You are on page 1of 8

სტუდენტი- ხატია ლობჯანიძე

ჯგუფი: 1

ლექტორი: ანტონ ქელბაქიანი

განრიდება-მედიაციის პროგრამა

პირველ რიგში, სანამ განრიდრება-მედიაციასთან დაკავშრიებული პრაქტiკის უშუალო


მიმოხილვასა და ანალიზზე გადავიდოდე, უმნიშვნელოვანესია სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ
იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს რეალურად აღნიშნლი პროგრამა. განრიდება-
მედიაცია წარმოადგენს აღდგენითი მართლმსაჯულების სახეს, რაც ეხება უშუალოდ
არასრულწლოვანს, ან 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირს. აღნიშნული პროგრამა უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია არასრულწლოვანისთვის სისხლის სამართალწარმოების პროცესში, ვინაიდან ეს
უკანასკნელი წარმოადგენს შანსს გარკვეული პირობების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება
სასჯელისა და ნასამართლეობის გარეშე და საბოლოოდ შეძლოს ნაბიჯის გადადგმა წარმატებული
მომავლისაკენ. უნდა მოგახსენოთ, რომ განრიდება-მედიაციის პროგრამა უშუალოდ საქართველოში
დაინერგა 2010 წელს. ამ პროგრამის შესახებ ზოგადი განმარტება მოცემულია არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში, რომლის თანახმად განრიდება გულისხმობს არასრულწლოვნის(18
წლის ასაკამდე მიუღწეველი პირის), ან 21 წლის ასაკამდე მიუღწეველი პირის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. უფრო კონკრეტულად რომ
ვთქვათ ეს არის ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანში
პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას და შემდგომში ახალი დანაშაულის თავიდან არიდებას და
მის სათანადო განვითარებას. აღნიშნული პროგრამის გამოყენების საშუალება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პროკურორს, თუკი სახეზე გვაქვს ნაკლებად მძიმე ან მძიმე
კატეგორიის დანაშაული, ანუ ისეთი დანაშაული, რომლისთვის გათვალისწინებული სასჯელი არ
აღემატება 10 წელს, გარდა ამისა კონკრეტული პიროვნება არ უნდა იყოს ნასამართლევი, არ უნდა
იყოს წარსულში მის მიმართ გამოყენებული განრიდება-მედიაციის პროგრამა, უნდა აღიარებდეს
დანაშაულს და აცხადებდეს თანხმობას პროგრამაში ჩართვაზე. რაც შეეხება მედიაციას, 2010 წელს
გამოცემული იუსტიციის მინისტრის #216-ე ბრძანებულების საფუძველზე ეს უკანასკნელი
წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ან 21 წლის ასაკს მიუღწეველი

1
პირის და დაზარალებულის დიალოგის პროცესს, რასაც უძღვება შესაბამისი პირი-მედიატორი და
რომლის მიზანია მათი შერიგება, თუკი ორივე მხარე თანახმაა. ამ შემთხვევაში იდება სამოქალაქო
ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია არა მხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ მისი
მშობლების ან მეურვეების უფლებები და მოვალეობები, ასევე დაზარალებულის უფლებები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ განრიდება-მედიაციის პროგრამისათვის მინიმალურ


სტანდარტებს წარმოადგენს ბავშვთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციები,რაც გულისხმობს
იმას, ამ პროგრამაში არასრულწლოვანის ჩასართავად აუცილებელია სახეზე იყოს უტყუარი
მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რომ ამ პირმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, აღიარებს მას და
აცხადებს განრიდებაზე თანხმობას. ამ პროგრამისათვის აუცილებელია არსებობდეს ზუსტი
რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში უნდა იქნეს ის გამოყენებული. განრიდება-მედიაციის
პროგრამის ძირითად მიზანს მაინც წარმოადგენს ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება
სახელმწიფო, თუ კერძო დაწესებულება უპირველესი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ბავშვის
საუკეთესო ინტერესების დაცვას, აღნიშნულს კი უზრუნველყოფს გაეროს ბავშვთა უფლებათა
კონვენცია.

