ლექცია 2

You might also like

You are on page 1of 59

ლექცია 7

გამოკითხვა გაგრძელება

გამოკითხვა და სისხლის სამართლის საქმე

გამოკითხვის ჩატარებამდე გამომკითხავმა პირმა


მხედველობაში უნდა მიიღოს თუ რა სახის, რა კატეგორიის
სისხლის სამართლის საქმეა.

არსებობს გამოკითხვის შემდეგი საფეხურები

ა,მომზადება. ვიდრე გამოკითხვას ჩაატარებს


გამომძიებელმა უნდა გადახედოს სისხლის სამრთლის საქმეს
მთლიანობაში და დაფიქრდეს თუ რა ინფორმაცია შეიძლება
მიიღოს ამ პირისაგან, თუ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს
პირს მან ეს პირი უნდა შეისწავლოს მის წარსულთან ერთად.
ამით მას შესაძლებლობა ეძლევა მეტი შემხებლობა ჰქონდეს
ამ პირთან.

ვითარების დათბობა

გამოკითხვის დასწყისსი გამომძიებელმა უნდა განსაზღვროს


პირველ რამოდენიმე წუთში უნდა განსაზღვროს დაკითხვის
მიმდინარეობა, როგორ წარმართოს დაკითხვა. თუ
გამომძიებელი დაუშვებს, რომ პიროვნულად ის გამოსაკითხ
პირს დაუპირისპირდეს და შექმნის დაძაბულ ატმოსფეროს იგი
დაძაბავს გამოსაკითხ პირს, შედეგი კი იქნება მოწმე
შეიკავებს თავს ინფორმაციის გაცემისაგან.

მას შემდეგ რაც გამომძიებელი თავს წარუდგენს იგი უნდა


შეეცადოს თავაზიანი მოსაზრებები გააკეთოს. მაგ ამინდზე, ან
მისი პროფესიის სირთულეებზე, საერო ინტერესებზე რაც
შესაძლებელს გახდის სიტუაციის დათბობის. მაგრამ ამ
ვითარებასიც მან თავისი საქმიანი სახე უნდა შეინარჩუნოს.
როცა გამომძიებელი იგრძნობს, რომ მოწმე სურვილი აქვს
კომუნიკაციის, მან ეს საუბრი უნდა შეაბრუნოს და საქმესთან
დაკავშირებით დაიწყოს მოწმის გამოკითხვა. მოწმეს უნდა
მიეცეს შესაძლებლობა მოყვეს, მას მოყოლისას არ უნდა
შეაწყვეტინონ.მოყოლა უნდა დაასრულებინონ. თუ
წინააღმდეგობრივ ინფორმაციას იძლევა უნდა მოხდეს ამის
აღნიშვნა და ასევე სხავ საკითხებზე რაც დაზუსტებას და მეტ
სიცხადეს საჭიროებს. ინფორმაციის მიცემისას გამომძიებელმა
გამოსაკითხი პირი უნდა შეაფასოს ანუ მისი განათლება,
უნარები, გონიერება, განვითარება, მორალი და ა. შ.

დაკითხვა (კითხვების დასმა): მას შემდეგ რაც ინფორმაციის


მიმცემი პირი დაასრულებს ინფორმაციის მიცემას
გამომძიებელმა უნდა გადაამოწმოს ეს ინფორმაცია იქვე
მოსთხოვოს, რომ განავრცოს მთელი რიგ გარემოებეზე
ინფორმაცია. ასევე საკითხებს რასაც არ შეეხებია მოწმე ამ
საკითხებს გამომძიებელი უნდა სეეხოს და გამოკითხოს მათ
შესახებ. გამომზიებელი გამოკითხვის წარმოებეისას
ხელმძღვანელობს დანაშაულის შემადგენლობის ნისნებით.
გამომძიებელმა უპირველესად ეს ნისნები უნდა დაადგინოს,
ასევე სხვა გარემოებებით

ა. საუბრის ხელმძღვანელობა
ხშირ შემთხვევებში გამოსაკითხი პირი უამრავ ისეთ
გარემოებას ყვება რასაც საქმისთვის მნისვნელობა არა აქვს,
გამომძიებელმა უნდა აკონტროლოს გამოკითხვა და სწორი
მიმართულება მისცეს
ბ.დადასტურება ინფორმაცია მიღებული ერთი მოწმის მიერ
უნდა ემთხვეოდეს სხვის მიერ მიცემულ ინფორმაციას. ასეთი
სახის დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველია

დ. უზუსტობები: განსხვავებები , უზუსტობები , ცრუ


ინფორმაცია გამოკითხვისას შესაძლებელია ნათელი გახდეს.
საეჭვო საკითხებზე გამოკითხვა ასეთ შემთხვევებში უნდა
მოხდეს გამოკითხვის ახალი ფორმულირებით და დამატებითი
შეკითხვებით. შესაძლებელი შეცდომები კეთილსინდისიერად
იქნეს დაშვებული, ამიტომ ეს შეცდომები უნდა იქნეს
გამოყოფილი და გარკვეული, რომ ის შეგნებულად არ არის
დაშვებული

4. გამოკითხვის ტექნიკა შეკითხვები არ უნდა დაესვას ,


ვიდრე გამომძიებელი არ დარწმუნდება რომ პირი აპირებს
ჩვენების ნებაყოფლობით მიცემას. პირდაპირ კითხვებს აქვს
ის ეფექტი, რომ პირმა შეიძლება თავი შეიკავოს ინფორმაციის
მიცემისაგან და არ გამოდგება მანამდე, ვიდრე ინფორმაციის
მიმცემი პირი არ დაასრულებს თავის ისტორიას და არ იქნება
მზად მისცეს ინფორმაცია
ა.ერთი შეკითხვა გარკვეული დროის განმავლობაში.
მრავალი შეკითხვამ შეიძლება გამოიწვიოს პირის
დაბნეულობა და ყურადღების გადატანა თანმიმდევრული
დაკითხვიდან.პასუხები შეიძლება უკეთესად დახარისხდეს თუ
წარმოებული იქნება თანმიმდევრული, ლოგიკური გამოკითხვა

მიმანიშნებელი შეკითხვების თავიდან არიდება.


გამოკითხვას აზრი დაეკარგება თუ პასუხი მოაზრებული
იქნება შეკითხვაში, გამომძიებელმა უნდა დაადგინოს პირმა
რა იცის, პირი რა ინფორმაციას ფლობს. მიმახვედრებელი
შეკითხვები გამოძიების მიზნებს აზიანებს.

მარტივი კითხვები გრძელი, რთული, იურიდიული ენით


დასმული შეკითხვები გამოსაკითხ პირს მხოლოდ დააბნევს
.ასეთ კითხვაზე პირი გიპასუხებთ არ ვიცი, როცა იგივეს
მარტივად თუ კითხავდით აუცილებლად გიპასუხებდათ,
რადგან მისთვის გასაგები იქნებოდა. დამატებით ასეთმა
კითხვამ შეიძლება იგი გააღიზიანოს და მისი უკმაყოფილება
გამოიწვიოს

დაკითხვის სახის შენარჩუნება თუ პირის პასუხები იწვევს


თანდათანობით ქმნის უხერხულ და სამარცხვინო ვითარებას
იმ საფუძვლით, რომ ის ამეტებს, აჭარბებს და შეცდომას
უშვებს საქმის გარემოების მიხედვით დროში, მანძილში , გზის
აღწერაში გამომძიებელმა უნდა გააგრძელოს მასთან
ურთიერთობა და სახე გადაარჩინოს. გამომძიებელმა მას არ
უნდა დასცინოს მის სულელურ ნათქვამს ან შეფასებას, იგი
უნდა დაეხმაროს გამოსაკითხ პირს გამიჯნოს არასწორი
ნათქვამი განზრახვის გარეშე შეცდომისგან

კი და არა კითხვები ნებისმიერ გამოსაკითხ პირს უნდა


ჰქონდეს შესაძლებლობა მისი ცოდნა რაიმე გარემოების
შესახებ მთლიანობასი წარმოადგინოს. კი და არა თი პასუხის
გაცემა არა მხოლოდ უსამართლოა არამედ ასევე იწვევს
უამრავ უზუსტობებს და ხელს უშლის ინფორმაციის ნაკადს.

პოზიტიური დამოკიდებულება ზოგადი და ხშირი შეცდომის


დაშვება ხდება გამომ ძიებლის მიე იქ სადაც იგი გამოსაკითხ
პირს ნეგატიურად უსვავს შეკითხვას. მაგ როდესაც
გამომზიებელი ეკითხება თქვენ არ სეგიძლიათ ალაბთ
შუადღისით მომცეთ ჩვენება, შეგიძლიათ.. ეს ნისნავს რომ
გამომძიებეი ამ პირს იწვევს ნეგატიურ პასუხზე. გამოსაკითხ
პირს აქ გაუცნობიერებლად ვეუბნებით, რომ დაისვება
ნეგატიური პასუხის გაცემა და სესაბამისად გამოკითხვისათვის
თავის არიდება. ანალოგიურად როდესაც გამომძიებელი მის
კითხვას სვავს შემდეგნაირად: თქვენ არავინ დაგინახავთ
სახლის მახლობლად, დაინახეთ..ანდა გინდათ ინფორმაციის
შესახებ ოქმს ხელი მოაწეროთ... ასეთი ფორმის შეკითხვებით
ამ პირის შეგულიანება ხდება რომ მან უარყფითი პასუხები
გასცეს. პოზიტიური დაკითხვა ყოველთვის მისაღებია.
გამომძიებელი მისი ხმის ტემბრით და ფრაზებით რეაურად
აგრძნობინებს რომ გამოსაკითხი პირისაგან უარყოფით პასუხს
არ ელოდება. მაგ. მე გამოკითხვა დავნიშნე დილის 10
საათისათვის ან რამდენი ადამიანი იყო სცენაზე როცა თქვენ
მიხვედით ეს ის სეკითხვებია, რომლებიც გამოსაკითხი პირის
გონებაზე პოზიტიურად მოქმედებს.

