You are on page 1of 34

ავტორი: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის

სტუდენტი - უშანგი ვარდანაშვილი

არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულება

„განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში“

ქ. თბილისი

2018 წ.

1
სარჩევი
შესავალი ............................................................................................................................................................. 3

„განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში“ ................... 5

1. განრიდებისა და მედიაციის განვითარების ისტორიული რაკურსი და მათი


განხორციელების აუცილებლობის თეორიული საფუძველი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში ....................................................................................................................................... 5

2. განრიდებისა და მედიაციის პრინციპები ............................................................................................ 7

2.1. ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა ................................ 7

2.2. ნებაყოფლობითობა ............................................................................................................................. 8

2.3. პროპორციულობა ................................................................................................................................ 9

2.4. სტიგმატიზაციის დაუშვებლობა .................................................................................................... 11

2.5. კონფიდენციალურობა ...................................................................................................................... 12

2.6. არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა ................................................................... 12

3. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროცესი .......................................................... 13

3.1. წინასაკონფერენციო ეტაპი ............................................................................................................... 13

3.2. მედიაციის კონფერენცია .................................................................................................................. 14

3.3. შეთანხმების მიღწევა......................................................................................................................... 16

3.4. დაზარალებული განრიდებისა და მედიაციის პროცესში .......................................................... 17

4. განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება ................................................................................... 18

4.1. განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების არსი, მნიშვნელობა და პირობები ............... 18

4.2. არასრულწლოვნის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო


ღონისძიებები .................................................................................................................................................. 20

4.3. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების მონიტორინგი ....... 21

4.4. არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა და


განმეორებითი დანაშაულის შემთხვევა ..................................................................................................... 21

5. არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია (აღდგენითი მართლმსაჯულების ეფექტურობა


არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით)........................ 22

6. განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობა და პრაქტიკულ-სამართლებრივი


ხასიათის პრობლემები................................................................................................................................... 27

6.1. განრიდებისა და მედიაციის მნიშვნელობა ................................................................................... 27

6.2. განრიდებისა და მედიაციის პრაქტიკულ-სამართლებრივი ხასიათის პრობლემები ........... 28

დასკვნა.............................................................................................................................................................. 29

გამოყენებული ლიტერატურა/ბიბლიოგრაფია: ........................................................................................ 32

2
შესავალი
წინამდებარე ნაშრომში განიხილება განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი,
როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ნაწილი გამოყენებული არასრულწლოვანი
პირების მიმართ, რომელთა შემოღებითაც გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი
სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ. თემატიკის შერჩევისას
გათვალისწინებულია არა მხოლოდ საკითხის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა,
არამედ მისი აქტუალობა დღევანდელი ჩვენი ქვეყნის რეალობაში. განრიდებისა და
მედიაციის ინსტიტუტი მართალია 2010 წელს იქნა დანერგილი საქართველოში, იგი
ჯერ კიდევ წარმოადგენს რა, ნოვაციას ჩვენი საზოგადოებისათვის, საჭიროებს
ძირეულ შესწავლას და დახვეწას. შესაძლებლობისამებრ სწორედ ამ ინსტიტუტის
კიდევ უფრო დახვეწის თვალსაზრისით ჩატარდა მოცემული კვლევა. ნაშრომში
განხილული წინარე საკითხების საილუსტრაციოდ განვმარტავ რა, რომ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება წარმოადგენს საზოგადოებისათვის
მნიშვნელოვან საკითხს არამხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის რეალობაში, არამედ
მთელ მსოფლიოში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახვეწა, ეფექტური
საკანონმდებლო რეგულაციების შექმნა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება
ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა სახელმწიფოსათვის, ვინაიდან სწორედ
მომავალი თაობის ბედი ქმნის ქვეყნის სიძლიერეს. არსებობს არაერთი
საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც აწესებს ზოგად სტანდარტებს და პრიციპებს
კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთან მიდგომის თვალსაზრისით. სწორედ ამ
პრინციპებთან შესაბამისი უნდა იყოს ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ორიენტირებული უნდა
იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვასა და მის რეაბილიტაცია-
რესოციალიზაციაზე. დღესდღეობით კამათს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ აღდენითი
მართლმსაჯულების გამოყენება არასრულწლოვანი დამნაშავის მიმართ ბევრად
უფრო ეფექტური და შედეგის მომტანია, ვიდრე მკაცრი სისხლისსამართლებრივი
პოლიტიკა. სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება წინამდებარე ნაშრომი, რომლის
მიზანია ჩატარებული კვლევების საფუძველზე, განრიდებისა და მედიაციის
ინსტიტუტის მაგალითზე, წარმოვაჩინოთ რამდენად ეფექტურია აღდგენითი
მართლმსაჯულება, განსაკუთრებით „კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა მიმართ“.
განსახილველ ნაშრომში ყურადღების ეპიცენტში მოექცევა არასრულწლოვანთა
განრიდებისა და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური და
ფსიქოლოგიური ასპექტები. დეტალურად შევეხებით და მიმოვიხილავთ იმ
პროცედურებს რომელიც განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში
ხორციელდება და ავღწერთ იმ ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინებითაც
პროკურორი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს
გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის
ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების თაობაზე. ასევე არ შეიძლება ყურადრების
მიღმა დაგვრჩეს და არ აღინიშნოს თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს

3
ქვევით განსახილვევ თემაში აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ქართველი
მკვლევარ-მეცნიერთა მოსაზრებები, მიდგომები და დასკვნები. მათ მიერ
გამოხატული შეხედულებები ქართულ საკანონმდებლო სივრცეში დიდ როლს
თამაშობს. და შესავალი ნაწილის ბოლოს, მანამ სანამ უშუალოდ საკვლევი თემის
ძირითად ნაწილზე გადავიდოდე ზოგადი წარმოსახვის მიზნით თუ რა არის
განრიდება და მედიაცია მოკლე რა კურსით განვმარტავ რა, რომ განრიდება და
მედიაცია არის აღდგენითი ე.ი. რესტორაციული მართლმსაჯულების ნაწილი,
რომლის ძირითადი მიზანია, დამნაშავე მოზარდმა აიღოს პასუხისმგებლობა
ჩადენილ ქმედებაზე და მოახდინოს საზოგადოებაში სწრაფი ინტეგრაცია, რაც ხელს
შეუშლის დანაშაულის განმეორებით ჩადენას. აღდგენითი მართლმსაჯულების
გამოყენებით „მოგებულია“ როგორც დამნაშავე, დანაშაულის მსხვერპლი და
საზოგადოება. მედიაცია ეფუძნება აღდგენითი მართლმსაჯულების ფილოსოფიას.
ტონი მარშალის აღიარებული დეფინიციის მიხედვით აღდგენითი
მართლმსაჯულება არის „პროცესი სადაც ყველა მხარე, რომელსაც კავშირი აქვს
კონკრეტულ დანაშაულთან, იკრიბება, რათა კოლექტიურად გადაწყვიტონ
დანაშაულის შედეგი და მისი გავლენა მომავალზე“. ორივე მათგანზე წინამდებარე
ნაშრომში უფრო დეტალურად გვექნება ყურადღება გამახვილებული დაწყებული
ისტორიული რაკურსითა და განვითარების თანამედროვე ტენდენციებით,
დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი პრეცედენტებით.

4
„განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში“

1. განრიდებისა და მედიაციის განვითარების ისტორიული რაკურსი და მათი


განხორციელების აუცილებლობის თეორიული საფუძველი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
ბუნებრივია, როდესაც გვინდა საკვლევ ობიექტად შერჩეული თემის
სიღრმისეული შესწავლა, სულ მცირე პრეტენზია გვაქვს, რომ წარმოვადგინოთ
განსახილველი თემის სრულფასოვანი სახე რაც მკითხველისთვის საინტერესო
იქნება, ამასთან, არ გამოიწვევს სპეციალისტების გაღიზიანებას (თუმცა ჯანსაღი
კრიტიკა მისაღებია. მეტიც, ვფიქრობ, უკანასაკნელი საკვლევი თემის
არგუმენტირებული მსჯელობის ლოგიკურ პირამიდას მყარ საძირკველს შეუქმნის)
აუცილებელია საკითხის განხილვა დავიწყოთ საკვლევი თემის ისტორიული
განვითარების წინაპლანზე წამოწევით.

წინამდებარე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავდაპირველად მოკლე


ისტორიული რაკურსით ავღნიშნავ რა, რომ „მედიაციის“ ცნება პირველად
გამოიყენებოდა სამოქალაქო სამართლის კუთხით და გულისხმობდა განქორწინების
დროს მესამე პირის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარებას.

კრიმინალურ მეცნიერებებში მედიაცია სწორედ კერძო სამართლიდან შემოიჭრა


და გულისხმობს კონფლიქტის მენეჯმენტს. გერმანელი კრიმინოლოგები მედიაციას
მიიჩნევენ ისეთი სხვადასხვა სახის ღონისძიებათა და რეაბილიტაციის ფორმად,
რომლის მიზანი დანაშაულიდან წარმოშობილის კონფლიქტის მოგვარებაა ამასთან,
მედიაციით ხდება არა მხოლოდ დამნაშავის, არამედ მსხვერპლის რეაბილიტაცია და
რესოზიალიზაციაც.1

სხვადასხვა წყაროები მიუთითებენ, რომ მედიაციის განვითარების ისტორია


დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში თუმცა არაერთ
მეცნიერს გააჩნია მოსაზრება, რომ მედიაციის ძველი სახეობა 2600 წლის წინ
გამოიყენებოდა და დღესდღეისობით, მედიაცია, რომელიც ასეა გავრცელებული
მსოფლიოში, კარგად დავიწყებული და შემდგომ აღდგენილი ძველი ინსტიტუტია.

ბერძნულად “medos” მიუკერძოებელსა და ნეიტრალურს ნიშნავს, ხოლო


ლათინური ზმნა “mederi” - გაჯანსაღებასა და გამოსწორებას. მოპოვებული წყაროების
მიხედვით, მედიაციას ვხვდებით როგორც ანტიკურ საბერძნეთში, ისე ჩინეთში,
ეგვიპტესა და ინგლისში.2

1 მ. შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი: არასრულწლოვანთა


მართლმსაჯულების კრიმინოლოგიური, სისხლისსამართლებრივი, პენიტენციური და საერთაშორისო
სამართლებრივი საფუძვლები, ქ. თბილისი, 2011 წ., გვ. 123
2 ნ. არაყიშვილი, მედიაცია და განრიდება (სტატია), აკადემიური მაცნე, სამართალი, ბიზნესი და მართვა, გრიგოლ

რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, 2015 წ., გვ. 103


5
ნაწილი მეცნიერთა თვლის, რომ მედიაციის აკვანი სწორედ ევროპაა. თუმცა, 1898
წელს აშშ-ს კონგრესმა პირველად შექმნა მედიაციის სამართლებრივი რეგულირების
საფუძვლები. ამერიკული მედიაციის განვითარებისათვის ისტორიული
მნიშვნელობის მქონედ ითვლება ჰარვარდის პროფესორის Frank E. Sander მოხსენება,
რომელიც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას შეეხებოდა და რომლის
საფუძველზეც ჩამოყალიბდა უკვე განმტკიცებული სამართლებრივი ინსტიტუტი,
რომელსაც მედიაცია ეწოდა. ამის შემდეგ, 1976 წელს აშშ-ს მოსამართლეების,
ადვოკატებისა და აკადემიური წრეების მონაწილეობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი
კონფერენცია, რომელზეც აღიარებულ იქნა გადატვირთული სასამართლოს
გათავისუფლება მედიაციის გამოყენებით.

