You are on page 1of 2

ჰიპოთეზა: შესაძლოა სანდრომ ჩაიდინა სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით

გათვალისწინებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის


მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

ქმედების შემადგენლობა
1)ობიექტური შემადგენლობა:
ა) სუბიექტი: შერაცხადი სანდრო;
ბ) ობიექტი: ერთი ყაჩაღის სიცოცხლე, ხოლო მეორის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება;
გ) ქმედება: აქტიური მოქმედება, რომელიც ზიანის მიყენებისა და საფრთხის შექმნისკენ
არის მიმართული;
დ) შედეგი: ერთ-ერთი ყაჩაღის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ერთ-ერთის ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება;
ე) მიზეზობრივი კავშირი: მიზეზობრივი კავშირი არსებობს, სსსკ-ის მე-8 მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად, რადგან ქმედება წარმოადგენს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული
მარტლსაწინააღმდეგო შედეგის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ
განხორციელდებოდა;
ვ) ობიექტური შერაცხვა: იმის გათვალისწინებით, რომ სანდრომ შექმნა
სამართლებრივად დასაძრახი რისკი, რაც ერთ-ერთი ყაჩაღის სიცოცხლის მოსპობის, ხოლო
ერთ-ერთის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიზეზი გახდა, მას შედეგი ობიექტურად
შეერაცხება;

2)სუბიექტური შემადგენლობა:
ა) ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, რადგან სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2
ნაწილის მიხედვით ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი თუ პირს გაცნობიერებული
ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომას და სურდა ეს შედეგი ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის
განხორციელების გარდაუვალობას. ( ამ შემთხვევაში იგულისხმება ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანების გარდაუვალობა, თუმცა სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით ცოტა არიყოს
დავეჭვდი, რადგან ამ შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის გარდაუვალობას არ
ითვალისწინებდა, მაგრამ ვინაიდან ეს მუხლი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ეხება, ჩემი
აზრით, „შედეგში“ სწორედ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება იგულისხმება და შემდეგ
სიცოცხლის მოსპობა უბრალოდ მაკვალიფიცირებელი, დამამძიმებელი, გარემოებაა )
ბ) მოტივი: თავის მეზობელზე დახმარება;
გ) მიზანი: თავდამსხმელი ყაჩაღების მოგერიება;

3)მართლწინააღმდეგობა:
ა) ობიექტური ნიშნები: ქმედება ჩადენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ,
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ
ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი
სიკეთის დასაცავად;
ბ) სუბიექტური ნიშნები: ქმედების სუბიექტ სანდროს შეცნობილი აქვს
მართლწინააღმდეგობა და მისი სურვილს(მიზანს) წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფის ვითარებაში მყოფი მეზობლის, ნიას დაცვა. შესაბამისად, სახეზეა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სუბიექტური გარემოების ორივე: კოგნიტური(ცოდნა)
და ვოლუნტატური(ნებელობა) ელემენტი;

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე გვაქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი


გარემოება თავისი ობიექტური და სუბიექტური ელემენტებით, სანდროს ქმედება ჩაითვლება
მართლზომიერად. შესაბამისად, ეს ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დანაშაულად და სანდროს
არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

You might also like