You are on page 1of 8

კაზუსი:

რესტორანში 20 ადამიანისგან შემდგარ სუფრაზე ნასვამ


მდგომარეობაში მყოფ ალადაშვილსა და კირვალიშვილს შორის ღვინის
დალევა არ დალევასთან დაკავშირებით მოხდა მცირე შელაპარაკება.
ამაზე გაბრაზებულმა ალადაშვილმა, ფაქტიურად უმიზეზოდ ამოიღო
თანნაქონი კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი
იარაღი და 5 გასროლის შედეგად ადგილზევე მოკლა კირვალიშვილი.
კირვალიშვილის მკვლელობას შეესწრო ამ უკანასკნელის მეგობარი
ზარანდია, რომელმაც კიდევ ერთ მეგობართან კობაჩიშვილთან ერთად
ნანახის შემდეგ შურისძიების მოტივით 40 მეტრში მდგომი
ავტომობილის საბარგულიდან ამოიღო 2 ავტომატი და ორივემ ერთად
ავტომანქანის მიმდებარე ტერიტორიიდან ალადაშვილის მოსაკლავად
დაიწყეს სროლა ზემოთხსენებული სუფრის მიმართულებით. სროლის
შედეგად ალადაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

გთხოვთ კაზუსი ამოხსნათ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის


შესაბამისად, სადაც გამოჩნდება ყოველი კონკრეტული ქმედების
ობიექტი, სუბიექტი, ობიექტური მხარე, სუბიექტური მხარე და
დანაშაულის შემადგენელი სხვა ელემენტები. ასევე დააკვალიფიციროთ
ალადაშვილის, ზარანდიას და კობაჩიშვილის ქმედებები.

P.S. კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის ნიმუში ატვირთულია


დღევანდელი დავალების გრაფაში ემისზე.

მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში


 
1. განზრახ მკვლელობა:
ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს
ან ჯანმრთელობას;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. განზრახ მკვლელობა:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფისა;
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
დ1) გენდერის ნიშნით;  
ე) ჯგუფურად;
ვ) ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. განზრახ მკვლელობა:
ა) ორი ან მეტი პირისა;
ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;
გ) ანგარებით ან შეკვეთით;
დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის
ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული
მკვლელობებისა);
ვ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი,
მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული


მკვლელობა, ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს. ეს მუხლი შეიცავს
13 პუნქტს, რომელთაგან ერთის ჩადენაც საკმარისია, რათა მკვლელობა ჩავთვალოთ
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილად. პუნქტები განაწილებულია სამ ნაწილად და
ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავისი სოციალური საშიშროებით და შესაბამისად
სასჯელის სიმძიმით.

ისევე როგორც 108 მუხლის შემთხვევაში, 109 მუხლით გათვალისწინებულ


შემთხვევაშიც დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტი
ადამიანის სიცოცხლეა.
ამსრულებელი (სუბიექტი) 14 წელს მიღწეული ნებიმიერი ქმედუნარიანი პირია.

ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე


უმოქმედობაში, მაგრამ დიდწილად მკვლელობა ან მისი მცდელობა ხდება
მოქმედებით. დანაშაული მატერიალური (შედეგიანი) კატეგორიისაა და შესაბამისად
უმნიშვნელოვანესია მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამის გარეშე 109 მუხლის შემადგენლობა ფიზიკურად ვერ დადგება.

განვიხილოთ თითოეული დამამძიმებელი გარემოება ცალ-ცალკე:

მკვლელობა მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით:

ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული მკვლელობა გულისხმობს


მსხვერპლისათვის წინასწარ, მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით თავისუფლების
აღკვეთას.

მძევლად ხელში ჩაგდება ცალკე დამოუკიდებელი დანაშაულია და ისჯება სისხლის


სამართლის კოდექსის 144 მუხლით. (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის
გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს
ესა თუ ის მოქმედება).

ამ მიზნით ჩადენილი მკვლელობა ყოველთვის იწვევს დანაშაულთა ერთობლიობას, ანუ


ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
ისე 144-ე მუხლით. მაგ:

ბ.-მ. თანხის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანა გ. ბ.-ს დათქმულ დროს ფული ვერ
გადაუხადეს და მოკლა გ.