გამოკითხვის კონტროლი გამომძიებელი დამაჯერებლად


უნდა იყოს კომუნიკაციის დროს. მერყეობა და საეჭვოდ
მოქმედება ყოველთვის ხელს უწყობს ინფორმაციის
მისცემისაგან თავის არიდებას.სისუსტე ხელს უწყობს
წინააღმდეგობას. თუ მოწმე არის პირი, რომლის
გაკონტროლებაც ძნელია მცირე ფსოქოლოგიური
მოქმედებით შეიძლება ის კონტროლის ქვეშ მოაქციოს
გამომძიებელმა. მაგ. ის თუ ეწევა მას მიეცემა მითითება რომ
შეწყვიტოს მოწევა, ან სკამზე გასწორდეს, როგორც მას
ეტყვიან და როგორც ნორმალურ ვითარებას შეეფერება.
ასეთი მითითებებით რთული მოწმე უცბად სწავლობს და
ხვდება, რომ ეს ნიშანია იმის, რომ გამომძიებელი
აკონტროლებს გამოკითხვას

ჩვენების მიცემისას გადახვევების კონტროლი

მას შემდეგ რაც დაიწყება გამოკითხვა და პირი ამბობს რომ


თვითონ მისცემს მონათხრობით ინფორმაციას,
მნიშვნელოვანია ამ მონათხრობის მართვა. გადახვევბისაგან
დაცვა. თუ ამის ტექნიკა არ აქვს დახვეწილი გამომძიებელს
იგი ვერ მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ორი პრინციპია
აქ მნიშვნელოვანი
ა.ზუსტი დაკითხვა.
საქმესთან კავშირის არ მქონე გამოკითხვები, გამოკითხვა
რომელიც საქმის მთავარ არსს სცდება , უამრავი გადახვევბით
მონათხრობი ხშირად გამომძიებლის უუნარობის შედეგია.
კითხვა ისე ზუსტად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ მან
შეზღუდოს ინფორმაციის მოცულობა, რის მიცემასაც
გამოსაკითხი პირი აპირებს. მაგ. შეგიძლიათ, რაიმე მომიყვეთ
ამ პიროვნების ჩვევების შესახებ... ეს არის ძალიან ზოგადი
კითხვა და შესაბამისად ამ პიროვნებას შეუძლია უამრავ
საქმისათვის უმნიშვნელო საკითხებზე ისაუბროს მაგრამ
კითხვა თქვენ ეს პიროვნება ინტოქსიკაციით თუ გინახავთ... ეს
კითხვა მოითხოვს ზუსტ ინფორმაციას
ბ.

გამოკითხვის ტიპები

გამომძიებელმა მისი გამოკითხვის ტექნიკა უამრვ პირს


უნდა მოარგოს მისი საქმიანობის განხორციელებისას. ამ
პირთა გარკვეული წრე არის განხილული
კერძოდ

არარუწლოვნები
არასრულწლოვანთა გამოკითხვამდე მათ კანონიერი
წარმოამადგენლისაგან უნდა მოხდეს ნებართვის აღება.
გარდა ამისა ბავშვების ფანტაზიას ფრთები აქვს შესხმული.
გამოუცდელი გამომძიებელი შესაძლებელია დაიბნეს იმ
პასუხებით რასაც ბავშვები გასცემენ მის შეკითხვებზე. ბავშვმა
შესაძლებელია მის ფანტაზიაში იმოგზაუროს და ბევრი
არარეალური გარემოება დაასახელოს. განსხვავება
მართალსა და არარეალობას შორის შეიძლება დაიკარგოს
ბავშვში ყოველგვარი განზრახვის გარეშე იცრუოს. ექვს
წლამდე ბავშვს შეუძლია გამოიგონოს ისტორია მხოლოდ
იმიტომ, რომ კითხვას უპასუხოს. ბავშვმა ექვსიდან 10
წლამდე შეიძლება დაამახინჯოს გარემოებები. მთავარი
უპირატესობა მოზარდის ანუ უფროსი ასაკის ბავშვის არის ის
რომ შეუძლია დააკვირდეს აღიქვას, გაიაზროს,
დაიმახსოვროს გადმოსცეს და მას არ გააჩნია წინასწარი
შეფასება და მოტივი. მისთვის უცხოა გაყალბება, სიცრუე
სიძულვილის, ამბიციის ან ეჭვის გამო.

ლექცია 8
მტკიცებულებებზე ზრუნვა, მტკიცებულებების
უზრუნველყოფა..

ფიზიკური/საგნობრივი მტკიცებულებები შეიძლება


განისაზღვრონ, როგორც საგნები ან მასალა, რომლებიც
დანასაულთან არის დაკავსირებული რომლის მოძიება და
მოპოვება ხდება გამოძიების პროცესში, რომლებიც ხელს
უწყობს და შესაძლებელს ხდის ქმედების ჩამდენის დადგენას,
ან გარემოებების დადგენას,თუ რა გარემოებეშიც
განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება, ან ზოგადად ხელს
უწყობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.
იმისათვის რომ გასაგები გახდეს საგნობრივი
მტკიცებულებების მტკიცებულებითი ღირებულება უნდა
განვიხილოთ იგი როგორც კანონის შესაბამისად ასევე
მეცნიერების თვალსზრისით.
გამომძიებელმა უნდა დაიცვას კანონის ნორმები
მტკიცებულების, კვალის აღმოჩენიდან მის სასამართლოში
წარდგენამდე. ამ წესების დარღვევამ რაც მტკიცებულებათა
მოპოვებისათვის არის დაგენილი შეიძლება ამ
მტკიცებულებათა დაკრგვამდე მიგვიყვანოს და შესაბამისად
საქმის წაგებამდეც.

საგნობრივი მტკიცებულებები, რომლებიც აღმოჩნდება


შეთხვევის ადგილას წარმოებული დათვალიერებისას
სხვადასხვა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს,

1.ეს მტკიცებულებები შეიძლება იყოს დანაშაულის body or


corpus delicity:

1. ამ მტკიცებულებებით შეიძლება დადგინდეს


თავმდამსხმელის ადგილ სამყოფელი
2. შეიძლება დადგინდეს თავდამსხმელის ვინაობა .
ან
3. შესაძლებლობა მისცეს გამომძიებელს დაადგეს
ეჭვმიტანილის კვალს
მაგ ქურდობის დროს თუ მოპარული თანხის
ნაწილის მოიძებნა, პოვნა მოხდება აღმოჩენილი,
ნაპოვნი თანხა არის corpus delicity და
შესაძლებელია მოპარული თანხის სიფრთხილის
გარეშე ხრჯვამ გარკვეული კვალი დატოვოს
ეჭვმიტანილის. თითის ანაბეჭდები, იქიდან
გამომდინარე რა ადგილას იქნა ის ამოღებული,
მათი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და
ასევე გამორიცხვის მეთოდის მხედველობასი
მიღებით, შესაძლებელია მოხდეს ეჭვის ქვეს
მყოფი პირის ინდენტიფიკაციის დადგენა ასევე
მისი ადგილი თუ დანაშაულის ჩადენისას რა
ადგილეზე იმყოფებოდა. ასევე საკრედიტო
ბარათის უყურადღებოდ, არფრთხილად
გამოყენებამ შესაძლებელია ფრენის კვალამდე
მიიყვანოს გამოძიება, ნაწილობრივ მოხდეს
ეჭმიტანილის იდენტიფიცირება და მიიყვანოს
გამოძიება ეჭვმიტანილის ადგილამდე. ასეთი
საგნობრივი მტკიცებულებები როგორც ავღნიშნეთ
უამრავ მიზანს ემსახურება და შესაძლებელია
დავყოთ შემდეგ კატეგორიებად
1. corpus delicity მტკიცებულებები : ის მოიცავს ისეთ
მასალასა და ობიექტებს, რომელიც დანაშაულის
სხეულის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ,
რომლის მიზანია დაადგინოს რომ დანაშაულებრივ
ქმედება ქონდა ადგილი. მაგ გვამი,
გარდაცვლილის სხეული არის corpus delicity
ნაწილი. ნარკოტიკი ნაპოვნი მის მომხმარებელთან
უკანონდ არის ნარკოტიკულ დანაშაულთა corpus
delicity
ასოცირებული მტკიცებულებები associative evidence

ეს იმ სახის მტკიცებულებებია, რომელიც ეჭვმიტანილს


დანაშაულის ჩადენის ადგილს აკავშირებს, მაგ ავტომანქანი
წინა მანათებლის, ანუ ფარების მინის ნამსხვრევები შეთხვევის
ადგილას ასოცირდება ავტომანქანასთან, რომელსაც აქვს
ჩამსხვრეული ფარები და რომლითაც იქნა მკვლელობა
ჩადენილი.

მაიდენტიფიცირებელი მტკიცებულებები ესეც ასოცირებული


მტკიცებულებების ნაწილია რომელიც პირადირაა მიმართული
პირის იდენტიფირებისაკენ. ეს შეიძლება იყოს თითის
ანაბეჭდები, ასევე ფეხსაცმლის ანაბეჭდი, კვალი, სისხლი
შემთხვევის ადგილზე

კვალის მიმანიშნებელი მტკიცებულებები... ეს არის ის


მტკიცებუებები, რომლებიც გამოძიებას ეხმარება ქმედების
ჩამდენის კვალის დადგენაში. მაგ საკრედიტო ბარათი

ამ მტკიცებულებათა შეფასება

ვიდრე ეს საქგნები ან მასალა იქცეოდნენ მტკიცებულებებად


საჭიროა გამომძიებლის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ ეს
საგნები საქმესთან შემხებლობაშია და მნიშვნელოვანია
საქმისათვის. გამომძიებელმა უნდა გამოიმუშავოს უნარი მისი
ცოდნიდან და პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდიბნარე,
რომ ამოიცნოს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები
82. მტკიცებულების შეფასება
1. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის
საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და
უტყუარობის თვალსაზრისით.
2. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
3. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ
ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ

შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

გამომზიებელს გარკვეული უნარები უნდა გააჩნდეს


ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის ფორმა და უნარები
ხელს უწყობს გამომძიებლის ხელოვნების განვითარებას