სწორედ მედიაციის არსიდან წარმოიშვა მოსაზრება საფრანგეთში 1979 წელს იმის


შესახებ, რომ კარგი იურისტი სიამოვნებას უნდა ღებულობდეს არა სასამართლოში
საქმის მოგებით, არამედ მხარეთა მორიგებით. 1990 წელს მედიაციის აღმავლობის
პერიოდად მიიჩნევენ. ბრიტანულ და ევროპულ სამართალში მას უფრო და უფრო
ხშირად მიმართავდნენ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები, ამ მხრივ, მინიმუმ,
10 წლით მაინც უსწრებდა წინ ევროპას. იურიდიულ პრაქტიკაში მედიაციას
თავდაპირველად სამართლის ხელოვნურ ნაყოფსაც უწოდებნენ, თუმცა, შემდგომ ის
ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერება, როგორც დავების გადაწყვეტის ერთ-ერთი
ალტერნატიული საშუალება.3

რაც შეეხება განრიდების ინსტიტუტს რომელიც ყველაზე ეფეტური სისტემაა,


კეთილდღეობის მოდელის კრიტიკის ფონზე და „იარლიყების მიკვრის მიდგომის“
ზეგავლენით 1970-1980-იან წლებში ჩამოყალიბდა. ამან ერთგვარად დაარღვია
„კეთილდღეობა-მართლმსაჯულების“ დიქოტომია, რომელიც ათწლეულების
განმავლობაში ახასიათებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემების
შესახებ დისკუსიებს. გამომდინარე აქედან ნათელი წარმოსადგენია რა, რომ თავად
სიტყვა „განრიდება“ ქართული სისხლის სამართლის ლექსიკონში ახალი ტერმინია.
რაც ნიშნავს არასრულწლოვანის გადამისამართებას, აცილებას, განცალკევებას. ეს
ნიშნავს იმას, რომ არასრულწლოვანს არ ემუქრება სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში მოთავსება და ნასამართლეობა, იგი განრიდებულ იქნება
სისხლისსამართლებრივი დევნისაგან, და მის მიმართ გამოყენებული იქნება
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ალტერნატიული ღონისძიებები.4

არსებობს, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის განხორციელების


აუცილებლობის თეორიული საფუძველი რაც აიხსნება შემდეგ გარემო ფაქტორებზე
მითითებით. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ხშირად საუბრობენ
მოზარდთა დანაშაულზე, როგორც საზოგადოების განუკურნებელ სენზე, რომელიც

3 გ. ცერცვაძე, მედიაცია, ქ. თბილისი, 2010 წ., გამომცემლობა: „მერიდიანი“


უ. ვაიდკუნი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები 2009, ნაწყვეტები, $2.
4

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მოდელები და ტენდენციები, III. განრიდების ცნება


6
მხოლოდ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკით შეიძლება დამარცხდეს.
მედიისგან განსხვავებით, კრიმინოლოგიურ ლიტერატურაში არასრულწლოვანთა
დანაშაული მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები მატერიალური
ზარალისა და საშიშროების მქონე დანაშაული, რომელიც ნორმალური მოვლენაა,
გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში და ახასიათებს ეპიზოდურობა.
გარდა ამისა, ასეთი სახის დანაშაული ხშირად სპონტანურად, წინასწარი დაგეგმვის
გარეშეა ჩადენილი და მისი მონაწილენი დაბალი კრიმინალური აქტივობით
გამოირჩევიან.5

არასრულწლოვანთა დანაშაულის ასე გაზვიადება ზრდასრულების მიერ


შესაძლებელია განპირობებული იყო ორი კომპონენტით: 1. უფროსების მიერ
უმცროსების მიმართ მენტორული დამოკიდებულებით. უფრესები თვლიან რა, რომ
უმცროსები მათ უნდა უჯერებდნენ. მაგრამ როცა ეს ასე არ ხდება, შეურაცხყოფილი
და გაბრაზებული უფროსის მიერ ჩადენილ ქმედებას გაზვიადებულად წარმოაჩენს.
2. დამნაშავე მოზარდი უფროსებისთვის ხდება „განტევების ვაცი“, რომელმაც
საკუთარის გარდა, სხვათა ბრალეულობის გამოც უნდა აგოს პასუხი. საზოგადოება
მისი დასჯით უარყოფს რა საკუთარ როლს მის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში და
თავისი ბრალეულობა დანაშაულის ჩამდენ პირზე გადააქვს.

ე.ი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არასრულწლოვანთა დანაშაულს ახასიათებს:


ნორმალურობა, ეპიზოდუროდა და საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელება.

2. განრიდებისა და მედიაციის პრინციპები

2.1. ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა


განრიდებისა და მედიაციის ერთ-ერთი პრინციპია ალტერნატიული მექანიზმების
გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010
წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანების თანახმად, არასრულწლოვნის ინტერესისა და
მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უნდა
მოხდეს ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა. თუ
არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინა პირველად, პრიორიტეტი
უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემისაგან მის განრიდებას.6

განრიდება ან/და მედიაცია, როგორც ალტერნატიული მექანიზმი, გაწერილია


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სხვა ნორმატიულ აქტებში. ის არ
იწვევს მოზარდი დამნაშავის სრულ ჩართვას სისხლისსამართლებრივი
მართლმსაჯულების პროცესში, როგორც ეს შეიძლება მოხდეს სხვა, უფრო მძიმე
დანაშაულის ჩამდენი მოზარდების მიმართ.

5 მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური


და ფსიქოლოგიური ასპექტები, ქ. თბილისი, 2013 წ., გვ. 17
6 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება, განრიდებისა და მედიაციის

შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი


ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე, მიღებული 2010 წლის 12 ნოემბერს
7
განრიდებისა და მედიაციის შესახებ არსებული უცხოური ლიტერატურა არ
იცნობს განრიდების და მედიაციის პრინციპს, რომელსაც ეწოდება ალტერნატიული
მექანიზმის გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა. 7
ეს არის საქართველოში
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეალობას მორგებული პრინციპი, რომლის
მიზანია კრიმინალის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის თანმდევი
უარყოფითი შედეგების (არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა)
განეიტრალება ახალი ლიბერალური პროგრამებით, მათ შორის განრიდების ან
მედიაციის პროგრამით.

2.2. ნებაყოფლობითობა
განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის რა ნებაყოფლობითი
გადაწყვეტილება, რა დროსაც განრიდების ობიექტი აღიარებს დანაშაულს.
დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი პროცესში მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეები უფლებამოსილი
არიან ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვან განრიდების/მედიაციის პროცესში
მონაწილეობაზე. განრიდებისა ან/და მედიაციის პროცესში მონაწილეობის
ნებაყოფლობითობა ფართოდ უნდა იქნას განხილული. იგი პირველ რიგში
გულისხმობს მხარეების სურვილს, მონაწილეობა მიიღონ მათ შორის წარმოქმნილი
კონფლიქტის მოგვარებაში და ნებისმიერ დროს ჰქონდეთ შესაძლებლობა უარი
თქვან ამ პროცესში მონაწილეობაზე. მედიატორი ვალდებულია დაადგინოს,
რამდენად შეესაბამება განრიდებისა ან/და მედიაციის პროცესში მხარეების
მონაწილეობა მათ თავისუფალ ნებას ანუ, მათი ქმედება რამდენად არის
ნებაყოფლობითი.

იურიდიულ ლიტერატურაში ნებაყოფლობითობასთან ერთად დამკვიდრებულია


,,ფაქტიური არანებაყოფლობითობის” ცნება. ფაქტიური არანებაყოფლობითობა
სახეზეა მაშინ, როდესაც განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილე ერთი
მხარე იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია მოლაპარაკების დროს პირობები
წაუყენოს მეორე მხარეს. სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებული
მედიაცია არ შეიძლება დანახული იქნეს როგორც ფაქტიური არანებაყოფლობითობა,
რადგან განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა წინასწარ დადგენილია
კანონით და მოლაპარაკებების პროცესს არ ექვემდებარება.8

განრიდებისა ანდა მედიაციის პროცესში ფაქტიური არანებაყოფლობითობა სახეზე


გვექნება მაშინ, თუ პროკურორი მოზარდს მხოლოდ ერთი სახის ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ სავალდებულო საქმიანობას შესთავაზებს და
შესაბამისად, მოზარდს არ ექნება სხვა სამუშაოს შესრულების ალტერნატივა. არ
შეიძლება დამნაშავე მოზარდს დააძალო, მონაწილეობა მიიღოს განრიდების ანდა

7გ. ცერცვაძე, საერთაშორისო არბიტრაჟი, ქ. თბილისი, 2010 წ., გვ. 46-47


8მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური
და ფსიქოლოგიური ასპექტები, ქ. თბილისი, 2013 წ., გვ. 32-33
8
მედიაციის პროცესში, ვინაიდან პროცესი ამით ვეღარ მიაღწევს თავის ძირითად
მიზანს – დამნაშავემ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უკანონო საქციელზე.
ფაქტია, რომ დამნაშავის იძულებითი მონაწილეობით ვერ მივიღებთ საჭირო ეფექტს
მისი პიროვნების შესაცვლელად. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესში
დამნაშავის მონაწილეობის მიზანი იყოს სისხლისსამართლებრივი დევნისა და
სასჯელის თავიდან აცილება. მიუხედავად ამ გარემოებისა, დამნაშავეს და
დაზარალებულს უნდა ესმოდეთ, რომ დამნაშავის შერიგება დაზარალებულთან
მათი პრობლემის მოგვარების და მომავალი ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულსაც გააჩნდეს დამნაშავესთან


შერიგების სურვილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თუნდაც მატერიალური ზარალის
ანაზღაურება. რადგანაც დაზარალებული თავს აარიდებს სამოქალაქო წესით
ზარალის ანაზღაურების პროცედურას. როგორც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა
კრიმინოლოგიურმა გამოკითხვამ დაადგინა, დაზარალებულთა 92% მზად არის
შეურიგდეს დამნაშავეს, თუ მას აუნაზღაურდება მიყენებული ზარალი.

2.3. პროპორციულობა
თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №216 ბრძანებისა,
არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები მის მიერ ჩადენილი
ქმედების პროპორციული უნდა იყოს. პროპორციული ღონისძიების განსაზღვრისას
საჭიროა გავითვალისწინოთ არასრულწლოვნის ასაკი და სხვა მახასიათებლები, ასევე
მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და მისი
საზოგადოებაზე გავლენა.9

იმისათვის, რომ განრიდების და მედიაციის პროცესში პროპორციულობის


მნიშვნელობა გახდეს უფრო გასაგები, საჭიროა განვიხილოთ პროპორციულობის
(თანაზომიერების) პრინციპის გამოყენების საფუძვლები.

პროპორციულობის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ნებისმიერი ჩარევის


განხილვისას აუცილებელია დადგინდეს, რომ:

1. ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს,

2. ჩარევა უნდა იყოს ეფექტიანი დადგენილი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად -


აღნიშნული პირობა დაკმაყოფილებულია, როდესაც მიზნის მიღწევა თუნდაც
თეორიულად არის შესაძლებელი,

3. ჩარევის ფორმა და ინტენსივობა უნდა იყოს აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის


მისაღწევად – ჩარევა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს

9საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება, განრიდებისა და მედიაციის
შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი
ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე, მიღებული 2010 წლის 12 ნოემბერს
9
შედარებით ზომიერი საშუალება, რომელიც ისეთივე ეფექტიანი იქნებოდა მიზნის
მისაღწევად,

4. ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი (თანაფარდობის ვიწრო გაგება)


– ჩარევის შესაბამისობის დადგენისას წარმოებს ჩარევის შეზღუდულ და დაცულ
სიკეთეთა ორმხრივი შედარება (აწონ-დაწონვა).10

ევროპის გაერთიანების წევრი სახელმწიფოების სამართალწესრიგი მოიცავს


თანაზომიერების პრინციპს. „მას, როგორც საყოველთაო სამართლებრივ პრინციპს,
პირველადი სამართლის ხარისხი აქვს და აღიარებულია (ევროპის) გაერთიანების
სამართლებრივი ღონისძიებების შემზღუდველ ყოვლისმომცველ პრინციპად“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების
პრინციპი „პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან.
სწორედ თანაზომიერების პრინციპი ადგენს მატერიალურ მასშტაბებს
კანონმდებლისათვის ძირითადი უფლებების შეზღუდვისას. თუ ნორმა ამ
პრინციპებს არ შეესაბამება, ის დაუშვებს თვითნებობის შესაძლებლობას.

