You are on page 1of 23

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვანის

წინააღმდეგ

საგანი: სისხლის სამართალი


დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვანის
წინააღმდეგ

 ობიექტი - არასრულწლოვანის ნორმალური ზნეობრივი,


ფიზიკური განვითარება, ასევე ოჯახის კანონიერი
ინტერესების დაცვა
 ობიექტური შემადგენლობა - უმეტესი ნაწილი
გამოიხატება მოქმედებაში, იშვიათ შემთხვევაში
შესაძლებელია უმოქმედობაც (ალიმენტის გადახდისაგან
თავის არიდება).
 ზოგიერთი მათგანი შეიძლება გამოიხატოს როგორც
მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში (შვილად აყვანის
წესის დარღვევა)
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვანის
წინააღმდეგ

 დანაშაულთა ნაწილის დამთავრებულად ცნობისათვის


საკმარისია კანონში აღნიშნული ქმედების ჩადენა და
შედეგს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო ზოგიერთი
მათგანი მატერიალური შემადგენლობისაა.
 ცალკეულ შემთხვევებში სუბიექტი სპეციალურია.
 უმეტესი ამ დანაშაულთაგან განზრახი დანაშაულია.
შვილად აყვანის წესის დარღვევა შესაძლებელია,
როგორც განზრახ, ასევე გაუფრთხილებლობით.
მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში

 ქმედების ობიექტი - არასრულწლოვანის ნორმალური ზნეობრივი და


ფიზიკური განვითარება. დამატებითი ობიექტი - არასრულწლოვანის
ჯანმრთელობაც.
 ქმედება - მოქმედება და უმოქმედობაც. ეს ქმედებებია:

 არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა


ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე;
 არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა
არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა.
მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში
 არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე - როდესაც პირი აიძულებს
არასრულწლოვანს დაიწყოს მათხოვრობა ან სხვა
ანტისაზოგადოებრივ ქმედება.
 არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე - უცხო
ადამიანებისაგან ფულის, ტანსაცმლის, პროდუქტებისა თუ სხვა
ნივთების სისტემატური თხოვნა.
 თუ არასრულწლოვანის დაყოლიება მათხოვრობაზე ხდება მისი
ექსპლუატაციის მიზნით, ქმედება დამატებით უნდა დაკვალიფიცირდეს
არასრულწლოვანით ვაჭრობის მუხლითაც.
მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში

 არასრულწლოვნის დაყოლიება სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე


გულისხმობს ლოთობაში, აზარტულ თამაშში, მაწანწალობაში
არასრულწლოვანის ჩაბმას.
 დაყოლიება შეიძლება განხორციელდეს არასრულწლოვანის
ფსიქიკაზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით (ჩიჩინით, აგიტაციით,
მოსყიდვით, მუქარით, ცემით).
 დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი შეძლებს ჩააბას
არასრულწლოვანი მათხოვრობაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ
ქმედებაში.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივი და
მიზანი ზეგავლენას არ ახდენენ ქმედების კვალიფიკაციაზე.
მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში

 არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა


არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა - მოზარდის ჩაბმა ისეთ
სამკურნალო ან ტექნიკური თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების
ნივტიერებების არასამედიცინო მოხმარებაში, რომელიც იწვევს
არასრულწლოვანის ფსიქიკისა და ქცევის არსებითად შეცვლას,
სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას და შეიძლება გამოიწვიოს
სიკვდილიც კი (სხვადასხვა ალკოჰოლური ნივთიერებების ნარევი,
დემედროლისა და ალკოჰოლის ნარევი, ქლოროფორმი, ქლორეთილი,
ეთერი და სხვა).
 ეს ნივთიერებები არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ
საშუალებებს.
მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში

 სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებას ადგილი


აქვს მაშინ, როცა არასრულწლოვანი მას იყენებს არა ექიმის
დანიშნულებით, არამედ თვითნებურად, არა სამკურნალო მიზნით,
არამედ გასაბრუებლად.

 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,


ჩადენილი არაერთგზის.
მუხლი 172. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო
გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით

 ქმედების ობიექტი - არასრულწლოვანის ხელშეუხებლობა, მისი


უფლება ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების პირობები
საკუთარ ოჯახში.
 დაზარალებული - 18 წელს მიუღწეველი პირი.
 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხარება მოქმედებაში,
კერძოდ:
 არასრულწლოვნის ყიდვაში ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების
განხორციელებაში;
 არასრულწლოვნის გაყიდვაში ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების
განხორციელებაში.
მუხლი 172. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო
გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით

 არასრულწლოვანის ყიდვა - მისი შეძენა გარკვეული ფასის


გადახდით, ნივთში გაცვლით, ვალში ჩათვლით. არასრულწლოვანის
ყიდვას ადგილი არა აქვს მისი გაჩუქების დროს.
 არასრულწლოვნის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება
- შემძენი პირდება არასრულწლოვანის გამსხვისებელს, რომ
სანაცვლოდ ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში,
მოაწყობს სამუშაოზე, დაეხმარება საზღვარგარეთ გამგზავრებაში და
სხვა.
 სხვა უკანონო გარიგების განხორციელება გულისხმობს
არასრულწლოვანის გამყიდველისათვის სასარგებლო მოქმედების
განხორციელებას ან მისი განხორციელების პირობის მიცემას.
მუხლი 172. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო
გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით

 არასრულწლოვანის გაყიდვა - ფულის მიღებით, რაიმე ნივთში


გაცვლით ანდა სანაცვლოდ.
 დანაშაული დამთავრებულია არასრულწლოვანის ყიდვის ან გაყიდვის
მომენტიდან.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
 სპეციალური მიზანი - არასრულწლოვანის შვილად აყვანა.
 მოტივი - ზეგავლენას არ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე (ოჯახის
სიმყარის ინტერესი, ბავშვისადმი სიყვარული და სხვა).
მუხლი 172​1 . შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და
მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა

 ქმედების ობიექტი - ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების წესის


დარღვევა
 ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება შემდეგ ქმედებებში:

 ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის


საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა;
 ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა.

 ერთ-ერთი ქმედების ჩადენა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად


ცნობისათვის და მნიშვნელობა არა აქვს მოხდა თუ არა რეალურად
ბავშვის გაშვილება საზღვარგარეთ (ფორმალური შემადგენლობა).
მუხლი 172​1 . შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა
და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის
შესაძლებლობის შექმნა

 ქალები - წინასწარი შერჩეული უნდა იყოს არა ერთი, არამედ ორი


ქალი მაინც, თანაც ეს ქალები უკვე ორსულები უნდა იყვნენ.
 აუცილევბელია ორსული ქალების საზღვარგარეთ გაყვანის
შესაძლებლობის შექმნა მიმართული იყოს იქითკენ, რომ ამ ქალებმა
იმშობიარონ საზღვარგარეთ, რათა გააშვილონ საზღვარგარეთ
გაჩენილი ბავშვი.
 დანაშაულის პირველი ნიშანი სახეზეა, როცა დამნაშავე არა მარტო
წინასწარ შეარჩევს ორსულ ქალებს, არამედ მშობიარობისათვის
საქართველოს ფარგლებს გარეთ მათი გაყვანის შესაძლებლობასაც
შექმნის.
მუხლი 172​1 . შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების
წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს
ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა

 ორსული ქალების შერჩევა - ქალების გამოძებნა, მათთან


მოლაპარაკება და გადმობირება (მაგალითად, ფულის დაპირებით).
 საზღვარგარეთ გაყვანისათვის შესაძლებლობის შექმნა - სათანადო
დოკუმენტის გაფორმება, ამ დოკუმენტის გამოყენებით ქალების
საზღვარგარეთ გაყვანის მცდელობა.
 დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის არაა აუცილებელი პირმა
მოახერხოს ორსული ქალების გაყვანა საზღვარგარეთ. მთავარია, მან
შექმნას საამისო შესაძლებლობა.
 მნიშვნელობა არა აქვს ორსული ქალების მოქალაქეობას. მთავარია,
ორსული ქალების შერჩევა მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე და
საქართველოდან გაყვანისათვის შეექმნას სათანადო შესაძლებლობა.
მუხლი 172​1 . შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების
წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს
ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა

 ობიექტური შემადგენლობის შემდეგი ნიშანია - ასეთ გაშვილებაში


ხელშეწყობა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მშვილებლის
კანდიდატურის გამოძებნაში, გამშვილებლისა და მშვილებლის
შეხვედრისა და მოლაპარაკების ორგანიზებაში, შვილებისათვის
საჭირო დოკუმენტაციის შექმნასა და სხვაგვარი დახმარების გაწევაში.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. აუცილებელია
სპეციალური მიზანი - შვილად აყვანის მიზანი. შვილად აყვანის მიზანი
არ ახლავს თან ასეთ გაშვილებაში ხელშეწყობას. მოტივს
კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
 იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან პირთა ჯგუფის მიერ.
მუხლი 173. შვილად აყვანის წესის ან მინდობით
აღზრდის წესის დარღვევა
 ქმედების ობიექტი - შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის წესი.
 ქმედების ობიექტური შემადგენლობა - შვილად აყვანის წესის ან
მინდობით აღზრდის წესის დარღვევა, მძიმე შედეგი და მიზეზობრივი
კავშირი. სახეზეა მატერიალური დანაშაული.
 შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევა
შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში.
 შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევა,
რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
 იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით.
მუხლი 174. ბავშვის შეცვლა

