You are on page 1of 7

შუალედური გამოცდა

სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში - სულ 30 ქულა

პროფ. ნ. თოდუა

გამოცდის ხანგრძლივობა - 2, 5 საათი

ი. ხერხეულიძის ჯგუფი

irine.kherkheulidze@tsu.ge

სტუდენტი: ლიზი ასთავიშვილი

საგამოცდო ბილეთზე პასუხის გაცემისას უნდა დაიცვათ შემდეგი წესი:

1. საგამოცდო ბილეთს, რომელსაც ფაილის სახით გადმოგიგზავნით საგამოცდო


ცენტრი, თავშივე უნდა დააწეროთ თქვენი სახელი და გვარი;
2. პასუხის გაცემა დაიწყეთ იგივე ფაილში;
3. ნუ გახსნით ახალ ფაილს;
4. პასუხის გაცემა დაიწყეთ ყოველი კითხის შემდეგ იქვე, აბზაციდან;
5. ამდენად, ჯერ უპასუხეთ პირველ კითხვას იქვე, ახალი აბზაციდან, შემდეგ მეორეს და
ა.შ.
6. თუკი შეკითხვა იწყება სიტყვით: „საერთოდ,“, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კითხვა არ ეხება
კაზუსს. იგი ემსახურება თქვენი ზოგადი ცოდნის შემოწმებას. ამიტომ პასუხის
გაცემისას, არაა სავალდებულო, ეს კითხვა დაუკავშიროთ კაზუსს;
7. ნაშრომი უნდა შესრულდეს ერთიანი შიფრით (მაგ., სილფაინით). სხვადასხვა შიფრით
ნაშრომის წარმოდგენის ფაქტი იმის დასტური იქნება, რომ ეს ნაშრომი არაა თქვენი
შესრულებული, იგი კომპილაციაა სხვადასხვა პირის მიერ გადმოგზავნილი
ფაილებიდან;
8. საგამოცდო დროის (რაც დაფიქსირებულია ფაილზე) ამოწურვისთანავე, ნაწერი უნდა
გაუგზავნოთ სემინარის მასწავლებელს იმ მეილზე, რაც მითითებული გაქვთ ბილეთზე;
9. ნაშრომს ნუ გადაიყვანთ პდფ ფორმატში;
10. ნაშრომს ნუ გადაგზავნით ლინკის სახით, არამედ გადაგზავნეთ ვორდის ფორმაში, რაც
გაქვთ მიღებული საგამოცდო ცენტრიდან;
11. თუ ტექნიკური მიზეზის გამო ვერ ახერხებთ იმავე ფაილში პასუხის გაცემას (ვთქვათ, არ
გაქვთ წვდომა კომპიუტერთან და ტელეფონით უნდა გახსნათ ფაილი), ასეთ
შემთხვევაში ბილეთს პასუხი გაეცით ფურცელზე, საკუთარი ხელით. შემდეგ გადაუღეთ
მას სურათი და ისე გადაუგზავნეთ ასისტენტ-პროფესორს;
12. ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში ნაწერი არ გასწორდება;
13. თუ წერის მსვლელობისას წარმოიშვა რაიმე ფორს-მაჟორული ვითარება, რის გამოც
შეუძლებელია წერის გაგრძელება, ამის თაობაზე დაუყონებლივ აცნობეთ სემინარის
მასწავლებელს ან პროფესორს სატელეფონო ზარით, ან მესიჯით (ან თუ ეს
შესაძლებელია, მეილით).
საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ გაკეთებული ასეთი განცხადება არ მიიღება
მხედველობაში.

პირველი კაზუსი - 13 ქულა

ხიდზე მიმავალმა ერაძემ დაინახა, რომ ადამიანი მდინარეში იყო ჩავარდნილი და


შველას ითხოვდა. ერაძემ ხელი დაავლო იქვე დაგდებულ მაშველ რგოლს და ჩააგდო
იგი წყალში, მაგრამ მოულოდნელად ამ პირში შეიცნო მისი ოჯახის მტერი, რომლის
სიკვდილი დიდი ხანია სურდა. ამიტომ მან ჩაგდებული რგოლი დაუყონებლივ უკან
ამოიღო, რადგან სურდა მისი დახრჩობა.