ა. მტკიცებითი სამრთლის ცოდნა და მისი გამოყენება


სასამართლოში
ბ.უნარი აღადგინოს გონებაში, წარმოდგენაში მომხდარი
მოვლენები, მან უნდა წარმოიდგინოს ესმოვლენები ქმედების
განხორციელებამდე, მისი მიმდინარეობისას და
დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შემდეგ.
გ.უნარი modus operandi ს (მოქმედების
მეთოდები)დასადგენად
დ.მატერიალური სამართლის ცოდნა
ე. ტექნიკურ ლაბორატორიული ცოდნა იმისათვის, რომ
დასკვნა გაკეთოს თუ რომელი მათგანი შეიძლება იქნეს
გამოყენებული
პროცესი

უნარი, რომ ამოიცნოს და შეარჩიოს საქმისათვის


მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ არის საკმარისი,
ამისატვის საჭიროა პროცესის და შესაბამისი ნორმების
ცოდნა, თუ რა წესით უნდა მოიპოვოს და სასამრთლოში
საბოლოოდ წარადგინოს მტკიცებულებები;

ვიდრე მტკიცებულებებს წარადგენდნენ სასამრთლოში


მნიშვნელოვანი სამი შემდეგი ფაქტორი იქნეს
გათვალისწინებული

ა. მნიშვნელოვანია საგნების შესაბამისი იდენტიფიცირება


b.უნდა შემოწმდეს მათი დაცვის, შენახვისათვის
გატარებული იქნა თუ არა სწორი ღონისძიებები
გ. უნდა შემოწმდეს, რამდენად მნიშვნელოვანია,
რამდენად საგნობრივია ეს მტკიცებულებები

საგნების იდენტიფიცირება

საგნების იდენტიფიცირება ნიშნავს, რომ გამომძიებელს


შეუძლია მისცეს ჩვენება, რომ საგანი რომელსაც
მტკიცებულებად წარადგენენ სწორედ ის საგანია, რომელიც
მან აღმოაჩინა, მოძებნა შემთხვევის ადგილას. ის შეიძლება
დაკითხულ იქნეს მოწმის სახით და ჯვარედინი დაკითხვისას
მას უნდა შესწევდეს უნარი,დაასაბუთოს რომ მიმსგავსებული
შეცვლილი საგaნი არ არის წარმოდგენილი.

ამის უზრუნველყოფას ახორციელებს პროცესი


მნიშვნელოვანია გამოვყოთ
ა. დაცვა
ბ. მოპოვება , შეგროვება
დ, იდენტიფიცირება
გ.შენახვა
დ. გაგზავნა

მტკიცებულების წარდგენა.
პირებს ვისაც რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ შეუძლიათ
წარადგინონ, რის თაობაზეც აუცილებლად უნდა შედგეს
შესაბამისი ოქმი და აღინიშნოს ყველაფერი ამ ოქმში

მტკიცებულებათა დაცვა, შენახვა

დაცვა ორ მიზანს ემსახურება

ზოგიერთი ტიპის მტკიცებულებები მისი ბუნებიდან


გამომდინარე იმდენად სუსტი, მსხვრევადია,ანდა შეიძლება
სწრაფად გაქრეს, მაგ, თითის ანებეჭდები, შესაძლებელია
სულ მცირე მოქმედებაზეც კი წაიშალოს, ამიტომ ისინი უნა
იქნეს დაცული
მეორე, მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულება რომელიც
სასამართლოს წარედგინება იგივე მდგომარეობაში,
კონდიციაში იყოს, რა მდგომარეობაშიც იგი დანაშაულის
ჩადენის შემდგე იქნა დატოვილი.ამიტომ მნიშვნელოვანია
საგნობრივი მტკიცებულება რომელსაც კავშირი აქვს
დანაშაულის ჩადენასთან, წარმოდგენილ იქნეს, როგორც
იგივე მტკიცებულება რომელიც ამოიღეს შემთხვევის
ადგილიდანლილებებით უმნიშვნელო ცვლილებებით ამიტომ
უნდა მოხდეს მტკიცებულებების დაცვა და შენახვა.

მუხლი 79. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა


1. ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში,
რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების
შეცვლას.
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება,
მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ
გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის
ვადით.
3. ძვირფასი ლითონები, ქვები (თვლები), ფულის ნიშნები,
ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, თუ მათ
ინდივიდუალურ ნიშნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა
აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში.
4. ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს ასევე სხვა

ადგილას.

შეცვლა (თვისებების შეცვლა)

მტკიცებულებები ისე უნდა იქნეს კარგად დაცული და


შენახული, რომ გამოირიცხოს მისი შეცვლა. სპეციალური
დაცვის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მთელი რიგი
მტკიცებულებების მიმართ მაგალ. თითის ანაბეჭდები.
მტკიცებულებების სახის შეცვლა, როგორიცაა დაბინძურება,
ქიმიური ცვალებადობა, ფორმის შეცვლა, ნაწილის მოწყვეტა
დამახასიათებელია შემდეგი მიზეზებით ანუ ხდება შემდეგი
მიზეზებით

ა. ბუნებრივი მიზეზი
თუ არ მოხდება შესაბამისი დაცვა და შენახვა გარკვეული
მტკიცებულებები ბუნებრივად იცვლიან თვისებებს და მათ იგივე
მტკიცებულებითი ღირებულება არა გააჩნიათ. შენახვის
პერიოდში თუ არ იქნება მტკიცებულება დაცული სათანადოდ
დაცული მტკიცებულებები შესაძლებელია მათი დაზიანება
გამოიწვიოს წვიმამ ან სიცხემ. მაგ ავტომანქანა, რომელზეც
არსებობს თითის ანაბეჭდები დაცული უნდა იქნეს წვიმისაგან,
სისხლის ნიმუში, რომელიც არ იქნება შენახული მაცივარში
კარგავს მის თვისებებს თუ ის სიცხეში მოხვდება

გულგრილობა, დაუდევრობა და შემთხვევითობა (უბედური


შემთხვევა)

თუ დაცვის, შენახვის ღონისძიებები არ იქნება სათანადოდ


განხორციელებული ამან შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულების
მსხვრევა, გაქრობა, დაკრგვა, ანდა სხვა თისებების შეძენა. ამის
მაგალითია მსხვრევადი მტკიცებულების დავარდნა, ისეთი
ყუთის გახსნა, რომელიც შეიცავს ნივთიერებას რაც ჰაერთან
რეაქციაში შედის
განზრახ დაზიანება და ქურდობა

გამომძიებელს ნუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს


უამრავი ადამიანი, რომლებიც ისურვებდნენ რომ მთელი რიგი
მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდეს, ამიტომ
მტკიცებულებები დაცული უნდა იქნეს უცხო პირებისგან,
ქურდობისა და მათი განადგურებისაგან

მტკიცებულებები შემთხვევის ადგილზე

შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებები უნდა


იყოს დაცული. ყველა უცხო პირი უნდა იქნეს გაყვანილი
შემთხვვეის ადგილიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი
შემხებლობა როგორც ხელით ასევე სიარულის შედეგად
მტკიცებულებებთან. იმ პირთა წრეც ვისაც აქვს უფლება იყოს
შემთხვევის ადგილზე ისიც უნდა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი,
თუ წვიმა, ქარი თოვლი არის მოსალოდნელი ამ დროისატვის
დაუყოვნებელი ზომები უნდა იქნეს მნირებული მტკიცებულებათა
გადასარჩენად.
მტკიცებულებების მიღება,

როდესაც მტკიცებულების მოპოვება ხდება არა შემთხვევის


ადგილას არამედ სხვა წყაროებიდან, მაგ. ინფორმატისაგან, ან
ეჭვმიტანილისგან გამომძიებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა
თავიდან იქნეს აცილებული რაიმე გარე ზემოქმედება.
მაგ. თუ გამომძიებელი, რომელიც შორს იმყოფება თავისი
ოფისიდან და ამოიღებს მაგ ნარკოტიკის ჰეროინის ნიმუშს.. მან
უნდა ამოიღოს საპროცესო კოდექსის წესების დაცვით
მოათავსოს შესაბამის ყუთში ან კონვერტში დათვალიერდეს
ზუსტად აღიწეროს დაცული იქნეს ნორმაში გათვალისწინებული
ყველა დეტალი. გამომძიებელს არა აქვს უფლება ამოღებული
ნარკოტიკის ნიმუში ჯიბეში ჩაიდოს. ხშირად გამომძიებელი
შესაძლებელია მტკიცებულებებს ისეთ დროს და ადგილას
წააწყდეს,როდესაც მას თან არა აქვს არც უთი არც კონვერტი ან
რაიმე რაშიც მოათავსებდა და დაიცავდა მტკიცებულებას. ასეთ
შემთხვევაში თვითონ უნდა მოახდინოს იმპროვიზაცია, რაც
ხელთ აქვს იმ ფურცლისგან სექმნას კონვერტი ან ყუთი და. აშ.
რა თქმა უნდა მტკიცებულების სათანადოდ დაცვა და შენახვა
ბევრად არის დამოკიდებული მტკიცებულების თვისებებზე . ასეთ
შემთხვევებში ამ მტკიცებულების დაუყოვნებლივ გადატან უნდა
მოხდეს შესაბმის ყუთში და შესაბმისად უნდა დაილუქოს.