პროკურატურის მიერ სხვადასხვა წლებშიჩატარებულ იქნა კვლევა, რომლის მიხედვითაც


განრიდებულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერება გაცილებით მაღალია, ვიდრე
ისეთი პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა გარკვეული სასჯელი. აღნიშნული სწორედ იმით არის
განპირობებული, რომ არასრულწლოვნის აზროვნების სწორად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია
შესაბამისი მექანიზმები და ხშირ შემთხვევაში მისი დასჯა ვერ უზრუნველყოფს ამ ყოველივეს,
არამედ მას სჭირდება რაიმე ბიძგი რაც მიახვედრებს, რომ მან ჩაიდინა მცდარი ქმედება.

ვფიქრობ ნაწილობრივ გადმოვეცი, თუ რას გულისხმობს განრიდება-მედიაციის ძირითადი


ასპექტები, ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებისა და
პრაქტიკის შედარებით ანალიზზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ პროგრამასთან დაკავშირებულ
სტანდარტებსა და პირობებს ადგენს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომლის მიზანია
დანერგოს ისეთი მექანიზმი, რომლის საშვალებითაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
სისტემაში ბავშების საქმეები განხილული იქნება მათი უშუალო ჩარევის გარეშე, თუმცაღა
ყოველივე ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
მიერ ჩადენილი დანაშაული იქნება იგნორირებული, არამედ პირიქით, ეს ყველაფერი ხელს უფრო
მეტად უწყობს მის რესოციალიზაციას, რაც ზოგადად სასჯელის მთავარ მიზანს წარმოადგენს. ამას

2
ადასტურებს სხვადასხვა ჩატარებული კვლევა და სტატისტიკა, რომლებსაც გაგაცნობთ
მოგვიანებით.

საერთაშორისო სტანდარტები განსაღვრავს, იმას, თუ რა ეტაპზე შეიძლება იყოს


გამოყენებული განრიდება-მედიაციის პროგრამა, კერძოდ მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს
როგორც სასამართლო განხილვის დაწყებამდე ნებისმიერ მომენტში, ისე განხილვის დაწყების
შემდგომაც. აღნიშნული სტანტარტი თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს
კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტურადაა დაცული, ვინაიდან კოდექსიდან გამომდინარე
წინასასამართლო სხდომამდე განრიდების შესახებ შეხედულებისამებრ და ჩადენილი დანაშაულის
სიმძიმიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, ვინაიდან ეს წარმოადგენს მის
დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცაღა ამ მექანიზმის გამოყენება ასევე შესაძლებელია საქმის
სასამართლოში წარმართვის შემდეგაც, კერძოდ მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის
საფუძველზე მოსამართლეს გამოქავს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქმე უბრუნდება
ისევ პროკურორს და შემდგომში კვლავ პროკურორი სთავაზობს არასრულწლოვანს განრიდებას,
ანუ ამ პროგრამაში არასრულწლოვანის ჩართვაზე საქართველოს შემთხვევაში უშუალო
გადაწყვეტილებას მოსამართლე არ იღებს, თუმცაღა არსებობს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად
ფილიპინები, სადაც მოსამართლეებს ენიჭებათ დისკრეიული უფლებამოსილება განარიდონ ბავშვი
მოსამზადებელ სხდომაზე, თუკი სისხლის სამართლის წინა ეტაპზე კანონთან კონფლიქტში მყოფი
ბავშვის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღნიშნული პროგრამა.

