You are on page 1of 8

მუხლი 110. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით.

 მსხვერპლის თხოვნით მისი მკვლელობა ეთიკურ საკითხებთანაა


დაკავშირებული და მუდმივად საკამათო თემად ითვლება.
 ყველაზე ხშირად დისკუსიაში ეუთანაზიის საკითხი წამოიჭრება.
o ეუთანაზია/ევთანაზია გულისხმობს ადამიანის, მისი
ტანჯვისგან გასათავისუფლებლად, სიკვდილის დაჩქარებას ან
სიცოცხლის მოსპობას.
o ეუთანაზია წარმოშობს კონფლიქტს ორ უფლებას შორის:
1. მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლის უფლება
2. მომაკვდავი ადამიანის სიკვდილის სურვილი

 ეუთანაზიის სახეები:
o ნებაყოფლობითი / იძულებითი
o აქტიური / პასიური
o პირდაპირი / არაპირდაპირი

 ეუთანაზია იძულებით ითვლება მართლსაწინააღმდეგოდ. მით


უმეტეს მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შემდეგ.
o ის არგუმენტი, რომ პირის შენახვა საზოგადოებას ტვირთად
აწევს, არ არის საკმარისი მისი სიცოცხლის მოსასპობად.

 ნებაყოფლობითი ეუთანაზიის ლეგალიზების საკითხი


o ევთანაზიისადმი მიდგომის მიხედვით ქვეყნებს შემდეგ
კატეგორიებად ყოფენ:
1. ქვეყნები, სადაც ევთანაზია მკველობის ექვივალენტია. (RU, EN,
FR)
2. ქვეყნები, რომლებიც ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს
აწესებენ (DE, GE, AT, CH)
3. ქვეყნები, სადაც ევთანაზია დეკრიმინალიზებულია (BE, PE, NL)

 ნებაყოფლობითი ევთანაზიის სახეები:


o აქტიური - უკურნებელი ავადმყოფის სიკვდილის დაჩქარება
o პასიური - უკურნებელი ავადმყოფის დამხმარე თერაპიის
შეწყვეტა
 ალტერნატიული ტერმინები:
 აქტიური ევთანაზია - „სავსე ნემსის“ პრინციპი
 პასიური ევთანაზია - „გვერდზე გადადებული ნემსის“
პრინციპი

პასიური ევთანაზიის საკითხი:


 გავრცელებული მოსაზრებით, ექიმი არ არის უფლებამოსილი,
ახალი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები ბოროტად
გამოიყენოს ადამიანის სიკვდილის გასაჭიანურებლად.
 ასევე გავრცელებული მოსაზრებით, თუ ტვინი დისოციალურად
მოკვდება და მას აპარატის გარეშე ფუნქციონირება აღარ
შეეძლება, რეანიმატორს აქვს აპარატის გამორთვის უფლება.
o ამ შემთხვევაში საქმე არც მკვლელობას შეეხება, არც
ევთანაზიას.

 [24] საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია, წინასწარ


გამოხატოს ნება უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას
ევთანაზიის საკითხზე.

აქტიური ევთანაზიის საკითხი

 ანტი-აქტ. ევთანაზიის არგუმენტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე


მნიშვნელოვანი არის შესაძლო შეცდომა დიაგნოზში. ის, რაც
დღეს განუკურნებელია, შესაძლოა ხვალ განკურნებადი იყოს.

მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით - ზოგადად

 საქართველოს კანონმდებლობამ ზემოაღნიშნული შემთხვევა


პრივილეგირებულ შემადგენლობად ჩათვალა, ვინაიდან სახეზეა
არა მარტო თანხმობა, არამედ დაჟინებული თხოვნა ტანჯვისგან
გათავისუფლების სურვილით.
 თხოვნა უნდა წარმოადგენდეს მომაკვდავის ნამდვილ ნებას. იგი
ამისათვის უნდა აცნობიერებდეს მის მდგომარეობასა და შეეძლოს
საკუთარი მოქმედებების კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში
ევთანაზია მარტივ მკვლელობად [108] დაკვალიფიცირდება.
o პირის ევთანაზია ასეთ მდგომარეობაში ვერ
დაკვალიფიცირდება [109]-ით გათვალისწინებული უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მკვლელობად, ვინაიდან პირი არ
იყენებს მის უმწეობას მკვლელობის გასაადვილებლად.

 ქმედების [110] დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია


მსხვერპლი თავისუფლდებოდეს ტანჯვისგან. ეს არის არა
ქმედების, არამედ ბრალის ნიშანი.
o შემამსუბუქებელი გარემოება არ არის სულიერი ტკივილისგან
პირის გათავისუფლება.
 ქმედების [110] ჩადენა შეიძლება პირდაპირი განზრახვით.
 ქმედების [110] ერთადერთი მოტივი შეიძლება იყოს
დაზარალებულისთვის სიბრალულის გრძნობა.
მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი
სულიერი აღელვების მდგომარეობაში

 აფექტში ჩადენილი მკვლელობის შემამსუბუქებლობას ორი


გარემოება იწვევს, ესენია:
o დამნაშავის მიერ განსაკუთრებულ ფსიქიკურ სიტუაციაში
მოქმედება - ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობა
(ზღუდავს ბრალუნარიანობას)
o მკვლელობა პროვოცირებული თვით დაზარალებულის
ამორალური ან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.

