You are on page 1of 9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტი

საგანი: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი

ლექტორი: პროფ. მაია ივანიძე

სასემინარო ჯგუფის ხელმძღვანელი: ასისტ.პროფ. თემურ ცქიტიშვილი

სტუდენტის სახელი და გვარი : თამუნა შეყილაძე

საგამოცდო ნაწერი გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: temur.tskitishvili@tsu.ge

შუალედური გამოცდის ხანგრძლივობა: ოთხი საათი

შუალედური გამოცდა

თეორიული საკითხი (10 ქულა)

ქმედების მცირე მნიშვნელობა და მისი შედეგები სისხლის სამართალში

ქმედების მცირე მნიშვნელობას ვვდებით სისხლის სამართლის კოდექსის მეშვიდე მუხლში.


კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, მართლწინააღმდეგობა,
ქმედების შემადგენლობის შესაბამისობა და ბრალეულობა წარმოადგენს დანაშაულის
დამფუძნებელ ნიშნებს. შესაბამისად ეჭვგარეშეა, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება
მხოლოდ მაშინ ითვლება დანაშაულად თუკი ამ დამფუძნებელი ნიშნების ერთობლიობას
წარმოადგენს ანუ სამივეს მოიცავს. ამგვარად კანონმდებლო სსკ-ის მეშვიდე მუხლის
დანაშაულის პოზიტიურ განმარტეას იძლევა და აღიარებს სამართლებრივი სახელმწიფოს
ისეთ ზირეულ ქვაკუთხედს, როგორიც არის კანონიერების პრინციპი (nullum crime sine lege).

სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით- „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი


ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული
რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი
ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“.

გამომდინარე აქედან, ნორმის შემფარდებელს აქვს იის საშუალება, რომ ქმცირემნიშვნელოანი


მედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს მატერიალურად
დანაშაულად არ მიიჩნიოს. ამ თვალსაზრისით, კანონმდებელი მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი
დანაშაულის ნეგატიურ განმარტებას იძლევა სისხლის სამართლის, როგორც კოფლიქტის
გადაჭრის უკანასკნელი საშუალების (ultimaq ratio) პრინციპს აღიარებს.
შესაძლებელია, სსკ-ის მე-მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწწინებულ მცირემნიშვნელოვანი
ქმედება სხვადასხვაგვარად შევაფასოთ.

მაგალითად, არსებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწლის მიხედვთ
გათვალისწინებული მცირემნიშვნელოვანი შედეგი შესაძლებელია შეფასდეს როგორც
სოციალურად ადეკვატური ქმედება. სადაც ქმედების დანაშაულებრიობა მისი
(დანაშაულის) აგებულების პირველივე საფეხურზევე გამოვრიცხოთ. თუმცა არსებობს სხვა
მოსაზრებებიც. მაგალითად თუკი მცირემნიშვნელოვანი ქმდება ჩაითვლება სოციალურად
ადეკვატურ ქმედებად ,მაშინდა დაზარალებულს წაერთმევა პროპორციულად აუცილებელი
მოგერიების უფლება.

ხშირად დანშაულის დამფუძვნებელ ნიშნებს , რომლებზეც საკითხის დასაწყისში ვისაუბრე


( ქმედების შეადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს) გამონაკლის შემთხვევებში
დანაშაულის მეოთხე საფეხურა უმატებენ ქმედების მცირემნიშვნელოვნობას.
სამართლებრივი თვალსაზრისით ამ ყველაფრის მნიშვნელობა ისაა, რომ დანაშაულის
მეოთხე საფეხურზე მცირემნიშვნელოვანი ქმედების შემთხვევაში შესაძლოა გამოირიცხოს
დანაშაული ბრალის, მცირედი უპასუხისმგებლობის, მცირედი გასაკიცხაობის შემდგომ.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 მანიწილს პრაკტიკაში გამოყენებისას


