You are on page 1of 5

ფლეტლანდია და n-განზომილებიანი სივრცეები

1. ფლეტლანდიელები ცხოვრობენ 2–განზომილებიან სიბრტყეში.


შეუძლიათ თუ არა ფლეტლანდიელებს სარკულად ასახონ
ერთგანზომილებიანი ობიექტი, მაგალითად, ისარს შეუცვალონ
მიმართულება?
პასუხი: რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ისარი გადმოიტანონ 2-განზომილებიან
სიბრტყეში, მოიატრიალონ და ასახონ სარკულად.

2. შეუძლიათ თუ არა ფლეტლანდიელებს სარკულად ასახონ 2–


განზომილებიანი ობიექტი, მაგალითად ფლეტლანდიური მარჯვენა
ფეხსაცმელი გარდაქმნან მარცხენა ფეხსაცმელად.
პასუხი: არა, ეს შესაძლებელია მხოლოდ 3 ან მეტ განზომილებიან სამყაროში.

3. შეგვიძლია თუ არა ჩვენ, 3 განზომილებაში მცხოვრებლებს,


სარკულად ავსახოთ 2–განზომილებიანი ობიექტი, მაგალითად
ფლეტლანდიური მარჯვენა ფეხსაცმელი გარდავქმნათ მარცხენა
ფეხსაცმელად
პასუხი: კი. ამისთვის საჭიროა ფეხსაცმელი გადმოვიტანოთ 2-განზომილებიან
სამყაროდან 3-განზომილებიან სამყაროში, მოვაბრუნოთ, ავსახოთ სარკულად,
მარჯვენა ფეხსაცმელი გარდავქმნათ მარცხენად და დავაბრუნოთ
ფლეტლანდიაში.

4. დავუშვათ თქვენ საშუალება გაქვთ მეოთხე განზომილებაში გასვლის.


მოიფიქრეთ რაიმე ბიზნეს–იდეა (სახუმარო) ამასთან დაკავშირებით.
(ლექციაზე, მაგალითად, ჩვენ განვიხილეთ იაპონური მარჯვენა
საჭიანი მანქანების მარცხენა საჭიანად გარდაქმნის იდეა.)
პასუხი: საკმაოდ წარმატებული იქნებოდა პორტალური გადაადგილების
კომპანია, რაც შესაძლებელს გახდიდა ადამიანების სწრაფად და მარტივად
გადაადგილებას.

5. აღწერეთ რას დაინახავს ფლეტლანდიელი (რომელიც ცხოვრობს 2–


განზომილებიან სიბრტყეზე), თუ 3–განზომილებიანი სივრციდან
მოსული სფერო გაკვეთავს და გაივლის ფლეტლანდიას.
პასუხი: თავდაპირველად ფლეტლანდიელი დაინახავდა სფეროსა და სიბრტყის
შეხების წერტილს, შემდგომ ეს წერტილი გარდაიქმნებოდა წრეწირად და
გაიზრდებოდა მანამ სანამ არ მიიღებდა სფეროს ცენტრზე გამავალი წრეწირის
ფორმას, ამის შემდგომ დაიწყებდა წრეწირის ზომა კლებას, მანამ სანამ არ
გადაიქცეოდა წერტილად და ბოლოს გაქრებოდა.

6. 4–განზომილებიანი სივრციდან მოსულ არსებას შეუძლია აიღოს


ჩვენი ბურთი და ამოატრიალოს იგი შიგნიდან გარეთ (ბურთის გაჭრის
გარეშე). რა ანალოგიური „სასწაულის“ ჩატარება შეგიძლიათ თქვენ
(რომელიც 3–განზომილებაში ცხოვრობთ) ფლეტლანდიის
მოსახლეობისათვის?
პასუხი: შეგვიძლია ფლეტლანდიელები ერთი ადგილიდან მეორეზე ძალიან
სწრაფად და მარტივად „გადავსვათ“.

