You are on page 1of 1

1.

დიდუბის ევექსი - რამდენად შესაძლებელია სუნთქვის სიხშირის განსაზღვრა


დისტანციურად, ტელეფონის საშუალებით?
2. ქეთევან ნიკოლაიშვილი - ქრონიკული დაავადებების სახელმწიფო პროგრამით
გათვალისწინებული მედიკამენტების გამოწერა შესაძლებელია თუ არა
დისტანციურად?
3. ცირა გათენაშვილი - არის თუ არა შესაძლებელი დისტანციური თერმომეტრების
მოძიება?
4. გურჯაანის დიაგნოსტიკური ცენტრის შეკითხვა - ბევრი პაციენტი მოგვმართავს
გეგმიურ კვლევებზე. თქვენი აზრით, უნდა დავხუროთ თუ არა ამ პერიოდში
კლინიკა, როდესაც მოსალოდნელია გავრცელების პიკი?
5. ეკა ლიპარტაშვილი - ბევრ პაციენტს სურს ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე,
იმის მიუხედავად მიეკუთვნება თუ არა ის რისკის ჯგუფს, თუნდაც თანხის
გადახდის სანაცვლოდ. რამდენად შესაძლებელია აღნიშნულის განხორციელება?
6. ლუიზა ფალავანდიშვილი - არის თუ არა აუცილებელი შესძლო შემთხვევის
დროს ტესტის დადებითი პასუხის მიღება, თუ შესაძლებელია
ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ კლინიკური სურათით და ეპიდანამნეზით?
7. კითხვა ოჯახის ექიმისგან სოფლად: სოფლად დასაქმებულ ოჯახის ექიმებს
ტრენინგი არ ჩატარებიათ ეპიდანამნეზის შეგროვების, პაციენტის ბინაზე
მეთვალყურეობისა და დისტანციური მართვის კუთხით. ხელთ გვაქვს მხოლოდ
პროტოკოლები. ამავე დროს, სოფლის პაციენტები ნაკლებად არიან
ინფორმირებული კლინიკაში ვიზიტამდე ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის
აუცილებლობის შესახებ და პირდაპირ გვაკითხავენ მიღებაზე. როგორ უნდა
მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში?
8. თამარ დავითაშვილი - პაციენტის ცხელების კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში
ვალდებულია თუ არა ცხელების ცენტრი, აცნობოს დაავადებათა კონტროლის
ეროვნულ ცენტრს?
9. მარინა ლაზარეიშვილი - საჭიროა თუ არა პაციენტის გადამისამართება 112-ში,
თუ მას აღენიშნება მხოლოდ ცხელება სხვა რესპირაციული სიმპტომების გარეშე?
10. დარეჯან პარუნაშვილი - პროტოკოლის მიხედვით COVID-19-ის სადიაგნოსტიკო
კვლევებში მითითებულია C-რეაქტიული ცილა. რამდენად ინფორმატიულია
აღნიშნული გამოკვლევა?
11. მაია იოსელიანი - შესაძლებელია თუ არა სატელეფონო და
ვიდეოკონსულტაციების ატვირთვა EHR-ზე?
12. ანა მელიმონაძე - თუ ოჯახის ექიმმა აუცილებლად ჩათვალა COVID-19-ზე საეჭვო
პაციენტის კვლევების ჩატარება, აუცილებელია მისი გაგზავნა ცხელების
კლინიკაში?

You might also like