სახელმწიფოს თვითნებობა ადამიანის თავისუფლების სფეროში კი ავტომატურად


ნიშნავს ადამიანის ღირსების, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმაღლესი
პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების
დარღვევას და ადამიანის თავისუფლების ძირითადი უფლების არაკონსტიტუციურ
ხელყოფას“.11

საკითხი, თუ რამდენად აკმაყოფილებს განრიდების ანდა მედიაციის პირობები


თანაზომიერების პრინციპის კრიტერიუმებს, უნდა გაირკვეს განრიდებისა და
მედიაციის თითოეული საქმის განხილვა-გაანალიზებით. ერთი რამ უდავოა,
სახელმწიფოს უფლება არა აქვს მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ნებისმიერი სახის
ღონისძიება და, რომ განრიდების ანდა მედიაციის ხელშეკრულებით განსაზღვრული
ასეთი ღონისძიება არ უნდა იყოს მოზარდის პატივისა და ღირსების შემლახავი.
დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი უნდა დადგინდეს ობიექტურ გარემოებებზე
დაყრდნობით და არა სავარაუდო მსხვერპლის სუბიექტური შეგრძნებებისა და
განცდების ანალიზის საფუძველზე.12

პროპორციულობის პრინციპის დაცვა აუცილებელია, რათა მოზარდს არ დარჩეს


უსამართლობის განცდა და უარყოფითი დამოკიდებულება არ გაუჩნდეს
სამართალდამცავი სტრუქტურების და ზოგადად სახელმწიფო ორგანოებისადმი. 13
სახელმწიფო ორგანოებისადმი მოზარდის უარყოფითი ან ნიჰილისტური

10 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონტიტუციური სამართალი, 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით,


საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, ქ. თბილისი, 2011 წ., გვ. 92
11 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება

12 მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური

და ფსიქოლოგიური ასპექტები, ქ. თბილისი, 2013 წ., გვ. 35-36


13 ნ. ზაზაშვილი, პირადი ჩანაწერები

10
დამოკიდებულება მას უბიძგებს, რომ ჩამოყალიბდეს ქვეყნის პასიურ მოქალაქედ ან
დამნაშავედ.

2.4. სტიგმატიზაციის დაუშვებლობა


არასრულწლოვნის სტიგმატიზაცია დაუშვებელია. ამასთანავე, მის მიმართ
შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვნის მოწყვეტას
ნორმალური სასწავლო პროცესებისაგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ
ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე.

„სტიგმა არის ფიზიკური ან სოციალური თვისება, ნიშანი, რომელიც ახდენს


აქტორის ან ჯგუფის სოციალური იდენტობის დევალვაციას და დისკრედიტაციას.
სტიგმა შეიძლება იყოს ისეთი სოციალური მახასიათებელი, როგორიცაა ინდივიდის
კრიმინალური რეპუტაცია“. 14 სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია
ეტიკეტირების თეორია. ეს არის კრიმინოლოგიური თეორია, რომელიც გასული
საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული თეორია საუბრობს სოციალური
კონტროლის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხრიდან მოზარდის
კრიმინალად ეტიკეტირებაზე (სტიგმატიზებაზე) და მოზარდის მიერ ახალი
კრიმინალური იდენტობის აღიარებისა და გამართლების საშიშროებაზე. როგორც
წესი, პირის „დამნაშავედ“ ეტიკეტირება ხდება სოციალური კონტროლის
ორგანოების ან მათი წარმომადგენლების მიერ. ეს ორგანოებია: პოლიცია, მედია,
სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები და სხვა. მათ მიერ ნეგატიური (დევიანტური)
ეტიკეტირება გავლენას ახდენს ინდივიდის ცნობიერებაზე და წარმოშობს მასში
დევიანტურ იდენტობას, რაც ხელს უწყობს დევიანტური კარიერის განვითარებას.

კაიზერის აზრით, პიროვნება გადაიქცევა დამნაშავედ, როდესაც სოციალური


კონტროლის ინსტიტუციების მეშვეობით მას მიენიჭება დამნაშავის ეტიკეტი და
საზოგადოება მას დამნაშავედ აღიარებს. აქედან გამომდინარე დამნაშავეა ის, ვინც
სახელმწიფო კონტროლის ორგანოების და საზოგადოების მიერ აღიარებული იქნება
დამნაშავედ. უცხო პირთა მიერ მოზარდის დამნაშავედ გამოცხადებას თან მოჰყვება
მოზარდის მიერ საკუთარი თავის დამნაშავედ აღიარება. იმის გამო, რომ მოხდა
მოზარდის ეტიკეტირება, მას შეეზღუდება საზოგადოებაში ინტეგრაციის
შესაძლებლობა, რაც ასევე მისი პიროვნების სოციალურ განვითარებას შეუშლის
ხელს. საზოგადოებისაგან გარიყული მოზარდი ცდილობს გაამართლოს მისთვის
მინიჭებული დამნაშავის „სტატუსი“, სწავლობს დანაშაულის ჩადენის ახალ ხერხებსა
და მეთოდებს და იყენებს მათ პრობლემების მოსაგვარებლად. ამის შემდგომ საკმაოდ
დიდი ალბათობაა იმისა, რომ მოზარდი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს.

ეტიკეტირების თეორიის ძირითადი ასპექტების ცოდნა მნიშვნელოვანია


განრიდების ანდა მედიაციის პროცესში მონაწილე პირებისათვის. განრიდების ანდა
მედიაციის პროცესში მონაწილე სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუციებზეა

14 ე. კოდუა, არასრულწლოვანთა სტიგმატიზაცია, ქ. თბილისი, 2004 წ., გვ. 290-291


11
დამოკიდებული ის, რომ არ მოხდეს მოზარდის დამნაშავედ სტიგმატიზაცია
(ეტიკეტირება) და შემდგომ მის მიერ საკუთარ პიროვნებაში დამნაშავის ძებნა.
განრიდების ანდა მედიაციის პროცესში მონაწილეპირების სათუთი და
ინდივიდუალური დამოკიდებულება დამნაშავე მოზარდისადმი უნდა
ეყრდნობოდეს მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობას და ხელს
უნდა უშლიდეს მოზარდის კრიმინალად სტიგმატიზაციას, ასევე მისი კრიმინალური
„კარიერის“ ჩამოყალიბებას.

2.5. კონფიდენციალურობა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის №216 ბრძანების მიხედვით, განრიდებისა
და მედიაციის პროცესში არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შესახებ
მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი
გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ ან, თუ კანონმდებლობით
სხვა წესი არ არის განსაზღვრული. „კონფიდენციალობა მნიშვნელოვანი პრინციპია,
ვინაიდან ნებისმიერ საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოში, არსებობს სტიგმა
ნასამართლევი ადამიანების მიმართ, რაც ხელს უშლის ყოფილ პატიმრებს,
პრობაციონერებს საზოგადოებაში რეინტეგრაციაში, განრიდებისა და მედიაციის
პროგრამა კი საშუალებას იძლევა მოზარდის ბიოგრაფიაში არსად არ იყოს
დაფიქსირებული მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი“.

განრიდების ან/და მედიაციის პროცესში დამნაშავე და დაზარალებული პირის


შესახებ მხარეების მიერ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა,
პირველ რიგში, ემსახურება საზოგადოებაში მათ უმტკივნეულო
რესოციალიზაციას. 15

2.6. არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა


არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება აუცილებელია
პროგრამის ყველა ეტაპზე. აღნიშნული საკითხიც გათვალისწინებულია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის №216 ბრძანებით.

პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის ინტერესს.


აქ უნდა შეფასდეს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს პროგრამაში არასრულწლოვნის
ჩართვას, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი და ა.შ. „პროგრამის
ფარგლებში, სოციალური მუშაკის მიერ მოზარდის ფსიქოსოციალური შეფასების
საფუძველზე იგი (სოციალური მუშაკი) პროკურორთან ერთად ადგენ
პასუხისმგებლობის ზომებს კონკრეტული მოზარდის ინდივიდუალური,

15 ქეროლინ ჰამილტონი, სახელმძღვანელო დოკუმენტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების


საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო მითითებები, გაეროს ბავშვთა ფონდი - ბავშვთა დაცვის
განყოვილება, მაისი, 2011 წ.
12
პრობლემური და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, აქცენტი კეთდება სწორედ
არასრულწლოვნის პოზიტიურ, დადებით მხარეებზე, მათ გაძლიერებაზე“.16

განრიდების (მედიაციის) დროს მხარეები უნდა მუშაობდნენ ბრალდებულის მიმართ


ინდივიდუალურ, სპეციალურ პრევენციულ მიდგომაზე. 17 ყურადღების მიღმა არ
უნდა დარჩეთ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ან ჩადენილი ქმედების
მოტივი, რაც შესაძლებელს გახდის მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომელიც
მორგებული იქნება ბრალდებულის რესოციალიზაციაზე (არასრულწლოვნის
ჭეშმარიტი ინტერესი).

3. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროცესი

3.1. წინასაკონფერენციო ეტაპი


მედიაციის პროცესი შედგება რა ორი ძირითადი ეტაპისაგან - წინასაკონფერენციო
ეტაპისა და მედიაციის კონფერენციისაგან. წინასაკონფერენციო ეტაპზე მედიატორის
ფუნქციაა სპეციალური უნარ-ჩვევების გამოყენებით ხელი შეუწყოს მხარეებს შორის
დიალოგის დაწყებას. ამ მოსამზადებელ ეტაპზე მედიატორი ცალ-ცალკე
უკავშირდება არასრულწლოვანსა და დაზარალებულს, ესაუბრება მათ მედიაციის
არსის, მიზნებისა და წესების შესახებ, ასევე აწვდის დეტალურ ინფორმაციას
ხელშეკრულების სავარაუდო პირობების თაობაზე და ათანხმებს ამ პირობებს.
მედიატორი მოლაპარაკებებს ინდივიდუალურად აწარმოებს როგორც
დაზარალებულთან, ისე არასრულწლოვანთან. ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა,
რომ უზრუნველყოს მხარეთა ნებაყოფლობითი და ინფორმირებული მონაწილეობა
მედიაციის პროცესში და ასევე მიაღწიოს მხარეთა შორის კონსენსუსს მედიაციის
ხელშეკრულების სავარაუდო პირობებთან დაკავშირებით. თავდაპირველად
მედიატორი ხვდება არასრულწლოვანს, ხოლო შემდეგ დაზარალებულს. ეს შეხვედრა
არის გაცნობითი ხასიათის და მიზნად ისახავს წინსაკონფერენციო შეხვედრის
დროისა და ადგილის განსაზღვრას. მედიატორი მხარეებს აწვდის ზოგად
ინფორმაციას მედიაციის არსის და დანიშნულების შესახებ, განუმარტავს მედიაციის
წესს და პროცედურას, მასში მონაწილეობის ნებაყოფლობითობას, ასევე აცნობს და
აწვდის შესაბამის აღწერილობას. 18
მედიატორი მხარეებს ასევე განუმარტავს
პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობებს და რისკებს. ეს უკანასკნელი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულთან კომუნიკაციისას, რადგან
დაზარალებულის ჩართულობა მედიაციაში უზრუნველყოფს მის აქტიურ
მონაწილეობას ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების
განსაზღვრაში, ხოლო კონფერენციის მსვლელობისას დაზარალებულს ექნება
შესაძლებლობა გაესაუბროს არასრულწლოვანს, დაუსვას შეკითხვები და გამოხატოს

16 ნ. ზაზაშვილი, პირადი ჩანაწერები


17 Libuda-Köster, A., Compensation and young offenders, the criminal law review 1990. S. 243
18 ნ. გვენეტაძე, მ. კვაჭაძე, ე. წიკლაური-ლამიხი, მ. გაბუნია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: განრიდება

და მედიაცია, ქ. თბილისი, 2012 წ.


