You are on page 1of 9

დავალება: 29.03.

2022

დავალება უნდა შესრულდეს წერილობით, ვორდის ფაილში ნაბეჭდი


სახით. (შრიფტი sylfaen).

დავალება შესრულებული სახით თვითოეულმა სტუდენტმა არაუგვიანეს


02 აპრილის საღამოს საათებისა უნდა გადმოაგზავნოს იმეილზე.
shakulashvili777@gmail.com

ერთ ოჯახად მცხოვრები ძმები გიორგი და დავით ერაძეების დედა ავტოკატასტროფის შედეგად
მძიმე და უგონო მდგომარეობაში მოხვდა საავადმყოფოში. ექიმები ვერ იძლეოდნენ
დამაიმედებელ პროგნოზს. კერძოდ მათ განუმარტეს ძმებს, რომ მათი დედა გადარჩენის
შემთხვევაშიც ვერ შეძლებდა გადაადგილებასა და ნორმალურ - ადექვატურ აზროვნებას. ასევე
მთელი ცხოვრების განმავლობაში დატანჯავდა გაუსაძლისი ტკივილი. მოგვიანებით გიორგი
ერაძე დედამისთან მარტო დარჩა პალატაში. ავადმყოფი დედისადმი უკიდურესი სიბრალულის
გამო მან გადაწყვიტა ამ უკანასკნელისათვის გამოერთო ხელოვნური სუნთქვის აპარატი და
განეხორციელებინა „ევთანაზია“, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა დედის სიკვდილს. გიორგი ასეც
მოიქცა, რის შედეგადაც დედამისი გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.

დედის გარდაცვალების გაგებისთანავე საავადმყოფოში მივიდა დავითიც, რომელსაც გიორგიმ


რეალური გარდაცვალების მიზეზი გაანდო. მოსმენილისაგან დავითი ჩავარდა უეცარი ძლიერი
სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რა დროსაც წამოავლო ხელი იქვე დადებულ ლანცეტს და
რამოდენიმეჯერ დაარტყა ძმას. მიღებული ჭრილობებისაგან გიორგი ერაძე ადგილზევე
გარდაიცვალა.

გთხოვთ კაზუსი ამოხსნათ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის შესაბამისად და დააკვალიფიციროთ


გიორგი და დავით ერაძეების ქმედებები.
მუხლი 110. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით - ეუთანაზია
 
მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების
შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან
გათავისუფლების მიზნით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ეუთანაზია (იგივეა რაც ევთანაზია) ბერძნული სიტყვაა. იგი შედგება ორი ნაწილისაგან „ეუ“ -
რაც ნიშნავს კარგს და „თანატოს“ - სიკვდილს. იგი გულისხმობს ადამიანის სიკვდილის
განზრახ დაჩქარებას ან მოურჩენელი ავამდმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობას მისი
ტანჯვისაგან განთავისუფლების მიზნით.

ევთანაზია წარმოშობს კონფლიქტს ორ უფლებას შორის: ერთია მომაკვდავი ადამიანის


სიცოცხლის უფლება და მეორე თავად მომაკვდავის სიკვდილის სურვილი.

ევთანაზია ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, მაგალითად: რატომ უნდა დაამთავროს ადამიანმა
სიცოცხლე და წავიდეს ამ ქვეყნიდან სიცოცხლის სიძულვილით? თუ ადამიანს აქვს სიცოცხლის
უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს სიკვდილის უფლება? რა უფრო ჰუმანურია - რეამინაცია
პაციენტისა, რომელიც დროებით მოვა გონს და ტანჯვაში იქნება, თუ ევთანაზიის
განხორციელება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება შემდეგ
პრინციპს - არავის აქვს უფლება ხელყოს ადამიანის სიცოცხლე.

არსებობს სამი სახის ქვეყნები. პირველია ქვეყნები, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ


მკვლელობად აფასებენ (ინგლისი, საფრანგეტი, რუსეთი). მეორე ჯგუფის ქვეყნები
ევთანაზიისათვის მსუბუქ სასჯელს აწესებენ (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) მესამე ჯგუფის
ქვეყნებმა მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია).