7. ა) გამოთვალეთ მანძილი ორ A(2,1) და B(5,5) წერტილს შორის


სიბრტყეზე (ფრჩხილებში მოცემული რიცხვები მიუთითებენ ამ
წერტილების კოორდინატებს). მოიყვანეთ გეომეტრიული
ილუსტრაცია.
ბ) გამოთვალეთ მანძილი ორ A(1,2,3) და B(-2, 3, 5) წერტილს
შორის 3-განზომილებიან სივრცეში.
გ) როგორ განსაზღვრავდით მანძილს ორ A(2,1,4,3) და B(1,3,1,4)
წერტილს შორის 4-განზომილებიან სივრცეში?

პასუხი: ა) 5 ბ) √14 გ) (m2-n2, mn, m2+n2) - პითაგორას რიცხვების


√15 მიღება.

8. ფლეტლანდია II -ში ბრტყელი არსებები ცხოვრობენ სფეროზე.


ნახევარი სფერო ეკუთვნის ფლეტლანდია II-ის მეფეს. მას სახლი
აქვს ამ ნახევარსფეროზე ცენტრში. მეფემ დათვალა ამ სამეფო
მამულის გარშემოწერილობა და გაყო მიღებული რიცხვი ამ მამულის
დიამეტრზე. მიიღებდა თუ არა მეფე დაახლოებით 3.14–ს, თუ მათ
თავიანთი ფლეტლანდიური π აქვთ? რა საზღვრებში შეიძლება
მერყეობდეს ეს შეფარდება?
პასუხი: რადგან მეფეს ეკუთვნის ნახევარი სფერო, ამიტომ მისი
მამულის გარშემოწერილობა იქნება ეკვატორზე გამავალი დიდი
წრეწირის სიგრძე - L=2πR. მაგრამ, რადგან მეფე „ბრტყელია“,
ამიტომ წრეწირის დიამეტრი მისთვის იქნება არა AB=2R,
არამედ ამ წრეწირის ნახევარი ანუ AB რკალის სიგრძე - πR.
შესაბამისად მივიღებთ:
2 πR
=2. ამგვარად მეფისთვის π=2.
πR
სფეროს ცენტრიდან მეფის სასახლემდე დახრილობა მცირდება და აქედან
გამომდინარე π-ს მნიშვნელობა გაიზრდება 3,14-მდე და მიიღებს შემდეგ სახეს:
2≤πფლ<π

9. რას ეწოდება დიდი წრეწირი სფეროზე? რას უდრის დიდი წრეწირის


რადიუსი.
პასუხი: დიდი წრეწირი სფეროზე ეს არის სფეროს ცენტრზე გავალი წრეწირი.
(სფეროსა და დიდ წრეწირს საერთო ცენტრი აქვთ). დიდი წრეწირის რადიუსი
სფეროს რადიუსის ტოლია.

10. რა გზა უნდა აირჩიოს თვითმფრინავმა, რომ უმოკლესი გზით


ჩავიდეს თბილისიდან ნიუიორკში? ჩავთვალოთ, რომ ორივე ქალაქი
42-ე პარალელზე მდებარეობს:
ა) გაყვეს 42-ე პარალელს.
ბ) აცდეს ზევით 42-ე პარალელს. :
გ) ჩამოცდეს ქვევით 42-ე პარალელს.
პასუხი : აცდეს ზევით 42-ე პარალელს.

11. აჩვენეთ, რომ ნებისმიერი ორი დიდი წრეწირი სფეროზე


გადაიკვეთება.
პასუხი: განმარტებიდან გამომდინარე, ყოველი დიდი წრეწირი
წარმოადგენს სფეროს ცენტრზე გამავალ კვეთას. შესაბამისად
ყველა დიდ წრეწირს საერთო აქვს სფეროს ცენტრი და დიამეტრი.

