You are on page 1of 6

სტუდენტი: ანა საბაშვილი

კაზუსი
20 წლის ანდრო გიორგაძემ, მოტყუებით წაიყვანა სახლში 15 წლის მაია სირბილაძე
და ცოლად მოყვანის პირობით მასთან ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი
კავშირი, შემდეგ კი განუცხადა, რომ უარს ამბობდა მის ცოლად მოყვანაზე,
მომხდარით შეურაცხყოფილი მაია სირბილაძე დაემუქრა ანდრო გიორგაძეს, რომ
ყოველივეს აცნობებდა პოლიციას, შეშინებულმა ანდრო გიორგაძემ მაია სირბილაძე
სიცოცხლეს გამოასალმა.

ამოხსნა:

პიჰოთეზა: შესაძლოა ანდრო გიორგაძეს ქმედება, 15 წლის მაია სირბილაძესთან


სქესობრივი კავშირის დამყარება, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი
ნაწილით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით,


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული,
ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული
ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით. დანაშაული შედგება
სამი ნაწილისაგან:

1.ქმედების შემადგენლობა

2.ქმედების მართლწინააღმდეგობა

3.სუბიექტის ბრალი

1.ქმედების შემადგენლობა შედგება ორი ნაწილისგან: ქმედების სუბიექტური და


ობიექტური შემადგენლობისგან.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა ახდენს კონკრეტული ფაქტობრივი


გარემოებების თუ ადამიანთა ქცევების ტიპიზირებას. ქმედების შემადგენლობის
ობიექტური ანუ გარეგანი ნიშნები არის აღქმადი ნიშნები, თავის მხრივ ეს ნიშნები ორ
ტიპად იყოფიან. დესკრიფციულ (აღწერილობით) ნიშნებად, მაგალითად: ადამიანი,
ნივთი და შეფასებით(ნორმატიულ) ნიშნებად, მაგალითად განსაკუთრებული
სისასტიკე. ქმედების შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელია
ქმედების ჩადენა, ანუ ფიზიკური პირის მიერ კანონით დაცული სიკეთის ხელყოფა ან
მისთვის საფრთხის შექმნა. კოდექსმა შემოიღო პასუხისმგებლობა იურიდიული
პირებისთვისაც, თუმცა მას ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის
ეკისრება პასუხისმგებლობა.

კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ ანდრო გიორგაძემ დაამყარა სქესობრივი კავშირი


16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. რადგანაც 16 წლის მიუღწეველთან გვაქვს
სქესობრივი კავშირი სახეზე, ამიტომაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი
იქნება პირის სქესობრივი ხელშეუხებლობა და მისი ნორმალური ზნეობრივი და
ბიოლოგიური განვითარება.
კაზუსიდან ჩანს, რომ შეხება გვაქვს მოქმედებით ჩადენილ ქმედებასთან. ანდრო
გიორგაძემ ცოლად მოყვანის პირობით, მასთან ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი
კავშირი, მისი ქმედება იყო მოქმედებით ჩადენილი, რაც გამოიხატებოდა ქალსა და
მამაკაცს შორის ბუნებრივ სქესობრივ კავშირში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის
თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა
ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო
შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად
ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ამ შემთხვევაში, მიზეზობრივ კავშირში გამოიხატება, ანდრო გიორგაძის ქმედება, მან
მოატყუა 15 წლის არასრულწლოვანი - მაია სირბილაძე და ამის შედეგად მაია
სირბილაძე ნებაყოფლობით დასთანხმდა სქესობრივ კავშირზე 20 წლის ანდროს.
ანდრო გიორგაძეს ქმედება ობიექტურად შეერაცხება, რადგანაც ის იყო 18 წელს
მიღწეული, შერაცხადი პირი, რომელმაც ნებაყოფლობით დაიჭირა სქესობრივი
კავშირი 15 წლის მაია სირბილაძესთან. და მის ქმედებას მოჰყვა 16 წლის ასაკს
მიუღწევლის სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევა და ასევე, მისი ნორმალური
ზნეობრივი და ბიოლოგიური განვითარების დარღვევა.
შემდეგი ეტაპი ფაკულტატური ნიშნებია. ფაკულტატური ნიშნები არის დანაშაულის
ჩადენის დრო, ხერხი, საშუალება და ასე შემდეგ. კაზუსიდან არ ჩანს დანაშაულის
ჩადენის დრო. დანაშაულის ჩადენის ხერხი კი მოტყუებით და ქორწინების
დაპირებით სახლში წაყვანა იყო მაია სიბრილაძის.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა შედგება ა)განზრახვისგან, ბ)ქმედების
შემადგენლობის სხვა სუბიექტური ელემენტებისგან: მიზანი და მოტივი.

