You are on page 1of 17

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების გამოკითხვის

პროტოკოლი

მიმოხილვა
კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების გამოკითხვის პროტოკოლი, მოწმე და
დაზარალებული ბავშვის გამოკითხვის პროტოკოლის მსგავსად, შექმნილია ბავშვის
ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ინსტიტუტის მიერ(National Institute of
Child Health and Human Development). ამ პროტოკოლის მთავარი პრინციპია
გამოკითხვის გარემოში ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა, რომელიც გულისხმობს
ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებას და ბავშვის უფლებას, იყოს მოსმენილი, ანუ
იმგვარად გამოკითხული, რომ არ მოხდეს მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა
გამოკითხვის მონაწილე პირთა მხრიდან.

პროტოკოლი გამოიყენება როგორც 14 წლამდე, ასევე 14 წელზე უფროსი


მოზარდებისთვის, თუმცა სამართლებრივი უფლებების შესახებ გაფრთხილებას (ე.წ.
მირანდას წესები) ვიყენებთ, მხოლოდ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის
მინიმალურ ასაკს მიღწეულ და უფროს მოზარდებთან.

აღსანიშნავია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდს აქვს უფლება არ მისცეს


ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული
პროტოკოლის სტრუქტურა.

კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების გამოკითხვისას ყველაზე მნიშვნელოვანი


საკითხი ეხება ცრუ აღიარებითი ჩვენების მიღების ალბათობის გათვალისწინებას,
გამომკითხველის მიერ. მოზარდთა ნეიროგანვითარების ასაკობრივი
თავისებურებებით განპირობებული რისკის შეფასების სირთულე, განმამტკიცებლის
დაუყოვნებლივ მიღების სურვილი და გარეგანი ზეწოლისადმი მოწყვლადობა,
ზრდის ცრუ აღიარებითი ჩვენების მიღების საფრთხეს. ამის გათვალისწინებით,
მოზარის გამოკითხვისას, დაუშვებლად მიიჩნევა ცრუ მტკიცებულების გამოყენება
ჩვენების მისაღებად, გათავისუფლების დაპირება ან სავარაუდო ზიანის შესახებ
გაფრთხილება. ცრუ მტკიცებულების გამოყენება გულისხმობს, გამომკითხველი მიერ,
მოზარდთან საუბრისას ისეთი ტაქტიკის გამოყენებას, თითქოს პოლიცია ფლობს
მტკიცებულებებს, რომლებიც მოზარდის ბრალეულობას ასაბუთებს, თუმცა
რეალურად ასე არ არის.

1
ცრუ მტკიცებულებების გამოყენება გათავისუფლების დაპირება ან/და
სავარაუდო ზიანის შესახებ გაფრთხილება
გამოსაკითხი მოზარდის მსჯელობს პატერნი: გამომძიებლის მიერ გამოყენებული
არასწორი ტექნიკა:
 „პოლიცია დარწმუნებულია ჩემს
ბრალეულობაში, მტკიცებულებებიც კი აქვთ და  ირიბი ან სპეციფიკური დახმარების
თავს ვერაფრით გავიმართლებ“; შეთავაზება;

 „ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება მართლაც  ბავშვმა გათავისუფლებისა და


მიმიძღვის ბრალი რამეში“ - მეხსიერების სახლში დაუყოვნებლივ წასვლის
სანდოობაში ეჭვის შეტანა; სურვილით, შეიძლება მისცეს ცრუ
აღიარებითი ჩვენება და იმედი
ჰქონდეს, რომ შემდეგ ამას
გამოასწორებს

ცრუ მტკიცებულებათა გამოყენება, აღიარების მოპოვების მიზნით, აკრძალულია


ქართული სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის მიხედვით. გათავისუფლების
დაპირება ან/და სავარაუდო ზიანის შესახებ გაფრთხილება ჩაითვლება
კანონსაწინააღმდეგო მოქმედებად, თუ დასაბუთდება, რომ ამგვარი ქმედება არღვევს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპს, რომლის
თანახმადაც: „დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების,
ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე
სხვა ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის
მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების
დაპირება, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული“. იმის მიუხედავად,
ჩაითვლება თუ არა დაპირება და ზიანის შესახებ გაფრთხილება
კანონსაწინააღმდეგოდ, ის მაინც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესის წინააღმდეგ
მიმართული აქტივობა, რადგან მნიშვნელოვნად ზრდის ცრუ აღიარებითი ჩვენების
მიღების ალბათობას.

2
აშშ-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენცის ცენტრმა
(Office of Juvenile Justice and Delinquency Prevention) განსაზღვრა კანონთან კონფლიქტში
მყოფ მოზარდთა გამოკითხვის მეთოდოლოგიური რეკომენდაციები.

კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის გამოკითხვისას არარეკომენდირებულია:

 კომუნიკაციის ისეთი ფორმა, რომელიც სავარაუდო ბრალდებულს მიანიშნებს,


რომ აღიარების შემთხვევაში ის თავიდან აირიდებს სასჯელს ან შეუმცირდება
სამართლებრივი პასუხისმგებლობა

 ტექნიკური ტერმინოლოგია, რომელიც ორაზროვნების გამო,ბავშვის მიერ,


შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც გათავისუფლების დაპირება

 დარწმუნდით, რომ ბავშვს კარგად ესმის აღიარების შედეგები

 თავის შეიკავეთ იმის შთაგონებისაგან, რომ თქვენ შეგიძლიათ ბავშვის


დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ის აღიარებს დანაშაულს

 ალტერნატივების შეთავაზება;

 მიმართულების მიმცემი შეკითხვების დასმა;

 დანაშაულის სცენის ამსახველი ფოტომასალის ან სხვა მტკიცებულებების


დემონსტრირება.