შესაძლოა გადავაწყდეთ გამონაკლის შემთხვევასაც დექკრიმინალიზაციის სახით , რომელიც
კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. ნორმის შემფარდებელი უფლებამოსილია
მატერიალურ დანაშაულად არ ჩათვალოს ქმედება, რომელიც მცირემნიშვნელოვანია .
მსგავსი პრბლემების მატერიალურსამართლებრივი გადაწყვეტისას მოსამართლეს შეუძლია
თავად განსაზღვროს ქმედების დეკრიმიალიზაცია, თუმცა ამით კანონიერების პრინციპი არ
დაირღვევა. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან ამგვარი უმნიშვნელო გადახვევა
პირისსასარგებლოდ მსგავსი ქმედების შემთხვევაში გამართლებულია სისხლის სამართლის
ჰუმანურობითა და სხვა საშუალებით.
კაზუსი (10 ქულა)

ბენდელაძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დიდი ხნის მანძილზე კონფლიქტი ჰქონდა


გოგსაძესთან. ბენდელიანი თვლიდა, რომ ვინაიდან ადრე მისი წინაპრები ცხოვრობდნენ
მიწის ნაკვეთზე, რომელსაც გოგსაძე სასოფლო მეურნეობისთვის იყენებდა, მას ეკუთვნოდა
და არა გოგსაძეს. შესაბამისად, ბენდელიანის მოსაზრებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთით
სარგებლობის უფლება ჰქონდა მის ოჯახს და არა სხვას. გოგსაძე კი თავს იმით იმართლებდა,
რომ მიწის ნაკვეთი, რომელსაც სასოფლო მეურნეობისთვის იყენებდა, წლების განმავლობაში
გამოუყენებელი იყო და თავის დროზე ბენდელიანის წინაპრები აღნიშნული ტერიტორიიდან
გადაასახლეს, ვინაიდან შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილი იქნა, რომ
დასახელებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა და
საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. ბენდელიანი კი თვლიდა, რომ ამის მიუხედავად
მიწის ნაკვეთით სარგებლობის უპირატესი უფლება მას ჰქონდა და მისი თანხმობის გარეშე
სხვას არ ჰქონდა უფლება მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა. ერთ დღეს, როდესაც ბენდელიანი
და გოგსაძე მეზობელთან ქეიფობდნენ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ისევ შეკამათდნენ,
რა დროსაც ბენდელიანმა გოგსაძეს მუცელში დანა ჩაარტყა. ბენდელიანი უშვებდა, რომ
გოგსაძის დაჭრას შეიძლება მოჰყოლოდა არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანება, არამედ
სიცოცხლის მოსპობაც. თუმცა, მისთვის სულ ერთი იყო რომელი შედეგი დადგებოდა.
დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გოგსაძე გადარჩა.

კითხვა: დააკვალიფიცირეთ ბენდელიანის ქმედება.

კაზუსი (10 ქულა)

ჰიპოთეზა- ბენდელიანს შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა


გოგსაძის განზრახ მკვლელობისათვის სსკ-ის 108 მუხლის საფიძველზე.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ქმედების სუბიექტი-ქმედების სუბიექტი არის ის ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც


ჩადის მოქმედებას, ამ შემთხვევაში ქმედების სუბიექტი გახლავთ ბენდელაძე.

ქმედების ობიექტი-(ქმედების ობიექტი არის ის რაზე ქმედების შედეგადაც ზიანი მიადგა


სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს) გოგსაძის სიცოცხლე.

ქმედება - დანაშაულის ცნების გერმანული მოდელი შედგება სამი ელემენტისაგან. მათ


შორის პირველია ქმედების შემადგენლობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის
სამართლის კოდექსით. ქმედების უპირველესი ნიშანი ისაა, რომ იგი წარმოადგენს ადამიანის
ნების გარეგან გამოხატულებას. ქმედების ობიექტური ნიშნებია მოქმედება, უმოქმედობა...

ამ შემთხვევაში ბენდელაძის მიერ ჩადენილ იქნა ქმედება, რომელიც გამოიხატა მოქმედებაში.


