ;
 პირველ რიგში ზრუნვა ხალხის მიმართ, რომ დროულად
მიმართონ ექიმს და გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას;
10.ალბათ იმას რომ, პენსიონერებისთვის ნებისმიერი სერვისი იყოს
უფასო;
 ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს, მაგრამ მსგავსი
კითხვები/გამოკითხვები მართლაც რომ აუცილებელია;
 კი, მადლობა ესეთი კარგი დისკუსიისთვის;

მეორე რესპოდენტის პასუხი:


(ქართველი)
1.კლინიკაში მივდივარ ხოლმე;
2.112-ში ვრეკავ;
3.დიახ, სამსახურიდანაც მაქვს ხელშეწყობა;
4.წესით არ უნდა ახდენდეს თუმცა, კი;
 არა, არანაირი (რიგებს თუ არ ჩავთვლით);
5.იშვიათად აფთიაქის ბარათით ვსარგებლობ;
6. კი, სიფრთხილემ;
 არა;
7.უიშვიათესად;
8.არა;
 არა, პირველად მესმის თქვენგან;
9.არა;
 ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სერვისის ხელმისაწვდომობა;
10.არ მიფიქრია;
 არა, სრულიად ამომწურავად დამისვით კითხვები;
 ამ ეტაპზე ესე იყოს;

მესამე რესპოდენტის პასუხი:


(ამერიკელი)
1.ვრეკავ 112-ში;
2.სასწრაფოს ვიძახებ;
3.არ მოქმედებს;
4.რა თქმა უნდა;
 არანაირი დაბრკოლება;
5.თვეში ერთხელ, შეღავათები არ მაქვს არანაირი;
6.არა, არ აქვთ დაზღვევა, ვცხოვრობ მარტო;
 არ ვიცი;
 მაქვს გამოყოფილი დანაზოგი როგორც ინტერიერის დიზაინერის
შემოსავლის წყარო;
7.ერთხელ წელიწადში;
8.არა;
9.არა;
 მოსახლეობის უზრუნველყოფა პირველ რიგში;
10.შეიქმნას ელექტრონული პორტალი სადაც იქნება საძიებო სისტემა
მედიცინის შესახებ, ასევე პროგრამული სერვისი;
 არა;
 დიდი მადლობა;

მეოთხე რესპოდენტის პასუხი:


(ამერიკელი)
1.ინტერნეტში ვეძებ ნომერს;
2.ვრეკავ 112-ში, ვუწევ პირველად დახმარებას;
3.არა, არ მოქმედებს, არ მაქვს;
4.კი სრულიად ახდენს გავლენას, მომსახურება არის ძალიან მაღალი;
 ენის არ ცოდნა;
5.იშვიათად, თვეში 1-2ჯერ და არც შეღავათები არ მაქვს;
6.დიახ, რადგან ძალიან ძვირია;
 არა;
 ხელფასი და საკუთარი დანაზოგი;
7.6 თვეში 1-2ჯერ;
8.არა;
9.არა;
 შევქმნათ პირობები რომ მედიცინა იყოს ყველასთვის
ხელმისაწვდომი და იყოს კარგად აღჭურვილი;
10.რეგულარული სამედიცინო გამოკვლევა „დისპანსერიზაცია“
 არა;
 კი, მაინტერესებს როგორია პირველადი ვიზიტი ექიმთან
ფინანსების მხრივ და კერძო კლინიკებში როგორია სამედიცინო
მომსახურება (ხარისხი);

მეხუთე რესპოდენტის პასუხი:


(ამერიკელი)
1.ვიყენებ აპლიკაციას “TBC insurance”;
2.ნაცნობებს ვწერ ვისაც ჰქონდა შეხება ან ვიყენებ ფორუმს;
3.დიახ;
4.დიახ;
 არანაირი დაბრკოლება;
5.ხშირად, მაგრამ შეღავათები არ მაქვს;
6.ოჯახი კი სარგებლობს დაზღვევით;
 დიახ;
7.იშვიათად;
8.არ მქონია;
 არ მქონია ჯერ-ჯერობით, არც მსმენია მაგ საკითხთან
დაკავშირებით;
9.დიახ;
 რომ გამოიცნონ დაავადებები ადრეულ სტადიაშივე,
ინფორმირებული იყოს ხალხი დაავადებაზე და მის
პროფილაქტიკაზე;
10.ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე კარგად ასრულებენ თავიანთ
საქმეს, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ ხშირად იქნება სხვადასხვა
ლაბორატორიულ გამოკვლევებზე შეღავათები;
 არა;
 არა;

დასკვნა: მთავრობის უმთავრესი მიზანი ამ შემთხვევაში


ტურისტებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე
მკაფიო ინფორმაციის წვდომა უნდა იყოს. როგორც ჩანს,
ამერიკელებისთვის საქართველოში დიდ პრობლემას ენის ბარიერი
წარმოადგენს, ჩემი გამოკითხვიდან გამომდინარე ეგრე ჩანს და არც თუ
ისე სახარბიელოდ მიმჩნია. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ისეთი
პლათფორმა სადაც ამერიკელებს ექნებათ შესაძლებლობა დაეკონტაქტონ
ექიმს ან თუნდაც მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც შეძლებენ თავიანთ
ენაზე გაესაუბრონ სამედიცინო სერვისების ხელმძღვანელებს, ამ
შემთხვევაში ეს მათი კომფორტისთვის და ასევე ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის იქნება ძალიან კარგი, უფრო მეტიც მათი
ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

You might also like