რეკომენდირებულია:

 გამოკითხვის დაწყება ღია შეკითხვით. თავისუფალი თხრობის პროვოცირება;

 მეტი ინფორმაციის მისაღებად ღია ფოკუსირებული შეკითხვის გამოყენება;

 უზუსტობის გადამოწმება, თუმცა არა დაბრალება, როდესაც გაქვთ ეჭვი, რომ


მოზარდი იტყუება;

 პირდაპირ მიმართული შეკითხვების (ვინ, რა სად, რამდენი, როდის, რა ფერის,


რა დროს და ა.შ.) გამოყენება, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით.

3
ცრუ აღიარებისა და ცრუ ბრალდების თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია:

 აღიარებითი ჩვენების გადამოწმება და შედარება საქმეში არსებულ სხვა


მტკიცებულებებთან (სასურველია, ნეიტრალური პირის მიერ);

 თუ მოზარდი პოლიციას აცნობებს დანაშაულის შესახებ, რომელიც


პოლიციისთვის აქამდე არ იყო ცნობილი, მისი აღიარება მეტი ალბათობით,
შეიძლება, იყოს სანდო;

 დარწმუნდით, რომ აღიარებითი ჩვენება გამყარებულია


ფიზიკური/მატერიალური მტკიცებულებებით. არ ენდოთ მხოლოდ
აღიარებით ჩვენებას (მტკიცებულებათა კრებითობა);

 შეცდომაში არ შეგიყვანოთ დეტალურმა ჩვენებამ. ცრუ აღიარებითი ჩვენებები


ხშირად დეტალურია, რადგან ის გამომძიებლის მიერ შეთავაზებული
ინფორმაციითაა შევსებული.

აღნიშნულ რეკომენდაციათა გათვალისწინებით შემუშავებული კანონთან


კონფლიქტში მყოფი მოზარდის გამოკითხვის NICHD პროტოკოლი მოიცავს
რამდენიმე ფაზას, რომელთა თანმიმდევრობაც განისაზღვრება იმის მიხედვით,
თანამშრომლობს თუ არა მოზარდი გამოძებასთან.

პროტოკოლის სტრუქტურა

გაცნობა

გამოკითხვის პირველი ეტაპი, სტანდარტულად, გამომკითხველის მიერ ბავშვისთვის


თავის წარდგენას გულისხმობს. გამომკითხველი ბავშვს ეუბნება თავის სახელსა და
გვარს და სამუშაო პოზიციას, ასევე, მოკლედ აღნიშნავს გამოკითხვის მიზნის შესახებ
(„გამარჯობა, მე ვარ გამომძიებელი გიორგი. ჩემი სამუშაოს ნაწილია ბავშვებს და
მოზარდებს ვესაუბრო იმაზე, რაც მათ შეემთხვათ“).

თავის წარდგენის შემდეგ, გამომკითხველი ბავშვს აფრთხილების ინტერვიუს ჩაწერის


პროცესის შესახებ, რის საჭიროებასაც ხსნის ბავშვის მიერ მოყოლილი ინფორმაციის
დამახსოვრების აუცილებლობით („ჩვენს საუბარს ჩავიწერ, რადგან მნიშვნელოვანია
დავიმახსოვრო ყველაფერი, რასაც მომიყვები. ზოგჯერ რაღაცები მავიწყდება და

4
ჩანაწერი საშუალებას მაძლევს მოგისმინო და არ ვიყო იძულებული, ყველაფერი
ხელით დავწერო“).

ჩანაწერის შესახებ ამგვარ გაფრთხილებას მოზარდს ვაძლევთ მაშინ, როდესაც


მიმდინარეობს ვიდეო-აუდიო ჩაწერა, თუმცა, თუ გამომძიებელი ჩვენებას ხელით
იწერს, მაშინ შეტყობინებაც ამ პროცესს უნდა უკავშირდებოდეს („ჩვენს საუბარს
ჩავიწერ, რადგან მნიშვნელოვანია დავიმახსოვრო ყველაფერი, რასაც მომიყვები.
ზოგჯერ რაღაცები მავიწყდება და ჩანაწერი საშუალებას მაძლევს, დავიმახსოვრო შენი
ნათქვამი და განმეორებით არ გკითხო, თუ რა მოხდა“).

გაცნობის ფაზის შემდეგი ეტაპია გამოკითხვის მიზნის დაკონკრეტება.


გამომკითხველი ეუბნება მოზარდს, რომ უნდა ისაუბრონ იმ ბრალდების შესახებ,
რომელიც მას აქვს წარდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების შინაარსი მოკლედ
იყოს გადმოცემული, დანაშაულის დეტალების აღწერის გარეშე. ასეთი ფორმით
ჩამოყალიბებული მიზანი ბავშვს მიანიშნებს საუბრის ძირითად შინაარსზე და ამავე
დროს, არ უქმნის მას მოლოდინს, რომ პოლიციამ უკვე დეტალურად იცის მომხდარი
მოვლენის არსი და მისი გამოკითხვა, სინამდვილეში, გადამოწმების პროცესია
(„პოლიციას აცნობეს, რომ შენ ერთ-ერთი მაღაზიიდან აიღე გარკვეული ნივთები. მე
მთხოვეს, ამ ამბავზე დაგელაპარაკო“).