13
საკუთარი დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ. დაზარალებულს უნდა
განემარტოს, რომ მისი უარი მედიაციაში მონაწილეობაზე ხელს არ უშლის
არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენებას. მხარეთა მიერ ხელშეკრულების
პირობებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ მედიატორი, პროკურორი და სოციალური
მუშაკი თანხმდებიან კონფერენციის სავარაუდო თარიღსა და ადგილზე, რის
შესახებაც მედიატორი ატყობინებს კონფერენციაში მონაწილე ყველა პირს. მხარეების
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კონფერენციაზე დამატებითი მონაწილეების
მოწვევა, თითოეული მხრიდან არა უმეტეს ერთი პირისა, რომელთა სახელს და
გვარს, კავშირს საქმესთან ან მხარესთან და საკონტაქტო ინფორმაციას მედიატორი
ჩაიწერს და შეუთანხმებს მეორე მხარეს, პროკურორს და სოციალურ მუშაკს. თუ
შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მაშინ დამატებითი პირი კონფერენციას არ
დაესწრება. კონფერენციისათვის ყველა საჭირო პროცედურის მოგვარების შემდგომ
მედიატორი მოამზადებს წინასაკონფერენციო ანგარიშს, რომელშიც ასახავს
მედიაციის პროცესში განხორციელებულ ყველა ქმედებას კონფერენციამდე.
მედიატორი ხელს მოაწერს დოკუმენტს და ჩადებს მას საქმეში. 19

თუ წინასაკონფერენციო ეტაპზე მედიაციაში მონაწილე მხარეები ვერ


შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, მედიატორი ცდილობს მხარეები
შეათანხმოს მათთვის მისაღებ პირობებზე, რის შესახებაც აცნობებს პროკურორს და
სოციალურ მუშაკს. პროკურორს და სოციალურ მუშაკს უფლება აქვთ შეცვალონ ან
განაახლონ ხელშეკრულების სავარაუდო პირობები, მხარეების მიერ გაკეთებული
კომენტარების და შენიშვნების გათვალისწინებით. საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №94 ბრძანების თანახმად,
კონფერენციის დაწყებამდე მედიატორი უნდა დარწმუნდეს, რომ არასრულწლოვანმა
პროკურორს გადასცა წერილი დანაშაულის აღიარების შესახებ, და რომ
ხელშეკრულების განახლებული პირობების გაცნობის შემდეგ პროკურორი თანახმაა
დაიწყოს კონფერენცია.20

3.2. მედიაციის კონფერენცია


მედიაციის კონფერენცია არის შეხვედრა, რა დროსაც განრიდებისა და მედიაციის
ხელშეკრულების მონაწილე მხარეები განიხილავენ აღნიშნულ ხელშეკრულებას და
თანხმობის შემთხვევაში მას აწერენ ხელს. კონფერენციას უძღვება მედიატორი და
მასში მონაწილეობენ - არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი,
დაზარალებული, პროკურორი, სოციალური მუშაკი და განსაკუთრებულ
შემთხვევაში ასევე სხვა პირები. მედიატორის მიზანია არასრულწლოვნის მიერ
ჩადენილი დანაშაულისა და მისი შედეგების გაცნობიერება. კონფერენციაზე

19მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური


და ფსიქოლოგიური ასპექტები, ქ. თბილისი, 2013 წ., გვ. 69
20 „განრიდებისა და მედიაციის შესახებ მედიატორისთვის სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცების

თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №94
ბრძანება
14
მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ჩადენილი
ქმედებისა და მისი შედეგების შესახებ. მედიატორი მხოლოდ კონფერენციის
წარმმართველის როლს ასრულებს. კონფერენციის და ზოგადად მედიაციის
პროცესის დროს მედიატორი ვალდებულია იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი,
ობიექტური და დამოუკიდებელი, და რომელიმე მხარეს არ მიანიჭოს რაიმე
უპირატესობა.

წინამდებარე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია რა


მედიატორის უნარი, მხარეთათვის შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მათ
საკუთარი აზრისა და პოზიციის გამოხატვაში და ასევე პირდაპირი დიალოგის
წარმოებაში. მედიატორს ევალება კონფერენციისათვის ოთახის მომზადება და
თითოეული მხარისთვის ადგილს განსაზღვრა ისე, რომ არასრულწლოვანი და
დაზარალებული ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ - მედიატორის მარჯვენა და
მარცხენა მხარეს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მედიაციის წარმატებისათვის დიდი
მნიშვნელობა აქვს მედიაციის კონფერენციის ადგილს და ოთახის მოწყობას, რადგან
ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს ის არქიტექტურული გარემო და ის ოთახი,
სადაც ისინი იმყოფებიან. მედიატორმა წინასწარ უნდა შეარჩიოს მხარეთა
შეხვედრისათვის ისეთი ადგილი, სადაც მხარეები კომფორტულად იგრძნობენ თავს.
აუცილებელია, რომ მედიაცია განხორციელდეს მხარეთათვის ნეიტრალურ ადგილას.
საქართველოს კანონმდებლობა არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად სად შეიძლება
განხორციელდეს მედიაციის კონფერენცია. თუმცა, განრიდების და მედიაციის
ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმ ადგილების დადგენა,
სადაც არ შეიძლება განხორციელდეს მედიაციის კონფერენცია.21

ნებაყოფლობითობა, განრიდებისა და მედიაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


პრინციპია რაც გამორიცხავს ყოველგვარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას
მონაწილე მხარეებზე. მედიაციის კონფერენციის გამართვა პოლიციის ან
პროკურატურის შენობაში აშკარად გამოიწვევს კანონთან კონფლიქტში მყოფ
არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ეწინააღმდეგება
ნებაყოფლობითობის პრინციპს. მედიაციის კონფერენციის ადგილი შეიძლება იყოს
მედიატორის სამუშაო ოფისი.22

კონფერენცია იხსნება მედიატორის მიერ დამსწრეებისთვის მედიაციის არსისა და


მიზნების შეხსენებით, ასევე კონფერენციის მსვლელობის ეტაპების, მისი წესისა და
შეხვედრის სავარაუდო შედეგების განმარტებით. მედიატორი ასევე წარადგენს
კონფერენციის თითოეულ მონაწილეს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრის №94 ბრძანებაში მოყვანილია კონფერენციის გახსნის მაგალითი.
თუ კონფერენციაში მონაწილეობს ერთზე მეტი არასრულწლოვანი, მაშინ ყველა

21http://ganrideba.ge/?action=page&p_id=11&lang=geo
22მართმსაჯულება ბავშვებისათვის საუნივერსიტეტო კურსი - საკითხავი მასალა სტუდენტებისთვის, გაეროს
ბავშვთა ფონდი, 2013 წ., ვაინდუკი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები
15
სათითაოდ პასუხობს შეკითხვებს. არასრულწლოვნის შემდეგ, სიტყვა გადაეცემა
დაზარალებულს. მედიატორი მიმართავს დაზარალებულს და სთხოვს მას ისაუბროს
მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მას ასევე
დაესმება ღია კითხვები, რათა მან (დაზარალებულმა) ისაუბროს დამნაშავის
ქმედებიდან გამოწვეულ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, რაც კარგი შედეგის
მომტანი უნდა იყოს არასრულწლოვნისათვის. თუ მედიაციაში მონაწილეობს ერთზე
მეტი დაზარალებული, მაშინ ისინი საუბრობენ და სათითაოდ პასუხობენ კითხვებს.

წარმატებული მედიაციის დასასრულია მედიაციის ხელშეკრულება, რომელშიც


აისახება მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეთანხმებული გეგმა და მხარეთა სხვა
უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების დეტალურ განხილვამდე მედიატორს
შეუძლია კიდევ ერთხელ მისცეს არასრულწლოვანს საშუალება, გამოხატოს თავისი
აზრი, რის შემდეგაც ხდება განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების
თითოეული პირობის დეტალური განხილვა. მედიატორი წაიკითხავს და
დარწმუნდება, რომ თითოეული პირობა გასაგები და მისაღებია ყველა
მონაწილისათვის, უპირველეს ყოვლისა კი - არასრულწლოვნისათვის. მედიატორის
ნებართვით მონაწილეები აკეთებენ კომენტარებს და ახსნა - განმარტებებს. მხარეთა
შეთანხმებით შესაძლებელია განხილვის პროცესში განხორციელდეს ცვლილებები
ხელშეკრულებების პირობებში. გადამწყვეტია ის ფაქტორი, რომ ყველა მონაწილე
მხარე დაეთანხმოს ხელშეკრულების ყველა პირობას, და რომ ეს პირობა ყველა
მონაწილეს ერთნაირად ესმოდეს. როგორც წინასაკონფერენციო, ასევე მედიაციის
კონფერენციის მოსამზადებლად აუცილებელია, რომ მედიატორს მიეცეს საკმარისი
დრო.23

როგორც მედიატორები აღნიშნავენ, კონკრეტული საქმის შესვლიდან 5 დღის


ვადაში უნდა გაიარონ წინასაკონფერენციო ეტაპი, მოამზადონ მედიაციის
კონფერენცია და ჩაატარონ იგი. ხოლო, თუ საქმე რთულ კატეგორიას ეკუთვნის,
მაშინ მედიატორი დასაბუთებული თხოვნით მიმართავს იუსტიციის
სამინისტროსთან არსებულ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების
ცენტრის უფლებამოსილ პირს და თანხმობის შემთხვევაში, აწვდის ინფორმაციას
პროკურორს და სოციალურ მუშაკს.24

3.3. შეთანხმების მიღწევა


„განრიდებისა და მედიაციის შესახებ მედიატორისთვის სახელმძღვანელო
მითითებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №94 ბრძანების თანახმად, მედიატორი
განრიდების და მედიაციის მონაწილეებს დეტალურად გააცნობს ხელშეკრულების

23http://prevention.gov.ge/page/28/geo
24საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება, განრიდებისა და მედიაციის
შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი
ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე, მიღებული 2010 წლის 12 ნოემბერს
16
თითოეულ პირობას. მას შემდეგ, რაც მედიატორი დარწმუნდება, რომ
ხელშეკრულების პირობები გასაგები და მისაღებია მხარეებისათვის, იგი გადის
ოთახიდან და დაასრულებს სამოქალაქო ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე
მუშაობას. მედიატორი მედიაციის კონფერენციის მონაწილეებს გადასცემს
მედიაციის ხელშეკრულების პროექტს და აძლევს დროს მის გასაცნობად.
მედიატორის მიერ მხარეების ინტერესების ზუსტი გაგება წარმატებული მედიაციის
ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თუ მხარეებს უჩნდებათ კითხვები, მედიატორი
პასუხობს მათ.

მედიატორი მედიაციის კონფერენციის დასრულებისას სთხოვს მონაწილეებს ხელი


მოაწერონ სამოქალაქო ხელშეკრულების ბოლო ვარიანტს. სამოქალაქო
ხელშეკრულება შეიცავს ყველა იმ პირობას, რეკვიზიტს, შესრულების პირობებს და
ვადებს, რაც აუცილებელია მედიაციის მიღწევისათვის. სამოქალაქო ხელშეკრულება
შეიძლება შეფასდეს დადებითად, თუ მისი შინაარსი კონკრეტულად და
დეტალურად განსაზღვრავს მედიაციის მონაწილეების უფლებებსა და მოვალეობებს.
კონფერენცია ითვლება დასრულებულად, როგორც კი გაფორმდება სამოქალაქო
ხელშეკრულება. მედიატორი მადლობას უხდის მხარეებს თანამშრომლობისათვის და
ამთავრებს თავის საქმიანობას. ამის შემდეგ პროკურორი ხელს აწერს დადგენილებას
არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან
დაწყებული დევნის შეწყვეტის თაობაზე. მედიაციაში მონაწილე მხარეების მიერ
შეთანხმების მიღწევით და სამოქალაქო ხელშეკრულების გაფორმებით მთავრდება
არასრულწლოვნისა და დაზარალებულის მედიაცია. ამასთანავე, კონფერენციის
ყველა მონაწილეს გადაეცემა ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი.

