You are on page 1of 7

არასრულწლოვანთა

დანაშაულები
• საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებისა და არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი
პირის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება ვერ
ხერხდება.შესაბამისად, ვერ მოხერხდა ზუსტი ინფორმაციის მოძიება იმის თაობაზე, გაზრდილია
თუ არა საქართველოში 14 წლამდე მოზარდთა დანაშაულების რაოდენობა, რის შესახებაც ,
უკანასკნელი თვეებია, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ,
რომლებიც ასევე სხვადასხვა მაღალჩინოსანს ეყრდობიან. პარალელურად , შინაგან საქმეთა
მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 14 წლამდე მოზარდები, რომლებიც დანაშაულს
სჩადიან, სახელმწიფოს ყურადღების, იურიდიული ჩარჩოს მიღმა რჩებიან, თუმცა, მისივე
სიტყვებით, მიუხედავად ამისა, ლაპარაკიც არ შეიძლება იმაზე, რომ დაიწიოს პასუხისმგებლობის
მინიმალური ასაკი, რომელიც, დღეს მოქმედი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის“ მიხედვით, 14 წელია.
არასრულწლოვან დამნაშავეთა
სოციალიზაციის პრობლემა
ყოველი ქვეყნის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ როგორ თაობას ზრდის ის. თუ გადავავლებთ
თვალს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობას საქართველოში, ისევე
როგორც სხვა ქვეყნებში, დავინახავთ, რომ ისინი ხშირად არღვევენ კანონს, შედეგად, იზრდება
სასჯელაღსრულებით კოლონიებში არასრულწლოვან პატიმართა რიცხვი.ეს პატიმრები
მომავალშიკვლავ თავისუფალი მოქალაქენი გახდებიან, ამიტომ არა მხოლოდ მათი, არამედ
მთელი საზოგადოების ინტერესშიც უნდა იყოს, ციხეში ჰუმანური მოპყრობის მეშვეობით,
ნორმალურ ცხოვრებასთან პატიმრის დაბრუნების ხელშეწყობა, თუმცა, ფაქტია, რომ
არასრულწლოვან დამნაშავეთა სოციალიზაციის პრობლემა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში,
გამოსასწორებელი დაწესებულებები, უმეტესწილად, ვერ უზრუნველყოფენ დამნაშავეთა
გამოსწორებას, რადგან ციხეში არსებული ასოციალური გარემო განსაკურებით ნეგატიურ
გავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე. საპატიმროს დატოვების შემდეგ, მრავალი მათგანი კვლავ
უბრუნდება დანაშაულებრივ ცხოვრებას.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები
2011 წლის თებერვალში სულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი იყო 75 დანაშაული. აქედან
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე მოდის 3% (2 დანაშაული), მძიმე კატეგორიის
დანაშაულზე - 57% (43 დანაშაული), ხოლო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე - 40% (30
დანაშაული).

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შორის 42% იყო
ოჯახში ძალადობა, 22% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 13% - ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების წესის დარღვევა, 12% - სექსუალური ძალადობა (ამათგან, 7% ნებაყოფლობითი სქესობრივი
კავშირი), 10% - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხოლო 1% - სხვადასხვა სახის დანაშაული.

You might also like