გაცნობის ფაზის მომდევნო ეტაპი გულისხმობს გამოსაკითხი პირის გაფრთხილებას,


მისი უფლებების შესახებ. სავარაუდო ბრალდებულის გამოკითხვის სტანდარტული
გაფრთხილება როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან გულისხმობს ე.წ.
მირანდას წესების გაცნობას. მირანდას წესები სავარაუდო ბრალდებულის
საერთაშორისოდ განსაზღვრულ უფლებებს მოიცავს. ამ უფლებების აღიარება მოხდა
1960-იან წლებში, აშშ-ში, როდესაც ერთ-ერთი ბრალდებულის (გვარად, მირანდა)
გამოკითხვის დროს, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა მისი უფლებების დარღვევა
და მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საგამოძიებო მოქმედების დასაწყისში,
ყველა ბრალდებული უნდა იყოს ინფორმირებული დუმილის უფლების გამოყენების
შესახებ. „მირანდას წესები“ მოგვიანებით საერთაშორისო სამართლის, მათ შორის
ქართული სამართალწარმოების, პროცესის ნაწილად იქცა.

5
მირანდას წესები
1. შენ გაქვს დუმილის უფლება. რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია არაფერი თქვა;
2. ყველაფერი რასაც იტყვი, შეიძლება, გამოყენებულ იქნას შენს წინააღმდეგ;
3. შენს გაქვს ადვოკატის გამოყენების უფლება;
4. თუ არ შეგიძლია ადვოკატის დაქირავება, ამას უზრუნველვყოფს
სახელმწიფო;

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკითხვის პროტოკოლში, აღნიშნული


წესები მოდიფიცირებულია ბავშვისთვის გასაგები ფორმით. წესების შესახებ
ვაფრთხილებთ მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეულ
მოზარდებს („შენ არ ხარ ვალდებულია, რამე მითხრა. თუ აირჩევ, რომ დამელაპარაკო,
მე ამ ინფორმაციას პოლიციას მივაწოდებ შემდეგი გამოძიებისთვის. თუ ბრალდების
წარდგენა გადაწყდება, მაშინ რასაც დღეს მეტყვი, შეიძლება შენს წინააღმდეგ
სამხილად იქნას გამოყენებული“). სტანდარტულ გაფრთხილებასთან ერთად,
გამომკითხველი ცდილობს იქვე აუხსნას მოზარდს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია,
რომ ისაუბროს მომხდარის შესახებ („ჩემი გამოცდილებით, იმ მოზარდების დახმარება
უფრო ადვილის, რომლებიც გვეუბნებიან ზუსტად რა მოხდა, რომ ასეთი ქმედებიდან
გამოსავალი ვიპოვოთ“). გაფრთხილების შემდეგ, გამომკითხველი ვალდებულია
დარწმუნდეს, რამდენად სწორად გაიგო მოზარდმა აღნიშნული, რისი გადამოწმების
მიზნითაც სვამს შეკითხვას - „ყველაფერი გაიგე, რაც გითხარი?“. თუ ბავშვი ამბობს,
რომ ნათქვამი ვერ გაიგო, გამომკითხველი ვალდებულია ყველა წინადადება
გაიმეოროს და თან ამოწმოს, გებულობს თუ არა თითოეულ წინადადებას. იმაში
გასარკვევად, თუ რამდენად სწორად გაიგო მოზარდმა გაფრთხილება, ზოგიერთ
ქვეყნის სამართალწარმოების პროცესი, გამომკითხველებისგან ითხოვს სპეციალური
ბლანკის შევსებას, რომელიც მოცემულია დანართი 1-ის სახით.

როდესაც გამომკითხველი დარწმუნდება, რომ ბავშვმა გაიგო საკუთარი უფლებები,


სვამს ღია შეკითხვას, სურს თუ არა ბავშვს, რომ ისაუბროს მომხდარის შესახებ -
„მომიყვები, რა მოხდა?“. ამ შეკითხვაზე ბავშვის მიერ გამოვლენილი რეაქციის
მიხედვით, გამოკითხვა სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება წარიმართოს.

6
მომიყვები, რა მოხდა?

უარყოფს ან ახდენს
გამოხატავს მზაობას
იწყებს საუბარს არ სურს საუბარი საკუთარი ქმედების
საუბრისთვის
მინიმიზაციას

1. საუბრის
1. ურთიერთგაგების მნიშვნელობის შესახებ
1. თავისუფალი 1. დანაშაულის კერძო
დამყარება; განმარტება ასპექტის უარყოფის
ინფორმაციის 2. ეპიზოდური გამოკითხველის მიერ; დროს გამოსაყენებელი
დამატება; მეხსიერების
2. "მსხვერპლმა ტექნიკები;
გავარჯიშება;
2. ეჭვმიტანილის ისაუბრა და ახლა შენ 2. ზოგადი
მონაყოლის გავრცობა; 3. არსებითი ნაწილი; გაქვს შესაძლებლობა ბრალეულობის
3. დეტალების 4. თავისუფალი საკუთარი ვერსიის უარყოფის დროს
ინფორმაციის დამატება; მოყოლის"
მოპოვება; გამოსაყენებელი
5. ეჭვმიტანილის 3. "შეგიძლია ცოტა ტექნიკები;
4. მსხვერპლის მონაყოლის გავრცობა; ხნით დაფიქრდე და 3. მინიმიზაციის დროს
ვერსიის სანდოობს 6. დეტალების მოპოვება; მიიღო გამოსაყენებელი
შემოწმება გადაწყვეტილება";
7. მსხვერპლის ვერსიის ტექნიკები
სანდოობს შემოწმება 4. "შეგიძლია, დაწერო"
5. საუბრის შეწყვეტა