3.4. დაზარალებული განრიდებისა და მედიაციის პროცესში


ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დაზარალებულის (ან
დანაშაულის მსხვერპლის) პიროვნებას, მისი მსხვერპლად გახდომის უარყოფით
შედეგებს და პრევენციას. დანაშაულის მსხვერპლი დანაშაულის ჩადენის და მისი
კონტროლის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი ელემენტია. დამნაშავეს და
დანაშაულის მხვერპლს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, როგორც სუბიექტს და
ობიექტს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავეა ის, ვინც მსხვერპლს მიაყენა
ზარალი (ზიანი), ხოლო მსხვერპლია ის ვინც ზარალი (ზიანი) განიცადა.25

დაზარალებული შეიძლება იყოს ადამიანი, ორგანიზაცია, საზოგადოება და


სახელმწიფო, რომელსაც ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით საფრთხე შეექმნა,
დაზიანდა, დაზარალდა ან განადგურდა. დაზარალებულები შეიძლება ასევე იყვნენ
დანაშაულის შედეგად დაღუპული პირის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები.
ამერიკელი კრიმინოლოგის - შეიფერის აზრით, არ არსებობს დანაშაული

25 მ. შალიკაშვილი, ვიქტიმოლოგია - მეცნიერება დანაშაულის მსხვერპლის შესახებ, ქ. თბილისი, 2011 წ.


17
მსხვერპლის გარეშე. დანაშაულებრივი ქმედებით ვიღაცა ან უნდა საფრთხეში
ჩავარდეს, ან დაზარალდეს, ან დაზიანდეს, ან განადგურდეს.26

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად,


დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც
მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის
შედეგად.27

4. განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება

4.1. განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების არსი, მნიშვნელობა და


პირობები
თავდაპირველად იმის აღნიშვნით დავიწყებ რა, რომ განრიდებისა და მედიაციის
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არასრულწლოვნისა
და მისი კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის შემდეგ, პროკურორი, პრობაციის
ეროვნული სააგენტოს სოციალურ მუშაკთან ერთად ამზადებს ხელშეკრულებას.
დღეს არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება ორი სახის ხელშეკრულება:
ხელშეკრულება განრიდების და მედიაციის შესახებ და ხელშეკრულება განრიდების
შესახებ, მედიაციის გარეშე. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ
დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში განრიდების ხელშეკრულებასთან ერთად
ფორმდება მედიაციის ხელშეკრულებაც. 28

განრიდების ხელშეკრულება არის სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელიც


ითვალისწინებს არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვასა და სხვა უფლება-
მოვალეობებს. განრიდების შესახებ ხელშეკრულებაში სტრუქტურულად
გათვალისწინებულია მისი ძირითადი მონაცემები, ხელშეკრულების მიზანი,
მხარეები, სტანდარტული, დამატებითი და დასკვნითი პირობები. ხელშეკრულების
ძირითად მონაცემებს წარმოადგენს არასრულწლოვნის მაიდენტიფიცირებელი
ინფორმაცია, დანაშაულის სახე, კვალიფიკაცია და მისი ჩადენის ადგილი.
გამომდინარე იქიდან, რომ განრიდების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს
მხოლოდ იმ არასრულწლოვანთან, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე
დანაშაული, დანაშაულის კვალიფიკაციისა და მისი კატეგორიის განსაზღვრას დიდი
მნიშვნელობა აქვს. განრიდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ასევე
გათვალისწინებულია არასრულწლოვნის მშობლებისა და დაზარალებულის
ვალდებულებებიც. არასრულწლოვანი და მისი მშობლები (კანონიერი
წარმომადგენლები) კისრულობენ ვალდებულებას, დაზარალებულს აუნაზღაურონ

26 გ. თუმანიშვილი, სისხლის სამართლის პროცესის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, გამომცემლობა - „იურისტების


სამყარო“, ქ. თბილისი, 2014 წ., გვ. 167-168
27 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით 2016 წლის 20

იანვრამდე, გამომცემლობა: იურიდიული ფირმა - „ბონა კაუზა“, ქ. თბილისი, 2016 წ.


28 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება, განრიდებისა და მედიაციის

შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი


ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე, მიღებული 2010 წლის 12 ნოემბერს
18
დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი, რომლის შესახებაც დგება ცალკე
დოკუმენტი, სადაც გათვალისწინებულია ზიანის ოდენობა და ანაზღაურების წესი.
აღნიშნული დოკუმენტიც დანართის სახით დაერთვის ხელშეკრულებას.
გამომდინარე იქიდან, რომ განრიდების ხელშეკრულება არის სამოქალაქო
ხელშეკრულება, ეს ვალდებულებაც წარმოადგენს მხარეებს კერძოსამართლებრივ
ვალდებულებას და დაზარალებულს უფლება აღარ აქვს ცალკე სამოქალაქო წესით
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სტანდარტული პირობების შემდეგ,
ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია დამატებითი პირობები, რომლებიც ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა იყოს. 29 განრიდების
ხელშეკრულების დამატებითი პირობები განსაზღვრავს არასრულწლოვანის
შედარებით უფრო კონკრეტულ ვალდებულებებს, მისი მშობლების ან კანონიერი
წარმომადგენლის ვალდებულებებს, სოციალური მუშაკის ფუნქციას, საქმიანობის
წესს და პროკურორის როლს განრიდებაში.

არასრულწლოვნისთვის დაკისრებული ვალდებულება ან ქცევის შეზღუდვა უნდა


იყოს მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული. დაუშვებელია იმაზე მკაცრი
ვალდებულების გამოყენება, ვიდრე იგივე ქმედების გამო სასამართლო
შეუფარდებდა არასრულწლოვანს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია
არასრულწლოვნის ასაკისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინება, რათა
სწორად განისაზღვროს ზემოაღნიშნული ვალდებულებების პროპორციულობა.30

ხელშეკრულების დასკვნით პირობებში განისაზღვრება მისი მოქმედების ვადა,


ამოქმედების წესი, ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და მხარეთათვის
ხელშეკრულების გადაცემის წესები. განრიდების შესახებ ხელშეკრულების
მაქსიმალური ვადაა 1 წელი, თუმცა შესაძლოა გაფორმდეს ნაკლები ვადითაც.
ხელშეკრულება ამოქმედდება ყველა მონაწილე მხარის მიერ მისი ხელმოწერის
მომენტიდან. მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანაც ასევე მხოლოდ ყველა
ძირითადი მხარის წერილობითი თანხმობით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში
ძირითად მხარეებს განეკუთვნებიან - არასრულწლოვანი, მისი მშობლები (კანონიერი
წარმომადგენლები), პროკურორი და სოციალური მუშაკი. ხელშეკრულება დგება
იმდენ ასლად, რამდენი მხარეც მონაწილეობს მასში.31

განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს


არასრულწლოვნის მიმართ განრიდების პროგრამის გამოყენებაზე შეთანხმებას და
ამასთანავე მედიაციის პროცესის განხორციელებას. ამ ხელშეკრულებაში,
განრიდების ხელშეკრულებისგან განსხვავებით, დამატებით მონაწილებს
დაზარალებული და მედიატორი და გათვალისწინებულია არასრულწლოვნის ქცევის

29 არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრაცია. გაეროს ბავშვთა ფონდი, ქ. თბილისი, 2004 წ.


30 საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის, ბავშვთა კეთილდღეობის
რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეფასება, კვლევის ანგარიში, ქ. თბილისი, 2014 წ., ივლისი
31 მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური

და ფსიქოლოგიური ასპექტები, ქ. თბილისი, 2013 წ., გვ. 65


19
შეზღუდვა და სხვა უფლება-მოვალეობები. განრიდებისა და მედიაციის
ხელშეკრულება იდება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული თანახმაა მედიაციის
პროცესში მონაწილეობაზე. 32
განრიდების ხელშეკრულების მსგავსად, ამ
ხელშეკრულების მიზანია, მოხდეს არასრულწლოვნის განრიდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და მას დაეკისროს ამ
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულება. ამასთანავე, ეს
ხელშეკრულება ადგენს არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის პირდაპირი
დიალოგისა და მორიგების პირობებს. განრიდებასა და მედიაციაში როგორ უკვე
ზევით ვახსენეთ ყველა მხარე მონაწილეობს ნებაყოფლობით.

ამასთანავე, მოგეხსენებათ რა, რომ არასრულწლოვანი, როგორც განრიდების და


განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებების მხარე, არის ფიზიკური პირი 14
წლის ასაკს ზემოთ რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი. თუმცა აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არასრულწლოვანის მიერ
18 წლის ასაკის მიღწევა არ წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის
საფუძველს.33

4.2. არასრულწლოვნის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული


სარეაბილიტაციო ღონისძიებები
ხელშეკრულებაში, გარდა ვალდებულებებისა, შეიძლება აღინიშნოს სარეაბილიტაციო
ღონისძიებები. განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ხშირად გამოიყენება შემდეგი
კატეგორიის სარეაბილიტაციო ღონისძიებები: ა) განათლება: უცხო ენებისა და
კომპიუტერების კურსები; ბ) სპორტი: კალათბურთის, ფეხბურთის, ცურვის წრეები; გ) ფსიქო-
სოციალური რეაბილიტაცია: ინდივიდუალური/ოჯახური ფსიქოლოგიური კონსულტაცია,
ტრენინგები: „მოხალისეობრივი მუშაობა, ლიდერობა, გუნდურიმუშაობა“, მონაწილეობა
პროგრამაში - „ჩემი უფროსი მეგობარი“34, მონაწილეობა პროგრამაში - „განრიდება ცივი
იარაღის ტარებისთვის“; დ) სერვისები პროფესიული განვითარებისთვის: ჭრა-კერვის, თექის,
ხეზე კვეთის, მზარეულის შემსწავლელი კურსები.

ზემოაღნიშნულთან მიმართებით ასე უნდა აღინიშნოს რა, რომ სპორტისა და


ახალგაზრდობის სამინისტრო თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან და იგი
აქტიურად არის ჩართული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში.

32 თუ დაზარალებული უარს იტყვის განრიდების პროგრამაში მონაწილეობაზე და ხელს არ მოაწერს


ხელშეკრულებას, ეს მაინც არ შეაფერხებს განრიდების პროგრამის გამოყენებას არასრულწლოვნის მიმართ.
33 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით 2016 წლის 20

იანვრამდე, გამომცემლობა: იურიდიული ფირმა - „ბონა კაუზა“, ქ. თბილისი, 2016 წ.


34 “ჩემი უფროსი მეგობარი”- იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ერთობლივად

განხორციელებული პრევენციული პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს მუშაობას ქცევითი და სხვა


პრობლემების მქონე არასრულწლოვნებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ დადებითი გავლენა და სათანადო
მხარდაჭერა. პროგრამას საფუძვლად უდევს მოხალისეობითი საწყისებზე უფროს მეგობარსა და
არასრულწლოვანს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათ შორის მსგავსი პიროვნული
თვისებების, ინტერესებისა თუ ჰობის გათვალისწინებით.
20
4.3. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების
მონიტორინგი
განრიდების ან/და განრიდებისა მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შესრულების
მონიტორინგს ახორციელებს სოციალური მუშაკი. მონიტორინგი ტარდება
ყოველთვიურად ხელშეკრულების დასრულებამდე. საჭიროების შემთხვევაში,
სოციალური მუშაკი არასრულწლოვანის მიერ განხორციელებული საქმიანობის
მონიტორინგს ახდენს უფრო ინტენსიურად. არასრულწლოვნის სურვილის
შემთხვევაში შესაძლოა მონიტორინგს დაესწროს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

მონიტორინგის განსახორციელებლად სოციალური მუშაკი ხვდება


არასრულწლოვანს მინიმუმ თვეში ერთხელ, რათა ორივემ ერთად შეაფასონ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა.

ამ პროცესში ხდება არასრულწლოვნის მიერ მიღწეული შედეგების განხილვა,


შესაბამის პროგრამებში მონაწილეობის ეფექტურობის განსაზღვრა და ამ პროცესში
არასრულწლოვნისთვის სხვა პირთა მიერ აღმოჩენილი დახმარების ფარგლები.
ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკი
ერთხელ წარუდგენს პროკურორს შესაბამის ანგარიშს. ანგარიში უნდა მოიცავდეს:
არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების თითოეული პუნქტის მიხედვით,
ხელშეკრულების პირობების შესრულების მონაცემებს; ხელშეკრულების პირობის
შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამის მიზეზსა და მის განმარტებას.
ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა ხდება ხელშემკვრელ მხარეთა
თანხმობით.35

ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში


სოციალური მუშაკი წარუდგენს საბოლოო ანგარიშს პროკურორს, რომელშიც
საერთო პროგრესის გარდა უნდა იყოს მითითებული, რამდენად აღმოიფხვრა
არასრულწლოვნის მიერ ხელმეორე დანაშაული ჩადენის რისკი. საბოლოო შეფასებას
წინ უძღვის სოციალური მუშაკის შეხვედრა არასრულწლოვანთან და
ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიღწეული შედეგების განხილვა.