(კაზუსის დროს შეიძლება მოვიყვანო ლოტკინის მაგალითი მანქანის გატაცების შემდგომ თანხაზე)

მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს


ან ჯამრთელობას.
ამ დანაშაულისთვის აუცილებელია დადგინდეს თვით მკვლელობის ჩადენის საშუალების
საყოველთაო საშიშროება. ანუ რამდენად საშიშია მკვლელობისთვის გამოყენებული
საშუალება სხვა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის. გარშემომყოფთათვის
საფთხის შემქნელად ჩაითვლება, მაგალითად: აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანთა
თავშეყრის ადგილას ცეცხსასროლი იარაღის სროლა, წყლის ან საჭმლის მოწამვლა,
რომლითაც დაზარალებულის გარდა სხვებიც სარგებლობენ.

ამ დანაშაულისთვის არ არის აუცილებელი სხვა პირს მიეყენოს ფიზიკური ზიანი, საკმარისია


თუნდაც სასიში საშუალების გამოყენების ხერხიც. მაგ:

ა.-მ ბ.-ს მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა მისი
მიმართულებით ხალხმრავალ მოედანზე. ა.-ს მიერ განხორციელებული სროლების შედეგად
მოკვდა ბ. სხვა მოქალაქეები არ დაზარალებულან. გამოყენებული იარაღი (ავტომატური
ცეცხლსასროლი იარღი) აუცილებლად ჩაითვლება ისეთ საშუალებათ, რაც აშკარად
საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯამრთელობას.

აღსანიშნავია ის გარმოებაც, რომ შესაძლებელია მკვლელობისას გამოყენებული იყოს ისეთი


საშუალება, რაც თავისთავად საშიშია, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში საფრთხეს არ უქმნის
სხვა ადამიანებს. მაგ: ადამიანის მოსაკლავად ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება
უკაცრიელ ადგილზე, სადაც მხოლოდ დაზარალებული იმყოფება. ასეთი ვითარება
მოცემული დანაშაულის შემადგენლობას ვერ მოგვცემს.

განვიხილოთ შემდეგი მაგალითიც: დ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობით ავტოსადგურში


მოკლა გ. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სხვა ორი მოქალაქეც. ამ შემთხვევაში გვექნება
განზრახ მკვლელობის ორი დამამძიმებელი გარემოება, პირველი - მკვლელობა ისეთი
საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯამრთელობას;
მეორე - მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ.

(კაზუსისთვის შესაძლებელია მოვიყვანო დუშეთის მაგალითი -- ავტომატით, ან ფირუზას მაგალითი


ქავთარაძეზე აფეთქებით)

მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით:


109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩადენილი მკვლელობის
განსაკუთრებული საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ დამნაშავე ფაქტობრივად ჩადის ორ
დანაშაულს. მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით გულისხმობს, რომ
მკვლელობამდე სხვა დანაშაული უკვე იყო ჩადენილი და დამნაშავე ცდილობს დაფაროს,
როგორც დანაშაული, ისე მასში მონაწილე პირები. მაგ:

კ.-მ ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ, შემთხვევის ადგილთან ახლოს მოკლა თვითმხილველი გ.


რომელმაც კ.-ში თავისი მეზობელი ამოიცნო და თავისუფლად შეეძლო სამართალდამცავი
ორგანოებისთვის ეცნობებინა მის შესახებ.

სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მკვლელობაში იგულისხმება იმ პირის


ჩამოშორება, რომელსაც დამნაშავის აზრით, შეუძლია ხელი შეუშალოს მას გაზრახვის
შესრულებაში. დამნაშავე ჯერ უსპობს სიცოცხლეს მსხვერპლს, ხოლო შემდეგ კი
ახორციელებს მის მიერ ჩაფიქრებულ დანაშაულს. მაგ: დამნაშავე ჯერ კლავს საიუვილერო
მაღაზიის დარაჯს, შემდეგ კი შედის მაღაზიაში და ეუფლება ოქროულობას.