მდინარეში ჩავარდნილი პირი მიცურდა ხიდამდე და კიდევ რამდენიმე წუთის


განმავლობაში ცდილობდა თავის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს იგი დაიხრჩო.

ერაძეს მაშველი რგოლი უკან რომ არ ამოეღო, ეს პირი მოასწრებდა მაშველ რგოლზე
ჩაჭიდებას და გადარჩებოდა.

ასევე დადგინდა, რომ ერაძეს მდინარეში ჩავარდნილი პირი სხვა პირში შეეშალა,
რომელიც მისი მტერი ეგონა. სინამდვილეში კი მას ერაძე საერთოდ არ იცნობდა.

1. ერაძის მიერ ჩადენილი ქმედება მოქმედებაში გამოიხატა, თუ უმოქმედობაში და


რატომ? - 2 ქულა;

პასუხი: ერაძის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა უმოქმედობაში. ამ შემთხვევის


განსახილველად პირველ რიგში უნდა გამოვარკვიოთ თუ რამდენად რეალურია პირის
გადარჩენის შანსი. როცა არ არსებობს პირის გადარჩენის რეალური შანსი, მაშინ ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს წმინდა უმოქმედობით, ანუ 129-ე მუხლით,
დაუხმარებლობით. ზოგადად ქმედებისა და უმოქმედობის გასამიჯნად არსებობს ორი
თეორია: ,,ენერგიის დაძაბვის’’ და ნორმატიული თეორია. თუ კი მხოლოდ ენერგიის
დაძაბვის თეორიას გამოვიყენებთ, თითქოს დანაშაული მოქმედებით ხორციელდება,
რადგან ერაძე ქმედებას ახორციელებს სამაშველო რგოლის ამოღების დროს, თუმცა
შუალედური გამაერთიანებელი მოსაზრების თანახმად საჭიროა როგორც გარეგანი
ქცევის, ასევე ნორმატიული შინაარსის გათვალისწინება. აქვე უნდა ვახსენოთ ის, რომ
ერაძე არ წარმოადგენს ამ პირის გარანტს. ხოლო არაგარანტის მიერ მსხვერპლისთვის
საკუთარი აქტიური ქმედებით შექმნილი გადარჩენის შანსის მოსპობა ან უმოქმედობად
კვალიფიცირდება, ან მოქმედებად, ეს დამოკიდებულია გადარჩენის შანსის
რეალურობაზე. მანამ სანამ პირი ერაძის მიერ გადაგდებულ რგოლს ხელს არ ჩასჭიდებს,
მანამდე მისი გადარჩენის რეალური შანსი არ არსებობს, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს
ერაძე რგოლს გადააგდებდა, თუ არა, უნდა ჩავთვალოთ რომ ერაძეს მის გადასარჩენად
არაფერი გაუკეთებია. ერაძე ამ პირის გარანტი ყოფილიყო, მაშინ არა უმოქმედებოდა,
არამედ შერეული უმოქმედობა გვექნებოდა სახეზე და ქმედება სხვაგვარად
დაკვალიფიცირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ერაძე არ წარმოადგენს პირის
სამართლებრივ გარანტს და აქედან გამომდინარე სახეზე გვაქვს წმინდა უმოქმედობა,
კერძოდ დაუხმარებლობა.

2. თუ არის სახეზე მიზეზობრივი კავშირი ერაძის ქმედებასა და დამდგარ შედეგს


შორის? რატომ? - 3 ქულა;