რაც შეეხება საქართველოს, ევთანაზია, სისხლის სამართლის კოდექსმა - მკვლელობა


მსხვერპლის თხოვნით პრივილეგირებულ შემადგენლობათა ჯგუფს მიაკუთვნა. ეს თხოვნა უნდა
გამოხატავდეს მომაკვდავის ნამდვილ ნებას. იგი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ
სრულად შეეძლოს კონტროლი გაუწიოს და უხელმძღვანელოს თავის მოქმედებას. თუ
მსხვერპლს ამის შესაძლებლობა არ აქვს, მისთვის სიცოცხლის მოსპობა უკვე ჩვეულებრივი
მკვლელობაა, ცხადია თუ არ არსებობს სხვა დამამძიმეელი გარემოება.

110-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი


მნიშვნელობა ენიჭება დამნაშავის მოქმედების სუბიექტურ შემადგენლობას. მკვლელობა ხდება
პირდაპირი განზრახვით, თუმცა იგი ნაკარნახევია მომაკვდავის თხოვნით, რათა ავამდყოფი
განთავსიუფლდეს ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის
მოტივს, იგი ერთადერთია დაზარალებულისადმი სიბრალულის გრძნობა.
ამდენად, ქმედებას ევთანაზიის კვალიფიკაცია რომ მიეცეს, თხოვნა უნდა მომდინარეობდეს
მხოლოდ ავამდყოფისგან, თხოვნა ადვილი სიკვდილის შესახებ გამოთქმული უნდა იყოს
გაცნობიერებულად, საღი გონებით, თხოვნა განმეორებული ინდა იქნეს არაერთგზის
(რამდენჯერმე), ავამდყოფი უნდა მოქმედებდეს იძულების გარეშე, სიკვდილის სურვილის
შესახებ თხოვნის საფუძველი უნდა იყოს ავამდყოფობით გამოწვეული ძლიერი ფიზიკური
ტკივილი, ტანჯვა და არა სხვა ფაქტორები (მაგალითად ოჯახური ან სხვა ფაქტორები) ქმედების
ერთადერთი მოტივი უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური
ტკივილისგან განთავისუფლებას.

მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების


მდგომარეობაში
 
1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც
გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის
მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა
ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური
ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მოცემულ დანაშაულს ასევე აფექტში ჩადენილ დანაშაულსაც უწოდებენ.

აფექტში ჩადენილი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი სავალდებულო


გარემოებით არის განპირობებული:

1 - დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში, უეცრად აღძრული


ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე.

2 - მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის არამართლზომიერი ქცევით,


სწორედ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს დამნაშავის აფექტს და დაზარალებულის
მოკვლის სურვილს.

ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის ქმედება უნდა იყოს


არამართლზომიერი ანუ უკანონო. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ დანაშაულს 111
მუხლით ვერ შევრაცხავთ. მაგალითად: მოსამართლემ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და
12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მსჯავრდებულს. ამის გაგონებაზე მსჯავრდებულის
მშობელი ჩავარდა აფექტურ მდგომარეობაში და იქვე მოკლა მოსამართლე. ვინაიდან
მოსამართლე მოქმედებდა კანონიერად და არა უკანონოდ, მშობელი დაისჯება განზრახ
მკვლელობით (109) და არა 111 მუხლით.

იგივე შედეგი ექნება თუ დაზარალებულის მიერ ჩადენილი ქმედება გაუფრთხილებელია.


მაგალითად: დაუდევარი დამოკიდებულებისა და უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფის
გამო მშენებლობაზე მუშას სიმაღლიდან ჩამოუვარდა ბეტონის ბლოკი, რომელიც დაეცა
ბრიგადირს და ადგილზევე მოკლა. იქვე მომუშავე ბრიგადირის მშობელი ჩავარდა აფექტურ
მდგომარეობაში და მოკლა მუშა. აღნიშნული დაკვალიფიცირდება მკვლელობით და არა 111-ე
მუხლით.