დანაშაულის მოტივსა და მიზანს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები: ისინი


საშუალებას იძლევიან დანაშაულებრივი ქმედება გავმიჯნოთ
არადანაშაულებრივისგან; მოტივი და მიზანი ქმნის დანაშაულის კვალიფიციურ
შემადგენლობას; მოტივი და მიზანი გვეხმარება დავადგინოთ ბრალის სახე; მოტივი
და მიზანი საშუალებას იძლევა დავადგინოთ დანაშაულის ჩადენის სტადია და ა.შ.
ასეთი ქმედების (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის
სხეულში) დროს დანაშაულის მოტივი და მიზანი უმეტეს წილად სექსუალური
ხასიათისაა და ჩვენი კაზუსის შემთხვევაც არ იყო გამონაკლისი.
ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სსკ-ის 140-ე მუხლი, რომელიც ეხება სექსუალური
ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში. ეს დანაშაული
განსხვავდება გაუპატიურებისაგან, რადგანაც გაუპატიურების დროს მსხვერპლი
ნებაყოფლობით არ თანხმდება სქესობრივ კავშირზე, ხოლო 140-ე მუხლის დროს, 16
წლის ასაკს მიუღწეველი ნებაყოფლობით თანხმდება სქესობრივ კავშირზე 18 წელს
მიღწეულ, შერაცხად პირს, თუმცა ამგვარი ქმედება მაინც დანაშაულია, რადგანაც
ილახება არასრულწოვანის სქესობრივი ხელშეუხებლობა და მისი ნორმალური და
ზნეობრივი განვითარება. კაზუსიდან გამომდინარე, მაია სირბილაძე 15 წლის გოგონა
იყო, რომელიც ნებაყოფლობით დასთანხმდა 20 წლის ასაკის ანდრო გიორგაძეს
სქესობრივ კავშირზე. ზუსტად ისეთი შემადგენლობა გვაქვს რაც 140-ე მუხლის
ახასიათებს.
ამსრულებლად მოგვევლინა 20 წლის ანდრო გიორგაძე, ხოლო მსხვერპლი კი 15 წლის
მაია სირბილაძეა. სახეზე რომ გვქონდეს 140-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება
აუცილებელია ამსრულებელმა იცოდეს მსხვერპლის ასაკის შესახებ. კაზუსში ამის
შსესახებ პირდაპირი მითითება არ გვაქვს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ანდრო
გიორგაძემ იცოდა სექსუალური პარტნიორის ასაკის შესახებ.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვნის მორალურ მხარეს. დიდი
შანსია სქესობრივი აქტის დამთავრებიდან გაანალიზოს თუ რას მოუტანს მის
ცხოვრებას ეს ყოველივე და ძალიან ცუდად იმოქმედოს არასრულწლოვანზე და მის
სულიერ მხარეზე. კაზუსიდან, მაია სიბრილაძეზეც ძალიან ცუდად იმოქმედა იმის
გაანალიზებამ, რომ ანდრო გიორგაძემ მოატყუა და ცოლად არ მოიყვანდა. ზოგადად,
ხშირია შემთხვევები, როდესაც ქორწინების დაპირებით, მოტყუებით ხდება
სექსუალური ხასიათის შეღწევები, მაგრამ ეს დაპირებები არ გვაძლევს
გაუპატიურების შემადგენლობას. მაგრამ კაზუსის შემთხვევაში, საქმე 16 წლის ასაკს
მიუღწეველთან გვაქვს, ამიტომაც დაკვალიფიცირდება სსკ-ის 140-ე მუხლით.
ბრალი არის მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალურ სამართლებრივი გაკიცხვა
მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. ასევე აუცილებელია
ბრალის შესახებ საუბრისას შევეხოთ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებს. ბრალის
გამომრიცხველი გარემოებები შეიძლება იყოს: ასაკი გამო შეურაცხაობა ან ფსიქიკური
მდგომარეობის გამო და ა.შ. ამ კაზუსში მსგავსი არაფერი გვაქვს, ამიტომაც ბრალის
გამომრიცხველი გარემოებები არ არის.