12. სამკუთხედის კუთხეების ჯამი (სიბრტყეზე) არის π. მტკიცდება,


რომ სფერული სამკუთხედის კუთხეების ჯამი (∠A+∠B+∠C)
ყოველთვის მეტია π –ზე. უფრო ზუსტად, თუ სფეროს რადიუსი ერთის
ტოლია, მაშინ: ∠A+∠B+∠C = π+ S, სადაც S არის სამკუთხედის
ფართობი. შეამოწმეთ ეს ტოლობა რომელიმე სფერული
სამკუთხედისთვის. (სფეროს ფართობის ფორმულაა 4πr2).
პასუხი: ABC სფერული სამკუთხედი მიღებულია ორი
მართებული მედიანისა და ეკვატორის კვეთისგან. თითოეული
კუთხის ზომაა π/2. შესაბამისად მივიღებთ ∠A+∠B+∠C=3π/2.
სფერული სამკუთხედის ფართობი სფეროს ზედაპირის ფართობის მერვედი
ნაწილის ტოლია (ეკვატორმა და მართობულმა მედიანებმა სფეროს ზედაპირი
4 πr 2
რვა ტოლ ნაწილად დაჰყო).
8
=π/2 => S= π/2
აქედან გამომდინარე ვღებულობთ, რომ: 3π/2=π+π/2 => ∠A+∠B+∠C= π+S

13. რას უდრის სფერული ოთხკუთხედის კუთხეების ჯამი


ერთეულოვან (r=1) სფეროზე?
პასუხი: პირველ რიგში ABCD ოთხკუთხედი AC
დიაგონალის მეშვეობით გავყოთ 2 სამკუთხედად.
თითოეული სამკუთხედისთვის გვექნება:
∠BAC+∠A+∠ACB=π+SABC და
∠CAD+∠D+∠ACD=π+SACD. თუკი შევკრებთ ორივე
მხარეს მივიღებთ: ∠A+∠B+∠C+∠D=2π+SABCD.

n-კუთხედისთვის გვექნება: (n-2)π+S

14. (ძლიერი ჯგუფისთვის) ერთგანზომილებიანი „კუბი“ ეს არის


წრფის მონაკვეთი. ორგანზომილებიანი „კუბი“ (რაც არის კვადრატი)
მიიღება თუ მონაკვეთი გადაადგილდება პერპენდიკულარული
მიმართულებით მისი სიგრძის ტოლ მანძილზე. როგორ
განვსაზღვროთ სამგანზომილებიანი (ჩვეულებრივი) კუბი? როგორ
განვსაზღვროთ 4–განზომილებიანი კუბი? რამდენი „წახნაგი“ ექნება
4–განზომილებიან კუბს?
პასუხი: კუბი არის კვადრატის
მოძრაობა მისი
პერპენდიკულარული
მიმართულებით (მესამე
განზომილებაში) კვადრატის
გვერდის ტოლ მანძილზე. 4-
განზომილებიანი „კუბი“
მიიღება კუბის მოძრაობით
პერპენდიკულარული
მიმართულებით (მეოთხე
განზომიებაში) წიბოს ტოლ
მანძილზე. კუბის მოძრაობა
მოგვცემს 6 წახნაგს, რასაც
ემატება ოთხგანზომილებიანი „კუბის“ დამატებითი ორი წახნაგი. ჯამში 8
წახნაგი.

15. (არჩევითი) დაამტკიცეთ, რომ სფერული სამკუთხედის


ფართობი ერთეულოვან სფეროზე (სფეროს რადიუსი უდრის ერთს)
არის α+β+γ−π.
პასუხი: სფეროს ფართობია 4π (r=1). დავარქვათ ნახევარმთვარე ორ
მერიდიანს შორის მოქცეულ არეს. ნახევარმთვარის ფართობი პროპორციულია
მერიდიანებს შორის კუთხის და პროპორციულობის კოეფიციენტია 2.
დავარქვათ A’, B’ და C’ წერტილები A, B, და C-ს სიმეტრიულ წერტილებს.
ACA’B ნახევარმთვარის ფართობი არის: SACA’B=2α, SBAB’C=2β, SCBC’A=2γ.
შევკრიბოთ მარჯვენა და მარცხენა მხარეები: 2SABC+SABC+SCA’B+SCB’A+SAC’B=
2(α+β+γ).
წინა ტოლობაში AC’B შევცვალოთ A’CB’–ით (ცენტრალურ სიმეტრიულები
არიან). მაშინ მიიღება: 2SABC+SABC+SCA’B+SCB’A+SA’CB’=2(α+β+γ). ამ ტოლობაში
SABC+SCA’B+SCB’A+SA’CB’=2π, რადგანაც ეს ოთხი სამკუთხედი ერთად შეადგენს
მთელ ნახევარსფეროს.

მივიღებთ, რომ: SABC=α+β+γ−π.

You might also like