პასუხი: როგორც უკვე აღვნიშნე, ერაძის მიერ ჩადენილი დანაშაული ჩადენილია


უმოქმედობით, კერძოდ დაუხმარებლობით. დაუხმარებლობა მიეკუთვნება
შედეგგარეშე ანუ ფორმალურ დანაშაულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაული საჭირო
ქმედების განუხორციელებლობისთანავე დამთავრებულია. 129-ე მუხლი ანუ
დაუხმარებლობა იმას გულისხმობს, რომ პირი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში
მყოფისთვის აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარების გაუწევლობისთვის
უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა დადგება თუ არა რაიმე მავნე შედეგი. მე-8 მუხლის
მეორე ნაწილის თანახმად მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ როდესაც ქმედება
წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას,
ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ დადგებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როცა დანაშაული მოქმედებითაა ჩადენილი, ხოლო როცა
უმოქმედობასთან გვაქვს საქმე, აქ უკვე შედეგის დადგომას მნიშვნელობა არ ენიჭება,
რადგან მთავარია ის, რომ პირმა იმ დროისთვის აუცილებელი და აშკარად
გადაუდებელი დახმარება არ გაუწია გასაჭირში მყოფ პირს, ამ შემთხვევაში ერაძემ
მართალია გააგდო მაშველი რგოლი მაგრამ მაშინათვე უკან ამოიღო და აქედან
გამომდინარე მისი ქმედება დაკვალიფიცირდება უმოქმედობით, კერძოდ
დაუხმარებლობით, შესაბამისად მის ქმედებასა და დამდგას შედეგს შორის არ არსებობს
მიზეზობრივი კავშირი. აქ ვერც მე-8 მუხლის მე-3 ნაწილს გამოვიყენებთ, რადგან ერაძე
არ წარმოადგენს ამ პირის სამართლებრივ გარანტს.

3. თუ შეიცვლება ერაძის ქმედების სამართლებრივი შეფასება იმ შემთხვევაში, თუ


წყალში ჩავარდნილი პირი მოეჭიდა ერაძის მიერ ჩაგდებულ მაშველ რგოლს, მაგრამ
შემდეგ ერაძემ შეგნებულად გამოგლიჯა იგი ხელიდან და ეს პირი დაიხრჩო? რატომ? –
3 ქულა;

პასუხი: როგორც ზემოთ აღვნიშნე, არაგარანტის მიერ მსხვერპლისთვის საკუთარი


აქტიური ქმედებით შექმნილი გადარჩენის შანსის მოსპობა ან უმოქმედობად
კვალიფიცირდება ან მოქმედებად, ეს დამოკიდებულია გადარჩენის შანსის
რეალურობაზე. თუ პირი მაშველ რგოლს ხელს ჩასჭიდებდა, ესეიგი მას გაუჩნდებოდა
გადარჩენის რეალური შანსი. ამ შემთხვევაში ერაძე უკვე თავისი აქტიური ქმედებით
სპობს პირის გადარჩენის რეალურ შანსს. ამ შემთხვევაში ჩნდება მიზეზობრივი კავშირი,
რადგან უკვე ქმედებითაა ჩადენილი დანაშაული, რადგანაც ერაძეს რომ არ ამოეღო
რგოლი, მაშინ პირი გადარჩებოდა რადგან მისი გადარჩენის შანსი რეალური იყო.
ამიტომაც სახეზე აღარ გვექნება დაუხმარებლობა, არამედ აქტიური ქმედებით
ჩადენილი განზრახი მკვლელობა და ერაძის პასუხისმგებლობაც რასაკვირველია
შეიცვლებოდა.

4. თუ მოახდენს ზეგავლენას ქმედების კვალიფიკაციაზე ის ფაქტი, რომ ერაძეს


მდინარეში ჩავარდნილი პირი მისი ოჯახის მტერში შეეშალა და რატომ?- 3 ქულა;

პასუხი: შეცდომა პიროვნებაში გულისხმობს იმას, რომ დამნაშავე ვნებას აყენებს არა
ნაგულისხმევ არამედ სხვა პიროვნებას. ამ შემთხვევაში ერაძეს ეგონა რომ ოჯახის მტერი
მოცურავდა და ამიტომ ამოიღო მაშველი რგოლი, შემდგომ კი დადგინდა, რომ ამ პირს
ერაძე საერთოდ არ იცნობდა. პიროვნებაში შეცდომის დროს ვნებას განიცდის
სისხლისსამართლებრივი დაცვის ნაგულისხმევი ობიექტი ანუ ადამიანის სიცოცხლე და
ამდენად შეცდომა არავითარ გავლენას არ ახდენს არც ქმედების კვალიფიკაციაზე და
არც პირის სისხლისსმართლებრივ პასუხისმგებლობაზე. აქედან გამომდინარე,
მნიშვნელობა არ აქვს ერაძე ოჯახის მტერს არ დაეხმარებოდა თუ სხვა პირს, რადგან
დანაშაული ორივე შემთხვევაში ჩადენილია და ჩადენილია კერძოდ 129-ე მუხლით
გათვალისწინებული დაუხმარებლობა. როგორც ოჯახის მტერი ასევე ნებისმიერი სხვა
პიროვნება თანაბარღირებული ობიექტები არიან და შესაბამისად ამგვარი შეცდომა
სისხლისსამართლებრივად ირელევანტურია.