ცნობილია, რომ აფექტი არის უეცრად აღძრული სწრაფწარმავალი სულიერი განცდა (ემოცია),
რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას და გამოსავალს
მოქმედებაში პოულობს. ამ ემოციის წარმოშობა შეიძლება გამოწვეული იყოს დაზარალებულის
მიერ დამნაშავისშეურაცხყოფით, ძალადობით, მუქარით, ცილისწამებლური ცნობების
გავრცელებით და სხვა.
(მაგალითი: წეროვანში სიძის მიერ სიმამრის აფექტში მკვლელობა)

მაგ: ა. სისტემატიურად უსამართლოდ ამცირებდა და სცემდა მეზობელ ბ.-ს. ერთ-ერთი ასეთი


დამცირებისა და ცემის შედეგად ბ. ჩავარდა აფექტურ მდგომარეობაში და ა. თავში ქვის
ჩარტყმით მოკლა.
მოცემული მუხლის კვალიფიკაციას გვაძლევს ისეთი გარემოებაც, როდესაც ძალადობა
ხორციელდება არა მკვლელის მიმართ, არამედ მისი ახლო ნათესავის მისამართით, მაგ: დ.-მ ბ.-
ს თვალწინ სცემა და დანით დაჭრა ბ.-ს შვილი. ამის დანახვაზე ბ.ჩავარდა უეცარი ძლიერი
სულიერი აღელვების მდგომარეობაში და თავში ჯოხის ჩარტყმით მოკლა დ.
მოცემული მუხლის მეორე ნაწილში გაზრდილია პასუხისმგებლობა აფექტში ჩადენილი
მკვლელობისათვის თუ მოხდა ორი, ან მეტი ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა. ამ
კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ორი ან მეტი პირის მკვლელობა
ჩადენილი იყო ერთდროულად, ერთ ადგილას და ერთიანი განზრახვით აფექტურ
მდგომარეობაში, ვინიდან ამ დანაშულისათვის აუცილებელი პირობაა მკვლელობა
განხორციელდეს იმწუთიერად აფექტის მდგომარეობაში.
(მაგალითი მცხეთაში მამაშვილის მკვლელობა)

ამდენად აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა შემასუბუქებულ გარემოებად არის


მიჩნეული და იგი ნაკლებად მძიმე დანშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.

სუბიექტური მხრივ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია


მხოლოდდამხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ხოლო მოტივს კი მნიშვნელობა არ გააჩნია და
კვალიფიკაციაზე გავლენა არ აქვს.
მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა
 
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის
შემდეგ უმალვე, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მიჩნეულია შემამსუბუქებელ გარემოებად, ვინაიდან


მშობიარე ქალი შეიძლება იმყოფებოდეს ისეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში, როდესაც მას თავისი
მოქმედების მიმართ, ნაწილობრივ შესუსტებული აქვს ზედამხედველობისა და კონტროლის
უნარი.

დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ახალშობილი.

სუბიექტია ახალშობილის დედა (მნიშვნელობა არ აქვს სრულწლოვანია თუ


არასრულწლოვანი. მთავარია 14 წელს ზევით იყოს და ქმედუნარიანი). ამასთან მას
შესაძლებელია ყავდეს წამქეზებელი ან დამხმარე, რომელთა ქმედება
დაკვალიფიცირდება 109 მუხლით და არა 112-ით.

ობიექტური მხრივ ახალშობილის მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იყოს,როგორც მოქმედებით


(მაგალითად დახრჩობა), ისე უმოქმედობით (როდესაც არაფერი კეთდება ახალშობილის
დახმარებისთვის - (ახალშობილს არ აჭრიან ჭიპლარს).

სუბიექტურ მხრივ ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, ხოლო მოტივს ან ხერხს


მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის.

ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ მკვლელობა მოხდეს მშობიარობისას


ან უმალვე, მშობიარობის შემდეგ. ამდენად იგი უნდა განხორციელდეს მცირე დროის
მონაკვეთში.

იმ შემთხვევაში თუ მშობიარობა არ არის დაწყებული, სახეზე გვექნება ნაყოფის მოსპობა და არა


მკვლელობა. ამ შემთხვევაში გვექნება უკანონო აბორტი.(მუხლი 133)

იმ შემთხვევაში, თუ დედას მშობიარობამდე ქონდა ჩვილის მოკვლის განზრახვა, ქმედება


დაკვალიფიცირდება 109 მუხლით - მცირეწლოვნის მკვლელობად, ვინაიდან მკვლელობის
განზრახვა დედას წარმოეშვა შერაცხად და არა შეზღუდულ შერაცხად (მშობიარობისთანავე)
მდგომარეობაში.
(მაგალითი: ძეგვში ახალშობილის მკვლელობა, ქარელში ჩადენილი მკვლელობა)
მუხლი 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების
გადაცილებით
 
მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით
ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ
წლამდე.