1. როდესაც ბავშვი იწყებს საუბარს

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გამომკითხველის შეკითხვის მერე - „მომიყვები, რა


მოხდა?“ - მაშინვე იწყებს საუბარს, გამომკითხველი არ აწყვეტინებს მას ნეიტრალურ
თემით ან/და ეპიზოდური მეხსიერების შემოწმებით და პირდაპირ ერთვება მოსმენისა
და მოგვიანებით, შეკითხვების დასმის პროცესში. მას შემდეგ, რაც ბავშვი ამოწურავს
საკუთარი ინიციატივით დაწყებულ თხრობას, გამომკითხველი მიჰყვება შემდეგ
ეტაპებს:

7
თავისუფალი ინფორმაციის დამატება - მას შემდეგ, რაც ბავშვი საკუთარი
ინიციატივით ისაუბრებს მომხდარის შესახებ, მონათხრობის გავრცობის მიზნით,
გამომკითხველი მას მიმართავს შემდეგი ფორმით - „შენგან მნიშვნელოვანი
ინფორმაცია მოვისმინე. მინდა გავიგო რა მოხდა, თავიდან ბოლომდე. მომიყევი
ყველაფერი, რაც გახსოვს, დეტალურად, რამდენადაც შეგიძლია“. აღნიშნულ
მიმართვას, შეიძლება, მოჰყვეს დამატებითი ინფორმაცია, თუმცა გამომკითხველი
მაინც ცდილობს კვლავ ღია მიმართვებით განავრცოს მონათხრობი მანამ, ვიდრე
გადავა კონკრეტულ შეკითხვებზე. თავისუფალი თხრობის კიდევ უფრო
გავრცობისთვის, მან შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიმართვები - „შემდეგ რა
მოხადა?“ ან/და „კიდევ რა შეგიძლია მითხრა“? როდესაც გამომკითხველი
დარწმუნდება, რომ ღია მიმართვებითა ინფორმაციის უფრო მეტად დაზუსტება
შესაძლებელი აღარ არის, გადადის შემდეგ ეტაპზე.

გამოსაკითხი პირის მონაყოლის გავრცობა - ეს ეტაპი გულისხმობს ბავშვის


მონაყოლში ნახსენებ იმ მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღების მიპყრობას
(ადგილი, ძალადობის ფორმა, ტანსაცმელი და ა.შ.), რომელიც საკმარისად აღწერილი
არ არის. დეტალების გავრცობა ხდება ღია-დამაზუსტებელი (ღია-ფოკუსირებული)
შეკითხვებით - „შენ ახსენე დანა, რომელიც სკვერში იპოვე. ყველაფერი მომიყევი ამის
შესახებ“. ღია- დამაზუსტებელი შეკითხვების გამოყენება შესაძლებელია იმდენჯერ,
რამდენჯერაც საჭიროა იმ დეტალებზე, რომლებსაც მეტი დაზუსტება და გაღრმავება
სჭირდება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ასპექტის აღწერა მოხდება, თუ საჭიროება
მოითხოვს, შეიძლება, გამომკითხველი გადავიდეს ქვემოთ აღწერილ ეტაპზე.

მნიშვნელოვანი დეტალების მოპოვება, რომელიც გამოსაკითხმა პირმა არ ახსენა - თუ


ბავშვის მიერ ნახსენებ ამბავში არ არის მოცემული მნიშვნელოვანი დეტალები
(როგორიცაა, მაგალითად, ადგილმდებარეობა), მათ გასარკვევად, ამ ეტაპზე უკვე
ვიყენებთ პირდაპირ შეკითხვებს. პირდაპირ შეკითხვებში იგულისხმება როგორც
პირდაპირ მიმართული (კითხვითი სიტყვებით დაწყებული შეკითხვები), ასევე
დახურული შეკითხვები (მაგალითად, „დანა გქონდა თუ არა?“, „სად არის
ტანსაცმელი?“, „ვისი ინიციატივა იყო ტანსაცმლის დამალვა?“, „პირველად ვინ
გამოიყენა დანა?“). ვინაიდან პირდაპირი შეკითხვები დანაშაულის კონკრეტულ და
მამხილებელ გარემოებებს ეხება, ბავშვმა შეიძლება აღარ ისურვოს საუბრის
გაგრძელება, შეეცადოს გარკვეული ინფორმაციის დამალვას ან ინფორმაციის
დამახინჯებას. ასეთ შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, გადავდივართ
შემდეგ ეტაპზე.