 არსებითი განსხვავებაა ნამდვილად აფექტში ჩადენილ


დანაშაულსა და ჩვეულებრივ დანაშაულს შორის, რომელსაც
უბრალოდ წინ უძღოდა [111]-ის წინაპირობები.

 აფექტის სახეები:
o ფიზიოლოგიური - უეცარი, ზეინტენსიური ემოცია, რომელიც
იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას. იგი,
ჩვეულებისამებრ, პირს უბიძგებს რაიმე აგრესიული
მოქმედებისკენ. ამცირებს ბრალუნარიანობას. იყოფა ორ
სახედ
 სთენიკური - გაძლიერებულია გულისცემა და სუნთქვა,
ადამიანს აღენიშნება გაწითლება, ხდება აქტიური
(აგრესიული) [ბრაზი]
 ასთენიკური - შესუსტებულია მოქმედება, ადამიანი დუნდება,
ფითრდება და უჭირს სუნთქვა. [შიში, სევდა]
o პათოლოგიური - განსხვავებით ფიზიოლოგიურისგან, იწვევს
პირის ცნობიერებისა და ნების სრულ პარალიზებას.
გამორიცხავს ბრალს.

 სქემა:
ფიზიოლოგიური
სთენიკური
აფექტი (ბრალის
(აგრესია)
შემცირება)

პათოლოგიური
(ბრალის ასთენიკური
გამორიცხვა) (სისუსტე)
 ქმედების [111] მუხლით დაკვალიფიცირების წინაპირობები:

1. მაპროვოცირებელი ქმედება
1.1. მართლსაწინააღმდეგო ძალადობა
o აქ მოიაზრება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალადობა.
o უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, შესაძლოა იყოს
არაბრალეული
o ქმედება უნდა იყოს განზრახი
1.2. მძიმე შეურაცხყოფა
o უნდა იყოს განზრახი
o უნდა იყოს განსაკუთრებული სიმძიმის
o შეიძლება გამოიხატოს ფიზიკურად ან ვერბალურად.
1.3. სხვა მძიმე ამორალური ქცევა
o ისეთი ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება საყოველთაოდ
აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, თუმცა არ არის მიმართული
ვინმეს პატივისა და ღირსებისკენ (ეს შეურაცხყოფაა)
 მაგ: ცოლ-ქმრული ღალატი.
1.4. მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან
ამორალური ქმედებით განპირობებული ფსიქიკური ტრავმა
o იგივე აფექტის აკუმულაცია.
o ა) ზემოხსენებული აფექტის აკუმულირება (ქმედების
ერთჯერადობა განაპირობებდა აფექტის არასაკმარისობას)
o ბ) ერთჯერადი ქმედება საკმარისი იყო აფექტისთვის, თუმცა
პირმა მისი განმეორებით ჩადენის შემდეგ განიცადა დიდი
სულიერი აღელვება.

2. პირთა წრე, რომლისკენაც მიმართულია ქმედება


2.1. აფექტში ჩავარდნილი პირი, რომელმაც მოკლა
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი
2.2. აფექტში ჩავარდნილის ახლო ნათესავები ([109]-ის
მიხედვით)

3. დროში წყვეტის საკითხი


 ჩვეულებისამებრ, აფექტი წარმოიშობა მართლსაწინააღმდეგო ან
ამორალური ქმედების ჩადენისთანავე, თუმცა, თუ ფსიქიკური
ტრავმა ძალიან მძიმე იყო, მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნეს
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. მაგ:
 პირს არ ჰქონდა რეაგირების შესაძლებლობა;
 ჩადენილი ქმედების შესახებ შეიტყო მოგვიანებით, თუმცა
აფექტში უმალვე ჩავარდა.
4. განზრახვა
 აფექტი გამორიცხავს ყველაფერს პირდაპირი განზრახვის
გარდა.

5. სტადიების საკითხი
 აფექტი გამორიცხავს დანაშაულის მომზადებას.
 აფექტი არ გამორიცხავს მცდელობას. დაკვალიფიცირება - [19,
111]
6. თანამონაწილეობის საკითხი
 თანამონაწილეობა შეიძლება გამოიხატოს წაქეზების ან
დახმარების ფორმით.
 თანამონაწილის ქმედება დაკვალიფიცირდება [111]-ით მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ისიც იმყოფება აფექტის მდგომარეობაში.
[25.5]

7. [111] და [113] ურთიერთქმედება


 მსგავსებები:
o შესაძლოა სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა და
ხელმყოფელის მკვლელობა
o შესაძლოა სახეზე იყოს ძლიერი სულიერი აღელვება
მკვლელობის ჩადენის მომენტში
 განსხვავებები:
o [113] - აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა; [111] -
არა.
o [111] - აუცილებელია ძლიერი სულიერი აღელვება; [113] - არა.
o [111] - არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი სიკეთის
დაცვის მიზანი, იგი უკვე ხელყოფილია; [113] - პირი მოქმედებს
ამ მიზნით.

8. ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობა


 დგინდება:
o პირების მკვლელობებს შორის დრო
o პირების მაპროვოცირებელი ქმედებები, რომლებმაც წარმოშვეს
აფექტი. (თუ ყველამ არ წარმოშვა, ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით - [111.2]-ის
ნაცვლად [111.1], [108])

! დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების კონკურენციის


დროს ყოველთვის იმარჯვებს შემამსუბუქებელი.
* ამიტომაც ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება [109]-ით.
[112] - დედის მიერ ახალშობილის განზრახ
მკვლელობა

[გვ. 112]

You might also like