როგორც უკვე ავღნიშნეთ აუცილებელი მოგერიება მართლწინააღმდეგობის ერთ-ერთი


გამომრიცხველი გარემოებაა (მუხლი 28) და იგი სისხლის სამართლის კანონდებლობით
დასჯად ქმედებად არ მიიჩნევა. მოქმედი კანონდებლობით დასჯადია ისეთი მოქმედება,თუ
არსებობს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე თავდასხმის ხასიათთან და
საშიშროებასთან.

მაგ: გ.-ს ცემის მიზნით თავს დაესხა ბ. მიუხედავად იმისა, რომ ბ.-ს შეეძლო მისი ხელით
მოგერიება, დანით მოკლა გ.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ ქმედებაში და მიმართულია
თავდამსხმელისათვის სიცოცხლის მოსასპობად.

აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს:

1. იმყოფებოდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. 2. ზუსტად უნდა


განისაზღვროს მისი მხრიდან დაცვის განხორციელების ფარგლები, ანუ კონკრეტულად რა დონის
დაცვა იქნებოდა საკმარისი კონკრეტულ შემთხვევაში თავდასაცავად და რას გადაამეტა
დამცველმა.

სუბიექტურ მხრივ დანაშაული ჩადენილია მხოლოდამხოლოდ განზრახვით.

თავდამსხმელისათვის სიცოცხლის მოსპობა თავდასხმის დამთავრების შემდეგ, (საფრთხის


გასვლის შემდეგ) ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლების
გადაცილება. ამ შემთხვევაში დამნაშავის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც
მკვლელობა ჩადენილი შურისძიების ნიადაგზე(მუხლი 108).
მუხლი 114. მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით
 
მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით
ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ
წლამდე.

ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს მოქმედებდა თუ


არა დამნაშვე დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობის სიტუაციაში.

თუ შეპყრობა ხდება ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხელყოფის დროს ან


წინააღმდეგობის გაწევისას, სიცოცხლის მოსპობა ხორციელდება აუცილებელი
მოგერიების მდგომარეობაში ან მისი ფარგლების გადაცილებით. დანაშაულებრივი
ხელყოფის დამთავრების შემდეგ ან სხვა სიტუაციაში (მაგალითად
გაქცევისას)აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა აღარ არსებობს.

დამნაშვის შეპყრობისას ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა უნდა გავმიჯნოთ


შურისძიებით მოტივით მკვლელობისგან, რომელიც თვითგასწორების აქტს წარმოადგენს.
დამნაშავის შეპყრობის მიზანს წარმოადგენს მისი ხელისუფლების ორგანოში წარდგენა.
პირდაპირი განზრახვით მკვლელობა თავისთავად გამორიცხავს ამ მიზნის მიღწევას. ასეთ
შემთხვევაში მკვლეობა 114-ე მუხლით დაკვალიფიცირდება მხოლოდ არაპირდაპირი
განზრახვის არსებობისას, როდესაც დამნაშვეს არ სურდა, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან
გულგრილად ეკიდებოდა შეპყრობილისათვის სიცოცხლის მოსპობას.
თუ პირი წინააღმდეგობას არ უწევს შემპყრობს ან არ ცდილობს მიმალვას, მისთვის
სიცოცხლის მოსპობა დაკვალიფიცირდება ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლებით, ან
როგორც მკვლელობა აფექტში 111-ე მუხლი.
ამდნად, ამ მუხლისათვის აუცილებელია, რომ მკვლელობა განხორცილებული იყოს
დამნაშვისათვის შეპყრობისას აუცილებელი ზომის გადაცილებით, ჩადენილი
არაპირდაპირი განზრახვის პირობებში.