8
მსხვერპლის ვერსიის სანდოობა - თუ გამოსაკითხი პირის მიერ მოყვანილი ზოგი
დეტალი მსხვერპლის მიერ ნახსენები არ ყოფილა, ან სხვაგვარად იყო აღწერილი,
გამომკითხველს მსხვერპლის ნათქვამი მოჰყავს, როგორც წამახალისებელი,
მომხდარის აღსაწერად. მაგალითად, „(მსხვერპლმა) ახსენა დანა. შეგიძლია
ყველაფერი მომიყვე ამის შესახებ?“ ან „შენ თქვი, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ
(მსხვერპლმა) თქვა, რომ ეს მოხდა სამი დღის წინ. რას მეტყვი ამაზე?“. როდესაც
ვცდილობთ მსხვერპლისა და გამოსაკითხი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების
მონაყოლის დაპირისპირებას, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვავლინოთ უნდობლობა,
სკეპტიციზმი, კრიტიკა და მით უფრო, დასჯის ტონი საუბარში. ამგვარი მიდგომით,
შეიძლება, შევამციროთ იმ ბავშვის თხრობის მოტივაცია, რომელმაც თავად დაიწყო
საუბარი.

მსხვერპლის მონაყოლთან დაპირისპირების გარდა, შეიძლება, გამოვიყენოთ საქმეში


არსებული რეალური მტკიცებულებებიც, მაგალითად, „შენი მაისური სარდაფში
იპოვნეს. შეგიძლია ამაზე ყველაფერი მომიყვე?“.

ამ ეტაპისთვის დამახასიათებელ შეკითხვებს ვიყენებთ იმდენჯერ, რამდენჯერაც


საჭირო იქნება მნიშვნელოვანი დეტალის შესამოწმებლად.

2. როდესაც ბავშვი გამოხატავს საუბრის მზაობას

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გამომკითხველის მიერ დასმულ შეკითხვაზე - „მომიყვები,


რა მოხდა?“, ავლენს მზაობას საუბრისთვის, თუმცა მაშინვე არ იწყებს ამბის თხრობას,
რეკომენდირებულია, რომ არსებით ნაწილზე გადასვლამდე, გამოვიყენოთ
ურთიერთგაგების დამყარების ეტაპი და ეპიზოდური მეხსიერების შემოწმება, რაც
იგივე მიზნებს ისახავს, რაც ეს მოწმე/დაზარალებული ბავშვის გამოკითხვის
მეთოდით არის განსაზღვრული.

ურთიერთგაგების დამყარება გულისხმობს საუბარს ბავშვისთვის საინტერესო


თემაზე, რომელიც არ ეხება მომხდარ დანაშაულს. ფაზის დასაწყისში ბავშვს
შეგვიძლია მივმართოთ ამგვარად - „სანამ შენი აქ ყოფნის მიზეზზე ლაპარაკს
დავიწყებთ, მინდა, უკეთესად გაგიცნო. მომიყევი შენზე და შენს ოჯახზე“. თუ ბავშვი
ამგვარ მიმართვაზე არ გვპასუხობს ან მოკლე პასუხს გვაძლევს, თემის გავრცობის
მიზნით, შესაძლებელია უფრო კონკრეტული შეკითხვების დასმა. მაგალითად, „მინდა
შენი უკეთ გაცნობა. სხვა რა შეგიძლია მითხრა საკუთარ თავზე?“; „სხვა რა შეგიძლია
მომიყვე შენს ოჯახზე?“. თემის გავრცობისთვის გამომკითხველმა უნდა გამოიყენოს
ბავშვთან დაკავშირებული სხვადასხვა სოციალური სიტუაცია, მაგალითად „შენ

9
მომიყევი შენს თავზე და შენს ოჯახზე. ახლა მინდა შენს სკოლაზე გავიგო. მომიყევი,
რა მოგწონს სკოლაში“.

ურთიერთგაგების ფაზაზე გამომკითხველის მიერ გასათვალისწინებელი


მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციებია:

 მიმართეთ ბავშვს ღია შეკითხვით, მისთვის სასიამოვნო მოვლენის შესახებ


(„მინდა, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მე გესაუბრე ჩემ შესახებ. ახლა კი შენზე
მომიყევი, რისი კეთება გიყვარს?“);

 წაახალისეთ ბავშვის თხრობა


„ძალიან საინტერესოა, რასაც მიყვები. კიდევ რას მიამბობ/კიდევ რისი კეთება
გიყვარს/შემდეგ რა მოხდა?“);

 იყავით აქტიური მსმენელი და ნეიტრალურ თემაზე საუბრისას, არ იფიქროთ


საქმის არსებით ნაწილზე;

 გამოიჩინეთ ინიციატივა - თავად დაიწყეთ თხრობა ან/და ჩაერთეთ ბავშვის


მიერ მოყოლილ ისტორიაში.

ეპიზოდური მეხსიერების გავარჯიშება - ეპიზოდური მეხსიერების გავარჯიშების


ფაზა მიზნად ისახავს ბავშვის მოტივირებას, რომ ისაუბროს მომხდარის შესახებ. ამავე
დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფაზაში ბავშვისთვის დასმული შეკითხვა
კონკრეტული დროის ინტერვალში მომხდარი მოვლენის გახსენებას ეხება,
ვარჯიშდება ხანგრძლივი მეხსიერების ეპიზოდური ფორმიდან ინფორმაციის
აღდგენის უნარი. ეპიზოდური მეხსიერების ფაზა ინტერვიუს არსებითი ნაწილის
მომზადებისთვის კარგი საშუალებაა, რადგან ბავშვიც ეჩვევა შეკითხვების სტილს,
რომელსაც გამომკითხველი გამოიყენებს არსებით ნაწილზე და ამავე დროს, თავად
გამომკითხველიც იღებს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური უნარებისა და
მეტყველების თავისებურებების შესახებ. ეპიზოდური მეხსიერების გავარჯიშების
დროს გასათვალისწინებელი პრაქტიკული რეკომენდაციებია:

 მიმართეთ ბავშვს ღია შეკითხვით და ეპიზოდური ენით


(„შენ ახსენე, რომ ყველაზე ძალიან ცეკვის წრეზე სიარული მოგწონს. მომიყევი
რა მოხდა ბოლო რეპეტიციაზე, თავიდან ბოლომდე“);

10
 სასურველია, რომ ეპიზოდი გამომდინარეობდეს ნეიტრალუი თემის
შინაარსიდან;

 დააკონკრეტეთ ეპიზოდი და მიუთითეთ დროის მონაკვეთი


(„მინდა უფრო მეტი რამ გავიგო შენი ყოველდღური სამიქნობის შესახებ,
მაგალითად, მომიყევი რას აკეთებდი დღეს, გაღვიძებიდან, ჩემთან
მოსვლამდე?“);

 იყავით აქტიური მსმენელი;

 დააკვირდით ბავშვის მიერ გამოყენებულ ლექსიკას, დროში მოვლენების


ქრონოლოგიურად დალაგების უნარს, ყურადღების კონცენტრაციას;

 გავარჯიშების ფაზა არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს

არსებითი ნაწილი. როგორც აღვნიშნეთ, იმ ბავშვებთან, რომლებიც საუბრის მზაობას


გამოხატავენ, ინტერვიუს ურთიერთგაგების ფაზისა და ეპიზოდური მეხსიერების
გავარჯიშებით ვიწყებთ, რასაც მოსდევს ინტერვიუს არსებითი ნაწილი. არსებითი
ნაწილის დასაწყისში, გამომკითხველმა უნდა გამოიყენოს შემდეგი სახის მიმართვა:

„ახლა, როცა ცოტა უკეთ გაგიცანი, მინდა გელაპარაკო იმაზე, რისთვისაც დღეს აქ ხარ.
შენ მანამდე თქვი, რომ გსირს დამელაპარაკო იმაზე რაც (სავარაუდო მსხვერპლს)
შეემთხვა. მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე მითხრა იმისთვის, რომ ვიცოდე, ზუსტად
რა მოხდა. მომიყევი დაწვრილებით, რა შეემთხვა (სავარაუდო მსხვერპლს) თავიდან
ბოლომდე“.

ამ მიმართვის შემდეგ, ველოდებით ბავშვის აღწერას და საუბარს ვაგრძელებთ იმ


ეტაპების შესაბამისად, რაც აღვწერეთ იმ ბავშვთან ინტერვიუს შემთხვევაში, რომელიც
საკუთარი ინიციატივით იწყებდა თხრობას, კერძოდ:

1. თავისუფალი ინფორმაციის დამატებითა და


2. გამოსაკითხი პირის მონაყოლის გავრცობით

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემოთ დასახელებული ორი ეტაპის საფუძველზე მივიღებთ
ყველა ასპექტის სათითაო აღწერას, საჭიროების შესაბამისად, შეგვიძლია გადავიდეთ
ქვემოთ მოცემულ ორ ეტაპზე:

11
1. მნიშვნელოვანი დეტალების მოპოვება, რომელიც გამოსაკითხმა პირმა არ ახსენა
2. მსხვერპლის ვერსიის სანდოობა

3. ბავშვი, რომელსაც არ სურს საუბარი

ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება არ ისურვოს საუბარი და შეკითხვაზე,


„მომიყვები, რა მოხდა?“ პირდაპირ ან ირიბად მიგვანიშნოს, რომ ჩვენთან საუბარი არ
სურს. ვინაიდან სავარაუდო ბრალდებულს აქვს დუმილის უფლება, გამომკითხველი,
გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ, წყვეტს გამოკითხვას. მნიშვნელოვანია, რომ
ვიდრე გამოკითხვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ, გავიაროთ
ქვემოთ მოცემული საფეხურები:

1. „შენ გაქვს უფლება არ მესაუბრო, თუმცა მინდა რაღაც გითხრა და გთხოვ,


ყურადღებით მომისმინო. ბავშვებს, რომელტაც კანონთან პრობლემები აქვთ,
ზრდასრულების მხარდაჭერა სჭირდებათ. ასე უფრო მეტია შანსი, რომ
მომავალში გართულებები თავიდან ავიცილოთ. ის ბავშვები, რომლებიც უარს
ამბობენ თქვან, რა მოხდა, კანონთან პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ
აგვარებენ, უფრო მეტიც, შეიძლება საქმე მეტად გართულდეს. თუ
(კანონსაწინააღმდეგო ქცევის მოკლე აღწერა) ქცევა მართლა განახორციელე,
მნიშვნელოვანია მითხრა, რომ შენი დახმარება შევძლო, კარგი?“
2. „(მსხვერპლა) ბევრი რამ თქვა შენზე. ახლა შენ გაქვს შესაძლებლობას, რომ თქვა,
რაც მოხდა“.
3. „მინდა რამდენიმე წუთით იფიქრო, რადგან ეს მნიშვნელოვანია. თუ ჩემთან
ლაპარაკს, დაწერა გირჩევნია, შეგიძლია ფურცელი და კალამი გამოიყენო“

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები არაეფექტური აღმოჩნდა, გამომკითხველს არ


აქვს უფლება სხვა ტიპის ზეგავლენა გამოიყენოს იმ ბავშვის ალაპარაკებისთვის,
რომელსაც სურს დუმილის უფლების გამოყენება, ამიტომ მიმართავს შემდეგი
ფორმით: „ახლა თუ არ გინდა ლაპარაკი, შევჩერდეთ. თუ აზრს შეიცვლი და ჩემთან
დალაპარაკებას გადაწყვეთ, შეგიძლია შემატყობინო“.