ქეიფის დროს, როდესაც ბენდელაძე და გოგსაძე შეკამათდნენ, ბენდელაძემ ამოიღო დანა და
გოგსაძეს მუცელში ჩაარტყა. ხელის მოქნევა და მუცელში დანის ჩარტყმა კი წარმოადგენს
აქტიურ მოქმედებას. ბენდელაძემ უშუალოდ ჩაიდინა ქმედება, მაშასადამე, ამ ქმედების
შემადგენლობით გათვალისწინებული მოქმედება სახეზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ
ბენდელაძის მიერ ჩადენილი მკვლელობის დაკვალიფიცირება ხდება, როგორც განზრახ
მკვლელობის მცდელობა. სისხლის სამართლის მე-9 მუხლის მიხედვით განზრახ
დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი თუ არაპირდაპირი
განზრახვით. ამ შემთხვევასი ბენდელაძეს ამოძრავებს პირდაპირი განზრახვა, რომელსაც
აქტიურად გამოხატავს იგი თავის მოქმედებაში.

შედეგი - კაზუსისდან გამომდინარე დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გოგსაძე


გადარჩა. თუმცა, რა თქმა უნდა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მიზეზობრივი კავშირი- სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის


მიხედვით , მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ,როდესაც ქმედება წარმოადგენს სიხლის
სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შედეგის ან კონკრეტული
საფრხის აუცილებელ პირობას, რომლის გარეშეც ეს კონრეტული შედეგი არ დადგებოდა ან
არ შეიქმნებოდა კონრეტული საფრთხე. მიზეზობრიობის პირობათა თეორიის მიხედვით კი
ყველა პირობა არის თანაბარმნიშვნელოვანი, რომელსაც წვლილი შეაქვს შედეგის
დადგომაში. შესაბამისად, მართალია ბენდელაძის მიერ სისხლისსამართლებრივი
დანაშაულის ჩადენის შემდეგ შედეგად გოგსაძე არ დაღუპულა მაგრამ ამ შემთხვევაში რომ
არა ბენდელაძის მიერ გოგსაძისთვის დანით მიყენებული ჭრილობა მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა საფრთხის ქვეშ არ დადგებოდა . გამომდინარე აქედან მას ზიანი არ
მიადგებოდა და სწორედ ამიტომ შესაძლოა ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს მიზეზობრივი
კავშირი.

ობიექტური შერაცხვა- ასევე უნდა დადგინდეს შეერაცხება თუ არა ბენდელაძეს დამდგარი


შედეგი ობიექტურად , ქმედებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი შედეგი პირს შეერაცხება
ობიექტურად მაშინ , თუ მან ამ ქმედებით შექმნა ან აამაღლა შედეგის განხორციელების
სამართლებრივად დასაძრახი რისკი ,რომელიც ქმედების შემადგენლობის შესაბამის
კონკრეტულ შედეგში იქნა რეალიზებული. ბენდელაძეს დამდგარი შედეგი ობიექტურად
შეერაცხება, რადგან მან შექმნა სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე, რომელიც რეალიზდა
გოგსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხის ქვეშ დაყენებაში. კაზუსის ფაბულიდან
ვიცით, რომ დროული სამედიცინოდახმარების შედეგად გადარჩა გოგსაძე. შესაძლოა
ვივარაუდოთ, რომ რომ არა დროული ჩარევა შესაძლოა გოგსაძე ვერ გადარჩენილიყო ასე
რომ ორივე შემთხვევაში მას მიადგებოდა ზიანი. ამ ყველაფრის შედეგად კი თამამად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბენდელაძემ ნამდვილად შექმნა სამართლებრივად დასაძრახი
საფრთხე რის გამოც უდავოა მისი ქმედების ობიექტურად შერაცხვა.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:


განზრახვა- ქმედების სუბექტური მხარის ერთ- ერთი ნათელი გამოვლინებაა პირის
განზრახვა.განზრახვა სამი კომპონენტისაგან შედგება ესენია:ცოდნა(განზრახვის
ინტელექტუალური ელემენტი) იმისა რასაც ვაკეთებ, ნებელობა(განზრახვის
ვოლუნტატიური ელემენტი) იმისა რასაც ვაკეთებ და მართლწინააღმდეგობის შეგნება.
სისხლის სამართლებრივი დოქტრინა განზრახვის მრავალ სახეს იცნობს, სსკ -ის მე-9 მუხლი
კი უშუალოდ აღწერს განზრახ დანაშაულს და გადმოგვცემს, რომ განზრახი დანაშაული
შესაძლოა ჩადენილი იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება, პირდაპირი
განზრახვითაა ჩადენილი თუკი პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების
მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას,ანდაც მის გარდაუვალობას , თუმცა მისთვის ეს შედეგი მისაღებია. სწორედ
ამ ყველაფერს ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბენდელაძემ კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე
იცოდა, რომ შესაძლებელი იყო მის ქმედებას ფატალური შედეგი, გოგსაძის სიკვდილი
მოჰყოლოდა, თუმცა მისთის სულერთი იყო. ჩანს, რომ იგი აცნობიერებს
სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის მცდელობას და მისთვის გოგსაძის
სიცოცხლის ხელყოფა მისაღებია. თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს ისიც რომ მისი ქმედება
განზრახვის სახეებიდან გამომდინარე წარმოადგენს ალტერნატიულ განზრახვას.
ალტერატიულ განზრახვად ითვლება განზრახვა, რომლის დრისაც პირს ნათლად აქვს
გამოკვეთილი თავისი მოქმედებით ორი სხვადასხვა შედეგის დადგომა. ამ ორიდა კი
ნებისმიერის დადგმა მისთვს სასურველია. კაზუსის ფაბულიდან ბენდელაძე
ჯანმრთელობისთვის საზიანო ზიანს აყენებს გოგსაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის
დამძიმების ფაქტის სრული გაანალიზებით, მაგრამ ეს მისთვის ისეთივე მისაღებია, როგორც
ამ ჭრილობის შედეგად გოგსაძის სიცოცხლის ხელყოფა.

მოტივი /მიზანი - დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის განხილვა, შეფასება


წარმოუდგენელია მოტივისა და მიზნის გარეშე. რადგან ხშირად სწორედ მოტივათა და
მიზნით ხდება ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენა. ამ შემთხვევაში ბენდელაძის მოტივს
წაროადგენს შურისძიება და თუ რატომ ამას კაზუსის ფაბულიდან ნათლად ვარკვევთ.
ბენდელაძე და გოგსაძე დაპირისპირებულნი არიან მიწის ნაკვეთის თაობაზე და ამის გამო
მათ ხშირად უკამათიათ. სწორედ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული კამათის ერთ ერთი
შედეგია კაზუსში ასახული რეალობა. ხოლო რა შეეხეა მიზანს , ბენდელაძისთვის მიზანი
არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება ან სიცოცხლის ხელყოფა.

მართლწინააღმდეგობა- მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი გარემოებები (.აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა,
მართლზომიერი რისკი, ბრძანების ან განკარგულების შესრულება, თუ არსებობს გარკვეული
პირობები ... ) რის გამოც უდავოა ქმედების მართლწინააღმდეგობად შერაცხვის საკითხი.

ბრალი- კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ბენდელაძე მოქმდებს


ბრალეულად.
დასკვნა- ბენდელაძემ არსებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულით განახორციელა
სსკ-ის 108 და მე-19 მუხლით გათვალისწიებული განზრახ მკვლელობის მდელობა,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით.

კაზუსი 2

ზანგური ფიქრობდა, რომ მისი ცოლი ღალატობდა ფანქველაშვილთან, რის გამოც ზანგურს
დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის ცოლთან. ზანგურის ეჭვებს ამყარებდა ისიც, რომ
მის მიმართ ცოლი ნაკლებ გულისხმიერებას და მზრუნველობას იჩენდა. ერთ დღეს,
როდესაც ცოლი სამსახურიდან გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, ზანგურმა ჰკითხა, თუ სად
იმყოფებოდა ამდენ ხანს და რა გახდა დაგვიანების მიზეზი. აღნიშნულ კითხვაზე ზანგურს
ცოლმა მიუგო, რომ მისი საქმე არ იყო თუ რატომ დაბრუნდა სახლში დაგვიანებით, მასაც
ისეთივე უფლებები ჰქონდა, როგორც თვით ზანგურს და იყო მისი ცოლი და არა მონა.
შესაბამისად, არ ევალებოდა ანგარიშის ჩაბარება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა
სახლში დაგვიანებით დაბრუნების მიზეზი. აღნიშნულზე ზანგური გაბრაზდა, ყვიროდა,
რომ არ აცოცხლებდა და ცოლი დანით დაჭრა მუცელში. დაჭრილმა დახმარებისთვის
სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახა და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, სადაც ზანგურის ცოლს ოპერაცია გაუკეთდა. თუმცა,
საავადმყოფოში მკურნალობის დროს ექთანმა შეცდომით სხვა ნემსი გაუკეთა, რამაც
ლეტალური შედეგი გამოიწვია.