ტრანსპორტირება

მტკიცებულებათა დაზიანების რისკი ხშირად ჩნდება

მტკიცებულებათა ტრანსპორტირებისას. მაგ ბოთლი,


რომელზეც არის თითის ანაბეჭდები და ხდება მისი შეთხვევის
ადგილიდან ტრანსპორტირება ჩნდება საფრთხე ბოთლის
ზედაპირიდან თითის ანაბეჭდების წაშლის ავტომანქნაზე
შეხებისას ან გამოუსადეგარ ყუთში ჩადებისას. იგივე ეხება მინას
ან სითხეს

მტკიცებულებათა შეფუთვის ორი ფაზა არსებობს


1. მტკიცებულება მიტანილ უნდა იქნეს ანუ
ტრანსპრტირებულ უნდა იქნეს შემთხვევის
ადგილიდან გამოზიების ოფისამდე
2. თუ ექსპერტიზაა ცასატარებული ასევე უნდა მოხდეს
მისი გაგზავნა და ტრანსპრტირება ექსპერტიზაზე

მტკიცებულებათა შენახვის ოთახი და ადგილი სესაბამისად უნდა


იქნეს მოწყობილი

მუხლი 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი


1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-
მოვალეობები, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეები საგამოძიებო
მოქმედებებს ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და
დადგენილ ფარგლებში. პროკურორს უფლება აქვს, დაესწროს
სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო
მოქმედებას. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგამოძიებო
მოქმედება არ უნდა ჩაატარონ პროკურორის მონაწილეობის
გარეშე, თუ ის ამას მოითხოვს. პროკურორი უფლებამოსილია
დაცვის მხარის თანხმობით დაესწროს დაცვის მხარის მიერ
ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას.
2. დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს
მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების
თაობაზე.
[ 1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო
მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-
მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ
კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში.
დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით,
სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო
მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება
იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას
აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო
ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო
მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით
მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ
შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება
ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული
სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც
დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების
შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა
მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო
მოქმედებაში.
2. დაცვის მხარის უფლება, შუამდგომლობით მიმართოს 

სასამართლოს  საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე,

არ ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით

გათვალისწინებულ გარემოებებზე. დაცვის მხარეს არა აქვს

უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ისეთი

საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებისათვის, ამ

კოდექსის თანახმად, საჭიროა ასეთი ნებართვა. ( ამოქმედდეს

2014 წლის 1 სექტემბრიდან )]

3. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო


მოქმედების ჩამტარებელი პირი მონაწილეებს განუმარტავს
უფლება-მოვალეობებს და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
წესებს. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი
ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა უფლებების
განხორციელების შესაძლებლობა.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველია
გამომძიებლის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება,
გამომძიებელი მას აცნობს იმ პირს, რომლისთვისაც
დადგენილების (განჩინების) შესრულება სავალდებულოა,
რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
5. საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია,
გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საგამოძიებო
მოქმედება უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში.
6. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება
გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ
მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების
მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.
7. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის
წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების
პროპორციული ზომის გამოყენება.
8. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ქირურგიული ან
სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდებისა და საშუალებების
გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას,
დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ამ პირის
თანხმობით. თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან იგი
ფსიქიკურად დაავადებულია, აუცილებელია მშობლის, მეურვის
ან მზრუნველის თანხმობა ან სასამართლოს განჩინება.
9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ
პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის
მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს
გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში
ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი
სქესისაც არის შესამოწმებელი პირი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50,
24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის  14 ივნისის კანონი № 741 – ვებგვერდი,
2 7 .0 6 .2013წ.

მუხლი 112. სასამართლოს განჩინებით ჩატარებული


საგამოძიებო მოქმედება
1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო
საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე
შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო
ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი
მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე
უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს
შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ
შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ
კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი
მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული
საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე
ჩასატარებლად.
2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი
შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; პირი,
რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი
მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის;
განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც
უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა (მათ
შორის, ელექტრონული).
3. ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული
უნდა იყოს: ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია
საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა
ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა
ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და
ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა
ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის
გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების
უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება ძალადაკარგულია,
თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის
ვადაში.

4. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით


განხორციელებული გზავნილის დაყადაღების და ამოღების
განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: იმ პირის სახელი
და გვარი, რომელსაც ეგზავნება დასაყადაღებელი გზავნილი;
გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი (თუ ის ცნობილია);
დაყადაღებული გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ
დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს
გზავნილი; გამომძიებლის უფლება, დაათვალიეროს და
ამოიღოს გზავნილი.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას,
როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის
მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან
როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების
მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი,
ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი
აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ
აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების
შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის
ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს
სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც
მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც
ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების
ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა
აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის
განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის
მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს
საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების
აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა
უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს
შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია
შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ
სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის
მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო
მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე
ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე
უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი,
რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების
გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას
გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული
წესი.

6. მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს


განჩინება: 
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად
ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა
და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად
ცნობის შესახებ.
7. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით
გათვალისწინებულ საკითხებზე შუამდგომლობა განიხილოს
ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს
განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა
აითვლება განჩინების აღსრულებიდან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50,
24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი,
19.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 49 –
ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ.

მუხლი 120. ამოღებისა და ჩხრეკის წესი


1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს
განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში
– დადგენილების საფ
უძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის,
ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის
აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში,
სათავსში ან სხვა მფლობელობაში.
2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი
ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს,
რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების
(დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.
3. გამომძიებელს უფლება აქვს, ამოღების ან ჩხრეკის
ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირებს ამოღების ან ჩხრეკის
დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა
პირთან ურთიერთობა, რაც აღინიშნება ოქმში.
4. განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში – დადგენილების წარდგენის შემდეგ
გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან
ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის,
ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის
ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის
ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი
ფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე
უარის თქმის ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში
ამოღება ხდება იძულებით.
5. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი,
ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი,
რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე
ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა
ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა
ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა
დანაშაულზე, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული
საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი
სხვა ობიექტი.
6.  ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ
ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და ,
შესაძლებლობის შემთხვევაში ,  შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ,
ლუქის გარდა ,  აღინიშნება თარიღი და იმ პირთა
ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში  
მონაწილეობდნენ.  არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის
ამოღებაც ხდება   მისი შინაარსის გამო.
7. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს უფლება
აქვს, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსი, თუ
გასაჩხრეკი უარს ამბობს, ნებაყოფლობით გააღოს ისინი.
8. დასაშვებია ჩხრეკის ან/და ამოღების ადგილზე მყოფი
პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი,
რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება
თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ასეთი შემთხვევა
ითვლება გადაუდებელ აუცილებლობად და პირადი ჩხრეკა
ტარდება სასამართლოს განჩინების გარეშე. ჩხრეკის ან/და
ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით
გათვალისწინებული წესით.

9. იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს


შენობაში ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი
ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით. 
[ 10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე

ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე


ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის

უფლება აქვს ბრალდების მხარეს.  ( ამოქმედდეს 2014 წლის

1 სექტემბრიდან )]
   

მუხლი 125. დათვალიერება


1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების
აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის
მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის
ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი
ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება
სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის
აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე
(მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

დათვალიერება შეიძლება ორივე მხარის მიერ როგორც


საჯარო სივრცეში ასევე კერძო პირთა მფლობელობაში,
კერძო პირთა პფლობელობაში სასამრთლოს განჩინებით.
ასევე გადაუდებელი აუცილებლობისა

მუხლი 126. დათვალიერების ზოგადი წესი


1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი,
ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ
შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ
ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და
შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე
ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები,
რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში.
დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის
ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით,
შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოების გამოვლენას.
2. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დასათვალიერებლად
საჭიროა დიდი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება,
საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების
ჩატარების ადგილზე.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური

საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის,


ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ან

მასზე არსებული კვალის განადგურებას ან დაზიანებას.

მუხლი 127. შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება


1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც
მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი.
დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი
დაცული უნდა იყოს.
11 . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და
281-ე მუხლ ებ ით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე,
როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის
ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის
უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია
მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით
და შენახვა.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ
ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების
საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში
მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.
სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას
დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება.
განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც
ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება
იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს
მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა
ჩატარდეს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით
გათვალისწინებული წესით.

მუხლი 135. ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის


შედგენის თავისებურებანი
1. გამოკითხვის ოქმში უნდა აისახოს გამოსაკითხი პირის
სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო
ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი
ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა
ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიცემული
ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში
გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი.
2. ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა
მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი
საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი
სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ
იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა
აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს
შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-
თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას
სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა
გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის
ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან
ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი
არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე
პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენელს) , რომელიც ამოღებას
ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა
იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს
მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის
ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ
საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის,
ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.

3. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული


გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების,
შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება,
კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული
რომელი გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი
უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით უნდა შეჩერდეს და რა
ვადით, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა
ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის
შედეგად. 
4. დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა
აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი
ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა
დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში
ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა
გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ
მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის
ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების
შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა
ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის
ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი
არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება
დათვალიერების ოქმში.
5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს: რა
მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და
მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი; კონკრეტულად რით
გამოიხატა შემთხვევის ვითარების აღდგენა; რა შინაარსისაა
ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება); რა საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი იქნა აღმოჩენილი, დათვალიერებული და
ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციაში
(ჩვენებაში); რა საცდელი მოქმედებები, როგორი
თანამიმდევრობით, ვის მიერ, რამდენჯერ ჩატარდა და რა
შედეგი იქნა მიღებული.
6. ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის,
აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ
შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა
ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-
თვისებები.
7. ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის
ჩატარებისას ცალკე ოქმი არ დგება და ამ საგამოძიებო
მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის ოქმში.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 49 –

ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ.