5. საერთოდ, რით განხვავდება ერთმანეთისაგან მსხვერპლის პიროვნებაში შეცდომა და


ე.წ. „მოქმედების გადახრის“ (აცდენილი ისრის) შემთხვევა როგორც ფაქტობრივი, ისე
ქმედების სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით? – 2 ქულა.

პასუხი: პიროვნებაში შეცდომა გულისხმობს, რომ დამნაშავე ვნებას აყენებს არა


ნაგულისხმევ, არამედ სხვა პიროვნებას, თუმცა ვნებას განიცდის ნაგულისხმევი
სისხლის სამართლის ობიექტი ანუ ადამიანის სიცოცხლე. ხოლო ,, აცდენილი ისრის’’
თეორია გულისხმობს იმას, რომ მოქმედება ვითარდება არასწორად, რაც მიზნის
აცდენაში გამოიხატება და ზიანდება დამნაშავისთვის გაუთვალისწინებელი ხელყოფის
ობიექტი. Error in persona და aberration ictus იმით განსხვავდება, რომ პიროვნებაში
შეცდომის დროს დამნაშავე ხელყოფს იმ სამართლებრივ სიკეთეს, რაც მოაზრებული
ჰყავდა თავის სამიზნედ, ხოლო ,,აცდენილი ისრის“ შემთხვევაში არ ხელყოფს
მოაზრებულს, არამედ სულ სხვას. მაგალითად ლუკა იარაღს დაუმიზნებს გიოს, თუმცა
ტყვია მოხვდება სულ სხვა, შორს მდგარ ნინის, ამ შემთხვევაში გვაქვს ,,აცდენილი
ისრის’’ შემთხვევა, რადგან ლუკამ არ ხელყო თავიდანვე მოაზრებული პირის
სიცოცხლე, არამედ სხვისი და ეს შემთხვევა დაკვალიფიცირდება როგორც
გაუფრთხილებლობით მკვლელობა ნინის მიმართ და როგორც მკვლელობის მცდელობა
გიოს მიმართ. პიროვნებაში შეცდომა მაშინ გვექნებოდა, როცა ლუკა იარაღს
დაუმიზნებდა პირს რომელიც სილუეტით ჰგავდა გიოს, ესროდა, მოკლავდა თუმცა
აღმოჩნდებოდა რომ არა გიოს, არამედ ნიკას ესროლა. ამ შემთხვევაში კვალიფიკაცია არ
შეიცვლებოდა.

მეორე კაზუსი - 17 ქულა

გეგამ შურისძიების მოტივით ავთოს მოკვლა გადაწყვიტა. დასახული მიზნის


მისაღწევად იგი 11 მარტს, ღამით, დაელოდა ავთოს მის მანქანასთან ასაფეთქებელი
მოწყობილობით (ე.წ. „ლიმონკით“) ხელში, რათა ავთოს მანქანაში ჩაჯდომისთანავე,
აეფეთქებინა მანქანა და ამ გზით მოეკლა იგი.

მალე ავთო მართლაც გამოჩნდა, მაგრამ გეგამ დაინახა, რომ ავთოს გარდა ამ მანქანაში
კიდევ ორი სხვა პირიც ჩაჯდა. გეგას ar სურდა იმ ორი პირის მკვლელობა, რომლებთანაც
არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ავთოსადმი შურისძიების
გრძნობა, რომ ცოტა ფიქრის შემდეგ მიზანმიმართულად გადაისროლა მის ხელთ
არსეული „ლიმონკა“ ავთოს მანქანის მიმართულებით, რათა გამოეწვია მანქანის
აფეთქება. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში ჩავარდა, მაგრამ არ აფეთქდა.