როგორც წესი, საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს განრიდების სხვადასხვა


მექანიზმის გამოყენებას, მაგალითად როგორიცაა ჩაურევლობა. აღნიშნულ შემთხვევაში თუკი
ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და აღნიშნულზე რეაგირება მოხდა
მაგალითად არასრულწლოვანის ოჯახის თუ შესაბამისი ინსტიტუტის მხრიდან, კონვენცია
უფლებას აძლევს პოლიციას, პროკურატურას, ან სხვა უწყებას, რომ არ გააგრძელონ სისხლის
სამართლის საქმის წარმოება. აღნიშნულ სტანდარტებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ
არსებობს რიგი ქვეყნები, როგორებიცაა კანადა, ინგლისი უელსი, სადაც პოლიციას აქვს
უფლებამოსილება თავად განარიდოს არასრულწლოვანი ნაცვლად იმისა, რომ საქმე გადაიგზავნოს
პროკურატურაში. კანადის შემთხვევაში პოლიციელი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მიმართ
თავდაპირველად შემოიფარგლება გაფრთხილებით, ან ოფიციალური გაფრთხილებით, ხოლო რაც
შეეხება ინგლისსა და უელსს, აქ პოლიცია უფლებამოსილია სასამართლო საქმის წარმოებამდე

3
გამოიყენოს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა გაკიცხვა, ან ბოლო გაფრთხილება. არნიშნული
ღონისძიება ვფიქრობ რომ საკმაოდ მნისვნელოვანია არასრულწლოვანისთვის ვინაიდან მას აღარ
უწევს მართლმსაჯულების სისტემასთან კონტაქტი და ამან შესაძლოა აღმოფხვრას შემდგომში
ბავშვის დანაშაულებრივი ქმედებები რაც შეეხება საქართველოს, პოლიციის უფლებამოსილებასთან
დაკავშირებით აქ ოდნავ განსხვავებული პრაქტიკაა, კერძოდ პოლიციელი არ არის უფლებამოსილი
პირი, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გამოიყენოს განრიდების
პროგრამა, არამედ ეს სრულიდ წარმოადგენს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

შვეიცარიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ნაკლებადაა განვითარებული


განრიდება-მედიაციის პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკლებადაა დაცული საერთაშორისო
სტანდარტები და შესაბამისად კანონთან კონფლიქტში მყოფი პიროვნებისთვის ალტერნატიულოი
გზების მოძებნის საკითხიც შედარებით დაბალ საფეხურზე დგას. ამ ქყვეყანაში განრიდების
პროცესს მართავს არა პოლიცია, არამედ პროკურატურა ან სასამართლო. საპირისპირო შეიძლება
ითქვას გერმანიის პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ვინაიდან ამ ქვეყნის
კანონმდებლობაში განრიდების პროგრამა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, თუმცა შვეიცარიის
მსგავსად ამ პროგრამაზე გადაწყვეტილებას იღებს არა პოლიცია, არამედ პროკურატურა ან
სასამართლო.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულია შესაბამისი პროგრამები,


როგორერბიცაა აღდგენითი მართლმსაჯულება, ოჯახზე/სოციალურ კეთილდღეობაზე
დაფუძვნებული განრიდება, აქტივობის პროგრამები. აღნიშნული სია საქართველოში შემუშავებულ
კანონმდებლობაში შედარებით გავრცობილია და დამატებულია რამოდენიმე ღინისძიება,
როგორებიცაა არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება, მიყენებული ზიანის სრულად ან
ნაწილობრივ ანაზრაურება, უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა,
დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსათვის
გადაცემა, არასრულწლოვანისთვის მოვალეობის დაკირება, ან მისი მინდობით არსაზრდელთან
განთავსება.