ლექცია 99999

ეჭვის ქვეს მყოფი პირისა კერძოდ ბრალდებულის ( მატერიალური


და ფორმალური გაგებით) გამოკითხვა დაკითხვის წესი

არსებობს კანონით დადგენილი სტანდარტი, წესები, რომლის


შესაბამისადაც უნდა მოხდეს ბრალდებული პირის გამოკითხვა ,
დაკითხვა
ეს წესები მჭიდროდ უკავშირდება ამერიკის შეერთებული სტატების
მირანდა არიზონას წინააღმდეგ სისხლის სამრთლის საქმეს. ამ საქმემ
რადიკალურად შეცვალა არსებული წესები და საბოლოოდ დაამკვიდრა
ეჭვმიტანილის თუ ბრალდებულის გამოკითხვისა და დაკითხვის წესები.
ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს ამ წესების შესაბმისად გამოკითხვის
დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელი, პროკურორი უნდა
ა. წარუდგინოს საკუთარი თავი ბრალდებულს როგორც სამართალ
დამცავი ორგანოს წარმოადგენელმა
ბ. განუმარტოს ბრალდებულს თუ რა დანსაულებრივ ქმედებას
შეეხება გამოძიება
გ. აცნობოს ბრალდებულს, რომ მას სურს გამოკითხოს ბრალდებული
სწორედ ამ ქმედებასთან დაკავიშირებულ გარემოებზე
ე,გააცნოს ბრალდებულს მისი უფლებები:
1. დუმილის უფლება. უფლება არ უპასუხოს შეკითხვებს
2. თუ უპასუხებს შეკითვებს, პასუხი შესაძლებელია მის
საწინააღმდეგოგ იქნეს გამოყენებული
3. უფლება ადვოკატზე. რაც ნიშნავს, რომ მას საკუთარი სურვილით
შეუძლია შეარჩიოს ადვოკატი და ისარგებლოს მისი
მომსახურებით
4. თქვენ თუ თვლით, რომ არ გაქვთ საკმარისი შესაძლებლობა
ადვოკატის აყვანის, სახელმწიფო დაგინისნავთ საკუთარი
ხარჯით ადვოკატს და თქვენ ამ ხარჯებს არ გაიღებთ
5. გაიგეთ თუ არა რაც აგიხსენით, კერძოდ ისარგებლოთ დუმილის
უფლებით, უფლებტ იყოლიოთ დამცველი

პროცედურის ვარიანტები

ზემოთ მითითებულის განმატება სავალდებულოა. ეჭვის ქვეშ


მყოფის ან ბრალდებულის პასუხზეა დამოკიდებული
გამომძიებლის შემდეგი მოქმედებები:
ა. ბრალდებულმა შეიძლება გამოიყენოს დუმილი
თუ ბრალედებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე ანდა წყვეტს
დაწყებული ჩვენების მიცემას , ამით გამოკითხვა
დასრულებულია. გამომძიებელი პატივისცემით უნდა მოექცეს
ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენებას, მოტყუება,
მუქარა, დარწმუნება რომ უარი თქვას მის დუმილის უფლებაზე
დუშვებელია.

ბრალდებულმა თუ მოითხოვა დამცველი, დამცველის


გამოცხადებამდე არ შეიძლება იგი გამოიკითხოს. გამოკითხვის
წინ ან გამოკითხვის მიმდინარეობისას ბრალდებული მოითხოვს
დაცვის უფლებით სარგებლობას ბრალდებულის გამოკითხვა
უნდა შეჩერდეს ვიდრე დამცველი არ გამოცხადდება

ბრალდებულს უფლება აქვს უარი თქვას დაცვაზე. მაგრამ


საქართველოს საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მუხლებს
სადაც ბრალდებულს ამის უფლება არ გააჩნია სავალდებულო
დაცვა

მუხლი 45. სავალდებულო დაცვა


სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს
უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება)
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის
შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო
შეთანხმების დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში
გამოცხადებას ;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევაში.

იქ სადაც სავალდებულო დაცვა არ არის, ბრალდებულს


ნებისმიერ დროს უფლება აქვს უარი თქვას დამცველზე. თუ
ბრალდებული უარს ამბობს დაცვაზე გამომძიებელმა და
პროკურომა კარგად უნდა გადასინჯოს უარის თქმის საფუძვლები.
ბრალდებულს პროცესზეც აქვს უფლება თუ სავალდებულო დაცვა
არ არის უარი თქვა დამცველზე, მაგრამ თუ ბრალდებული უარს
ამბობს დაცვაზე და იძლევა აღიარებით ჩვენებას უნდა
გადამოწმდეს, რომ ბრალდებულმა ნებაყოფლობით
გონივრულად, გააზრებულად გაცნობიერებულად უარი თქვა
თვით ინკრიმინაციისაგან დაცვის უფლებაზე და ასევე ადვოკატის
ანუ დამცველის ყოლის უფლებაზე.

უფლებათა განმარტების დრო

უფლებების განმარტება ხდება პირის დაკავებისთანავე, ასევე


ბრალდებულად ცნობის თანავე.

აღიარებითი ჩვენება უფლებების განმარტების გარეშე


დაცვის უფლება

გამოკითხვა ეჭვმიტანილის

მოწმის გამოკითხვა

ეს არის ეჭვის ქვეს მყოფი პირის ბრალდებულის გამოკითხვა

ეჭვის ქვეს მყოფი პირი ბრალდებულის გამოკითხვის მიზანია


გამომძიებლისათვის მნისვნელოვანი ინფორმაციის მიღება
გამოკითხვა ეს არ წარმოადგენს აღიარების მიღების საშუალებას. ის
მხოლოდ გამოძიების წარმოების საშუალებაა, ერთ ერთი
უმნიშვნელოვანესი საშუალება მოპოვებულ იქნეს მტკიცებულებები. ის
საშაულებას აძლევს პირს ვინც ითვლება სავარაუდოდ რომ გახვეულია
დანასაულში წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც მას
გაამართლებენ.

გამომძიებელი

გამომძიებელამ გავლენა უნდა მოახდინოს არა მისი ფორმალური


ძალაუფლებით არამედ მისი პიროვნებით, მისი პიროვნების
პატივისცემის მიღწევით, ის პროფესიონალი უნდა იყოს თავი საქმესა
და ქცევაში. თუ ის მერყევ ტენდენციას გამოამჟღავნებს ეჭვმიტანილი
მაშინვე წინააღმდეგობას გაუწევს. სრული ნდობის შესაქმნელად
გამომძიებლის პიროვნული ძალა უნდა ემყარებოდეს მის სიმპატიურ
ქცევას. სუბიექტი უნდა გრძნობდეს, რომ ის ესაუბრება როგორც
ადამიანი ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია მისი ძირითადი
შეხედულებით და პრობლემით.ბრალდებული,რომელიც იძულებულია
ჩვენება მისცეს მის მიმართ მტრულად განწყობილ ორგანოს უფრო
მომზადებულია ვიდრე გამომძიებლთან, რომელიც მის მდგომარეობას
ითვალისწინებს.

გამომძიებელი შემდეგ კვალიფიკაციას უნდა ფლობდეს


ა, ზოგადი ცოდნა და ინტერესი
ბ. სიფხიზლე
g. ლოგიკური აზროვნება.გამოკითხვის ლოგიურად წარმოება,
გამოკითხვის გეგმა, რაც უნდა
ემყარებოდეს დანსაულის სემადგენლობის ნისნებს
დ. მოთმინება.
რასაც დაპირდება უნდა სეასრულოს თუ არა და არ უნდა დაპირდეს
ე. საკუთარი თავის კონტროლი. კონტროლის დაკარგვა ზიანს
აყენებს მთლიანად გამოძიებას
141

გამომძიებლის ქცევა

როგორც წესი დაკითხვის დაწყებისას გამომზიებლის ქცევა ქმნის


დაკითხვისას მთლიან ატმოსფეროს. გამომზიებელზეა დამოკიდებული
სექმნას ვითარება რომ გამოსაკითხ პირს შეექმნას სურვილი პასუხი
გასცეს

გამოკითხვის კონტროლი
გამომზიებელი სიტუაციას უნდა აკონტროლებდეს. არ უნდა
დაკარგოს კონტროლი არ უნდა აღსფოთდეს. მისი პიროვნების
სიძლიერეს უნდა გრძნოდეს მის წიმ მდგომი გამოსაკითხი პირი. არ
უნდა გამოამჟღავნოს ცუდი ხასიათი

ყურადღების გამფანტავი ქცევა


გამომძიებელი ასეთ ქცევებს უნდა მოერიდოს, მაგ ოთხში წინდა უკან
სიარული გამოკითხვისას, ან სიგარეტის მოწევა. გამომძიებელი ახლოს
უნდა დაჯდეს ისე რომ მათ შუა ავეჯი არ მოექცეს და კონცენტრირება
სუბიექტზე უნდა გააკეთოს

ენა გამომძიებლის ენა უნდა სეესაბამებოდეს გამოსაკითხის


კულტურულ დონეს. ვულგარულობა არ დაიშვება. განათლების არ
მქონე პირს მისთვის გასაგები ტერმინებით უნდა ესაუბრონ.
მაგ სადაც საუბარია ქურდობაზე ან ყაჩაღურ თავდასმაზე, შეიძლება
გამოყენებული იქნას სიტყვები ნივთი წაიღო, ან დაარტყა

ჩაცმულობა. სამოქალაქო ფორმა ყოველთვის მეტ სანდო ვითარებას


ქმნის ვიდრე ფორმა.

სხვა პირთა დასწრება ბრალდებულის გამოკითხვისას საურველია


მხოლოდ გამომზიებელი იყოს და მისი ადვოკატი. და არა სხვა
გამომზიებლებიც, სხვა გამომზიებლებისს ყოფნისას შეიზლება
მომავალსი დადგეს საკითხი და ბრალდებულმა ადასტუროს რომ მის
იზულებას ჰქონდა ადგილი. მაგ გამოკითხვისას 10 გამომზიებლის
დასწრება

გამოკითხვის ადგილი

ადგილი მსვიდი უნდა იყოს, კონცენტრაციის შესაძლებლობას


იძლეოდეს

მაგ ოთახი ერთი კარით, მრავალი კარი შთაბეჭდილებას ქმნის ეს


ესაა ვინმე შემოვა

ფანჯრისა და ხედის არ არსებობა


ტელეფონი ზარის გარეშე
სასუალო ზომის ოთახი უნდა იყოს
მხოლოდ კედლები სურატები არ არის სასურველი

მჭახე შუქი არა


ავეჯი მინიმალურად

დასაჯდომი სასუალება. გამომზიებელი და ბრალდებული არ უნდა


იჯდნენ ისე რომ მათ შორის ავეჯის დიდი ნაწილი იდგეს
სკამი უსახელო უკან საზურგით
მაგიდა
ბრალდებული ზურგით კარისკენ უნდა იჯდეს.ის აღა ფიქრობს რომ
ვინმე შემოვა

leqcia 11

ეჭვმიტანილის ბრალდებულიდ გამოკითხვის


ტექნიკისა და მიდგომის შერჩევა

გამოძიების წარმოებისას გამოძიებელი უნდა ხელმძღვანელობდეს


პროცესის ეკონომიურობის პრინციპედიდან გამომდინარე,
გამომძიებელს აქვს უფლება იყოს მოხერხებული, მაგრამ მან კანონი
არვითარ
შემთხვევაში არ უნდა გაამრუდოს, მაგრამ ის უნდა იყოს
მოხერხებული და შეეძლოს გონივრულად იმოქმედოს, მას შეუძლია
გონებით და მოხერხებულობით იმოქმედოს და სუბიექტში
( ეჭვმიტანილი ბრალდებული) გამოიწვიოს დაბნეულობა.