ავთოს მანქანა დაიძრა და გეზი სომხეთისაკენ აიღო. გეგა მანქანით უკან გამოუდგა მას.
12 მარტს ავთოს მანქანა სომხეთში შევიდა და გაჩერდა. გეგამ ცეცხლსასროლი იარღიდან
ტყვია ესროლა მანქანაში მჯდომ ავთოს, მაგრამ ააცილა. ტყვია მოხვდა იქვე ქუჩაში
მდგომ უცნობს, რომელიც მიყენებული ჭრილობისაგან მეორე დღეს - 13 მარტს
გარდაიცვალა.

1. განსაზღვრეთ გეგას მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილი (საქართველო, თუ


სომხეთი?)- 3 ქულა;
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,
საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც
დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს სს კანონმდებლობა დასჯადად თვლის როგორც მომზადების ასევე
მცდელობის სტადიასაც რაშიც დაწყება იგულისხმება. კაზუსიდან ჩანს, რომ გეგამ
საქართველოს ტერიტორიაზე მოამზადა დანაშაული და განახორციელა
მცდელობა, ესეიგი ჩაუგდო ავთოს ასაფეთქებელი მოწყობილობა რომელიც არ
აფეთქდა, თუმცა მცდელობა აშკარაა. აქედან გამომდინარე მე-4 მუხლის მეორე
ნაწილის მიხედვით გეგას მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილი არის საქართველო.
თუმცა არსებობს ე.წ ,,სულყველგანობის პრინციპი“, რომლის თანახმადაც
დამნაშავის დასჯის უფლება აქვს არა მარტო იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზე
იმოქმედა დამნაშავემ, არამედ იმასაც, სადაც შედეგი განხორციელდა. ამასთან,
მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც
დანაშაულს ჩაიდენს საზღვარგარეთ და ეს ქმედება დანაშაულად ითვლება იმ
ქვეყანაში სადაც მოხდა დანაშაული, დაისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
თუმცა დანაშაული მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჩადენილია
საქართველოში.
2. განსაზღვრეთ გეგას მიერ ჩადენილი დანაშაულის დრო (11. 12 თუ 13 მარტი?) - 3
ქულა;
პასუხი: სსსკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენის
დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ან უნდა
ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არ აქვს. გეგამ მცდელობა
განახორციელა 11 მარტს ასევე მომზადებაც, თუმცა რადგან მცდელობა მეტად
საზიანოა მცდელობის დრო იქნება დანაშაულის ჩადენის დრო ანუ 11 მარტი.
თუმცა სახეზე გვაქვს მეორე შემთხვევა, როცა 12 მარტს სომხეთში გეგამ ავთოს
ნაცვლად მოკლა სხვა პირი გაუფრთხილებლობით, რასაც 13 მარტს ამ პირის
მოკვდინება მოჰყვა. აქედან გამომდინარე დანაშაული ჩადენილია ასევე 12 მარტს,
კერძოდ გაუფრთხილებლობით მკვლელობა უცნობის მიმართ და მკვლელობის
მცდელობა ავთოს მიმართ.
3. განზრახვის რომელი სახით იყო ჩადენილი ავთოს მიმართ გეგას ქმედება
მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩაგდებისას? რატომ? – (3 ქულა);
პასუხი: ავთოს მიმართ გეგას ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით.
პირდაპირი განზრახვა გულისხმობს იმას, რომ პირს გაცნობიერებული ჰქონდა
თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი
ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას. ვნახოთ
სახეზე გვაქვს თუ არა როგორც ინტელექტუალური, ისე ნებელობითი
ელემენტები. გეგას გაცნობიერებული აქვს მკვლელობის მართლწინააღმდეგობა,
ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის გარდუვალობას,
რადგან იცის რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შემთხვევაში ავთო