 ქმედების ობიექტი - ბავშვის თავისუფლება, აგრეთვე მისი მშობლის


უფლებები და კანონიერი ინტერესები. დანაშაულით ზიანი შეიძლება
მიადგეს ასევე ბავშვის ფიზიკურ და სულიერ განვითარებას.
 დაზარალებული - როგორც მშობლის საკუთარი, ისე სხვისი შვილიც.
შეცვლა ხდება მხოლოდ ახალშობილის ან ჩვილი ბავშვისა.
 ქმედება - ერთი ბავშვის მეორეთი შეცვლა, მაშინ, როდესაც მშობელს
ჯერ არა აქვს შესაძლებლობა გააცნობიეროს ბავშვის შეცვლის ფაქტი
(მაგალითად, ახალშობილი ბავშვის შეცვლა სამშობიარო სახლში).
 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულად
ითვლება ბავშვის შეცვლის მომენტიდან.
მუხლი 174. ბავშვის შეცვლა

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.


 სუბიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოქმედება
განხორციელდეს ანგარების მოტივით ან სხვა ქვენა გრძნობით.
 ანგარება - ანაზღაურების მიღება.
 სხვა ქვენა გრძნობა - ბავშვის მშობლების მიმართ შურისძიება,
ხულიგნური მოტივი და სხვა.
მუხლი 175. შვილად აყვანის საიდუმლოების
გამჟღავნება

 ქმედების ობიექტი - მშობლისა და ბავშვის უფლებები და კანონიერი


ინტერესები. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა აუცილებელია
ოჯახის ნორმალური არსებობისათვის და არასრულწლოვანის
ნორმალური განვითარებისათვის.

 ქმედება - შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის


ნება-სურვილის გარეშე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს
შვილად აყვანილის და სხვა პირისათვის ზეპირი ან წერითი ფორმით
შეტყობინების მეშვეობით; შეიძლება მოხდეს როგორც ერთი
პირისათვის შეტყობინებით, ისე ყველანაირი ინფორმაციის
საშუალების გამოყენებით.
მუხლი 175. შვილად აყვანის საიდუმლოების
გამჟღავნება

 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულია


კანონით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების
მომენტიდან.
 მშვილებლის ნების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ორივე მშობლის ნების
არსებობა.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
 მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა (ანგარება, შურისძიება), თუმცა
ისინი ზეგავლენას არ ახდენენ ქმედების კვალიფიკაციაზე.
მუხლი 175. შვილად აყვანის საიდუმლოების
გამჟღავნება
 იგივე ქმედება ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას
შვილად აყვანის ფაქტი, როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული
საიდუმლოება - შვილად აყვანის საიდუმლოებას ამჟღავნებს ის პირი,
ვისაც აკისრია სამსახურებრივი ან პროფესიული ვალდებულება
დაიცვას შვილად აყვანის საიდუმლოება
 მაგალითად, მოსამართლე, საჯარო მოხელე, რომელმაც
განახორციელა შვილად აყვანის სახელმწიფო რეგისტრაცია ან
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი.
 იგივე ქმედება რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მძიმე შედეგი -
შეფასებითი მომენტია და მისი დადგენა სასამართლოს
გადასაწყვეტია (შვილად აყვანილის მძიმე ფსიქიკური ტრამვა, ოჯახის
დანგრევა და სხვა).
მუხლი 176. ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის
არიდება

 ქმედების ობიექტი - როგორც ბავშვის ნორმალური განვითარება, ისე


მშობლის, და-ძმისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა პირთა
ჯანმრთელობა.
 დაზარალებულად გვევლინება ყველა ის პირი, რომელთათვისაც
ალიმენტის გადახდა დადგენილია სამოქალაქო კანონმდებლობით.
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა.
 ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებაში იგულისხმება
არა მარტო პირდაპირი უარი ალიმენტის გადახდაზე, არამედ პირის
მიერ თავისი ნამდვილი შემოსავლის დაფარვა, საცხოვრებელი ან
სამუშაო ადგილის შეცვლა, რათა თავიდან აიცილოს სასამართლო
გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა.
მუხლი 176. ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად
თავის არიდება
 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა. დანაშაული დენადია და
იგი დამთავრებულია კანონში მითითებული ქმედების ჩადენის
მომენტიდან და გრძელდება დამთავრებული დანაშაულის სტადიით
იქამდე, სანამ არ შეწყდება დანაშაული.
 ჯიუტად გადაუხდელობას შეიძლება მოწმობდეს ალიმენტის
სისტემატური გადაუხდელობა, საცხოვრებელი ბინის დატოვება,
შემოსავლის შესახებ ფიქციური დოკუმენტების წარდგენა და სხვა.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივი შეიძლება
იყოს სხვადასხვა, რაც ზეგავლენას არ ახდენს ქმედების
კვალიფიკაციაზე.
 ქმედების სუბიექტი - მშობელი, შვილი, და-ძმა, შვილიშვილი, პაპა და
ბებია, მამინაცვალი და დედინაცვალი, გერი და სხვა.

You might also like