You are on page 1of 3

სტატისტიკა (ნაწილი I)

1. ჩამოაყალიბეთ, რა პრინციპული განსხვავებაა ალბათობისა და


სტატისტიკის მეცნიერებებს შორის. მოიყვანეთ შესაბამისი
მაგალითები.
პასუხი: ალბათობის თეორიაში ვიცით ალბათობა და ვვარაუდობთ შედეგს,
ხოლო სტატისტიკაში კი ვიცით შედეგი და ვვარაუდობთ ალბათობას.
მაგალითად, ჩვენ ვიცით კამათლის გაგორებისას 6-იანის მოსვლის ალბათობა
და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 600 გაგორებისას სავარაუდოდ 100-ჯერ მოვა
6-იანი. ჩვე ვიცით, რომ 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტები 67% გოგო იყო,
ხოლო 33% ბიჭი, აქედან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა, რომ კარგი 3
კარგი მოსწავლიდან 2 გოგოა და 1 ბიჭი.

2. რა ძირითად ეტაპებად იყოფა სტატისტიკოსის ამოცანა. მოიყვანეთ


მაგალითი.
პასუხი: სტატისტიკოსის ამოცანა იყოფა 2 ეტაპად: 1. ინფორმაციის შეგროვება.
2. ინფორმაციის დამუშავება და ინტერპრეტაცია (ანუ დასკვნა). მაგალითად,
ჩატარდა გამოიკითხა თუ რამდენად კმაყოფილები არიან პენსიონერები
თავიანთი საფენსიო თანხით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 500
პენსიონერმა, აქედან 63.8%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 36.2%-მა
დადებითი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ პენსიონერების 63-65%
უკმაყოფილიო საპენსიო თანხით, ხოლო 35-37% კი კმაყოფილი.

3. მოიყვანეთ მაგალითი სტატისტიკური ამოცანისა, სადაც შეცდომა


შეიძლება დაშვებულ იქნას რესპოდენტის მიზეზით.
პასუხი: მაგალითად, ჩატარდა წინასაარჩევნო გამოკითხვა, რათა შემდგარიყო
სტატისტიკა თუ როგორ გადანაწილდებოდა ხმები პარტიების მიხედვით.
გამოკითხულთა გარკვეულმა ნაწილმა დაფარა საკუთარი აზრი გარკვეული
მიზეზების გათვალისწინებით და შესაბამისად შედგა არაზუსტი სტატისტიკა.

4. მოიყვანეთ მაგალითი სტატისტიკური ამოცანისა (სასურველია


ლექციისაგან განსხვავებული მაგალითი), სადაც არასწორი დასკვნის
მიზეზი არის მცირე შერჩევა.
პასუხი: ჩატარდა გამოკითხვა მწეველთა რაოდენობის გასარკვევად.
გამოიკითხა 500 ადამიანი, რომელთაგანაც 33% აღმოჩნდა მწეველი, ხოლო
67% არამწეველი. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საქართველოს
მოსახლეობის მხოლოდ მესამედია მწეველი.
5. მოიყვანეთ მაგალითი სტატისტიკური ამოცანისა (სასურველია
ლექციისაგან განსხვავებული მაგალითი), სადაც არასწორი დასკვნის
მიზეზი არის არაწარმომადგენლობითი შერჩევა.
პასუხი: ჩატარდა გამოკითხვა იმის შესახებ, რომ პროდუქტების ფასები იზრდება
თუ არა საგანგაშო ნიშნულით. (ჩავთვალოთ, რომ ფასები ძალიან გაზრდილია).
400 გამოკითხულიდან 35% თვლის, რომ კი, 65% თვლის, რომ არა. აქედან
გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტებზე ფასების მატებას არ
მიუღწევია საგანგაშო ნიშნულს.

6. მოიყვანეთ სტატისტიკის განზრახ გაყალბების მაგალითები


(სასურველია ლექციისაგან განსხვავებული მაგალითები).
პასუხი: ალკოჰოლური სასმელების კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა გამოსცა
სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ადამიანთა 78%, რომლებიც მოიხმარენ
ალკოჰოლურ სასმელებს დაცულნი არიან სხვადასხვა ვირუსული და
ბაქტერიული დაავადებებისგან (კორონასგან ☺). ეს ბუნებრივია არ შეესაბამება
სიმართლეს, მაგრამ ამან გამოიწვია ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნის
ზრდა.

7. მოიყვანეთ სტატისტიკური ინფორმაციის ცუდი ინტერპრეტაციის


მაგალითები (სასურველია ლექციისაგან განსხვავებული
მაგალითები).
პასუხი: არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეების 64%
პროცენტი ისურვებდა ჰქონოდა უკეთესი ლაბორატორია სკოლებში. აქედან
გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი სკოლების 50%-ს უკეთესი
ლაბორატორია ექნება, ამავე პროცენტული რაოდეობით გაიზრდება სამეცნიერო
სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხვი მომავალში.

8. ადრეულ წლებში ინგლისში ჩაატარეს ასეთი გამოკითხვა: კაცებს და


ქალებს ჰკითხეს, საწინააღმდეგო სქესის რამდენი პარტნიორი
ჰყოლიათ მათ ოდესმე. ეს რიცხვი საშუალოდ გამოვიდა: კაცებისთვის
3.7, ხოლო ქალებისთვის 1.9. შეიძლება თუ არა ეს შეესაბამებოდეს
სიმართლეს?
პასუხი: არა, მათი საშუალო რიცხვი უნდა იყოს ტოლი.
9. ჯარისკაცს ყუთიდან შემთხვევით ამოაქვს სამი ბარათიდან ერთი. ამ
ბარათებზე წერია: პირველი ბარათი: „მოიხმართ თუ არა
ნარკოტიკს?“ მეორე ბარათი: „ხატია თუ არა ამ ბარათზე შავი
სამკუთხედი?“ (მართლაც ხატია.) მესამე ბარათი: „ხატია თუ არა ამ
ბარათზე შავი სამკუთხედი?“ (და არ ხატია.) ამ გამოკითხვაში
მონაწილე 1500 ჯარისკაციდან 600–მა დააფიქსირა დადებითი
პასუხი (დანარჩენებმა უპასუხეს ‘არა’).
ა) რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ჯარისკაცების რა
პროცენტი მოიხმარდა დაახლოებით ნარკოტიკს?
ბ) რამდენ დადებით პასუხს მივიღებდით დაახლოებით, ამ
გამოკითხვაში მესამე ბარათი რომ არ არსებულიყო?
პასუხი: ა) 600-დან 500-მა დადებითი პასუხი გასცა მეორე ბარათის კითხვას,
ხოლო 100-მა პირველი ბარათის. რადგან სულ პირველ ბარათს უპასუხა 500
ადამიანმა და აქედან დადებითი პასუხი გასცა 100-მა ნარკოტიკის
მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი იქნება 20%.
ბ) 750 ჯარისკაცი დადებით პასუხს დაწერდა მეორე ბარათზე, ხოლო 150 (750-
ის 20%) კი პირველ ბარათზე, ჯამში 900 დადებითი პასუხი.

You might also like