(კაზუსის მაგალითი: მცხეთის ყაჩაღობა ჯანგულა) (ავხსნა განსხვავება გაადვილებასა და დაფარვას შორის)

მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა:

მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს ორსულობის პერიოდს,


მთავარია დამნაშავისთვის ცნობილი იყოს ამის შესახებ. მაგ: გ.-მ საყვარლისგან გაიგო, რომ
ეს უკანასკნელი ელოდებოდა მისგან შვილს. გ.-ს არ სურდა ამ ბავშვის ყოლა და მოკლა
საყვარელი.გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი ქალი ნამდვილად ფეხმძიმედ
იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში თუ ქალი არ აღმოჩნდებოდა ფეხმძიმედ და მან გ.
გარდაცვალებამდე მოატყუა ამის შესახებ გ.-ს ქმედებაში გვექნება 108-ე მუხლი (განზრახ
მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე) და 19,109 მუხლის მეორე ნაწილის „ა“
ქვეპიუნქტი (წინასწარი შეცნობით ორსული ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობა).
ამდენად ზუსტი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს დამნაშავის განზრახვა და
დამდაგარი შედეგი.

(კაზუსის მაგალითი ფონიჭალა დედა + ბავშვი + ცეცხლის წაკიდება)


მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფისა:

არასრულწლოვნის მკვლელობაში იგულისხმევა 18 წლამდე პირის მკვლელობა. უმწეო


მდგომარეობაში მყოფი შეიძლება იყოს მძიმე ავამდყოფი, ღრმად მოხუცებული, რომელთაც
თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ თავის დაცვა.
მაგალითად: უგონო მდგომარეობაში მყოფის, მთვრალის და ძილში სიცოცლის მოსპობა. ამ
შემთხვევაში მათ არ აქვთ დამნაშავის ქმედებაზე რეაგირების და წინააღმდეგობის გაწევის
უნარი.

მკვლელობის აღნიშნული პუნქტით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, რომ დამნაშავეს


გაცნობიერებული ჰქონდეს ადამიანის უმწეო მდგომარეობაში ყოფნა და მის მიერ
წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა ან ის ფაქტი, რომ მისი მსხვერპლი ნამდვილად
არასრულწლოვანია.

(კაზუსის მაგალითი ქსნის ციხეში მძინარე, ასევე არასრულწლოვნები წინასწარი შეცნობით - სკოლის ეზოში)

მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით:

მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ხშირად ხორციელდება რაიმე სპეციალური მიზნის


არარსებობისა და იმდენად მცირე საბაბის საფუძველზე, რომ მას „უმოტივო მკვლელობა“-საც
უწოდებენ. მაგალითად:

გ. მოქალაქეს სთხოვს ასანთს სიგარეტის მოსაკიდებლად. უარყოფითი პასუხის მიღების


შემდგომ განაწყენებული გ. დანით კლავს მას. ან გ.-ს გამვლელი აძლევს შენიშვნას ქუჩის
დანაგვიანების გამო. შეურაცხყოფილი გ. კლავს მას.

ხულიგნური ქვენაგრძნობა ხშირად გვხვდება ჩხუბის, კონფლიქტის შედეგად, მაგრამ ეს არ


მიუთითებს მასზედ, რომ ყველა მკვლელობა ჩადენილი ჩხუბში უნდა დაკვალიფიცირდეს ამ
ქვეპუნქტით. ზუსტი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გაირკვეს ვინ იყო ჩხუბის
წამომწყები. ხომ არ იყო კონფლიქტი პროვოცირებული დამნაშავის მიერ მკვლელობის
საბაბად და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ჩხუბის წამომწყები იყო დაზარალებული,
დამნაშავე პასუხს არ აგებს ხულიგნური მოტივით მკვლელობისათვის.

(კაზუსის მაგალითი: რესტორნის უამრავი შემთხვევა)


მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო:

ამ დანაშაულის დამამძიმებელი გარემოების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მკვლელობა


ხორციელდება იმ პირისადმი სიძულვილის გამო, რომელიც სხვა რასას, ეროვნებას თუ
ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება ან აღიარებს სხვა რელიგიას.