კითხვა: დააკვალიფიცირეთ ზანგურის ქმედება.

ჰიპითეზა - შესაძლებელია ზანგურს ცოლისადმი დანით მიყენებული ჭრილობის გამო


დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობისათვის სსკ-ის
108 და 109 მუხლების შესაბამისად.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ქმედების სუბიექტი-ქმედების სუბიექტი არის ის ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც


ჩადის მოქმედებას, ამ შემთხვევაში ქმედების სუბიექტი გახლავთ ზანგური.

ქმედების ობიექტი-(ქმედების ობიექტი არის ის რაზე ქმედების შედეგადაც ზიანი მიადგა


სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს) ამ შემთხვევში ზანგურის
ცოლის სიცოცხლე.

ქმედება- დანაშაულის ცნების გერმანული მოდელი შედგება სამი ელემენტისაგან. მათ


შორის პირველია ქმედების შემადგენლობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის
სამართლის კოდექსით. ქმედების უპირველესი ნიშანი ისაა, რომ იგი წარმოადგენს ადამიანის
ნების გარეგან გამოხატულებას. ქმედების ობიექტური ნიშნებია მოქმედება, უმოქმედობა...

ამ შემთხვევში ზანგურის ნების გარეგანი გამოხატულება იყო მისი აქტიური მოქმედება,


(ხელის მოქნევით ცოლისთვის დანით ჭრლობის მიყენება ) იგივე ქმედება
სისხლისსამართლებრივი გაგებით.

შედეგი - ზანგურის ცოლი გარდაიცვალა.

მიზეზობრივი კავშირი : სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის


მიხედვით , მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ,როდესაც ქმედება წარმოადგენს სიხლის
სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შედეგის ან კონკრეტული
საფრხის აუცილებელ პირობას, რომლის გარეშეც ეს კონრეტული შედეგი არ დადგებოდა ან
არ შეიქმნებოდა კონრეტული საფრთხე. მიზეზობრიობის პირობათა თეორიის მიხედვით კი
ყველა პირობა არის თანაბარმნიშვნელოვანი, რომელსაც წვლილი შეაქვს შედეგის
დადგომაში. ამ შემთხვევაში რომ არა, ზანგურის განრისხება ცოლისადმი, რაც მიზეზი გახდა
ცოლისთვის ჭრილობის მიყენებისა ზანგურის ცოლისთვის სამედიცცინო თახმარების
აუცილებლობა არ წარმოიშობოდა, რის შედეგადაც მას საავადმყოფოში ყოფნა არ მოუწევდა
და არც ექთნის მიერ ნევსის გაკეთება გახდებოდა აუცილებელი რამაც საბოლოოდ მისი
სიკვდილი გამოიწვია. შესაბამისად, რომ არა ზანგურის ქმედება სახეზე მისი ცოლის
სიკვდილი არ გვექნებოდა.

