problems-lecture 2 (ფლეტლანდია)

You might also like

You are on page 1of 4

ამოცანები

ფლეტლანდია და n- განზომილებიანი სივრცეები

1. ფლეტლანდიელები ცხოვრობენ 2–განზომილებიან სიბრტყეში.


შეუძლიათ თუ არა ფლეტლანდიელებს სარკულად ასახონ
ერთგანზომილებიანი ობიექტი, მაგალითად, ისარს შეუცვალონ
მიმართულება?

2. შეუძლიათ თუ არა ფლეტლანდიელებს სარკულად ასახონ 2–


განზომილებიანი ობიექტი, მაგალითად ფლეტლანდიური
მარჯვენა ფეხსაცმელი გარდაქმნან მარცხენა ფეხსაცმელად.

3. შეგვიძლია თუ არა ჩვენ, 3 განზომილებაში მცხოვრებლებს,


სარკულად ავსახოთ 2–განზომილებიანი ობიექტი, მაგალითად
ფლეტლანდიური მარჯვენა ფეხსაცმელი გარდავქმნათ მარცხენა
ფეხსაცმელად.

4. დავუშვათ თქვენ საშუალება გაქვთ მეოთხე განზომილებაში


გასვლის. მოიფიქრეთ რაიმე ბიზნეს–იდეა (სახუმარო) ამასთან
დაკავშირებით. (ლექციაზე, მაგალითად, ჩვენ განვიხილეთ
იაპონური მარჯვენა საჭიანი მანქანების მარცხენა საჭიანად
გარდაქმნის იდეა.)

5. აღწერეთ რას დაინახავს ფლეტლანდიელი (რომელიც ცხოვრობს 2–


განზომილებიან სიბრტყეზე), თუ 3–განზომილებიანი სივრციდან
მოსული სფერო გაკვეთავს და გაივლის ფლეტლანდიას.

6. 4–განზომილებიანი სივრციდან მოსულ არსებას შეუძლია აიღოს


ჩვენი ბურთი და ამოატრიალოს იგი შიგნიდან გარეთ (ბურთის
გაჭრის გარეშე). რა ანალოგიური „სასწაულის“ ჩატარება
შეგიძლიათ თქვენ (რომელიც 3–განზომილებაში ცხოვრობთ)
ფლეტლანდიის მოსახლეობისათვის?

7. ა) გამოთვალეთ მანძილი ორ A(2,1) და B(5,5) წერტილს შორის


სიბრტყეზე (ფრჩხილებში მოცემული რიცხვები მიუთითებენ ამ
წერტილების კოორდინატებს). მოიყვანეთ გეომეტრიული
ილუსტრაცია.
ბ) გამოთვალეთ მანძილი ორ A(1,2,3) და B(-2, 3, 5) წერტილს შორის
3-განზომილებიან სივრცეში.
გ) როგორ განსაზღვრავდით მანძილს ორ A(2,1,4,3) და B(1,3,1,4)
წერტილს შორის 4-განზომილებიან სივრცეში?

8. ფლეტლანდია II -ში ბრტყელი არსებები ცხოვრობენ სფეროზე.


ნახევარი სფერო ეკუთვნის ფლეტლანდია II-ის მეფეს. მას სახლი
აქვს ამ ნახევარსფეროზე ცენტრში. მეფემ დათვალა ამ სამეფო
მამულის გარშემოწერილობა და გაყო მიღებული რიცხვი ამ
მამულის დიამეტრზე. მიიღებდა თუ არა მეფე დაახლოებით 3.14–ს,
თუ მათ თავიანთი ფლეტლანდიური  აქვთ? რა საზღვრებში
შეიძლება მერყეობდეს ეს შეფარდება?

9. რას ეწოდება დიდი წრეწირი სფეროზე? რას უდრის დიდი


წრეწირის რადიუსი.

10. რა გზა უნდა აირჩიოს თვითმფრინავმა, რომ უმოკლესი გზით


ჩავიდეს თბილისიდან ნიუიორკში? ჩავთვალოთ, რომ ორივე
ქალაქი 42-ე პარალელზე მდებარეობს:
ა) გაყვეს 42-ე პარალელს.
ბ) აცდეს ზევით 42-ე პარალელს.
გ) ჩამოცდეს ქვევით 42-ე პარალელს.

11. სამკუთხედის კუთხეების ჯამი (სიბრტყეზე) არის . მტკიცდება,


რომ სფერული სამკუთხედის კუთხეების ჯამი (++) ყოველთვის
მეტია –ზე. უფრო ზუსტად, თუ სფეროს რადიუსი ერთის ტოლია,
მაშინ: ++ =  + S, სადაც S არის სამკუთხედის ფართობი.
შეამოწმეთ ეს ტოლობა რომელიმე სფერული სამკუთხედისთვის.
(სფეროს ფართობის ფორმულაა 4r2 )

12. რას უდრის სფერული ოთხკუთხედის კუთხეების ჯამი


ერთეულოვან (r=1) სფეროზე?

13. (ძლიერი ჯგუფებისთვის) აჩვენეთ, რომ ნებისმიერი ორი დიდი


წრეწირი სფეროზე გადაიკვეთება.

14. (ძლიერი ჯგუფისთვის) ერთგანზომილებიანი „კუბი“ ეს არის


წრფის მონაკვეთი. ორგანზომილებიანი „კუბი“ (რაც არის
კვადრატი) მიიღება თუ მონაკვეთი გადაადგილდება
პერპენდიკულარული მიმართულებით მისი სიგრძის ტოლ
მანძილზე. როგორ განვსაზღვროთ სამგანზომილებიანი
(ჩვეულებრივი) კუბი? როგორ განვსაზღვროთ 4–განზომილებიანი
კუბი? რამდენი „წახნაგი“ ექნება 4–განზომილებიან კუბს?

15. (არჩევითი) დაამტკიცეთ, რომ სფერული სამკუთხედის ფართობი


ერთეულოვან სფეროზე (სფეროს რადიუსი უდრის ერთს) არის
++−, სადაც , , და  სამკუთხედის კუთხეებია.
მითითება 1. სფეროს ფართობია 4 (4r2, სადაც r=1). დავარქვათ
ნახევარმთვარე ორ მერიდიანს შორის მოქცეულ არეს.
ნახევარმთვარის ფართობი პროპორციულია მერიდიანებს შორის
კუთხის. პროპორციულობის კოეფიციენტია 2.
მითითება 2. დავარქვათ A’, B’ და C’ წერტილ A, B და C–ს
სიმეტრიულ წერტილებს (ნახეთ ნახაზი ზემოთ). ACA’B
ნახევარმთვარის ფართობი არის: ACA’B=2. BAB’C=2. CBC’A=2.
შევკრიბოთ მარჯვენა და მარცხენა მახარეები:
2ABC+ABC+CA’B+CB’A+AC’B= 2(++).
მითითება 3. წინა ტოლობაში AC’B შევცვალოთ A’CB’–ით
(ცენტრალურ სიმეტრიულები არიან). მაშინ მიიღება:
2ABC+ABC+CA’B+CB’A+A’CB’= 2(++).
ამ ტოლობაში ABC+CA’B+CB’A+A’CB’=2, რადგანაც ეს ოთხი
სამკუთხედი ერთად შეადგენს მთელ ნახევარსფეროს.

You might also like