ბრალის მიხედვით სსკ-ის 140-ე მუხლის არის განზრახი დანაშაული და სახეზე გვაქვს
პირდაპირი განზრახვა. რადგანაც სრულწლოვანმა პირმა იცის და გაცნობიერებული
აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა.
შუალედური დასკვნა: ანდრო გიორგაძეს ქმედება, 15 წლის მაია სირბილაძესთან
სქესობრივი კავშირის დამყარება, დაკვალიფიცირდება სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი
ნაწილით.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ანდრო გიორგაძის ქმედება, რომელიც გულისხმობს მაია


სირბილაძის სიცოცხლის გამოსალმებას, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 109-ე მუხლის
პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით.
სახეზე გვაქვს სიცოცხლის მოსპობა. ამიტომაც, რადგანაც სახეზეა ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გვარეობითი ობიექტი იქნება ადამიანი. ხოლო სახეობითი
ობიექტი იქნება სიცოცხლე. უშუალო ობიექტი კი მაია სირბილაძის სიცოცხლეა.
მაიას სირბილაძის სიცოცხლის მოსპობა ჩადენილია მოქმედებით. მან სქესობრივი
კავშირი დაამყარა 15 წლის მაია სირბილაძესთან, შემდეგ კი მისი თავიდან მოშორება
გადაწყვიტა და სიცოცხლეს გამოასალმა. ამრიგად, ანდრო გიორგაძის ქმედება არის
ჩადენილი მოქმედებით.
შედეგი არის ორი სახის: მატერიალური და ფორმალური. ამ შემთხვევაში სახეზე
გვაქვს მატერიალური შედეგი, რადგანაც მოისპო ადამიანის სიცოცხლე.

ანდრო გიორგაძის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია მაია სირბილაძის სიცოცხლის


მოსპობასთან, რადგანაც მას რომ არ დაეთანმხებინა არასრულწლოვანი სქესობრივ
კავშირზე მოტყუებით, შემდეგ მაია არ დაემუქრებოდა მას პოლიციაში მისვლით და
არც მოხდებოდა ეს ფატალური შედეგი რაც მივიღეთ, მაია სიბრილაძის მკვლელობა.

ანდრო გიორგაძეს ქმედება შეერაცხება ობიექტურად, რადგანაც მისმა ქმედებამ


გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ 15 წლის მაია სირბილაძის
სიცოცხლის მოსპობა.

როგორც უკვე აღვნიშნე ფაკულტატურ ნიშნებზე, დანაშაულის ჩადენის დრო არ ჩანს,


ასევე მკვლელობის იარაღიც არ ჩანს კაზუსიდან გამომდინარე.

ამ შემთხვევაში მაია სირბილაძის სიცოცხლის მოსპობის მიზანი და მოტივი იყო მისი


თავიდან მოცილება სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. ეს ყოველივე
გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვპუნქტში.
განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების
მიზნით. ამ პუნქტით ჩადენილი მკვლელობა სუბიექტური ნიშნითაა დამძიმებული.

ანდრო გიორგაძეს უნდოდა დაეფარა მისი ქმედება, კერძოდ, სსკ-ის 140-ე მუხლით
გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის
შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. მან სიცოცხლეს გამოასალმა
მაია სირბილაძე, რათა მაია არ წასულიყო პოლიციის განყოფილებაში და ანდროს
ქმედება არ ეცნობებინა მათთვის. სწორედ ამ ქმედებას მოიაზრებს სსკ-ის 109-ე
მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

ამ მკვლელობამდე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს არ აქვს მნიშვნელობა 109-ე


მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისთვის.

ასევე ანდრო გიორგაძის ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე


ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას
დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში
მყოფისა.

ამ ქვეპუნქტის ნამდვილობისთვის აუცილებელია, რომ ამსრულებელი იყოს


სრულწლოვანი, ხოლო მსხვერპლი არასრულწლოვანი. კაზუსის მიხედვით კი, ანდრო
გიორგაძე 20 წლის იყო, ხოლო მაია სირბილაძე 15 წლის.

არასრულწლოვანის სიცოცხლე დამამძიმებელ გარემოებებში იმიტომაა, რომ


სრულწლოვანმა არასრულწლოვანის მიმართ უფრო მეტი მიმტევებლობა უნდა
გამოიჩინოს.

მოცემულ კაზუსში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები არ გვაქვს


სახეზე. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება შესაძლოა იყოს:
მართლზომიერი რისკები; აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრბა და ასე
შემდეგ.

ბრალის ფორმის მიხედვით, ანდრო გიორგაძეს ქმედება, 15 წლის მაია სირბილაძის


სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი იქნა პირდაპირი განზრახვით, რადგანაც მას
გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების ყველა ასპექტი და სურდა დამდგარი
შედეგი.

შუალედური დასკვნა: ანდრო გიორგაძის ქმედება, რომელიც გულისხმობს მაია


სირბილაძის სიცოცხლის გამოსალმებას, დაკვალიფიცირდება სსკ-ის 109-ე მუხლის
პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით.

დასკვნა: ანდრო გიორგაძის ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 140-ე მუხლის


პირველი ნაწილით, ასევე სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სახეზე იქნება დანაშაულთა
ერთობლიობა.

You might also like