გამომძიებელმა სუბიექტების კლასიფიცირება უნდა მოახდინოს


ინფორმაციის დახმარებით და ნასამართლობის ცნობებით. წინასწარ
გამოკითხვას თან უნდა ახლდეს გმოსაკითხი პირის პიროვნებისა და
ხასიათის დადგენა და დაგეგმვა გამოყენებულ იქნეს თუ არა რაიმე
ტექნიკური საშუალებები

ხშირად გამომძიებლის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს


ეჭვმიტანილი პირისაგან აღიარების მიღება. გამოძიების ტექნიკის
შერჩევისას გამომძიებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს და
გაითვალისწინოს კანონით დადგენილი პრინციპები ბრალდებულის
ჩვენების დასაშვებობის თაობაზე

1. ჩვენება რომ დასაშვები იყოს, ამისათვის მნიშვნელოვანია ის


რომ ის უნდა იყოს სანდო, ნებაყოფლობითი და კანონის
შესაბამისად მიღებული

ნებაყოფლობითობა ნიშნავს, რომ ჩვენება არის პროდუქტი მისი მიმცემი


პირის თავისუფალი, ნებაყოფლობითი ყოველგვარი იძულებისაგან
თავისუფალი არჩევანის და არა მასზე დაუშვებელი ზემოქმედების

   მუხლი 4. პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა


1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის
სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები ვალდებული არიან
სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან
პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობა.
2. დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე
ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის,
მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე სხვა ისეთი
ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებს
ადამიანის მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე
დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების დაპირება,
რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული.
3. სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში იძულება
შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

იმის დასადგენად, რომ პირზე ჰქონდა თუ არა ადგილი გაუმართლებელ


ზეწოლას სასამართლო იყენებს(TOTALITY OF CIRCAMSTANCES )
გარემოებათა ერთობლიობის ტესტს

ეს ტესტი მოიცავს იმ საგამოძიებო ტექნიკის გადასინჯვას, რაც


გამომძიებელმა გამოიყენა ჩვენების მისაცემად, ანუ გადასინჯავს ყველა
გარემოებას რაც გამოყენებული იქნა ჩვენების მიღებისას

ა. პირველი რაც მოწმდება ნებაყოფლობით იქნა თუ რა მიღებული


ჩვენება მირებული, ეს არის ჩვენების მიღების რა საშუალება გამოიყენა.
თუ ბრალდებულის შეცდომაში შეყვანა თუ, მოტყუუა.

ყველა სახის შეცდომასი სეყვანა ან მოტყუება ტრიკი (trick) არ აქცევს


ჩვენებას დაუშვებელ მტკიცებულებად. სწორედ ეს ხდება საფუძველი
ჩვენების მიღების გარემოებების ერთობლიობის გადასინჯვისას,

მაგ გამომძიებელმა იცრუა და ბრალდებულს უთხრა რომ თქვენმა


თანამონაწილემ აღიარა დანაშაული. გამომძიებლის ასეთი არასწორი
ინტერპრეტირება თანამონაწილის ჩვენების თაობაზე ეს არ არის იმ
ხარისხის გარემოება რომ მან ბრალდებულის ნებაზე მოახდინოს
გავლენა, ზემოქმედება .
გამომძიებლის სიცრუე არ უნდა იყოს იმ ხარისხის, რომ მან გავლენა
მოახდინოს და ბრალდებულმა მისცეს ცრუ აღიარება

სიცრუე თავიდან უნდა იქნეს აცილებული სადაც ბრალდებული თვთონ


არის მზად ჩვენების მისაცემად.

გამოკითხვის ტექნიკა

არსებობს გამოკითხვის უამრავი სახის ტექნიკა, რისი გამოყენებაც


გამომძიებელს შეუძლია
გამოკითხვის ტექნიკა დამოკიდებულია ჩადენილი ქმედების სახესა და
სიმძიმეზე
ჩვენ განვიხილავთ რამოდენიმე მათგანს რაც გამოკითხვის
პრაქტიკითაა დადგენილი:

a. გამომძიებელი როგორც დამხმარე მრჩეველი


ძალიან მარტივი საშუალებას წარმოადგენს გამომძიებლის მიხვედრა,,
იმის თაობაზე, რომ პირი მისცემს ჩვენებას, თუ ეს პირი იგრძნობს, რომ
მას როგორც ადამიანს, მეგობრულად , თავაზიანად ეპყრობიან.
გამომძიებელი აქ სუბიექტის მეგობარია. მათ შორის ორივე ცდილობს
საგნები და საკითხები გაარკვიონ. ბრალდებული მომხდარით
დაბნეულია. თუ იგი მთელ გარემოებზე ისაუბრებს დასაწყისშივე,
გამომძიებელი მისი მეგობარი, მას რჩევებით დაეხმარება რადგან
გამომძიებლმა იცის კანონი

ბ. სიმპატიური ძმა
გარკვეულწილად ბრალდებულთა ნაწილს სურს სინდისიდან მოიშოროს
ეს სიმძიმე რაც ქმედების ჩადენითაა გამოწვეული. გამომძიებლს
რომელსაც ასეთ ბრალდებულებთან გამოცდილება გააჩნია, რომლებიც
გამომძიენბელს როგორც მეგობარს ასე განიხილავენ, იცის რომ ასეთი
ბრალდებულისათვის მნისვნელოვანია სულიერი სიმსვიდე. მას მთელი
ცხოვრება წინ აქვს. მან შეიძლება პირველი ნაბიჯები
რეაბილიტაციისაკენ გამომძიებლის მეშვეობით გადადგას, ასეთი
პირები გამომძიებელს უყვებიან მთლიან ისტორიას და ასევ საუბრობენ
მომავლის გზებზე. გამომძიებელს აქვს სურვილი მისცეს ბრალდებულს
შანსი გამოსწორდეს.

დიდი და მცირე ბრალი

ხშირ სემთხვვეასი სხვადასხვა დანაშაული ხორციელდებ პირის მიერ.


ადგილი აქვს დანაშაულთა სიმრავლეს გამომძიებელი ინტერესდება
ყველაზე მნიშვნელოვნით.
სუბიექტი, რომელსაც სწორედ ძირითადი დანაშაულის შიში აქვს
მიმართავს შემდეგ ხერხს აღიაროს მხოლოდ მსუბუქი დანაშაულები
რათა გამომძიებელს კვალი აურიოს, გზას ააცდინოს, ეს დაახლოებით
შედარებულია ძვლის გადაგდებასთან. იგი აღიარებს მსუბუქ
დანაშაულთა ჩადენას. თუმცა ეს ნისნავს რომ ყინული გატყდა და
შესაძლებელია, რომ გამომძიებლის დაჟინებით მიღებულ იქნეს უფრო
მძიმე დანაშაულის აღიარებაც, რომ თუ მსუბუქი აღიარა მძიმეც
აღიაროს

ცოდნის ბლეფი
გამომძიებელი უქვეყნებს მტკიცებულებთა ნაწილს, რომელიც
ცნობილია, ამ მოქმედებით იგი არწმუნებს სუბიექტს რომ მათ აქვთ
საქმის გარემოებებისადმი ცოდნა და მის წინააღმდეგობას აზრი არ
აქვს. გამომძიებელმა ისე უნდა იმოქმედოს, რომ დაარწმუნოს და
შთაბეჭდილება შეუქმნას სუბიექტს, რომ მას უმარავი მტკიცებულება
აქვს მისი მამხილებელი. ეს ძნელი მოსახერხებელი არ არის, როცა
ბრალდებული დაბნეულია.
ბლეფი გაყოს მეწყვილე ( თანამონაწილისაგან გაყოფა)

ეს გამოიყენება, როდესაც სახეზეა თანმონაწილე. ისინი ცალ ცალკე


არიან მოთავსებულები და ერთ ერთს აცნობებნ რომ მეორე
ალაპარაკდა. მეორე ეს არის რომ მიიღონ ინფორმაცია თვითოეული
ეჭვმიტანილი პირისაგან არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ფანტაზიის
შემცველი ან არასწორია ეს ინფორმაცია წინააღმდეგობრივ ჩვენებზე
ისაუბროს ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ეჭვმიტანილს მოაჩვენონ,
რომ მისი თანამონაწილე მთლიანდ მას აბრალებს ქმედების ჩადენას,
რადგან დიდი ალბატ`ბაა რომ ამის შემდეგ ეჭვმიტანილი ისაუბრებს
სიმართლეზე საკუთარი თავის დაცვის მიზნით.

გამოკითხვა როგორც ფორმალობა

ეს არის ტექნიკა რა დროსაც გამომძიებელი ეჭვმიტანილს უსვავს


ყოველდღიურ საკითხებზე შეკითხვებს,რაც გარკვეულ ფორმალობას
წარმოადგენს. გამომზიებელი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წინასწარ
იცის შეკითხვაზე პასუხი და ეს კითხვები მხოლოდ ფორმალობას
წარმოადგენს, ეს არის საქმიანი გამოკითხვა, სადაც გამომძიებელი
ამვდროულად ასეთი გამოკითხვის წარმოებისას აკეთებს პაუზებს,
რითაც ის სესაძლებლობას აძლევს ეჭვმიტანილს მოყვეს სიმართლე.
ამ დროს შეიზლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ფრაზები მაგ;

თქვენ ბინასი იყავით 7 საატისთვის , იყავით ხომ.

თქვენ დარწმუნებული ხართ ამ ფაქტში.

გინდათ თქვენი პასუხი დამიწეროთ ზუსტად ისე, როგორც თქვენ


მითხარით.

მე გაძლევთ შანსს, შესაძლებლობას სიმართლე მითხრათ.


ამაზე იფიქრეთ და შემდეგ გამეცით პასუხი.

