You are on page 1of 2

1.

პაპიძე ნინო- ევროინსი


რას იტყვით ქართულ პოპულაციაში აზიტრომიცინის ეფქტურობაზე. ვგულისხმობ
მის ფართო მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშეც და მის მიმართ
რეზისტენტულობას.

2. პაპიძე ნინო- ევროინსი


სწრაფ ტესტირების შემთხვევაში, აქვს თუ არა განსაკუთრებული ადგილი IgG-ს,
რომლითაც მოხდება იმუნიტეტის ხანგრძლივობის შეფასება

3. ნათია ტყეშელაშვილი
არის შემთხვევები, როცა პაციენტი არ ფასდება საეჭვო შემთხვევად, მაგრამ ის მაინც
დაჟინებით მოითხოვს სწრაფი ტესტის ჩატარებას საკუთარი ხარჯებით, რა
რეკომენდაციას მოგვცემთ ამ შემთხვევაში?

4. პაპიძე ნინო- ევროინსი


რას იტყვით შვედურ მოდელზე: ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი. ეთანხმებით ამ აზრს, რომ
ეს არის ჯოგური იმუნიტეტი. თუ საქმე გვაქვს ბუნებრივ გადარჩევასთან

გაქვთ თუ არა ინფორმაცია არბ ინჰიბიტორების გამოყენების შესახებ COVID-19


ინფექციის დროს

5. ნონა სალაძე
რას გვეტყვით Ig G სხვა კორონავირუსის გადატანის შემდგომ ,შესაძლო ჯვარედინ
რეაქციაზე

6. პაპიძე ნინო- ევროინსი


თუ ცხვირ-ხახის ლორწოვანში არ აღმოჩნდა ვირუსი და კტ-ზე დამახასიათებელი
ცვლილებებია, ხომ არ ნიშნავს უკვე გადატანილ და ამჟამდ რეინფექციას

7. თამთა ნანუაშვილი - ევროინსი


რამდენად სანდოა ქვეყანაში მოწოდებული კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტ
სისტემები?

8. გულნარა გოზალიშვილი - ევროინსი


რას იტყვით პერინდოპრილის აფინობის გათვალისწინებით მის პრიორიტეტულ
გამოყენებაზე,
მსუბუქ შემთხვევაში ანტიკოაგულანტების(დაბალმოლეკულური)გამოყენება?

9. მზევინარ ხოზრევანიძე
რადგან ვიცით,რომ დიდი პროცენტია ასიმპტომური პაციენტების არსებობა, თუ
შეიძლება გვითხრათ როდის იგეგმება პირველადი ჯანდაცვის ექიმების კვლევა ,
თუნდაც მხოლოდ ანტისხეულებზე

10.ნათია ტყეშელაშვილი
ჰოლანდიაში მოღვაწე ჩვენმა კოლეგამ, ოჯახის ექიმმა ერთერთ მოხსენებაში ახსენა,
რომ ბინაზე ისინი გარკვეულ შემთხვევებში, გართულებების პრევენციის მიზნით
იწყებენ დაბალმოლეკულურ ჰეპარინს. ჩვენს შემთხვევაში მსგავსი თუ გვაქვს
მხედველობაში იმ შემთხვევაში, თუ პაციენტების ბინაზე მართვის მოდელზე
გადავალთ?

11. ლია დეკანოსიძე - ევროინსი

მადლობა ნამდვილად საინტერესო პრეზენტაციისთვის.მინდოდა მომესმინა თქვენი


აზრი ანტიკუაგულანტებზე და ლაქების არსებობაზე დაავადების ზოგიერთ
შემთხვევებში

12.თამარ ჯანელიძე

მადლობა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის, საინტერესოა თქვენი აზრი 60


წლის ზემოთ პოპულაციაში პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
გამოყენებასთან დაკავშირებით, მმწინასწარ გიხდით მადლობას, პატივისცემით.

You might also like