4.4. არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა და


განმეორებითი დანაშაულის შემთხვევა
არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების მიერ პირობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, სოციალური მუშაკი და არასრულწლოვანი განიხილავენ
ხელისშემშლელ ფაქტორებს და მის ხასიათს. თუ არასრულწლოვანი არ ასრულებს
ხელშეკრულების პირობებს ყოველგვარი სარწმუნო დასაბუთების გარეშე, მაშინ
სოციალური მუშაკი ამ ფაქტს აცნობებს შესაბამის პრობაციის ბიუროს უფროსს და

მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური


35

და ფსიქოლოგიური ასპექტები, ქ. თბილისი, 2013 წ.


21
პროკურორს, რომელიც იღებს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.36

არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების რომელიმე პირობის შეუსრულებლობა


შესაძლოა განპირობებული იყოს ობიექტური მიზეზებით - გარკვეული პროგრამის
დახურვა ან სავალდებულო აქტივობის შესრულების ობიექტური ბარიერები. ამ
შემთხვევაში, სოციალურმა მუშაკმა და პროკურორმა შეიძლება მოახდინონ
ხელშეკრულების პირობების შესწორება და კონკრეტული სავალდებულო
პირობის/პირობების ჩანაცვლება ახალი ადეკვატური პირობით/პირობებით.37

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი განრიდების პროგრამის მოქმედების


პერიოდში ჩაიდენს დანაშაულს, პროკურორი წყვეტს განრიდებას და იწყებს ან
ანახლებს სისხლისსამართლებრივ დევნას მის მიმართ. არასრულწლოვნებს
განრიდების პროგრამა აძლევს „კიდევ ერთ შანსს“ რათა შეცვალონ თავიანთი
ცხოვრება. როგორც უკვე აღვნიშნე, განრიდებული არასრულწლოვანი არ ითვლება
ნასამართლევად და გამომდინარე აქედან, თუ განრიდებული არასრულწლოვანი
მომავალში ჩაიდენს დანაშაულს (განმეორებით დანაშაულს), ეს ფაქტი დამამძიმებელ
გარემოებად არ იქნება მიჩნეული.38

5. არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია (აღდგენითი მართლმსაჯულების


ეფექტურობა არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან
შედარებით)
მოგეხსენებათა რა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
საქართველოს პარალამენტმა მესამე მოსმენით 2015 წლის 12 ივნისს მიიღო. კოდექსის
დასკვნითი დებულებების მიხედვით, განრიდებისა და მედიაციის
მარეგულირებელი ნორმები 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის IV კარის VI თავი დათმობილი აქვს
არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს, უშუალოდ განრიდებას ეხება 38-48
მუხლები. ოთხ ძირითად საკითხ გამოვყობთ აღნიშნული თემის ირგვლივ: 1.
განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო; 2. განრიდების გამოყენების
წინაპირობები; 3. განრიდების ღონისძიებები; 4. განრიდების ღონისძიებების
ზედამხედველობითი ორგანო.39

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, განრიდება


შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინასასამართლო სხდომამდე ან საქმის
სასამართლოში წარმართვის შემდეგ. 2015 წლის იანვრის მდგომარეობით პროექტის

36 განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში


სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის, მუხლი 5, ნაწილი 4-5, ქ. თბილისი, 2011 წ.
37 განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში

სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის, მუხლი 5. ნაწილი 8, ქ. თბილისი, 2011 წ.


38 გ. არსოშვილი, გ. მიქანაძე, მ. შალიკაშვილი, პრობაციის სამართალი, ქ. თბილისი, 2015 წ., გვ. 172-173

39 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, 2016 წლის თებერვლის მგომარეობით

22
მიხედვით, სასამართლოს მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეეძლო
საქმე განრიდებისათვის დაებრუნებინა პროკურირსათვის, ახლა კანონი მას აძლევს
უფლებას ეს გადაწყვატილება მიიღოს საკუთარი ინიციატივითაც. 40
დადებით
მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ეს ფაქტი, ვინაიდან მოსამართლე თუკი მიიჩნევს
რომ მიზანშეწონილია განრიდების გამოყენება კონკრეტული შემთხვევის დროს,
უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით დაუბრუნოს საქმე
პროკურორს.

მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთის თვალსაზრისით მიზანშეწონილად


მივიჩნიე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის და მისი პროექტის
შედარება. პირველი განსხვავება კოდექსსა და პირვანდელ პროექტს შორის არის
თავად განრიდების არსში. პროექტის მიხედვით, განრიდების გამოყენება
შესაძლებელი იყო როგორც დანაშაულის ჩადენისას, ასევე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეებზე, შესაბამისად გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს
ცნებაც უფრო ფართო იყო. ბავშვის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის
შემთხვევაში განრიდების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია
მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც განიხილავს ადმინსიტაციული
სამართალდარღვევის საქმეს. ბავშვის მიერ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში, განრიდების თაობაზე გადაწყვეტილებას წინასასამართლო
სხდომის გამართვამდე იღებს პროკურორი. თუკი განრიდების თაობაზე
გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული წინასასამართლო სხდომის გამართვამდე,
სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით,
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განრიდების ერთი არ რამოდენიმე ზომის
გამოყენებით არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების შესახებ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია განრიდების გამოყენების წინაპირობები.


განრიდების გამოყენება შესაძლებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას: ა)
არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ
არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა; ბ)
არასრულწლოვანი ნასამართლევი არ არის; გ) არასრულწლოვანი განრიდება -
მედიაციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა; დ) არასრულწლოვანი დანაშაულს
აღიარებს; ე)პროკურორის/სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის
გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობს; ვ) არასრულწლოვანი და მისი
კანონიერი წარმოამდგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით
ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავენ. 41

40 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი


41 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, 2016 წლის თებერვლის მგომარეობით
23
პროექტში დანაშაულის აღიარების პუნქტი ამგავრად იყო ჩამოყალიბებული:
„ბავშვი ძალდატანების გარეშე და ნებაყოფლობით აცნობიერებს პასუხისმგებლობას
ჩადენილი სამართალდარღვევისთვის.“ კოდექსში ამოიღეს ეს მუხლი, ვინაიდან
შეიძლება ითქვას ბუნდოვანი იყო და კონკრეტულ შემთხვევებში ძნელად
განსასაზღვრი იქნებოდა როდის აცნობიერებს ბაშვი ჩადენილ ქმედებას, იგი
შეიძლება აღიარებდეს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს.42

კოდექსი ღიად ტოვებს საკითხს, თუკი ბავშვს არ ჰყავს მშობლები ან კანონიერი


წარმომადგენლები, ან მათი ადგილსამყოფელი უცნობია, რა შეიძლება იყოს
გამოსავალი. პროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, თუკი ბავშვს არ ჰყავს
მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები, მათი ადგილსამყოფელი უცნობია ან
ბავშვი განცალკევებულია მათგან, ან არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ბავშვსა და
მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შორის, სასამართლო ნიშნავს საპროცესო
წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია, გასცეს თანხმობა განრიდების
გამოყენებაზე. 43

მიმაჩნია, რომ განრიდების გამოყენებისას რამდენიმე დეტალია სადავო. არსებობს


გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვნის გამოსწორება ხდებოდეს განრიდების და
არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გზით. ვინაიდან განრიდების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არაერთი გარემოება მიიღება მხედველობაში
და ინდივიდუალურად ხდება როგორც ვითარების, ასევე ბავშვის პიროვნების
შესწავლა. კანონმდებელი უნდა უტოვებდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს
უფლებამოსილებას, რომ გარკვეულ გამონაკლისს შემთხვევებში განრიდების შესახებ
გადაწყვეტილება მიიღოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროსაც.

მეორე საკითხი, რაზეც კანონმდებელს ვერ დავეთანხმები არის განრიდების


გამოყენების შეუძლებლობა, თუკი ერთხელ უკვე იყო პირი განრიდებული.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შემოღებისას, მისი მთავარი გზავნილი იყო
არასრულწლოვნისათვის ერთი შანსის მიცემა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე უკვე როდესაც
გაამართლა პროექტმა და სახეზე გვაქვს არაერთი წარმატებით დასრულებული
შემთხვევა, უნდა იყოს შესაძლებლობა განრიდების მეორედ გამოყენების ან
გარკვეულ შემთხვევაში ნასამართლევი არასრულწლოვნის განრიდებისა, თუკი ეს
იქნება ბევრად ეფექტური ღონისძიება კონკრეტულ შემთხვევაში.

დადებით ფაქტად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ კოდექსში გაწერილია


დეტალურად როგორც განრიდების გამოყენების წინაპირობები, ასევე ღონისძიებათა
ჩამონათვალი, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არასრულწლოვნის მიმართ.

42არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი


43მ. შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი: არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კრიმინოლოგიური, სისხლისსამართლებრივი, პენიტენციური და საერთაშორისო
სამართლებრივი საფუძვლები, ქ. თბილისი, 2011 წ.
24
მოქმდი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასრულწლოვნის გარანტიებს
განრიდების დროს, კოდექსის 41-ე მუხლში განრიდების დროს არასრულწოვნის
გარანტიების ასახვა დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. განრიდების
პროცესში არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის აღიარება და მის შესახებ
მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლება სასამართლოში მის წინააღმდეგ იქნეს
გამოყენებული. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე
არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და ადვოკატს უნდა მიეწოდოთ
დეტალური ინფორმაცია განრიდების არსის, პირობების და განრიდების
ღონისძიებების შეუსრულებლობის შესახებ.

დადებით შეფასებას იმსახურებს ის გარემოება, რომ კოდექსში ამოღებულია


ტერმინი საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც პროექტში იყო მოხსენიებული.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი/პროცესში
მონაწილე პირი - მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი,
საზოგადოებრივი ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის
ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პატიმრობის
შესაბამისი დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს
სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.“44

აქ ბუნდოვანია რა იგულისხმება საზოგადოებრივ ადვოკატში, პროექტის 21-ე


მუხლში გაწერილი იყო ამგავრი განმარტება: იურიდიული დახმარების სამსახურში
ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ
ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანს პირველი
მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით უმოკლეს ვადაში.

საზოგადოებრივ ადვოკატში სახაზინო ადვოკატი იგულისხმებოდა, რომელთა


ჯგუფიც გადამზადდებოდა სახელმწიფოს მიერ. ამ დროს სერიოზული პრობლემის
წინაშე შეიძლება დავმდარიყავით. 21 -ე მუხლის დანაწესი წინააღმდეგობაში
მოდიოდა ამავე პროექტის 28-ე მუხლთან, რომელიც არასრულწლოვნის კანონიერ
წარმომადგენელს ანიჭებდა უფლებას დამოუკიდებლად შეერჩია და მოეწვია
ადვოკატი. პროექტის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში
მონაწილეობის მიღება მხოლოდ სპეციალურად გადამზდებულ საზოგადოებრივ
ადვოკატს შეეძლო, რაც ცალსახად ზღუდავდა არასრულწლოვნის უფლებას თავად,
საუთარი სურვილისამებრ აერჩია დამცველი. ყოველივე გათვალისწინებული იქნა
კანონმდებლის მიერ, და კოდექსი ნაცვლად საზოგადოებრივი ადვოკატისა ზოგადად
ადვოკატია მოხსენიებული. თუმცა ცალსახად ავღნიშნავ, რომ როგორც ადვოკატი,

44საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, სამეცნიერო კონფერენცია, გამომცემლობა: კავკასიის


უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, გამომცემლობა - „რეგტაიმი“-
თან თანამშრომლობით, ე. ბურჯანაძის სტატია, არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია, ქ. თბილისი, 18
ნოემბერი, 2016 წ.
25
ასევე მოსამართლე, პროკურორი, სოციალური მუშაკი უდაოდ საჭიროებენ
სპეციალურ გრძელვადიან გადამზადებას.