ობიექტური შერაცხვა- ასევე უნდა დადგინდეს შეერაცხება თუ არა ზანგურს დამდგარი


შედეგი ობიექტურად , ქმედებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი შედეგი პირს შეერაცხება
ობიექტურად მაშინ , თუ მან ამ ქმედებით შექმნა ან აამაღლა შედეგის განხორციელების
სამართლებრივად დასაძრახი რისკი ,რომელიც ქმედების შემადგენლობის შესაბამის
კონკრეტულ შედეგში იქნა რეალიზებული. ამ შემთხვევაში ზანგურის ბრალეულობა ჩანს
იმაში, რომ იგი არ ეცადა ცოლთან საკუთარ ეჭვებზე საუბარს, მან ცოლის დამოკიდებულებას
და მის აზრს რომ იგი არ იყო ვალდებული ანგარიში ჩაებარებინა თანაც მაშინ, როდესაც
სამსახურიდან გვიან დაბრუნდა აგრესიით უპასუხა და შედეგად სახეზე მივიღეთ ზანგურის
ცოლის ჯანმრთელობის დაზიანება. ამას ემატება ისიც, რომ კაზუსის ფაბულის მიხედვით,
ცოლმა თავად გამოუძახა სამედიცინო დახმარებას, როგორც ჩანს ზანგური მის გადარჩენას
არც კი ეცადა და მიუხედავად იმისა რომ მისი ცოლი დაჭრილ მდგომარეობაში იმყოფებოდა
მისი დახმარება არ სცადა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის არაპირდაპი განზრახვას არსებული
შედეგისადმი. გამომდინარე აქედან ზანგურმა შექმნა სამართლებრივად დასაძრახი რისკი
ჯანმრთელობის ხელყოფისა , რომელიც დასრულდა ფატალური შედეგით, ცოლის
გარდაცვალებით. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ზანგურის ქმედეა შევრაცხოთ ობიექტურად.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:


განზრახვა- ქმედების სუბექტური მხარის ერთ- ერთი ნათელი გამოვლინებაა პირის
განზრახვა.განზრახვა სამი კომპონენტისაგან შედგება ესენია:ცოდნა(განზრახვის
ინტელექტუალური ელემენტი) იმისა რასაც ვაკეთებ, ნებელობა(განზრახვის
ვოლუნტატიური ელემენტი) იმისა რასაც ვაკეთებ და მართლწინააღმდეგობის შეგნება.
სისხლის სამართლებრივი დოქტრინა განზრახვის მრავალ სახეს იცნობს, სსკ -ის მე-9 მუხლი
კი უშუალოდ აღწერს განზრახ დანაშაულს და გადმოგვცემს, რომ განზრახი დანაშაული
შესაძლოა ჩადენილი იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ერეთმანეთისგან
განსხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ განზარახვას. პირდაპირი განზრახვის დროს პირს
გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ,სურს და ითვალისწინებს
მართლსაწინააღმდეგო შედეგის ამშემთხვევაში, რადგან ზანგური ცოლს დანით აყენებს
ჭრილობას იგი გაცნობიერებული აქვს ამ ჭრილობის შესაძლო შედეგებიც, რადგან მის
დახმარებას არ ცდილობს. შესაძლოა ზანგურს ცოლის სიკვდილი არც კი სდომებოდა, თუმცა
არსებული რელობის გათვალისწინებით ის სულ მცირე აცნობიერებს რომ ცოლის
ჯანმრთელობის მდგომარეობას ზიანი მიაყენა, ეს კი სასურველი შედეგიდან გამომდინარე
მის პირდაპირ განზრახვას უსვამს ხაზს.

მოტივი/მიზანი- დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის განხილვა, შეფასება


წარმოუდგენელია მოტივისა და მიზნის გარეშე. რადგან ხშირად სწორედ მოტივათა და
მიზნით ხდება ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენა.მოცემულ შემთხევაში ზანგურის მოტივს
წარმოადგენდა ეჭვიანობა იმ დიადაგზე, რომ ცოლი მის მიმართ ნაკლებ მზრუნვლობასა და
გულისხმიერებას იჩენდა. ხოლო რაც შეეხება მიზანს მიზანი გახდა, შურისძიება, როდესაც
ცოლ-ქმრის ურთიერთობა ცოლის სამსახურიდან დაბრუნებისა და ქმრართან საუბრის დროს
აშკარა შელაპარაკებასა და კამათში გადაიზარდა.

მართლწინააღმდეგობა- მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი გარემოებები (.აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა,
მართლზომიერი რისკი, ბრძანების ან განკარგულების შესრულება, თუ არსებობს გარკვეული
პირობები ... ) რის გამოც უდავოა ზანგურის ქმედების მართლწინააღმდეგობად შერაცხვის
საკითხი.

ბრალი- კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ზანგური მოქმდებს ბრალეულად.

დასკვნა - ზანგური აგებს პასუხს სსკ-ის 108 და 109 „ვ“ მუხლებით გათვალისწინებული
სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის 9განზრახ მკვლელობის) გამო.

You might also like