You are on page 1of 3

მეთოდიკა „ინტელექტუალური ლაბილობა“

მეთოდიკა გამოიყენება ახალი საქმიანობის წარმატებული ათვისების პროგნოზისთვის.


ცდისპირისგან მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და მოქმედების სისწრაფეს.
ცდისპირებმა შეზღუდულ დროში (3-5 წამი) უნდა შეასრულონ მარტივი დავალებები,
რომელსაც უკითხავს ექსპერიმენტატორი. კვლევა შეიძლება ჩატარდეს როგორც
ინდივიდუალურად, ისე ჯგუფში. ცდისპირს ეძლევა სპეციალური ბლანკი.
ექსპერიმენტატორმა უნდა გააცნოს დავალება. ტესტირების დროს კვადრატის ნომერი,
რომელშიც უნდა შესრულდეს დავალება მკაფიოდ უნდა იქნეს წარმოთქმული, რამდენადაც
დავალების და კვადრატის ნომრები არ ემთხვევა ერთმანეთს.

ინსტრუქცია: თქვენს წინაშეა ბლანკი დანომრილი კვადრატებით. რომელშიც


უნდა იმუშაოთ ჩემს მიერ წაკითხული ცალკეული დავალების შესაბამისად. იყავით
ყურადღებით. იმოქმედეთ სწრაფად. წაკითხული დავალება არ გამეორდება.
ყურადღება! ვიწყებთ!