ამ მოტივით მკვლელობის ჩადენა გულისხმობს სხვა ეროვნებისა თუ რასის


წარმომადგენლისადმი მტრულ განწყობას, რაც შეიძლება პიროვნულ კონფლიქტში
გადაიზარდოს. ამ დროს შეიძლება არსებობდეს სხვა მოტივიც, მაგრამ უნდა დომინირებდეს
ეს საფუძველი.

(კაზუსის მაგალითი: ძვ. თბილისში ფერადკანიანის მკვლ.)

მკვლელობა გენდერის ნიშნით;  

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“


ევროსაბჭოს კონვენციის მიხედვით --- გენდერი არის ის როლი, რომელსაც საზოგადოება აკისრებს
მამაკაცებსა და ქალებს, აგრეთვე ის ქცევები, საქმიანობა და ნიშან-თვისებები, რომლებიც ქალისა და
მამაკაცისათვის მიზანშეწონილად და სწორად ითვლება;

მაგალითად:

1. გიამ მეუღლე მარის აუკრძალა წვეულებაზე წასვლა. მიუხედავად ამისა მარი მაინც
წავიდა წვეულებაზე და იქიდან დაბრუნებულს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან. კონფლიქტისას გიამ წამოავლო ხელი იქვე არსებულ
სამზარეულოს დანას, რომლის გამოყენებითაც სიცოცხლე მოუსპო მარის.
2. ალექსანდრემ გადაწყვიტა სქესობრივი კავშირი დაემყარებინა რესტორანში ახლად
გაცნობილ ქალბატონთან. აღნიშნული კავშირის დროს აღმოჩნდა, რომ ქალბატონი
რეალურად მამაკაცი იყო, რის გამოც ალექსანდრემ მოკლა ხსენებული პირი.

(რეალური მაგალითი: ჩემის საქმე - ვაკეში ილიაუნის ლექტორის მკვლელობა და მეუღლის


სუიციდი)
აღნიშნული ქმედება შესაძლებელია ჩადენილი იქნას როგორც პირდაპირი ასევე
არაპირდაპირი განზრახვით.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პარტნიორის მკვლელობა ყოველთვის არ ნიშნავს გენდერული


ნიშნით მკვლელობას. ამოსავალი წერტილი აქ მოტივია და აუცილებელია ამ მოტივის
დადგენა.

მაგალითად მეუღლეები მამაკაცის სურვილის მიუხედავად დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო


ამაზე გამწარებულმა მამაკაცმა მოკლა ყოფილი მეუღლე. ამ შემთხვევაში მოტივი
შურისძიებაა (108 მუხ.) და არა გენდერის ნიშნით მკვლელობა.

იგივე შედეგი იქნება იმ შემთხვევაში თუ მეუღლე იეჭვიანებს მის პარტნიორზე და


მოკლავს სწორედ ეჭვიანობის ნიადაგზე ან მოკლავს ერთად ცხოვრების დროს მომხდარი
კონფლიქტის დროს.

მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად:

როგორც უკვე აღინიშნა დანაშაული ჯგუფის მიერ ჩადენილად ითვლება თუ მის


განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებით ან შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა
ორი ან მეტი პირი. ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა
განპირობებულია იმით, რომ ამ დროს დამნაშავის კოლექტიურ მოქმედებას მინიმუმამდე
დაჰყავს დაზარალებულის მიერ აუცილებელი მოგერიების უფლება, ხელს უშლის
მსხვერპლის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას და უფრო იოლს ხდის
დამნაშავეთა მიერ მკვლელობის განხორციელებას.

(ამსრულებელზე, დამხმარეზე, ორგანიზატორზე ვილაპარაკო)

უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია მკვლელობა, ჩადენილი


ორგანიზებული ჯგუფის მიერ. (იხილე 27-ე მუხლის მე-4-ე ნაწილი).

(კაზუსის მაგალითი ყირმიზ - ქოზ მცხეთაში)

You might also like