12
4. ბავშვი, რომელიც უარყოფს ან ახდენს საკუთარი ქმედების მინიმიზაციას.

ერთის მხრივ, ბავშვმა შეიძლება დასაწყისშივე განაცხადოს, რომ გამომკითხველთან


საუბარი არ სურს, მეორე მხრივ კი, შესაძლებელია გადავიდეს თავდაცვაზე და
დაიწყოს განხორციელებულ დანაშაულში საკუთარი წვლილის უარყოფა ან
მინიმიზაცია. ასეთი შემთხვევებისთვის, პროტოკოლი სხვადასხვა ტექნიკის
გამოყენების უფლებას აძლევს გამომძიებელს. ეს ტექნიკები დამოკიდებულია იმაზე,
ბავშვი მთლიანად უარყოფს მომხდარში მონაწილეობას, უარყოფს მხოლოდ
გარკვეულ დეტალს თუ ახდენს საკუთარი წვლილის მინიმიზაციას და არა უარყოფას.

როდესაც ბავშვის მთლიანად უარყოფს მომხდარში მონაწილეობას (მაგალითად, „მე


არაფერი ჩამიდენია“), მასთან ინტერვიუს დროს ვიყენებთ შემდეგ ტექნიკებს:

1. „შენ გაქვს უფლება არ მესაუბრო, თუმცა მინდა რაღაც გითხრა და გთხოვ,


ყურადღებით მომისმინო. ბავშვებს, რომელტაც კანონთან პრობლემები აქვთ,
ზრდასრულების მხარდაჭერა სჭირდებათ. ასე უფრო მეტია შანსი, რომ
მომავალში გართულებები თავიდან ავიცილოთ. ის ბავშვები, რომლებიც უარს
ამბობენ თქვან, რა მოხდა, კანონთან პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ
აგვარებენ, უფრო მეტიც, შეიძლება საქმე მეტად გართულდეს. თუ
(კანონსაწინააღმდეგო ქცევის მოკლე აღწერა) ქცევა მართლა განახორციელე,
მნიშვნელოვანია მითხრა, რომ შენი დახმარება შევძლო, კარგი?“

2. „უნდა ვთქვა, რომ დაბნეული ვარ. ერთი მხრივ (მსხვერპლი) ამბობს, რომ
(მოწმის ჩვენების დეტალები) ან ექიმი ამბობს, რომ (გასინჯვის შედეგები) და
მეორე მხრივ, შენ ამბობს, რომ ეს ასე არ არის. როგორ ახსნი მათ ნათქვამს?“

ამ მიმართვაში მსხვერპლის ჩვენებისა და ექიმის მიერ გასინჯვის შედეგები შეიძლება


ჩანაცვლდეს სხვა ნებისემირი, საქმეში რეალურად არსებული მტკიცებულებებითა და
ფაქტებით. წინამდებარე მიმართვის შემდეგ, გამომკითხველი ელოდება ბავშვის
პასუხს და თუ ის უარყოფს, მაშინ გამომკითხველი ამატებს:

3. „მინდა რამდენიმე წუთით იფიქრო ამაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


რამდენიმე წუთში ისევ დაგელაპარაკები. თუ დაწერა გირჩევნია, შეგიძლია ეს
კალამი და ქაღალდი გამოიყენო“

თუ ბავშვი ისევ უარზეა, გამომკითხველი ინტერვიუს ამთავრებს შემდეგი მიმართვით:

13
4. „მე აგიხსენი, რამდენად მნიშვნელოვანია, მითხრა, თუ რამე მოხდა. თუ
მოგინდება, რომ მოგვიანებით ისაუბრო მომხდარზე, ნებისმიერ დროს
შეგიძლია დამელაპარაკო“

თუ ბავშვი მთლიანი ბრალის უარყოფის ნაცვლად, იყენებს მისი ცალკეული დეტალის


უარყოფას (მაგალითად, „მე არ გამომიყენებია ეს დანა“), მაშინ გამომკითხველი უფრო
სპეციფიკურ შეკითხვებს იყენებს, ქვემოთ მოცემული ფორმით:

1. „(მსხვერპლმა) თქვა, რომ ერთმანეთს იცნობთ, მომიყევი ამის შესახებ“


2. „(მსხვერპლმა) თქვა, რომ (დანაშაულის იმ ეპიზოდის საწინააღმდეგო
გარემოება მსხვერპლის ჩვენებიდან, რომელსაც გამოსაკითხი ბავშვი უარყოფს).
მომიყევი რა მოხდა, თავიდან ბოლომდე“
3. „მოწმემ განაცხადა, რომ იარაღით ხელში დაგინახა/მსხვერპლთან თამაშის
დროს დაგინახა. მითხარი ამის შესახებ“
4. „ექიმმა, რომელმაც მსხვერპლი გასინჯა, ძალადობის მტკიცებულება იპოვა.
მითხარი ამის შესახებ“

ზემოთ მოცემული შეკითხვები არის ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება


გამომკითხველი დაუპირისპირდეს ბავშვის მიერ ზოგიერთი დეტალის უარყოფას.
მათგან გამომკითხველი იყენებს ისეთ ნიმუშს, რომელიც სიტუაციისთვის
ადეკვატურია და ასევე, მომხდარი დანაშაულის შესაბამისი დეტალის მიხედვით
ცვლის შეკითხვის შინაარსს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვები არ უარყოფენ მომხდარში მონაწილეობას, არამედ


იყენებენ მინიმიზაციას, ანუ საკუთარი ქმედების შედეგების შემცირებას,
გაუფასურებას, პასუხისმგებლობის ტვირთის შემსუბუქებას. მინიმიზაციის
შემთხვევაშიც, პროტოკოლი გვთავაზობს რამდენიმე ტექნიკის ნიმუშს, რომელიც
სიტუაციის შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული. ეს ტექნიკებია:

14
თუ გამოსაკითხი ბავშვი თუ გამოსაკითხი ბავშვი თუ გამოსაკითხი ბავშვი
შეეცადა, რომ შეემცირებინა არ აღწერს მსხვერპლის ამცირებს მსხვერპლის მიერ
მსხვერპლის მიერ ნახსენები მიერ აღწერილ რომელიმე მოხსენებული ინციდენტების
შემთხვევის სიმძიმე: ფიზიკური ძალადობის რაოდენობას:
ფაქტს:
„რამდენიმე ფაქტზე მე ისევ „შენ თქვი, რომ „შენ თქვი, რომ ეს მხოლოდ
დაბნეული ვარ. ყურადღებით (მსხვერპლმა) (რიცხვი)-ჯერ მოხდა, მაგრამ იმ
დაფიქრდი, ისევ, რა მოუვიდა თანამონაწილეობა მიიღო, ინფორმაციის თანახმად,
(მსხვერპლს). შენ თქვი, რომ შენ მაგრამ ჩვენი ინფორმაცია რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს უფრო
ის (ეჭვმიტანილის ვერსია), მიუთითებს, რომ შენ ხშირად მოხდა. შესაძლებელია,
მაგრამ ინფორმაცია, რომელიც გამოიყენე ფიზიკური რომ ეს მართლა უფრო ხშირად
ჩვენ გვაქვს, მიუთითებს, რომ ძალადობა/იძულება მის მომხდარიყო? ყველაფერი
(ბრალდების ვერსია). მიმართ. შესაძლებელია, მომიყევი ამის შესახებ“.
შესაძლებელია, რომ შენ ჩაიდინე რომ შენ მართლა
ეს? მომიყევი ამაზე“. გამოგეყენებინა
(სპეციფიკური
ძალადობრივი ქმედება ან
იძულება)? მომიყევი
ამაზე ყველაფერი“.

დასრულება

გარდა იმ შემთხვევბისა, როდესაც ბავშვი არ საუბრობს მომხდარის შესახებ, რის გამოც


გამომკითხველი წყვეტს პროცესს, პროტოკოლის დასრულებისას მნიშვნელოვანია
შემდეგი ტექნიკების გამოყენება:

1. „ვაფასებ ყველაფერს, რაც მითხარი. ახლა ვისურვებდი, დამეხმარო, გავიგო, ეს


რა მიზეზით მოხდა?“.
მოცემული შეკითხვა მიზნად ისახავს, არა მხოლოდ დანაშაულის მოტივის
გამოვლენას, არამედ იმ რისკფაქტორების შესახებ ინფორმაციის მიღებას,
რომელმაც ბავშვს უბიძგა დანაშაულებრივი ქცევის განხორციელებისკენ.
შესაძლებელია გამოვლინდეს, რომ ბავშვი თავად არის ძალადობის ან სხვა
არასასურველი ფაქტორის მსხვერპლი და საჭიროა მისი შემთხვევის არა

15
მხოლდო სამართლებრივ ჭრილში განხილვა, არამედ სათანადო
ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

2. „ვინმეს შენთვის როდესმე მსგავსი რამ გაუკეთებია?“


ამ შეკითხვას გამომკითხველი სვამს მაშინ, როდესაც ბავშვის მიერ
განხორციელებული ქმედება ძალადობად კვალიფიცირდება. გამომკითხველი
ითვალისწინებს იმას, რომ ბავშვის მიერ განხორციელებული ძალადობა
შეიძლება ოჯახში, სკოლაში ან სოციუმში არსებული რისკფაქტორებით იყოს
გამოწვეული. თუ ბავშვი ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ამბობს, რომ ძალადობის
მსხვერპლი იყო, მაშინ საჭიროა დამატებითი გამოძიების წარმოება. თუ ბავშვი
მსხვერპლად ყოფნას უარყოფს, მაშინ ვაგრძელებთ შემდეგი შეკითხვებით:
3. „არის კიდევ რამე, რაც უნდა ვიცოდე?“
4. „გაქვს რამე კითხვები, რაც გინდა დამისვა?“
5. „არის რამე სხვა, რაც გინდა მითხრა?“

„თუ ისევ მოგინდება დამელაპარაკო, შეგიძლია დამიკავშირდე. ჩვენ ახლა


დავამთავრეთ გამოკითხვა. იმედი მაქვს, შევძლებთ შენს დახმარებას, რომ ასეთ
დანაშაულში აღარ მოხვდე“.

16
დანართი 1.

17

You might also like