რაც შეეხება აუცილებელი ზომის გადაცილებას იგი ნიშნავს ამ ზომის აშკარა


შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშულის სიმძიმესთან ან შეპყრობის
გარემოებებთან. მაგ: პირმა დანის მუცლის არეში დარტმით სიცოცხლეს გამოასამლა ის
ვინც ქუჩაში მეუღლის ცემის შემდეგ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან.
მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა
 
1. თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი
მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური
დამცირებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) გენდერის ნიშნით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მივამატო გენდერი და არაერთგზისობა


როგორც დანაშაულის დისპოზიციიდან ჩანს, ამ დანაშაულის ჩამდენი პირია, ის ვინც მსხვერპლს
არაადამიანური მოპყრობით, სისტემატიურად პატივისა და ღირსების შელახვით მიიყვანს
თვითმკვლელობამდე ან ასეთის ცდამდე. მაგ: გ. თავის მეუღლეს მ.-ს უმიზეზოდ
სისტემატიურად სცემდა და ამცირებდა. მ-მ ვერ აიტანა ასეთი სახის დამცირება და თავი
ჩამოიხრჩო.
ობიექტურ მხრივ მნიშვნელოვანია ქმედება (მუქარა, სასტიკი მოპყრობა, სისტემატიური
დამცირება და სხვა), შედეგი (თვითმკვლელობა ან მისი მცდელობა) და მიზეზობრივი კავშირი
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ასეთი კავშირის არ არსებობის შემთხვევაში დანაშაულის
ნიშნები არ გვექნება, მაგ: მოცემული მაგალითიდან გამომდინარე თუ ვერ დადგინდება ქმრის
მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ცოლის ჩამოხრჩობას შორის მიზეზობრივი კავშირი (რომ
ნამდვილადარაადამიანურმა მოპყრობამ გამოიწვია თვითმკვლელობა), ქმარს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

პრაქტიკაში პრობლემატურ საკითხად გვევლინება იმის გამიჯვნა, თუ რამდენად სასტიკი იყო


მოპყრობა ან მუქარა იმისათვის, რომ დაზარალებულს მოეკლა თავი? ყველა ადამიანი
ინდივიდუალურია და თუ ერთისათვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს მის დამცირებას და ამ
შემთხვევაში იგი არა თუ თავს არ მოიკლავს, არამედ ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ასეთ ფაქტს,
მეორე ადამიანისათვის ასეთი მოპყრობა ნიშნავს ერთგვარ წითელ ხაზს. გარდა ამისა არის
სემთხვევები, როდესაც უბრალოდ დაძაბული საუბრის სემდგომ ადამიანები ცდილობენ თავის
მოკვლას, რაც დამატებით სიძნელეებს წარმოქმნის მტკიცებით ნაწილში და არაგონივრულს
ხდის 115 მუხლით ადამიანის პასუხისგებაში მიცემას.

შესაბამისად ყოველი კონკრეტული შემთხვევა ფასდება ინდივიდუალურად და დეტალურად.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიცაა გენდერული ნიშანი ან არაერთგზისობა,


ისევე უნდა გავიგოთ როგორც 109-ე მუხლის განხილვისას.
მუხლი 116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით
 
1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა მკვლელობად არ მიიჩნევა. იგი ითვლება


სიცოცხლეზე დანაშაულებრივი ხელყოფის სახესხვაობად.

გაუფრთხილებელი დანაშაული, როგორც უკვე აღინიშნა ორი სახისაა - თვითიმედოვნება და


დაუდევრობა. ამ ნორმისთვის მნიშვნელობა არ აქვს გაუფრთხილებლობის რა სახით მოესპო
სიცოცხლე მსხვერპლს.

მაგ: 1. რესტორანში მზარეულმა მარილის ნაცვლად საჭმელში ჩაყარა შხამი, რის გამოც
ადამიანი გარდაიცვალა. 2. მეცნიერმა ცდების დროს ააფეთქა ქიმიური ნაზავი, რის გამოც
გარდაიცვალა ადამიანი. 3. ნადირობის დროს პირს ეგონა რომ ბუჩქებიდან ცხოველი მორბოდა.
ისე რომ დარწმუნებული არ იყო, მან მოახდინა თოფის გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა
ხსენებული ბუჩქებიდან მომავალი ადამიანი.
(რეალური მაგალითი სიძემ რომ შეაშინა გულით ავადმყოფი სიდედრი და ეს უკანასკნელი გარდაიცვალა)

You might also like