ვფიქრობ რა, რომ რეკომენდირებული იქნება, ცვლილება შევიდეს კოდექსის 39-ე


მუხლის მე-5 ნაწილში, რომელიც პროკურორის მიერ განრიდებაზე უარის თქმის
შემთხვევაში არასრუწლოვანს და მის წარმომადგენელს უფლებას ანიჭებს
განრიდების მოთხოვნით მიმართოს ზემდგომ პროკურორს. 45
მიმაჩნია, რომ
აუცილებელია პროკურორის უარი განრიდებაზე საჩივრდებოდეს არა ზემდგომ
პროკურორთან, არამედ სასამართლოში და ეს ყოველივე გაიწეროს
კანონმდებლობაში.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც სასურველია განხორციელდეს, ეხება განრიდების


გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს. ზოგიერთ ქვეყანაში გარდა პროკურატურისა და
პოლიციისა, სასამართლოსაც ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება განარიდოს
არასრულწლოვანი. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ძირითადად მოსამზადებელ
სხდომაზე ხდება, მთავარ სასამართლო პროცესამდე. მაგალითად, ტაჯიკეთში
განრიდება შესაძლოა განახორციელოს, როგორც პოლიციამ, ისე პროკურორმა და
სასამართლომაც. ასევე სამივე ორგანოს ანიჭებს განრიდების შესაძლებლობას
ფილიპინების კანონმდებლობაც. განრიდება ფილიპინების კანონმდებლობაში 2006
წელს დაინერგა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და სოციალური
კეთილდღეობის შესახებ კანონის 24-ე ნაწილში ვკითხულობთ: „განრიდება შეიძლება
გამოყენებული იქნეს კატარუნგანგ პამბარანგაიში (Katarungag Pambarangay)
საზოგადოებრივ დონეზე. პოლიციის გამოძიების, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების
ეტაპებზე და საქმის წარმოების ყველა დონეზე და ყველა ფაზის განმავლობაში, მათ
შორის სასამართლო დონეზე.“

მიმაჩნია, რომ საქმის ყველა ეტაპზე უნდა იყოს შესაძლებელი განრიდება, და


შესაბამისად სხვადასხვა იქნება გადაწყვეტილების მიმღები პირიც იმისდა მიხედვით
თუ საქმის მსვლელობის რა ეტაპზე მოხდება განრიდება. წინასასამრთლო
სხდომამდე პროკურორის უფლებამოსილება უნდა იყოს, უკვე სასამართლოში -
მოსამართლე უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას და ა.შ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი
იქნება ასევე დაინერგოს ახალი მექანიზმი, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილების
შემდგომაც იყოს შესაძლებელი არასრულწლოვნის განრიდება. თუმცა ამ დროს
განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაცია იმოქმედებს. ეს მისცემს სტიმულს
არასრულწლოვანს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი, აქვს კიდევ
ერთი შანსი, იმისათვის, რომ თავი აარიდოს ფორმალურ მართლმასჯულებას და
ამგავრად გამოსწორდეს. ყოველივე ამ ცვლილების განხორციელება
კანონმდებლობაში, იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, თუკი მოხდება

45 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, 2016 წლის თებერვლის მგომარეობით

26
გადაწყვეტილების მიმღები და წარმოებაში მონაწილე ყველა სუბიექტის
სპეციალური გადამზადება.

6. განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობა და


პრაქტიკულ-სამართლებრივი ხასიათის პრობლემები

6.1. განრიდებისა და მედიაციის მნიშვნელობა


განრიდება და მედიაცია საქართველოში ახლად დანერგილი ინსტიტუტია. მისი
განვითარებისათვის აუცილებელია სამართლებრივ სივრცეში არსებული, მასთან
დაკავშირებულ იურიდიული ლიტერატურაში წარმოდგენილი დასკვნებისა და
რეკომენდაციების გაანალიზება.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფო და


საზოგადოებრივი თვალსაზრისით. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

მოზარდის აღზრდა

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა უზრუნველყოფს მოზარდის აღზრდას.


პირველად თავის ცხოვრებაში მოზარდს უხდება სახელმწიფო ორგანოებთან და
საზოგადოების სხვა, მისთვის უცნობ წევრებთან ახლო ურთიერთობა. განრიდებისა
და მედიაციის წარმატების შემთხვევაში იგი ხვდება, რომ: 1. მის მიერ ჩადენილმა
კანონდარღვევამ სხვა ადამიანს ავნო, მიაყენა მატერიალური ზარალი და გამოიწვია
ფსიქოლოგიური პრობლემები; 2. სახელმწიფო კონტროლის ორგანოები მუშაობენ
სათანადოდ და ცდილობენ მისთვის ჭეშმარიტი ინტერესების მქონე ღონისძიებების
გატარებას და არა მის დასჯას. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში
კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდს უჩნდება საზოგადოებისადმი პატივისცემის
გრძნობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მისგან კანონმორჩილი პიროვნების
ჩამოყალიბებას.

დაზარალებულის რეაბილიტაცია

აღსანიშნავია, რომ მედიაციის პროგრამა ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულის


რეაბილიტაციისთვის ხელშეწყობას. დაზარალებული, რომელიც ახლოს გაეცნობა
არასრულწლოვანს, გაიგებს მის მიერ ჩადენილი უკანონობის მოტივსა და მიზანს, იგი
უარყოფითად აღარ განეწყობა როგორც კონკრეტულად არასრულწლოვანის, ასევე
ზოგადად მოზარდთა მიმართ. გარდა ამისა, დაზარალებულს არ ჩამოუყალიბდება
შიში ზოგადად დანაშაულის მიმართ და იგი საზოგადოების აქტიური მოქალაქე
იქნება. დაზარალებულის რეაბილიტაცია (სამართლიანობის აღდგენა) ასევე
მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის, რადგან თავის მხრივ, არ დაიკარგება ნდობა

27
კონკრეტულ მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს
მომავალში მათ შორის თანამშრომლობას.46

საზოგადოების ჩართულობა

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა უზრუნველყოფს საზოგადოების


ჩართულობასაც. განრიდება-მედიაციის ხელშეკრულებით არასრულწლოვანს
ევალება გარკვეული ვალდებულებების შესრულება მათ შორის ისეთისაც, რომლის
დროსაც არასრულწლოვანმა უნდა გამოიჩინოს გარკვეული საზოგადოებრივი
ჩართულობა, რაც მისასალმებელია, რადგან მოზარდი საზოგადოების აქტიური
წევრი ხდება.

რეციდივის თავიდან აცილება

არასრულწლოვანს, რომელიც მოხვდა განრიდება-მედიაციის პროგრამაში, უფრო


ნაკლებად ექნება სურვილი განმეორებით ჩაიდინოს დანაშული. დღეისათვის,
არასრულწლოვნების მიერ განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბენეფიციარებისათვის საჭირო სერვისების
მიწოდებას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. განრიდებისა და
მედიაციის პრაქტიკულ-სამართლებრივი ხასიათის პრობლემები

არაერთი სპეციალისტის აზრით, განრიდებისა და მედიაციის დღეისათვის მოქმედ


პროგრამას გააჩნია როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული ხასიათის
პრობლემები.

საკანონმდებლო რეგულირების პრობლემა

საკანონმდებლო ხასიათის პრობლემებიდან უმთავრესია ის, რომ განრიდება და


მედიაცია არ ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც არღვევს
თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს; განრიდება და მედიაცია ასევე უნდა
განხორცილდეს როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე დანაშაულებზეც;
განრიდებისა და მედიაციის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს
მართლმსაჯულების ნებისმიერ ეტაპზე (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო,
სასჯელაღსრულებითი დაწესებულება); შესაძლებელი უნდა იყოს, რომ პროკურორის
უარი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულზე არასრულწლოვნის განრიდებისა და
მედიაციის პროგრამაში ჩართვაზე გასაჩივრდეს სასამართლოში, ხელშეკრულების
ვადა უნდა გაიზარდოს 24 თვემდე, უკანასკენლს არაერთი მეცნიერ-მკვლევარი
ამტკიცებს და უჭერს მხარს. ამასთან, მათი შეხედულებით ხელშეკრულების
ხანგრძლივობა დამოკიდებული უნდა იყოს პროფესიული ან სარეაბილიტაციო

46
მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური
და ფსიქოლოგიური ასპექტები, ქ. თბილისი, 2013 წ.

28
პროგრამის ხანგრძლივობაზე; მედიაციის კონფერენციის ხანგძლივობა არ უნდა
გაგრძელდეს შეუსვენებლივ 2 საათზე მეტს, ხოლო მთელი დღის განმავლობაში არ
უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

პრაქტიკული ხასიათის პრობლემები

მედიაციის კონფერენციაში პროკურორის მონაწილეობა ძაბავს მონაწილე მხარეებს;


მედიატორი თავად უნდა ადგენდეს მოზარდის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას და
რისკ-ფაქტორებს; მედიაციას უნდა ახორციელებდეს სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია (არასამთავრობო სექტორი) და არა
იუსტიციის სამინისტრო; არასრულწლოვნისათვის დაკისრებული ვალდებულება
უნდა იყოს ორიენტირებული მის მომავალზე. მოზარდისათვის კონკრეტულ
სფეროში პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს გრძელვადიანი
პერსპექტივით, რომ ხელი შეუწყოს სამომავლოდ მის დასაქმებას; ხელშეკრულების
პირობებმა უნდა უზრუნველყოს მოზარდის აღზრდა; ხელშეკრულებაში არ უნდა
იყოს ბევრი პირობა, რისი განხორციელებაც მოზარდს შეიძლება გაუძნელდეს;
განრიდების და მედიაციის ხელშეკრულებით მშობელს არ უნდა ევალებოდეს
შეატყობინოს სოციალურ მუშაკს (პროკურორს) საკუთარი შვილის მიერ
ხელშეკრულების პირობების დარღვევა; სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი ბიო-
ფსიქო-სოციალური შეფასება უნდა იყოს ინფორმაციული და ორიენტირებული
მოზარდის რისკ-ფაქტორებზე.

დასკვნა
ნაშრომში შესაძლებლობისამებრ შევეცადე ამომწურავად წარმომედგინა
სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სფეროში არსებული ისეთი პროცესუალურად რთული და ამასთან, მნიშვნელოვანი
ინსტიტუტების რაობა, როგორიცაა განრიდება და მედიაცია. განხილულ საკითხთან
მიმართებით სიახლის წარმოჩენა რთულია, მეტწილად მკრეხელობაც არის ან რა
უნდა ითქვას ახალი როცა განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი როგორც
კანონმდებლების ისე მეცნიერ-მუშაკთა მიერ საკმაოდ ამომწურავად არის
დამუშავებული. თუმცა გარკვეული საკითხების წინაპლანზე წამოწევა და
დეტალური გაშუქება, არგუმენტირებული მსჯელობა, საკვლევი თემის ძირითადი
და სპეციფიკური საკითხების შეჯამება, ამასთან მცირედი კრიტიკა არ იქნება ურიგო.
ამდენად, მოკლე რაკურსით მიმოვიხილე განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, თავისი ისტორიულ-სამართლებრივი
ასპექტების ექსკურსით, ვიხელმძღვანელე რა, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით რომლის ანალიზის საფუძველზეც
შევეცადე ამეხსნა განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტის ადგილი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, ამრიგად დაისვა და შესაბამისად
29
გაეცა პასუხი ისეთ კითხვებს როგორიცა: თუ რა პრინციპებს ეყრდონა განრიდებისა
და მედიაციის ინსტიტუტი? როგორია არასრულწლოვანთა განრიდებისა და
მედიაციის პროცესი? რა არის განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების არსი?
აღდგენითი მართლმსაჯულების ეფექტურობა, არასრულწლოვანთა
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით? რა მნიშვნელობისაა
განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი და რა პრაქტიკულ-სამართლებრივი
ხასიათის პრობლემები იჩენს თავს მის განხორციელებაში?