სტატისტიკასთან დაკავშირებით კი მოგახსენებთ, რომ სსიპ დანაშაულის პრევენციის,


არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ
იქნა განრიდების პროგრამების 2021 წლის 6 თვის ანგარიში. აღნიშნული ანგარიშების მიხედვით
საქართველოში ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განრიდებულ იქნა 228 პირი,

4
რომელთაგან 139 გახლდათ არასრულწლოვანი, ხოლო 2010 წლიდან 2021 წლამდე საერთო ჯამში ეს
პროგრამა გამოყენებული იქნა 5194 პიროვნებაზე. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ
საქართველოს პრაქტიკაში არც თუ ისე იშვიათია განრიდება-მედიაციის პროგრამის გამოყენება.
სტატისტიკის თანახმად დანაშაულის ჩამდენი პირების უმეტესი ნაწილი არის მამაკაცი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2014 წლიდან 2021 წლამდე წარმატებით
დასრულებული მედიაციის საქმეების მაჩვენებელი გაზრდილია 56%-ით, რაც საკმაოდ
პროგრესული მაჩვენებელი და უფრო მეტად ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ეს პროგრამა ნამდვილად
ასრულებს მთავარ მიზანს, კერძოდ დამნაშავის რესოციალიზაციას. აქვე დავამატებ იმას, რომ
დანაშაულის ჩადენის ფაქტი ყველაზე ხშირია 17 წლის ასაკში მყოფი პირების მიერ, რაც პირდაპირ
კავშირშია არასრულწლოვნის გონებრივი ჩამოყალიბების პროცესებთან, ხოლო რაც შეეხება
დაზარალებულებს, ამავე სტატისტიკის თანახმად, ძირითად შემთხვევაში მათი ასაკი მერყეობს 14-
18 წლამდე.

საბოლოოდ, დასკვინს სახით მინდა წარმოგიდგინოთ ზემოთ მოყვანილი საკითხებისა და


თემების ანალიზი. კიდევ ერთხელ შევეხები განრიდება-მედიაციის მნიშვნელოვანების საკითხს.
ზემოთ მოყვანილი არაერთი კვლევისა, თუ სტატისტიკური მონაცემების მაგალითზე, ასევე
სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკების მაგალითზე შეგვიძლია
თავისუფლად ვთქვათ, რომ ამ პროგრამამ ნამდვილად გაამართლა მოლოდინები და შეძლო ის,
რასაც არასრულწლოვანთან მიმართებაში ვერ შეძლებდა რაიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება,
ვინაიდან როგორც უკვე ვიმსჯელეთა არასრულწლოვანის გონების სრულყოფილად და სწორად
ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტურად მოხდება მის
ქმედებებზე რეაგირება. ჩვენ მსჯელობის დასაწყისში შევეხეთ იმ თემას, რომ პროგრამის
ფარგლებში არასრულწლოვანს აქვს საშუალება თავი აარიდოს სისხლის სამართალწარმოებას და
ყოველგვარი ნასამართლეობის გარეშე ეცადოს საუკეთესო ნაბიჯები გადადგას მისი
მომავლისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში პროკურორი მისი კომპეტენციიდან გამომდინარე,
შეურჩევს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს შესაბამის პროგრამას, რომლის
შესრულების ვალდებულება ექნება მას. პროგრამების ჩამონათვალი კი ნაშრომში უკვე გვაქვს
მითითებული, შესაბამისად გადავალ მომდევნო საკითხზე. როგორც უკვე ავღნიშნე, განვიხილე
საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისობა საერთასორისო სტანდარტებთან,
ამ შედარების საფუძველზე უფრო ნათლად ჩანს, რომ 2010 წლის შემდგომ საქართველოსი

5
დამკვიდრებული პრაქტიკა საკმაოდ დაიხვეწა და გახდა უფრო მეტად მორგებული
არასრულწლოვნის ინტერესებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, რასაც უფრო მეტად ცხადყობს
2021 წლის სტატისტიკური მონაცემები. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ მაინც არის რიგი
საკითხები ადგილობრივ კანონმდებლობაში, რაც მოითხოვს დახვეწას და უკეთ ჩამოყალიბებას,
თუმცაღა დროის სვლასთან და პრაქტიკასთან ერთად ამ ხარვეზების გამოსწორებაც შესაბამისად
მოხდება. არსებობს რიგი ქვეყნები, მაგალითად კანადა, სადაც პრაქტიკა მეტადაა დახვეწილი
მაგალითად ჩაურევლობის კუთხით, ვინაიდან ამ ქვეყანაში პოლიციასაც აქვს უფლებამოსილება
გამოიყენოს განრიდება არასრულწლოვნის მიმართ, შესაბამისად ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ქვეყნის
პრაქტიკის მაგალითზე ადგილობრივი კანონმდებლობაც გახდება კიდებ უფრო მეტად მორგებული
არასრულწლოვნის ინტერესებზე.