1. (1 კვადრატი) დაწერეთ სახელის - ალექსანდრე პირველი ასო და წლის პირველი


თვის ბოლო ასო (3 წამი).
2. (4 კვადრატი) დაწერეთ სიტყვა „აისი“ ისე, რომ ნებისმიერი ასო მოთავსდეს
სამკუთხედში (3 წამი).
3. (5 კვადრატი) ოთხკუთხედი გაყავით ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური
ხაზით (4 წამი).
4. (6 კვადრატი) შეაერთეთ ხაზი პირველი წრიდან მე-4-მდე ისე, რომ გაიაროს მე-2 წრის
ქვემოთ და მე-3 წრის ზემოთ (3 წამი).
5. (7 კვადრატი) ჩასვით „+“ ნშანი სამკუთხედში, ციფრი „1“ - კი სამკუთხედის და
ოთკუთხედის საერთო ნაწილში (3 წამი).
6. (8 კვადრატი) მეორე წრე დაყავით 3 ნაწილად, მე-4 - ორ ნაწილად (4 წამი).
7. (10 კვადრატი) თუ დღეს ოთხშაბათი არ არის დაწერეთ თქვენი სახელის ბოლოსწინა
ასო (3 წამი).
8. (12 კვადრატი) პირველ ოთკუთხედში ჩაწერეთ „+“ ნიშანი, მე-3 - გადახაზეთ, მე-6-ში
ჩაწერეთ -„0“ (4 წამი).
9. (13 კვადრატი) შეავსეთ წერტილები სწორი ხაზით და ჩაწერეთ „+“ ნიშანი პატარა
სამკუთხედში (3 წამი).
10. (15 კვადრატი) წრით შემოხაზეთ ერთი თანხმოვანი და გადახაზეთ ხმოვნები (4 წამი).
11. (17 კვადრატი) ტრაპეციის გვერდები გააგრძელეთ გადაკვეთამდე და გადაკვეთის
წერტილზე აღნიშნეთ თქვენი ქალაქის პირველი ასო (4 წამი).
12. (18 კვადრატი) თუ სიტყვაში -„სინონიმი“ მეექვსე ასო ხმოვანია, ოთკუთხედში
ჩაწერეთ ციფრი „1“ (3 წამი).
13. (19 კვადრატი) შემოხაზეთ დიდი წრე და ჩაწერეთ „+“ ნიშანი პატარაში (3 წამი).
14. (20 კვადრატი) შეაერთეთ 2, 4, 5 წერტილები, გამოტოვეთ 1 და 3 (3 წამი).
15. (21 კვადრატი) თუ ეს ორი მრავალმნიშვნელიანი რიცხვი ერთიდაიგივე არ არის, მათ
შორის ხაზი აღნიშნეთ „x” -ით (2 წამი).
16. (22 კვადრატი) გაყავით პირველი ხაზი 3 ნაწილად, მეორე -2 ნაწილად, მესამის ორივე
ბოლო შეაერთერთ A წერტილთან (4 წამი).
17. (23 კვადრატი) შეაერთეთ პირველი ხაზის ქვედა და მეორე ხაზის ზედა ბოლოები,
მესამე ხაზის ზედა და მეოთხე ხაზის ქვედა ბოლოები (3 წამი).
18. (24 კვადრატი) გადახაზეთ ლუწი ციფრები, კენტ ციფრებს ქვემოთ ხაზი გაუსვით (5
წამი).
19. (25 კვადრატი) ეს ორი ფიგურა მოათავსეთ წრეში და ვერტიკალური ხაზით გაყავით
ერთმანეთისგან (4 წამი).
20. (26 კვადრატი) A - ს ქვემოთ დახაზეთ ქვემოთ მიმართული ისარი, B- ს ქვემოთ -
ზემოთმიმართული ისარი, C-ს ქვემოთ აღნიშნეთ „x” -ით (3 წამი).
21. (27 კვადრატი) თუ სიტყვები „მზე“ და „მთა“ ერთიდაიგივე ასოზე იწყება რომბებს
შორის დასვით „-„ ნიშანი (3 წამი).
22. (28 კვადრატი) ჩაწერეთ მარცხენა ოთკუთხედში „0“, მარჯვენა ოთკუთხედში „+“,
შუაში ჩახაზეთ დიაგონალი (3 წამი).
23. (29 კვადრატი) „x” ნიშნების ქვემოთ ხაზი გაუსვით და პირველ „x” ნიშანში ჩაწერეთ
„A“ ასო (3 წამი).
24. (30 კვადრატი) თუ სიტყვაში „საჩუქარი“ მესამე ასო არ არის „ო“ დაწერეთ რიცხვების -
3+5 ჯამი (3 წამი).
25. (31 კვადრატი) ზედა სიტყვაში შემოხაზეთ თანხმოვნები, ქვედა სიტყვაში - ხმოვნები
(4 წამი).
26. (32 კვადრატი) თუ 54 იყოფა 9-ზე, შემოხაზეთ ოთკუთხედი წრით (3 წამი).
27. (33 კვადრატი) შეაერთეთ ხაზი 1-დან 7-მდე, ისე რომ გაიაროს ლუწის ქვემოთ და
კენტის ზემოთ (4 წამი).
28. (34 კვადრატი) გადახაზეთ ცარიელი წრეები, ციფრებიან წრეებს ქვემოთ გაუსვით
ხაზი (3 წამი).
29. (35 კვადრატი) თანხმოვნების ქვეშ გაუსვით ქვემოთმიმართული ისარი, ხმოვნების
ქვეშ- კი მარცხნივ მიმართული ისარი (5 წამი).
30. (36 კვადრატი) დაწერეთ სიტყვა „მთა“ ისე, რომ პირველი ასო ჩაწეროთ წრეში, მეორე
კი - ოთკუთხედში (3 წამი).
31. (37 კვადრატი) კვადრატის ჰორიზონტალურ ხაზებს გარეთ დასვით მარჯვნივ
მიმართული ისრები, ვერტიკალურ ხაზებს გარეთ კი - ზევით მიმართული ისრები (5
წამი).
32. (39 კვადრატი) მეორე ხაზი გაყავით შუაზე და შეაერთეთ პირველი ხაზის ორივე
ბოლო მეორის შუა ნაწილთან (3 წამი).
33. (40 კვადრატი) კენტი ციფრები გამოყავით ლუწებისგან ვერტიკალური ხაზებით (5
წამი).
34. (41 კვადრატი) ხაზის ზემოთ დახაზეთ ზემოთ მიმართულების ისარი, ხაზის ქვემოთ
- კი მარცხნივ მიმართულების ისარი (2 წამი).
35. (42 კვადრატი) პირველი ასო შემოხაზეთ კვადრატით, მეორე წრით, მესამე -
სამკუთხედით (4 წამი).
36. (43 კვადრატი) 5+2 ჯამი ჩაწერეთ ოთკუთხედში, ამ ციფრების სხვაობა კი - რომბში (4
წამი).
37. (44 კვადრატი) გადახაზეთ ციფრები, რომლებიც იყოფა 3-ზე და დანარჩენებს ქვემოთ
გაუსვით ხაზი (5 წამი).
38. (45 კვადრატი) ჩასვით „x” მხოლოდ წრეში და ციფრი „3“ - მხოლოდ ოთკუთხედში (3
წამი).
39. (46 კვადრატი) ასოების ქვეშ გაუსვით ხაზი და კენტ ციფრებზე შემოხაზეთ წრე (5
წამი).
40. (47 კვადრატი) ჩასვით კენტი ციფრები ოთკუთხედში, ხოლო ლუწი- წრეში (5 წამი).

შედეგების დამუშავება: შეფასება ხდება დაშვებული შეცდომების მიხედვით. ითვლება


შეცდომები და გამოტოვებულები.
0-4 შეცდომა - მაღალი ლაბილობა, სწავლის კარგი უნარი;
5-9 შეცდომა - საშუალო ლაბილობა;
10-14 შეცდომა - დაბალი ლაბილობა, სწავლაში სირთულეები;
15 და მეტი შეცდომა - ნაკლებ ეფექტურობა ნებისმიერ საქმიანობაში.
მეთოდიკა მოითხოვს ნაკლებ დროს ჩასატარებლად და შედეგების დასამუშავებლად,
ამასთან იძლევა ზუსტ პროგნოზს პროფესიული ვარგისიანობისთვის.

You might also like