You are on page 1of 1

შემაჯამებელი წერა 15.03.

2024
1. როგორ გამოითვლება მართკუთხედის პერიმეტრი? როგორ გამოითვლება
კვადრატის პერიმეტრი? თითოეულ შემთხვევაში დაწერეთ გამოსათვლელი
ფორმულა და მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები. 3 ქულა
2. როგორ გამოითვლება მართკუთხედის ფართობი? როგორ გამოითვლება
კვადრატის ფართობი? თითოეულ შემთხვევაში დაწერეთ გამოსათვლელი
ფორმულა და მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები. 3 ქულა
3. დაწერეთ გამოტოვებული სიტყვები(თითოეულ ადგილას მხოლოდ ერთი სიტყვა):
მართკუთხედს აქვს _____ დიაგონალი. მართკუთხედს დიაგონალი _____ ტოლ
სამკუთხედად ყოფს. თუ კვადრატის გვერდი გაიზარდა _____ სანტიმეტრით , მაშინ
მისი პერიმეტრის გაიზრდება 16 სანტიმეტრით. თუ კვადრატის გვერდი იყო 2
სანტიმეტრი და ახლა გახდა 4 სანტიმეტრი, მაშინ მისი ფართობი გაიზრდება _____
სანტიმეტრ კვადრატით. 3 ქულა
4. მართკუთხედის ერთი გვერდი მეორე გვერდზე ცამეტი სანტიმეტრით მეტია , ხოლო
მისი პერიმეტრი 44 სანტიმეტრის ტოლია. გამოთვალეთ მართკუთხედის ფართობი .
3 ქულა
5. მართკუთხედის გვერდებია 10 და 20 სანტიმეტრი.
მართკუთხედში გავლებულია ორი დიაგონალი
და მიღებულია 4 სამკუთხედი. იპოვეთ თითოეული
სამკუთხედის ფართობი. 3 ქულა
6. მართკუთხედს მოაჭრეს პატარა მართკუთხედი,
რომელის გვერდებიც იყო 6 და 8 სანტიმეტრის
ტოლი. როგორ შეიცვალა მართკუთხედის
პერიმეტრი? როგორ შეიცვალა მართკუთხედის
ფართობი? (იხილეთ მოცემული ნახაზი) 4 ქულა
7. ჩამოთვალეთ ფართობის ხუთი ერთეული. 1 ქულა
8. ბონუს ამოცანა: ციფრებს შორის ჩასვით ფრჩხილები და არითმეტიკული
მოქმედებები ისე, რომ მიიღოთ სწორი ტოლობები: 4 4 4 4=64; 4 4 4 4=48; 5 5 5 5=26; 5
5 5 5=24. 4 ქულა

You might also like