თუ პასუხი ის არ არის რასაც გამომძიებელი ელოდა. ის თავის კალამს


სკეპტიკურა დდადებს ძირს, შეხედავს ეჭვმიტანილს, ჩაიხედავს თავის
წიგნაკსი თუ ნოუტბოკსი და ტავს გააქნევს. მას შეუძლია თქვას მე არ
ვიცი რას ცდილობთ , რა გინდატ რომ საკუთარ თავს გაუკეთოთ,
გინდათ შესვენება, ხანგრძლივი დუმილი ეფექტურად მოქმედებს.

ფიზიკური ნივთიერი, მტკიცებულებებით მოჩვენება

გამომძიებელი აცხადებს რომ მას არ ჭირდება ეჭმიტანილის ცვენება და


არ აინტერესებს ასეთი, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფორმალობები
რისი შესრულებაც მას ევალება. ის ვალდებულია აცნობოს
ბრალდებულს გარკვეული მტკიცებულებების სესახე, მიიროს მისგან
განმარტება ამასთან დაკაშირებით, გამომძიებლმა შემდეგ თავი ისე
უნდა მოაჩვენოს, რომ გარკვეული მტკიცებულებები, მოძიებულია
ექსპერტების მიერ.
საშუალო ასაკის პირებს დიდ წარმოდგენა აქვთ ექსპერტებზე და ისინი
რეალურად იღებენ გამომძიებლის ამ განცხადებას. მაგ. მკვლელობის
საქმეზე შეუძლიათ თქვას რომ თმის ღერი იპოვეს, რომლითაც
დადგინდება ეჭვმიტანილის შემთხვევის ადგილზე ყოფნა.
გამომძიებელს უფლება აქვს მიკროსკოპშიც კი ჩაახედოს
ბრალდებული. ასევე თითის ანაბეჭდი, გამომძიებელმა სეიძლება
აჩვენოს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგნები რომელსაც
სავარაუდოდ ეჭვმიტანი შესაძლებელია რომ შეხებოდა და უთხრას რომ
დატოვილია ამ საგნებზე თითის ანაბეჭდები, და ტითი ანაბეჭდები
გადაღებულია. გამომზიებელს უფლება აქვს ეს ფოტოებიც აჩვენოს და
შემდეგ გამომძიებლს შეუძლია სცენაც გაითამასოს რომ მან უდა
შეწყვიტოს გამოკითხვა, რადგან ამ დროს მან თითქოს მიიღო მესიჯი
რომ დადგინდა იარაღზე თითის ანბეჭდების იდენტიფიკაცია
აღიარებითი ჩვენება

აღიარება უნდა იყოს ნებაყოფლობითი


თუ ბრალდებულმა გააცნობიერა მისი უფლებები და ამის შემდეგ უარი
თქვა თავის უფლებებზე, კერძოდ დუმილის უფლებაზე და გადაწყვიტა
აღიარებითი ჩვენების მიცემა ასეთი ჩვენება წერილობითი უნდა იყოს
და პროცეუალური ნორმების დაცვით უნდა მოხდებს ბრალდებულის
გამოკითხვა.
ჩვენება ან ბრალდებულმა საკუთარი ხელით უნდა დაწეროს ან მის მიერ
გადმოცემული დაიბეჭდოს და ბრალდებულის მიერ იქნეს
ხელმოწერილი

მაგრამ ბრალდებულის ჩვენების როგორც მტკიცებულებად გამოყენებას


აქვს გარკვეული პროცედურები. სესაძლებელია ეს ჩვენბა მირებულ
იქნეს, მაგრამ სასამრთლოში ვერ მოხდეს მისი მტკიცებულებად
გამოყენება

თუმცა ამ ჩვენება შეიძლება გახდეს სახელმძრვანელო მთლიანად


დანასაულის გახსნისა და მნისვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების
საფუძველი. არიარებით ჩვენბას სახელად სხვა მტკიცებულებების
მოპოვების წყაროსაც კი უწოდებენ the prime source of other evidence

ხშირად ამ ინფორმაციით გამომძიებელი იღებს ისეთ ინფორმაციას,


რომელიც მისთვის სხვა შემთხვევაში ხელმიუწვდომელი იქნებოდა.
მაგ შეთქმულების ფარგლები, თანამონაწილის არსებობა და მისი
იდენტიფიკაცია. დამატებითი წარსულში ჩადენილი დანაშაულები.

საგნობრივი მტკიცებულებების გაანალიზება უნდა მოხდეს აღიარების


შემდეგ. მაგ.დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღის არსებობა
და მისი ადგილსამყოფელი. ან დანასაულის ჩადენისას გამოყენებული
ავტომობილის ადგილმდებარეობა. გატაცებული საგნების
ადგილმდებარეობა

მიზანი

გარდა მითითებული მნიშვნელოვანი უპირატესობის რასაც ჩვენების


მიღება იძლევა წერილობითი ჩვენება კიდევ შემდეგ მიზნებს ემსახურება
ა. წერილობითი ჩვენება საქმეს დაერთვის
ბ წერილობითი ჩვენება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
პროკურორის მიერ სასამრთლო სხდომაზე, მხოლოდ ბრალდებულის
მეხსიერების განსაახლებლად..თუ მას რაიმე დაავიწყდა
დ. მოწმისთვის სურვილის დაკარგვა რომ იცრუოს და არასწორი
ჩვენება მისცეს

აღიარების სახეები
ნაწილობრივ აღიარება (admission) ფაქტების დასახელება
ნაწილობრივ აღიარება
აქ მხოლოდ ფაქტების ნაწილს აღიარებს და მისი დამნაშავედ ცნობა
უნდა მოხდეს სხვა მტკიცებულებებთნ ერთობლიობაში

მხოლოდ ფაქტის დადასტურება რომ ის შემთხვევის ადგილზე იყო


შეიძლება აღიარებად ჩაითვალოს. მოტივთან ამ ჩვენების
დაკავშირებით შესაძლებელია მის დამნაშავეობაზე დასკვნის გაკეთების
შესაძლებლობას იძლეოდეს.ტრადიციულად პროკურორს უფლება აქვს
აღიარება წარადგინოს სასამართლოში როგორც მისი მტკიცებულება.

Confession მთლიანი აღიარება

აქ ბრალდება მთლიანად აქვს გაცნობიერებული და ამ ბრალდებას


ნებაყფლობით აღიარებს. აღიარება დანაშაულის შემადგენლობის
ყველა ნიშანზე უნდა ვრცელდებოდეს.სრული აღიარება გვაქვს მასინ
როდესაც ყველა ფაქტობრივი გარემოებების გამომჟღავნება ხდება და
პრაქტიკულად ეს უკვე ბრალს ადასტურებს ანდა როცა ბრალდებული
ქმედებას თვითონ ასახელებს და თავს დამნაშედ სცნობს,
ხშირად ეს აღიარება შესაძლებელია ორ სიტყვაში გამოიხატოს დიახ მე
დამნასავე ვარ, მე ჩავიდინე ეს. ეს ორი წინადადებაც განიხილება
სრულ აღიარებად

აღიარება არის თვით ინკრიმინაცია. ეს უნდა იყოს გაცნობიერება


ფაქტებისა და გარემოებების, რომელსაც იგი ასახელებს და
გაცნობიერება რომ ეს შემდეგ მის დამნასავედ ცნობის საფუძველი
გახდება

მუხლი 74. ბრალდებულის ჩვენება


1. ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში
მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის
გარემოებათა შესახებ.
2. ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა.
3. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან
ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი
ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4. ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად
დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება
მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.

   

მუხლი 247. ბრალდებულის მიერ საქმის არსებით


განხილვამდე მიცემული ინფორმაციის
მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა
1. თუ ბრალდებული წინააღმდეგია, საქმის არსებით
განხილვამდე მის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული
ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და
ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა
(დემონსტრირება), ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება
დაუშვებელია. მიცემული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვაზე
ან მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე
(დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება
შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ
მტკიცებულებად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I,
№50, 24.09.2010 წ., მუხ.328

ლექცია 12

ტრადიციულად ყველაზე მოკლე გზა დანაშაულის გახსნის,


დამნაშავის და მისი ადგილსამყოფელის დადგენის არის
ინფორმანტი. პრაქტიკულად გამომძიებელი, რომელიც
იმყოფება რთული და მძიმე საქმის გახსნასთან დაკავშირებულ
სტრესის ქვეშ იძულებულია დაეყრდნოს მისი ინფორმაციის
წყაროს. ანუ იფორმანტის მიერ მიცემულ
ინფორმაციას.ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეები
იხსნება ინფორმაციის მეშვეობით. ინფორმატორის
სოციალური დონე იცვლება დანასაულისა და გამოძიების
ბუნებსთან ერთად.კარგი გამომძიებელს თავისი გზა უნდა
ჰქონდეს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ბარებში,
ბასეინებსი, პაბებში და სხვა ადგილებში.მან საზოგადოების
ყველა ფენიდან, ყველა წრიდან უნდა დაიძმობილოს
სხვადასხვა პირები ბარმენები, მძღოლები, კარისკაცები,
მიმტანები, დამლაგებლები სასტუმროს
მომსახუეები,ფახსაცმლის მწმენდავები, ფახსაცმლის
შემკეთებლები, ფანჯრის მინების მწმენდავები, დაცვის
სამსახურის თანამსრომლებს, დარაჯებს, მერძევებს და
ზოგადად ყველა იმ პირს ვისაც აქვთ შესაძლებლობა
ადამინებს შეხვდნენ და დააკვირდნენ მათი საქმიანობიდან
გამომდინარე.ეს ის პირები არიან რომლებიც მომავალსი
შესაძლებელი გახდნენ ინფორმატორები, რომლებიც
გამოძიებელ ეხმარებიან მის საქმიანობაში.

ხშირშემთხვევასი ინფორმაცია შესაძლებელი ამ პირებმა


ნებაყოფლობით მისცენ როგორც კარგმა მოქალაქეებმა ანუ
მოტივი კარგი მოქალაქეობაა, თავიანთი მოქალაქეობრივი
მოვალეობიდან გამომინარე. ზოგადად მოტივი ხელი არ უნდა
შეუშალოს მათ ნდობას გამომძიებლისადმი. ისინი კარგი თუ
ცუდი მოტივით იძლევიან ინფორმაციას ეს არ უნდა გხდეს
უნდობლობის საფუძველი.