მოკვდება და სურს ეს შედეგი რადგან საგულდაგულოდ ემზადება მიზნის
განსახორციელებლად. ახლა ვნახოთ ეს პირდაპირი განზრახვა პირველი
ხარისხისაა თუ მეორე ხარისხის. როცა უტყუარად დგინდება, რომ პირს სურდა
დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ჩადენილია პირველი ხარისხის
პირდაპირი განზრახვით, ამ შემთხვევაში გეგას ქმედებაში ჩანს რომ მას
უცილობლად სულს ავთოს მოკვლა ანუ მისი პირდაპირი განზრახვა პირველი
ხარისხისაა.
4. ავთოს მანქანაში მსხდომ დანარჩენ პირთა მიმართ გეგას ქმედება მანქანაში
ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩაგდებისას პირდაპირი განზრახვით იყო
ჩადენილი, თუ არაპირდაპირი განზრახვით და რატომ? - (3 ქულა);
პასუხი: დანარჩენ პირთა მიმართ გეგას ქმედება კვალიფიცირდება პირდაპირი
განზრახვით, კერძოდ მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვით. პირდაპირი
განზრახვა როგორც უკვე აღვნიშნე, გულისხმობს იმას რომ, პირს
გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა,
ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და
სურდა ეს შედეგი ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის
გარდუვალობას. გეგა ითვალისწინებდა, რომ ასსაფეთქებლის ჩაგდება არის
მართლსაწინააღმდეგო ქმედება ანუ სახეზე გვაქვს ინტელექტუალური ელემენტი,
ისიც იცის, რომ აფეთქება პირთა მოკვდინებას გამოიწვევს. თუმცა დანარჩენ
პირთა მიერ მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა იმიტომაა, რომ მიუხედავად
იმისა მას სურდა თუ არა ამ პირთა მოკვდინება, ფაქტია რომ ითვალისწინებდა ამ
შედეგის დადგომის გარდუვალობას, მან იცოდა რომ ავთოსთან ერთად ეს
ადამიანებიც დაიღუპებოდნენ. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს სურდა თუ არა,
მთავარია ის რომ ითვალისწინებდა მათი სიკვდილის დადგომის გარდუვალობას.
5. შეაფასეთ გეგას ქმედება სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ეპიზოდში
– 3 ქულა;
პასუხი: გეგას ქმედება არის ,,აცდენილი ისრის’’ კლასიკური შემთხვევა. ტყვიას
უმიზნებს ავთოს, მაგრამ ხვდება სულ სხვა პირს ქუჩაში მდგომ უცნობს. ამ
შემთხვევაში ავთო ახორციელებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ავთოს
მიმართ, რადგან სწორედ მისკენ მიმართა იარაღი, მას ამოძრავებდა პირდაპირი
განზრახვა, ხოლო უცნობის მიმართ ახორციელებს გაუფრთხილებლობით
მკვლელობას, რადგან ის პირი სრულებით არ იყო გეგას მიერ მოაზრებული
ობიექტი, მას თვალსაწიერში არც კი ჰყოლია ეს უცნობი. სწორედ ამიტომაა ეს
შემთხვევა აცდენილი ისრის შემთხვევა და არა პიროვნებაში შეცდომა.
6. დოქტრინაში აღიარებული განზრახვის რომელი სახით მოქმედებდა გეგა ავთოს
მიმართ? რატომ? – 2 ქულა.
პასუხი: გეგას მოქმედება ჩადენილია წინასწარ მოფიქრებული განზრახვით, რაც
გულისხმობს იმას, რომ პირი დანაშაულის ჩადენამდე შეძლებისდაგვარად აწონ-
დაწონის ყველაფერს-სად და როდის ჯობია, რა იარაღით და ასე შემდეგ. კაზუსში
ჩანს, რომ გეგა საგულდაგულოდ ემზადება ავთოს მოსაკლავად, ელოდება როდის
მიუახლოვდება მანქანას, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუგდოს. გეგას
მოქმედება ასევე ჩადენილია კონკრეტიზებული განზრახვით, რადგან მას სურდა,
რომ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოეწვია მისთვის
სასურველი ერთი შედეგი, ავთოს სიკვდილი.

პასუხები დაასაბუთეთ

You might also like