ნაშრომში განხილული საკითხები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმასთად


დაკავშირებით, რომ განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტი სხვადასხვა მიზეზთა
გამო საუკეთესო საშუალებაა დავის გადასაწყვეტად. გამომდინარე აქედან,
აუცილებლად უნდა შეეწყოს ხელი მის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში. აუცილებლად
უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია, რათა ხელი შეეწყოს
განრიდება-მედიაციის პროგრამის უფრო ხშირად გამოყენებას. ის, ვინც არ იცის
მედიაციის არსებობის შესახებ, რასაკვირველია, ვერც გადაწყვეტს დავას
მედიატორის დახმარებით. ამასთან, აქტიური პროპაგანდა უნდა წარმოებდეს
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შორის. მათ უნდა შესთავაზონ მედიაციის
სხვადასხვა კურსი, რადგან ძირითადად იურისტები წარმოადგენენ მედიატორებს
(თუმცა, არც სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაა ეს საქმიანობა აკრძალული).
მედიაციის მხარდაჭერა სამართლებრივი პოლიტიკის რანგში უნდა იქნეს აყვანილი
და სახელმწიფომ ამას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. სწორედ ეს მოახერხა
ყველა იმ ქვეყანამ, რომლებშიც, დღესდღეისობით, დავების უმრავლესობა მედიაციის
მაგიდასთან და არა სასამართლო დარბაზში წყდება. სახელმწიფოს როლი მედიაციის
განვითარებაში უდიდესია, ის ვალდებულია დაანახოს მოსახლეობას, რომ
მედიაციის პროცესი ბევრად ხელსაყრელია კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში,
როგორც მხარეებისთვის, ისე სასამართლოში საქმეთა რაოდენობის შემცირების
კუთხით, რაც საგრძნობლად დაზოგავს ბიუჯეტს. მედიაცია, ეს არის დავის
გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის გამოყენებაც აუცილებელია
ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი თუ მოქალაქეობრივი განვითარების კუთხით.

ამასთანავე, მიმაჩნია რა, რომ განრიდების ინსტიტუტი არის სწრაფი და ეფექტური


მართლმსაჯულების განხორციელების ყველაზე ქმედითი ფორმა, რომელიც
სახელმწიფოსა და მოქალაქის კონფორტულ ურთიერთობას ემსახურება და
საპროცესო შეთანხმებასთან შედარებით, გაცილებით მეტი დადებითი მხარე აქვს
ბრალდებულისათვის. განრიდებას შეუძლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი
შეასრულოს პატიმართა რაოდენობის შემცირების კუთხით. ვინაიდან, პირის
განრიდება შესაძლებელია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ფაქტზე, იმ
შემთხვევაში თუ განრიდების სუბიექტი შეასრულებს კოდექსით განსაზღვრულ
პირობებს. ამასთან განრიდების თითოეულ პირობას თავისი დანიშნულება,
გამოყენების საფუძველი და მიზანი გააჩნია. პირის განრიდება ნიშნავს, რომ მის

30
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ
ამჟამად საქართველოში ყველა მეტად გავრცელებული დანაშაულები ხვდება სწორედ
იმ დანაშაულთა სიაში, რომლებზეც შესაძლებელია განრიდების მექანიზმის
გამოყენება. ასევე, ზოგადად, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულების ხვედრითი
წილი დანაშაულთა საერთო რაოდენობის უმეტესობას წარმოადგენს. ეს კი
თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ განრიდების მექანიზმის ამოქმედებით
შესაძლებელია პატიმართა რაოდენობის შემცირება.

და ბოლოს, განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტის განსაკუთრებულობა ასევე


იმაში გამოიხატება, რომ განრიდება და მედიაციის პროცესის და პროგრამის
ძირითადი მნიშვნელობა არის კონფლიქტის საფუძვლიანი მოგვარება, რაც თავის
მხრივ ხელს შეუტყობს მხარეებში სამართლიანობის აღდგენის განცდის
ჩამოყალიბებას. ეს კი გამორიცხავს თვითიუსტიციას და შუარისძიებას ან
სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უნდობლობას. ამავე, დროს კოფლიქტის
საფუძვლიანი მოგვარებით შემცირდება მართლმსაჯულების სიტემის ხარჯები.
როგორც სამართლის ეკონომიკურმა ანალიზმა ცხადყო ეს ასევე მეტად
მნიშვნელოვანია.

განხილულ ნაშრომში ასევე შესაძლებლობისამებრ, შევეცადე ამომწურავად


წარმომედგინა მოკლვევის ობიექტთან მიმართებით არსებული ქართველ და
უცხოელ მკვლევარ-მეცნიერთა მოსაზრებები და მიდგომები, მათი არგუმენტები და
კონტრარგუმენტები წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით ერთგვარ
სახელმძღვანელო წყაროს წარმოადგენს ხოლო სამართლებრივ სივრცეში არსებული
პრეცედენტები, საერთაშორისო მიდგომები და სტანდარტები დამეხმარა საკვლევი
თემის უკეთ ილუსტრირებისათვის. წარმოდგენილი ნაშრომი აშკარად ცხადყოფს
განრიდებისა და მედიაციის ეფექტურობას, მნიშვნელოვან ნაბიჯს სისხლის
სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ და რაც მთავარია იკვეთება
აღნიშნულ ინსტიტუტთა სამომავლოდ განვითარების ტენდენციები.

31
გამოყენებული ლიტერატურა/ბიბლიოგრაფია:

ნორმატიული მასალა
1. საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტო;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით
2014 წლის 5 თებერვლამდე;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20
თებერვალი, ცვლილებებითა და დამატებებით 2016 წლის 20 იანვრამდე,
გამომცემლობა: იურიდიული ფირმა - „ბონა კაუზა“, ქ. თბილისი, 2016 წ.;
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი;
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, 2016 წლის, თებერვლის
მდგომარებოით;
6. გაეროს 1989 წლის, 20 ნოემბრის კონვენცია, „ბავშვთა უფლებების შესახებ“;
7. გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ
მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინის წესები);
8. გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დასაცავად
(ჰავანის წესები)
9. საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“, მიღებული 2008 წლის 21
ოქტომბერს;
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №181 ბრძანება, სისხლის სამართლის
პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების
შესახებ, მიღებული 2010 წლის, 8 ოქტომბერს;
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება,
განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო
მითითებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი
პირობების დამტკიცების თაობაზე, მიღებული 2010 წლის 12 ნოემბერს;
12. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა მინისტრის №29 ბრძანება, განრიდების ან/და განრიდებისა და
მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში
სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე,
მიღებული 2011 წლის 22 თებერვალს;
13. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის №94
ბრძანება, განრიდებისა და მედიაციის შესახებ მედიატორებისათვის
სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცების თაობაზე, მიღებული 2010 წლის
7 დეკემბერს;
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415
გადაწყვეტილება;
15. საქართველოს პრეზიდენტის №235 ბრძანებულება, არასრულწლოვანთა
დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ, მიღებული 2012
წლის 22 მარტს;
32
სამეცნიერო ლიტერატურა
1. არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი,
ქ. თბილისი, 2004 წ.
2. ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, დამნაშავის მონაწილეობა განრიდებისა და
მედიაციის პროცესში, ქ. თბილისი, 2011 წ.
3. გ. აბაშიძე, პროკურორი - გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი, ქ. თბილისი,
2011 წ.
4. გ. გაბრიჩიძე, თანაზომიერების პრინციპი ევროპის გაერთიანების სამართლის
ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. წიგნში: კ. კორკელია
(რედ.), ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და მათი გავლენა
საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე. ქ. თბილისი, 2006 წ.
5. გ. ნაჭყებია, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, ქ. თბილისი, 2011 წ.
6. გ. თუმანიშვილი, სისხლის სამართლის პროცესის ზოგადი ნაწილის
მიმოხილვა, გამომცემლობა - „იურისტების სამყარო“, ქ. თბილისი, 2014 წ.
7. გ. ცერცვაძე, მედიაცია, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმა,
გამომცემლობა: „მერიდიანი“, ქ. თბილისი, 2010 წ.
8. გ. ცერცვაძე, საერთაშორისო არბიტრაჟი, ქ. თბილისი, 2010 წ.
9. გ. არსოშვილი, გ. მიქანაძე, მ. შალიკაშვილი, პრობაციის სამართალი, ქ.
თბილისი, 2015 წ.
10. ე. კოდუა, არასრულწლოვანთა სტიგმატიზაცია, ქ. თბილისი, 2004 წ.
11. ზ. ინწკირველი, არასრულწლოვანი ბრალდებულის ხასიათის თავისებურების,
მოთხოვნილების და ინტერესის გათვალისწინება დაკითხვის პროცესში,
ჟურნალი - „სამართალი“, 4-5, ქ. თბილისი, 2000 წ.
12. ი. კობახიძე, ა. დემეტრაშვილი, კონტიტუციური სამართალი, 2011 წლის 1
ოქტომბრის მდგომარეობით, საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, ქ. თბილისი,
2011 წ.
13. მ. შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
თავისებურებანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კრიმინოლოგიური, სისხლისსამართლებრივი, პენიტენციური და
საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები, ქ. თბილისი, 2011 წ.
14. მ. შალიკაშვილი, არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის
სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები,
ქ. თბილისი, 2013 წ.
15. მ. შალიკაშვილი, ვიქტიმოლოგია - მეცნიერება დანაშაულის მსხვერპლის
შესახებ, ქ. თბილისი, 2011 წ.
16. ნ. გვენეტაძე, მ. კვაჭაძე, ე. წიკლაური-ლამიხი, მ. გაბუნია, არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულება: განრიდება და მედიაცია, ქ. თბილისი, 2012 წ.
17. ნ. ზაზაშვილი, პირადი ჩანაწერები

33
18. ნ. არაყიშვილი, მედიაცია და განრიდება (სტატია), აკადემიური მაცნე,
სამართალი, ბიზნესი და მართვა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, 2015 წ.
19. საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების
კეთილდღეობისათვის, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე
ზრუნვის სისტემის შეფასება, კვლევის ანგარიში, ქ. თბილისი, 2014 წ.
20. საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, სამეცნიერო კონფერენცია,
გამომცემლობა: კავკასიის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის
უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, გამომცემლობა - „რეგტაიმი“-თან
თანამშრომლობით, ე. ბურჯანაძის სტატია, არასრულწლოვანთა განრიდება და
მედიაცია, ქ. თბილისი, 18 ნოემბერი, 2016 წ.
21. უ. ვაიდკუნი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები
(ნაწყვეტი), 2009 წ.
22. ქეროლინ ჰამილტონი, სახელმძღვანელო დოკუმენტი, არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო
მითითებები, გაეროს ბავშვთა ფონდი - ბავშვთა დაცვის განყოვილება, მაისი,
2011 წ.

უცხოენოვანი ლიტერატურა
1. Libuda-Köster, A., Compensation and young offenders, the criminal law review 1990.
S. 243

ინტერტენსაიტები
1. https://www.youtube.com/watch?v=EVU0AS1T5A0 - IDF ვიდეო ლექცია N4. ტატო
ქელბაქიანი. "სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სფეროში";
2. https://www.youtube.com/watch?v=fyh-92kEyvs - Nx Speaker: ანდრო გიგაური -
მედიაცია სისხლის სამართალში
3. http://ganrideba.ge - უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 01.02.2018;
4. http://pog.gov.ge - უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 01.02.2018;
5. http://prevention.gov - უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 01.02.2018;
6. http://www.ph-int.org - უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 01.02.2018;
7. http://iuristebi.ge - უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 02.02.2018;
8. https://mimomxilveli.wordpress.com - უკანასკნელად იქნა გადამოწმებული
02.02.2018;
9. http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=3586 - უკანასკნელად იქნა
გადამოწმებული 03.02.2018;
10. http://www.legalaid.ge/?action=page&p_id=265&lang=geo - უკანასკნელად იქნა
გადამოწმებული 04.02.2018;
11. https://sheniuplebebi.wordpress.com - უკანასკნელად იქნა გადამოწმებული
04.02.2018

34

You might also like