You are on page 1of 4

1522 ცენტრალური ონლაინ კლინიკა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 -ის


პროგრამაში შექმნილი - ოჯახის ექიმის საქმეები. ( გამავალი ზარი)
1.1 მონიტორინგის ჯგუფი ახდენს:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 -ის
პროგრამაში დაფიქსირებული COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ
შემთხვევათა გადამოწმება / მონიტორინგს საქმის შექმნიდან მე- 2 და მე-
14 დღეს.
ბ) ყველა პაციენტთან დაკავშირებას
გ) საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმთან ან კლინიკასთან
კომუნიკაციას
დ) საჭიროებისამებრ, შემთხვევის გადაცემა საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112 -ისათვის, შემდგომი რეაგირების
მიზნით.
ე) 1505 - სა და სხვა ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ პრობლემურ
შემთხვევების მოგვარებას.

1.2 ოჯახის ექიმის ჯგუფი ახდენს:

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის


პროგრამაში COVID-19-ის საეჭვო შემთხვევების ბინაზე
მეთვალყურეობასა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფას.

ბ) Covid 19 – ის დადასტურებული შემთხვევების დამატებით


მონიტორინგს, საქმის შექმნიდან 5-7 დღეს და პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ახდენს კომუნიკაციას
ან ოჯახის ექიმთან ან შემთხვევის გადაცემა საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112 -ისათვის შემდგომი
რეაგირების მიზნით.

დ) 1505 - სა და სხვა ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ პრობლემური


შემთხვების მოგვარებისას, აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადად
აფასებს პაციენტის მდგომარეობას.

2. 2 51 00 17 (შემომავალი ზარი)

2.1 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 -ის


პროგრამაში დაფიქსირებული საკარანტინე / კოვიდ სასტუმროს
საქმეებზე რეაგირებას.
2.2 თვითიზოლაციის არმქონე Covid 19 ინფიცირებული პაციენტების
და კონტაქტების გადაყვანას საკარანტინე სივრცეში.
2.3 ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირების
საკარანტინე სივრცეში გადაყვანა ( ამისთვის იწერთ შემდეგ
მონაცემებს: ინიციატორი (რომელი საგუშაგოა), ინიციატორის
საკონტაქტო ნომერი, გადმოსული პირის სახელი, გვარი, დაბადების
თარიღი და იურდიული მისამართი ( გალი, სოხუმი და ა.შ) და
დაუყოვნებლივ აწვდით კურატორს.
2.4 საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე მყოფი პაციენტების
ამბულატორიულ კვლევებზე გადაყვანასა და უკან ბინაზე დაბრუნებას.
2.5 თბილისის მაშტაბით სიმპტომიანი ან კონტაქტირებული
პაციენტების ტესტირებაზე გადაყვანასა და უკან დაბრუნებას ( თუ ოჯახი
ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტირების საკითხის მოგვარებას. მაგ.:
მცირეწლოვანი ბავშვები, შშმ პირი, ხანდაზმული პირები და ა. შ)
2.6 უზრუნველყოფს პაციენტის გადაყვანას კლინიკიდან
საკარანტინე სივრცეში ან ბინაზე თვითიზოლაციის გაგრძელების
მიზნით.

3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრის კვეთა


( გამავალი ზარი):

3.1 არარეზიდენტი პირის მიერ სავალდებულო PCR ტესტის


ჩატარების შეხსენება 72 საათამდე და საჭიროების შემთხვევაში
ლაბორატორიების მოძიებაში დახმარება.

3.2 72 საათის შემდეგ გადამოწმება და PCR ტესტის არ ჩატარებისას


მიზეზების დადგენა.

3.3 ბაზაში აღმოჩენილი Covid 19 დაინფიცირებული ტურისტის


მოძიება ადგილმდებარეობის დადგენა, დახმარების შეთავაზება.

3.4 Covid 19 დადასტურებული ტურისტის შესახებ ინფორმაციის


კურატორისთვის გადაცემა.

4. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის 1522 ცხელი


ხაზის მონაწილეობა ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის
ეროვნულ გეგმაში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებისამებრ
დადგენილი წესების მიხედვით:
4.1 რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა booking.moh.gov.ge ზე:
ა) მოქალაქეებისთვის კოვიდვაქცინაციის დაჯავშნაში დახმარება ( ჯავშნის
შექმნა, ჯავშნის გაუქმება, ჯავშნის რედაქტირება)
ბ) ვაქცინაციაზე გამოცხადების შეუძლებლობისას და ჯავშნის გაუქმების
შეზღუდული დროის გამო კლინიკის ინფორმირებულობის აუცილებლობა.
(აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება კურატორისათვის).
გ)დაწესებულებები, რომლებიც ვერ არეგისტრირებენ თანამშრომლებს
ncdclogin.moh.gov.ge - ზე .. პრობლემა, საკითხი უნდა მიწერონ:
itsupport@ncdc.ge
და თემაში (subject) მიუთითონ - covid19 vaccination.

დ) მოქალაქეებს და ასევე დაწესებულებებს გავაცნოთ portal.ncdc.ge


ელექტრონული მისამართი, სადაც მათ თავად შეუძლიათ შექმნან ჯავშანი,
თავად აკონტროლონ რეგისტრაციის პროცესი, გაეცნონ ვაქცინასთან
დაკავშირებულ საკითხებს.

4.2 ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან, მისი განხორციელების


ვადებთან, ვაქცინასთან, მის უსაფრთხოებასთან, ეფექტურობასთან
დაკავშირებულ საბაზისო კითხვებზე შესაბამისი პასუხების გაცემა.

4.3 საჩივრებზე, უკმაყოფილებაზე შემოსული ზარების რეგისტრაცია.

4.4 მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული ვაქცინაციის შემდგომი ნებისმიერი


ჩივილების დეტალური გამოკითხვა, დაფიქსირება; ინფორმაციის მიწოდება
პირველი ცვლა ეკატერინე ჭუბაბრია, მეორე ცვლა ნინო გოგინაშვილი.

სავალდებულოა

1.შემომავალი ზარის მიმღები წარმომადგენლების მიერ ყოველდღიური


რეპორტისას Excel ის ფაილის წარმოება და თემის სწორად მითითება.
ფაილს დაარქვით თქვენი სახელი, გვარი და ფაილის ასლი შეინახეთ
როგორც თქვენს სამუშაო მაგიდაზე, ასევე „მონიტორინგი 1522 ის“ share
folder ში 
„შემომავალი ზარები 1522 „  შესაბამისი თარიღი  დილის
ცვლა/საღამოს ცვლა folder ში.
2. ოჯახის ექიმის საქმეების ფაილები კურატორთან შეთანხმებით შენახული
იყოს შესაბამის ფოლდერებში.
2. სამუშაო საათების დასრულებისთანავე გამოდით ERC ის სამუშაო
პროგრამებიდან და გამორთეთ კომპიუტერი.

You might also like