ხშირად ინფორმანტს ინფორმაციისათვის ფულს უხდიან.


ფულის გადახდა უნდა მოხდეს გარკვეული ფორმით და
ეთიკის დაცვით

ინფორმატთა შორის განასხვავებენ შემდეგ პირებს

ა. ზოგადად ინფორმანტი არის პირი, რომელიც


გამომძიებელს აძლევს ინფორმაციას. მას ამის გაკეთება ღიად
შეუძლია და შეუძლია შესთავაზოს მოწმეც კი იყოს. ან მისცეს
ინფორმაცია ფარულად და მოითხოვოს დარჩეს ანონიმურად
ბ. კონფიდენტური ინფორმანტი. კონფიდენტური
ინფორმატი არის პირი, რომელიც გამომძიებელს გადასცემს
კონფიდენციალურ ინფორმაციას განხორციელებულ ან და
დაგეგმილ დანასაულზე და არ სურს რომ გასაჯაროვდეს
როგორც ინფორმაციის წყარო.
გამომძიებელმა სპეციალური დაცვის ღონისზიებები უნდა
გამოიყენოს მისი იდენტიფიკაციის დასაცავად, ვიდრე საქმის
მასალების გაცნობისას მისი ღირებულება როგორც წყარო
დაიკარგება

მოტივი ინფორმაციის გამჟღავნების უამრავია, და ეს


გამომზიებლის პასუხისმგებლობაა შეაფასოს ინფორმანტი
ინფორმაცია მისთვის მიცემული სიმარლესთან მიმართებასი,
მართალს ამბობს თუ არა ინფორმანტი. ყველაზე
გავრცელებული მოტივი არის
a საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. თავის წარმოჩენის
სურვილით, განდიდების სურვილით სეპყრობილი პირები,
რომლებსაც აქვთ დიდი სურვილი სწორედ ინფორმაციის
მიცემით დაიმსახურონ სახელმწიფო ორგანოების , მაგ
პოლიციის პატივისცემა
b.სამოქალაქო თვითშეგნების მქონე პირები, პირები
რომელთაც აქვთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და
სურვილი, რომ სამართალი განხორციელდეს.
მართლმსაჯულება განხორციელდეს

დ. შიში. პირი წარმოდგენით, რომ მას მტერი ემუქრება და


სხვა უამრავი საფრთხეა მოსალოდნებლი

ე. სასჯელისაგან თავის არიდება

პირი რომელსაც შეგნებული აქვს მცირემნიშნელობის


დანასაულის ცადენა ინფორმაციას იძლევა უფრო დიდი
დანასაულის გასახსნელად

ვ.მადლიერება ან გამორჩენის ან უპირატესობის მიღება.


მაგ. პირი იძლევა ინფორმაციას მადლიერების
გამოსახატავად ანდა უპირატესობის მისაღებად, მაგ
დაკავებულია სიგარეტის მისაღებად, ან პატიმარი აძლევს
ინფორმაციას მისი ოჯახის კეთილდღეობისათვის მისი
დაკავების მანძილზე
d. კონკურენცია.. პირს უნდა მოიცილოს მისი კონკურენტი
ე. შურისძიება, პირს სურს შური იძიოს ვინაიდან ისიც
ვიღაცამ ამხილა იგი ან დაამცირა იგი ან სხვაგვარად მიაყენა
მას ზიანი.

ვ. ეჭვი პირი რომელიც ეჭვიანია ან შურიანია სხვა პირის


მიღწევებით, ქონებით ან სხვა წარმატებების გამო ცდილობს
და სურს დაამციროს ეს პიროვნება

ზ. დაჯილდოვება, გამორჩენა--- პირი რომელიც თანხის


სანცვლოდ იძლევა ინფორმაციას ან სხვა მატერიალური
გამორჩენის მისაღებად.

კონფიდენციალურის ინფორმაციის მოპოვება

გამოცდილ გამომძიებელს მის სამოქმედო ტერიტორიაზე


ყავს არაერთი ინფორმანტი საზოგადოების სხვადასხვა
ფენებიდან. ის მათთან ამყარებს და აგრძელებს მეგობრულ
ურთიერთობებს და წლების განმავლობასი მასთან მუშაობს.
ეჭვმიტანილის გამოკვლევისას, ანუ გამოძიების
წარმოებისას გამომიებელს უნდა შეეძლოს თავის
ინფორმატებში რამოდენიმეს მოძებნა რომელიც
დააკვირდებოდა და თვალს მიადევნებდა ეჭვის ქვეშ მყოფ
პირებს. მას ასევე სეუძლია სხვა ტერიტორიაზე გმოიყენოს
სხვა გამომძიებელის ინფორმატორები.
ინფორმანტის დაცვა

გამომძიებელმა უნდა დაიცვას ინფორმატის იდენტიფიკაცია


ორი მოსაზრებით ერთი ეთიკიდან გამოდინარე, მეორე რომ
მისი წყაროსათვის საფრთხის არიდება. მისი იდენიფიკაცია არ
უნდა იქნეს გამჟღავნებული თუ არ შეიქმნა ამისი
აბსოლუტური საჭიროება

მუხლი 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა


1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით
დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური
სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია
თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა,
რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების,
იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების
დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფისაგან.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან
გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან,
რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან
დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია
და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების
მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ
დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ
წარედგინება გამოკითხულ პირს);
ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან
გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-
სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ
ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება,
რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-2
მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;
გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი,
რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის,
გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ
უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა
გამოყენებით;
დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის,
გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან
ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი
გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე);
ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის
გასახსნელად, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად
საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში –
საქართველოს ფარგლებს გარეთაც), საქართველოს
ფარგლებს გარედან საქართველოში ან საქართველოს
გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის
კონტროლირებადი გადაადგილება, რომლის თავისუფალი
რეალიზება კანონით აკრძალული ან შეზღუდულია;
ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი
პირის ან ბრალდებულის დადგენა დაქტილოსკოპიური
კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის,
სუნის ან გამონაყოფის მიხედვით;
ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და
დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ
საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის
დასკვნად;
თ) ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან –
ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-7 მუხლის
მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ელექტრონული კავშირიდან
(ელექტროფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან,
სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან
გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული
ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა
გამოყენებით;
ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს
მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც
ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს
ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და
ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-
სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ
ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა.

მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება


1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით
დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან
თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2
მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.
2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად
ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:
ა) პირის გამოკითხვა;
ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;
გ) საკონტროლო შესყიდვა;
დ) კონტროლირებადი მიწოდება;
ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;
ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება);
ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის
კორესპონდენციის ცენზურა;
თ) მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრის
ფარული მიყურადება და ჩაწერა ; ინფორმაცის მოხსნა და
ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან ( კავშირგაბმულობის
საშუალებებთან , კომპიუტერულ ქსელებთან , სახაზო
კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან
მიერთებით ), კომპიუტერული სისტემიდან ( როგორც
უშუალოდ, ისე დისტანციურად ) და ამ მიზნით კომპიუტერულ
სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის
საშუალებების ინსტალაცია ; საფოსტო-სატელეგრაფო
გზავნილთა ( გარდა დიპლომატიური ფოსტისა )
კონტროლი ;
ი) მოსამართლის ბრძანებით ფარული ვიდეო- და
აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; ელექტრული
თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა
გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას და გარემოს;
კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო
თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;
ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის
შექმნა.

თავი IV
მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის

    

მუხლი 16. მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-


სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი
ორგანოებისათვის
1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ
ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება
შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ
შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა.
ეს პირები ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ
ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა
მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ
შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ
გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები
დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი
მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური,
თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების,
საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრობის, პოლიტიკური
და რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოებს ეკრძალებათ კონტრაქტის
საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის,
საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების
წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის,
მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის,
საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით
გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების
კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
    

მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის


განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ
მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური
დაცვის გარანტიები
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ პირებს
სახელმწიფო იცავს.
2. თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელშეწყობის გამო
ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს
შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს
ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ საჭირო ზომები
ასეთი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ბრალეული
პირების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.
3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც
კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან
თანამშრომლობდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს
სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება
მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი
თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში.
4. პირს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობს, აქვს
გასამრჯელოს მიღების უფლება.
5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კონტრაქტის
საფუძველზე ითანამშრომლოს ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან,
სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება
კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი.
6. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოებთან კონტრაქტის საფუძველზე
მოქალაქეთა თანამშრომლობის პერიოდი, როგორც
ძირითადი საქმიანობა, შედის მათ შრომით სტაჟში. აღნიშნულ
პირებს აქვთ საპენსიო უზრუნველყოფის უფლება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც
თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოებთან, ასევე მისი ოჯახის
წევრების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი
დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. თუ პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ
ორგანოებთან, დაიღუპა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში
მონაწილეობისას, დაღუპულის ოჯახსა და მის კმაყოფაზე
მყოფთ შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევათ
ერთდროული შემწეობა დაღუპულის ათი წლის ხელფასის
ოდენობით და კანონით დადგენილი წესით ენიშნებათ პენსია
მარჩენალის დაკარგვის გამო.
9. თუ პირმა, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ
ორგანოებთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში
მონაწილეობისას მიყენებული ჭრილობის, კონტუზიის,
დასახიჩრების შედეგად მიიღო ტრავმა, რომელიც
გამორიცხავს მისი შემდგომი თანამშრომლობის
შესაძლებლობას, მას შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან
ეძლევა ერთდროული შემწეობა ხუთი წლის ხელფასის
ოდენობით და ენიშნება ინვალიდობის პენსია.
10. პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ
ორგანოებთან და დადგენილი წესით ჩართულია
დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში დანაშაულის გახსნისა
და მისი ჩამდენი პირების დადგენის მიზნით, თავისუფლდება
პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამ დროს არ ჩაიდინა
ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული ან მის ქმედებას
მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.

You might also like