ბიბლიოგრაფია

ანტონ ქელბაქიანი, ნატალია ცაგარელი, რედ.2018, თბილისი: „არასრულწლოვანთა განრიდების და


განრიდება-მედიაციის პროგრამის კვლევა საქართველოში“

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო


მითითებები, რედ.2011

https://storage.iliauni.edu.ge/argus-private/courses/uploads/120/120935.pdf?X-Amz-Content-
Sha256=UNSIGNED-PAYLOAD&X-Amz-Algorithm=AWS4-HMAC-SHA256&X-Amz-Credential=argus
%2F20221122%2Fus-east-1%2Fs3%2Faws4_request&X-Amz-Date=20221122T102153Z&X-Amz-
SignedHeaders=host&X-Amz-Expires=7200&X-Amz-
Signature=0319736f73c1ea7c0ca1e105c576ee99abc3f8ee744c9b59dd5cf49d0fa447ea (22.11.2022)

ბავშვის უფლებათა კონვენცია

https://storage.iliauni.edu.ge/argus-private/courses/uploads/88/88880.pdf?X-Amz-Content-
Sha256=UNSIGNED-PAYLOAD&X-Amz-Algorithm=AWS4-HMAC-SHA256&X-Amz-Credential=argus
%2F20221122%2Fus-east-1%2Fs3%2Faws4_request&X-Amz-Date=20221122T102037Z&X-Amz-
SignedHeaders=host&X-Amz-Expires=7200&X-Amz-
Signature=b96404f2567fd6d5cb994fcde7791337bc83afaacb145faa5eb157590a7aeab0 (22.11.2022)

6
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2877281?publication=21 (22.11.2022)

აღდგენითი მართლმსაჯულება

https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-
%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93
%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF
%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-
%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93-
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A1 (22.11.2022)

ვაიდკუნი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები

https://storage.iliauni.edu.ge/argus-private/courses/uploads/189/189207.pdf?X-Amz-Content-
Sha256=UNSIGNED-PAYLOAD&X-Amz-Algorithm=AWS4-HMAC-SHA256&X-Amz-Credential=argus
%2F20221122%2Fus-east-1%2Fs3%2Faws4_request&X-Amz-Date=20221122T111035Z&X-Amz-
SignedHeaders=host&X-Amz-Expires=7200&X-Amz-
Signature=a14f8fa2e9369b2d3cea73d4fbf646a6cc898b4cabad9c05d6366e0261c4f35f (22.11.2022)

http://ganrideba.ge/?action=page&pid=52&lang=geo (22.11.2022)

https://storage.iliauni.edu.ge/argus-private/courses/uploads/90/90596.pdf?X-Amz-Content-
Sha256=UNSIGNED-PAYLOAD&X-Amz-Algorithm=AWS4-HMAC-SHA256&X-Amz-Credential=argus
%2F20221122%2Fus-east-1%2Fs3%2Faws4_request&X-Amz-Date=20221122T133142Z&X-Amz-

7
SignedHeaders=host&X-Amz-Expires=7200&X-Amz-
Signature=a201cf3d392461b8ad241ca3a9769100a6dd909ce280dd73bb07ee35e6cc3b99 (22.11.2022)

https://pog.gov.ge/uploads/429f65a7-ganrideba-2019-weli-converted.pdf (22.11.2022)

You might also like