You are on page 1of 1

ერორ ინ პერსონა და აბერაციო იქტუსი

შეცდომა პიროვნებაში (error in persona), შესაბამისად, შეცდომა ობიექტში (error in obiecto)


შეცდომის მნიშვნელოვანი მსგავსი სახეებია. ასეთი შეცდომა, როგორც წესი
კვალიფიკაციისათვის სისხლისსამართლებრივად ირელევანტურია და ზეგავლენას არ ახდენს
საბოლოო შეფასებაზე, რადგან საქმე გვაქვს თანაბარ სამართლებრივ სიკეთეებთან.
პასუხისმგებლობა დგება ე.წ. თანაბარღირებულების თეორიით. პიროვნებაში შეცდომისა და
ობიექტში შეცდომის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რეალურად ხელყოფილი და
ის სამართლებრივი სიკითე, რომლის ხელყოფაც იყო განზრახული, წარმოადგენენ თუ არა
თანაბარი სამართლებრივი ღირებულების მქონე სამართლებრივ სიკეთეებს. თუ ორივე ობიექტს
თანაბრი სამართლებრივი ღირებულება აქვს, ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს, როგორც
დამთავრებული განზრახი მკვლელობა.შეცდომა მოკლულის პიროვნებაში (ERROR IN
PERSONA) ზეგავლენას ვერ მოახდეს პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან ერთი ადამიანის
სიცოცხლე სამართლებრივი თვალსაზრისით იმავე ღირებულებას წარმოადგენს, რასაც მეორე
ადამიანის სიცოცხლე.aberratio ictus ეს არის შეცდომის ის შემთხვევა როცა პირი გადაწყვეტს
ხელყოს მის მიერ ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული სამართლებრივი სიკეთე, მაგრამ
ქმედება მიზანს აცდება (განზრახია დანაშაუის მცდელობა) და სხვა გაუთვალისწინებელ
ობიექტს ხელყოფს (გაუფრთხილებლობითი დანაშაული), რომლის დაზიანება ან განადგურება
მას არ განუზრახავს. Aberratio ictus-ის შემთხვევა არ მიიჩნევა პიროვნებაში ან ობიექტში
შეცდომის (error in persona vel obiecto) ერთ-ერთ სახედ. იგი არც მიზეზობრივი კავშირის
განვითარებაში შეცდომის სახეს წარმოადგენს. ქართულ სისხლის სამართალში აღიარებულია
ასეთ შემთხვევაში ორმაგი კვალიფიკაცია. კერძოდ, თუ ვინმეს გადაწყვეტილი ჰქონდა
განსაზღვრული პირის მოკვლა, მაგრამ მის მიერ გამოყენებული იარაღი ან საშალება ამ პირს
ასცდა და სხვა ადამიანს მოუსპო სიცოცხლე, პირის ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულის
იდეალური ერთობლიობის წესით - ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და მეორე
პირის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მცდელობა
კომბინაციაში იყოს ევენტუალურ განზრახვასთან, როცა პირი ის ობიექტის მიმართ, რომელსაც
დაუმიზნა მოქმდედებდა პირდაპირი განზრახვით, ხოლო მეორე ობიექტის მიმართ, რომელიც
რეალურად იქნა ხელყოფილი - ევენტუალური განზრახვით. მაშასადამე, aberration ictus-ის
დროს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ე.წ. სამართლებრივ სიკეთეთა კონკრეტიზაციის
თეორიის მიხედვით. არ არის სწორი შეცდომის ამ სახის პიროვნებაში შეცდომასთან (ობიექტში
შეცდომასთან) გათანაბრება და პასუხისმგებლობის საკითხის ე.წ. სამართლებრივ სიკეთეთა
თანაბარღირებულების თეორიით გადაწყვეტა, რომელიც შეცდმას სისხლისსამართლებრივად
ირელევანტურად მიიჩნევს. ასევე არ შეიძლება დაეთანხმო ასეთ შემთხვევაში ე.წ. მიზეზობრივი
კავშირის განვითარებაში შეცდომის წესების გამოყენებას.

You might also like